შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლაზო, როგორც გამსახურდია იტყოდა


29-03-2016, 20:13
ავტორი ელლ
ნანახია 1 698

ნახევარი საათი მაინც იქნება, რაც დავყურებ გვამს, რომელსაც ჩემსავით გრძელი აპრეხილი წამწამები, ხალებით დაწინწკლული სახე და გრძელი თმები აქვს და მაინც ვერ ვიჯერებ, რომ გარდავიცვალე. დრო არ მეყო, არ მეყო უკანასკნელი დარტყმის მისაყენებლად, მაგრამ ვიცი, მომავალ ცხოვრებაში უთუოდ ავასრულებ ჩემი თავისთვის მიცემულ პირობას.
ვცდილობ, გონება დავძაბო და გავიხსენო დღე, როცა ცხოვრების მიზნად შურისძიება დავისახე. თუმცა ჩემი სული წარსულის აღდგენის საშუალებას არ მაძლევს. ის ხომ სულია, რომელიც მწვავედ გრძნობს თითოეულ წამს და განგაცდევინებს აუტანელ ტკივილს, სხეულის გადატყდომას რომ უტოლდება, მაგრამ ხორციელი ტკივილი ხომ დროებითია. სხეული გინდობს, სული კი არაფერს გპატიობს და გაწვალებს, ნორმალურად ცხოვრებას არ გაცდის და ყველაზე ძვირფასს- სიმშვიდეს- გირღვევს. ამიტომაც ამ წუთებში მეხსიერების აღსადგენად უზარმაზარ ხარკს ვიღებ, თუმცა იმ დღის გასახსენებლად უარესს ტკივილსაც ავიტან.
პირველი სურათიც ამომიტივტივდა და ცხადლივ დავინახე , თუ როგორ წავშალე ჩვენი მიმოწერა ფეისბუქიდან. წავშალე, რადგან აღარ მინდოდა ხელახლა გადამეკითხა შენი ცივი , მძიმე ნაწერები.
-დამივიწყე, თითქოს არც მიცნობდი, აღარ შეგაწუხებ და არც შენ შემაწუხო.
ნეტავ, გენახა ამის წამკითხველს, როგორ ჩამომიგორდა ობოლი ცრემლი ღაწვზე. თუმცა არ შევიმჩნიე, რაც ძალი და ღონე მქონდა ვეცადე გულგრილად მეპასუხა, თუმცა ვერც კი ვაანალიზებდი , ჩემი ცხოვრებიდან ასე ადვილად როგორ ქრებოდა ადამიანი, რომელსაც ჩემი სულის ბნელ კუნჭულებშიც ვახედებდი, რომელსაც გავბედე და დარდი გავუზიარე.მე , სულელს, ხომ მეგონა, ჩემზე იზრუნებდი, თუნდაც ორი სიტყვით შემმატებდი ძალას.
-ფრთხილად და გონივრულად მოიქეცი კარგი?!
განა შეგეძლო ამ სიტყვების მთქმელს აბუჩად აგეგდე და ჩემი გრძნობები გადაგეთელა?
როგორც ჩანს , შეგეძლო. და სწორედ შენ შექმენი ჩემი „მე“, ბრაზით, სიძულვილითა და შურისძიების სურვილით აღსავსე. ახლა „მემ“ იცის, რომ მის ბოდიშს, ცრემლს, თანაგრძნობას არვინ იმსახურებს, არავინაა ღირსი , რომ „მემ“ გული გადაუშალოს, თავისი მწველი გრძნობები გაუზიაროს. „მეს: აღარ უნდა ისევ ისე ეტკინოს გული და ამიტომ ცივსისხლიან , უგულო არსებად იქცევა, რომელიც განანებს თითოეულ ცრემლს, შენ გამო დაღვრილს.“ მე“ უკვე აღარაფერში დაადანაშაულებს საკუთარ თავს, ეყო იმაზე ფიქრი, რომ თავისი შეცდომის გამო მოხდა ყველაფერი. რადგან ამჯერად თვალწინ მხოლოდ შენი შეცდომა, შენი გულქვაობა წარმოუდგება.
ეჰ ლაზო, როგორც გამსახურდია იტყოდა, შენი სულელური ეჭვების გამო სამუდამოდ გაანადგურე ჩემში ადამიანი, სამუდამოდ ჩაკალი ნათელი გრძნობები და ქაოსსა , თუ წყვდიადში გამოამწყვდიე ჩემი სული. ერთადერთ სურვილად, ლაზო , შურისძიებაღა მქცევია და , როცა მიხვდები , რომ მხოლოდ შენ ხარ დამნაშავე, ინანებ, სინდისი დაგტანჯავს, დაგტანჯავს იმიტომ , რომ გამანადგურე, იმიტომ , რომ მყინვარს დამამსგავსე, ცივსა და მიუწვდომელს.
ლაზო, შენ არც კი იცი, რომ სიმახინჯის მიუხედავად, მიყვარდი. შენი ქარაგმულობა, მომაჯადოვებელი ლექსიკა და უცნაური საუბრის მანერა მხიბლავდა. შენ პლატონური სიყვარულის შესაძლებლობაც წამართვი. ჩემი გონება ხომ ვერაფრით დაამარცხებდა გულს , შენი სიყვარულით გაჟღენთილს? მაგრამ არაუშავს, ინანებ ლაზო, მეორე ცხოვრებაში მაინც ავასრულებს ფიცს, სამუდამო ფიცს, სამუდამოდ.....



№1 სტუმარი Mehidos achrdili

H,h...chemi leqsi gamaxsenda..jandabamde gza hqonia gimils!sabolood shevechvie tirils,chems piqrebshi boroteba kivis,yurshi ukve masze wyevla wivis,mgonia rom guli marcxniv ar maqvs,loya mewvis cremlebis tba damaqvs,..ver vipovi gagimebis wamals,chems am piqrebs 'siyvaruli'wamlavs,agar minda avitano dardi,chem sxeulis dadis mxolod landi chemi suli mecxre caze adis,sxeuli ki emsgavseba nadirs,tvinshi sisxli im wertilze amdis,eshmaksac ki davujereb namdvils...mec myavda egeti..chemi mochveneba..

 


№2  offline წევრი s.g

ძალიან მომეწონა...განაგრძე აუცილებლად love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent