შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟი და უფრო გიჟი(5)


31-03-2016, 00:01
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 10 737

-მშვიდობიანი როგორ იქნება სამი საათი ეძინა სხვათაშორის შენს კესუნას და თავი უსკდება, პარონი არავინ ჰყავს, მამა სამსახურში იქნება, დედა ოფისში, ძამიკო სარძლოსთან მე რა ვქნა საწყალმა უპატრონო გოგომ რომელსაც საქმრო აღვიძებს ყველაფერთან ერთად- უცებ დავიწყე წუწუნი, ისეთი ხმით შეუძლებელი იყო ეჭვი შეჰპარვოდა. დარწმუნებული ვარ ისეთი სახით იდგა ახლა მე რომ მიყვარს, წარბებს შეკრავდა, შუბლს შეჭმუხვნიდა და ქვემოდან გამოიხედავდა რაღაცნაირად .აუ არ შემიძლია ახსნა
-მართლა? ბოდიში რა ვქნა მე არ მძინებია და ვერ განვსაზღვრე რომელი საათი იყო. მიდი დაიძინე შენ მერე დაგელაპარაკები -უცებმიაყარა და გათიშვა უნდოდა რომ დავიწყე კისკისი -ოხ შენ რას გიზამ რომ მოვალ . მოგკლავ
-მომკლავ და დარჩები ცოლის გარეშე დიდი ამბავი მე რა -სიცილს ვერ ვწყვეტდდი .გავიგე როგორ ჩაჯდა მანქანაში, სწრაფად მიდიოდა აშკარად- სად მიდიხარ რა სიჩქარით ცუდად ვარ . არა როგორ დაიჯერე რო გავბრაზდი ჰა?
-მომატყუე ხო? ახლა რა გინდა რომ გამაბრაზო და მეთამაშო სულ?
-რა ვიცი თამაშები უნდა გიყვარდეს წესით ამხელა ბიჭი ხარ . ცოლი რომ მოგყავს თამაშ არ უნდა იცოდე?
-გოგოო
-ბიჭო-თქო ვერ გეტყვი ამ ხნის კაცს - უკვე ისეტ კარგ ხასიათზე ვიყავი რა გამაჩერებდა, საწოლში „ვკოტრიალებდი „ და ვფხუკუნებდი- ხო მართლა სად მიდიოდი ასე ჩქარა?
-ნაშასთან უნდა ვეთამაშო ..რეპეტიციას გავივლი
-რას იზამ? ლაშა ჯაფარიძე ისე მოგაწყობ თამაში კი არა ..- უცებ ავიჭერი. არა როგორ მომატყუა . ისეთი ხმით მითხრა უცებ დავიჯერე, მაგრამ სიცილის ხმა კარიდან რომ მომესმა და კარზე მიყურებული ლაშიკო დავინახე . დიდი სიჩქარით წამოვვარდი და აივნისკენ დავიწყე სვლა. ისე მიყურებდა მეგონა მომკლავდა. არა კესარია არ შეცდე მწვანე აქ თვალები . ესეიგი მეთამაშება მაგრამ ახლოსაა უკვე, ზედმეტად ახლოს . მგონი დღეს თბილისში 55 გრადუსია .ძალიან მცხელა ,კონდიციონერიც გაფუჭდა თუ რა ჯანდაბაა . ტუჩები გამიშრა, ენის წვერით გავისველე და ცივ მინას ავეკარი ზურგით, ეს აივნის კარი რატომ მაქ დახურული რა არის . ამ სიცივეს რომ ვგრძნობ პენუარი რატომ არ მშველის? პენუარი? სადაა პენუარი საცვლების ამარა ვდგევარ, აივნის კარზე აკრული, ჩემ წინ კი ლაშა იდგა. მაგრამ ისე მიყურებდა მინდოდა ის თვალები დამეკოცნა . ტუჩზე ვიკბინე , ხელისგულები გამიოფლიანდა , რამდენიმე წამში ლამის მოვკვდი. აქამდე რატომ არ მემართებოდა ასე? რა არის ბეჭედი გავიკეთე და დამეწყო მოჩვენებები?
-ვიღაც მეუბნებოდა თამაში არ იციო ხო?- ვაიმე ღმერთო ეს რატომ ლაპარაკობს ,იმ მწვანე თვალებს რომ მიჟუჟუნებს და სულს მიხუთავს არ იყო საკმარისი?
-მე .. მე ვთქვი ეგ? -ძლივს ვთქვი და ნერწყვი ძლივს გადავყლაპე, ცოტაც და ხმა ჩამიწყდებოდა ,თუ ჩამიწყდა უკვე . რა გჭირს კესარია? ამ გიჟმა როგორ უნდა დაგჩაგროს ჰა? მაგ გიჟზე დიდი გიჟი მე ვარ . მაგრამ არ შემიძლია ,რაღაც მეწვის საშინლად წელი და უკვე ზემოთ ინაცვლებს წვა, ყელიც მეწვის . თვალები მელულება , მგონი სიცხე მაქ .გუშინ იმ ცივ წყალში არ უნდა მებანავა, აი სიცხე მაქ უკვე . - კესარია - ვაიმე ღმერთო ახლა გამომაფხიზლე თორემ შეიძლება ჩემი ხუმრობა, იმის შესახებ რომ გიჟი ვარ, რეალობად იქცევა და რაღა ამან უნდა გამაგიჟოს -კესო
-ჰო- რაღაც ბგერები წამოვიკვნესე თუ წამოვიკნავლე რა ვიცი რა იყო . მუხლებიც მიკანკალებს .ისე ახლოსაა სხეულზე მეკვრის . ხელი ისევ ჩემს წელზე აქვს და უნდა მაკოცოს? ხო სუნთქვას ტუჩებთან ვგრძნობ . რამდენიმე წამში სიცარიელეს ვგრძნობ და იმედგაცრუებული ვიხედები. ლაშიკო საწოლზეა წამოგორებული და იცინის . უფრო სწორედ დამცინის . მე დამცინის ანუ ..ის მე .თან დამცინის
-რა? ასე რატომ მიყურებ ? რამე უნდა გამეკეთებინა და არ გავაკეთე?
-ლაშა ჯაფარიძე ქორწილს ვერ მოესწრები ისე გამოგასალმებ სიცოცხლეს ეს .. ეს რა იყო რა გააკეთე წეხან ან შემოსვლა რა იყო ან ან ის ...- ხელებს უმისამართოდ ვიქნევდი და ხმის დაბრუნებას ვცდილობდი. წყლით სავსე ჭიქა გამოვცალე და უკან დავდე.
-შეგიძლია დიდხანს იყო მაგ გამჭვირვალე საცვლებით მე არ მაქ პრობლემა არანაირი- კი არ მიპასუხა რაც ვკითხე იმაზე , თემა გადაიტანა. ამას რა ჰქონია რომ არ ვიცი როგორ ვარ? არა საერთოდ არ მახსოვდა მაგრამ . შენ გაჩვენებ მე გაგიჟება როგორ უნდა . ძალიან მშვიდად წავედი საწოლისკენ, ავცოცდი და ზემოდან მოვექეცი. აი თქვენ უნდა გენახათ ნერწყვის ყლაპვა და ტემპერატურის მატება იმ წამიდან
-დიდხანს ვიქნები ან შემიძლია სულ გავიხადო... საწინააღმდეგო ხომ არ გაქვს რამე- ყურთან ვუჩურჩულე და იქვე ვაკოცე . ვაიმე რა სურნელი აქვს ცუდად ვარ . აქამდე ეს რატომ ვერ გავიაზრე რამ გამაგიჟა . საქართველოს ჰავა მჭირდებოდა?
-არა რა საწინააღმდეგო ...უბრალოდ ვერ გიყურებ -წამოიწია ბიჭი. ოჰ ახლა მოგინდა კოცნა? წეხან არახერსაყრელ პოზაში ვიყავი თუ რა
-აბა?
-მოვიფიქრებ რამეს - ისე უცებ მომხვია ხელი და მომექცა ზემოდან აზრზე ვერ მოვედი. ასე უცებ როგორ მოძრაობს რა არი ?-აი მაგალითად - ქვედა ტუჩზე იკბინა და თითით რაღაც ფიგურა მოხაზა მკერდთან -მაგალითად მოვიფიქროთ როდის გადმოხვალ ჩემთან- უცემ წამოდგა და ისე შემომხედა თითქოს მაგაზე ვფიქრობდი ამდენი ხანი. ეს რას მიკეთებს ახლა. მე თამაშ ვუთხარი თუ წამება . ეს უკვე ეს სასტიკი წამებაა
-ნერვები დამაწყვიტე უკვე - მაისურის საყელოში ვწვდი და ტუჩბზე დავეკონე. რა მინდოდა რა მაგიჟებდა ვერ დავეტიე ჩემთვის? იცოდა ბიჭმა რომ გაუტევდა და არ მკოცნიდა .კარადას მიმაყრდნო და ხელები წელზე შემიცურა. სათითაოდ მიკოცნიდა ქვედა და ზედა ტუჩს . იდიოტი რომაა და კარი არ დახურა კი გაიგო დედაჩემის კივილის ხმა და ამხელა კაცი დარცხვენილი იდგა სასიდედროს წინაშე რომელიც სულ რაღაც მეორედ ნახა და პირველი იყო სასიძოს რანგში. მე კი ორმაგად გამარჯვებული ატლასის მოკლე ხალათით დავფრიალებდი
-ვაიმეეე რა არის ეს კესარია რა დღეშ ხარ- უცებ შებრუნდა და ზურგით დადგა
-დედა სახლში თუ იყავი ვერ შემოხვედი აქამდე? ნაბახუსევზე ვარ ვკვდები
-გეტყობა როგორც კვდებით - თვალები გადაატრიალა და უცებ დამიბღვირა- რა გაცინებს გოგო რა
-აბა ვიტირო ? - მხარზე დავეყრდენი ლაშას და ყელში ვაკოცე
-ქალბატონო სალომე ...
-არ გინდა გენაცვალე შენ რა შუაში ხარ ესაა გადარეული . გავალ მე და იმედია ჩამოხვალთ დროულად. სასაუზმოდ გელოდებით .ლილეც მოვა მალე ქორწილისთვის მზადებას ვიწყებთ
-ახლავე ჩამოვალ დედუცი
-გიჟი ვაიმეე სულ გაგიჟდება ეს რო გათხოვდება- ქოთქოთით წავიდა ჩემი საყვარელი დედიკო მე კი სიცილი დავიწყე .
-რა გაცინებს ვერ ვიტან ეგეთ რაღაცეებს პატარა ბიჭ ხო არ ვარ
-მართალია პატარა ბჭი ხომ არ ხარ მარტო კოცნას რომ საჯერდე- ყელზე მოვხვიე ხელები და კედელს მივაკარი-ახლა დამელოდები როდის გამოვალ სააბაზანოდან და ქვემოთ ჩავალთ
-მე .. წავალ და მერე ვისაუბროთ
-არ მითხრა ახლა მერიდება თქვენთან ევრ ვისაუზმებ სანამ ხელს არ ვთხოვ და უფლებას შეხვედრებზეო
-ნუ დამცინი თორე ..
-თორე რაა- გავუცინე და სააბაზანოს კარი ცხვირ წინ მივუხურე
დიდხანს ვინებივრე სააბაზანოში , თმა კოსად შევიკარი, შორტი ამოვიცვი, მაისური გადავიცვი საკმაოდ დიდი დეკოლტით და გავედი. კეტები მოვძებნე ისინიც მოვირგე და ლაშიკოც წავიყვანე.
-წავალ რა რა უბედურებაა არც კი ვიცნობ და დილაადრიან სასაუზმოდ როგორ დავრჩე ასე დაუპატ..
-შენ ევრ გავიგე ჩემმი საქმრო ხარ თუ მეზობლის მოდი აქ და მორცხვი ბავშივით ნუ იტუზები შენი ჭირიმე რა- ლოყაზე ხმაურით ვაკოცე და ასე შევედით მისაღებში.-დილამშვიდობის როგორ ხარ რძალო?- ლილეს ვაკოცე. ღმერთო რა ნაზი და მორცხვია ეს გოგოო? ახლა მესმის ამდენი ხანი რატომ არ თხოვა ხელი . გასაზრდელია ბავშვი აშკარად. როგორ მიყვარს ეს გოგო. 20 წლისაა მაგრამ მე უფრო გიჟი ვარ .
-კარგად კესო შენ?
-მე არაჩვეულებრივად . მამიკო დილამშვიდობის სამსახურში არ ხარ? რა საინტერესოა ?
-დილამშვიდობის ჩემო ლამაზო . სიძეც მოგიყვანია როგორ ხარ ლაშა?
-გმადლობთ თავად?-ვაიმე ჩემი ზრდილობიანი ბიჭი რა საყვარელია. და საერთოდ რამდენჯერ ვთქვი დილიდან „რა საყვარელია“ რა უბედურებაა ეს .
-რა ვიცი ერთდროულად რძალიც მოგვყავს, გოგოც გვითხოვდება და არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ წინასწარ ვლოცულობდე თქვენს გამო ერთი ამას რომ მიყვება და შენ ხო საერთოდ
-არა რა რომ ვეჩხუბები კესოს არაა ბავში დამნაშავე მამაა მასხარა ამხელა ექიმი კაცი და შვილიც იმას ჰგავს
-აბა რა სალო შენ კი გგავს გიო მშიდი- მამამ ისე უთხრა სიცილი ვერ შევიკავე და გიოც კი იცინოდა
-შეგრცხვეს ჯერ მაინც მოგერიდოს პირველადაა ბიჭი ჩვენთან
-ამას კესარია მოჰყავს ცოლად და მე გავაკვირვებ? გამორიცხულია
-ტყუილად ლაპარაკობთ , არ გადაიფიქრებს მაინც- მშიდად ვთქვი და მაგიდასთან დავსკუპდი ლაშიკოს გევრდით.
მხიარულად ჩაიარა საუზმობამ, ლაშიკოც გაშინაურდა . ალეკოსთან ვინ მოიწყენს , სალოც საუბრობდა . ლილე და გიორგის ქორწილზე დავიწყეთ საუბარი. როგორც აღმოჩნდა ჩემმა ძმამ თავისი გაიტანა და მალე გადახდაზე დაითანხმა უკვე ეს „მებრძოლი „გოგო . მე მიკვრის როგორ დამორჩილდა. პატარა მშიდ ქორწილზე შეჯერდნენ.
-შენ რას აპირებ ქალბატონო თავისტკივილო
-მე დიდ გრანდიოზულ ქორწილს ვაპირებ . ლაშა აპირებს მალე გადავიდე მასთან ასე რომ თქვენც რომ არ მოგაბეზროთ თავი ბარგი არ ამომილაგებია მაინც ბოლომდე და ამ ღამეს მასთან ვიქნები ბარემ- მშიდად ჩამოვარაკრაკე და საცოავი დედაჩემი ხომ დავახრჩე ხველით ყავა გადასცდა. ლაშას თვალები გაუბრწყინა,ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. გიორგის გაეცინა. ალეკო კი დუმდა
-შვილო დარწმუნებული ხარ?
-მე მეკიტხები თუ ამას- მეც არ დავიბენი და უცებ ვუთხარი’
-რა თქმა უნდა ლაშას - აი მამაც ამას ჰქვია რა
-ვაიმეეე გავგიჟდე შეიძლება რა ხალხი ხართ საერთოდ. ბარემ რომ დაქორწინდებით მერე გადახვდიე არ შეიძლება?
-ხო რა ვიცი შენ თუ დილით გინდა ..
-გოგო!
-ვაიმე დედა რა პრობლემაა რა ლილე გყავთ მორცხვი ვერ გადმოდის ქორწილამდე უტყდებათ ამათ თორე მე ხომ იცი სტერეოტიპების დამცველი არ ვარ
-არა ლილეს რას ერჩი მშიდი და წყნარი რომაა, სენსავით გიჟი და უზრდელი რომ არაა ?
-ვაიმე მე რას ვერჩი რა გინდა დედა?ცუდი რა ვთქვი?
-კესარია სანამ ცოცხალი ხარ და დარჩა ლაშა თავისუფალი მორჩი
-უიმე რა იყო შენ კიდე . წავედით ჩვენ ბარგს ჩავალაგებ დრო არ იცდის
-მოიცადე გოგო დაჯექი მანდ! -უცებ გამაჩერა სალომემ . ისე მივეყინე ადგილზე დამჯერი შვილივით თავი ვერ შეიკავა და გაიცინა- როდის გეგმავთ ქორწილს მაინც მიახლოებით. ხომ უნდა მოემზადოთ ათასის აქმეა დიდი თუ გინდა მაშინ საუკეთესო უნდა გამოვიდეს ყველაფერი
-ვაიმე დედა რა მნიშვნელობა აქ მაცადე გადავალ და მერე მოვიფიქრებთ რიცხვს ამ სიცხეში რამექორწილება
-ღმერთო უშველე რა იქნება
-რო არ მშველის ვერ ხედავ? 28 გავხდები მალე .აიი რომ გავხდები 28 მაშინ ვიქორწინებთ აბა ჯერ პატარა ვარ მე .ლაშ თანახმა ხარ?
-ერთ კვირაშია კესარია და როგორ
-ერთ კვირაშია ჩვენი ქორწილიც და ..
-ხოდა ორი დღით გადმოწევთ და ერთად ვიქორწინებთ უბრალოდ მშვიდი ქორწილი თუ გინდათ არ იქნება . ან გადავკეტავ ტერიტორიას მე თავზე დავიმხობ დარბაზს თქვენ ნაზი ,ჰარმონიული ცეკვით შემოიფარგლეთ
-ლილე რა ვქნათ
-მე თანახმა ვარ-ვაიმე ეს გოგო რა სიცოცხლეა . ჩემ ძმას კი არა მეც მინდა ვაკოცო .
-ვა თე გენათალე რძალო. მოგვარდა საქმე ? მოგვარდა წავიდეთ ? წავიდეთ ნუ ლაშიკო შენ თუ არ რჩები აქ
-ბარემ რომ ვიქრწინებთ მერე რომ გადმოხვიდე? სახლში რემონტი არ დასრულებულა კიდე და ბარემ დავაჩარებ ქორწილამდე დასრულდება , კიდე რაღაც საქმეებია და არ მინდა ...
-ესე იგი არ გინდა რომ გადმოვიდე? ძალიან კარგი ერთი კვირა არ მომეკარო გავბრაზდი
-ვაიმე შვილო ასეთ ბიჭს როგორ შეაყვარე თავი
-აუუ დედაა რას მეკიტხები როგორ შეიძლება მე არ შევუყვარდე ვინმეს - ჩვეული ფრაზა ვუთხარი და სულ გადავრიე ჩემი დედიკო. მერე ვაკოცე და მოლბა
-წავედით
-შენ არ შემეხო რა . გაბრაზებული ვარ - ზურგი ვაქციე და კიბეები ავირბინე . ისიც უკან გამომყვა. არა ხომ ვამბობ საყვარელიათქო.
-კარგი რა კესო . ვერ ვხვდები აქამდე ...
-რა არ მიყვარხარ და მაინც რატომ მინდა გადმოვიდე? მინდა და რა ვქნა ვერ ვიტან გადადებულ საქმეს. სულ რაღაც ხდება და რა ვიცი იქნებ რამე მოხდეს ცუდი
-კარგი რა რა უნდა მხოდეს. მაშინ ბინაში წავიდეთ. რემონტდდება სახლი და იქ როგორ იცხოვრებ. ხმაურია, მტვერი გაბრაზდები და ვერ დაისვენებ. ავეჯიც უნდა გამოვცვალო ყველაფერი შევცვალო. ქორწილის საქმეც მოსაგვარებელია. რას აიკვიატე ეს დიდი ქორწილი
-მე ავიკვიატე? შენ ხომ თქვი მიყვარს დიდი ქორწილებიო- ყელზე მოვეხვიე და ქვემოდან ავხედე
-მოიცა ეგ გახსოვს და იმიტო თქვი?
-ხო აბა მე არ იცი რა არარომანტიული ტიპი ვარ? სულ არ მაინტერესებს ქორწილი. შემიძლია ხვალვე მოვაწერო ხელი და დავიწერო ჯვარი . მარა რემონტიო და იატაკზე პირველი ღამის პერსპექტივა არ მომწონს
-ერთი კვირა რა . მუშებს დაველაპარაკები და თავად მოაგვარებენ ყველაფერს . თან თაფლობის თვე ხომ უნდა გვქონდეს და წავიდეთ ჩემთან მთაში ,იმერეთში მაქ სოფელი . ბებოსაც გაგაცნობ გაგიჯდება სიხარულით .ხელსაც არ შეგვიშლის მაინც მოდის მამიდასტან ერთად საირმეში მთელი თვით - უცებ გამანდო გეგმა და ცხვირზე მაკოცა- თანახმა ხარ?
-კი და როდის დავიწეროთ ჯვარი?
ახლავე დავრეკავ მოვაგვარებ საქმეს და ხვალვე ნუ თუ კაბის ამბავს მოვაგვარებთ
-კაბა მოგვარებული მაქ ნუ ღელავ . ჩემებს ხვალ ვუთხრათ პირდაპირ წამოვიდნენ თორემ გაგიჟდება დედაჩემი
-როგორც შენ გინდა . ახლა მაკოცე თორემ ისე ვერ წავალ
- დიდუუუუუ ქორწილამდე კოცნა ვის გოუგია ბოშოო ხო მომეჭრა თავი ამ პატარა ბავშვს -ისე მოვშორდი კივილით ლაშა გაოგნებული მიყურებდა. მერე მობეზრდა ჩემი სპექტაკლი და მაკოცა.
-ხვალამდე - უცებ მომშორდა და გაუჩინარდა.
აი ცხრაჭკუა ვარ რა. ცოტა ხნის წინ დიდი ქორწილი მინდოდა, მერე ორ კვირაშ დიდი ქორწილი ჩემს ძასთან ერთად, ბოლოს კი მეორე დღესვე ქორწინებაზე შევჯერდით . ფიქრისგან ისევ თავი შევიკავე. ცალაგება დავიწყე ,კაბა გავამზადე და დავიძინე. დილით დამირეკა ლაშიკომ. მითხრა რომ ერთ საათში გამომივლიდა და მეც სწრაფად მოვემზადე, თმები გავიშალე , მოკლე თეთრი სარაფანი ჩავიცვი, ფეხზე იმავე ფერის მაღლები . ძალიან მსუბუქი მაკიაჟი და მზად ვიყავი. ქვემოთ ჩავედი ლაშიკო უკვე ჩემს მშობლებს ესაუბრებოდა, სალომე მომვარდა იმ წამს თუმცა ალეკომ უკან გაიყვანა და გაიცინა
-მზვითის მომზადებას ვერ ვასწრებთ და გაბრაზდა
-აუ მა ავიდეტ რა დროზე არ გადავიფიქრო უცებ
-გადაიფიქრო თუ მან არ გადაიფიქროს
-ნუ როგორც არის -ლაშიკო შევათვალიერე, ღია ფერის ჯინსი, კეტები, ცისფერი პერანგი და საყვარელი ღიმილი. იცოდა რა ვიცი რომ იცოდა ასე საყვარლად რომ ვიქნებოდი . ასე იყო თუ ისე ავბარგდით. ყველას შეატყობინეს ვინც საჭირო იყო . ეკლესიაში შესვლისას ვიგრძენი როგორ მიფართხალებდა გული, მუხლებში ძალა წამერთვა, არ ვიცი როგორ მივედი საკურთხევლამდე. ერთი ვიცოდი ლაშას თვალებში ბედნიერებას ვხედავდი და ყველაფერი მავიწყდებოდა. რამდენიმე წუთში ღვთის წინაშე ცოლ-ქმარი ვიყავით .
საღამოს კი რესტორანში ავღნიშნავდით ამ ამბავს. ჩემს ირვლივ იმდენი წყვილი იყო , მეც ვბედნიერდებოდი და უფრო მხიარულად ვაგრძელებდი ამ მნიშვნელოვან დღეს, რომელსაც დარწმუნებული ვარ არასდროს ვინანებ. სულ რომ ვერ შევიყვარო ლაშა ისე როგორც მას ვუყვარვარ, ის გრძნობაც საკმარისი იქნება რასაც მის მიმართ განვიცდი. ვალსს ვცეკვავდით, მიყურებდა და არაფერს ამბობდა, შემდეგ კოცნა მოითხოვეს და ისე ნაზად მეამბორა ჟრუანტელმა დავიტოვა. არ ვიცი რა მემართება ,მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ ბიჭს აქამდე რომ ეცადა დიდი ხნის წინ შემიპყრობდა სიყვარული თუ არა ვნება მაინც. ახლა კი ვგრძნობ რას ვკარგავდი ამდენი ხანი. 28 წლის ქალი არა მარტო ხასიათით, ქალური გამოცდილებითაც 20 წლის რომ ვიყავი ეგ საერთოდ არაა კარგი ამბავი მაგრამ ვისწავლი ნელ-ნელა .
ლაშიკოს მამიდა ისეთი თბილი და კარგი ქალია .უკვე საშინლად შემიყვარდა. ჩემი გოგონები ბრწყინავდნენ. მართალია ჯერ არც-ერთი არაა ფეხმძიმედ მაგრამ მუშაობენ და მატება იქნება მალე ჩვენს დიდ ოჯახში გული მიგრძნობს. რაც შეეხება ჩემს ბარტყებს ოთხნი არიან სხვათაშორის. თორნიკეს ვაჟკაცები დამიანე და ლუკა . ანდროს დედოპალი მარიამი და ვატოს პრინცესა კესანე-რომელიც ჯერ მხოლოდ სამი წლისაა და უკვე ძამიკოს ელოდება. ლიკუნა გაბერილია უკვე და ძლივს მოძრაობს. მალევე წავიდნენ , თქვენ წარმოიდგინეთ პრობლემა არ შემქმნია მათი იქ ყოფნის გამო, ლაშიკო კიდე ეჭვიანი არაა . ალბათ ზედმეტად კარგად მიცნობს მითუმეტეს ახლა იცის რომ არასდროს ვუღალატებ .
იმდენი ვიცეკვე იმ საღამოს უკვე ვეღარ ვსუნთქავდი. რამდენიმე ჭიქა რომ არ დამელია მოვკვდებოდი, ლაშიკოც სვამდა .მართალია არ გათიშლა, არც ძალიან მთვრალი იყო მაგრამ აშკარად ჩემზე ბევრი დალია. რაც მთავარია ჩემს ბიჭებს ძალიან დაუახლოვდა და ეს მახარებდა .
საღამოს დასასრულს გიჟმაჟუნა სოფიკომ განცხადება გააკეთა , ჩემი მთვრალი ცოტნიკო სულ გაითიშა და შოკირებული ვერ მოდიოდა აზრზე
-ჩემო საყვარელო მეუღლევ მინდა გითხრა რომ თითქმის სამი თვის ფეხმძმე ვარ იმის წყალობით რომ მივლინებაში ბრძანდებოდით ორი კვირით ,ვერ მოვახერხე მეთქვა . რომ მეძახოდი გასუქდი ცოტა ჭამეო სჯობს ბევრი რამ მომიტანო ჩვენი ბავშვი ჯანმრთელი რომ დაიბადოს . -ეს ყველაფერი გაძლიერებულ ჭამაზე ცოტნეს კომენტარს ისე მიაყოლა ბიჭი შოკში ჩააგდო.
სიხარულით აღარ ვიყავით, ვგიჟდები ბავშვებზე და ფეხმძიმობა ქალის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდად მიმაჩნია. ლაშიკოს ჩავეხუტე და ყელში ვაკოცე . ჭაობისფერი თვალები უბრწყინავდა,მე კი მათ ელვარებაში ვიკარგებოდი .
-ბავში მინდა- არა რამ მათქმევინა ეგ იმ წამს . გაიცინა გიჟმა და ყელში მაკოცა
-დავიწყოთ მუშაობა მერე თუ გინდა
-ხო?
-ვაიმე ამხელა ქალი რა სულელი მყავხარ- ხელები ძლიერად მომხვია და თავზე მაკოცა .
აივანზე ვიდექი გოგონებთან ერთად . სოფოს მუცელს ვაკვირდებოდი ცოტა გაზრდილი იყო სულ ცოტა. როცა სიცილით მითხრა
-ქალბატონი ცოტა ხანში ჩვენც წავალთ გამოთვრნენ ბიჭები და თქვენ აღარ მიდიხართ?
-ვაიმე ეს გაპარვის ცერემონია რა ხამობაა გაიქცევა სადმე?- ანაბელმა თქვა და გაიცინა . ამას მოვკლავ
-ნუ ახლა ბევრი კი ეცადა მაგრამ ვერ გაექცა ზოგ ზოგიერთის მკლავებს
-ვეცადე რა ეხლა უბრალოდ არც მინდოდა გაქცევა ალბათ- ანაბელმა ტუჩზე იკბინა და ბიჭებთან მჯდომ ქმარს შეხედა ,იქედან რომ ბურღავდა თვალებით
-თქვენი არ ვიცი და ჩვენი წასვლის დრო მოვიდა
-მოკლედ რა ამდენ გადარეულს რა ეშველება -ჩავიფრუტუნე ჩემთვის და ანაბელს ვაკოცე
-კარგად. დამირეკე ხოლმე , მთელი თვე სოფელში იქნებით? ტყე ბუნება მეტი რა გინდა
-ვაიმეე ამას ენა ამოგლიჯეთ ვინმემ რამ გაგატუტუცა ამხელა ქალი
-რა ამხელა 26 ვარ
-ოჰ რა პატარა ხარ აკვნის დარწევა გჭირდება . გადი გამასწარი მიხედე შენ ქმარს თორე ისე გიყურებს მგონია რომ შიშველი დგეხარ
-რო აღარ შემომხედავს ეგრე მერე ცუდად მექნება საქმე- სიცილით თქვა და წავიდა.
-რას რას და ამათ ერთად ვერ წარმოვიდგენდი- სოფომ თქვა სიცილით - ისე როგორ ვერ წარმოვიდგენდი , პირველად რო მითხრა კი გავიფიქრე ასეთ კაცს არ გაუშვებს ხელიდანთქო მაგრამ რომ გავიცანი ცოტა შემეცვალა აზრი. კი მოარჯულა ჩვენი გოგო
-ერთი შენ არ გეშველეა არაფერი -ანასტასიამ თქვა და ღვინის ჭიქა გამოცალა
-რა გჭირს რძალო? დღეს ბევრს სვამ რაღაც
-არაფერი !
-ვის ატყუებს ჰკითხე ერთი მე თუ შენ
-რა ხდება ტას?
-თითქმის ექვსი თვეა ერთად ვართ მე და ანდრო .მე ...მე ძალიან მინდა ბავშვი მაგრამ ხომ ხედავ არაფერი გამოდის აღარ ვიცი უკვე რა ვქნა
-ეს ახლა ნორმალურია? ექვსი თვეო ისე ამბობს ვითომ მთელი საუკუნეა . წლამდე არაა საგანგაშო მე როგორც ვიცი ნუ თუ ვერ ისვენებ მიდი ექიმთან აქ მყავს გინეკოლოგი მეგობარია ჩემი ,იქ სწავლობდა უნიში და ვიცნობდი - უცებ მივაყარე და ჭიქა გამოვართვი- რას სვამ გოგო რო არშეგიძლია მიხვდი - მე დავლიე და ამოვისუნთქე- უჰ მეც ვთვრები მგონი
-არა დღეს რა დროს დათრობა იყო - სოფომ ისევ განაგრძო სიცილი თან ტასოს ეხვეოდა- უთხარი რო ცუდია ორივე მთვრალები რომ იქნებიან , აღარ ემახსოვრებათ პირველი ღამე .ჩემი პატარა გოგო , ყველაფერი კარგად იქნება
-ყველაფერი ანდროს ბრალია - უცებ გავიცინე და თმა ავურე ტასოს - არ მუშაობს ეტყობა ისე როგორც საჭიროა
-ოოო კაი რა კესარია- გაეცინა მაინც .ბოლოს სამივე ვკისკისებდით და მოვიდნენ კიდეც ჩვენი ბიჭები . ყველა თავის ცოლს ჩაეხუტა,ვაიმე ისეთი საყვარლები იყვნენ , ბიწები მთვრალები . ცოტნე დამუნჯებული ემოციის გამო , ანდრიკო კი როგორც ყოველთვის თვალებით ბურღავდა ცოლს , ისიც წითლდებოდა და თვალებს უბრიალებდა
-რას ჭორაობთ ამდენს რომ დაგვტოვეთ მარტო- ანდრომ შემომხედა და თვალები გადაატრიალა
-ჩემი ბედოვლათი ძამიკო სადაა?
-ლილე წაიყვანა
-ვაიმე ეგენი სადმე დარჩენილიყვნენ ბოლომდე და ეგულავათ მეტი არ მინდოდა არაფერი. როგორ მიკვირს ვის გავს ეს ბიჭ ასეთი ან ეს გოგო სად იპოვა ზუსტად სიეთი როგორიც უნდოდა
-კი არ იპოვა გენაცვალე იმდენით პატარაა ლილე გაჩნდა პირდაპირ, შეუკვეთა და გაჩნდა
-რა ჭკვიანი ხარ შე ჩემა
-ძაანაც ჭკვიანი ვარ რაც მეხერხება კი ხედავთ აგერ სულ მოკლე დროში ,ისე ნეტა გოგოა თუ ბიჭი .პირველი ბიჭი მინდა
-ოჰ რატო ვითომ გოგოს რას უწუნებ
-კაი დამშვიდიდ არაფერს ვუწუნებ უბრალოდ ბიჭი მინდა რა ,გოგო უფრო ნაზია სიფრიფანა და ცოტა გამოცდილება ხო უნდა მქონდეს
-ბიჭს გატრიალებინებ ხელში შენს ჭკუაზე მეტი საქმე კი არ მაქ -აუ დაიწყეს ამათ ისევ . არა მგონი რომ არ ჩხუბობდნენ არც იქნებოდნენ ერთად, სასაცილო ის იყო სოფო რომ აშკარად ნერვებს უშლიდა ჩემი ბოთე ცოტნიკო კი ბოლოს გაიყურსა და აკოცა
-კარგი შენ როგორც იტყვი დედოფალო
-აი ასე . დედოფალს ახლა უნდა მანგო სიგიჟემდე
-მანგო? მანგო სად ვიშოვო ახლა
-მე რა ვიცი სად უნდა იშოვო .ფაქტია რომ მინდა და შედეგიმჭირდება
-აუ ლაშა ამათთან რო გადავიდეთ არ გინდა? ნახე კომედიაა ცოცხლად - ლაშიკოს ჩავჩურჩულე ჩუმად, და ორივეს გაგვეცინა მაგრამ გაიგო ცოტნემ
-ახალდაქორწინებს ახლოს არ ვეკარები მითუმეტეს ბავშვს ვერ შევაწუხებ ამ ეტაპზე და სულაც არ მინდა ფსიქოლოგიურად გამანადგუროს ზოგ ზოგიერთის კვნესა- ოხვრამ- ეს ენამწარე . რა იყო ახლა ეს , აქამდე ასე არ მეხუმრებოდა და დღეიდან ესეც უნდა ავიტანო? უზრდელი !
-შენ ქმარს მანგოზე კი არა ჯოჯოხეთში გავაგზავნი პირდაპირი რეისით ვატყობ მე - სოფოს გადავხედე რომ ვეღარ სუნთქავდა სიცილისგან, მერე ანდროს და ტასოს დავუბრიალე თვალები-სასაცილოს რას ხედავთ. ისე არც თქვენ ხართ დიდი ხნის დაქორწინებულები
-ხო არ ვართ. ეგ კაი გამახსენე -უცებ აიტაცა სიტყვა ანდრომ და წინ გაუშვა დაბნეული ანასტასია- მე და ტასოს სათათბირო გვაქ რაღაც საკითხზე და თქვენის ნებართვით წავალთ. კარგად ბრძანდებოდეთ .
-მოიცა შე ჩემა ჩვენც მოვდივართ
ასე და ამ რიგად ყველანი ერთად წავედით. ლაშიკოს მანქანაში ჩავჯექი და თვალები დავხუჭე. დაჯდომისას ვიგრძენი კუნთების ტკივილი, იმდენი ვიცეკვე მგონი ძლები აღარ მაქ საერთოდ .ლაშიკოსკენ გავიხედე და მის პროფილს დავაკვირდი
-დაიღალე?- თბილად გამიღიმა და სახეზე მომეფერა
-აჰამ -თავი დავუქნიე და გავიტრუნე . სასტუმროს შესასვლელთან გააჩერა, გადმოვიდა კარი გამიღო და ხელი გამომიწოდა. მეც ჩავეჭიდე მის ძლიერ ხელს და გვერდით გავყევი. ლიფტში შევედით და სულ ბოლო სართულზე ავედით . ულამაზესი ნომერი იყო , ახალ დაქორწინებულთათვის შესანიშნავი გარემო ,ყველგან ვარდის ფურცლები ეყარა და უკვე ყელში ამომივიდა სააბაზანოშიც სანთლებს და წითელ ფურცლებს რომ მოვკარი თვალი.
-ნომერი მე არ დამიჯავშნია თორე არ ვეტყოდი ასე მოერთოთ- მაშნვე გამოიცნო ჩემი ფიქრები. რას ვერ გამოიცნობს სახეზე მაწერია ყველაფერი . პერანგის ღილები ჩაიხსნა და დივანში ჩაეშვა- მეც დავიღალე , დილიდან ცალკე საქმემ გამომაცალა ძალა ცალკე ნერვიულობამ - თვალები დახუჭული ჰქონდა, თავი უკან გადაწეული, ხელები კი დივანზე გადაშლილი ,როგორც ყოველთვის ფეხები გაშლილი .
სასაცილო იყო სიტუაცია , ალბათ ქორწინების პირველ ღამეს შემოსვლისთანავე ერთმანეთს ისე ეწებებიან დიდხანს არ შორდებიან და ტრიალებს ერთი ალიაქოთი . ჩვენ კი დაღლილები ვყრივართ და როგორც ადრე ახლაც ვსაუბრობთ . შხაპი მივიღე და ის პენუარი გადავიცვი რომელიც როდის აღმოჩნდა აქ ვერ ვხვდები . ან საერთოდ მე ვიყიდე? აშკარად ლაშაც არ მისაჩუქრებდა ამას იცის ვერ ვიტან მსგავს ვულგარულში გადაზრდილ სამოსს. გარეთ გავედი ლაშა ისევ ისე იჯდა მივუახლოვდი და ყელზე ვაკოცე,უბრალოდ იმდენად გამომწვევი მეჩვენა ცუდად გავხდებოდი რომ არ შევხებოდი . სასმელისგან და ემოციისგან დაბუნდული მზერა მომაპყრო და ლოყაზე იმდენად ვნებიანად მაკოცა არც კი ვიცი რა დამემართა . შემდეგ სააბაზანოში გაუჩინარდა. რომ დავფიქრდი არ ვიცოდი მინდოდა თუ არა მასთან სექს.. რადგან ფიქრობ ესეიგი არ გინდა , რეალურიც იყო რომ არ მსურდა, ამდენი ხანი მასთან ისე ვიყავი როგორც მეგობართან, მსგავს თემაზე არც კი მიფიქრია და ახლა ას ეუბრალოდ როგორ უნდა მქონოდა მასთან კავშირი . ამ ფიქრებში ვიყავი გართული შიშელ სხეულზე რომ ამიკრო ჯაფარიზემ, ისეთი სასიამოვნო სურნელი ჰქონდა ,მოვდუნდი ხელები ყელზე შემოვხვიე და ვაკოცე . საწოლზე დამსვა , ცოტა ხნით მიყურებდა შემდეგ ურალოდ მოაშორა ვარდის ფურცლები რომელიც ასე მაღიზიანებდა და გვერდით მომიწვა .
ხომ შეიძლება ადამიანმა სწორად ვერ გათვალოს, არასწორი არა მაგრამ არც ისე სასიამოვნო და დროული ნაბიჯი გადადგას. ლაშა არასდროს აკეთებს ამას, არც ვიცი როგორ ახერხებს მაგრამ ყოველთვის ხვდება რა მინდა . ახლაც ასე მშვიდად, უსიტყვოდ მომხვია ძლიერი მკლავები და საუკეთესო ღამე გავატარე მის მკლავებში ჩამალულმა . მერე რა რომ არაფერი მომხდარა, იმ ღამით პირველად მეძინა მის გვერდით ცოლის სტატუსით და ეს ბევრს ნიშნავდა. ბედნიერებისთვის ერთი მცირედი ქმედებაც საკმარისია



№1 სტუმარი darina

Vgijdebi me lashikoze rogori tbili, tkvili da sayvarelia, kesuna kidev mishlis nervebs rit ver gaitavisa, rom lashikoze gijdeba, cota echvianoba minda, iqneb mashin.mainc mixvdes rom ubralod sigijemde uyvars chveni lashiko, rogorc yoveltvis ugemrielesi tavi iyo, chemi tkbili gogo xar shen.

 


№2 სტუმარი mia

ვგიჟდები შენს ისტორიებზე.

 


№3  offline წევრი natia-natia

Auu ramagaria dzaan momwons vgijdebi shenze

 


№4  offline წევრი Pepper

რეალურად რომ არსებობდეს ვინმე ლაშიკო ნაირი არ შეიძლება ?
პირდაპირ კაცის იდეალია ნუ ჯერ რაც ჩანს ცუდი თვისება არ გააჩნია მგონი.
მართლა ორივე რა გადარეულიაა <3
ქორწილი ნამდვილად კარგი იყო <3
თბილი და საყვარელი თავი იყო ^^
ველი მომდევნოს <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Vaime ra magari kyoo

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე რა ბიჭია რა ასეთები მსრთლა არსებობრნ? მოკლედ ვგიჟდები ამათზე

 


№7  offline წევრი masu

Lashikoze vgijdebi <3 dzaan magari iko <3

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

Pepper
რეალურად რომ არსებობდეს ვინმე ლაშიკო ნაირი არ შეიძლება ?
პირდაპირ კაცის იდეალია ნუ ჯერ რაც ჩანს ცუდი თვისება არ გააჩნია მგონი.
მართლა ორივე რა გადარეულიაა <3
ქორწილი ნამდვილად კარგი იყო <3
თბილი და საყვარელი თავი იყო ^^
ველი მომდევნოს <3


რავიცი მე არ ვიცნობ ეგეთს და სადღაც იქნება ალბათ wink wink wink ყველაზე მეტად მომწონს ჩემს გმირებში ჯერ-ჯერობით. მერე რა ვიცი რა მომივა აზრად wink

 


№9  offline წევრი თათულიTN

მაგარიააა!!! ჩემი შოკოლადი გოგო ხარ რა love ლაშიკოზე ჭკუა მეკეტება უკვე ისეთი საყვარელია love

 


№10  offline მოდერი bibo

vaime ai ragac saswauli xar shen xar sityvit aguwereli atmis bususi da sazamtros kurka:******vgikdebi shenze me saocreba xar mangov da qoqosis wvenooo:*****ai ragac es lasha cudad mxdis guls miporiaqebs da gulis dzaps minerviulebs baga bugi daga dugi da daqa duqi chaqa chuqi gaq am bichis moqmedebasss vai ragac ideali kide advili natqvamia bichi saocrebaa ragac guls cudad mixdis da dagedebi me shen icodeee da ara mai simon kai saqcieli :*****kaliochee ubralod ar minda dzan damichagro da su yvelaperze xuchos tvali minda velurulic da agviraxsnilic mashinn gadmovagdeb sheni motxrobida davisakutreb marto chemia da ar dados arvin aluchis kurkav am bichs tvali tore mivachikart mivaniskart mivachaquch mivakaliii ase rooo kalioche ar daedos chem bjchukunios tvali.chito vapren shenze rato xar aseti saocreba rata rata me miketeb amas ux.chemo doxrukulooo kartioshkav .....kidooo gebjalia mabodebs shenzee mee :**********chemi xarcho gogo xar ahen da udidesi tavebi dade chemo mchado da yvelo :******

 


№11 სტუმარი mari mishidze

love shemiyvardi shenc da es istoriac

 


№12  offline წევრი კალლ აია

❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent