შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეგიყვარდეს. წესი 10.


30-03-2016, 00:07
ავტორი Supreme
ნანახია 3 381

  თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი...ზაფხულის არდადეგებია. მამაჩემი ჩამოვიდა. თოკომ თსუ-ში ჩააბარა იურიდიულზე. იურისტი ბიჭი მეყოლება. მე და ნუცა უფრო დავახლოვდით. მიუხედავად ძნელი დასაწყისისა, ახლა საუკეთესო დაქალები ვართ. ყველაფერი თითქოს დალაგდა, მაგრამ იოანე არ დაბრუნებულა. ასე უბრალოდ, ადგა და გაქრა. ჩემს ცხოვრებაში, როგორც ქარი, უცებ შემოვარდა და ასე უცებვე წავიდა.
  ჩემი ძმისგან გავიგე რომ ამერიკაში ელენესთან ერთად მამასთან გადავიდა საცხოვრებლად. იქნებ უკეთესიცაა, რომ ასე უცებ ადგა და გაქრა. ახლა უკვე ერთი პრობლემით ნაკლებია ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ რატომ მტკიგა გული? თითქოს ყველაზე ნაკლებად ამ პრობლემის გადაჭრა მინდოდა. არ ვიცი...
  ზაფხულია. გამოცდები წარმატებით ჩავაბარე. თითქოს ბედნიერი ვარ, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ვხვდები, იოანეს მონატრება მახრჩობს. თითქოს შევეგუე, მაგრამ ეს გრძნობა მაინც მამძიმებს. ასე ძალიან როდის...არა, არ შემყვარებია! და არც უნდა ვიფიქრო. ამდენი დრო გავიდა, ავალიანო. საკმარისია! ჩვენი ისტორია დასრულდა და ამ ყველაფერს გაგრძელება უბრალოდ არ აქვს. როგორც დაიწყო, ისე დამთავრდა და ჩაბარდა იანვარს...
-ანუკი, ეს მოგაქვს?-ნუცამ ჩემი ღია ცისფერი დახეული ჯინსი მაჩვენა.
-ჩააგდე, გამოგვადგება.-გამეცინა.-ეს ზედა წამოვიღო?-ხელით ატმისფერ, მოკლე და ფართხუნა მაისურზე მივუთითე.
-აუ, კი, საყვარელია, თან რუჯზე ძალიან მაგრად გამოჩნდება.
-ჰო, გეთანხმები.
  ბარგს საღამომდე ვალაგებდით, თან ბოლო ხმაზე ვღეროდით. ჩემები გავაგიჟეთ.
-მალე მოგვშორდებით?-თოკომ ჩემს ოთახში თავი შემოყო.
-იოცნებე.-ჩემი იაზვური ბუნება არსად გამქრალა.
-ეგრე არ დარჩე.-თოკომ ძველებურად გადამისვა თავზე ხელი.-პატარა.
-სტუდენტი ბიჭი ხარ და უკვე პატარა გავხდი?
-დიახ.-გამიცინა.-კარგით, კარგით, მალე ჩაალაგეთ, თორემ ყურები აღარ მივარგა. სად პოულობთ ეს უნიჭოები ერთმანეთს, არ მესმის რა.
-ნუ ხარ დამპალი.-თავში ჩავარტყი და ოთახიდან გავაგდე.
-დაგიმახსოვრებ!-ერთი ეს მომაძახა მხიარულად და მეტი აღარ შევუწუხებივართ.
  ბარგის ჩალაგება დავასრულეთ და დაღლილები დავეგდეთ ლოგინზე.
-შენი ბარგიც ჩასალაგებელია?-ვკითხე გათანგული ხმით ნუცას.
-არა, ნუ ნერვიულობ.-გამიცინა.-გუშინ ჩავყარე ყველაფერი რაც მინდოდა, თუ რამეა ერთმანეთს ვათხოვებთ და ეგაა რა.
-ჰო...უზომოდ მეძინება.
-მეც. ხვალ 9-ზე ფეხზე იყავი, 10-ისთვის გავალთ.
-ძალიან კარგი.
  24 აგვისტო. დილის 9 საათი. ფეხზე ვარ, გამოწყობილი, გამზადებული. დღეს მე და ნუცა, დეიდამისს, ნინოს ბათუმში მივყავართ თავის სახლში. ყველანაირად მაგრად გავერთობით, თვითონაც ეგეთი ტიპია. მგონი დაუვიწყარი ერთი კვირა მელის.
  უკვე გზაში ვართ. მე და ნუცა არ ვცხრებით. დილის 10 საათიდან ვმღერით. სადაცაა მანქანის ფანჯრებიდან გავძვრებით და ბოლო ხმაზე ვიკივლებთ.
  როგორც იქნა, ჩავედით. 3 საათია.
-ნი, პლიაჟზე გავიდეთ რა 5-ისთვის.-ნუცა დეიდამისს ჩამოეკიდა.
-ჰო, გავალთ, ოღონდ ახლა ცოტა დამასვენე.-ნინო ოთახში შევიდა და წამოწვა.
  დებილივით დავბოდიალობდი დიდ ბინაში და გაოცებული ვუყურებდი ჩემი და ნუცას ოთახის აივნიდან გადაშლილ ზღვის ხედს.
-აუ, რა მაგარია!-წამოვიყვირე გახარებულმა.
-ჩათვალე, მთელ ბათუმს თავზე დავიმხობთ.-ნუცა ლოგინზე წამოწვა.
-აუ, რა კარგია.
  ცოტა დავისვენეთ და 5 საათისთვის პლიაჟზე გასასვლელად გავემზადეთ. ღია ვარდისფერი, ოდნავ ატმისფერში გარდამავალი საცურაო კოსტიუმი და ზევიდან მუხლებამდე, თეთრი, თითქმის გამჭირვალე კაბა ჩამოვიცვი.
-ო, სექსი.-მითხრა სიცილით.
  თვითონ ყვითელი საცურაო კოსტიუმი, ნაჭრის შორტი და მოკლე, ღია ნაცრისფერი ზედა ჩამოიცვა.
  პლიაჟზე გავედით. როგორც ყოველთვის, გადატენილი იყო. ძლივს ვიპოვეთ ადგილები და შეზლონგები ვიქირავეთ. ზღვაზე ვგიჟდები, ამიტომ გავიხადე თუ არა, პირდაპირ წყალში შევვარდი. მალე ნუცამაც შემოცურა.
-აუ, რა ცუდად მოვიქეცი. დეიდაშენსაც უნდა ალბათ ჩამოსვლა წყალში. ავალ.-ვთქვი დარცხვენილმა.
-ნუ ნერვიულობ, ცურვა მაინც არ უყვარს. ახლა დასველდება და მერე გასარუჯად დაწვება.
-სერიოზულად?
-კი, კი, დამშვიდდი.-გამიცინა.
-მაშინ, მშვენიერია.-მომეშვა.
  საღამოს 7-მდე ვიყავით. უზომოდ დაღლილები ვიყავით, ამიტომ სახლში ავედით, უცებ შევჭამეთ და მალევე დავწექით დასაძინებლად. ტკბილად მეძინა, სანამ იოანე არ დამესიზმრა. რატომ მაინცდამაინც მაშინ, როცა ბედნიერად ვისვენებ.
  გათენდა. ალბათ დილის 8 საათიც არ იყო, როცა ნინო ჩვენთან ოთახში შემოვიდა.
-ადექით, გათენდა!-იმხელაზე გვიყვირა, ძნელი იყო, არ გაგვღვიძებოდა.
-ცოტაც...-წაიბურტყუნა ნუცამ და თავი ისევ ბალიშში ჩარგო.
-არანაირი ცოტაც...-ნინომ ნუცა ააგდო.
-რა ხდება?-აშკარად ნერვები მოეშალა.
-ახლა პლიაჟზე გავიდეთ და საღამოს გამოეწყვეთ.
-და საღამოს რა ხდება?-ვიკითხე გაკვირვებულმა.
-ჯაზის ფესტივალია პიაცას მოედანზე და ვიფიქრე, წავიდოდით.-ნინომ გამიღიმა.
-ასწორებს.-ნუცა მალე გამოფხიზლდა.
  საღამოა. ნუცამ ოდნავ თავისუფალი მუქი ბორდოსფერი კაბა მოირგო, რომელიც ზუსტად მუხლებამდე წვდებოდა. ფეხზე შავი მაღალქუსლიანები ჩაიცვა. თმა გაისწორა და გაშლილი დაიტოვა. მსუბუქი მაკიაჟი. ძალიან ლამაზად გამოყურებოდა.
  ჩემი ტანსაცმელი გადავქექე და თეთრი, მოტკეცილი, წელში ლამაზად გამოყვანილი კაბა ავარჩიე. სიგრძე-ოდნავ მუხლს ზემოთ. მკერდი დახურული ჰქონდა, ზურგი გახსნილი. ხორცისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და ნახევრად გაშლილი თმა ლამაზად შეეხამა ჩემს ჩაცმულობას. მეც ასევე მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე.
-რა ლამაზები ხართ, გოგოებო.-ნინომ მხიარულად აღნიშნა ჩვენი გარეგნობა.
  მართლაც, ჩვენი ჩვეული "მე"-სგან ძალიან განვსხვავდებოდით.
-წამოდით.
  მალე პიაცას მოედანზე ვიყავით. ჯაზის ფესტივალზე კარგად ვერთობოდით. ნამდვილად ღირდა წამოსვლა.
-გამარჯობა.-ვიღაც სიმპატიური ბიჭი მოგვიახლოვდა.
-გამარჯობა.-მივესალმეთ ერთდროულად.
-ნიკა, თქვენ?-თვალისმომჭრელად გვიღიმოდა.
-მე, ნუცა, ეს, ანუკაა, სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც.-ნუცასკენ აპარებდა თვალს, მივხვდი რომ ამ ბიჭს მოეწონა.
-გავივლი.-ვთქვი მომღიმარი სახით.
-გამოგყვე?-ნუცა დაიბნა.
-არა იყოს.-მათ გავეცალე.
  პიაცას მოედანს რაღაც მანძილზე მოვშორდი. უაზროდ ვუყურებდი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ლამაზ სავსე მთვარეს.
-იოანე...-გულში საოცარი ტკივილი ვიგრძენი.
  ტირილი მინდოდა. ცის ყურებას მოვწყდი და წინ გავიხედე. ლამპიონებით ლამაზად განათებულ ქუჩას მივაშტერდი. ამანაც იოანე გამახსენდა. თვალწინ წარმომიდგა მისი სახე.
-გაქრი.-თავი გავიქნიე.
-ჰაჰა, ამას ვის ვხედავ, ანუკა ავალიანი...-გავიგე ბიჭის დამცინავი ტონი და ჩქარა მივუბრუნდი, რომ დამენახა ვინ იყო.
  ადგილზევე გავიყინე. გული გამიჩერდა.
-იო...ა...ნე...-მხოლოდ ეს ამოვილუღლუღე და ჩემთვის კარგად ნაცნობ ღია მწვანე თვალებში დავიკარგე.



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

U ra kargii iyooo es ukve momwons
--------------------
G.ke

 


№2 სტუმარი Ана

ვოვ რასაც ქვია შიკ მომეწონა გააგრძელე და ასე გვიან ნუ დებ ხოლმე მიყვარხარ <3 :*

 


კარგი იყო ძაან
--------------------
romantikosi mwerali

 


№4 სტუმარი Gojoja

Oox nucas moishorebs rogorc iqna

 


№5  offline წევრი S.likuna

auu magari iko male dade

 


№6  offline წევრი nin-nitsa

ეს რა იყო request იმედია ნუცას შეუყვარდება ნიკა . ანუკას და იოანეს წყვილსაც დაადგება საშველი request დედა რაღა მიჭირს აბაა wink

 


№7  offline წევრი Supreme

ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ. იმის გამო რომ ასე გვიან იდება თავები ხვალ დილით დავდებ <3 მეც ძალიან მიყვარხართ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent