შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამოდ


28-03-2016, 22:12
ავტორი ნინუცი
ნანახია 1 441

ცხოვრება ისეთი ერთფეროვანია,რომ ერთი და იგივე რაღაცეების გაკეთება უკვე ჩვევაში გვაქვს.ისე ვართ მიჩვეული ვერც კი წარმოგვიდგენია სხვანაირად როგორ უნდა ვიცხოვროთ ან საერთოდ შეიძლება კი სხვანაირად? რომ გამოხატო შენი გრძნობები სახალხოდ, რომ თქვა მიყვარხარ, რომ გამოიჩინო ინიციატივა და საერთოდაც ისე რომ იცხოვრო როგორც გეცხოვრება და არა ისე როგორც სხვებს უნდა რომ იცხოვრო. ვინც შეძლებს და ისე იცხოვრებს როგორც უნდა, დამთავრდა იქ მისი მშვიდი ცხოვრება, ყველას განკითხვის და კრიტიკის საგანი ხდება.ყველა მასზე ლაპარაკობს... ბევრს როდი შესწევს ძალა ხალხთან გამკლავების... ნინიმაც გადაწყვიტა ერთ დღეს ისეთი სიგიჯე გაეკეთებინა რაც არასოდეს დაავიწყდებოდა, მზად იყო შეცდომებისთვისაც, სამსახური, სახლის პრინციპმა ისე გამოთიშა სულ მოწყდა ყველაფერს, ლამაზი გოგო იყო ნინი. ეშხიანი, გრძელი სწორი თმები სულ შეკრული ქონდა, სიცილის დროს ლოყები ეჩხვლიტებოდა, ხშირად იცინოდა უყვარდა სიცილი... გამხდარი არ იყო მაგრამ არც მსუქანი ეთქმოდა მის გარეგნობას, თვითონ ყველაზე რეალურად აფასებდა საკუთარ თავს და შესაძლებლობებს.ძალიან ფრთხილი იყო ურთიერთობებში, უჭირდა ადამიანების ნდობა და საამისო მიზეზიც ჰქონდა... 23 წლისამ ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი ნახა. ერთხელ ეტკინა მაგრამ მთელს ცხოვრებაზე იმოქმედა.არც დიდი სამეგობროთი გამოირჩეოდა,მაგრამ სულ ამბობდა, ცოტა მყავს და ყველანი ჩემები არიანო. ამით ამაყობდა კიდეც. გულწრფელი და თბილი გოგო იყო, უზომო სიყვარულის გამოირჩეოდა ყველასადმი, ყველა უყვარდა, ყველას უღიმოდა.მშობლები ორი წლის გარდაცვლილები ყავდა, სახლი იყიდეს თბილისში და სოფელში ბრუნდებოდნენ ავარიაში რომ მოყვნენ... ნინიც ცუდად იყო ძლივს გადარჩა. მას მერე სახლში სულ მარტო იყო.ცოტას ბებო და პაპა ეხმარებოდნენ სოფლიდან. დამოუკიდებლად ცხოვრობდა, წელს მისი ბიძაშვილი აბარებდა და მასთან აპირბდა ცხოვრებას, მარტო აღარ მოუწევდა ყოფნა.სულ ამბობდა ისე არ ვიცხოვრებ რომ მამაჩემის და დედაჩემის სულები შევარცხვინოვო. საკუთარი პრინციპები ჩამოაყალიბა და თითქოს ცხოვრებას წინასწარ დაწერილი გეგმით მიყვებოდა. სახლში გვიან ბრუნდებოდა და ადრე გადიოდა... სხვა ცხოვრებისთვის თითქმის არ ეცალა. არც უნდოდა რომ მოეცალა... ტურისტულ კომპანიაში მენეჯერის ასისტენტად მუშაობდა და საკმაოდ კმაყოფილიც იყო სამსახურითაც და ანაზღაურებითაც. ახლა თავის ოთახში იწვა სადაც თავს ყველაზე კომფორტულად და დაცულად გრძნობდა.რაღაც საშინელი აზრები მოსდიოდა თავში და თან ეცინებოდა ,,კარგი რა ნინი, შენ ხომ მაინც არ ხარ ამის გამკეთებელი. ტყუილად მატრაკვეცობ“. მერე ხმამაღლა წამოიძახა თითქოს უნდოდა თავისი მეორე მეს ხმა ჩაეხშო ,,თუმცა რატომაც არა ვითომ” და ლოგინიდან წაამოხტა. ტელეფონი აიღო და თავის დაქალს დაურეკა
– ნია როგორ ხარ? გცალია საღამოს?
– კარგად ნინ. რა ხდება ხო მშვიდობაა? შენთვის მე სულ მცალია ხო იცი.
– დავიღალე
– ოოჰ ახალი ამბავი. შენ ეხლა მიხვდი მაგას?. – გაეცინა ნიას.
– კარგი ხო ეხლა. მაგისთვის არ დამირეკავს. კლუბში წავიდეთ საღამოს სადმე.
– რააო?, საადო?, ოო ღმერთო ნუთუ? აბა კლუბში არასდროს წავალ არ მინდა ვინმეს ,,ისეთი“ ვეგონოვო. ეხლა არ ეგონები ,,ისეთი“?. – დასცინოდა დაქალს ნია.
– დაამთავრე ხუმრობაა? ჰა ჰა ჰა გავიცინო?. –ეწყინა ნინის.
– მოიცა შენ რა მართლა მეუბნები?
– ხო ხელფასი ავიღე და გადავწყვიტე რომ რამე სიგიჯე უნდა ვქნა თორე ასე მალე გავგიჯდები.
– და კლუბი სიგიჯეა?
– ჩემთვის არის ხო იცი
– ნინ ხო კარგად ხარ?
– კი კარგად ვარ. ისე კარგად არასდროს რომ არ ვყოფილვარ. რაღაც უცნააური გრძნობა მაქვს.
– არ გახვიდე არსად მოვდივარ.
–არა არა მოიცა. საღამოს გამოდი და ბარემ წავიდეთ.
– კაი. გიგას დავურეკავ და საღამოს გამოგივლით. გაგიჯდება გიგა. –გაეცინა ნიას.
– კარგი. თაკომ ტელეფონი ჩანთაში ჩააგდო. ტანსაცმელი გამოიცვალა და დაბლა ჩავიდა, ახალ ცხოვრებას ახალი ტანსაცმლით და ახალი იმიჯით დავიწყებ, ფიქრობდა გზაში ნინი, მაგრამ თითქოს რაღაც ხმა ეუბნებოდა ,,რას აკეთებ გაჩერდი, ეს შენ არ ხარ, შენ ასეთ არ ხარ, შენ ამას არ იზამ,“ ,, ვიზამ“ წამოიძახა უცებ. მარშუტკაში იჯდა და ხალხმა გაოცებულმა შეხედეს. ნინის გაეღიმა. თმები ოდნავ გაიღიავა, დაისწორა და გაშლილი ქონდა, მოკლე ფრიალა კაბა ეცვა და შავი მაქმანებიანი კოსტუმი. თავის თავი სარკეში კიდევ ერთხელ შეათვალიერა და გაიფიქრა: ,, ღმერო ჩემო რას ვგავარ“ ტელეფონი რეკდა.
– ხო გიგა
– ჩამოდი დაბლა ვართ.
– ეხლავე. ნინიმ კარადის კარები ისე მიხურა რომ სარკეში აღარ ჩაუხედავს. ,,მე ამას შევძლებ“ ფიქრობდა ნინი სანამ დაბლა ჩავიდოდა.
– ვაიმე არ არსებოობს. წამოიყვირა ნიამ.
– რა იყო რა მოხდა რა გაყვირებს? გაუკვირდა ნინის.
– გოოგო რა ლამაზი ყოფილხარ შე ნაგაო შენ. უთხრა დაქალს ნიამ და გადაეხვია,
– ხო იცი არ მიყვარს ეგ სიტყვა მე უკეთ ვიცი როგორიც ვარ.
– დეედაა... დედაა ეს რა გოგო მყოლია და არ ვიცოოდი... აყვირდა გიგაც.
– თქვნ რა იყო მეცადინეობდით სანამ ჩამოვიდოდი თუ რა იყო?
– გოგო შენ მიწას დაგაყრი ერთხელ მაგის გულისთვის.
– ვაიმე მივდივართ თუ გადავიფიქრო?
– არიქა ნია ჩაჯექი ძლივს ამას რაღაც მოუფიქრებია.... ეცინეობდა გიგას
– სად მივდივართ?... იკითხა ნინიმ.
– ეგ სიურპრიზია, ძლივს შენ სააქაოს მობრუნდი და მე გეპატიჯებით. ჩემი ბავშობის ძმაკაცს კლუბში პირველად მე წავიყვან.
– ეს ძაკაცი იქნება ეხლა რო გამოგლანძღავს. მე ეგრე არ მაწყობს.
– ააუ კარგი ხო გოგო ნუ წუწუნებ სულ. ხმა და სუსი არ გამაგონო და სასმელზე დამპატიჯე თუ გინდა.
– აუ ნია უთხარი რაა... მიუბრუნდა ნიაკოს ნინი
– ვერა ნინ. ჩემი შეყვარებულის წინ ვერ წავალ.
– პირი შეკარით ხო?... გაიბუსხა ნინი.
– ეგრე გამოდის. ეცინებოდა გიგას.
– ვააიმე ვაფშე რატო გაგაცანით ერთმანეთი რაა.
– კაი გიგა უთხარი სად მივდივართ თორე ამას რა გაუძლებს მთელი გზა.
– თბილისის ზღვის კლუბი ხომ იცი. აი იქ. ჩემი ერთი ძველი ნაცნობია დღეს დიჯეი. ამასწინათ შემხვდა და მითხრა ამოდიო კაი პონტიაო, მუსიკა, სასმელი, ცეკვა შენც ხო ეს გინდა?
– უნდა დავთვრე და ყურადღება მომაქციეთ. გაეცინა ნინის
– ვააიმეე ეს გოგო სულ გამაგიჯებს დღეს მე. ერთ დღეში გინდა რო ამოინაზღაურო დანაკარგი? დასცინოდნენ ნინის გიგა და ნიაკო.
– მოვეედიით... გააჩერა მანქანა გიგამ.
– ვაიმე მგონი სახლში მინდაა.
– ეხლა ნერვებს ნუ მომიშლი რაა, აქმდე მოვედით და ეხლა გინდა სახლში? რა განერვიულებს კი არ შეგჭამენ? დამშვიდდი და გაერთე. ჩვენ აქ ვართ... დაამშვიდა გიგამ მეგობარი.
სიტუაცია უცხო. აქამდე მხოლოდ ტელევიზორში ნანახი ან სურათებში. ყველგან ფერადი შუქები, ყველგან ვიღაც ცეკვავს, ვიღაც სვავს, ვიღაც იცინის. მუსიკა წყნარი. ესიამოვნა და თან გაუკვირდა.
– აბა მოგწონს?
–რა წყნარი მუსიკაა? არ ველოდი. წამო დავსხდეთ სადმე.
– ჯერ სადა ხარ. წყნარ მომენტში შემოვედით უბრალოდ. გაეცინა გიგას. წავალ მე მივესალმები მეგობარს და სასმელს მოვიტან... თქვა გიგამ
– აკი შენ დამპატიჯეო?
– ეგეც იქნება ნინ, ჯერ ხომ არ მივდივართ. აი აქ დასხედით და მოვალ.
ცოტახანში გიგა სასმლით დაბრუნდა.
– ვაიმე ნინ ეგეთი გაკვირვებული სახით ნუ იყურები. ცოტა მოეშვი... უთხრა ნიაკომ.
– წამოდით რა ვიცეკვოთ... შეეხვეწა გიგა გოგოებს.
– თქვენ წადით. მე დავლევ ცოტას და მერე მოვალ.
– ეს აღარ ხუმრობს. გაეცინა გიგას. ნინი და გიგა ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ჭირშიც და ლხინშიც სულ მის გვერდზე იყო გიგა. ძმასავით ყავდა და ბოლომდე ენდობოდა. რა უნდა დაჭირვებოდა ნინის რომ გიგას არ გაეკეთებინა და პირიქით. ნიაკო ნინის ჯგუფელია. რატომღაც პირველივე დღესვე გაუგეს ერთმანეთს და იმის მერე სულ ერთად იყვნენ. მერე გიგას გააცნო და ასე დააწყვილა საუკეთესო მეგობრები ნინიმ, ხანდახან დასცინოდნენ შენი თავისთვის ვერ გიშველია და ყველას მაჭანკალი კი ხარო. უყვარდა ნინის მეგობრები და მათ გარეშე ერთი დღე არ შეეძლო. მათი ბედნიერებაც საკმარისი იყო ინმისთვის რომ ნინიც ბედნიერი ყოფილიყო.
– პირველად ხარ აქ?... ნინიმ შეშინებულმა მოიხედა. ხმა არ ეცნო. მართლაც მის გვერდზე უცხო ბიჭი იჯდა. ან როდის ჩამოჯდა, ან რამდენი ხანია... ,, ღმერთო ჩემო რა სიმპატიურია“ იკივლა შინაგანმა ხმამ.
– შემაშინე... გაეღიმა ნინის.
– მაპატიე არ მინდოდა. ანდრია.. გაუწოდა ხელი ბიჭმა.
– ნინო. ჩამოართვა ხელი ნინიმ. ,, რა თბილი ხელი აქვს“ ფიქრობდა ნინი.
– პირველად ხარ აქ ნინი?
– ასე მეტყობა?
– შენ წარმოიდგინე კი. გაეცინა ანდრიას
– რა უნდა ვქნა რო არ შემეტყოს?
– უნდა დალიო ბევრი და იცეკვო
– დალევით ვსვავ,.. ცარიელი ჭიქა დაანახა ნინიმ. – და ცეკვით არ ვცეკვავ
– რატო არ გიყვარს?
– როგორ არა ძალიან მიყვაარს მაგრამ რაღაც ამ მუსიკაზე ვერ ვცეკვავ
– თუ არ ცადე ვერ გაიგებ ცეკვავ თუ არა. მაჩვენე ერთი რას სვავ. ანდრიამ ჭიქაში ცოტა სასმელი ჩაასხა და დალია. –მმმ მარტინი. სუსტია აქაურობისთვის. თუ ნებას მომცემ რამე კარგს შემოგთავაზებ.
– რას გულისხმობ?
– სადმე უფრო წყნარ ადგილას წავიდეთ.
– რატომ გგონია რომ ერთი წუთის წინ გაცნობილ ბიჭს სადმე უნდა გავყვე? თანაც მარტო
– აჰაა გასაგებია. შეყვარებული ალბათ სასმლის მოსატანად გავიდა ხო?... ანდრიამ შემოსვლისთანავე დააფიქსირა დამფრთხალი გოგო. ჩიტს რომ გალიაში პირველად ჩასვავენ და აქეთ იქით შეშინებული რომ იყურება, ისიც კარგად დაინახა მეგობრებთან ერთად რომ იყო მაგრამ ეს ერთ–ერთი ხერხი იყო იმის რომ გაეგო ჰყავდა თუ არა შეყვარებული ნინის.
– უიი არაა... გულწრფელად წამოსცდა ნინის.
– ეს უი არა რა იყო? გაეცინა ნინის გულწრფელობით ნასიამოვნებ ანდრიას... –რა არ შეიძლება შეყვარებულთან ერთად კლუბში წასვლა? ალბათ ხელიც არ უნდა გადაგხვიოს და რომ გაკოცოს ეს ხომ დეედა როგორ შეიძლება... ეცინებოდა ანდრიას
– ვინ მოგცა ჩემთან ასე ლაპარაკის უფლება? ვინ გგონივარ?... გაწიწმატდა ნინი. ,,თავხედი სიმპატიური“ ეღიმებოდა გულში ნინის და თან თავის თავს აწყნარებდა რა გითხრა ასეთიო.
– არ მინდოდა მაპატიე. არ მეგონა თუ გეწყინებოდა.
– არ მწყენია.
– იცი ბოდიში არასდროს მომიხდია და ახლა ათ წუთში უკვე ორჯერ მოვიხადე.
– რატომ არ იხდი ხოლმე?
– იმიტომ რომ დამნაშავე არასდროს არ ვარ.
– ოჰო. ამპარტავანო
– შეურაწყოფას მაყენებ და დაგსჯი. იძულებული ხარ ჩემთან ერთად წამოხვიდე.
– სად უნდა წამოვიდე?
– სადმე წყნარ ადგილას სადაც უკეთ დავილაპარაკებთ,
– და რაზე უნდა დავილაპარაკოთ?
– ნინიიი, ნიინიი სალაპარაკოზე მეტი რაა არის ამ ქვეყნად. რა იყო გეშინია?
– რისი უნდა მეშინოდეს?
– რავიცი. რამე რომ არ მოგაჭამო
– რა სისულელეა? მეგობრებს გავაფრთხილებ და წავიდეთ
– ეს უკვე მომწონს. გაეღიმა ანდრიას... ,, ვააიმეე რას ააკეთეებ“ ,, ნინი ნუ პანიკოობ“ ელაპარაკებოდნენ ნინის ხმები. ,, რა სიმპატიუიაა გაყეევიი გოგოო“ ,, სად გავყვეეე ადამიანი პირველად ვნახე, რას იფიქრებს ჩემზე, სულ ხომ არ გავიპარო“ ,, ვააიმე ნუ ბავშოობ რაა.რას გიზამს თუ შენ არ გინდა, მართლა ხომ არ შეგჭამს, რამეს შეამჩნევ და წამოხვალ“
– მოხვედი ქალბატონო საცეკვააოდ?
– ვინ არის ის ბიჭი? დაძაბა გიგამ
– მე უნდა წავიდე. გაბედა ნინიმ თქმა
– სად უნდა წახვიდე?... იკითხა ნიაკომ
– იმასთან ერთად მივდივარ
– ვაიმე გიგა უთხარი ეხა რამე ამას
– თუ წასვლა გინდა მითხარი და წაგიყვან. ის ვინაა იცნობ? სულ გაგიჯდი?
– ვაიმე ბავშვი ხომ არ ვარ. სახლში რომ მივალ დაგირეკავთ. მადლობა დღეს ჩემ გვერდით რომ იყავით. ხომ მიცნობთ არაა. თან რაღაცნაირად ვენდობი
– გოგო ამდენი წელია გიგას ვიცნობ და ამას არ ვენდობი და შენ ნახევარი საათის წინ გაცნობილ ბიჭს როგორ ენდობი?
– ის მაინც გვითხარი სად იქნები. რომ მოგკლას ვიცოდეთ სად გიპოვოთ
– ვაიმე გიგა რეებს მეუბნევი? ნუ მძაბავთ. დაგირეკავთ გპირდები. ნინი მეგობრებს ჩაეხუტა. მერე მაგიდასთან დაბრუნდა და ჩანთა აიღო.
– წავედით? ჰკითხა ანდრიამ
– კი. გასვლისას ანდრიამ ვიღაცას ანიშნა გავედი მეო და ნინის გაყვა.
***********
დილით სანამ ნინი თვალებს გაახელდა მიხვდა რომ თავი საშინლად სტკიოდა. გაახსენდა წუხანდელი, ყვავილებიანი ეზო და ხედი ძველ თბილისზე. მერე სასიამოვნოდ გაეღიმა და თვალები ნელ ნელა გაახილა. ,, ო ღმერთო ჩემო სად ვარ“ წამოხტა ნინი. ,,ან ეს რა მაცვია“ აშკარად ბიჭის მაისური ეცვა. მერე ფანჯარასთან მივიდა სავარაუდოდ მერვე მეცხრე სართულზე იყო. ოთახს თვალი მოავლო... დიდი ოთახი იყო ნათელი... ,,ვაიმე რატომ არ მახსოვს არაფერიი, სასტუმროში ვარ ალბათ სადმეე, რა სირცხვილია“ ფიქრობდა ნინი და თან თავის ტანსაცმელს ეძებდა, ოთახის კარი გაიღო და ოთახში პირსახოც შემოხვეული ანდრია შემოვიდა.
– ოჰო. გაიღვიძე პატარა ქალბატონო?
– შენ აქ რა გინდა? ... დაიბნა, მზერა ანდრიას სხეულზე მიეყინა. მუცელში ჭიანჭველებმა გაუარ გამოუარეს.
– მე რა მინდა? საკუთარ სახლში რა მინდა?... გაეცინა ანდრიას და ვითომც არაფერიო ჩაცმა დაიწყო.
– ვაიმე არ არსებობს. ნინი იქვე მდგარ მრგვალ სკამზე დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო. ანდრია ახლოს მივიდა, ხელები მუხლებზე დაადო და სახე ისე ახლოს მიუტანა რომ ნინიმ მისი სუნთქვა შუბლზე იგრძნო.
– როგორ არა პატარა ქალბატონო, არსებობს... გაეცინა ანდრიას.
– ვაიმე გადი ეხლა აქედან.
– რავიცი წუხელ არ გითქვამს გადიო და ახლა რამ გაგაცოფა? იცინოდა ანდრია და ნინის თვალს არ აშორებდა.
– აარ არსებობს, არა, ვააიმე არ არსებობს. რა სირცხვილია ვაიმე. ატირდა ნინი.
– ტირილით რას უშველი?
– არაფერი არ მახსოვს. საერთოდ არაფერი. უნდა დავრეკო ახლავე უნდა დავრეკო. სადაა ჩემი ნივთები სად წაიღე?... არ წყვეტდა ტირილს ნინი.
– კაარგიი ხოო ნუ მოსთქვავ, გეხუმრე.... მორჩა სიცილს ანდრია.
– რაა? რა თქვი?
– გეხუმრეთქო გეხუმრე. ვიცოდი რო გაგიჟდებოდი.
– ანუ ჩვენ?... მე და შენ?... ანუ მე?... სლუკუნებდა ნინი.
– ხო ხოო გეხუმრე მართლა. არც ისეთი ღორი ვარ მთვრალი გოგო ლოგინში ჩავიწვინო მითუმეტეს თუ არ იმსახურებს. დამშვიდდი დამიჯერე რამე რომ მომხდარიყო უეჭველი გემასხოვრებოდა.
– ვააიმეე როოგორ მცხვენია შენ ხო არ იცი
– გონი არ დაგიკარგავს. ძლივს დაგითანხმე რომ წამოსულიყავი. ხელი არ დამიდია შენთვის გეფიცები. მაისურიც შენ ჩაიცვი. მე უბრალოდ გიყურებდი. მერე იბუტბუტე შენთვის და დაგეძნა.
– მიყურეებდიი? უფრო გაშტერდა ნინი.
– ვაიმე მორჩი ეხლა რაა. არ დაიწყო ეხლა სისულელეები. თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში. ანდრიამ ჩაცმა დაამთავრა და საბოლოოდ ისეთი შედეგი დადგა რომ ნინიმ ემოცია ვერ დამალა.
– ოჰო.
– ჰა აბა რას იტყვი? კარგი ბიჭი ვარ?
– დირექტორს გავხარ.
– ვარ კიდეც. გაეცინა ანდრიას... მოდი მე ფულს დაგიტოვებ მე ძალიან მაგვიანდება და დღეს თუ რამე მოგინდა ამოიტანე. მშიერი არ იყო კაი? მგონი მაცივარშიც იქნება რამე
– მოიცა და რატო გგონია რომ აქ უნდა დავრჩე? მეც შენთან ერთად მოვდივარ
– ხომ გითხარი მაგვიანდებათქო და ეხლა შენ ვერ მოასწრებ ჩაცმას. დარჩი საღამოს მოვალ და გაგიყვან სახლში. ნუ გეშინია არავინ მოვა.
– ისედაც ძალიან შეგაწუხე
– კარგი რაა. პატარა არც მე ვარ და არც შენ. როცა ახალი ცხოვრებას დაწყებას აპირებ მაშინ უნდა იცოდე რომ რაღაცეებზე წასვლა მოგიწევს... წავედი მე. უთხრა ანდრიამ და ოთახიდან გავიდა. ნინი ცოტახანს იჯდა სანამ კარების ხმას გაიგონებდა და მერე ფანჯარასთან მიირბინა. დაინახა როგორ ჩაჯდა მანქანაში ანდრია. მერე ისტერიკული სიცილი აუვარდა, ფუმფულა ლოგინში გადაეშვა. ,,არ მჯერა, ნუთუ ეს მე ვარ, ნუთუ ეს ჩემს თავს ხდება,რა სიმპატიურია და როგორ კარგად მექცევა, სიზმარში ვარ...“ მერე გაჩუმდა და თავის თავს შეუძახა. ,, ეხა ცოტა აზრზე მოდი გოგო რეებს აკეთებ“ ტელეფონი მოძებნა. უამრავი ნარეკი იყო, ნიაკო, გიგა, ნიაკო, გიგა. ნიაკოს დაურეკა.
– ვაიმე ცოოცხალიი ხარ? გავხეთქეთ ტელეფონი.სადა ხარ?
– დამშვიდდი. ცოცხალი ვარ არაფერი არ მიჭირს, სახლში ვარ. უბრალოდ ისეთი დაღლილი ვიყავი რო ტელეფონით ხელში ჩამეძინა
– რა მოხდა მომიყევი. ანდა მოიცა შენთან მოვდივარ
– არა არა ეხა წყალი უნდა გადავივლო და სამსახურში გავიდე
– რეებს მატყუებ შვებულებაში არ ხარ?
– ვაიმე ნია არ გატყუებ არაფერს, რაღაცაში დავჭირდი და უნდა გავიდე, არაფერია მოსაყოლი. კარგად გავერთე სხვათაშორის. მერე სახლში მომიყვანა და ვსო. დამთავრდა
– კარგი კარგი. საღამოს გამოგივლით მე და გიგა მაშინ.
– კაი მიდი. მადლობა დაო. სულ ჩემს გვერდით რომ ხართ.
– ოჰ კაი კაი გაჩერდი არ ამატირო. გაეცინა ნიას.
ნინიმ ტელეფონი გათიშა. თვითონაც ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა მის თავს და არ უნდოდა ნიასთვის და გიგასთვის რამე ეთქვა.თან არც იმის აღიარება უნდოდა რომ თავსი პრინციპები ასე მარტივად დათმო. მერე საწოლი აალაგა, ყველგან და ყველაფერს ანდრიას სურნელი ასდიოდა.მერე აბაზანაშ გავიდა, ,,ბიჭის კვალობაზე მოწესრიგებული ყოფილხარ ბატონო დირექტორო“ გაეცინა ნინის. ცივი წყლით სახე მოიბანა, და მისაღებში გამოვიდა. დოინჯ შემოყრილმა სახლს თვალი მოავლო ეხლა რა გავაკეთოს მზერით და სამზარეულოში გავიდა. ყავა მოიდუღა და ტელევიზორი ჩართო. დივანზე მოიკალათა და ფილმს ჩაუჯდა. ,, რა კარგია აქ ყოფნა. მარა სამწუხაროა რომ მალე დამთავრდება, და ეს არაა რეალობა, ვინ იცის შეყვარებულიც ყავს ანდა საცოლე, იმდენი ლამაზი გოგო ახვევია გარშემო მე რატომ ამომირჩევდა. უბრალოდ ზრდილობიანია. ალბათ ისე დავთვერი რომ სახლის მისამართი ვერ ვუთხარი და აქ იმიტომ მომიყვანა. საღამოს სახლში გამიყვანს და ვსო. დამთავდა ნინი შენი ზღაპარიც“. ფიქრებში იყო რომ ჩაეძინა. კარზე ზარის ხმამ გამოაღვიზა, საათზე დაიხედა და სამი ხდებოდა. ,, ვაიმე დამძინებია“ გიფიქრა და კარისკენ წავიდა.
– საკუთარ სახლში აღარ მიშვბ? გაეცინა ანდრიას
– მაპატიე. დამძინებია და თან ესე ადრე არ გელოდი. ანდრიას სიცილი აუვარდა
– რა საყვარლად თქვი. ნინის ვერ გაეგო რატო იცინოდა.
– რა ვთქვი სასაცილო?
– კაი კაი. შენ რა არაფერი გიჭამია? გამოაღო მაცივარი ანდრიამ
– არა არ მშიოდა
– კაი მაშინ ეხლა ვჭამოთ.
– ანდრია სახლში მინდა მე.
– სახლში არ ხარ?
– ანდრია არ გეხუმრები. წყლის გადავლება მინდა, დასვენება მინდა დავიღალე
– რამ დაგღალა გოგო ამ სახლში?
– კარგი რაა... მისმინე ეს რაღაც არ მომწონს არასწორად ვიქცევი და სანამ საბოლოოდ შეცვლილა ჩემი ცხოვრება უკან უნდა დავბრუნდე.მე ასეთი არ ვარ, ეს არაა ჩემი ცხოვრება.
– ნუ გეშინია ვიცი როგორიც ხარ. სხვა შემთხვევაში საკუთარ სახლში არც მოგიყვანდი. დამიჯერე საკამრისად ვიცხოვრე იმისთვის რომ ადამიანების გამოცნობა მესწავლა.ახლა კი დამშვიდდი. ვჭამოთ რამე და წაგივან სახლში. პატიმარი კი არ ხარ და არც მე ვარ ბუა რომ გადაგყლაპო.
– კარგი. მერე წამიყვან?
– გპირდები. აწია ხელი ანდრიამ. ,, ესეც შენი ახალი ცხოვრება ქაბატონო ნინი. იდექი და იფიქრე ანდრიაზე“ გაიფიქრა ნინიმ და მაცივარი გმოაღო
***************

ანდრია მელქაძე. თბილისის ზღვის კლუბის მფლობელი და დირექტორი. 30 წლის. დასაოჯახებელი და როგორც თვითონ ამბობს ჯერ არც აპირებს დაოჯახებას თუ რამე სასწაული არ მოხდა.მშობლები არ ყავს, ერთი და ყავს და ისიც ამერიკაში ცხოვრობს ქმართან ერთად. ანდრიაც ორი წლის ჩამოსულია. სწავლას მორჩა და ვეღარ გაძლო შორს ყოფნა. სახლი მოენატრა.იშვიათად მაგრამ მაინც ახერხებს თავის საამაყო ბებოსთან ჩასვლას იმერეთში.მასთან ერთად რომ თავი ყოველთვის ბავშვი ჰგონია და სულ რომ ეზოში ელოდება. სულ რომ ბებოს ვაჯკაცს და ბებოს გახარებას ეძახის. მხოლოდ ის ხედავს ნამდვილ ანდრიას. მხოლოდ მას ვერ ატყუებს.ყველაზე მეტად რომ ენატრება ყოველთვის და ყოველთვის რომ ბედნიერია მასთან ერთად.
როგორც ყოველთვის საღამოობით ბარში ჩადიოდნენ ხოლმე ანდრია და მისი ძმაკაცი. ჯაბა მისი მოადგილე იყო და ყოველთვის გვერდში ედგა.. მისი კლასელი, ჯგუფელი და იცინოდნენ ხოლმე ერთად დავიბადეთო.
– რა გჭირს რა ცხვირპირი გაქვს ჩამოშვებული? წამო დაბლა ხალხს შევავლოთ თვალი...
– აუჰ შეავლო ეხლა შენც. დავიღალე შენსავით უსაქმოდ კი არ დავყიალობ.
– ყიალიც ერთგვარი საქმეა ჩემო ანდრია. თუ გამოცდილი არა ხარ სადმე კისერს წაიტეხ.
– დებილი ხარ ჯაბა შენ დებილი
– ადეე ადეე წაამო შენ, თუარა მე რო დებილი ვარ შენ ვერ გიშველის ეგ. ბიჭები სიცილით ჩავიდნენ ქვევით. ანდრაიმ ხალხს თვალი გადაავლო. ძოგს ხელი ჩამოართვა, ზოგს მიესალმა, ზოგს უბრალოდ გაუღიმა.
– ის გოგო ვინ არის? გაიშვირა თითი კუთხეში მდგარი მაგიდისკენ ანდრიამ.
– ბებიაჩემის დაქალი. დღეს ჩამოვიდა სოფლიდან. გაეცინა ჯაბას
– ვინ არი? ვერ მიუხვდა ხუმრობას ანდრია
– ეე შენ სულ ნუ გამომაშტერებ. მე რავიცი ვინ არი ბიჭო
– კარგი გოგოა. ეტყობა პირველად არის აქ. აქამდე რომ არ შემიმჩნევია.
– ოე ჩემი ძმა.- სახესთან თითები გაუტკაცუნა ჯაბამ.
– რა იყო რას გამომთხარე თვალები?
– აი საიდან დაასკვენი რო კარგი გოგოა? აცადე დათვრეს და მერე გეტყვი
– შეხედე და დაინახავ
– ვუყურებ და მარტო იმას ვხედავ რომ მეგობრებთან ერთად სვამს და ერთობა. წავედი მე დავლევ რამეს შენ კიდე იყურე ეგრე დებილივით.
რაღაც ხდებოდა ანდრიას თავს. აი ისეთი შინანაგანი მაგნიტი რომ გეწევა მისკენ. არ გინდა ყურება და მაინც რომ გეყურებინება, რომ გეღიმება გუნებაში და რომ ვერ ხვდები რატომ გეღიმება. ,,ეე ნუ დაშტერდები ეხლა“ შეუძახა თავის თავს ანდრიამ მაგრამ მაინც მისკენ დაიწყო ყურება. გოგო უკვე მარტო იჯდა და აქეთ იქით იყურებოდა. ,,არა აშკარად პირველად არის აქ“ გაიფიქრა ანდრაიამ და წამოდგა. გოგონას ნელ ნელა მიუახლოვდა აშკარად ვერ ამჩნევდა გოგონა. მის გვერდზე კომფორტულად წამოჯდა. გამბედაობა მოიკრიბა და ჰკითხა
– პირველად ხარ აქ? გოგონა აშკარად დაიბნა. ღმერთმა იცის რას ფიქრობდა იმ წამს
– შემაშინე. უპასუხა გოგონამ და ანდრიას მთელს სხეულში ჯრუანტელმა დაუარა.
************************
ორი თვე გავიდა ნინის გიჯური დღიდან. სამსახურშიც გავიდა და თითქმის სულ გადაავიწდა ანდრიაც და ის დღეც. ,,ესეც შენი გიჯური დღე და სიმპატიური ანდრია. როდის იყო ესეთი რამეები სინამდვილეში ხდებოდა. როდის იყო უფლისწული და კონკია ერთად ყოფილიყვნენ. ეს რეალობა ნინიი რეაალობა. ბიჭის სახლში ღამე გაათენე და ახლა შენზე რას ფიქრობს ხომ წარმოგიდგენია? რას ელოდები საერთოდ. რისი იმედი გაქვს?.“ ელაპარაკებოდა საკუთარ თავს ნინი. მერე უცებ გაშტერდებოდა, ახსენდებოდა პირსახოც შემოხვეული ანდრია და მისი სახე ახლოს, მისი სუნთქვა რომ ეცემოდა ცხვირზე... მერე თავს გააქნევდა თითქოს აზრების გაფანტვას ცდილობსო და მუშაობას აგრძელებდა. სახლში იყო ფილმს უყურებდა როცა სოციალურ ქსელში სმს მოუვიდა
,, როგორა ხარ პატარა ქალბატონო?“ ანდრია მელქაძე.
,, კარგად ვარ ბატონო დირექტორო, თავად?“ გაეღიმა ნინის
,,ბატონო დირექტოროვო... როგორ გამაცინე. მეც კარგად ვარ. სად ხარ?“
,,სახლში ვისვენებ დღეს“
,, შენს სახლში თუ სხვის სახლში“
,,გაგიკვირდება და ჩემს სახლში“ –აყვა ნინი
,,გაგიკვირდება და არ გამიკვირდა“
,,ანდრია რა გინდა?“
,,შენი კარგად ყოფნა რა უნდა მინდოდეს?“ ნინიმ არ უპასუხა... არაა არა არ შემოგიშვებ ჩემს გულში. გაიფიქრა ნინიმ
,, შენ რა გინდა ნინი?“
,, შენი კარგად ყოფნა ანდრია“
,, ძალიან კარგი. მე კარგად ვიქნები დღეს თუ გნახავ“
,, კარგი მნახე“
,, ოჰო. მე მომზადებული ვიყავი რომ უმდა მეხვეწნა. არ მეგონა რომ ასე მარტივად დამთანხმდებოდი“
,,არც მე არ მეგონა რომ ასე მარტივად დაგთანხმდებოდი“
,, კარგი მითხარი სად ცხოვრობ და ერთ ორ საათში გამოგივლი. ნუ თუ დაკავებული არ ხარ?“
,, ნახალოვკაში ვცხოვრობ“
,, ნახალოვკა დიდია პატარა ქალბატონო.“
,, ქარვასლასთან მოდი და აგიხსნი“
,, ასე გელოდეო აქ? ნომერი მომწერე“ ნინის გაეღიმა და ნომერი მიწერა.
,, იმედია კიდე კლუბში ან რესტორანში არ წამიყვან “
,,რა არ მოგენატრა ჩემი სახლი“ გაეცინა ანდრიას
,,შენ კიდე დიდი ხანი უნდა იხუმრო მაგაზე?“
,,ნუ თუ რამეს არ ჩაიდენ კიდე საკმაოდ დიდი ხანი“
,,არ მეცინება მე საერთოდ“.
,, კარგი კარგი დაგირეკავ ცოტა ხანში და მზად იყავი“
ორ საათში ნინის სახლთან ანდრიას ჯიპი გაჩერდა. ,, ჩამოდი“ მიიღო სმს ტელეფონზე ნინიმ. არ უყვარდა გაპრანჭვა ნინის. არ მოსწონდა საკუთარი თავი და სარკეშიც ძალაიან იშვიათად იყურებოდა. თვითონ ყველაზე კარგად იცოდა როგორ გამოიყურებოდა და არც ეს უაზრო კომპლიმენტები უყვარდა. გასაღებს ხელი წამოავლო და კიბეეები ჩაირბინა.
– დაჯექი. შიგნიდან გაუღო კარები ანდრიამ.
– მადლობა. როგორ ხარ?
– ეხლა კარგად. ეშმაკურად გეცინა ანდრიას... – შენ?
– მეც.
– ლამაზად გამოიყურები.
– ჰო ჰო მჯერა. ჩაეცინა ნინის
– რა არ გჯერა?
– მე უკეთ ვიცი როგორ გამოვიყურები ასე რომ სამომავლოდ გაითვალისწინე რომ კომპლიმენტები არ მიყვარს.
– ყოჩაღ პატარა ქალო. გაეცინა ანდრიას
– რა იყო?
– ანუ სამომავლოდაც ვაპირებთ რამეს? ნინის სახე შეეცვალა გულში გაეღიმა და ხმა არ ამოიღო. ანდრიამ შეამჩნია მისი კმაყოფილი მზერა და ლაპარაკი სხვ რამეზე გადაიტანა.
– აბა არ გაინტერესებს სად მივდივართ?
–სად?
– ბოტანიკურ ბაღში
– მანდ რა გვინდა?
– აბა კლუბი და რესტორანი შენ არ გინდა და ჩიტები კიდე მანდ ჭიკჭიკებენ. ეცინებოდა ანდრიას. ნინისაც გულწრფელად გაეცინა.
– და ეს რომ ბოტანიკურის გზა არ არის?
– ვიცი
– ანდრია სად მივდივართ?
– მოითმინე ნინი და გაჩვენებ. ვიცი ძალიან გინდა მაგრამ მოტაცებას ჯერ ჯერობით არ გიპირებ. ,,ჯერ არ გიპირებ“ გაიმეორა ნინიმ რამდენჯერმე გუნებაში და გაეღიმა.
– უიი... მე მეგონა რომ მიტაცებდი და გამიხარდა. გული დამწყვიტე, დაბრიცა ტუჩი ნინიმ. ანდრიამ წამით ვერ მოწყვიტა თვალი ნინის ბავშვურ სახეს
– აი ეს უკვე მომწონს
– რა მოგწონს?
– რომ არ იბღვირები და არ ჩხუბობ და არ პანიკობ და ხუმრობა რომ გესმის.
– მე არც არასდროს ვიბღვირები
– აე ეხლა უკვე იბღვირები. გაეცინა ანდრიას და მანქანა გააჩერა. მოვედით
– ეს რა ადგილია? სადღაც მთაწმინდის გზაზე იყვნენ. მანქანა გზაზე დატოვეს და იქვე ჩამავალ ბილიკისკენ გაიშვირა თითი ანდრიამ
– ეს ჩემი ადგილია. წამოდი. ცოტა ფეხით გაიარეს და ულამაზეს ჩანჩქერთან აღმოჩნდნენ.
– რა სილამაზეა. საიდან ეს ადგილი? მიყვარს ესეთი გარემო
– მეც. როცა მარტო მიდა ყოფნა და ფიქრი სულ აქ მოვდივარ ხოლმე.
– მარტო ხშირად ხარ ხოლმე?
– ფიზიკურად არა სულიერად კი სულ ყოველთვის. ნინი გინდა ვილაპარაკოთ?
– რაზე?
– მოდი მაშინ მეგეტყვი კარგი? უბრალოდ ჩანჩქერის სანახავად არ მომიყვანხარ აქ. მინდა რომ რაღაცაზე დაგელაპარაო. რაღაც გავარკვვიო. გადავამოწმო. უბრალოდ მინდა ვილაპარაკოთ. ერთმანეთი გავიცნოთ.
– კარგი. ოღონდ ნუ მაშინებ. ისე დაიწყე. გისმენ აბა. ჩამოჯდა იქვე ბალახზე ნინი.
– ასეთი ოფიციალურიც ნუ იქნები. გაეცინა ანდრიას და გვერდზე მიუჯდა. –კარგი გოგო ხარ შენ ნინი. მართლა კარგი გოგო ხარ.უბრალოდ მინდა იცოდე რომ ზოგადად თვითკრიტიკა კარგია მაგრამ არა ისე რომ საკუთარ თავზე წარმოდგენა დაკარგო.როგორ გგონია ეს ორი თვე რატომ არ გამოვჩნდი? გიყურებდი, გაკვირდებოდი, შენზე რაღაცეებს ვიგებდი. არა ვარ პატარა ბიჭი და მე რომ მომწონს ვინმე ესე იგი მართლა მომწონს და მე შენ მომწონხარ თან ძალიან მომწონხარ. არ შემაწყვეტინო ძალიან გთხოვ. ვიმეცადინე რომ ბოლომდე მეთქვა ის რასაც ვფიქრობ და წყალში ნუ ჩამიყრი.ნუ გეშინია ურთიერთობების და მითუმეტეს ჩემი ნუ გეშინია. ვიფიქრე მეთქვა თუ არა, არ მინდოდა შემეშინებინე და დამეფრთხე შენ მართლა კარგი გოგო ხარ. ჩემთვისაც კი კარგი ხარ. რაც უფრო თავისუფლად იქნები მით უფრო კარგი იქნება იმისთვის რომ დავინახო ვინ ხარ და რა ხარ. ევროპამ ბევრი რამე მასწავლა დამიჯერე და ევროპა არ ნიშნავს იმას რაც დღეს ესმით. ეს თავისუფლებაა. ეს ისაა რომ ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და არავის არ აინტერესებს შენ შეყვარებული გაკოცებს თუ რას გიზამს. თავისუფლება მაინდა მაინც ტიტლიკანა სირბილს არ ნიშნავს.ხანდახან ცხოვრებაში შენს პრინციპეპს უნდა გაადაბიჯო და ის გააკეთო რასაც გული გკარნახობს და არა ის რასაც მეზობელი ან ნათესავი.გიყვარს? უნდა უთხრა, მოგინდება ჩახუტება? უნდა მიხვიდე და ჩაეხუტო, არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ და ვინ გიყურებს. უნდა გამოიტანო გარეთ და დააანახო რომ გიყვარს. აი ეს არის თავისუფლება.ნუ გეშინია საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს საიმისოდ რომ გავარჩიო ჩათლახი და კარგი გოგო ერთმანეთისგან და შენ კარგი ხარ. ეს სახეზე გაწერია. ეს ისეთი რამეა რომ ვერ დამალავ. ვერც ცუდს და ვერც კარგს. ვიცი რომ შენც მოგწონვარ და არ უარყო სახეზე გაწერია ყველაფერი და მერე რა არის ამაში ცუდი თუ კი ვინმე მოგწონს? უბრალოდ თქვი რომ მოგწონს და დაელოდე. მერე ყველაფერი თავისით მოხდება. იყავი ის რაც სინამდვილეში ხარ, გააკეთე ის რაც გულით გინდა რომ გააკეთო და უფრო გაგიმარტივდება ცხოვრება. დამოუკიდებელი გოგო ხარ, მუშაობ, შენი საქმე გაქვს და შენი ცხოვრება შენია. უკვე გითახრი რომ მომწონხარ და მინდა რომ ერთად ვიყოთ. ჯერჯერობით მეტს არაფერს ვითხოვ შენგან. ვსო დავამთავრე ახლა შეგიძლია მიპასუხო... გაეღიმა ანდრიას. გული ამოხტა თუ რა სიტყვა შეიძლება დაერქვას ნინის მდგომარეობას ახლა თვითონაც არ იცოდა...იმდენად უცხო იყო ეს ყველაფერი მისთვის რომ ვერც კი წარმოედგინა რა უნდა ეპასუხა. ანდრიას სიტყვებს ატრიალებდა თავში ,, ძალაინ მომწონხარ“ ,,ძალიან მომწონხარ“.
– მე არ მიმეცადინია შენგან განსხვავებით მაგრამ შევეცდები გაგქცე პასუხი. მე სხვანაირი ვარ ანდრია. არ ვამბობ რომ განსაკუთრებული ვარ, უბრალოდ სხვანაირი ვარ. მე ჩემი პრინციპები მაქვს და ზუსტად ვიცი რას გავაკეთებ და რას არა, ის რომ მომწონხარ არაფერს ცვლის. მე შემიძლია საკუთარ თავზე ვიმუშავო და აღარ მომეწონო. საკუთარ თავს შეცდომის დაშვების უფლებას ვერ მიცემ. კიდევ ერთხელ ვერ გადავიტან რომ დამტოვონ. მე ისიც მეყო. შენ გარშემო იმდენი გოგო გყავს რომ მე მათთან ვერ მოვალ. და მეშინია რომ როცა ჩემსა და მათ შედარებას გააკეთებ შენ მათთან წახვალ და მე ამას ვეღარ გადავიტან. ეს ეხლა გგონია ასე და გაივლის დრო და მიხვდები რომ არ მოგწონვარ. მეშინია კიდევ ერთი დატოვების. არასდროს წავეპოტინები იმ ხილს რომელსაც ვერასდროს ვერ მივწდები და და გთხოვ თუ ამ თემაზე აპირებ ლაპარაკის გაგრძელებას საერთოდ აღარ მელაპარაკო. სანამ არ დაგვიანებულა და სანამ შემიძლია შენი უარყოფა.
– და იქნებ არაა საჭირო ჩემი უარყოფა? იქნებ არ მინდა და იქნებ არ ვაპირებ შენგან წასვლას? იქნება მე უფრო მეტი მინდა? მე ის სხვა გოგოები აქამდეც მყავდა მაგრამ მე შენ აგირჩიე. უკვე გითხარი რომ პატარა და ცანცარა ბიჭი არ ვარ რომ არ ვიცოდე რა მინდა. საშიში საერთოდ არაფერია. ან რისი გეშინია? საშიში რა არის? ამდენი ხანი ამას არ გეუბნები რომ ნუ გეშინაითქო? მიეცი თავს ბედნიერების უფლება.
– და რა ვიცი რომ ბედნიერი ვიქნები? რა ვიცი რომ არ წახვალ?
– თუ არ ცადე ვერ გაიგებ. მითხარი რისი გეშინია?... ნინი მიხვდა რომ ამ თემაზე ლაპარაკს აზრი აღარ ქონდა. ,,უბრალოდ უნდა ვცადო.იქნებ ცოტახნით მაინც ვიყო ბედნიერი“ გაიფიქრა ნინიმ.
– თაგვის
– რა თაგვის?. ვერ მიუხვდა ანდრია
– ხომ მკითხე რისი გეშინიო და თაგვის მეშინია
– ამხელა გოგოს თაგვის როგორ გეშინია? ახარხარდა ანდრია.
– მეშინია კი არა ძალიან მეშინია. პანიკურად მეშინია.
– კარგი გამოვიყენებ მე მაგას როდისმე. ეცინებოდა ანდრიას
– არ გაბედო, არც კი გაიფიქრო. დაემუქრა თითით ნინი. ანდრიამ თითზე ხელი მოკიდა და დაბლა ჩააწვინა.
– თითებით ნუ მელაპარაკები და ნუ მემუქრები პატარა ქალბატონო თორემ უფრო მეტი სტიმული მომეცემა იმის რომ მიზანი დავისახო და გინდა განახო როგორ ვბრაზდები?
– გმადლობთ ბატონო დირექტორო ისედაც ყელამდე ვარ თქვენი პატივისცემით.
– ჩემო პატარა ქალბატონო. ჩაიჩურჩლა ანდრიამ და თვალებში სიყვარულმა გაურბინა.
– არ ვარ მე შენი და მითუმეტეს პატარა ქალბატონი. გაებუსხა ნინი
– კარგი ბატონო დიდო ქალბატონო და ნუ მებუსხები. მომშივდა მე
– წავიდეთ?
– სად ?
– ჩემთან. გემრიელი საჭმელების გაკეთება ვიცი. თავისდაუნებურად წამოიძახა ნინიმ
– აე ეს უკვე მომწონს. აი ეს უკვე ევოლუციაა. შეგიძლია თქვა ის რასაც გულით ფიქრობ. ასე გააგრძელე. კარგი მოსწავლე ხარ.
– ვცდილობ ბატონო დირექტორო ვცდილობ. წავედით? წამოხტა ნინი
– წავედით. მომკიდე ხელი. გაუწოდა ანდრიამ ხელი ნინის.


გამარჯობა. პირველად ვტვირთავ სიახლეს და ჩემს ნაწერსაც პირველად ვაკითხებ ვინმეს. მაპატიეთ თუ რამე შეცდომა იქნება და მითხარით რა გამოვასწორო ან თუ ღირს საერთოდ რომ ვწერო



№1 სტუმარი Nino

Pirveli ceris kvalobaze zalian saindereso da daxvecilia, iseti kargi iyo shecdomebi arc ki daminaxavs, unda gaagrzelo, aseti kargi istoriis shecyveta cudi iqneba, pirvelad cavikitxe aseti ambavi da davinteresti,

 


№2 სტუმარი ნინუი

Nino
Pirveli ceris kvalobaze zalian saindereso da daxvecilia, iseti kargi iyo shecdomebi arc ki daminaxavs, unda gaagrzelo, aseti kargi istoriis shecyveta cudi iqneba, pirvelad cavikitxe aseti ambavi da davinteresti,

ძალიან დიდი მადლობა.შენ არ იცი როგორ გამახარა შენმა კომენტარმა. სტიმული მომეცა დიდი. პირველად ხდება რომ ვინმე კითხულობს ჩემს ნაწერს და მიხარია რომ მოგწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent