შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანდასახული 9


28-03-2016, 22:39
ავტორი ეკატერინე
ნანახია 2 062

- გამარჯობა ქალბატონო ნათია, ბატონო გიორგი - ექიმმა ორივეს თავი დაუკრა
- ექიმო როგორ არის ტასია - ტირილნარევი ხმით იკითხა ნათიამ
- ტასია კარგად არის, მაგრამ მოგვიწია ბავშვი მოგვეცილებინა... ტასია მძიმედ დაეცა რამაც ნაყოფის კედლიდან ნაწილობრივი ჩამოცლა და სერიოზული სისხლდენა გამოიწვია.. გარდა ამისა ნაყოფს კიდურები არ ჰქონდა კარგად განვითარებული
- რატო? - იკითხა ანამ
- ეს რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება მოხდეს, როცა ურთიერთობა რაიმე ნარკოტიკული საშუალების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ხდება, ან დედამ მუცელი აიკრა
- როგორ თუ აიკრა? - დათოს თვალები შუბლზე აუვიდა
- დიახ უფრო აკრულს ჰგავს, ალბათ გოგონას არ უნდოდა ბავშვი, ის უკვე თორმეტი კვირის ორსული იყო
- ეგ როგორ? გამოდის სხვა გინეკოლოგიურ კლინიკაში ვადები შეეშალათ? - ანა გაოცებისგან თავს ვერ იკავებდა კითხვები რომ არ დაესვა
- ჩემი საქმე არ არის სხვა კლინიკაში რა ეშლებათ და რა არა. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი დღე აქ დავტოვებთ და დანარჩენი ერთი კვირა წოლის რეჟიმია საჭი. კარგად ბრძანდებოდეთ.
ანა და დათო გარეთ გამოვიდნენ. ნიკა სიგარეტს აბოლებდა
- ჰა აბა რა ხდება?( ნიკა)
- ეგ გოგო მართლა... - სიტყვა შეწყვიტა დათომ
- რატო რა მოხდა?
- ვითომ ჩემგან იყო ფეხმძიმედ. ჩემგან კი არა უკვე სამი თვის ყოფილა... არ მესმის რაში სჭირდება ტყუილები... ანა შენთან ბოდიში მაგრამ თუ ბავშვი არ უნდოდა დაეცვა თავი... მაგის გამო მუცელი აიკრა და ეხლა ესე რო არ დაცემულიყო გვეყოლებოდა ბავშვი რომელიც სხვისია, ავადმყოფი და არც მეცოდინებოდა ეს ყველაფერიი...
- კარგი დაწყნარდი დათო - ანამ მხარზე ხელი დაადო დათოს და ეცადა აღშფოთებული და აფორიაქებული ბიჭი დაეწყნარებინა
- ისე კარგია ბიჭო...
- რა არის კარგი?
- რა და სანამ კიდე ვინმე შემოგეტენა წადი და თათიას სთხოვე ცოლობა... გუშინ ვიყავი მაგასთან და ცრემლებში იხრჩობოდა.. ეგეც ცოდოა რაა..
- ჰაჰ... სანამ შენ მეტყოდე მაგას მე თათიასთვის უკვე მაქვს ბეჭედი ნაყიდი
- ეგ როგორ... შენ ბეჭედი იყიდე და მე არ ვიციი? - გაბრაზებისგან ხელი ჩამოარტყა ანამ იმ მხარზე სადაც აქამდე თანაგრძნობის ნიშნად ედო
- ეე ან მე არ უნდა მცოდნოდა ბიჭო? ბოლოს და ბოლოს ძმაკაცები გვქვია
- ვაპირებდი მთელი რესტორანი დამექირავებინა და იქ მეთხოვა თათიასთვის ხელი.. უბრალოდ წინა ღამეს მაიძულეს ტასია მომეყვანა ცოლად
- აუ რა საყვარელი ხაარ - საყვარლად მობუსხა ანამ ტუჩები. ნიკამ ალმაცერად გადახედა ანას. ეჭვიანობის ნაპერწკალი აენთო გულში მიუხედავად იმისა იცოდა ანა ამას მეგობრულად ეუბნებოდა დათოს.
- ბიჭებო მეც მინდა გითხრათ რაღაც
- რაა? - ოთხი ინტერესით სავსე თვალი მიაჩერდა ანას
- სამ დღეში გერმანიაში მივდიავრ
- ანა მერე მაგას დღეს უნდა ვგებულობდე? - ნიკას ბრაზი შეეპარა ხმაში
- ნიკა მეც მხოლოდ გუშინ მომივიდა დადებითი პასუხი გერმანიიდან
- მერე დაფინანსება? ხო იცი რო იქ გადასახადის გარეშე არ მიგასუნინებენ.. ან ბინა? სად უნდა იცხოვრო? ან საჭმლის ფული არ გინდაა? ხო იცი მამაშენი ვერ დაგაფინანსებს - ისე მიაფრქვია ნიკამ ანას კითხვები თითქოსდა მასაწ არ უწევდეს გერმანიაში წასვლა
- კაი ბიჭო რა გჭირს.. განა სადმე გაგექცევა ეს გოგო
- ეგ მეც ვიცი - შებღვირა ნიკამ დათოს
- ხოდა მაშინ მშვიდად ნუ..
- რა იყო ნიკუშ ეჭვიანობ? - ანამ სექსუალურად იკბინა ქვედა ტუჩზე, ნიკას მიუახლოვდა და მთელი სხეულით აეკრა მამაკაცს. ნიკამ მისი სხეულის სიმხურვალე რომ იგრძნო მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა და ნერწყვის დიდი ბურთი გადაყლაპა
- ანა ესე მეორედ აღარ გაკეთო გთხოვ
- რატოო? - ისევ ხმის დაბალი ინტონაციით ჰკითხა ანამ
- სხვა დროს გაიგებ - ეს უთხრა ნიკამ და პატარა მოსკუპულ ცხვირზე აკოცა.
დათო ანას ისევ შენატროდა გულის სიღრმეში, ისე რომ თვითონაც ვერ ხვდებოდა ამას. ანას სიარულის მანერა, მისი მიმოხვრა, ლაპარაკი და ქცევა ატყვევებდა. ალბათ აკვიატებაც იყო მისთვოს ანა.. მასზე ხომ ყველა გოგო ჭკუას კარგავდა, მხოლოდ ანა იყო ისეთი ვინც ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალა დათო, მხოლოდ მეგობრობა შესთავაზა და მანდაც ბარიერები დაუწესა. შეყვარებული წყვილი ერთ დღეს გაემგზავრა გერმანიაში. ანა ლაიფციგში ხოლო ნიკა ბერლინში. ერთი წლის მანძილზე ორი მამაკაცის ფიქრი მხოლოდ ერთ ქალს ეხებოდა... ანა მხოლოდ სწავლაზე იყო გადართული... არ უნდოდა მთელი ცხოვრება დედინაცვლათან ყოფილიყო.. ზოგი კი იტყვის გათხოვდება და დახსნის დედინაცვლის კლანჭებიდან თავს მაგრამ ანას რომ არ ესწავლა ახლა მას მოუწევდა ქმრის „მონად" ქცევა. თან ბევრისგან ჰქონდა მოსმენილი, რომ თუ ქალი არ იქნება დამოუკიდებელი და საკუთარი ფული არ ექნება, მას ქმარი დროთა განმავლობაში დაჩაგრავს. მამაც ასე ასწავლიდა - იყავი დამოუკიდებელი შვილო, ისე რომ არ დაგჭირდეს შენს ქმარს ემათხოვრო... საერთოდ კაცებს ასეთი ბუნება გვაქვს, ქალის დაკარგის მაშიმ გვეშინია როცა ვიცით, რომ ქალს ნებისმიერ დროს შეუძლია ჩვენგან წასვლა. ზოგი კაცი ცოლს აიძულებს სამსახურს დაანებოს თავი რომ თავი დაიზღვიოს მსგავსი სიტუაციებიგან, უნდა ქალი მთლიანად მასზე იყოს დამოკიდებული რომ ადვილი სამართავი იყოს, მაგრამ მე ხო იცი დედაშენს ვაძლევდი მუშაობის უფლებას - ამას იტყოდა და ჩაეცინებოდა, ანაც საყვარლად დაუქნევდა თავს და მამას მკერდზე მიეკრობოდა. ანა ფიქრობდა და უნდოდა მეტი თუ არა ქმრის ტოლი მაინც ყოფილიყო საქმეში, მას არც ნიჭი აკლდა, არ გამტანობა და არც სილამაზე, ასე რომ გერმანიაში მშვენივრად დაამთავრა ოთხწლედი. ამ პერიოდში ნიკამ ბევრჯერ სთხოვა ცოლობა მაგრამ ყოველ ჯერზე მტკიცე უარი მიიღო, ნიკას უკვირდა რატო ეუბნებოდა საყვარელი ქალი უარს, მაგრამ ანას არ სურდა ერთი წამი მაინც დაეკარგა რაიმეს გამო.
ნიკასთვის ეს მტანჯველი ოთხი წელი გავიდა, ერთი სული ჰქონდა ანა თბილისში ჩამოსულიყო. ნიკამ მტელი აეროპორტი ფეხზე დააყენა, მოცეკვავეები დაიქირავა, 2000 ბუშტი დაყარა აეროპორტში და სულმოუთქმელად დაელოდა ანას გამოჩენას.


ბავშვებო გაითვალისწინეთ რასაც მე აქ ვწერ ეს ყველაფერი რეალურ ფაქტებზე დაყრდნობითაა^^



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Kargiaa dzaliann gaagrdzelee
--------------------
G.ke

 


№2  offline წევრი ეკატერინე

მადლობა ^^ <3 მახარებს თქვენი კომენტარები

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

ცოტა გაადიდე რა თან რადროს შეწყვიტე ინტრიგანი ხარ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent