შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ვიქნები შენთან ყველა ბრძოლაში ! (სრულად)


30-03-2016, 17:47
ავტორი sallollo
ნანახია 5 279

მოგესალმებით ყველას! ვიცი რომ ძალიან, ძალიან დიდი ხნით დავიკარგე, მაგრამ უნდა მაპატიოთ. მომენატრეთ და მიყვარხართ ყველა ასეთი თბილები და ყურადღებიანები რომ ხართ. იმედი მაქვს ისიამოვნებთ და გამიზიარებთ აზრს




ქალაქი ტანსაცმელს იცვლიდა.. შემოდგომის ფერებშეპარული ქალაქი მთლიანად ოქროსფერ ფოთლებს დაეფარა.. ცივი იყო შემოდგომა, წელს განსაკუთრებით ცივი, მაგრამ ძალიან ლამაზი..
საოცრებაა გრძნობდე, როგორ ეფლობი ოქროსფერ ფოთლებში.. მიდიხარ და გეჩვენება, რომ გაკვალული ბილიკი არ სრულდება. მიდის უსასრულოდ და შენც მიგათრევს თავის სიღრმეში. სიცარიელეს და სისავსეს ერთად გრძნობ, მერე კი უბრალოდ თიშავ გონებას, აქრობ პრობლემებს, ყველას შენს გარშემო და რჩები საკუთარ თავთან პირისპირ..
ფოთლებს ნელა აბიჯებდა ფეხს. მოყინული ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და თავჩახრილი მიდიოდა. არ შეიძლებოდა ადამიანს ასე გყვარებოდა შემოდგომა. უყვარდა როგორც ცოცხალი ორგანიზმი.. უბრალოდ ბოლომდე შეიგრძნობდა..
ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო.. უნდოდა მოესწრო მარტო დარჩენა.. ცოტა ხანში ქალაქი გაივსებოდა..უბრალოდ ქაოსისგან თავის დაცვა უნდოდა, თუნდაც სულ ერთი საათით..
სახლში არ ავიდა. მეოთხეზე გაჩერდა და შავ, რკინის კარზე დააკაკუნა.
_ლილიკო, ჩაი დამალევინე რა
_გაყინული ხარ
_გარედან მოვდივარ. ვსეირნობდი

ჩაის ჭიქა ხელებში მოექცია და ღრმად სუნთქავდა.. ლილიკოსთან მიჩოჩდა, კალთაში ჩაუდო თავი და გაიტრუნა.. ლილიკო მონოტონურად უსვავდა თმაზე ხელს და ეღიმებოდა.. აცადა სანამ დამშვიდდებოდა
_ლილიკო, შემოდგომა მიყვარს ძალიან.. ასე მგონია მხოლოდ ამ დროს ვსუნთქავ.. ჩემი თვეა ნოემბერი ... იცი დღეს რომ მივდიოდი ქუჩაში, მეგონა დავინახე, მერე მივხვდი ის არ იყო.. არ მიტირია.. აღარ ვიტირე.. ალბათ ფიქრობ, რომ კარგია, მაგრამ მეშინია.. ხანდახან მართლა მეშინია უბედურებასთან მორჩლება და შეგუება არ ვისწავლო..
_ნინა, მახსოვს პატარა იყავი, პირველად რომ გნახე.. ჩვენ კართან იდექი ლოყებ აწითლებული და მეუბნებოდი თქვენს აივანზე ბურთი ჩამომივარდაო.. იმის მერე აღარც წასულხარ ჩემგან.. შენზე ბევრად მეტი მიცხოვრია და ადამიანებსაც უკეთესად ვიცნობ. შენ მითუმეტეს.. შეგიძლია ამ ყველაფრისგან განთავისუფლდე. მე თუ მჯერა შენი, შენ უფრო მეტად უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და შესაძლებლობების.. თუ მოინდომებ იქნები იმაზე ბედნიერი ვიდრე ოდესმე.. ადამიანებს დიდხანს გლოვა არ შეგვიძლია..საზიზღარი და ეგოისტები ვართ. 15 წელია ჩემი მეუღლე დაიღუპა. რა თქმა უნდა სულ მახსოვს და მენატრება, მაგრამ დრომ ტკივილი შეამსუბუქა.. შევეგუე უმისობას.. შენც შეეგუები ნინა, მჯერა რომ ყველაფერს შეეგუები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამესთან მორჩილებას მიეჩვევი..
_შენ არ იცი როგორ მიყვარხარ და გაფასებ ლილიკო. მადლობ, რომ ყოველთვის ჩემზე ზრუნავ.. შენ მიყვარხარ და ჩემი საბა მიყვარს ძალიან.. ალბათ იმიტომ ვგიჟდები თქვენზე, რომ ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს.
ნინამ ხელის გულზე აკოცა ლილიკოს და ფეხზე წამოდგა..
_უნივერსიტეტში წავალ, რაღაცეები მაქვს წამოსაღები
_საღამოს გემრიელ ღვეზელებს დაგახვედრებ..
ნინასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ლილიკოს გვერდში დგომა..ყველაზე უკეთ უგებდა, როგორი რთულია დაკარგო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი...
ნინა ისეთი იყო ბავშვობიდან, ტკივილს არ დაგანახებდა.. ალბათ ამანაც ჩამოუყალიბა განსხვავებული ხასიათი.. ჯერ დიმას დაკარგვა, მერე მშობლების საზღვარგარეთ წასვლა.. ზედმეტად არაფერს აკეთებდა, ყოველთვის აოცებდა ყველას თავისი თავშეკავებულობით და სერიოზულობით.. ნინა ამილახვარი ყველას უყვარდა, თვითონაც უყვარდა და პატივს სცემდა ყველას.. სხვანაირი იყო. ემოციურად მშვიდი.. უბრალოდ ყველასგან განსხვავებული..
მანქანით წასვლა არ უნდოდა,, ისევ ფეხით გავიდა. უნივერსიტეტს უახლოვდებოდა მთელი ძალით რომ „შეახტა“ ზურგზე ვიღაც... ძლივს შეიმაგრა თავი რომ არ დაცემულიყო.. არანაირი ემოცია, არც აღშფოთება ან ყვირილი.. წარბიც კი არ შეუხრია
_ნინა, ნინა, ჩემო ნინა
_არა ლიზა არ მინდა გათხოვება _შეუმჩნევლად გაუღიმა და ანიშნა წამოდიო..
_ერთხელაც ვერ შევიმაგრებ თავს და ორივე დავიმტვრევით
_ნინაჩკა რანაირი გოგო ხარ, წარბს არ შეიხრი არაფერზე
_მეყვირა შუა ქუჩაში ? გაოცებულმა აზიდა წარბები
_არა რა უნდა გეყვირა, უბრალოდ რა, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა მხრები აიჩეჩა ლიზამ.
_დღეს დავრჩები რა შენთან ?
_რას მეკითხები ?

ნინა მარკეტში შევიდა, ლიზა გარეთ იდგა და ელოდებოდა.. რიგში იდგა დიდი კალათით ხელში და მშვიდად იყურებოდა.. გვერდზე გაიხედა, ეგონა გარშემო ყველაფერი დატრიალდა.. დიმა იყო.. თვალები მაგრად დახუჭა.. იგრძნო როგორ აუკანკალდა ფეხები.. ემოციებმა ცუნამივით გადაუარა. ორი წელი გადიოდა მალე, არცერთი წამით დავიწყებია დიმა..სულ ახსოვდა მისი სუნი, ღიმილი, სახელსაც კი სხვანაირად ეძახოდა..
_უკაცრავად, ხელი შეახო კონულტანტმა _თქვენი რიგია
ნინა ჯერ კიდევ ძალიან არეული იყო. ძლივს მიაწოდა კალათი.. ფრთხილად მოათვალიერა გარემო.. ცხვირი აუწვა შეკავებულმა ცრემლებმა. დიმას შეგრძნობა უნდოდა.. საზღვარს ცდებოდა მონატრება..
უკან ვიღაც ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცებზე ლაპარაკობდა. ნინას რაღაც ჩასწყდა, იგრძნო როგორ უმძიმდა წინადადებების გააზრება.. ავღანეთის ხსენება გადაულახავ პრობლემად რჩებოდა მისთვის.. ძლივს შეძლო ფულის გადახდა.. ისეთი სისწრაფით გამოვიდა გარეთ ეგონა წაიქცეოდა..
_ნინა რა სახე გაქვს , ცუდად ხარ ?
_პარკები გამომართვი და სახლში ადი, ლილიკოს შევუვლი და ახლავე ამოვალ.. _ლიზა, ბავშვებს დაურეკე, დღეს ვსვავთ!
არაფერი უკითხავს, იცოდა ცუდად იყო.. ნელა აუყვა კიბეებს და მობილური ამოაცურა ჯიბიდან..
ნინა ნერვიულად აკაკუნებდა კარზე. ასეთი აღელვებული დიდი ხანია არ ყოფილა.. ლილიკო შეშფოთებული სახით უყურებდა ტუჩებგალურჯებულ და აკანკალებულ ნინას
_ნინა..
_გთხოვ ლილიკო..
_გვირილის ჩაის მოგიტან
ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა თვალი.. ვერანაირ ფიზიკურ და სულიერ ტკივილს ვერ გრძნობდა.. უბრალოდ ერთ ადგილზე გაშეშებული იჯდა და კადრებად იხსენებდა დიმას..
_ნინა, ფრთხლად შეეხო ლილიკო _დალიე, დაგამშვიდებს
_გული მტკივა სულიანად.. მთელი გრძნობა ამოაყოლა ერთ წინადადებას.. დიმას გარეშე გასული ორი წელი მტკივა.. დანაშაულის გრძნობა სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს.. ვერ მოსწრებული პატიება მტკივა..
_შენ ბრალი არ არის
_არის ლილიკო, მე რომ ისეთი კარგი ვყოფილიყავი მოვუსმენდი.. ჩემ გამო წავიდა ავღანეთში.. შეაკანკალა ავღანეთის წარმოთქმაზე.. სრული უტოპია იყო ნინასთვის ავღანეთის ხსენება.. ავღანეთი მისი ცხოვრების ტკივილად რჩებოდა..
_დიმას თავიდანვე უნდა ეთქვა. შენც იცი რომ ყველაფერს ძალიან მშვიდად შეხვდი.. უბრალოდ მან ვერ აგიხსნა, ადგა და წავიდა, შენი არა ნინა,შენი ბრალი არაა.. თავს ნუ ირწმუნებ იმაში რაც არ არის.
_საკუთარ თავს ვკარგავ.. ტკივილი იმდენად შემესისხლხორცა, მეშინია სამუდამოდ ჩემში არ დარჩეს
_დიმას ეს არ ენდომებოდა..
_მაგრამ არც იქ წასვლა ენდომებოდა მაშინ
_თვითონ მიიღო გადაწყვეტილება
_ჩემ გამო
_შენ გამო არა ! თავისი სისუსტის გამო
_მგონია ისიც ვერ მპატიობს, ბოლომდე რომ ვერ მოვუსმინე
_დიმას სიცოცხლეზე მეტად უყვარდი. არც გაიფიქრებდა არასდროს, რომ რამე გქონდა საპატიებელი..
_ლიზა მელოდება.. მადლობ ჩაისთვის. ხვალ გნახავ ლილიკო..

ძლივს შეგროვილი საკუთარი თავით და დამძიმებული ფიქრებით აუყვა კიბეებს..უბედურება ისევ ზეიმობდა თავის სრულყოფილებას.. იცოდა ნინამ ამ ცხოვრებაში სხვა არაფერი იყო სრულყოფილი უბედურების გარდა... მთელი გულით და სულით გრძნობდა დიმას სიახლოვეს.. ერთმანეთისთვის ბოლომდე ვერ ნათქვამი სიტყვები გუდავდა.. ერთი, მხოლოდ ერთი შანსი სჭირდებოდა, უბრალოდ რომ ეთქვა როგორ ძალიან უყვარდა და ენატრებოდა...
დიმას ასეთი ნინა რომ ენახა, მართლა გაცოცოცხლდებოდა.. ალბათ სადღაც ძალიან შორს, მაინც გრძნობდა მის ტკივილს და მასაც ისე სტკიოდა, შეიძლება უფრო მეტადაც..
უემოციო სახით შეაღო სახლის კარი. ეჩვენებოდა, რომ ლიზა ისეთი დაძაბული იყო არც სუნთქავდა
_ნინა...
_უბრალოდ ჩამეხუტე..
დიდხანს იდგნენ ღია კარში ჩახუტებულები.. გული სტკიოდა ლიზას, მაგრამ მაინც ვერ მიხვდებოდა ბოლომდე რას ნიშნავს კარგავდე ყველაზე ძვირფასს..
_დიმას გულისთვის ნინა..
_ახლა არა გთხოვ, ახლა არ შემიძლია..
ჩუმად ისხდნენ სავარძელში.. ლიზა ჩუმად აპარებდა მზერას ნინასკენ.. ისეთი უემოციო სახე ჰქონდა, ვერაფერს ამოიკითხავდი.. ლიზა ხვდებოდა, რომ არაფერი იყო მარტივი.. საერთოდ არაფერი...
იმ ღამეს გათიშვამდე სვეს..ნინას ერთი სული ჰქონდა სადმე გასულიყო და ძალიან ბევრი ეტირა..
ყველამ გაიხსენა დიმა.. ნინას ისე ჩაეჭიდა ხელი ჭიქისთვის, სადაცაა შემოატყდებოდა.. თვალები ფართოდ გაეხილა და ღრმად სუნთქავდა.. დალია და ფეხზე წამოდგა.. აივანზე იდგა და ერთ წერტილს მიშტერებოდა.. როგორ უნდოდა ეტირა, უბრალოდ დაცლილიყო ამ ემოციებისგან.. მაგრამ ესეც არ შეეძლო. თვალები ჩასწითლებოდა.. მოხრილი მხრები უთრთოდა
_ნინა.. აქ რას აკეთებ, გაიყინები
მოეჩვენა, რომ ამ წუთში ძალიან მჭახე ხმა ჰქონდა დაჩის.. ძლივს შეტრიალდა და თვალებში ჩახედა..
_ჩამეხუტები ?
დაჩიმ წელში შეუცურა ხელი და გულზე აიკრა..
_უბედურება რატომ ზეიმობს ყოველთვის? რატომ არ არის სრულყოფილი სიყვარული და ბედნიერება? რატომ მაინც და მაინც უბედურება?
_ცხოვრებაა ნინა
_ასეთი ცხოვრება ვის ჭირდება..
_ადამიანებს ხანდახან ძალიან გვიჭირს ყველაფერთან შეგუება.. გვგონია, რომ საკმარისად ძლიერები ვართ. მხოლოდ მანამდე, სანამ რაღაც ძალიან არ შეცვლის ჩვენს ცხოვრებას... ხანდახან გაუსაძლისად გტკივა.. თითქოს არ ხარ მარტო, ყველა შენს გვერდით არის, გამხნევებენ, მაგრამ რეალურად სრულიად მარტო ხარ..სხვა ერასდროს გაიგებს როგორ გტკივა, ვერავინ დაგიდგება ბოლომდე მხარში.. ვერავინ იგრძნობს იმას, რასაც შენ გრძნობ.. არ ექნება გულში იმხელა სიცარიელე, როგორც შენ.. ამის გაანალიზება ძალიან მარტივია, რთული მარტოობაა...ისევ შენ უნდა შეძლო და ყველაფერს გაუძლო, დაძლიო განუსაზღვრელი ტკივილი. შენ თავში უნდა აღმოაჩინო საკმარისი ძალა.. უფლის რწმენამ უნდა გაგაძლიეროს. უბედურება ყოველთვის იზეიმებს თავის სრულყოფილებას, მაგრამ შენ უფალი გეყოლება, დაგიცავს, რომ ასე ძალიან არ გტკიოდეს..
ნინას ხელები მოუდუნდა.. ისევ თვალებ ჩაწითლებულმა ახედა დაჩის და ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა.. უფალს და მას შორის აღმართულმა ბარიერმა სული შეუხუთა.. ისევ იგრძნო როგორ ზეიმობდა უბედურება თავის სრულყოფილებას და გული ეტკინა.. ეტკინა ვერ გადმოცემული გრძნობები, ვერ ნათქვამი სიტყვები, ცრემლებად შენახული ბოღმა... და წამის მეასედში მიხვდა, რომ ცრემლები სისუსტე არ არის !

დილა თავის ტკივილით დაიწყო.. ამდენი ცხოვრებაში არ დაულევია... ძლივს მიიღო შხაპი..
_როგორც იქნა გაიღვიძე
ნინა მოულოდნელობისგან სავარძელს წამოედო.
_შემაშინე ლიზა.
_არაუშავს, უდარდელად აიქნია ხელი.. ნაბეღლავი გიყიდე. სახლიც დაგილაგე.
_ცეცხლი ხარ ლიზა, ცეცხლი. დანარჩენები სად არიან ?
_სამსახურში გავიდნენ დილით.

მთელი დღე გათიშული იყო... ლიზა რომ წავიდა სახლში ვეღარ გაჩერდა. ქურთუკი მოიცვა და გარეთ გავიდა.. ამოჩემებული ადგილი არ ჰქონდა, მთელი თბილისი უყვარდა... გაუცნობიერებლად მივიდა დიმას საფლავზე.. ძლივს გადაყლაპულმა ნერწყვმა ყელი ჩაუწვა.. სძულდა თავისი თავი ვერასდროს რომ ვერ ბედავდა აქ მოსვლას...
_არ ვიცი გესმის თუ არა, ალბათ ვინმე რომ მხედავდეს გიჟი ვეგონები.. დიმა, როგორ მინდა შემეძლოს პირისპირ გითხრა, რომ ყველაფერი გაპატიე, რომ არც მწყენია, უბრალოდ მინდოდა ყველაფერი დამელაგებინა გონებაში... შენ რომ არ წასულიყავი... ღმერთო შენ რომ არ წასულიყავი...
ისევ ვერ იტირა...განადგურებული, ჩაწითლებული თვალებით და გაფერმკრთალებული სახით იდგა...
_შენ აქ არ უნდა იყო.. ძალივს ჩაილუღლუღა და დამძიმებული შემობრუნდა...

დრო ყოველთვის ვერ კურნავს.. ვერ გაჩვევს, ვერ გაგუებს...გულში უფსკრული ჩნდება, საზარლად ღრიალებს დარდის მორევი, თითქოს ათასი ადამიანი ერთად ტიროდეს თავის უბედურებას.. ხანდახან გინდა რომ გაიქცე.. ყველაფერს გაექცე.. მიატოვო ყველა, ვისაც უყვარხარ და ვინც გიყვარს.. უბრალოდ აღარ შეგიძლია..არ გრჩება საკმარისი ძალა ყველაფრის დასაძლევად... ვერ ასრულებ საკუთარ თავთან დადებულ ფიცს, ვერ ბედნიერდები... გწამს უფლის, გჯერა მისი ძალის, მაგრამ მაინც არ შეგიძლია.. უბედურების ქარტეხილები შენზე ბევრად ძლიერია... ფიქრობ რომ გაქრე, მაგრამ მაგის ძალაც არ შეგწევს... მერე კი, უბრალოდ ნებდები... მიყვები ცხოვრების დინებას და ელოდები წამს, როცა ცხოვრება თვითონ გადაგჩეხავს....

ნინა უნივერსიტეტში იჯდა ფანჯარასთან და ფიფქებს უყურებდა... თბილისსში ასეთი თოვლი არ ახსოვდა არავის... ბავშვივით აუფართხალდა გული დილით თოვლი რომ დახვდა... ღიმილით უყურებდა ცას..უნდოდა გაქცეულიყო და პატარა ბავშვივით ეთამაშა თოვლში...
_ნინაჩკა, წამო რა გავიაროთ, არ დაიღალე ლექციებზე ჯდომით ?
გაეღიმა ლიზას შეჭმუხნულ სახეზე.. ნელა წამოდგა და კაპიუშონი წამოიფარა.. შემობიდან როგორც გამოვიდა ისე მოეყინა სახე, ძლივს შეიფუთა კაშნეთი... იმნდენი იარეს ფეხები მოეყინათ. ლიზა ბედნიერებისგან ანათებდა, გაცინებულ ნინას რომ ხედავდა..
_შენ დაბადების დღეზე კიკეთში წავიდეთ დაჩის სახლში
_დაჩის სახლში მეპატიჟები შენ ? გაეცინა ნინას
_ნუ რა მნიშვნელობა აქვს მაინც დაკეტილი აქვს ხოლმე, მარტო ზაფხულში მიდის და ახალ წელს.. დავურეკოთ და წავიდეთ ყველა ერთად
_არ ვიცი ლიზა, არ მინდა გადახდა
_ნინა!
_კარგი, კარგი...
ნინასთან მიდიოდნენ გაყინულები.. ახლა ხვდებოდა, რომ ძალიან ცუდი იდეა იყო უნივერსიტეტში მანქანის გარეშე წასვლა... გზაზე უნდა გადასულიყვნენ მოულოდნელად ფეხი რომ აუცურდა და მთელი ძალით დაეცა.. იგრძნო როგორ დატრიალდა გარშემო ყველაფერი... შორიდან ესმოდა ლიზას ყვირილი. თბილი ხელების შეგრძნებაზე თვალებზე ბინდი გადაეკრა..
ძლივს გაახილა თვალები... მაშინვე გაახსენდა რაც მოხდა, თეთრი კედლებით და მოწრიპინე აპარატით მიხვდა საავადმყოფოში იყო..
_ნინა.. როგორ ხარ ? ძალიან შემეშინდა, ცრემლები წასკდა ლიზას
_ნუ გეშინია, ასე როგორ დავეცი რომ გავითიშე
_გაითიშე კი არა ტვინი შეგერყა
ნინას სიცილი მოუნდა ისე საყვარლად ლაპარაკობდა ლიზა.
_ჩემს მშვენიერ პაციენტსაც გაუღვიძია, ღიმილით შემოვიდა ახალგაზრდა ქალი პალატაში. _აბა როგორ გრძნობ თავს ?
_ყველაფერი მტკივა, თავბრუ მეხვევა და ღებინების შეგრძნება მაქვს.
_ორი კვირა უნდა იწვე, წამლებს გამოგიწერ, დღეს აქ დარჩი, ხვალიდან სახლში გააგრძელებ მკურნალობას. ღიმილით გაიხურა კარი თეთრხალათიანმა
_დღესვე რომ წავიდე რა მოხდება
_ნინა! მკაცრად ჩაილაპარაკა ლიზამ და გვერდით მიუჯდა..
კარზე დააკაკუნეს.. ისევ ექიმი ეგონათ, ნებართვის შემდეგ ოთახში მაღალი სილუეტი რომ გამოჩნდა, ნინამ გაოცებულმა შეხედა..
_ნინა ეს ისაა ვინც შენი თავი აქამდე მომაყვანინა, ჩუმად უჩურჩულა ლიზამ
_გამარჯობა, როგორ გრძნობთ თავს ?
_მადლობ რომ მომიყვანეთ..
_არაფერია სამადლობელი. ალექსანდრე ნაკაშიძე
_ნინა ამილახვარი
ნინამ ამ დროის განმავლობაში პირველად იგრძნო ჟრუანტელი..ისეთი თბილი ხელი ჰქონდა... ალექსანდრეს თვალები..ის ისე გავდა მოელვარე ცას..
_ლამაზი თვალები გაქვს. თვალმოუშორებლად ჩაილაპარაკა ნინამ
ალექსანდრეს გაეღიმა.. ლიზამ ისეთმა გაკვირვებულმა შეხედა, სერიოზულად იფიქრა რომ სმენასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა...
_შენი თვალების პატრონი, სხვის სილამაზეს ვერ უნდა აღიქვავდე. ღიმილით დააჩერდა ალექსანდრე. _მიხარია რომ სერიოზული არაფერია. დროებით. თავი დაუკრა და კარი გაიხურა..
ნინას ისევ ჟრუანტელი უვლიდა.. ალექსანდრეს მეტყველი თვალები თავისდაუნებურად უტივტივდებოდა გონებაში..
_მგონი მართლა შეგერყა ტვინი. თავი გადააქნია ლიზამ და დაეჭვებულმა შეხედა ნინას
_მართლა ლამაზი თვალები ჰქონდა, მხრები აიჩეჩა და თვალები დახუჭა..

ორი კვირის განმავლობაში ლილიკომ ისეთ გაძლიერებულ კვებაზე გადაიყვანა, სერიოზულად შეეშინდა, რომ ცოტა ხანში კანში ვერ ჩაეტეოდა..
_ლილიკო ჩემი გასუქების გეგმა შეიმუშავე ?
_არც გამაგონო არაფერი, შენ ისეთი ფარატინა ხარ მაინც არაფერი შეგეტყობა.
_ხვალ ავდგბი ფეხზე
_ხვალ მეცამეტე დღეა, ზუსტად მეთოთხმეტე დღეს ადგები
_ლილიკო კარგი რა, კარგად ვარ უკვე
_ნინა, გასაჩივრებას არ ექვემდებარება ჩემი განაჩენი.

ნინა ისეთი სავსე იყო სითბოთი, ეგონა ცოტა ხანში სული შეეხუთებოდა სიხარულისგან.. ყველა ისე უფრთხილდებოდა, ისეთი სასიამოვნო იყო სხვის თვალებში დანახული მისი ბედით დაინტერესება, სიხარულისგან დიაფრაგმა ეკუმშებოდა..
_სტუმარი გყავს, თავი შემოყო ლიზამ
_ვინაა ?
_შემოვუშვა ?
_ჩემი ტვინშერყეული პრინცესა. დიდი ვარდებით შემოვიდა ოთახში საბა
_საბა?? არარსებობს, საბა.. ჩემო სიცოცხლე, ჩემო სიყვარულო.. როგორ, კი მაგრამ როგორ ჩამოხვედი.. აბა კიდევ ერთი წელიო?
_გრძელი ამბავია, მერე მოგიყვებით. ახლა მოდი ჩემთან
ნინას მართლა ეგონა, რომ ამაზე დიდი ბედნიერება არარსებობდა...ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ საბა ჩამოვიდა.. თავისი საბა.. ძლივს შეელია საბას კოცნას და მოფერებას. ლილიკოს ცრემლები მოსდიოდა. ლიზა საერთოდ გაშტერებული იდგა..
_აღარ წახვიდე რა. ძლივს ამოილუღლუღა საბას კისერში თავჩარგულმა
_არასდროს ჩემო პრინცესა.. _ლილიკო მოდი აქ , შვილიშვილს ასე უნდა დახვდე ? სიცილით მიუბრუნდა საბა
მთელი ღამე იცნოდნენ.. ნინას საერთოდ გადაავიწყდა ტვინის შერყევა.. ლილიკოსაც აღარ გაუწევია წინააღმდეგობა, მთელი დღე საბაზე აწებებული დადიოდა..
საბას ჩამოსვლამ ყველაფერი გამოაცოცხლა.. ლილიკო სიხარულისგან ფეხზე ვეღარ იდგა გამხიარულებულ ნინას რომ ხედავდა, მეორეს მხრივ ამდენი ხნის უნახავი შვილიშვილი ისევ მასთან იქნებოდა.. ისე დალაგდა ყველაფერი.. ისე გაფერადდა... თითქოს მხოლოდ საბა აკლდა ყველაფერს...

ნინა ახალი გამოსული იყო უნივერსიტეტიდან, მანქანისკენ მიდიოდა სწრაფი ნაბიჯებით,ნაცნობი სილუეტი რომ დალანდა..
_გამარჯობა ნინა
_ალექსანდრე ? გამარჯობა. საიდან მოხვდი აქ ?
_ჩემი ნათესავი სწავლობს აქ.. პატარა ბავშვივით იცრუა ალექსანდრემ._როგორ გრძნობ თავს ?
_გამოვკეთდი, დიდი მალობა საავადმყოფოში რომ მიმიყვანე.. აქამდე არ მომეცა საშუალება მადლობა გადამეხადა
_არ არის საჭირო მადლობა. თბილად გაუღიმა
ნინა ვერ ხვდებოდ არა ემართებოდა.. ალექსანდრეს თვალები აბნევდა.. ნერვები ეშლებოდა პატარა ბავშვივით რომ წითლდებოდა..
ალექსანდრე გიჟდებოდა ისეთი საყვარელი იყო ლოყებ გაწითლებული ნინა... ძლივს მოითმინა ორი კვირა, ერთი სული ჰქონდა როდის შეხვდებოდა ისევ.
_ნინა, თუ გცალია კაფეში დავსხდეთ
_შენი ნათესავი ?
_აა ხო.. ჩემ ნათესავს მოაკითხავენ. შერცხვა ასეთი ტყუილების თქმა რომ უწევდა ნინასთან..
ნინა უხმოდ გაყვა... ვერ ხვდებოდ არა ემართებოდა, ამდენი ხნის განმავლობაში მსგავსი არაფერი ეგრძნო რასაც ახლა გრძნობდა..
ნინა ჯერ კიდევ ძალიან დაძაბული იყო.. ალექსანდრეს თვალებში ვერ უყურებდა. მხოლოდ შეკვეთის მიცემის დროს ამოიღო ხმა.. ალექსანდრე ვეღარ ითმენდა ისე უნდოდა მისულიყო და ჩახუტებოდა... ისეთი საყვარელი იყო ნინა, ისეთი ბავშვური გამოხედვა და ღრმა თვალები ჰქონდა, ალექსანდრეს მთლიანად აგიჟებდა..
_ნინა, მე არ მყავს ნათესავი შენს უნივერსიტეტში..
ნინა ვერ ხვდებოდა რას ამბობდა ალექსანდრე. თვალებში უამრავი კითხვის ნიშანი გამოსახვოდა და ღრმად სუნთქავდა..
_შენთან მოვედი.. უბრალოდ მინდოდა მენახე
_გასაგებია.. ისე ჩუმად ჩაილაპარაკა, თავისი ხმა თვითონაც ძლივს გაიგო
_არ მინდოდა ასე პატარა ბავშვივივთ გამომსვლოდა.
_არაფერია ალექსანდრე. ნინას ფიქრები აერია. თუ იქ არავინ ჰყავდა და ნინასთან მივიდა,, ესეიგი მიზეზიც ჰქონდა. ნინას ძალიან უნდოდა თავი დაერწმუნებინა, რომ ალექსანდრეს უბრალოდ მისი მდგომარეობა აინტერესებდა.. სიახლის შეგრძნებამ სხეული მოუკრუნჩხა.. არა არ უნდოდა, არაფერი უნდა დაწყებულიყო..
_ნინა, მართლა გეწყინა? შეწუხებული სახით უყურებდა ალექსანდრე
_არა ალექსანდრე, არაფერი მწყენია, მეც დამაინტერესებდა შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთ სიტუაციაში.
ალექსანდრეს გულზე მოეშვა.. ნინას ისეთი მადლიერი თვალებით გადახედა, ეგონა ტვირთი მოხსნა მხრებიდან..
_მომიყევი შენზე
_ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს. უნივერსიტეტში ვსწავლობ. მეგობრებთან ერთად დავდივარ ლაშქრობებში. ძალიან მინდა ჩემ ქვეყანას კარგად ვიცნობდე.. სხვა ისეთი არაფერი.
_მეც ხშირად დადვიოდი ლაშქრობაში. მთელი საქართელო ფეხით მოვიარეთ მე და ჩემმა მეგობრებმა
_მართლა? სახე გაუნათდა ნინას
ალექსანდრეს სუნთქვა შეეკრა. ისეთი ლამაზი იყო სახეგანათებული ნინა.. წამით მოეჩვენა, რომ ვეღარ სუნთქავდა. მან ხომ იცოდა რატომ იყო ნინა სულ მოწყენილი და რატომ ჰქონდა ასეთი სევდიანი თვალები.. ახლა კი ის იცინოდა.. იცინოდა მთელი გულით და სულით. აღტაცებულ ბავშვავს გავდა, დიდი ბიძიები რაიმე საინტერესოს რომ უყვებიან..
ალექსანდრემ უბრალოდ თავი დაუქნია.. ნინა ისე გაამხიარულა ამ ყველაფერმა, ალექსანდრეს უამრავი კითხვა დაუსვა.. ისიც ღიმილით პასუხობდა. თავი ყოვლის შემძლე ეგონა, ნინას გამხიარულება რომ შეძლო
_კიდევ მომიყევი რამე.. რას საქმინობ და ასე შემდეგ
_ავტობიოგრაფია ? გაეღიმა ალექსანდრეს
ნინამ უბრალოდ გაუცინა
_ალექსანდრე ნაკაშიზე, 30 წლის. ვცხოვრობ თბილისში. დედა და და მყავს. ერთად არ ვცხოვრობთ.. ძირითადად ვუსმენ ჯაზს, ლაშქრობა რომ მიყვარს ეგ უკვე იცი.. ჯარისკაცი ვარ, გენერალ-ლეიტენანტი ნაკაშიძე. დანარჩენს თანდათან უკეთ გაიგებ. მრავალმნიშვნელოვნად დაასრულა ალექსანდრემ.
ნინა ღიმილით უყურებდა, სანამ ჯარი არახსენა. ძლივს მოთოკა თავი სიმწრისგან რომ არ ეყვირა. გაუაზრებლად მიაბა წინადადებები ერთმანეთს
_ავღანეთში ნამყოფი ხარ ?
ალექსანდეს სუნთქვა შეეკრა.. ისე გაერთო თავისი ცხოვრების დეტალების მოყოლით, სულ დაავიწყდა ნინაზე როგორ იმოქმედებდა ჯარის ხსენება.. _კი ნინა..
_მითხარი რა ხდება იქ. სახე გაუქვავდა ნინას
_გთხოვ ნინა, ნუ გავაფუჭებთ ამ საღამოს. ალექსანდრეს ყველა კუნთი დაეჭიმა. განუსაზღვრელ ტკივილს აყენებდა ავღანეთის ხსენება.. ნინამ არაფერი იცოდა.. საერთოდ არაფერი..
_მინდა რომ მომიყვე.. ხმა გაუმკაცრდა ნინას
ალექსანდრეს თავის კონტროლი უჭირდა.. სულელი იყო.. არ უნდა შეხებოდა თემას, რომელიც ორივეს ატკენდა
_არ მინდა ამაზე ლაპარაკი.ხმა დაეძაბა ალექსანდრეს
_მე მინდა
_ესეიგი გინდა ხომ ? ალექსანდრე ისე იყო გაბრაზებული, ეგონა ყველაფერს დალეწავდა. ფული მაგიდაზე დააგდო და უხეშად მოკიდა ნინას ხელი.. მანქანას ისეთი სისწრაფით მართავდა, ნინას შიშისგან თვალები გაყინვოდა.. რამდენიმე წუთში ისევ ისე მაგრად უჭერდა ხელს და მოპირკეთებულ ეზოში მიჰყავდა..
_ბატონო ალექსანდრე..
_ახლა არა გიორგი, ახლა არ მცალია. უხეშად უპასუხა და სახლის კარი კი არ შეაღო შეანგრია
_ალექსანდრე, შვილო, მოხვედი ? ალექსანდრეზე ორი თავით დაბალი ქალი შემოვიდა ოთახში
_ლეილა, არავინ ამოვიდეს მაღლა
ალექსანდრე ისე მძიმედ სუნთქავდა, ნინას ეგონა სადაცაა გაიგუდებაო.. ხედავდა როგორ ეჭიმებოდა ყველა ძარღვი
_ესეიგი გინდა გაიგო რა ხდება ავღანეთში ხომ ? ირონია და სიცივე იგრძნობოდა ალექსანდრეს ხმაში. მოულოდნელად გადაიძრო მაისური.. ნინას სუნთქვა შეეკრა.. თვალები აუწყლიანდა.. ალექსანდრეს მთელი ტანი ნაიარევებს ჰქონდა დაფარული
ნინას უნდოდა საკუთარი თავი მაგრად ეცემა. გრძნობდა როგორ სტკიოდა ახლა ალექსანდრეს..
ალექსანდრე თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.. ვერაფრით ჩაეხშო გულში აბუყბუყებული ბრაზი. ჯერ ვერ გაეაზრებინა რამხელა ხმაზე ღრიალებდა, ვერც ნინას ცრემლიან თვალებს და აკანკალებულ სხეულს აღიქვავდა.. ნინა შიშისგან ხმას ვერ იღებდა, ალექსანდრე იმდენად გავდა გაავებულ ცხოველს, სიტყვის თქმისაც კი ეშინოდა..
ოთახში სარკის და ავეჯის ნამსხვრევები ეყარა..ალექსანდრეს ძლივს ჩახშობილ ბრაზს, სინანული ცვლიდა.. ნინა ისევ ისე იდგა კარებში, ცრემლიენი თვალებით და უზომოდ დიდი ტკივილით
_ნინა.. მაპატიე... ხმა ჩახლეჩვოდა ალექსანდრეს
ნინამ არ იცოდა რა ექნა. თითქოს თავის თავს ომს უცხადებდა. სწრაფად გაიქცა ალექსანდრესკენ და ხელები მაგრად შემოხვია წელზე..
ალექსანდრე ერთ ადგილზე იდგა გაშეშებული, ჩაწითლებული თვალებით უყურებდა ნინას და ვერ გაეაზრებინა რატომ გრძნობდა მის ფაფუკ ხელებს წელზე.. ყოველგვარ ზღვარს ცდებოდა ნინას ადამიანობა
_გთხოვ ალექსანდრე მაპატიე.. მაპატიე, რომ კიდევ ერთხელ გატკინე და გაგახსენე ყველაფერი.. ხომ მაპატიებ? ნინას ისეთი ჩახლეჩილი და სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა, ალექსანდრეს შეეცოდა.
_ნინა რომ იცოდე როგორ ვწუხვარ.. არ ვიცი ოდესმე მეყოფა თუ არა სიტყვები პატიების სათხოვნელად.. შენ არ უნდა გენახა ეს..
ნინა ძლის შენარჩუნებული სიმშვიდით მოშორდა. ფრთხილად შეახლო ხელზე ხელი., მუჭი გააშლევინა და ხელის გულზე აკოცა.. ალექსანდრეს ეგონა შეიშლებოდა.. შეუძლებელი იყო ადამიანი ასეთი კეთილი,მიმტევებელი და თბილი ყოფილიყო, იმხელა უბეურების და ტკივილის შემდეგ, რისი ატანაც ყოველდღიურად უწევდა ნინას..
ნინა უხმოდ მოშორდა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი.. ალექსანდრე ხვდებოდა, ახლა არ უნდა გაკიდებოდა.. იატაკზე ჩამომჯდარს, მუხლები მოეკეცა და ხელები თავზე შემოეწყო.. უნდოდა ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო, ყველას ჰქონდა ბედნიერების უფლება, რატომ არ შეიძლებოდა მასაც დაევიწყებინა ავღანეთიც და მისგან დატოვებული ჭრილობებიც..
ნინა ძლივს იმორჩილებდა სხეულს შუა ქუჩაში რომ არ წაქცეულიყო.. ძლივს მიაღწია სახლამდე, სულმოუთქმელად აირბინა კიბეზე და სახლში შევიდა... კართან ისე ჩაცურდა,თითქოს უსულო სხეული იყო.. ძლივს დაალაგა არეული ფიქრები და ქვითინი წასკდა... ტიროდა თავის უბედურებას, ალექსანდრეს ტკივილს და ყველა იმ ჯარისკაცის ბედს, სხვის მიწაზე დასაცავი სამშობლოსთვის თავს რომ სწირავდნენ... თავი ასე უსარგებლოდ არასდროს უგრძვნია... ხმამაღლა ღრიალებდა და მუშტებს გამეტებით ურტყამდა კედელს... ბლანტი სითხე ნელა მოედინებოდა გახეთქილი კანიდან...და ნინა იმ წუთში ხვდებოდა, ფიზიკური ტკივილი არაფერია სულიერ ტკივილთან შედარებით !!
მთელი ღამე იატაკზე იჯდა და ფიქრობდა..სიცივისგან უკვე აკანკალებდა,მაგრამ არ უნდოდა გატოკება..ასე,ერთ ადგილზე მიყინული,უფრო მეტად გრძნობდა რას ნიშნავს გტკიოდეს... ნინას თავის დასჯა უნდოდა,რისთვის, თვითონაც არ იცოდა...
ალექსანდრეს ტკივილიანი მზერა გაახსენდა, შეაჟრჟოლა მისი წარმოდგენისას... ფიქრებს ჭკუიდან გადაჰყავდა..ნუთუ მართლა ისეთი მძიმე ცოდვა ჩაიდინა,რომ უფალი განსაცდელს არ აკლებდა..
ნინას აღარ შეეძლო..ტირილისგან ხმა ჩახლეჩვოდა და საცოდავად ხაოდა...უნდოდა თავისი ხელით ამოეგლიჯა გული..იქნებ ასე მაინც შეეჩერებინა გაუსაძლისი ტკივილი...
ქალაქს ახლად ამოსული მზის სხივები ანათებდა..ნინა ისევ ისე იჯდა და ტიროდა.. ვერაფრით დაემორჩილებინა დაბუჟებული სხეული,საწოლამდე რომ მისულიყო... უკვე კარგად გათენებული იყო,ზღურბლზე საბა რომ გამოჩნდა... რა თქმა უნდა,ასეთ მდფომარეობაში ნინას არც მოაფიქრდებოდა კარის გადაკეტვა... საბა გაოცებული უყურებდა თვალებ დაწითლებულ,გაფერმკრთალებულ და წაშლილ ნინას... ხელზე სისხლი შეხმობოდა, მუხლები მოეკეცა და გაწყალებული თვალებით იყურებოდა...
_ ნინა..რა ხდება კიმაგრამ? დიდი იმედი არ ჰქონია პასუხის მიღების... ხელები წელზე შემოხვია და აიყვანა..ზუსტად ისე მიუწვა გვერდით,როგორც ბავშვობაში..სველი სალფეტკით მოაშორა გამხმარი სისხლი და საბანი შემოუკეცა...
ნინას თავისი თავი მეტად ეზიზღებოდა..მას საბა ჰყავდა, ლილიკო და ლიზაც, ალექსანდრე კი იქნებ სრულიად მარტო იყო.. ფიქრები ტიტანური სისწრაფით ენაცვლებოდა ერთმანეთს და ნინასაც უფრო მეტად აგიჟებდა..ალექსანდრეს ნაიარევები ედგა თვალწინ, ნინამ იცოდა, ვერასდროს შეძლებდა ამ ტკივილის გათავისებას...
ფიქრებმა ისე შეშალა,ვერ იაზრებდა ისტერიკაში რომ იყო.. საბას ყელში ეღვრებოდა ნინას ცრემლები..ხვდებოდა, ნინა იმაზე ცუდად იყო, ვიდრე ამის წარმოდგენა შეეძლო..არ უცდია შეეჩერებინა..ცოტა ხანს აცდიდა, მერე კი ლილიკოს დაურეკავდა და სთხოვდა დამამშვიდებელი მოეტანა...
კიდევ ძალიან დიდხანს კანკალებდნენ ნინას მხრები, მერე კი შედარებით დამშვიდდა... საბამ იგრძნო როგორ მოდუნდა ნინას სუსტი სხეული მის ხელებში და უფრო ძლიერად ჩაეხუტა... ახლა დასვენება ნამდვილად სჭირდებოდა...

ალექსანდრე ადგილს ვეღარ პოულობდა..ნინას მდგომარეობის უცოდინრობა ყელში უჭერდა და გუდავდა..ცუდად ხდიდა თავისი არანორმალური საქციელი...ახლა არაფერზე აღარ უნდოდა ფიქრი..მარტო ის უნდა გაეგო როგორ იყო ნინა...დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდა...
ნინას რომ გამოეღვიძა,შებინდებას იწყებდა...საბას მაისური ჰქონდა მუჭში მოქცეული..ჯერ კიდევ ძალიან გაბრუებული იყო, თვალების საშინელ წვას და სახსრების ტკივილს გრძნობდა.. საბამ უფრო მეტად მიიხუტა..
_ძვირფასო, უკეთ ხარ?
_საბუ...უბრალოდ ჩამეხუტე რა.. ნინას აღარ შეეძლო..ფიქრებს სიგიჟის ზღვარზე მიჰყავდა..ხომ შეიძლებოდა ცხოვრება უფრო მარტივი ყოფილიყო...გრძნობდა,როგორ გამოფიტა ამდენმა დაუმსახურებელმა ბოროტებამ..ნეტა მხოლოდ თვითონ სტკიებოდა..თანახმა იყო მთელი მსოფლიოს დარდი ეტვირთა, ოღონდ დარდისგან ჩამქრალი და გაცრეცილი თვალები არ ენახა... გულს უკრავდა ამდენი უბედურების შეგრძნება...
_ნინა,არაფრის თქმა გინდა ჩემთვის? ნინას შეაჟრჟოლა..არ იცოდა საიდან დაეწყო მოყოლა.. ღრმად ჩაისუნთქა... საუბრის დაწყებას ცდილობდა ლილიკო რომ შემოვიდა ოთახში, შენთან არიანო.. ნინა ისე სუსტად გრძნობდა თავს, წამოდგომის თავიც არ ჰქონდა..
_ლილიკო შემოვიდეს უთხარი..
ზღურბლზე ალექსანდრე რომ დაინახა ეგონა შეიშლებოდა.. ცივმა ჟრუანტელმა სხეული მოუკრუნჩხა.
ალექსანდრეს გული მოეწურა ნინას გაფითრებული სახის და ჩაცვენილი თვალების დანახვაზე.. შიგნეული უტრიალდებოდა იმის გაზრებაზე, რომ მისი მიზეზით იყო ამ დღეში..
_ შეიძლება ვილაპარაკოთ? ნინას ჭკუიდან შლიდა ალექსანდრეს ჩახლეჩილი ხმა.. თავისდაუნებურად იდანაშაულებდა თავს.. ოდნავ დააქნია თავი და საწოლში წამოჯდა.. საბა ფრთხილად შეეხო ტუჩებით თმაზე და ლილიკოსთან ერთად დატოვა ოთახი...
ალექსანდრეს ყელში ბურთი გაეჩხირა...ვერაფრით შეეგროვებინა თავი საუბრის დასაწყებად _ალექსანდრე,მართლა ვწუხვარ...
_მაოცებს შენი ადამიანობას ნინა..ისეთი დამნაშავე ვარ შენთან,არ ვიცი ოდესმე შევძლებ თუ არა ამ ყველაფრის გამოსწორებას..წლებმა ვერ შემაჩვია დამახინჯებულ სხეულს... ალექსანდრეს სუნთქვა უჭირდა, ყურებში რაღაც უწუოდა..ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თავის ქალას ხდიდნენ... აღარ შეეძლო ასე დგომა და თავის მართლება...
_ალექსანდრე, შეგიძლია მოხვიდე და ჩამეხუტო? ისეთი ბავშვური და საყვარელი იყო ნინა, ალექსანდრეს გაეღიმა.. ნინამ ბოლოს როდის იგრძნო ასეთი სითბო არ ახსოვდა.. ალექსანდრე ისე უჭერდა ხელებს, ეგონა ძვლებს დაუმსხვრევდა..
ორივე ხვდებოდა სიტყვებით არ ღირდა ამ მომენტის გაფუჭება... ხანდახან ყველას გვინდა მცირე ხნიანი ტაიმ-აუტი ავიღოთ ცხოვრებისგან... ზუსტად ამას ცდილობდნენ ნინა და ალექსანდრეც..უბრალოდ უნდოდათ, თავის შექმნილ, ფერად სამყროში გადასულიყვნენ..თუნდაც სულ ცოტა ხნით...
^^ ^^ ^^
დღეები გადიოდა..ნინა ისევ ყოველ დღე მიდიოდა დიმას საფლავზე..ისევ უყვებოდა ყველაფერს და ძალიან ბევრს ტიროდა.. ენატრებოდა ყველა შესაძლებელზე მეტად..ალექსნდრე მაქსიმალურად ცდილობდა ნინასთვის სულ ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა ტკივილი..ერთი სული ჰქონდა სამსახურიდან გამოსულიყო და ნინა ენახა.. ნინა უნივერსიტეტიდან გამოდიოდა, შორიდანვე რომ დაინახა ალექსანდრე და გაეღიმა.. ასე უბრალო ჯინსსა და მაისურში გამოწყობილიც კი ისეთი სიმპათიური იყო, მაშინვე იგრძნო როგორ მიშტერებოდნენ გოგოები..გულში უცნურად გაწიწკნა ეჭვიანობის გრძნობამ და ძალიან შეეშინდა... შეეშინდა გაურკვეველი მომავლის, კიდევ ერთხელ გულის ტკენის და მეორედ დაკარგვის.. ძლივს მიუახლოვდა ალექსანდრეს... ისეთი სევდიანი თვალები ჰქონდა ორივეს,ისეთი ღრმა და წყლიანი.. უცხო თვალიც კი ადვილად შეამჩნევდა, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო...
ალქსანდრე ისეთი სინაზით შეეხო ნინას, შეაჟრჟოლა..
_როგორ ჩაიარა დღემ ? უხერხული სიჩუმე ალექსანდრემ დაარღვია
_ჩვეულებრივად, როგორც ყოველთვის.. შენთან რა ხდება ?
_ბაზაზე ვიყავი.. ბევრი საქმე არ მქონდა და ვიფიქრე არაფერი დაშავდებოდა დღეს მაინც თუ წამოვიდოდი ცოტა ადრე..
ნინამ უბრალოდ გაუღიმა..
_ნინა.. მინდა გელაპარაკო..
_რამე ხდება ?
_ერთ ადგილზე წაგიყვან..
ნინას გული შეუტოკდა, ვერაფრით მიმხვდარიყო რა ხდებოდა.. გული აუჩქარდა ალექსანდრემ ნაცნობი ადგილისკენ რომ შეუხვია.. ვერაფრით გაებედა ალექსანდრესთის რამე ეკითხა.. არ შეეძლო დაეჯერებინა, რომ დიმას საფლავთან გააჩერა მანქანა.. არაფერი უთქვავს ალექსანდრესთვის ისე გადავიდა მანქანიდან..
_შეგიძლია ამიხსნა რა თამაშს თამაშობ ? მკაცრი იყო ნინა
_აქ სათამაშოდ არ ვართ ნინა.. მე ვიცნობდი დიმას... ჩემ ნაწილში მსახურობდა. ავღანეთში წასვლა ვერაფრით გადავაფიქრებინე, ვერ ვხვდებოდი რა დარჩენოდა იქ სადაც ერთხელ წასვლაც კი არ უნდათ, ის კი მეორედ მიდიოდა.. მითხრა, რომ მხოლოდ ასე შეძლებდა თავისი მე დაებრუნებინა, არ უნდოდა ლუკას შერცხვენოდა მამამისის.. თუნდაც მომკვდარიყო იქ, მის შვილს მაინც ეცოდინებოდა, რომ გმირულად მოკვდა..
რა თქმა უნდა არ დავუშვებდი მარტო წასულიყო.. იმდენი ვქენი სანამ მეც არ გავაშვებინე თავი.. იმ დღეს, როდესაც დიმა დაიღუპა... იმ დაწყევლილ დღეს.. ისე უეცრად მოხდა ყველაფერი გააზრებაც ვერ მოვასწარით.. მე და დიმა დაჭრილებს ვეხმარებოდით, უეცარმა აფეთქებამ ყველაფერი წაშალა გარშემო..
გონს სამი კვირის შემდეგ მოვედი.. სხეულის დიდი ნაწილი დამახინჯებული მქონდა.. დიმა კი აღარ იყო... ძალიან დიდხანს ვერ ვპატიობდი საკუთარ თავს, რომ ვერ დავიცავი... დიმა სხვანაირი იყო.. დღემდე ვეხმარები მის ოჯახს.. ლუკა ძალიან ჰგავს მამას..
შენ რომ გაგიცანი, მართლა არ ვიცოდი რაიმე საერთო თუ გქონდა დიმასთან.. უბრალოდ მომინდა უფრო მეტი მცოდნოდა შენზე.. ძიებაში აღმოვაჩინე, რომ დიმას საცოლე იყავი.. ვერაფრით ვხვდებოდი, მაშინ რატომ უნდოდა ასე ძალიან წასვლა, როდესაც შენ ჰყავდი.. ნინა, მართლა არ მინდოდა ასე გამოსულიყო..
ნინას სუნთქვა შეკვროდა.. ყველაფერი ჯაჭვივით იყო ერთმანეთზე გადაბმული.. უცებ ისე მოუნდა ყველაფერი ეთქვა.. ისე უნდოდა გულიდან ამოეღო ამხელა ბოღმა, სუნთქვა გახშირებული თვალებსაც კი აღარ ახამხამებდა..
_დიმა რომ გავიცანი, იმდენი ეცადა, სანამ თავი არ შემაყვარა.. არ ვიცოდი თუ შვილი ჰყავდა.. დიმას ვაღმერთებდი.. უფრო მეტად იმიტომ მიყვარდა, რომ მისგან ყველაზე გულწრფელ ემოციებს ვიღებდი.. ძალიან დიდხანს არ ვიცოდი ლუკას არსებობის შესახებ.. სრულიად შემთხვევით გავიგე, როდესაც პარკში დავინახე ერთად.. არც დამიშვია, რომ მისი შვილი იყო.. მეგონა რომელიმე მეგობრის შვილს ასეირნებდა. გამიკვირდა ჩემს დანახვაზე ფერი რომ ეცვალა.. ლუკას დაძახებულმა მამამ სულიად მომწყვიტა რეალობას.. ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ცოლიანი კაცის საცოლე ვიყავი.. ვერ აღვწერ რა ვიგრძენი, ძლივს შევძელი სახლამდე მივსულიყავი..
დიმა რომ მოვიდა, მინდოდა მიწასთან გამესწორებინა, მაგრამ არ შემეძლო.. ისე მიყვარდა, ვერასდროს შევძლებდი ტკივილი მიმეყენებინა მისთვის..
მითხრა, რომ ნატასთან არასდროს უცხოვრია და მხოლოდ ლუკას ჰქონდა მისი გვარი.. ფრაგმენტებად მახსოვდა მისი საუბარი და გული მტკიოდა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, საერთოდ ვერ გამიცნო.. მეგონა იცოდა როგორ მიყვარდა, ვიმსახურებდი მცოდნოდა შვილი რომ ჰყავდა.. მან.. მან.. იფიქრა რომ მე ვერ გავუგებდი...
ნინას აღარ შეეძლო, უკვე ისტერიულად ტიროდა.. ალექსანდრეს გული მოეწურა.. ამხელა გულის ტკივილის მიუხედავად, როგორ შეეძლო წლები ეერთგულა და ეგლოვა საყვარელი მამაკაცი..
მთელი ძალით იხუტებდა ნინას.. ხელში აიყვანა და მანქანაში ჩასვა.. ნინა ვერაფრით წყნარდებოდა.. როდემდე შეიძლებოდა ყველაფრის გაგრძელება..
ალექსანდრე მთელი ღამე არ მოშორებია.. ნინას ოდნავ ხმამაღალ ჩასუნთქვაზეც კი გული ეკუმშებოდა, ხვდებოდა, როგორი რთულია მოტყუებულად და დამნაშავედ ერთდროულად გრძნობდე თავს..
დილით ადრე ადგა.. შეეცადა გემრიელი საუზმე მოემზადებინა ნინასთვის.. ათი იყო ყველაფერს რომ მორჩა.. ფრთხილად დაალაგა თეფშები ლანგარზე და საძინებელში შევიდა..
ნინას თვალი სივრცისთვის გაეშტერებინა.. ალექსანდრეს დანახვაზე, თანაც ლანგრით ხელში თავისდაუნებურად გადაურბინა სახეზე ღიმილმა..
_მეგონა წახვედი
_ერთ კვირიანი შვებულება ავიღე.. ახლა ისაუზმე, მერე მეც მოგეხმარები და ჩანთა ჩაალაგე
_რა ჩანთა?
_დასვენება გჭირდება.. სუფთა ჰაერი და სიმშვიდე გონებას გაგიფილტრავს.. ყველაფერზე უკეთ იფიქრებ..
ნინა ისე იყო დაღლილი ყველაფრისგან,არ გაუპროტესტებია.. პირიქით, ამ წუთში ძალიან მადლიერიც კი იყო ალექსანდრესი..
ალექსანდრემ ლანგარი მუხლებზე დაუდო და კარისკენ წავიდა, ნინას ხმამ რომ შეაჩერა
_გთხოვ დარჩი.. ერთად ვისაუზმოთ..
ნინას არ ახსოვდა, ბოლოს როდის იყო ასეთი ბედნიერი.. ალექსანდრე ყველა პირობას უქმნიდა თავი კომფორტულად რომ ეგრძნო..
ნინას არცერთი პროცენტით ეპარებოდა ეჭვი თავის გადაწყვეტილებაში.. მერე რა, რომ ალექსანდრესთან წლების ნაცნობობა არ აკავშირებდა, მთავარია ენდობოდა..
ალექსანდრეს სიხარულისგან სუნთქვა ეკვროდა, არცერთი წამით უფიქრია ნინას მარტო დატოვება.. ნინამ ძლივს დაარწმუნა, ტანსაცმლის ჩალაგება მარტოს რომ შეეძლო..
ალექსანდრე კარის ჩარჩოს მიყრდნობოდა, ფეხები გადაეჯვარედინებინა და ღიმილით უყურებდა ნინას.. ვერაფრით დაეჯერებინა, ნინას ბავშვივით გახარებული სახე და გაბრწყინებული თვალები..
_ასე რომ მაშტერდები ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ, სიცილით შემობრუნდა ნინა
_ძალიან რომ მინდა შენი ყურება ?
_ცოტა ხნით რომ „გადაგინდეს“ ?
ალექსანდრემ სიცილით გადააქნია თავი და ოთახიდან გავიდა.. ძალიან ჰგავდა ყველაფერი ოჯახურ გარემოს... მართლაც ძალიან ჰგავდა..
ამ დროის განმავლობაში,ნინას პირველად შეეძლო ეთქვა,რომ კარგად იყო..ალექსანდრე სიცარიელეს უვსებდა..ფრთხილად მიუახლოვდა სავარძელში მჯდარს და მოულოდნელად აკოცა ყელში..
ალექსანდრეს ვერაფრით გაეაზრებინა მომხდარი.ძლივს შეძლო შემოტრიალება და ნინას არეულმა შეხედა..
_წავიდეთ ალექსანდრე. ნინამ უბრალოდ გაუღიმა და წინ წავიდა.. ალექსანდრეს ღიმილი ვერაფრით შეეკავებინა ნინას რომ უყურებდა
_გზას თუ არ უყურებ დავიმტვრევით
_ჩემთან არაფრის უნდა გეშინოდეს
_საერთოდ არაფრის?
_საერთოდ ნინა, საერთოდ. ღიმილით უპასუხა ალექსანდრემ და საჭეზე რიტმულად აათამაშა ხელები..
მთელი გზა ეძინა ნინას.. ისეთი საყვარელი იყო ტუჩებ აცმაცუნებული, ალექსანდრე ვეღარ ითმენდა ისე უნდოდა ძვლების ატკიებამდე ჩახუტებოდა.. არაფერი ყოფილა ისეთი რთული, როგორც მცდელობა, გააბედნიერო ადამიანი, რომელმაც ერთ დროს ყველაზე ძვირდასი დაკარგა..ძნელია გააზრება, რომ ვიღაცის ჩანაცვლება გიწევს..ალექსანდრემ იცოდა ზუსტად ასეთ მდგომარებაში იყო ახლა..შეიძლება ნინას გასჩენოდა გრძნობა,მაგრამ მაინც იქნებოდა მათ შორის მესამე პირი..დიმას აჩრდილი უკვალოდ ვერ გაქრებოდა...ალექსანდეს გააზრებულად ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული და მის ურყეობაში ეჭვის შეტანას არ დაუშვებდა...
განსაკუთრებით ლამაზი იყო ახლა თუშეთი...პირველი რამდენიმე დღე თითქმის არ ულაპარაკიათ ერთმანეთთან ნორმალურად..ორივეს სიჭრდებოდა გარკვეული დრო დასაფიქრებლად..
ალექსანდრე აივანზე იჯდა და მთებს უყურებდა..სუსტი ფეხის ხმაზე უკან მიბრუნდა და ნინას გაუღიმა..
_მინდა ვილაპარაკოთ
_რამე მოხდა?
_არ მინდა შენთან ასეთი ურთიერთობა...ბავშვი აღარ ვარ ალექსანდრე, მინდა შენც ისევე მიზიარებდე ტკივილს როგორც მე...არ მინდა ეგოისტივით მოვიქცე,ვიცი არ ხარ კარგად..ვხედავ როგორ ფარავ შენ სხეულს..ჩემში ზიზღს არ აღძრავს შენი ნაიარევები..მინდა მენდობოდე ალექსანდრე... ნინამ მთელი გული ამოაყოლა თითოეულ სიტყვას...
ალექსანდრეს სუნთქვა შეუკრა ნინას თვალებში აბრჭყვიალებულმა ცრემლებმა..ნეტა შესძლებოდა ტკივილის გადმოცემა..ნეტა გამოეჩინა სისუსტე და დაცლილიყო ამდენი ემოციისგან... ფრთხილად შემოხვია მკლავები ნინას და მისი სურნელი ღრმად შეისრუტა... _ერთხელაც აღარ ვიქნები ძლიერი და ყველა ემოციას გავანთავისუფლებ ნინა...
_ალექსანდრე ძალიან მეძვირფასები..
ალექსანდრე ვეღარ ითვლიდა მერამდენედ გააოცა ნინამ...მართლაც, რომ ყოველგვარ ზღვარს ცდებოდა ამ ერთიციდა გოგოს ადამიანობა...

ნინას საუბრის მიუხედავად, ალექსანდრე მაინც ცდილობდა, მისთვის დასვენების და კარგად დაფიქრების საშუალება მიეცა..სახლში აჩრდილებივით დადიოდნენ, თითქოს ეშინოდათ ერთმანეთთან შეხვედრის.. ხანდახან ისე უნდოდა ალექსანდრეს ნინას ჩახუტება, სული ეხუთებოდა... როგორმე უნდა გაეკონტროლებინა თავი, უნდა გაეძლო..მერე კი ალბათ დადგებოდა დრო, როცა ნინას თავისას დაარქმევდა..
ნინა ოთახში იჯდა და ფიქრობდა... დიმას მერე არავინ მიუშვია ახლოს, ახლა კი ალექსანდრესთან ერთად იყო, თავისი სახლისგან ძალიან შორს და საერთოდ არ გრძნობდა პანიკის შემოტევას ან ზიზღს... ნინამ ღმად ჩაისუნთქა და ოთახიდან გავიდა..გადაწყვეტილება მყარი იყო..ნინა უტეხი სახით მიუახლოვდა სავარძელში მჯდარ ალექსანდრე და ფრთხილად შეეხო..
_ შეიძლება ჩაგეხუტო?
ალექსანდრეს გული ყელში უცემდა..ეგონა სადაცაა ამოუვარდებოდა.. ძლივს შეძლო თავის ოდნავი დაკვრით მიენიშნებინა ნინასთვის რომ მასთან მისულიყო... ძალიან დიდხანს იჯდა ნინა ალექსანდრეს კალთაში და თავი მის კისერში ჩაერგო .ალექსანდრე სივრცეს უღიმოდა.. მომდევნო დღეები გაცილებით მხიარული იყო, ვიდრე მანამდე.. ნინა ისეთი მადლობელი იყო ალექსანდრესი, აღარ იცოდა როგორ გამოეხატა სითბო... ერთად გატარებულმა ორმა კვირამ, მხიარულმა საუბრებმა, ალექსანდრეს სითბომ და ნინას მონდომებამ ყველაფერი გადაალახინათ...
_ გინდა პატარა ლეგენდა მოგიყვე ამ სახლზე? ნინას თვალები გაუბრწყინდა... იცოდა ალექსანდრემ როგორ უყვარდა ასეთი ამბების მოსმენა...
_ ძალიან, ძალიან დიდი ხნის უკან, აქ ერთი კაცი ცხოვრობდა..მაშინ სოფელიც მეტად იყო დასახლებული..ერთ დღეს წყაროზე დაუნახავს ძალიან ლამაზი ქალი...ქალს შავები ეცვა, ღრმა და სევდიანი თვალები ჰქონდა...აქამდე არასდროს ენახა ეს ქალი, არც მსგავსი სილამაზე ეხილა.. გაუკითხავს და უთქვავთ, რომ ქალაქიდან გამოხიზნულა და აქ გადაუწყვეტია დასახლება... არავინ იცოდა რატომ იყო სულ მოწყენილი და რატომ არასდროს ატარებდა შავის გარდა სხვა სამოსს... კაცს იმდენი უქნია, სანამ ქალამდე მისასვლელი გზა არ უპოვნია... თურმე ქორწილის დღეს მოუკვდა ქმარი, ჯვრისწერის დროს გულის შეტევა დამართია და ადგილზე გარდაცვლილა... ალბათ ამაზე დიდი ტრაგედია არ შეიძლებოდა მომხდარიყო..ქალმაც ვეღარ აიტანა ყველაფერი და თავისი ქალაქისგან ძალიან შორს ჩასახლდა... კაცი ყოველ დღე მიდიოდა ქალთან, შეშას უჩეხავდა, საქონელს უვლიდა..ყველაფერს აკეთებდა, მისთვის თავი რომ შეეყვარებინა.. ერთ დღესაც შუაღამისას კარზე დაუკაკუნებიათ. მისი საყვარელი ქალი იდგა ზღურბლზე, თეთრი სარაფანით და სხივშეპარული თვალებით.. გულში ჩაუკრავს.. სამი შვილი ეყოლათ... შეუფიციათ ერთმანეთისთვის,რომ სამუდამოს იქნებოდნენ ერთად და არასდროს ცალ-ცალკე, იცოდნენ არცერთ ბრძოლაში არ მიატოვებდნენ ერთმანეთს... და ასეც იყო... ალექსანდრე გაჩუმდა, ხელებით გრძნობდა ნინას დაჭიმულ სხეულს.. გული აჩქარებოდა და ღრმად სუნთქავდა...
_ შენ ბევრი დრო გაქვს ნინა...არაფერს დაგაძალებ, ჩუმად უჩურჩულა და თავზე აკოცა..

ნინა არასდროს გამოხატავდა ემოციებს, მაგრამ ძალიან შესამჩნევი იყო მის თვალებში გამკრთალი სხივები... ყოველდღიურ ტრადიციად ექცა ალექსანდრესთან ერთად ბუხართან ჯდომა და ათას თემაზე საუბარი.. უფრო ხშირად კალთაში ეჯდა და მის გულისცემას უსმენდა..
ალექსანდრე სიტყვას ასრულებდა, არცერთხელ წამოუწყია მათ ურთიერთობაზე საუბარი..იცოდა, ნინა როცა მზად იქნებოდა აუცილებლად დაელაპარაკებოდა და არასდროს შეეშინდებოდა ინიციატივის გამოჩენა...
ალექსანდრე ისეთი დაღლილი და გამოფიტული იყო, ძილის მეტი არაფერი უნდოდა.. ძლივს შეძლო დამძიმებული სხეული როგორმე დაემორჩილებინა და აბაზანაში შესულიყო..
ნინასგან 15-მა გამოტოვებულმა ზარმა ისე აანერვიულა, ამოსუნთქვისაც კი ეშინოდა..
გაბმული ზუმერის ხმა ნერვებს უშლიდა.. ძლივს ახერხებდა როგორმე თავი გაეკონტროლებინა.. ნინას მისუსტებული ხმა, არ შემჩნეული ტკივილი და ალექსანდრეს შეჩერებული პულსი..
ხანდახან გამოსავალი მართლა არ არსებობს..ან ჩვენი გონება იმდენად გამოჭედილია უარყოფილი ფიქრებით ვეღარ აღვიქვავთ, როგორ შეიძლება ყველაფრისგან თავის დაღწევა.. ალექსანდრეს ნინას არაფრისმთქმელი თვალები სტკიოდა. ეშინოდა ნინა სიღრმისეულად არ დაფიქრებულიყო ყველაფერზე.. იცოდა თუ ასე მოხდებოდა დაკარგავდა.. ნინასნაირი ადამიანები ვერ ეგუებოდნენ დაუმსახურებელ უბედურებას....
ვეღარ ითვლიდა მერამდენედ გაიარა და გამოიარა გრძელი დერეფანი... ერთადერთი რასაც ფიქრობდა და რაც მართლა ძალიან უნდოდა ნინას ნახვა იყო.. ისევ უნდა დანეხა მის თვალებში მოციმციმე ვარსკვლავები.. ვერაფრით დაეშვა, რომ შეიძლებოდა თავისი ნინა სიბნელეს შთაენთქა და ვეღარასდროს დაენახა მისი მომღიმარი თვალები...
ექიმის თვალებში რაღაც დამაიმედებელს ეძებდა... ნინას ცუდად ყოფნას ვერ დაიჯერებდა, არ შეიძლებოდა ის ცუდად ყოფილიყო, არ შეიძლებოდა ნინას თვალებით არ გაეღიმა.. არ შეიძლებოდა... სრული უტოპია იყო ეს ალექსანდრესთვის....
ნინას რომ გაემოეღვიძა სითეთრე დაინახა.. გონებამ თანდათან დაიწყო ყველაფრის გაანალიზება და დაიძაბა.. თითოეული უჯრედით გრძნობდა, რომ საშინლად იყო.. არ შეიძლებოდა ყველაფერი ასეთი არეული ყოფილიყო... ჯერ მხოლოდ ახლახანს დაალაგა და გადაახარისხა გონებაში ყველაფერი.. ახლა კი ისევ მოუწევდა სრულ ქაოსში გზის გაკვლევა...
_ნინა..
შორეული ფიქრებიდან ალექსანდრეს ხმამ მოაბრუნა.. უემოციო სახით შეხედა.. ალექსანდრეს უჭირდა რამე ამოეკითხა ნინას სახეზე... მხოლოდ მის გაცრეცილ კანის ფერს აღიქვავდა და გრძნობდა როგორ ტოვებდა გული დარტყმებს... ალექსანდრეს უნდოდა რამე სანუგეშო დაენახა ნინას თვალებში, მაგრამ იქ სიცარიელის და იმედგაცრუების მეტს ვერაფერს ხედავდა..
_ნინა.. მაპატიე..
_არ უნდა დაგეტოვებინე ალექსანდრე... მარტო არ უნდა დაგეტოვებინე, არა...
ალექსანდრეს სუნთქვა ყელში გაეჩხირა..ნინას სიტყვები ყველაფერზე მეტი იყო..სულ, სულ ყველაფერზე მეტი...
არეული გავიდა პალატიდან... ყველა ნაიარევზე მწარედ მოხვდა ნინას ტკივილით სავსე სიტყვები.. ალექსანდრემ იგრძნო როგორ შეეხო ვიღაც მხარზე, არეული, დაბინდული თვალებით მიტრიალდა და ძლივს გაარჩია სახე ალეწილი საბა..
_ჯერ კიდევ არ არის გონზე, თავს ნუ დაიდანაშაულებ..
_იქ უნდა ვყოფილიყავი, მართალი თქვა.. არ უნდა დამეტოვებინა.. სანამ მე ვისვენებდი, ვიღაც ნინას სახლში იყო და წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა შენ რომ არ მისულიყავი..
საბამ ღრმად ამოისუნთქა.. იგრძნო როგორი მძიმე იყო ჰაერი...ნინას დაუმსახურებელი უბედურება ეჩხირებოდა ყელში და ეგონა გაგუდავდა.. ბავშვობიდან ასე იყო, თითქოს ნინას სტკიოდა ყველას მაგივრად... ფრთხილად მიუახლოვდა პალატის კარს, ყველაზე მეტად ეძნელებოდა ნინასთან საუბარი..არ უცდია გამამხნევებელი სიტყვებით დაეწყო სათქმელი.
_ვიცი ისევ არ შეიმჩნევ როგორ გიჭირს, ვიცი ისევ ისეთი იქნები როგორც მანამდე, მაგრამ ალექსანდრესთვსი ამის თქმა, ძალიან ზედმეტი იყო.. ის არ არის დამნაშავე..
_ალექსანდრე დამთავრდა ჩემ ცხოვრებაში საბა...
_ისე ნუ მოიქცევი, ყველა უკან დასაბრნებელი გზა შენთვითონ მოიჭრა... კარგად დაფიქრდი ნინა, ახლა ძალიან გტკივა, მაგრამ ალექსანდრე ყველაფერში დაგეხმარება, ამასაც ერთად გადავიტანთ ყველა..
_ვთქვი რომ დამთავრდა... ნინამ უემოციო სახით შეხედა საბას და გვერდი იცვალა... იცოდა არ იყო მართალი, იცოდა ასე ორმაგად მტკივნეული იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ თავს იმდენად ბინძურად გრძნობდა არ შეეძლო...მერე რა, რომ საბა მალე მოვიდა, მერე რა, რომ არაფერი მომხდარა, მან ხომ იცოდა როგორ ეხებოდა მისთვის საძულველი ადამიანი...
ალექსანდრე ერთიანად გადაფითრდა საბას უიმედო სახე რომ დაინახა.. სიმწრით გაეცინა და ფრთხილად დაუყვა დერეფანს...
ალექსანდრეს სიმშვიდე არც იმან მოუტანა სიკვდილამდე რომ სცემა გიორგი კიკნაველიძე... რა მნიშვნელობა ჰქონდა ყველაფერს, ნინა უკვე აღარ იყო მის ცხოვრებაში....

დღეები გადიოდა.. ნინა ისევ ისეთად რჩებოდა, არასდროს აგრძნობინებდა სხვებს როგორ სტკიოდა.. ღამე, საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენილი ჩუმად ტიროდა, იქნებ ასე მაინც გადაეტანა ყველაფერი.. ერთი თვე ხდებოდა ალექსანდრესთვის შორიდანაც არ მოეკრა თვალი.. ერთი ყველაზე ტკივილიანი თვე.. საერთოდ ასეა, როცა ადამიანებს ვუშვებთ ჩვენი ცხორებიდან, მერე ვხვდებით რამდენს ნიშნავდნენ ჩვენთვის.. ნინას ჰაერიც კი გაუმჭვირვალე ეჩვენებოდა,იმდენად ემძიმებოდა ალექსანდრეს გარეშე გასული საღამოები...
არცერთი ზარი... არცერთი შეხვედრა.. მხოლოდ მოგონებები, რომლებიც გაძლევენ საშუალებას ისუნთქო...
დედამისის გამოგზავნილი გრძელი, კრემისფერი კაბა გადმოიღო გარდერობიდან, წელამდე თმა დაიწნა და მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა.. ისე ნერვიულობდა ეგონა ცოტა ხანში ვეღარ ამოისუნთქებდა... ლიზას დაურეკა მზად ვარ მალე მოვალო და სახლის კარი გაიხურა..
ნინა ცოტა ხანს კიდევ ყოყმანობდა, მაგრამ იმდენად მტკიცე იყო გადაწყვეტილება, ერთი ამოისუნთქა და სახლის კარი შეაღო.. თბილად გაუღიმა ლეილას და კიბისკენ წავიდა..
ალექსანდრე კარისკენ ზურგით იჯდა, ხელები მუხლებისთვის შემოეხვია და ღრმად სუნთქავდა.. ნინა ფრთხილად მიუახლოვდა, ხელები შემოხვია და კალთაში ჩაუჯდა..
_ნინა?
_ხო ალექსანდრე... მაპატიე ასე რომ დაგტანჯე, მაპატიე ისეთი კარგი რომ არ ვარ როგორიც უნდა ვიყო, ყველაფერი მაპატიე, ისიც მაპატიე ასე გონების დაკარგვამდე რომ შემიყვარდი და უშენოდ აღარ შემიძლია.. მართლა ვეცდები ყველაფერი გავაკეთო შენ რომ ბედნიერი იყო..
ალექსანდრე შოკირებული უსმენდა, იცოდა ნინასთვის არ იყო მარტივი, იცოდა მარტო თვითონ არ იტანჯებოდა, ფრთხილად გადაიხარა და ტუჩებზე შეეხო..
ნინა ფრთხილად წამოდგა ფეხზე და ალექსანდრეს გარდერობი გამოხსნა.. გონებაში რამდენიმე კომბინაცია შექმნა და ბოლოს, შავი პიჯაკი, ოდნავ დახეული ჯინსი და თეთრი პერანგი აირჩია..
_რასაკეთებ ?
_აბა რა გინდა სპორტულებით წამოხვიდე ეკლესიაში და ასე მომიყვანო ცოლად ? ისე ორიგინალური იქნება, უპრეცედენტო შემთხვევა, სიძე სპორტულებში
ალექსანდრე ისეთი გაოცებული იყო, სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა..ნინასგან ყველაფერს მოელოდა მაგრამ არა ამას...
_დაბლა დაგელოდები, სწრაფად მოემზადე ვაგვიანებთ..
ალექსანდრეს არ ახსოვს როგორ ჩაიცვა, როგორ გავიდა სახლიდან და როგორ მივიდა ეკლესიამდე, მამაოს ხმა შორიდან ესმოდა.. არახსოვს ბოლოს ასეთი ბედნიერი როდის იყო.. თვალებში ცრელები უბრწყინავდა და უამრავ მადლობას უხდიდა უფალს წყალობისთვის..
_ალექსანდრე.. გახსოვს მაშინ პატარა ლეგენდა რომ მომიყევი? მეც მინდა ავაშენოთ სახლი სადმე მთებში და მინდა ჩვენც შევქმნათ ჩვენი სიყვარულის ისტორია... საყვარელო, მე ვიქნები შენთან ყველა ბრძოლაში..
ალექსანდრემ ხელის გულზე აკოცა.
_მიყვარხარ ნინა....

The End



№1 სტუმარი ...................

sayvarlobaa :33 dzalian momewona

 


№2  offline წევრი enana

Tbili... Da tkbilii...

 


№3  offline წევრი ენნე

ისე მომეწონაააა<3
ძალიან ლამაზი და ტკბილია<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent