შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა XI


29-03-2016, 13:16
ავტორი MariLerman
ნანახია 2 105

მომდევნო დღეს, როდესაც ნინა ჩვეულებრივ სამსახურში იყო, ჩემს ოთახში ვიყავი როდესაც ნიკო შემომივარდა და გამომიცხადა, რომ ჩემთვის სიურპრიზი ჰქონდა.
– რაღაც ხუმრობაა? რა სიურპრიზი? – ვკითხე გაკვირვებულმა.
– ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო..
– იცოდე ბოროტი ხუმრობები და საერთოდ სიურპრიზები არ მიყვარს!
– რა ბოროტი ხუმრობები ანნა, რას მეუბნები, არ გრცხვენია? მიდი ჩაიცვი და წავიდეთ.
როგორც ყოველთვის, ხუთზე სახლიდან გავედით.
– სად მივდივარ მითხარი რა..
– მივალთ და გაიგებ..
სახლი პიაცის მოპირდაპირე ქუჩაზე მდებარეობდა. ირგვლივ ხალხი ფუსფუსებდა, ნიკომ კი ხელი ჩამკიდა, რაზეც ოდნავ შევცბი.
კარები შეაღო და შევედით. პირველ სართულზე რაღაც უძრავი ქონების სააგენტო იყო, ამიტომ პირდაპირ მეორე სართულისკენ გავემართეთ.
– რა ადგილია ნიკო ეს?!
– მოიცა ცოტა, აი მივედით.. გაუმარჯოს პუშკინს. – უთხრა საოცრად ხუჭუჭთმიან ბიჭს და პირველი მე შემატარა. ოთახი სავსე იყო ათასი პლაკატებით, გული სიხარულით ამევსო, ჩემი “განსების” ფოტოც რომ ვნახე. სიხარულით მივუახლოვდი და გაშლილი ხელისგული ჩამოვუსვი სლეშს. თან სხვა პლაკატებსაც ვათვალიერებდი გაოცებული, ნიკოს და “პუშკინას” საუბარს კი საერთოდ არ ვუსმენდი. პუშკინას მხოლოდ ერთხელ გავხედე, მთელი სხეული ტატუებში ჰქონდა, ვერცერთის მნიშვნელობა ვერ მივხვდი. ფრთხილად ჩამოვჯექი სამფეხა სკამზე რომლიდანაც წამებში გადმოვყირავდი, ნიკომ ხელი წელზე შემომხვია და ისე ამაყენა.
“ყოველი შეხებით სიცოცხლის 2 წელს მაკლებ..”
Estranged–მა გამომაფხიზლა, ძალიან მოულოდნელად რომ ჩაირთო. ნიკოს მივუახლოვდი. მხოლოდ პუშკინას მოწყობილებებს რომ შევხედე, მაშინ მივხვდი, რასაც გეგმავდა.. თვალები გამიბრწყინდა და ვიგრძენი როგორ ავწითლდი სახეზე. ნიკომ მკითხა, გავბედავდი თუ არა პირველი გაკეთებას, თუმცა ვთხოვე, რომ ჯერ მას დაემთავრებინა გუშინ დაწყებული ტატუ. აქამდე არც ვიცოდი, რომ მალე მის ტატუებს კიდევ ერთი შეემატებოდა. მარჯვენა მკლავზე მაისური აიწია, ნახევრად დაწერილი ტატუ დავინახე. დაბნეულად შევხედე ნიკოს, თვალებით ვეკითხებოდი თუ რას ნიშნავდა ეს ყოველივე. დაახლოებით 10 წუთში პუშკინაც თავის საქმეს მორჩა და ნიკომაც იმწამსვე ჩამოიწია მაისური ამიტომ ვერ მოვახერხე წაკითხვა. პუშკინას შევუთანხმდი, რომ მკლავზე არ მინდოდა გაკეთება, არამედ თეძოს მიდამოებში.
თავიდან მკითხა, ხომ არ გეშინიაო, რადგან ტანში ყოველ წამს ჟრუანტელი მივლიდა და თან ოდნავ ვკანკალებდი.
სულ 20 წუთი დაჭირდა ჩემზე.. ყოველი აპარატის შეხება ტანში ჟრუანტელს მგვრიდა, ოღონდ არასასიამოვნოს..
მთელი ამ ხნის განმავლობაში თვალს არ ვაშორებდი ნიკოს, რომელსაც ჩემი ხელი ეჭირა. ის გრძნობდა ჩემს მზერას მაგრამ არ მიყურებდა.
– შეგიძლია ნახო.. – მითხრა და სარკეზე მანიშნა.– სარკესთან დავდექი და თან მაისური ზემოთ ავიწიე. ნიკო უკან დამიდგა და მანაც აიწია მაისური მკლავზე. წელზე გაშლილი ხელისგული ოდნავ შემახო, დამეტყო კიდევაც, როგორც დამბურძგლა.
იმ წამს მე ის შემიყვარდა, თავიდან შემიყვარდა..
უაზროდ, უსასრულოდ, ტკივილამდე, ნამდვილ ტკივილამდე.. გადაუყვარებლად.
რომც არ მცოდნოდა რომ მიყვარდა, იმ მომენტში ვიგრძნობდი და გავაცნობიერებდი.. გული ამიფანცქალდა და სული ამიფორიაქდა იმდენად ვიგრძენი, ისე ძლიერად, მისდამი სიყვარული!
ნაზად ჩამომისვა ორი თითი ახალგაკეთებულ ტატუზე.. ხელი ძალიან მაგრად ჩავჭიდე, სიხარულის ნიშნად. ორი ცრემლი ისე ჩამომიგორდა ლოყაზე ვერც კი მივხვდი სანამ თავისი თითით არ მომწმენდდა და კისერში არ მაკოცებდა დამშვიდების მიზნით..
თავიდან შევავლე თვალი ჩემსას და მისსასაც, მკლავზე და თეძოზე..
“If You Felt Her Pain, You Will Feel November Rain”
“თუ შენ იგრძენი მისი ტკივილი, იგრძნობ ნოემბრის წვიმასაც”…

****
„დედა... არ მახსოვს ბოლოს ასე როგორ მივმართე.
ალბათ ბოლო ხუთი წელია რაც მხოლოდ სახელით მივმართავ.
ჩემს უბედურებას ყოველთვის მას და მის სულელურ ქცევებს ვაბრალიდი და მართალი ვიყავი კიდევაც, რადგან რომ არა მისი დაუფიქრებელი საქციელები, დროებითი დამოკიდებულება ნარკოტიკზე, ღალატისკენ მისწრაფება და ოჯახის ნგრევის უდიდესი სურვილი, დღეს მე ნინას და ვაჟას ოჯახი გვერქმეოდა. ამ ადამიანმა დამინგრია ცხოვრება და ლამაზი მომავალი, მე რომ შეიძლება მქონოდა..
ცხოვრებაში დღემდე მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს და სულ არ აინტერესებს მე მის გვერდით ვიქნები თუ ცინკის კუბოში. რამდენიც არ უნდა მიმტკიცონ თინამ და ვაჟამ, რომ ნინას ძალიან ვუყვარვარ ვერ და არ დავიჯერებ, სისულელეა, მეტი არაფერი. როგორ უნდა ვუყვარდე ჩემი ყველა მის მიმართ ნათქვამი სიტყვებისა და ცემა–ტყეპის შემდეგ? არც მიკვირს, თუმცაღა, უარესს იმსახურებს.
ვაჟა რომ არა, უფრო დიდი პრობლემები მექნებოდა ნინასთან. ვაჟას ხელფასზე ვიყავით მისი წასვლის შემდგომ და ნიკოს მოსვლის დროსაც კი!”

ერთ დღეს, როდესაც ჩვენთან სახლში ნიკოც იყო, მოულოდნელად ნინას თანამშრომლები გვესტუმრნენ.
ერთადერთი დადებითი, რაც ამ დღიდან მახსოვს არის ის, რომ ნინას ნიკო არ გაუცნია, როგორც მისი მეუღლე.
– ეს რა სტარუხა მეგობრები ჰყავს, ამათთან როგორ ძლებს.
– მოდი აქ, გავაგრძელოთ ფილმის ყურება, აღარ გახვიდე. – ვუთხარი ნიკოს და ხელით ვანიშნე, რომ ჩემს ოთახში შემოსულიყო.
სიგარეტი რომ არ გამთავებოდა, გარეთ არც გავიდოდი.
ჩემი გასვლა და მათი წამოდგომა ერთი იყო. უკვე იშლებოდნენ.
– კარგი მადლობ ნინა ყველაფრისათვის, მაგრამ დროა წავიდეთ.
– დიდი მადლობა ასეთი ხააანგრძლივი სტუმრობისთვის, კიდევ შემოგვირბინეთ ! – ვუთხარი ყველას ერთად და სარეცხ მანქანაზე მდებარე სიგარეტის კოლოფი ავიღე. ერთი ღერი ამოვიღე და მოვუკიდე.
– ჰო, მემგონი მართლა ჯობს აქედან წავიდეთ. ნინა ხვალაამდე..
ნინას გავხედე, მაინტერესებდა მისი რეაქცია, სახეზე აწითლებული იყო, ბრაზს ვერ მალავდა. ჩავიცინე. როდესაც სტუმრები გააცილა და სახლში შემობრუნდა, პირდაპირ ჩემკენ გამოემართა და სახეში სილა გამაწნა.
– ლაწირაკო, არააადამიანო! რას ვიფიქრებდი, თუ ასეთ უსინდისოს ვზრდიდი?
– ნინა გამიშვი ხელი, უსინდისო შენ ხარ...
– როგორ მეუბნები მაგას, მადლობის მაგიერია?!
– ხელი გამიშვი თქო! რა მადლობა ნეტა მოკვდე!
ვვუღრიალე ნინას და მისი გამომეტყველების დანახვაზე მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა. ატირდა და მისი ოთახისკენ გაემართა. სწორედ ამ დროს გამოვიდა ნიკო და იმედგაცრუებული თვალები მომაპყრო. ჩემთან წაჩხუბებას ეცადა, თუმცა არ ვიცი როგორ მოვახერხე, მაგრამ ერთხელ ვუთხარი თავი დამანებე მეთქი. რამდენიმე წუთში კი სახლიდან წავიდა.
სადღაც გამთენიის ხუთი საათისთვის ჩამეძინა...

__________________________________________

ცოტა პატარა თავია, თუმცა, ვფიქრობ ბევრისმთქმელი.
იმედია მოგწონთ ისტორია :)



№1  offline წევრი natia-natia

Kargi istoriaa

 


№2  offline წევრი nini_a

ამ ისტორიიდან ყველაზე კარგად ეს ტატუს გაკეთების მომენტი მახსოვდა და ველოდი კიდეც... ეს საუკეთესო სცენაა ჯერ-ჯერობით ამ ისტორიაში...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent