ნოემბრის წვიმა X
Something is changing inside you, and don’t you know.. Don’t you cry , tonight.. I still love you baby.. Don’t you cry tonight.. - Don’t cry, ანნა, Don’t cry.. – ვუმეორებდი ჩემს თავს და ბალიშს მაგრად ვიხუტებდი.. უნიჭოდ ვყვებოდი აქსელის შეუდარებელ ხმას ჩუმად და თან ჩემს თავს ვუმეორებდი რომ არ მეტირა.. ზედმეტად სუსტი ვიყავი, წვრილმანებზეც კი მიჭირდა თავის შეკავება,ალბათ თინას რომ დავენახე,საყვედურებით ამავსებდა.. ზუკას სახლში მომხდარი ამბავი, ძლივს ოდნავ დავიწყებული, გამახსენდა და თავი ისევ ცუდად ვიგრძენი მაგრამ რატომღაც, არ ვიცი რატომ, აუხსნელად ჩემი თავის მჯეროდა და ვფიქრობდი, რომ არავითარი შეცდომა არ დამიშვია! **** წვიმა, წვიმა და ისევ წვიმა.. დამთრგუნველი იანვრის საშინელი, მოსაწყენი ამინდები,სუსხი და ძლიერი ქარი,ფანჯრებზე შეხეთქებით რომ მაწუხებდა, და როგორც ყოველთვის , ერთადერთი და განუმეორებელი – საყვარელი მუსიკა, სიგარეტი და.. და ძველი მეგობარი ტუმბოზე.. “მჭირდები, ახლა ყველაზე მეტად შენში ვიპოვი შვებას!” – უაზროდ ველაპარაკებოდი უსულო საგანს და თან ხელში ვათამაშებდი.. იყო დიალოგი, იყო გასეირნება.. იყო ბევრი სასიამოვნოდ დასამახსოვრებელი მომენტი. იმ მომენტში, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ გადიოდა დღეები და მისგან ვერაფერს ვგრძნობდი.. დაუფიქრებელი ნაბიჯები, აი რა გვაუბედურებს! ის იყო „ მეგობარი“ ხელში ავიღე და კანზე უნდა გამესვა, რომ შემოსასვლელი კარების გაღების ხმა გავიგონე. ვიგრძენი, რომ ნიკო იქნებოდა. მომესმა ნინას საძინებლის გაღების ხმაც და მივხვდი, რო მმასთან შესარიგებლად მივიდა. ჩემი ოთახიდან საერთოდ არ გავსულვარ, მაინტერესებდა რას იზამდა, დარჩებოდა ნინასთა, თუ ისევ ერთად წავიდდნენ სადმე. დაახლოებით ნახევარი საათი ოთახში განერვიულები ვიჯექი იმის მოლოდინით, რომ ნიკოს გავახსენდებოდი, შემოვიდოდა, მომიკითხავდა... ნინას ოთახში სადღაც 15–20 წუთი დაჰყო, მხოლოდ მათი საუბრის ხმა მესმოდა. ნიკომ სახლი ძალიან მალე დატოვა. ნინასთან შევედი, თითქოს ლეპტოპი მინდოდა, ოთახში შესულს კი ის ისეთი გახარებული დამხვდა, რომ ემოციებს ვერ მალავდა. – ნიკო იყო, ეს ყვავილები და შოკოლადი მომართვა... უბრალოდ, ძალიან გაბრაზებული ვიყავი, შემირიგა... „ღმერთო, რა უხარია ამ ქალს? გონია, რომ ნიკოს მართლა უყვარს? საშინელებები ხდება ჩემს ცხოვრებაში...“ ვფიქრობდი გულში და ნინას მოძალადე ღიმილით ვუყურებდი. – არ ვიცი ნინა შენ რას ფიქრობ, მაგრამ ნუ იქნები ასე ძალიან გახარებული, თქვენი ურთიერთობა ყველაფერს გავს სერიოზული ურთიერთობის გარდა. – მაღიზიანებ. გადი ოთახიდან. მეც არანაკლებ მეშლებოდა ნერვები ნინას ასეთი მდგომარეობის შემყურე და ოთახი დავტოვე. გული მეტკინა,ისევ გამიცრუა იმედები,მეგონა იმ ღამეს მაინც მოხდებოდა რაღაც, რაც სიტუაციას ოდნავ მაინც შეცვლიდა.. მაგრამ დამენგრა ოცნების კოშკები. თავის „ცოლთან“ ამჯობინა შერიგება. „თითოეული ბედნიერი ადამიანის კარებზე უნდა იდგეს ვინმე ჩაქუჩით ხელში, რომლის კაკუნიც მუდმივად იმის შემხსენებელი იქნება, რომ ქვეყნად უბედური ადამიანებიც არსებობენ.“ ამაზე დიდი ჭეშმარიტება არავის უთქვამს, ჩეხოვმა სრული სიზუსტით გადმოსცა ჩემი ცხოვრების სწორედ იმ კონკრეტული პერიოდის მდგომარეობა... ყოველ სიხარულს, ყოველ ბედნიერ წამს, დასასრულს თან მოსდევს იმედგაცრუება, ან დიდი, ან პატარა, არ აქვს მნიშვნელობა.. იმედგაცრუება რომელიც წამისყოფით აქრობს ბედნიერებას... ძალაგამოცლილი დავეგდე საწოლზე. მთელი ოთახი გადავქექე დამაძინებლების ძიებაში, ბოლოს ვიპოვე და ბევრი ერთად გადავყლაპე, რომ რაც შეიძლება მალე ემოქმედა. “რატომ მაინც და მაინც მე?! რატომ მაქვს ასეთი ბედი.. ნუთუ ნოემბრამდე არაფერი უნდა შეცვალოს? და ასე უნდა ვიტანჯო?.. თანდათან უფრო აუტანელი ხდება იმის გაცნობიერება, რომ არაფერი შეიცვლება. ჯობია, სანამ რამე ცუდი მოხდა, მე თვითონ დავამთავრო ეს ყველაფერი!” ეს ალბათ არ იყო სიყვარული, ეს იყო სიყვარულის მსგავსი გრძნობა. ერთი კი აშკარად ვიცოდი,ასე თუ გაგრძელდებოდა თავს დავკარგავდი და ჩემს „მეგობარს“მივმართავდი ამდენი ხნის შესვენების შემდეგ.. ამჯერად უკვე საავადმყოფო ვეღარ გადამარჩენდა. მთელი ღამის განმავლობაში მესიზმრებოდა... **** 24 თებერვალს გაწვიმდა ისე, მე რომ მიყვარდა. მანამდე თითქოსდა ცარიელი ვიყავი და არაფერი მითბობდა სულსა და გულს. ეს იყო წვიმა გამგებიანი, ჩემი მეგობარი.. ერთადერთი ნუგეში და “ანტიდეპრესანტი”. მიყვარდა მისი ხმაურიანი შეხვედრა ფანჯარასთან და მისი სუნი, ისე ძალიან რომ მხვევდა თავბრუს. მზე ადამიანს უნდა გიყვარდეს და უნდა ეტრფოდე რადგან ერთ–ერთი მაცოცხლებელი წყაროა, მაგრამ მის კეთილშობილებას დღემდე ვერ ვაფასებ, წვიმის მიერ მოტანილი ის განცდები და სიხარული მას იმდენად ჩრდილავს.. თინას არ იყოს, ცხოვრება ფილმი არ არის, რომ ასე ადვილად, ერთი დაუფიქრებელი მოქმედებით დაამთავრო და არც კანია ფურცელი, რომ გაჭრა ან გაფხაზო. არც წარსული და მასთან დაკავშირებული მოგონებებია ფერფლი, რომ ერთი შეუბერო და წამისყოფით გაქრეს.. „ჩვენც არ ვართ ანგელოზები რადგან არც ეს ცხოვრებაა სამოთხე!“ “წავალ და წვიმას მივუშვერ ცხვირ–პირს, რომ ყველა ის გარეგანი და სულიერი ტკივილი გამიქარწყლოს და ჩამომაშოროს, ასე ძალიან რომ მიღრღნის სულს.. იმდენად რთულია მოგონებებით და წარსულით ცხოვრება, რომ თვითმკვლელობამდე ნახევარი ნაბიჯიღა მრჩება. რომ არ ვიცოდე, რომ თითქმის ყოველ დილით თუ არა, საღამოს მაინც გავიგონებ მის ხმას, აქამდე უკვე ზეცაში ვიქნებოდი, არა ანგელოზების გარემოცვაში, არამედ დაუსრულებ წამებას გავუსინჯავდი გემოს.” ყოველდღე საათები უაზრო გოდებაში მიდის.. ყოველღამე ცრემლები მისველებენ ბალიშს, თუნდაც უმიზეზოდაც, რომ მდიოდნენ. დღეები ილევა ოხვრასა და დეპრესიული განწყობების ფონზე. რთული გზა მქონდა გასავლელი ალბათ.. მსგავსი გოლგოთის გზისა, სავარაუდოდ იმ მომენტში მხოლოდ მიწას ვტკეპნიდი ფერდობზე და ზემოთ არც კი ვიყურებოდი.. ***** მარტს მიახლოებით ისეთი განწყობა მოქავს, როგორც ნოემბერს. მაგრამ, ნოემბერი, რომ განუმეორებელია და სულ სხვა განცდებს გიჩენს, ამაში ორი აზრი, არ არსებობს.. “ნოემბერო, ჩემო ნოემბერო.. ცოტა იჩქარე, თორემ ასეთ ‘ობივატელურ’ ცხოვრებას, როგორიც მე მაქვს, აზრი არ აქვს..თავი “ობივატელი” მგონია შესაბამისად რადგან კიარ ვცხოვრობ, არამედ უბრალოდ ვარსებობ და ვერანაირ აზრზს ვერ ვხედავ ჩემი ამ წუთისოფელში ყოფნის..” 12 მარტს, ნიკო კვლავ მოვიდა სახლში, ნინა საყიდლებზე იყო გასული. შემოვიდა თუ არა იკითხა, სად არისო. – მე რას მეკითხები, მისი ქმარი ხარ, უნდა იცოდე. – ვუთხარი გაბრაზებით და ლუდი მოვსვი. გულს ეჭვიანობა მიკლავდა. – ნერვოზი გაქვს და უნდა იმკურნალო. - ხელი ერთერთი უჯრისაკენ გაიშვირა. - აი მანდ მგონი ვალერიანის წვეთები დევს, გამოიღე და დალიე, არ გაწყენს. - ნიკო, რა შუაშია ნერვოზი, სავსებით ლოგიკური პასუხი გაგეცი, შენი ცოლია, და ყველაფერი უნდა იცოდე მის შესახებ... რა არის ამაში გასაბრაზებელი? – უბრალოდ გკითხე, ძალიან მარტივად და მშვიდად, იცოდე ვის როგორ დაელაპარაკები. ნინასთან კი იმისთვის მოვედი, რომ შევუთანხმდე ამ განშორებაზე, მეც დავიღალე. – ასეთ საუბარში უსიამოვნებას, გაბრაზებას და ეჭვიანობას გამოვხატავ. – წამომცდა ძალიან დაუფიქრებლად. ენაზე მწარედ ვიკბინე, მისი სიტყვები არც გამკვირვებია. „ასე მალე იმოქმედა ლუდმა?“ – დაუფიქრებელი საუბარი არამგონი, ნერვოზის ბრალი იყოს. მაგრამ მაინც, გაიმეორე რა თქვი?! - წამოდგა და ჩემკენ გამოემართა. – რაც გაიგონე.. – არაფერი გამიგონია.. – მპასუხობს დაბნეულად. – ესეიგი მეც არაფერი არ მითქვამს. – ვუთხარი და ჩემი ოთახისაკენ გავემართე. – არ წახვიდე, ანნა! მოდი აქ. – რა მოხდა ? – ვკითხე ისე,რომ იატაკისთვის თვალი არ მომიშორებია. – მე მიყურე, – შევხედე. – თვალებში! – არ შემიძლია.. – ამით თითქოსდა დანებებას გამოვხატავდი. – ანნა, თვალებში მიყურე.. შემოვბრუნდი,იმდენად სუსტად ვიგრძენი თავი,რომ გავიფიქრე სადაცაა ჩავიკეცები მეთქი. იქვე სავარძელზე ჩამოვჯექი, რამდენიმე წუთში უსიტყვოდ მოვიდა და თვითონაც ჩამოჯდა,ჩემგან ოდნავ მოშორებით. მხოლოდ ერთხელ გავხედე,გაკვირვებული სახე გაბრაზებულს ენაცვლებოდა. ყველაზე მეტად, ცრემლების შეკავება მიჭირს და ეს არის დასტური იმისა, რომ სუსტი ადამიანი ვარ. არამგონია ნიკოს ეფიქრა, რომ მე ის წრფელი სიყვარულით მიყვარდა მხოლოდ იმიტომ, რომ თვალებში ვერ ჩავხედე. მაგრამ დარწმუნებული ვარ ასე პირდაპირ, ასეთ დასკვნას ვერ გამოიტანდა, მაგრამ არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მისთვის წარმოუდგენელი რამ იყო. ეს იყო საათი უხერხული და თან მრავლისმეტყველი დუმილისა.. მე ვტიროდი, ის კი იჯდა და ისმენდა. არცერთს ერთი სიტყვაც კი არ დაგვცდენია ბაგეებიდან. ნინას მოსვლამ გამოგვაფხიზლა. ცოცხალ–მკვადრივით წამოვდექი და ჩემი ოთახისაკენ გავემართე. ნინას შეკითხვებს, როგორც ყოველთვის, ყურადღებას არ ვაქცევდი. როდესაც საკუთარ თავთან მარტო დავრჩი, კვლავ ვიგრძენი იმედგაცრუება, თითქოსდა მისი დუმილით ცივ უარს მეუბნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ არაფერი მითქვამს. მაგრამ, ჩემგან არ გესწავლებათ, რომ თვალები უფრო მეტს მეტყველებენ ჩვენზე ვიდრე ჩვენი სიტყვები. დავწექი და გადავიფარე საბანი თუ არა, გაწვიმდა. გაკვირვებისგან თვალები შუბლზე ამივიდა. „შენ ყოველთვის გესმის ჩემი..“ გავიფიქრე ჩემთვის. საოცარია, წვიმის დროს ძილი.. არ მახსოვს, რამდენად მალე ჩამეძინა, მაგრამ მახსოვს, რომ ჩემი ოთახის კარები დავხურე, მაგრამ არ ჩამიკეტავს. მკვდარივით მეძინა, როდესაც ტუჩებზე თბილი და თან ტკბილი შეხება ვიგრძენი. იმდენად ღრმად მეძინა, თვალები არც გამიხელია.. სიზმრებში ნიკოს ვხედავდი, ჩემკენ მოდიოდა, მაგრამ თან რაღაც აკავებდა.. მის მარჯვენა მკლავზე ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ვხედავდი ნიშანს, წარწერას.. დაფეთებულმა გამოვიღვიძე და წამოვხტი. კარებისკენ გავიხედე, ღია იყო. ტუჩებზე ფრთილხად ჩამოვისვი ხელი მერე კი ენით გავისველე. – სიზმარი, თუ რეალობა? – გავიფიქრე ჩემთვის და თან ფანჯარას გავხედე.. ისევ წვიმდა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.