1,2,3! გოგონა გაყიდულია!!! (1)
სიბნელე....შიში...ის ისევ ჩემს წინ დგას, ხელში რაღაც ბოთლი იჭირავს, მაგრამ მისი სილუეტი სწრაფად ქრება თვალთახედვიდან, რადგან წინ ვიღაც მეფარება და... შეშინებულმა გავახილე თვალები, თუმცა თვალისმომჭრელმა სინათლემ მაიძულა ისევ დამეხუჭა. ასე ვიყავი, სანამ ხელის შეხება არ ვიგრძენი. -ანი, ანი კარგად ხარ?-ლიზი განერვიულებული იჯდა ჩემს წინ და ხელებს სახეზე მისვამდა. -კარგად ვარ ლიზუ, ნუ ნერვიულობ, უბრალოდ შუქი გამორთე კარგი? არ მინდა ვინმეს გაეღვიძოს. -კარგი, როგორც გინდა-ღამის პერანგის ამარა წამოდგა ფეხზე და შუქის ჩამრტველს ხელი ნაზად ჩამოკრა. არაფერი უკითხავს, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. ისევ თავის ადგილს დააუბრუნდა.საწოლში ვეღარ გავჩერდი. ფეხზე წამოვდექი, იქვე მდგარ სკამზე გადაკიდებულ მოსაცმელს დავწვდი და გარეტ გავედი. ფაერი აღარ მყოფნიდა, მესიამოვნა გაზაფხულის გრილი სიო, რომელიც სახეზე მელამუნებოდა და გახურებულ ლოყებსა და თვალებს მიგრილებდა. სახლში ცოტა დამშვიდებული დავბრუნდი. სანამ ჩემს ოთახში შევიდოდი, მისაღები გავიარე, სადაც კედელზე უზარმაზარი სარკე ეკიდა. ჩემი თავი ავათვალიერე. შავი, გრძელი თმები წელამდე მწვდებოდა და ბოლოებში დახვეულიყო. თაფლისფერი თვალები ჩამწითლებოდა, გრძელი წარბები და ნერვული ტუჩები. ახლა ორმაგად მძულდა საკუთარი თავი. ყურებზე ხელი ავიფარე, რათა კივილის ხმა შემეჩერებინა, მაგრამ არ გამომდიოდა. ეს ხმა მორევივით იყო, რაც უფრო ვცდილობდი მისგან თავის დაღწევას, მით უფრო მითრევდა. გაღიზიანებული ვაზას დავწვდი და და სარკის მიმართულებით ვისროლე. ოთახში სხვრევის ხმა გაისმა, რასაც ნაბიჯების ხმაც მოჰყვა. -ანი-მომვარდა დედაჩემი-რა მოხდა შვილო, რამე ხომ არ დაგიშავდა, მოდი დაჯექი-არ ჩერდებოდა ნინო. -დედა, დედა დაწყნარდი კარგად ვარ, ჩემს ოთახში ავალ. -ანი-უკან გამომყვა ლიზი -ახლა არა ლიზუ, ახლა არა-ვუთხარი და კიბეები ავირბინე. ოთახის აკრი გადავკეტე. საწოლზე დავწექი თუ არა მაშინვე ჩამეძინა. დილით გვიან გამომეღვიძა. თავში წუხანდელმა სცენებმა „გამირბინეს“ და მაშინვე ფეხზე წამოვდექი. თავბრუსხვევა დავაიგნორე და სწრაფად ჩავედი პირველ სართულზე. ძველის ნაცვლად აახალი სარკე ჩამოეკიდათ. დედას გავხედე, რომელიც მდივანზე იჯდა და ფეხებს ნერვულად აბაკუნებდა ერთ ადგილას. -ანი-დამიძახა, როგორც კი დამინახა და თავისთან მიხმო. -დედა, წუხანდელის გამო ძალიან ვწუხვარ, მაპატიე გთხოვ. ვერგავაცნობიერე რას ვაკეთებდი. -ანი, ხომ იცი შენზე როგორ ვნერვიულობ როცა ასეთ სიტუაციაში გხედავ. ვიცი ეს ყველაფერი შენთვის რთულია მაგრამ ჩვენც უნდა გაგვიგო. შეხედე ლიზი რა მდგომარეობაშია, ყველაფერს აკეთებს რომ გაგამხიარულოს, პირადი ცხოვრება სრულიად დაივიწყა, მხოლოდ შენზე ფიქორბს-სინანულით ჩაილაპარაკა ნინომ. -ვიცი დედა და გპირდები რომ ყველაფერს მოვაგვარებ, ამისთვის ყევლაფერს გავაკეთებ, ახლა წავალ ლიზუს დაველაპარაკები. დედამ იმედიანად გამიღიმა და აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა, მე კი მეორე ოთახში გავედი, სადაც ლიზი მეგულებოდა.არც შევმცდარვარ. საწოლზე იჯდა და რაღაც ფოტოებს ათვალიერებდა. -მოდი ან-გამომხედა და გამიღიმა, მასთან მისულს კი ერთ-ერთი სურათი გამომიწოდა-ეს ერთი წლის წინ გადავიღეთ, შენს დაბადების დღეზე, მაშნ რა ბედნიერები ვიყავით არა?! ახლა, შეხედე შენს თავს, ამ მომღიმარ გოგოსთან აღარაფერი გაკავშირებს, შეიცვალე ანი, ძალიან შეიცვალე. მე ხომ გაფრთხილებდი არა?! ხომ გტოვდი იქ არ წასულიყავი, მაგრამ შენ არ დამიჯერე. ამ ერთი შემთხვევის გამო ცხოვრება დაკარგე, დღემდე ისევ იმაზე ფიქრობ, რაც მაშინ მოხდა. რატომ ან, ჩემი ისევ რატომ არ გჯერ? ისევ რატომ იტანჯავ თავს მის გამო? -ნეტავ იცოდე როგორ ვნანობ რომ მასინ არ დაგიჯერე, მაგრამ ჩემს გამო არა, მის გამო ვნანობ. ცხოვრება მე კი არა მან დაკარგა. -ან, შენ ჩემი ახლაც არ გჯერა, ისევ იგივეს აკეთებ, იმავეს იმეორებ. -ლიზა, ვაღიარებ რომ მაშინ შევცდი, მაგრამ ახლა არა, ახლა ვერაფერი დამარწმუნებს იმაში რომ ვცდები. ასეც რომ არ იყო, ვალდებული ვარ, მის წინაშე ვარ ვალდებული ასე მოვიქცე. -ანა, რას აპირებ? -გოგონებ, სადილი მზადაა-ოთახში შემოვიდა ანიტა, მისი გამოჩენა ასე არასდროს გამხარებია როგორც ახლა. ვიცოდი ლიზის ჩემი გადაწყვეტილება არ მოეწონებოდა. უხმოდ ვისადილეთ. ყვეალნი ვცდილობდით ლაპარაკისგან თავი შეგვეკავებინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.