დედაჩემი წინააღმდეგია! 6
დედაჩემი წინააღმდეგია! 6 სახლში განადგურებული მივიდა სასმელი გამოიღო და მოიყუდა, ბოლოს იმდენი დალია გათიშულს ჩაეძინა. -ტასო სიხარულო მოვედი! - მილენამ შეაღო ოთახის კარი. -გაეთრიე! - უღრიალა და ბოთლი გაუქანა კედელს. -ტასო, დე... -არ გაბედო და ტასოთი აღარ მომმართო.. შენ მე ბედნიერება წამართვი! სიყვარული წამართვი! წამართვი ყველაფერი! რა გინდა?! რა?! რას უწუნებ?! რატომ არ მოგწონს?! მე ხომ მიყვარს?! რატომ მიშლი მასთან ყოფნას?! მასთან ურთიერთობას?! -ჯერ ერთი ტონალობა შეცვალე და იცოდე დედაშენს როგორ ესაუბრო! მერე მეორე გაბრიელი არ შეგშვენის! ვიღაც ღარიბს შენ ვერ გაყვები! ახლა მაკლია ზუსტად ჭორები ღარიბ-ღატაკს გაჰყვაო ცოლად.- მკაცრად საუბრობდა მილენა - და მესამე! კიდევ ერთხელ რომ დაგინახო მასთან, ან მის სიახლოვეს.. მისგამო რომ დალიო და ასე მიყვიროდე.. ნაკუწებად ვაქცევ იმ შენს სიყვარულს! ამიტომ ჭკუით ანასტასია! ჭკუით! - გამაფრთხილებლად ჟღერდა მისი ხმა. ნელა გაიხურა კარები მილენამ, ტასო კი განადგურებული იყო.. ჩანთა გადმოიღო და ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო. -სად მიდიხარ?! - მოესმა მილენას მკაცრი ხმა. -არ შემაწუხო! მივდივარ! უნდა დავისვენო! -არც შეტრიალებულა ისე უთხრა და სახლი დატოვა. -მამასთან, - გადახედა მძღოლს. -უკაცრავად?! - დაიბნა აშკარად ბიჭი. -განთავისუფლებული ხარ! გადაბრძანდი! - მოკლედ უთხრა და საჭესთან მოტავსდა.. სოფელში, მამის სასაფლაოზე ავიდა და ცივ ქვას ჩაეხუტა.. -მა, მენატრები იცი?! იცი როგორ მაკლიხარ?! იცი როგორ მჭირდები?! ახლა მჭირდება შენი ჩახუტება, შენი მკაცრი და დამრიგებლური სიტყვები! გაუსაძლისად მტკივა! დედა.. გახსოვს.. არაფერს მიშლიდი შენ.. დედა კი.. ბედნიერებას.. სიყვარულს.. ყველაფერს მართმევს... მამი.. გთხოვ დამეხმარე! მინდა! მასთან მინდა.. მიყვარს.. მაგრამ... მჭირდები მამი.. გთხოვ მოდი ჩემთან რა! მაა.. მჭირდები მამა - ცრემლები ღვარ-ღვარად მოდიოდა და უკვე სულ მთლად კანკალებდა.. - გახსოვს ბოლოს რა მითხარი?! ძლიერი იყავი-ო, თავი არავის დაააგვრინო-ო, მაგრამ ნახე რა სუსტი ვარ... ხედავ შენი ამაყი პრინცესა როგორია ახლა?! მამას უნდა, რომ ამოეფაროს და ზღაპარში ეგონოს.. ისევ მინდა ის პატარა ვიყო.. ისევ მინდა ისევ... - მიწას ხელებს უშენდა... ის დღე მამის საფლავზე გაათენა.. იქ ჩაეძინა.. მეორე დღეს შეცადა მყარად დამდგარიყო, მაგრამ რამდენად გამოუვიდა..- გპირდები! მე შენი შვილი ანასტასია დოლიძე , რომ ყველანაირად ძლიერი ვიქნები და არ დავეცემი.. - ცრემლები შეიმშრალა და გზას გაუდგა საჭესთან მოთავსდა და წავიდა.. 1 კვირა სრულ სიწყნარეში იყო.. სიზმრებში ნახულობდა გაბრიელს და მონატრება კლავდა.. ჩაიცვა, გაემზადა და კლუბში წავიდა.. სიგარეტის სუნმა ცხვირი აუწვა.. -დღეს ბოლომდე ვსვამ.. - ჩაილაპარაკა და ბართან დაჯდა.. ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა.. მეორეს მესამე.. მესამეს მეოთხე.. მეოთხეს მეხუთე და ასე დაითრო.. ბოლოს ბუნდოვნად ახსოვს გაბრიელის სახე, მაგრამ თითქოს მოეჩვენაო... შემდეგ აღარაფერი ახსოვს.. დილით საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა.. ყველაფერი სტკიოდა.. ნელა წამოიზლაზნა, მაგრამ ვერ დადგა და ისევ საწოლზე ჩამოჯდა.. სარკეში თავისი ანარეკლი შეათვალიერა.. -ვაიმე - წამოიკივლა და პირზე ხელი მიიჭირა.. - მე.. ეს.. - სარკეს უყურებდა და აკვირდებოდა დალურჯებულ დაკბენილ სხეულს..- ღმერთო... - ცრემლი ჩამოუგორდა, მაგრამ უმალ მოიწმინდა და სააბაზანოში შევიდა.. ცხელმა წყალმა შედარებით ტკივილი გაუქრო.. ჩაიცვა და ოთახი დატოვა.. აშკარად სასტუმროში იყო.. -უკაცრავად ვისთან ერთად მოვედი? - ჰკითხა იქ მყოფ პერსონალებს. -დილა მშვიდობისა. სახელი და გვარი? -ანასტასია დოლიძე. -სამწუხაროდ არ გვაქვს უფლება გითხრათ. -კი, მაგრამ რატომ? -უბრალოდ აკრძალულია..- ბარბაცით დატოვა სასტუმრო და ტაქსი გააჩერა.. აბსოლუტურად ყველა ტანსაცმელი ჩაალაგა და თან მეგობრებს გაუგზავნა მესიჯი.. -‘ე.ი. თუ ჩემი ნახხვა გინდათ დღეს ღამის 12-ზე გაფრენა მაქვს და შეგიძლიათ მოხვიდეთ აეროპორტში..’ ბავშვები ნერვიულად ელოდნენ.. ანსატასიაც მალე გამოჩნდა.. -ანასტასია? - ყველამ მომლოდინე მზერა მიაპყრო.. -ბავშვებო, ახლა მართლა ძალიან მინდა აქედან წასვლა... უბრალოდ არ შემიძლია მილენას ატანა.. ძალიან დიდი ბოდიში.. - ცრემლიანი თვალებით შეხედა და ყველას ჩაეხუტა.. -იქნებ დარჩე? ჩვენთან წამოდი რა - ნინიმ მიაპყრო სევდიანი მზერა. -ვერა, ნი.. -მაშინ სანამ წახვალ გაიღმე.. არ ვაპირებდი ესე თქმას, მაგრამ... -რა მოხდა? - ყველამ ნინის შეხედა.. -სულ მალე..9 თვეში.. - მუცელზე ხელი დაიდო.. - ნიკა მამა გახდები, მე კიდევ დედა.. - თვაბელი გაუბრწყინდა.. - ნათლი.. რომ დავიბადები აქ ხომ იქნები? - ღიმილით ჰკითხა ტასოს.. -ჩემი ბუთქუ, ვაიმე - სანამ ნიკო გონს მოეგებოდ მანამ ჩაეხუა ტასო.. -მოიცა.. - თავი გააქნია ნიკამ,... -ანუ მე მამა გავხდები? - მკერდზე თითი მიიდო.. -არ გაუხარდა.. - თვალები აუწყლიანდა ნინის. -ვაიმე, არ გამიხარდა კი არა დავფრინავ... -უცებ მოეხვია და დაუკოცნა ჯერ ტუჩები შემდეგ მუცელთან რაღაც დასჩურჩლა.. თვალები ისეთ ბედნიერებას ასხივებდნენ.. იქ იყო მოლოცვები და ბედნიერად გაუშვეს ანასტასია. ** -გოგოა თუ ბიჭი? - თავს ევლებოდა ნიკუშა.. -ვაიმე, ნიკა! - სიცილს ვერ იკავებდა.. -რა იყო? რამე გტკივა? რამე გინდა? - შეშფოთდა და უცებ წამოხტა.. -აუ, ნიკა... კარგი რა.. კარგად ვარ! არაფერი მჭირს.. რანაირად უნდა გავიგო გოგოა თუ ბიჭი ?! ჯერ ერთი თვის ვარ - იცინოდა და ბედნიერი უყურებდა ქმარს.. -ჩემი ბუთხუზა.. -არ გავსუქებულვარ! - ტუჩები დაბრიცა. -ხომ გასუქდები? და მერე შემი ბუთხუზა იქნები.. - დაუკოცნა ტუჩები.. -მარტო შენი - გაუცინა და ჩაეხუტა. ** ანასტასია რომ ჩავიდა შედარებით ლაღად იყო.. ენატრებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა... შედარებით სუსტად იყო ხოლმე და ერთი - ორჯერ გონებაც დაკარგა, მაგრამ ექიმთან ვიზიტზე უარი განაცხადა.. უბრალოდ სუსტად ვარ-ო! შემდეგ კიდევ დაკარგა გონება, სულ წუწუნებდა და აღარ იცოდა რა ექნა, მართლა შეშინდა და ექიმთან წავიდა... იქმმა კი.. -ქალბატონო, ფეხმძიმედ ხართ.. - ღმილით უთრა ქალმა.. -მე? კი, მაგრამ ხომ არ გეშლებათ? - თვალები გაუფართოვდა.. -არა გენაცვალე.. ანასტასია დოლიძე ხომ ასეა? -კი.. -აი - კონვერტი მიაწოდა.. თვალებს არ უჯერებდა.. ეღიმებოდა.. ბედნიერი იყო.. სულ უნდოდა შვილი ჰჰყოლოდა და აუხდა ოცნება.. არაფერზე ფიქრობდა.. არც იმაზე ვინ იყო ბავშვის მამა.. 3 კვირის ფეხმძიმე იყო.. ყოველ დილით, რომ დგებოდა სარკესთან დგებოდა და ამოწმებდა მუცელი გამეზარდა თუ არა-ო.. მეშვიდე თვეში იყო.. არ უნდოდა სქესის გაგება.. ძალიან დიდი მუცელი ჰქონდა.. სულ ჭამდა.. სეირნობდა და ექიმის მითითებებს მიჰყვებოდა.. ამ ამბის შესახებ მხოლოდ ნინიმ იცოდა... სხვა არავინ.. დილით ადრე ადგა და თვალები გაახილა თუ არა ეგრევე წამოხტა და სარკესთან დადგა. -დე, რამხელა ხარ უკვე.. სულ მალე დაგიჭერ დე... - ჩურჩულებდა.. - ცი? მენატრება.. გაბრიელი მენატრება.. - ჩუმად თქვა და ცრემლი წამოუვიდა.. - მაგრამ ჩვენ ხომ გავუძლებთ? ერთად გავუძლებთ დე.. წამო გავისეირნოთ ახლა.. -მუცელზე ისვამდა ხელს, კარადიდან ნელა გადმოიღო სარაფანა და ჟაკეტი ძვლივს მოირგო.. ბოლოს ფეზე უნდა ჩაეცვა.. ვერ იხრებოდა მუცელი უშლიდა ხელს.. წვალობდა ისეთი საყვარელი იყო.. სიცილის ხმა მოესმა, ,გული აუჩქარდა... დაიბნა... უკან მიიხედა, მაგრამ არავბინ იდგა.. გული კი საშნლად აუჩქარდა.. ის სურნელი ტრიალებდა.. შემობრუნდა და.. ის იყო.. ნელა ასწია თავი და მის სახეს დააკვირდა.. ეჩვენა? -ღმერთო მოლანდებებიც დამეწყო? - ხმმამაღლა თქვა და თვალები დახუჭა და თავი გააქნია, მაგრამ სილუეტი არ გაქრა.. - გაბრიელ.. ჩუმად ამოიჩურჩულა და რამდენიმე ნაბიჯში მის წინ იყო ... უნდოდა ჩახუტებოდა, მაგრამ მუცელი უშლიდა და ისე ვერ ეხუტებოდა, როგორც ადრე.. -მართლა შენ ხარ? - სახეზე ხელს უსვამდა და ტიროდა... -ფერია, ნუ ტირი გთხოვ.. - მიეფერა.. მისი ხმის გაგონებისას სულ მთლად დაეხორკლა ტანი... -აღარ წახვიდე რა.. - ეხუტებოდა, როგორც შეეძლო. -აქ ვარ პატარა, ჩუუ..- თმაზე ეფერებოდა. მთელი საათი ასე ჩახუტებულები იყვნენ, ბოლოს ცრემლებიც აღარ მოდიოდა, თვალებ ბედნიერებისაგან უბრწყინავდა.. -სქესს რატომ არ იგებ? - ჰკითხა ღიმილით.. -შენ რა იცი რომ არ ვიგებ?! შენ იცი? - გაკვირვებულმა ახედა. -აბა? გგონია მიგატოვებდი სულელო? - თმა აუჩეჩა.. -აი, თურმე ვინ დამყვებოდა ხოლმე - თავისთვის ჩაილაპარაკა გაბრიელს კი გაეღიმა.. - გაბრიელ.. -ხო სიხარულო.. -დედაჩემი.. -ნუ გეშინია.. -დამემუქრა, რო.. -ტასო! დაწყნარდი! ვერაფერს დაგვიშავებს! -მეშინია.. -დაწყნარდი სიხარულომ შენთვის ნერვიულლობა არ შეიძლება.. -კარგი,, - თავი დაუქნია და ისევ მიეხუტა. ძალიან ბედნიერი იყო, აღარ იცოდა სიხარული რითი გამოეხატა.. მაგრამ მაინც ეშინოდა დედამისის... ის ხომ ყველაფერზე იყო წამსვლეელი.. -ააა, გაბრიელ.. მტკივა.. ძალიან მტკივა ააა... - ყვიროდა ტასო.. -დაწყნარდი დამშვიდდი, აი მალე მივალთ ტასი.. - ხელზე უჭერდა..- ექიმი ! - დაიძახა საავადმყოფოში შესულმა.. -ააააააა მტკივა.. - ყვიროდა ტასო.. -გთხოვ გაუძელი- ხელზე უჭერდა.. ** არე-მარე ბავშვის ტირილმა მოიცვა.. ბავშვის? არა.. არა... ბავშვების ტირილმა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.