შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგიაზე შეყვარებული (დასასრული)


30-03-2016, 19:54
ავტორი gijka13
ნანახია 2 112

დასასრული.

დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. სწავლა სამი დღის დაწყებული იყო და უკვე ვიღლებოდი, თანაც სამსახური საკმაოდ გვიან მთავრდებოდა. სამი დღე გავიდა და გაბრიელი არც ჩანდა და არც მაინტერესებდა... ახალ ცხოვრებას ფეხი ავუწყვე და მშვენივრად დავლაგდი. არავითარი მაგია და მსგავსი არანორმალური მოვლენები აღარ არსებობდა ჩემს ცხოვრებაში...იქედან მხოლოდ ეკატერინე და ყელსაბამი დარჩა.

უნივერსიტეტიდან ადრე გამოვედი, ლექციები ადრე დამთავრდა და ბიბლიოთეკისკე მიმავალ გზას ფეხით გავუყევი. სასიამოვნოდ წვიმდა, ნაბიჯს ავუჩქარე თითქოს მინდოდა მალე შემეფარებინა თავი, თუმცა სულაც არ მინდოდა იმ სიამოვნებას მოვკლებოდი რომელსაც სახეზე დაცემული წვიმის თითოეული წვეთი მანიჭებდა... მაგრამ არც ის მინდოდა რომ სხვებისგან გამორჩეულად მევლო, ნელა და აუღელვებლად, ამიტომ ვბაძავდი ადამიანებს სიჩქარეში.
ასე გრძელდებოდა ყოველ წვიმიან დღეს, როცა უნივერსიტეტიდან ბიბლიოთეკამდე ფეხით მიწევდა მისვლა.

5 თვის შემდეგ.

გაზაფხულის დილა გათენდა. მარტი, ყველაზე მეტად მიყვარს ეს თვე... არ ვიცი რატომ მგონი ყველას ეზიზღება, ჩემთვის კი განსაკუთრებულია. მშვენიერი ამინდი იყო, თბილმა მზის სხივმა ფრთხილად მომეფერა სახეზე და გამაღვიძა. წამოვიწიე და საწოლზე ჩამოვჯექი.
- რა უცნაური დღეა ლინდა... დღეს რატომღაც გრძნობ რომ წარსულს გაექეცი, მაგრამ ვერ ემალები, თითქოს დღეს მიხვდი რომ სულაც არ გინდა იყო ჩვეულებრივი, უბრალოდ ასე თვლი საჭიროდ.
თავი გავაქნიე, თითქოს მინდოდა უაზრო ფიქრებისგან გავთავისუფლებულიყავი. ენერგიულად ავდექი და მომზადება დავიწყე. შავი ტანზე მომდგარი შარვალი, Nirvana'ს სტილის ბაწინკები, ასევე Nirvana'ს მაისური, ცოტა გრძელი ქურთუკი მოვიცვი და გაშლილ თმაზე Nirvana'სვე ქუდი დავიხურე, ჩანთა ავიღე და სახლიდან გავედი.
ღმერთო რა უცნაურია მარტი, 5 წუთის წინ მზე იყო, უკვე მოიღრუბლა და წვიმას აპირეს... მაგრამ მე ხომ მიყვარს წვიმა და ყველაფერი რაც წყალს უკავშირდება.
სწრაფი ნაბიჯით გავუყევი ქუჩას
- რა უნდა მოხდეს... რა უნდა მოხდეს...
ვიმეორებდი გულში.
ლექციებს დაძაბული ვუსმენდი, ნონა ხიდაშელი ადამიანის ნაკლოვანებებზე გვესაუბრებოდა, რომ ის არ არსებობს და მას თავად ადამიანები და გარემო ქმნის. დამთავრებისთანავე ბიბლიოთეკისკენ წავედი, ისევ ისეთივე აჩქარებული ნაბიჯით, მაგრამ რაღაც გამახსენდა და შევჩერდი.
- ლინდა შენ ხომ გიყვარს წვიმა... რატომ გაურბიხარ მას..
გავიფიქრე და ნელი ნაბიჯით გავუყევი გზას.
მაშინვე სხვა რამ ამომიტივტივდა გონებაში.
- ლინდა გაბრიელიც გიყვარს... მას რაღატომ გაურბიხარ.
მაშინვე მოვუჩქარე ნაბიჯს. თითქოს ფიქრებს გავურბოდი.
ბევრი ხალხი იყო ბიბლიოთეკაში, საკმაოდ დატვირთული დღე მქონდა, ცა უფრო და უფრო მოიქუფრა... მოღუშული ამინდი იყო.
7 საათზე ბიბლიოთეკა დავკეტე და სახლის გზას გავუყევი. ჩემი კორპუსის წინ უცხო მანქანა შევამჩნიე, თუმცა ყურადღება არც მიმიქცევია პირდაპირ სადარბაზოზსკენ გავიწიე, უცებ შებრუნებული ადგილზე გავიყინე, ვეღარც შემოვბრუნდი, თვალებს არ ვუჯერებდი.
- მომელანდა... არა მომელანდა...
ვუმეორებდი ჩემს თავს. მერე ნელ-ნელა უკან დავიხიე და შემოვბრუნდი. ჩემს წინ გაბრიელი იდგა, ისევ იმ დგომით. ფეხები ოდნავ განზე, წელი გამართული, ხელები ჯიბეებში და სუსტი ღიმილით. ოღონდ თვალები იყო უცნაური, ჩაწითლებული.
ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, უბრალოდ მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა. მანქანაში ჩავჯექი და გაბრიელს დაველოდე.
ისიც მალე ჩაჯდა და მანქანა დაძრა. გზა ნაცნობი იყო, ტყისკენ. ვნერვიულობდი...
არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. მანქანა ტყის პირას გააჩერა და გადმოვიდა. უკან გავყევი , უეცრად შეჩერდა ისე რომ ჩემსკენ არც შემობრუნებულა, ზურგით იდგა და ჩემს კითხვებს ელოდა.
მეც არ დავაყოვნე.
- აქ როგორ გაჩნდი?
ვკითხე დაბალი ხმის ტემბრით.
- ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს?
ხმა ჩახლეჩვოდა.
- უბრალოდ მაინტერესებს.
- სად გაქრი?
- რას გულისხმობ?
- ყველაფერი გააქრე, სოციალური ქსელი ტელეფონის ნომერი შეცვალე... შემეძლო გამეგო მაგრამ არ გავაკეთე, რახან ეს გააკეთე ალბათ მიზეზი გქონდა.
- კი მქონდა...
- რა მიზეზი?
- მომბეზრდა შენი ტყუილები, სპექტაკლი... დაასრულე უნიჭოდ გამოგდის და მომბეზრდა, აი მიზეზი...
გაკვირვებული სახით შემობრუნდა.
- რა სპექტაკლი? გაპატიებ ცილს რო მწამებ და ამ სიტყვებს არაფრად მივიღებ...
გავცოფდი.
- მე მაპატიებ? რას მაპატიებ? იქეთ მთხოვე პატიება რომ ამდენხანს ავიტანე შენი უაზრო თამაში... თუ გაპატიე, მაგაზეც იფიქრე... მომბეზრდა, შენ მხოლოდ საკუთარი თავის პიარი გაინტერესებს, მხოლოდ და მხოლოდ პიარი, სახელი ხალხში...
- მათქმევინე...
- არა..! ჯერ მე ვილაპარაკებ და მომისმენ, მაშინ გააგრძელებ ლაპარაკს როცა მე დავასრულებ.
- თავ...
- არც კი გაბედო! გაფრთხილებ არც კი გაბედო რამე შეურაწმყოფელი სიტყვა თქვა ჩემი მიმართულებით...
როცა შევამჩნიე რომ არ აპირებდა რამე ეთქვა გავაგრძელე.
- მეცოდები, იმიტომ რომ გინდა ის იყო რაც არ ხარ... არ ხარ.. რაც არ უნდა ითამაშო ვერც ვერასდროს გახდები.შენ არ შეგიძლია მოისმინო საწინააღმდეგო აზრი , პირდაპირ კრიტიკაზე და შეურაწყოფაზე გადმოდიხარ, შეუგნებელი და არასტაბილური ადამიანი ხარ, ათასჯერ მაინც წახვედი და ყოველთვის იმ დროს ბრუნდები როცა კარგად ვარ და ჩემს ცხოვრებას ისევ თავდაყირა აყენებ და ბურდავ შენი ბინძური ხელებით!! მომბეზრდა გესმის? მომბეზრდა... ეს ოდესღაც უნდა მოგესმინა და სწორედ ამიტომ გამოგყევი.
- გათამამებულხარ...
- არა! ჩემი ინტერესების დაცვა ვისწავლე... მინდა რომ გაქრე ჩემი ცხოვრებიდან საბოლოოდ, შენი ტყუილებიან სიმართლიანად... გაქრი და აღარ დაბრუნდე.
- ნამდვილად ასე გინდა?
- კი, შენ მხოლოდ იმიტომ კარგავდი დროს ჩემთან რომ შეგეძლო ის ყოფილიყაი ვინც გინდოდა... ახლა აღარ გამოგივა... დამღალე.
- შენ?
- მეც დროს ვკარგავდი.
- ანუ ის დრო დაკარგულად მიგაჩნია?
თავი ავწიე და პირდაპირ მივახალე.
- კი, დაკარგულად მიმაჩნია.
- კარგი ამაზე ლაპარაკს აღარ დავიწყებ აზრი არ აქვს... შენი ახალი ნომერიც ვიცი, მაგრამ წავშლი, რაღაში მჭირდება კიდევ ხომ არ დაგაკარგვინებ დროს...
- კარგია.
- მაგრამ ერთი რამ მაინც იცოდე, - მითხრა შედარებით დაბალი ხმის ტონით. - შენ მე გიყვარვარ...
- არა...
- ამას ახლა ვერ ხვდები, თუმცა მოვა დრო და გააცნობიერებ... - ხმა ჩაეხლიჩა. - მეც მიყვარხარ, ასე მოხდა და ამას წინ ვერ აღვუდგებით. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა შენი აზრია.
- ვიცი და სწორედ იმას ვფიქრობ რაც გითხარი, ახლა კი ძალიან გთხოვ სახლში დამაბრუნე და საბოლოოდ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან.
- კარგი...
მანქანისკენ წავედი და უკანა სავარძელზე მოვთავსდი, გაბრიელი ცოტახანს იდგა, მოწევა დაუწყია, ერთი ღერი მოწია ძირს დააგდო და ფეხი დააბიჯა, მანქანისკენ ნელი ნაბიჯით წამოვიდა და ჩაჯდა.
- წავიდეთ.
მითხრა ჩახლეჩილი ხმით.
ხმა არ გამიცია თავ აწეული ვიჯექი და ველოდებოდი როდის მიმიყვანდა ჩემს უბანში.
- მოვედით.
მითხრა და მანქანა გააჩერა,
- მშვიდობით...
ვუთხარი, მანქანის კარები გავაღე და გადმოვედი. აი შვება ის იყო, წვიმდა, გამეღიმა, მერე სიცილი დავიწყე, როცა დავინახე რომ მანქანა წავიდა, წვიმაში გამოვედი და სიცილს ვუმატე, კორპუსის ეზოში არავინ იყო საშინლად წვიმდა, ფანჯრებიდან თუ დამინახავდნენ და ესეც ნაკლებად მაინტერესებდა, ლინდა იმ წუთს წვიმაში ტრიალებდა იცინოდა და საოცრად ბედნიერი იყო...
- გოგონა, წვიმაში ცეკვა კარგია მაგრამ საფულე დაგივარდათ და ვშიშობ ფულიც დასველდება თანაც გაცივდებით...
მომესმა ზურგს უკან სასიამოვნო ბარიტონი, მივიხედე და იიფ შემრჩა მაგრამ რა შემრჩა ხელში... მაღალი, ათლეტური აღნაგობის, შავგრემანი და ცისფერთვალება ახალგაზრდა. მაშინვე უნდობლად ავათვალიერ-ჩავათვალიერე.
- მადლობთ.
მადლობაც უნდობლად გადავუხადე და საფულე ავიღე.
- არც მკვლელი ვარ და არც მანიაკი.
მითხრა გასაგიჟებელი ღიმილით.
- არც მიკადრებია...
ძალდატანებით სუსტად გავუღიმე მეც.
- პირადად არა მაგრამ თვალებმა მაკადრეს.
- არ დაუჯერო იტყუებიან.
- არა შენ იტყუები, თვალები არასდროს იტყუებიან.
- ჰმ...
ვთქვი და სადარბაზოსკენ გავეშურე...
- რა გქვია?
მომაძახა უკვე სადარბაზოში შესულს.
- ლინდა...!
გამოვძახე უკვე ლიფტთან მდგარმა.
- მე ანდრია სასიამოვნოა..!!
შემომძახა მანაც.
ლიფტი აყოვნებდა.
- იგივეს ვერ ვიტყვი..!!
გავძახე მე.
- უხეში ხარ..!!
მომაძახა მან სიცილით.
- მე ლიფტში შევდივარ..!!
გავძახე ნიშნის მოგებით.


უკვე სამი თვე გავიდა რაც "მისტერ უცნაურობა" ჩემს ცხოვრებაში არ გამოჩენილა და თავს მშვენივრად ვგრძნობ, უბრალოდ ხანდახან დგება დღეები რომლებიც ამ ისტორიას მახსენებს და მაფიქრებს... მონატრება? არა არ მენატრება, მეტიც როცა ვფქირობ რომ შეიძლება ის ჩემს ცხოვრებაში ისევ გამოჩნდეს ბრაზი მახრჩობს, ალბათ სადმე მივახრჩობდი... თუ გამოჩნდება მასთან ბრძოლის გარდა არაფერს ვაპირებ... რაც შეეხება ნატალიას, მე და ის გამუდმებულ ომში ვართ ჩაბმული ერთმანეთთან... მაგიას კარგად დავეუფლე, იმდენად კარგად რომ ნატალია ვეღარც მიმკლავდება და ეს მომწონს... სიცილისგან გული მიმდის ხოლმე როცა მის საცოდავ ხრიკებს ვხედავ. მე და ანდრია დავმეგობრდით, ვატყობ მეპრანჭება, თუმცა მასთან არანაირ ურთიერთობას არ ვაპირებ მომავალში, რომ გაიგოს მაგიასთან რამე კავშირი მაქვს მინიმუმ გული გაუსკდება... ამ ისტორიას დროებით ვასრულებ, დროებით იმიტომ რომ ვიცი ეს დასასრული არ არის...

.



№1 სტუმარი A

Au dzalian gtxov male gaagrdzele ra.... Dzalian momwons da ratomgac minda eom mainc gabrieltan darches yvelapris da miuxedavad radgan mat ertmaneti martla uyvart.

 


№2  offline წევრი gijka13

ტომა
არ ველოდი დასასრულს, მინდოდა ერთად დარჩენილიყვნენ, მოკლედ სრულიად არაორდინალური ხარ, უფრო სწორად მგონი უცებ რაც დაგარტყავს ისე წერ, როგორ ხასიათზეც ხარ ისე.. :)
საინტერესო ხარ..
ჰო იმედია არ დაიკარგები და დაიწყებ ახალ ისტორიას..
წარმატებას გისურვებ
არა ისე ვწერ როგორც მოვლენები ვითარდება... მადლობა.

A
Au dzalian gtxov male gaagrdzele ra.... Dzalian momwons da ratomgac minda eom mainc gabrieltan darches yvelapris da miuxedavad radgan mat ertmaneti martla uyvart.
არა ლინდას არ უყვარს :-) ვეცდები...

 


№3  offline წევრი დუდაツ

გაგიჟებული,გაციფებული ვარ...რაარის ეს...მე რა გითხარი და შენ რა დაწერე...:@

 


№4  offline წევრი gijka13

დუდაツ
გაგიჟებული,გაციფებული ვარ...რაარის ეს...მე რა გითხარი და შენ რა დაწერე...:@
ის რაც მოხდა... მეტი არაფერი.

 


№5 სტუმარი parker

აუუ გაბრაზებული ვარ რა არის ეს?არ მომეწონა და ამას კიდევ ბევრჯერ ვიტყვი გავბრაზდი ძალიან გავბრაზდი :(

 


№6  offline წევრი QoQ

ძაან კაი იყო მთლიანი ისტორია ძააან მომეწონა ^_^

 


№7  offline წევრი თ.მ

ჯერ მარტო იმიტომ მომეწონა რომ უცნაურად დაამთავრე. მთლიანობაში კი ძააან მაგარი გამოვიდა. აპირებ გაგრძელებას?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent