შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედაჩემი წინააღმდეგია! 4


19-03-2016, 19:13
ავტორი mimimimo
ნანახია 2 496

დედაჩემი წინააღმდეგია! 4
ნინი დადიანი, 20 წლის...
ანასტასიას მოსამსახურე..
არ იყო შეძლებული ოჯახიდან..
არ ჰყავდა მამა და არ იყო ‘მამიკოს ფულებით განებივრებული’.
მაგრამ ჰყავდა დედა - ნელიკო - საოცრად თბილი ქალი, რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა... მისთვის ყველაფერს გააკეთებდა..
ჰყავდა შეყვარებული.. ლადო კვარცხელია 21 წლის..
-არ შეგეფერება... - ეუბნებოდა ნელიკო, მაგრამ შვილს უყვარდა, ამიტომ ვერ ეწინააღმდეგებოდა... - ნინი! ფრთხილად იყავი.. -უმეორებდა ხშირად..
-ლადო, ლადო .. - გახარებული ჩაეხუტა ბიჭს..
-როგორ ხარ?! - ღიმილით ჰკითხა ბიჭმა..
-კარგად შენ? - ცოტა მოიწყინასავით, რადგან ეუცნაურა ლადოს ეს საუბრის მანერა.
-არამიშავს.
-რას შვრები?! დაიღალე? - სასხვათაშორისოდ ჰკითხა..
-1 კვირით შვებულება მომცეს - თვალებგაბრწყინებულმა უთხრა.
-კარგია - უხეშად მიუგო.
-ლადო..
-რა?
-რა გჭირს?
-უნდა დავშორდეთ - ჩვეული ხმით უთხრა.. არანაირი ემოცია არ გამოეხატა...
ნინი კი...
-რატომ? - ჩუმი ხმით თქვა.. ნელა წამოუვიდა ჯერ ერთი ცრემლი.. შემდეგ მეორე... მესამე.. და ასე ნელ-ნელა მოდიოდა ცრემლების ნაკადი..
-არ მიყვარხარ!
-ანუ მატყუებდი?! - ცრემლები მოიწმინდა და თვალებში ჩახედა..
-კი!
-არაკაცი ხარ! არაკაცი, რომელიც ჩემს გრძნობებზე თამაშ.. - სიტყვის დამთავრება არ აცალა.
-მისმინე ახლა! სიტყვები შეარჩიე პატარა ქალბატონო! - მაჯაში სწვდა..
-ჯერ ერთი ხელი გამიშვი.. და ჰო.. თუ ძალიან გაინტერესებს მეც გეტყვი სიმართლეს.. არც მე მიყვარხარ... და არასოდეს მიყვარდი..
-გგონია დავიჯერებ? - ჩაიცინა ბიჭმა.. მაგრამ სახე წაეშალა..
-სხვა გზა არ გაქვს.. სურვილი იყო.. - გაუღიმა ირონიულად.
-ანუ?
-ვთამაშობდი და სურვილი’ც შესრულებულია - მხრები აიჩეჩა - ნახმვამდის ლადიკო - სიცილით უთხრა, ზურგი აქცია და წამოვიდა.. რა ფასად დაუჯდა ეს ტყუილი.. ეს ღიმილი... მიდიოდა და ცრემლებიც თავისით სდიოდა... ბუნდოვნად ხედავდა გზას, მაგრამ მაინც მიიწევდა წინ, მაგრამ.. ყველაფერი შეწყდა... უცებ ყველაფერი შავმა ფერმა მოიცვა..
-ექიმი! - საავადმყოფოში გაისმა მამაკაცის ხმა..
***
ყველაფერი შეიცვალა.. ადრე, თუ შედარებით საუბრობდნენ, ახლა ანასტასია სულ ცდილობდა, არც დალაპარაკებოდა.
გაბრიელი კი... როგორ არ ცდილობდა საუბარი წამოეწყო, მაგრამ ვერა..
ბოლოს მობეზრდა და სამსახურიდან წამოსვლა გადაწყვიტა..
განცხადების ფურცელი წასვლის შესახებ სახლში, სამუშაო მაგიდაზე დაუტოვა, გასაღებიც გვერდზე დაუდო.. კიდევ ერთხელ შეათვალიერა კაბინეტი.. ანასტასიას სურათს დასჩერებოდა, შემდეგ კი წავიდა..
სამუდამოდ?
ალბათ...
ანასტასია ღიღინით მიუჯდა სამუშაო მაგიდას და კომპიუტერი ჩართო, თან რაღაც ფურცლებს ამოწმებდა და ერთ-ერთი ‘ცუდად მოხვდა თვალში’.
ყველა უარყოფითი ემოცია გამოეხატა...
არ იცოდა რა გაეკეთებინა...
-წავიდა.. - ჩურჩულით თქვა და ფურცელს მისი ცრემლი დაეცა. - წავიდა? - ჰკითა თავის თავს.. - წავიდა.. წავიდა... - ჩურჩულებდა და ცრემლები მოსდიოდა.. - წავიდაა... - დაიკივლა და მაგიდაზე, რაც ფურცლები იყო ერთი ხელის მოსმით ძირს მოაფრიალა. ჭიქა კედელს გაუქანა და იატაკზე შუშის ნამსხვრევები ნელ-ნელა მიმოიფანტა...
-ანასტასია... რა ხდება? - მსხვრევის ხმაზე მელინა შემოვიდა..
-სულ შენი ბრალია... - ზიზღით გამოსცრა კბილებში და კაბინეტიდან გავიდა..
მეგობრებს დაურეკა და კლუბში წავიდა...
ჯერ მაღაზიასთან გააჩერა მანქანა.. სიგარეტი იყიდა და 5 წუთში კლუბში იყო..
-რა მოხდა? - ჰკითხა ალექსანდრემ ანასტასიას..
-წავიდა... - ჩუმად თქვა და ვისკის ჭიქა ჩაცალა..
-რატომ? - თვალებგაფართოებულმა ჰკითხა ნინამ..
-დედაჩემი წინააღმდეგია! - ჩუმად თქვა... - ვერიდებოდი...არ ველაპარაკებოდი! მობეზრდა ალბათ და წავიდა.. სამუდამოდ...- ცრემლები წამოუვიდა - ვცდილობდი, მაგრამ არ გამომივიდა! შემიყვარდა! - ხრიწიანი ხმით თქვა..
-ტასი... - ჩაეხუტა ლილი.
-რა ვქნა ახლა?! - სიგარეტის კოლოფი ამოიღო...
-ანასტასია სიგარეტი! - გაისმა ტატოს მკაცრი ხმა..
-გაჩე, რა... - ხელი აუქნია.. - ნიკო სადაა?
-არ ვიცი, ტო.. მოვალო და არ ჩანს.. მოვა ალბათ..
დალიეს... ტკივილი სასმელში ჩაკლა..
მაგრამ ეს ერთხელ და ცოტა ხნით..
სულ ხომ ვერ დალევდა?!
ბოლოს ნიკოს დაურეკეს...
-ნიკო... სად ხარ სიხარულო?! ხომ იცი როგორ მიყვარხარ?! - სიცილით ესაუბრებოდა ანასტასია..
-ანასტასია?! სად ხარ?! - არც ბიჭის ხმა იყო ჩვეული..
-კლუბში..
-მოვდივარ.. – 5 წუთში მასთან იყო..
-ბიჭო რამ დაალევინა ამდენი - თმაში ხელი შეიცურა ნიკამ..
-სიყვარულმა ნიკულლ -ჭიქა აიღო და კიდე ვერთი დალია..
-ალექსანდრე და ტატო სადაა?
-ქალებში...
-ვახ ჩემი.. - თქვა და ლილის და ნინას გადახედა. - ლილი და ნინა... მანქანაში - ისინი შედარებით ფხიზლები იყვნენ.. მანქანაში ჩაჯდნენ და ანასტასიას სახლისკენ წავიდნენ..
ხელში აიყვანა და სახლში შეიყვანა...
-გამარჯობა - მიესალმა მილენას.
-რა სჭირს? - ჰკითხა მილენამ..
-დალია.. - უთხრა და ოთახში შეიყვანა.. დააწვინა, საბანი გადააფარა და გავიდა ოთახიდან... - ნახვამდის მილენა... - გაუღიმა ქალს და სახლი დატოვა..
-დარჩი.. - გაუღიმა ქალმა..
-არა იყოს. გმადლობ... - სახლი დატოვა და მანქანაში ჩაჯდა...
-ნინას ეძინა ლილა კი ფხიზლად იყო..
-ნიკო, რა გჭირს? - ჰკითხა მოწყენილმა..
-არაფერი, სიხარულო.. - გაუღიმა დას.. - შენ კი დაისჯები..
-კაი , რა... ბევრი არ დამილევია.. სულ სულ ცოტა დავლიე..
სახლში მივიდნენ..
ნინა აიყვანა და ოთახში დააწვინა.. ლილიც დაწვა დასაძინებლად..
ნიკო კი საავადმყოფოში წავიდა..
-ნათესავების გარდა არავის შეშვება არ შეგვიძლია.. - მკაცრად უთხრა ექთანმა..
-ჩემი საცოლეა, ტო და არ უნდა შემიშვა? - ჰკითხა ბიჭმა.. სხვა გზა არ ჰქონდა უნდა მოეტყუებინა... აბა ისე არ უშვებდნენ და..
-უი, მაპატიეთ... - შეუშვა.. - მხოლოდ 5 წუთი..
-კარგი... - გოგონა პალატიდან გავიდა..
იდგა და უყურებდა მწოლიარე სხეულს.. ისეთი საყვარელი ეჩვენა.
-მაპატიე, პატარავ - მივიდა და გვერდით სკამზე დაჯდა.. -შენ ვინ აგატირა ნეტავ..? - თმა სახიდან გადაუწია და კიდევ ერთხელ დააკვირდა მის ლამაზ ნაკვეთებს..
სიჩუმე იყო... საშინელი, შემზარავი სიჩუმე...
-პალატა უნდა დატოვოთ.. - შემოვიდა მორიგე ექთანი. მთელი ღამე თეთრად გაათენა..
დილით ისევ მის პალატაში შევიდა..
-ექიმო... გონს მოვიდა - პალატიდან გამოვარდა და ექიმს დაუყვირა, რომელიც ზურგით ედგა... ექიმი სწრაფად შევიდა პალატაში... გასინჯა, რაღაც წამლებიც დაალევინეს..
-დედა.. - ჩუმი ხმით თქვა...
-ნინი დადიანის ვინ ბრძანდებიით? - მიუბრუნდა ნიკოს ექიმი..
-მე.. საქმრო ვარ..
-მდგომარეობა სტაბილურია, ახლა შედარებით სუსტადაა... ხვალ, თუ ყველაფერი კარგად იქნება გავწერთ..
-მადლობა ექიმო.. - ექიმმა პალატა დატოვა, ნიკო კი დარჩა..

_____________
ესეც შემდეგი თავი იმედია კარგი გამოვიდა..
დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით...



პირველი ვარ მემგონი მაგარია...
ძალიან მომწონს ისტორია მაგრამ გთხოვ მომავალში თავები გაზარდე ამ თავში ტასოას უფრებმეტს ველოდი ველი შემდეგ თავს
--------------------
romantikosi mwerali

 


№2  offline წევრი mimimimo

lann❤
პირველი ვარ მემგონი მაგარია...
ძალიან მომწონს ისტორია მაგრამ გთხოვ მომავალში თავები გაზარდე ამ თავში ტასოას უფრებმეტს ველოდი ველი შემდეგ თავს

დიდი მადლობა..
შევეცდები გავზარდო.. feel

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent