მიყვარხარ სვანო!! (5თავი)
როგორც კი ბიჭები გავიდნენ გოგოები მაშინვე ჩემთან მოცვივდნენ, როგორც ვფიქრობდი მათ ეს ამბავი ძალიან გაეხარდათ ყველაფერი მომაყოლეს რაც მოხდა, ამას ცოტა გული გადავაყოლე, რადგან ძალიან ვნერვიულობდი ბიჭებზე. მთელი დღე ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, მთელი სახლი დავალაგე, საჭმელიც და ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა გამეკეთებინა. ბოლოს ყველაფერს რომ მოვრჩი და სახლში ვეღარ ვჩერდებოდი ეზოში გავედი, გამაკში ჩავწექი და ფიქრი დავიწყე თუ რა იქნებოდა თუ ბიჭები წინააღმდეგები იქნებოდნენ. უკვე გვიანი იყო, მაგრამ მე სახლში არ შევდიოდი, სწორი იქნება ვერ შევდიოდი-თქო რომ ვთქვა. ბოლოს ჯდომაც რომ მომბეზრდა ეზოში დავიწყე სიარული, მალევე გაისმა მანქანის ხმა და წინა ნაწილისკენ გავიქეცი, ალექსანდრე რომ დავინახე გავიქეციდა მოვეხვიე-სად იყავით აქამდე? იცით როორ ვნერვიულობდი? -მაპატიე დაიკო, უბრალოდ სიძესთა ერთად არ უნდა მოგველხინა?-გამომხედა დამიმ -მოიცა.... ანუ არ ხართ წინააღმდეგი?-გაკვირვებულ-გახარებულმა გავხედე ბიჭებს -რატომ უნდა ვიყოთ წინააღმდეგი მშვენიერი ბიჭია, დასაწუნი არაფერი აქვს, მშვენიერი მზარეულია, სახლის საქმეც მშენივრად გამოსდის ნუ გარეგნობაზე არაფერს ვლაპარაკობ განათლებულია, ნუ მოკლედ მშვენიერი ოჯახის ბიჭი აგირჩევია-ლუკა თან ათვარიელებდა თან გოგოს ხმით ლაპარაკობდა-ხო კიდე სიდედრი ვერაფერს დაუწუნებს -როგორც კი დაამთავრა ლაპარაკი და ალექსანდრეს დაჭიმული ძარღვები დაინახა მაშინვე ადგილს მოწყდა ალექსანდრე კი გაეკიდა ეზოში დარბოდნენ, როგორც პარატარა ბავშვები ჩვენ კიდე დაბლა ვიწექით უკვე სიცილისგან, მე სულ გადამავიწყდა გაბრზებული რომ ვიყავი. ჩვენს ხმაურზე გოგოები გამოცვივდნენ სახლიდან ისეთი შეშინებული სახეები ქონდათ ეხლა მათზე აგვიტყდა სიცილი ბოლოს ყველანი ვიცინოდით სიცილს რომ მოვრჩით მე ბიჭებს მივუბრუნდი ვითომ გაბრაზებული, -არ უნდა დაგერეკათ მაინც?! იცით როგორ ვინერვიულე? -ხო მართლა მთელი სახლი მარტომ დაალაგა და ყველაფერი ამან გააკეთა, ისე არ გინდათ სულ რომ ანერვიულოთ ხოლმე? ასე თუ გაყოჩაღდებოდი აქამდე გაგაბრაზებდი და განერვიულებდი-სიცილით თქვა სალიმ და ყველამ სიცილო დაიწყო, მე კი გაბრაზებული სახით ვუყურებდი -იცინეთ იცინეთ რა გენაღვლებათ, მე ვკვდებოდი მთელი დღე ნერვიულობით თქვენ ხომ არა-ვთქვი გაბრაზებულმა და ხელები გადავიჯვარედინე -ჩემი ბავშვი-მიჩურჩულა ალექსანდრემ-ეგ ტუჩები გაასწორე თორე მოგიტაცე აქედან და დაგაჭამე-ეს რომ მითხრა თვალები დავაჭყიტე და სულ გავწითლდი რაზეც სიცილო დაიწყეს მთელი საღამო კარგად გავათარეთ იმის და მიხედავად, რომ მთელი დღე ვნერვიულობდი და უხასიათოდ ვიყავი საღამოს ავინზღაურე. დამის ბიძაშვილების გაცნობა ისევ მომდევნო დღისთვის გადავდეთ და დასაძინებლად წავედთ, მოვწესრიგდი და დავწექი, მაგრამ მალევე გავიგე როგორ შემოვიდა ალექსანდრე ოთახში და როგორ შემოწვა საწოლშ -შენ სულ გაგიჟდი აქ რა გინდა? -კარგი რა უბრალოდ დავიძინოთ მეტი არაფერი-მითხრა, ხელი მომხვია და სხეულზე ამიკრა, მაშინვე სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში. -დამიანე ან ლუკა რომ შემოვიდნენ ხომ იცი კარგი დღე არც მე დამადგება და არც შენ-მეც მოვხვიე ხელები და ნიკაპით მის მკერდს დავეყრდენი. ვიგრძენი მასაც როგორ დაეხორკლა სხეული. -ნუ გეშინია ვერაფერს გაიგ...-თქმა არ დასცალდა ბოლომდე, როცა დამის ხმა გავიგონე კარს იქით. -სან შეიძლება?-კარზე მომიკაკუნა დამიანემ, მე ფხუკუნი დავიწყე იმის დანახვაზე თუ როგორ წამოხთა ალექსანდრე საწოლიდან და როგორ შეძვრა ქვეშ. -მოდი დამი-ძლივს შევიკავე სიცილი ხმაშ რომ არ დამტყობოდა. -სან იძინებ? -კი დამი რამე საქმე გქონდა? -ალექსანდრესთან დაკავშირებით მიდოდა დაგლაპარაკებოდი. -დამი გთხოვ ხვალ ვილაპარაკოთ რა მეძინება-მოვიტყუე რადგან არ მინდოდა ალექსანდრეს ჩვენი ლაპარაკი მოესმინა -კარგი მაშინ ხვალ ვილაპარაკოთ, ძილინებისა-მოვიდა მაკოცა და გავიდა ოთახიდან, როგორც კი გავიდა ალექსანდრეს შევხედე ისეთი დაბალი საწოლი იყო ძლივს ეტეოდა, ისეთი სასაცილო იყო მაშინვე სიცილი დავიწყე, როგორღაც გამოძვრა და გაბრაზებულმა შემომხედა -მე რას მიყურებ მასე სააბაზანოში შესულიყავი-ვუთხარი სიცილით, შემდეგ მასაც გაეცინა და ორ ხმაში ვიცინოდით ტან ჩუმად რომ არავის გაეგო, სიცილს რომ მოვრჩით ალექსანდრე ისევ შემოძვრა საწოლში სხეულზეამიკრა და ორივე ერთად გადავეშვით მორფეოსის სამყავოში. დილოთ რომ გავიღვიდძე ალექსანდრე უკვე გასული იყო წინა ღამის გახსენებისას ისევ სიცილი ამიტყდა და სააბაზანოში შევედი, რომ მოვწესრიგდი დაბლა ჩავედი ყველა იქ იყო, ალექსანდრეს რომ შევხედე ისევ სიცილი ამიტყდა მან კი დამიბღვირა დანარჩენები გაკვირვბულები მიყურებდნენ. -დილამშვიდობის, მოდით ვისაუზმოთ და დამიანეს ბიძაშვილები გავიცნოთ-ჩემი აზრო გავაცანი ბავშვებს, ისინიც დამეთანხმნენ. ვისაუზმეთ, მივალაგეთ ყველაფერი და წავედით დამის ბიძაშვილების გასაცნობათ იქ რომ მიედით სულ ახალგაზრდები იყვნენ ეზოში ისხდნე, ბიჭები თამაშობდნენ გოგონები კი მზეს ეფიცხებოდნენ. ერთი გოგონა სახლიდან გამოდიოდა როცა დამი დაინახა მაშნვე ჩვენსკენ გამოიქცა ყვირილით. -დამიიიიიიიიიი-და ზედ შეახტა დამიმაც ხელებო მოხვია და ჰაერში დააბზრიალა. მის ყვირილზე დანარჩენებმაც მოგვაციეს ყურადღება დამი ახლა სხვებს გადაეხვია როცა მორჩნენ მოსიყვარულებას დამიმ მათ ჩემი თავი გააცნო. -გაიცანით ეს არის ალექსანდრა დევდარიანი ჩემი და - სან გაიცანი ესენი არიან ჩემი ბიძაშვილები ლაზარე, კესო და მარიამი- მერე ყველა გავიცანით და ჩვენც მათთან ერთად დავიწყეთ გართობა ბიჭბი ბიჭებს შეუერთდნენ და მათაც დაიწყეს კარტის თამაში ხოლო გოგოები ცალკე ვიყავით და ვჭორაობდით სულყველა ძალიან კარგები იყვნენ ადვილად შევეჩვიეთ და დავმეგობრდით. ცოტახანში ალექსანდრე მოვიდა. -სან წამო გავისეირნოთ-მითხრა -კარგი-ვუთხარი და გოგოებს მივუბრუნდი-სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა და დარწმუნებული ვარ კიდევ შევხვდებით-გავუღიმე და ისევ ალექსანდრეს მივუბრუნდი-ბიჭბმა იციან რომ მივივართ? -არა წამო ეხლა ვუთხრათ და წავიდეთ ერთი მაგარი ადგილი უნდა განახო-ითხრა და ეხლა ბიჭებისკენ წავედით-ჩვენ წავალთ და საღამოს დავბრუნდებით. -სად მიდიხართ?-გამომხედა ლუკამ -გავისეირნებთ და მოვალთ სხვაგან არსად წავალთ!-უთხრა ალექსანდრემ -კაი მიდით და არ დააგვიანოთ, ჭკვიანად!-თქვა დამიმ ვითომ სიმკაცრით-მე თვალები გადავატრიალე და წამოვედით. ბევრი ვიარეთ თან ვლაპარაკობდით და მივსეირნებდით ბოლოს ალექსანდრემ მითხრა. -წამო ცოტა სწრაფად თორე იმ ადგილამდე ვერ მივალთ-მოვუჩქარეთ სიარულს ცოტახანში წუწუნი დავიწყე. -აუ სანდრო დავიღალე მალე მივალთ? -ცოტაც და მივალთ მოდი გინდაზურგზე შემაჯექი-თბილად გამომხედა. მეც მეტი რა მინდოდა უცბად მოვკლათდი ალექსანდრეს ზურგზე, ხელები კისერზე მოვხვიე და ლოყაზე ვაკოცე მან გამიღიმა და გზას გაუდგა, მალევე მივედით იმ ადგილამდე, ალექსანდრეს ზურგიდან ჩამოვხტი და ადგილი მოვათვალიერე ისე ვიყავი აღფრთოვანეული ამ ადგილით ისეთი ლამაზი იყო რომ ხმას ვერ ვიღებდი ენა ჩამივარდა ასეთი სილამაზე არასდროს მენახა სულ მწვანე მინდორი იყო და სულ გვირილებით იყო დაფარული ეს მინდორი შემაღლებულ ადგილას იყო და იქიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა ალექსანდრესკენ შევტრიალდი და მაგრად მოვეხვიე. -მადლობა რომ ასეთი სილამაზე მანახე და მადლობა რომ არსებობ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ- ხელები კისერზე მოვხვიე ჩემსკენ მოვქაჩე და მის ტუჩებს დავეწაფემანაც მომხვია ხელები და კოცნაში ამყვა მალევე მოვწყდი მის ტუჩებს და მზის ჩასვლას ერთად ვუყურეთ. სახლში რომ დავბრუნდით უკვე შებინდებული იყო . ყველა ისევ ლაზარესთან იყო და ერთობოდნენ ჩვენჩ ისევ იქ მივედით სუფრა გაეშალათ ეზოში და სვავდნენ ჩვენ რომ მივედით უკვე კარგად იყვნენ შეზარხოშებულები, ჩვენც დავჯექით და დალევა დავიწყეთ უკვე ყველა მაგარი მთვრალები იყვნენ ჩვენ ვიყავით მხოლოდ ფხიზლები, როცა დამიანე ადგა ლიზაც ააყენა და სიყვარულში გამოუტყდა ლიზაც გამოტყდა სიყვარულში, ერთი წყვილი უკვე გვყვავდა როცა ლიზა და დამიანე მორჩნენ ეხლა ნიკა ადგა და გამოაცხადა მე ვიზე ნაკლები ვარო და ლიკას უთხრა რომ უყვარდა ლიკამაც იგივე გამეორა ესეც მეორე წყვილი, შუაღამისას წამოედით იქიდან, მე და ალექსანდრემ ყველა დავაწვინეთ და ჩვენც დავწექით. დილით როცა გავიღვიძე მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი ჯერ ისევ ეძინათ ალექსანდრე გავაღვიძე და ერთად შევუდექით ნაბახუსევიდან გამოსასვლელად წვნიანის გაკეთებას, რომ მოვრჩით მისაღებში გავედით და მდივანზე მოვკალათდით ალექსანდრემ თავი კალთაში ჩამიდო მე თმაზე ვეფერებოდი ის სასაცილო ისტორიებს მიყვებოდა თავის ბავშვობაზე და ბიჭებზე იმდენი ვიცინე უკვე მუცელი მტკიოდა. შუადღე ისო ბავშვებმა რომ გაიღვიძეს და დაიწყეს წუწუნი დამიანე, ლიზა, ნიკა და ლიკა ისეთი საყვარელი სანახავები იყვნენ მა სულ არ აწუხებდათ ტავის ტკივილი ერთმანეთის ყურებაში იყვნენ გართულები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.