გიჟი და უფრო გიჟი(3)
დიდხანს ვისაუბრეთ, მერე ქუჩებში ვიბოდიალეთ. ნაყინით გამალამაზა, გავებუტე და დიდხანს არ ველაპარაკებოდი , ბოლოს რომ მოიწყინა და ბოდიშის მოხდით დაიღალა ვეღარ მოვითმინე და შემოვეხვიე სუროსავით -გაიცინე თორემ გაგტყიპავ გეფიცები -აღარ მიბრაზდები? -ნწ - გავეკრიჭე ისევ. არა რა მართლა ბავშვივით ვარ , ჩამორჩენა მაქ დაახლოებით 5-6 წლით და ვარ ასე 22 წლის გოგოსავით .გარეგნულად არ მეტყობა და ქცევით ხო საერთოდ.- არ გიბაძდები უბალოდ რაღაც უნდა გადმოგცე და არ გაინძრევი იცოდე თორე აგალ დაგელაპალაკები- უცებ ვუთხარი და ჩემი ტონალურით გავალამაზე ზედ პუდრიც მოვაყარე და იმდენი ვიცინე , ვეღარ ვსუნთქავდი . როგორ უნდოდა მოვეკალი იქვე მაგრამ ვერაფერს აკეთებდა . ბოლოს ისევ შევათრიე სახლში მოვაშორე ყველაფერი და დაღლილი ჩავესვენე სავარძელში -ვაიმე რა გიჟი ხარ რა -ყვავმა ყვავს უთხრა შე შავოო -სულაც არ ვარ გიჟი ძალიან მშვიდი გაწონასწორებული კაცი ვარ შენ გამაგიჟე და გადამიყვანე ჭკუიდან ეს 28 წლის კაცი -დიდი ამბავი თვეებით ხარ უფროსი და გადამაყოლე თან - ხელი ავიქნიე და სიგარეტს მოვუკიდე -ნუ ეწევი ამდენს რა -მთელი დღეა არ მომიწევია -როგორ არ მოგიწევია -კარგი რა ხუთი ღერი რა არის . რანაირი კაცი ხარ სიგარეტს შენ არ ეწევი, დალევით არ სვამ, არ იგინები? -ისე ვკითხე ვითომ ძაან მაგარი თვისება იყო და მეცოდებოდა ამ დანაკლისის გამო. კი ვიცი რომ ცუდია ორგანიზმისთვის მოწევა , დალევა მაგრამ რა ვქნა მივეჩვიე და მიზეზიც ვერ ვპოვე რო გადავეჩვიო . უნებისყოფო ვარ -მთავარი თვისებები მაქ სამაგიეროდ .- ორაზროვნად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა - წავედი მე შენსავით მოცლილი კი არ ვარ -ამ შუაღამით რა საქმე გაქ -საქმეს რა დალევს ჯერ ადრეა - მაკოცა ხმაურით და წავიდა. როგორ ვერ ვიტან მარტოობას , უამრავი აზრი მებადება და ათას რამეს ვაშავებ. ახლა კი ყველაზე მეტად ჩემი მანქანის დატესტვა მინდა . სწრაფად ჩავიცვი ტყავის ელასტიკი, შავი მაისური, მოკლე მოსაცმელი , თმები შევიკარი ,მკვეთრი მაკიაჟის გაკეთება მომინდა არ ეგ დამეზარა . ფეხზე შავი კედები და მზად ვიყავი. მანქანის გასარები ავიღე და ისე ნელა წავედი თითქოს რბოლის ნაცვლად ქალთა კლუბშ მივდიოდი კაბებზე სასაუბროდ. ადრენალინის გამოყოფა ყველაზე მაგარი შეგრძნებაა . ერთადერთი საქმე რაც არავინ იცის რბოლაა. თორნიკემაც კი არ იცის ამის შესახებ , მართალია ძალიან იშვიათად ვიღებ მონაწილეობას მაგრამ მაინც საშიშად თვლიან ამას ჩემი ბიჭები . არ უყვართ მსგავსი შეჯიბრები და მაგათი ჯუჯღუნი სად შემიძლია. რაღაც საიდუმლო მეც ხომ უნდა მქონდეს არა? მოგებულ თანხას ჩემი ანაბელიშკას თავშესაფარს ვუძღვნი . ისე მომენატრა ჩემი გოგო მაგრამ გაბრაზებული ვარ როგორ არ ჩამოვიდა ,საზიზღაღი ეგ, გავებუტე აღარ დავურეკავ კარგა ხანს . რამდენიმე წამში სასტარტო პოოზიციაზე ვიყავი, მას შემდეგ კი ფიქრი აღარ შემეძლო, უბრალოდ წინ მივიდიოდი და ვხედავდი როგორ იცვლებოდა ხედი ჩემს ირგვლივ. ბედნიერებით გამოძეული წამოძახილი და ფინიშის ხაზი.. როცა ვჩერდები ვხვდები რომ პირველი ვარ და მანქანიდან გადავდივარ . ოვაციები მესმის თუმცა დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ ყველაფერს. ფული ავიღე და მანქანაში ჩავჯექი , ნაცნობი სურნელი ვიგრძენი თუმცა ვერ გავიაზრე საიდან მოდიოდა. მანქანა სწრაფად დავძარი და სახლისკენ წავედი როცა წინ გადმობრძანდა ვაჟბატონი. შეშინებულმა გავხედე და ლაშიკო მიმზერდა გაბრაზებული. ღმერთო ეს ბიჭი რატომ გამომიგზავნე ,უნდა გამაგიჟოს თუ პირიქით დამაჭკვიანოს? -სწორედ ეს კითხვა გამიჩნდა როცა დამრიგებლური ლექცია ჩამიტარა სახლში მისვლამდე და შემდეგ. სიტყვის თქმა ვერ მოვახერხე, ისიც კი იცოდა რას ვეტყოდი. მოკლედ მომაკეტინა რა. არც ჩემმა გამომეტყველებამ,თვალების ჟუჟუნმა და ღიმილმა . მერე მეტყვის მიყვარხარო , თვალებამღვრეული ვუყურებდი მთელი ცემი მსახიობური ნიჭი გამოვიყენე და მაინც მიტევდა. ეს შეტავა დაიწყო იმ დღიდან და ერთი თვე არ გაჩერებულა. სექტემბერიც დაიწყო. სამსახური მე ხომ მრავალი დიპლომი მაქვს და მამაჩემის გახარების გარდა ყველაფერი გავაკეთე, სამხატვროში ვისწავლე , კულინარიის კურსებზე დავდიოდი ზაფხულობით, საკრავებზე აღარაფერს ვამბობ ეს სიმღერა არ გამომდის თორე . ცეკვაზე უკეთესს რას ვისწავლიდი ამერიკაში. თუმცა მთავარი მაინც ეკონომისტის დიპლომი იყო. ბატონ თორნიკესთან ვმუსაობდი კომპანიაში და რა თქმა უნდა მეც ისე მეჯუჯღუნებოდა როგორც ყველას თუ ვერ შევასრულებდი დროულად საქმეს, შესაბამისად დაიწყო ჩემი „ტანჯვა“. თუმცა საწუწუნო არაფერი მქონდა, მიყვარდა ჩემი დღის რეჟიმი. აქამდე თუ შუადღით ვიღვიძებდი სამსახურში გასვლის შემდეგ დილით ძალიან ადრე ვდგებოდი, სავარჯიშოდ მივდიოდი ,შემდეგ მოწესრიგებას , საუზმობას სახლის მოწესრიგებას ვასწრებდი და სამსახურშიც მივდიოდი. თუმცა ისე მეცვა გეგონებოდათ სხვა კესარია გაბიანი მოძრაობდა იგივე სხეულით. მუხლზე ,შავი კაბა ტანზე გამოყვანილი , თეთრი პერანგი რომელიც კიდევ კარგი ბოლომდე არ მქონდა შეკრული და სუნთქვა მაინც შემეძლო , ჩემი ყავისფერი თმა მაღლა მქონდა აწეული, სადა მაკიაჟი და საყვარელი სათვალე რომელიც ჩემს თვალებს არაჩვეულებრივად იცავდა დამღლელი სამუშაოსგან . მანქანა შენობასთან გავაჩერე და მშვიდად დავიძარი შესასვლელისაკენ.. დამღლელი იყო მუშაობა და მთელი დღე სერიოზულად ყოფნა ტანჯვა იყო ჩემთვის რამეთი მშვიდად ყოფნა არ ძალმიძს ,თორნიკე კი მაკონტროლებდა სისულელე რომ არ ჩამედინა . მიწევდა ჩემთვის ყოფნა კაბინეტში და ათასი საქმის მოგვარება. საღამოს სიეთი დაღლილი ვიყავი საწოლზე ვენარცხებოდი და იქ არავინ მხვდებოდა რომ დავლაპარაკეოდი, თუმცა როგორ არ მხვდებოდა ლაშიკო მოდიოდა ხოლმე ,როცა თავისუფალი იყო და მეჟღურტულებოდა. სხვათაშორის რამდენჯერმე ვეწვიე სამსახურში და ერთ-ერთი ვიზიტისას ლამის მის გერლფრენდს, თუ ვინც იყო , შემოვაკვდი . მე კიდევ ძლივს შევიკავე სიცილი მის გასვლამდე , აი შემდეგ კი რამდენიმე წუთი გაუჩერებლად ვხარხარებდი ,ლაშამ წყალი მომაწოდა და მერე გავჩერდი. მაინც რა ეჭვიანია ეს ხალხი ,პირდაპირ საგიჟეთია. -დღეს კვირაა ამიტომ ჩოგბურთის სათამაშოდ მივდივართ - დილაადრიან დამადგა ლაშა და თვითონ შემსვა სააბაზანოში, აბა მე მეძნა ისევ და როგორ ავდგებოდი. მერე წამათრია და სანამ არ დამამარცხა ვერ მოისვენა . მართლა მაგრად თამაშობს თორე მაგას ვაჩვენებდი მოგებას. შემდეგ კაფეში გავიარეთ საქმეების მოგვარებაში დამეხმარა და ნახატი რომ არ დახვდა გაუკვირდა, მეც სულ დამავიწყდა რა მქონდა ნათქვამი და სიმართლე წამოვაყრანტალე. ისე საყვარლად უბრწყინავდა ჭაობისფერი თვალები გამეღიმა . საღამოს მეგობრის წვეულებაზე წავედით და დავიწყე გართობათქო რომ ვიფიქრე ამ გიჟმა მადროვა? ვერც დავლიე ,ვერც მოვწიე სიგარეტიც კი და ცეკვით რა მაცეკვებდა -ჩამაშხამე საღამო რატომ ხარ ასეთი საზიზღარი? -რატო ჩაგაშხამე რომ არ გამოთვერი ვერ ერთობი? -უიმე გენაცვალე ყველას ვერ გვართობს გოგონები ,მე ბიჭმა რომ გამართოს მაგაზე სულ გაგიჟდები ღვინო დამიშალე და სექს.. რას იზამ -სისულელეების ყრანტალს მოეშვები ოდესმე? ბერდები ქალი -შენ ვის ეუბნები ,ვითომ თვითონაა 20 წლის -გამოვიყურები სამაგიეროდ- ვისკი მოსვა და ვიღაცას ისე შეხედა გახედვაც კი არ მინდოდა ვიცოდი როგორი გოგოც დამხვდებოდა -ახლა არ მითხრა რომ უნდა წახვიდე თორე გეფიცები გავაფრენ -არსად არ მივდივარ რას მეჩხუბები -არ გეჩხუბები ქალების მეტი რა გყავს თუმცა აქ რა მინდა წავიდეთ წამიყვანე სახლში და მერე ჩაატარე გმნაღველი ოპერაცია- კლაჩი ავიღე და კურტუმოს ქნევით წავედი გასასვლელისკენ. ეს დღეც მშვიდად დავასრულე მომდევნო დილით, ლაშიკოს მანქანაში მოვთავსდი და რომ მგონია სამსახურში მივყავარ თურმე სად ხარ. ბატონმა ლაშიკომ გადაუხვია საკმაოდ შორს ,ქალაქიდანაც კი გავიდა და ერთ სახლთან გააჩერა ტბის პირას -ერთი საათია გეკითხების სად მივდივართთქო და რომ მიპასუხო არ შეიძლება? -აი აქ -აქ? სად აქ -ვერაფერს ხედავ? -ვერა სახლს ვხედავ არა უფრო პაწია ლამაზ ქოხს რომელსაც დიდი სიამოვნებით დავხატავდი -წამომყევი- ხელი მომხვია და სახლში შემიყვანა. ისეთი მყუდრო გარემო იყო ,ელექტრობუხარი ჩართო , -ვაიმე როგორ მომწონს აქაურობაა - ყველაფერი დაწყვრილებით დავათვალიერე და პუფში ჩაჯდომა გადავწყვიტე მკლავში რომ მწვდა და პატარა დახვეულ კიბეზე ფრთხილად ამიყვანა. გაოცებისგან ძალა დაგიკარგავთ? ბედნიერებისგან მუხლებში ძალა გამოგცლიათ და ჩაკეცილხართ? მე დამემართა როცა ჩემი საოცნებო ოთახი დავინახე სავსე სახატავი საშუალებებით , უზარმაზარი მინის კარით საიდანაც აივანზე გასასვლელი იყო იქედან კი ულამაზესი ტბის ხედი მოსჩანდა ,საუცხოო პეიზაშით. გონს რომ მოვედი ლაშას ვყავdი სხეულზე აკრული , მუცელზე ჰქონდა ხელები მოხვეული და მიჭერდა. სიტყვის თქმას ვერ ვახერხებდი, უბრალოდ ხელებზე თიტები მოვუჭირე და გავიტრუნე, ვიგრძენი როგორ ჩარგო ჩემს თმაში სახე , სურნელი ღრმად შეიგრძნო. მისი გულისცემა მესმოდა , როგორ მინდოდა იმ წამს მეც იგივე გრძNობა მქონოდა , ახლა კი უბრალოდ მადლიერი ვიყავი, ბედნიერი რომ ჩემს გვერდით იყო. მივხვდი როგორი ეგოისტი ვიყავი , შემრცხვა , არ მიყვარდა ეგოისტი ხალხი ,რომლებიც არ თმობდნენ და არც ისაკუთრებდნენ . ის მინდოდა ჩემთან ყოფილიყო მაგრამ სხვა მიყვარდა, არ ვაძლევდი ბედნიერების უფლებას არც ჩემთან და არც სხვასთან. თავს ვიტყუებდი რომ შეძლებდა სხვის შეყვარებას .თუმცა ამ ამბის შემდეგ დავრწმუნდი რომ სულ ჩემზე ფიქრობდა, იმაზე თუ როგორ გავებედნიერებინე. არაფერი მაკლდა ცხოვრებაში, მაგრამ მაინც პოულობდა ისეთ რამეს რაც კიდევ მჭირდებოდა . -მოგწონს?- ჩურჩულით მითხრა ისე რომ არ შეტოკებულა, მისი ტუჩები ყელზე შემეხო, გაყინული იყო ,თითებიც გაუცივდა .უფრო მოვხვიე ხელები და მისკენ შევაბრუნე თავი. ლოყაზე ვაკოცე, უბრალო გიჟური კოცნა არ იყო ,ამ კოცნით გადმოვეცი მთელი გრძნობდა მერე მისკენ შევბრუნდი ი,ისევ მის მკლავებში გახვეული ვიდექი ქვემოდან ვუყურებდი მის წაობისფერ თვალებს -არ მომწონს - მშვიდად ვუთხარი -არაფერი არ მომწონს შენ რასაც აკეთებ- დავინახე როგორ შეეცვალა მზერა, გამომეტყველება, სახე მოექუფრა ,ყბები დაეჭიმა, ტუჩები გაუფითრდა .ყველაფერს ვაკვირდებოდი -უბრალოდ მაბედნიერებს იმიტომ რომ შენ აკეთებ ,უფრო მეტად მეჯაჭვები ხედავ? ცხოვრებას გინადგურებ და მაინც აქ ხარ. აუცილებლად რამე საოცრება უნდა ჩავიდინო რომ შემეშვა? რა გავაკეთო? -გინდა რომ შეგეშვა -არა . არ მინდა იმიტომ რომ ეგოისტი ვარ .საშინელი ეგოისტი. გულქვა ქალი რომელმაც იცის რომ ისე ვერ შეგიყვარებს როგორ იმსახურებ ,დაგტანჯავს და მაინც ვერ გიშვებს . ვერ გავაკეთებ ვერაფერს თავად თუ არ წახვალ. წადი გთხოვ ... - სული მტკიოდა, არ მინდოდა ჩემსავით დატანჯულიყო. არ მინდოდა ტკენოდა ისე როგორც მე მტკიოდა . მის თითოეულ ნაბიჯს ვაკვირდებოდი ჩვენი გაცნობის დღიდან და ვხვდები რომ ორმაგად ტკივა , ჩემთან შედარებით რადგან მე შორს ვარ, უკვე გადავლახე , შევეგუე იმ ფაქტს რომ ვატოსტან ვერ ვიქნები . აღარც მაწუხებს მგონი ეს ფაქტი ,მას კი ჩემი ასე ახლოს და ამავე დროს შორს ყოფნა ნელ-ნელა უნებურად გაანადგურებს. -კაი რა მე რამდენ ხანს ვიფიქრე მეჩვენებინა თუ არა ეს ადგილი შენთვის შენ კიდევ იმის მაგივრად დაიკიდო ყველაფერი და გააკეთო ის ასე ძალიან რაც გიყვარს სისულელეებს მელაპარაკები აქ . მორჩი ისტერიკას გევედრები ,შენი აზრით ცუდად ვარ? იმ ადამიანების კატეგორიას ვეკუთვნი განგებ რომ იწამებენ თავს? არასდროს არ ვაკეთებ იმას რაც არ მინდა ასე რომ მაგ ცრემლს გადმოღვრის საშუალება არ მისცე თორე გავგიჟდები შენ თავს ვფიცავარ- თვალთან ახლოს ლოყაზე მაკოცა და გულშ ჩამიკრა. ვერ ვხვდები რას მიკეთებს ასეთს მაგრამ ფაქტია ნებისმიერ დამამშვიდებელ საშუალებას სჯობს მისი ერთი გაღიმება და ჩახუტება. -შვებულება კი გაქვს ერთი კვირით და აქედან ფეხს ვერ გაადგამ მაგრამ ასე თუ დარჩები დიდხანს შეიძლება წავიქცე -რატო -ისე მიწერ ხელს ფილტვები შემეკუმშა უკვე -სერიოზულად თქვა და ისე უცებ მოვშორდი ვერ მივხვდი რომ მეხუმრებოდა. გიჟია რა ნამდვილი გიჟი. ისე იცინოდა მეც ამიყოლია . ერთ საათში ხილით დახუნძლული დიდი ვაზა შემოიტანა, დანასთან და თეფშთან ერთად ,პუფში მოკალათდდა და გათლა დაიწყო -ნუ მომაქცევ ყურადღებას დახატე შენ - მითხრა ისე რომ საქმე არ შეუწყვეტია . მეც შევისწორე ტანზე მოცმული ლასიკოს დიდი პერანგი რომელიც მთლიანად არა მაგრამ საკმაოდ გავაფერადე საღებავებით. რა თქმა უნდა ჩემს წინ გადაშილი ხედს ვხატავდი , ულამაზეს ტბას , ოქროსფერში რომ იყო ჩაფლული . როგორც ყოველთვის სახეც დამესვარა , თმების გადაწევის დროს . ბოლოს ნერვები მომეშალა იმდენ ხანს ვუბერე თმას უკან რომ გადაწეულიყო.აქამდე ჩუმად მყოფი ლაშკო მომიახლოვდა და ფრთხილად გადამიწია თმა -შეგიკრავ თორემ სულ დაისვრი თმას და გავბრაზდები -ფრთხილად იცოდე თმა არ დამიწიწკნო თორემ დაგსვრი-ფუნჯით დავემუქრე ,მაგრამ არ გაჭრა უკან შებამრუნა და ჩემს თმებში ახლართა თითები -შენს საქმეს მიხედე -რას მიბრძანებ ვერ გავიგე იცოდე არ გაჩუქებ ამ ნახატებს -სხვა საჩუქარი არ მჭირდება- თბილად მითხრა და თმები კოსად შემიკრა. ასე მალე მე ვერ ვიკეთებ ეს წინა ცხოვრებაში სტილისტი იყო ,წყალი არ გაუვა ამ ამბავს. -სხვათაშორის დავიღალე რაიმე წამახალისებელი მჭირდება- ტუჩები გავილოკე . როგორ მინდოდა შოკოლადი ან რაიმე ტკბილი ისე სად შემეძლო მუშაობა- აუ შოკოლ..- სიტყვა არ დამასრულებია ისე ამიფრიალა ლამაზ თეფშზე დაჭრილი სხვადასხვა ხილი, ისე ლამაზად ელაგა ,გამეღიმა, არადა რა მაცინებდა მე კი ვერ დავჭრიდი და დავაწყობდი ასე ლამაზად -უსაქმურობამ რა არ იცის მოკლედ რა - გავიცინე და თეფშ უნდა გამომერთმია მაგრამ ვინ დამაცადა -დამისვრი თან დასვრილი გაქ ხელები და ეგრე ხო არ შეჭამ მოგწამლავს -უცებ წამოაყენა პრეტენზიები . რა დაკვირვებული და ფრთხილია რა არის რა. -აბა რა ვქნა ვუყურო და კუჭი დავტანჯო ფერმენტების გამოყოფით? აუ შოკოლადი მაინც მომე არაფერს დავხატავ ისე -სულ როგორ იწყებ ბუზღუნს გოგო ნამდვილი ბავში ხარ - ჩანგალი მოიმარჯვა და მიირთვა ერთი ნაჭერი-გინდა?- მომაწოდა, საშინელმა და მეც შევჭამე აბა ცუდად ვიყავი უკვე და რა მექნა - შე კაი ადამიანო შენ თუ გინდოდა გეჭმია გეთქვა რას მაყლაპე ნერწყვები- გავაბრაზე როგორც იქნა. ვაშაააა . აბა რა ეგონა რომ მაწვალებდა , ზედმეტად დიდი ხანი იარა თავის ჭკუაზე -შენ რა გგონია ბანალურ ამბებს ვეძებ და გადმომაქ რეალობაში რო დაგევასო თუ რას ბაზრობ ვერ ვხვდები ! არ მჯერა რო ასე ცუდად მიცნობ და კიდე ვერ მიხვდი რომ არაფერს განგებ არ ვაკეთებ ცხოვრებაში. თუ რამეს ვაკეთებ მხოლოდ იმიტომ რომ შენ მოგწონს და არა იმიტომ რომ ამით პლიუსები დავიწერო და იმ შენს გამოს,... ვატოს ვაჯობო .არავის შევჯიბრებივარ მაგაში - ისევ შევცდი, ისევ სისულელე ჩავიდინე ,მაგრამ ამჯერად გული შემეკუმშა . ლაშას გაბრაზებულმა სახემ და ნაცრისფერმა თვალებმა გული მატკინეს. თეფში მაგიდაზე დაახეთქა და კიბეები ელვის სისწრაფით ჩაიქროლა . მაშინვე უკან გავყევი ,დახვეულ კიბეზე ჩასვლას ვერასდროს ვიტანდი, თავბრუსხვევა გამძაფრდა ბოლო საფეხურებიღა იყო დარჩენილი ფეხი დამიცდა და დავგორდი. წამებშ მოხდა ყველაფერი, ზურგის საშინელ ტკივილს ვგრძნობდი, თვალები დამეხუჭა და ხელები იატაკზე უღონოდ დამიცვივდა ,სახე დამემანჭა .მალე წამოვდგებოდი რაგდან არაფერი მწირდა საგანგაშო, იმ წამს უფრო ის მადარდებდა რომ ლაშას ვაწყენინე ,სულელურად ვიყბედე და გავაბრაზე . წამოდგომა მინდოდა ლაშას ყვირილის ხმა რომ გავიგე, მსგავსი ტკივილი ბგერებში არასდროს გამიგია ,ჩემს მიმართ არასდროს . წამის მეასედში გაჩნდა ჩემთან სახეზე გაყინული თითები ჩამომისვა და შეშინებულმა დამხედა -კესო... კესო კარგად ხარ ,მაპატიე გთხოვ... მაპატიე ჩემი ბრალია .ბავშივით გავბრაზდი და გამოვიქეცი .მაპატიე ჩემო სიცოცხლე - გულში ჩამიკრა და სახე დამიკოცნა . -მე.. მე მართლა -რა რამე გტკივა? თავი ძლიერად დაარტყი? იქნებ შერევა გაქ - არ მაცადა სიტყვის თქმა ,სახიდან თმები გადამიწია და ხელს არ მიშვებდა - ძალიან გტკივა ? -მე მართლა არ მინდოდა გაბრაზებულიყავი... ვიცი რომ არ აკეთებ რაიმე განზრახვის გამო არაფერს, უბრალოდ ხომ იცი რა სულელი ვარ შენი გაბრაზება მინდოდა, ისეთი სხვანაირი ხარ გაბრაზებული ვიფიქრე ნერვებს მოვუშლითქო ... მაპატიე რა გეფიცები აღარასდროს გაგაბრაზებ და სულ დაგიჯერებ - თქვენ ხომ არ იცით რამდენჯერ ვინანე ეს სიტყვები რომ ვუთხარი, რა მალაპარაკებდა ვერ დავჯერდი ბოდიშს? დაგიჯერებო რამ მათქმევინა სად მქონდა ჭკუა. ძალიან დავარტყი თავი ეტყობა -სულ დამიჯერებ და არ გამაბრაზებ? -ხოო - გავუღიმე და ჩავეხუტე - აუ წამოდგომაში დამეხმარე რა მთელი ზურგი მტკივა ,რამ გააკეთებიათ ეს კიბეები ცოტა დიდი მაინც იყოს ვაიმე დედა წელი- ძლივს წამოვიწია ,მუხლებზე ვიდექი და ადგომას ვერ ვახერხებდი. უცებ ამაფრიალა ხელში ვაჟბატონმა და მისაღებიდან პირდაპირ შემიყვანა პატარა მყუდრო საძინებელში ,მასაც დიდი მინის კარი ჰქონდა საიდანაც ეზოში გასვლა შეიძლებოდა . ფრთხილად დამაწვინა და წარბებ შეკრულმა დამხედა -ძალიან გტკივა? გინდა მალამო მაქვს და -არ მინდა შოკოლადი მინდა -ახლავე - უცებ გავარდა და მალევე დაბრუნდა . საწოლზე ჩამოჯდა და მიყურებდა . ღმერთო რომ ვფიქრობ რა იდიოტი ვარ ხოლმე ნერვები მეშლება. არა რა მაყრანტალებდა რა მინდოდა რა . ტყუილად მაქ ტვინი ამხელა ქალს რაც მომაფიქრდება ყველაფერს ვაყრანტალებ. აქამდე არც დავფიქრებულვარ ახლა კი ვხვდები რომ დროა გონს მოვიდე , ცოტა დავსერიოზულდე და ცხოვრებას რეალურად შევხედო. ჩემი ნატალიკოც სულ ამას მეუბნებოდა, ბავშვობიდან მიმეორებდა როდის გაიზრდებიო ,ის მუდამ დინჯი იყო მე კიდევ ვაგიჟებდი და არასდროს ვუჯერებდი. ის არასდროს ეხვეოდა შარში მე კიდევ კი ვიყავი სულ საქმის გარჩევაზე. მალე წამოვფრინდი, კიბეები ავირბინე და საქმე განვაგრძე . ბოლო შტრიხები შევიტანე და დავასრულე კიდეც დაბინდებისას . შემდეგ კიბეები ჩავირბინე და სააბაზანოში შევედი. ხელები დავიბანე და გარეთ გავედი . ლამპიონები ანათებდა ეზოს. ფეხით გავუყევი ბილიკს და დავინახე კიდეც ლაშიკო. ტბასთან იჯდა ნაპირზე და კენჭებს ისროდა . გვერდით მივუჯექი -ძალიან ლამაზი ადგილია . როგორ აღმოაჩინე -ჩემია -როგორ, ბინა ხო საკმაოდ ძვირი ღირს და -ეგ ბინა მამაჩემმა იყიდა . მე მინდოდა ჩემი ფულით მეყიდა რამე მშვიდი ადგილი , მეორე წელს აქ ჩამოსვლიდან ეს ადგილი ვიპოვე და შევიძინე. ძალიან ხშირად მოვდივარ, მარტოობის გასაქარვებლად და ვმშვიდდები . -ანუ არავინ იცის ჩემს გარდა -არც არავინ მყავს შენს გარდა - საოცრად სევდიანი მეჩვენა მისი ხმა. თვალები აწყლიანებული ჰქონდა ,ჩემსკენ გადმოიხარა თავი კალთასი ჩამიდო და თვალები დახუჭა . -მომიყევი- დუმილი დავარღვიე და სახეზე ჩამოვუსვი თითები -რა მოგიყვე -რაც გაწუხებ უბრალოდ მომიყევი -არ შემიძლია -შეძლებ .უბრალოდ თქვი და განთავისუფლდები -არ მინდა ცუდ ხასიათზე დაგაყენო. დღეისთვის გვეყოფა, სხვა დროს შეიძლება მოგიყვე კიდეც - ხელზე მაკოცა და ტბას გახედა-ხვალ უკეთ გაჩვენებ აქაურობას. ძალიან ლამაზი ადგილია -ტბა და ეს ტყე ვის ეკუთვნის -აზრზე არ ვარ არც მაინტერესებს, აკრძალული არაა შესვლა ასე რომ ხშირად დავბოდიალობ . სახლში შევიდეთ სიცივეა და გაცივდები- წამოდგა ,მეც წამომაგდო და სახლში შემიყვანა. ძალიან მესიამოვნა თბილი ჰაერი. კნუტივით მოვკალათდდი ბუხართან და ჩემს გოგოს დავურეკე. არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან მომენატრა ჩემი ანაბელიშკა. დიდხანს ვესაუბრე , თავისი ამბები მომიყვა ,ესეც კაი მუდოა რა ერთი ბიჭი რით ვერ იპოვა . სულ ვერ გავიაზრე როგორ ფუსფუსებდა ჩემს თვალწინ ლაშიკო , სანამ სავახშმოდ არ მიხმო , უფრო სწორედ ჩემს წინ იყო მაგიდა და თავად ჩამოჯდა -ვის ოჯახშიც შენ შეხვალ- პირველი რაც მომაფიქრდა ის ვთქვი და ცოტა ხანშ ორივე ერთ ხმაში ვიცინოდით -კარგი ახლა გეყოფა მთელი დღეა ხატავ არაფერი გიჭამია -სიგარეტი მინდა -არ მაქ -აუ მინდა - საშინლად მომინდა და რა გამეკეთებია. მთელი დღეა არ მომიწევია ,ისე გამატარებინა დღე არც კი გამხსენებია . ეს კიდე არ ეწევა სისტემატიურად და საიდან ექნება სიგარეტი. ჩაიგდე ერთი ზედმეტი შეკვრა რას გიშლის , კი დავრჩი ახლა ცარიელი -აუ მე მინდა რო საჭმელი მიირთვა და მეც მადროვო- მომბაძა და ჩემსავით დაბრიცა ტუჩები. მსახიობი ეს როგორ დამემსგავსა -საზიზღარო - ხელი დავარტყი და ჭამა დავიწყე. ხო მომკლა ამ სალათებით რა -გოგოო ნუ მაბრაზებ -კარგი ხო ჩუმად ვარ - მართლა აღარაფერი მითქვამს ვახშმის დასრულებამდე ,ისიც მშვიდად მიირთმევდა. შემდეგ ვეღარ მოვითმინე უცებ წამოვვარდი და ალაგება დავიწყე. უსაქმოდ რა გამაჩერებს -მოიცა მოგეხმარები -შენ ხო გაამზადე მე ავალაგებ, ნუ ღელავ არ დავამსხვრევ -არ ვღელავ- მშვიდად მითხრა და დივანზე მიესვენა სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ. ფილმი ჩართო და მეც გვერდით დამაჯინა. საინტერესო ფილმი იყო დიდი სიამოვნებით ვუყურებდი მერე ჩამეძინა , დავიღალე მეც ხო ადამიანი ვარ . თბილის შეგრძნება სხეულზე ,ვხვდები რომ ჩამეხუტა, ლოყაზე ისე ნაზად მაკოცა უფრო გავიტრუნე. შემდეგ ხელში ამიყვანა და რაღაც რბილზე დამაწვინა. ფეხსაცმელი გამხადა და საბანი გადამაფარა მერე ისე ღრმად ჩამეძინა აღარაფერი მახსოვს. დილით მასზე ჩახუტებულს გამეღვიძა ,ყველაფერი ნისლში იყო. წვიმა დაიწყებოდა აუცილებლად მე კიდევ ვერ ვიტან როცა გეგმებს მიშლის ამინდი. ახლა ძლი მომიწევს მთელი დღე რადგან ვგიჟდები წვიმიან ამინდშ ძლზე. არა ზოგადად ვგიჟდები მაგრამ წვიმიანში განსაკუთრებით ტკბილად მეძინება ხოლმე. საკმაოდ ციოდა, საბანი უკეთ შემოვიხვიე ტანზე , ლაშიკოსკენ გადავცოცდი რომელიც კიდეზე იწვა და მშვიდად ეძინა , მასაც გადავაფარე საბანი და ჩავეხუტე . სულ თბილია ეს ბიჭი გაბრაზებული თუ არაა,მერე ეყინება ხელები თუმცა სხეული მაინც თბილი აქ . იგრძნო , თვალები ფრთხილად გაახილა და ზემოდან დამხედა ,შემდეგ მხრებზე მომხვია ხელი და ისევ განაგრძო ძილი. ესეც კაი ძილისგუდაა რა . ცოტა ხანში საამოდ ჩამესმოდა წვიმის წვეთების ხმა , მინაზე და სახურავზე დაცემისას რომ გამოსცემდნენ, იავნანასავით იყო ჩემთვის, სიგრილე ,ოდნავ გაყინული ცხვირი და თბილი სხეული .კიდევ რაღაც ,ვგრძნობდი მის მზერას, შემდეგ კი მისი თითები ჩემს თმებში იხლართებოდნენ . ესღა მჭირდებოდა ღრმა ძილისთვის და მივიღე კიდეც. შიმშლის გრძნობა რომ არ არსებობდეს მთელი დღე მშვიდად დავიძნებდი. როცა ძალიან შევწუხდი, შევეშვი საწოლში ბრუნვას და გავიღვიძე , ისევ ლაშას მკერდზე მედო თავი ის კი მიყურებდა -გამარჯობა - გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე -ძილისგუდა უკვე სამი საათია -ასე ადრე გავიღვიძე ? არ მჯერა- უცებ ავიღე მობილური და შევამოწმე.-რამდენჯერ დამირეკე შე კაცო რა იყო- ბუზღუნით ვთქვი და ჩემს საყვარელ ძამიკოს თავად დავურეკე -გისმენ გიუშ რამ შეგაწუხათ ბატონო გაბიანო? -გირეკავ რამდენი ხანია შენ კიდევ სად ხარ შენთან სამი საათი იქნება ახლა -რატომ მირეკავ ჩემო საყვარელო ძამიკო?-ღმერთო როგორ მომენატრა მისი ხმა უნდა წავიდე თორემ გავგიჟდები მალე -მომენატრე შენ კიდევ სამსახურში არ ხარ თურმე სად ბრძანდები? -უმშვენიერეს ადგილას - საწოლიდან წამოვდექი და ფანჯარასთან დავდექი -ულამაზეს ხედს ვუყურებ და სულ ცოტა მცივა -მარტო ხარ? თორნიკემ არ მითხრა რატომ გაგათავისუფლა -არ ვარ მარტო მეგობართან ერთად ვარ -ლაშა ჰქვია იმ შენს მეგობარს ხომ? რა გინდა მაგ ბჭთან კესარია? შენ ხომ ვატო გიყვარს ისევ არ მესმის შენი -მე კიდევ შენი არ მესმის რაც თავი მახსოვს ლილეჩკა გიყვარს და კიდევ ვერ ეუბნები 13 წლის ვაჟიშვილი ბიჭი მგონიხარ სიტყვას რომ ვერ ამბობს ქალთან -როგორ გიყვარს თემის შეცვლა . კითხვაზე მიპასუხე -უბრალოდ ვისვენებ -კარგი უბრალოდ დაისვენე ,ჭკვიანად და ხანდახან მაინც იფიქრე შენს ცხოვრებაზე. იქნებ მიხვდე რას რატომ აკეთებ -მორჩი ბრძენკაცო? მაშინ გკოცნი ,მიყვარხარ დედიკოს და მამიკოს აკოცე და გადაეცი რომ მენატრებიან -კარგი. მიყვარხარ კეს -მეც - გავიღიმე და ლაშიკოს გავხედე კარადიდან ტანსაცმელს იღებდა -მე არ მინდა ტანსაცმელი? რომ წამომიყვანე ვაჟბატონო ამ შარვლით ვიარო მთელი დღე? -ჩემი ჩაიცვი ,არ ვარ დიდი -ეგ მართალია მაგრამ მე ვარ სუსტი -ქამარს მოგცემ - გაიცინა და თვალი ჩამიკრა- სააბაზანოში ყოფნა დიდხანს მიყვარს და ნუ შემომინგრევ კარს გაფრთხილებ -მოიცა შენ შედიხარ პირველი ? ეს რა წესია- ოთახიდან გავვარდი მაგრამ შემასწრო იმ საზიზღარმა . რა ცუდი ბიჭია , რამდენხანს უნდა ვიყურყუტო ახლა გარეთ ,პირდაუბანელმა და მოუწესრიგებელმა ,თან საწოლში ნაცვამი ტანსაცმლით . ღმერთო არ შემიძლია ასე მეე. ნერვები მომეშალა ნახევაი საათის შემდეგ , ერთ საათში გავბრაზდი, საათ ნახევარში ჭკუიდან შევიშალე და რომ უნდა ჩამომეღო ის კარი ძირს უცებ გამოვიდა ისეთი სურნელი ასდიოდა თავბრუდამეხვა -შეგიძლია შებრძანდე - გამიღიმა და თმების სწორებით წავიდა საძინებლისკენ ახლა რაღა უნდა ნეტავ რამე დარჩა გასაკეთებელი? -შევალ აბა რას ვიზამ - ჩავიბურდღუნე და სააბაზანოში შევედი . იმ იდიოტმა ისე მომიშალა ნერვები სულ გადამავიწყდა ტანსაცმლის შეტანა , ახლა პირსახოცით უნდა ვიტანტალო? ჯანდაბას აბა რა გავაკეთო. სარჭით შევიკარი თმა , პირსახოცი მჭიდროდ შემოვიხვიე და კარი გავაღე , საძინებლამდე მშვიდად შევედი , ლაშიკო ალბათ სამზარეულოშია-თქო ვიფიქრე და პირსახოცის იმ ადგილს დავწვდი სადაც შეკრული იყო . კიდევ კარგი არ გავხსენო თორემ დიდ შარში გავყოფდი თავს ,არც ეგეთი თამამი ვარ შიშელმა ვიტანტალო ბიჭის თვალწინ , ბიჭის რომელსაც ვუყვარვარ. -კესარია სად ჯანდაბაშ გაქ ტანსაცმელი - უცებ თქვა და შებრუნდა -ერთი იდიოტი საათნახევარზე მეტხანს იყო სააბაზანოში, დამემართა ფსიქოზი და დამავიწყდა ტანსაცმლის სააბაზანოში შეტანა არა მარტო ორი თავი ტანსაცმელი რომ აიღე ჩემი საძინებლიდან სხვა რამ ვერ წამოიღე? კარადას შევხედე და გავბრაზდი ,საზიზღარი ჩემი საცვლების კარადაში უფათურებია ხელები -არ მადროვე დამადექი თავზე და რაც მოვასწარი კი ხედავ -მერე პირველი საცვლებს რომ მიადექი საზიზღარო აგეღო სხვა რამე -თუ დაფიქრდები მიხვდები რომ ყველაზე მეტად ეგ გჭირდება - არა მართალია რას ვერჩი -სწრაფად ჩაიცვი თორე გავგიჟდები მალე -ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და შეკრა. ეს იმაზე ცუდადაა ვიდრე მეგონა . ძაან კაი იწვალე ცოტა მე რომ მალოდინე ორი საათი კარგი იყო? დაღამდა და მშიერი ვარ , სიგარეტი არა , სასმელი არა . სწრაფად ჩავიცვი და საცვლების ამარა დავაკვირდი კარადას მხოლოდ ჩემი ერთი თბილი ზედა იდო , გადავიცვი და რომ გამეყინა ფეხები შემოვაბრუნე უცებ -მაცვია უკვე და მომეცი რამე რომ ჩავიცვა თორემ გავგიჟდები , რომ არ ჩავძვრე ისეთი -აჰა ეს გამოდგება მგონი- ნაცრისფერი სპორტული შარვალი მომცა და სწრაფად ამოვიცვი , მშვენივრად მომერგო . კარგია ძალიან დიდი რომ არაა .პატარა ბიჭი არ გეგონოთ საკმაოდ მაღალია უბრალოდ არც ორ მეტრიანი არაა -საუზმე მოვამზადე საუზმე ნაკლებად ჰქვია მაგრამ მაინც - შემათვალიერა და გაეღიმა-გიხდება -მე ყველაფერი მიხდება გენაცვალე- გავეკრიჭე და უკან გავყევი. საოცრად ამზადებს ,ყოველმხრივ ნიჭიერია მოკლედ , წუნს ვერ უპოვი . -მინდოდა სასეირნოდ წავსულიყავით მაგრამ ისევ წვიმს -ნუ ღელავ მოვიფიქრებ რამეს თავის გასართობს ბოლოს და ბოლოს შეგაგდებ სააბაზანოშ და ლოდინის განმავლობაში რამეს დავამსხვრევ -ტყუილად იძახი ყოველ წამს მაგას . ვერაფერს შეცვლი -თითქმის ორი საათი ... სულ ამდენ ხანს რჩები თუ ჩემი გაგიჟება და მწყობრიდან გამოყვანა გინდოდა -პირიქით შენი ხათრით ცოტახნით დავრჩი -მეღადავები ხო? -ნწ- თეფშების ალაგება დაიწყო , სახელოები აიკეცა და თბილი წყალი მოუშვა, ხელით დარეცხა თეფშები ,თან მელაპარაკებოდა . მე კი ხილი გავამზადე და გემრიელად შევექცეოდი სანამ არ გამინახევრა იმ საზიზღარმა . -ვბრაზდები უკვე! -რატომ? -ხილი შემიჭამე, დასალევი არაფერი გაქვს, არც მოსაწევი და მოვიწყინე -დროა მოსაწევის და დასალევის გარეშე ისწავლო დროის გატარება - ცხვირზე თითი დამკრა და უცებ წამიყვანა სადღაც. საწოლზე დამსვა ლეპტოპი მოიტანა და ფილმი ჩართო . ამდენი ფილმის ყურება არ მიყვარს,მაგრამ რა გავაკეთო, იმდენი ველაპარაკე ფილმის მსვლელობისას ბოლოს გავაგიჟე . დამედევნა მე კი სახლი შემოვირბინე ბოლოს ეზოშიც გავვარდი, მიყვარს მსგავსი თამაშები . ჩემი ბიჭები სულ ჩაბმული მყავდა და კიდეც დავარბენინებდი დიხანს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.