შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულ გაგიჟდა ეს ახალი თაობა!!! (თავი მეორე)


31-03-2016, 23:57
ავტორი ჩუმა
ნანახია 2 376

ელენე მაჭავარიანი 15 წლისაა, მეათე კლასელია, სწავლა უყვარსთქო რომ გითხრათ მოგატყუებთ, თუმცა სულ სწავლობდა, ნათელა რომ არა შეიძლება არც ესწავლა, დედა და მამა ექიმები ჰყავს, არასდროს არიან სახლში, დედა ქირურგია, მამა კიდევ მთავარი ექიმი იმავე საავადმყოფოში სადაც დედამისი. უყვარს ხალხთან ურთიერთობა, თუმცა არავის ენდობა ნათელას გარდა ისე რომ ყველანაირი საიდუმლო გაანდოს, ძირითადად ბიჭებთან ერთადაა, ფეხბურთი უყვარს და ფრენბურთი. კალათბურთის თამაში არიცის და დიდი სურვილი აქვს ისწავლოს თუმცა ჯერ პერსპექტივა არ ჰქონია. შეყვარებული არასდროს ჰქოლია თუმცა ბევრი ბიჭი მოსწონებია, არ თვლის კატასტროფათ იმას რომ შეყვარებული არ ჰყოლოა, რა ეჩქარება ჯერ 15 წლისაა და მთელი ცხოვრება წინ აქვს. პატარაობიდან ნათელასთან იზრდება, თავიდან ძიძის როლს ასრულებდა ნათელა, შემდგომ კი ისე შეეჩვია მეგობრები, ბებია და შვილიშვილი, და და ძმა და უფრო ახლობლებიც კი გახდნენ ერთმანეთისთვის, ნათელამ იუარა როდესაც წამოიზარდა ელენე ფულს ვეღარ ავიღებო მაგრან ელენემ დაარწმუნა რომ იმ ფულით მაგრად გაერთობოდნენ. მართალია მათ შორის დიდი განსხვავება იყო, სულაც არ მოსწონდა ახალგაზრდული სტილი ნათელას მაგრამ ესეც მიაჩვია ელენემ, ნათელას ქმარი დიდი ხნის გარდაცვლილია, პატარები ყავდა შვილები რომ გარდაიცვალა და მას შემდეგ თავისით ინახავს შვილებს, ორი გოგო ჰყავდა, ერთი გერმანიაში გათხოვდა ქართველს გაჰყვა თუმცა გერმანიაში ცხობრობდნენ, სწორედ მათი შვილი იყო ნიკოლოზ მაღლაკელიძე. მეორე შვილი კი საქართველოს რომელიღაც სოფელში ცხოვრობდა, შვილები კი არ ჰყავდა. ამიტომ ნათელას ერთადერთი შვილიშვილი გაგიჟებით უყვარდა, თუმცა იშვიათად ხედავდა. ელენედან ნათელაზე გადავხტით და ნიკოლოზზეც მოგიყვებით ცოტაოდენს, ნიკოლოზი გერმანიაში პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობს,მეორე კურსი დახურა და დიდი სიამოვნებით წამოვიდა ბებიასთან დასასვენებლად მთელი ზაფხული, შეყვარებული ბევრი ჰყოლია მაგრამ ნამდვილი გრძნობით არცერთი ჰყვარებია, უყვარს გართობა და ქალები. ორი საუკეთესო მეგობარი ყავს, ერეკლე და გიორგი, თუმცა იშვიათად ხედავს, მთელი ზაფხულის ერთად გატარებას აპირებენ, ვნახოთ რა მოხდება, მეგობრებზე გადავედით და გიორგიზეც გეტყვით რამოდენიმე სიტყვას, 22 წლისაა, ცოლს გაშორებულია და 2 წლის პატარა პრინცესა ჰყავს. ერეკლე კი ჯერჯერობით დაუოჯახებელი 20 წლის ყმაწვილია რომელსაც ისევე უქრის თავში როგორც სხვა თინეიჯერებს თუმცა ზედმეტი ცანცარი არ ახასიათებს.

დილით გაღვიძებულს მშობლები სახლში დამხვდა, ხალათით ვიჯექი და ნახევრად მეძინა სამზარეულოში.
-ჩაი დალიე-დამიდო წინ ჭიქა დედამ
-დილით ჭამა არ მიყვარს-ვუთხარი და უკან გავუწიე ფინჯანი
-გეკითხები გიყვარს თუარა?-წარბი ამიწია მან
-არ დავლევ-ვუთხარი და ოთახშ გავედი, დაგლეჯილი და ტანზე ოდნავ მოშვებული ჯინსი ჩავიცვი, ბიჭის მაისური რომელსაც წინ დიდ მკერდიანი ძროხა ეხატა , ამასთანავე შავი კონვერსები, ჩანთაში ბურთი ჩავაგდე და ისე გავედი სახლიდან მშობლებს ფულის გამო გამოველაპარაკე მარტო, ძირს ნათელას ჩავუარე და თვალებდახუჭულმა შევღე კარი
-ნათელა მაჭამე რა-უკვე დაზეპირებული გზა გავიარე სამზარეულომდე და მაგიდასთან დავჯექი, თავი მაგიდაზე ჩამოვდე და დაველოდე როდის დამიდებდა ჯემიან პურს მაგიდაზე
-ნათელა ბაზარშია გასული-ბოხმა ბარიტონმა დაარღვია მყუდოება
-ერეკლე ხარ? რადღეა?-ისე დავაყარე კითხვები თავი არ ამიწევია
-პარასკევი, ერეკლე ვარ-დამეთანხმა ის
-კარგი წავედი მაშინ სკოლაში შევჭამ-ვთქვი და ფეხზე ავდექი, გარეთ გავედი, ლიფტით ჩავედი ძირა სართულზე, ფეხით გავუყევი გზას სკოლამდე და ისე ცუდად ვგრძნობდი გუშინდელი ლოთობის შემდეგ რომ 10 წუთის გზა ნახევარ საათში გავიარე.
დრო იწელებოდა, თავი მისკდებოდა თუმცა ამის გამო გაკვეთილებს ნამდვილად ვერ გავაცდენდი, მობუზული ვიჯექი გაკვეთილზე, ყველას უკვირდა, მასწავლებლებმა პირჯვარი გადაიწერეს, მერე მიხვდნენ ალბათ ცუდად რომ ვიყავი და თავი დამანებეს
-მაჭავარიანი, დირექტორთან-გავიგე მანდატურის ხმა და თავი წამოვყავი
-არაფერი დამიშავებია-ვუთხარი გაოცებულმა
-ხოდა მაგიტო შეხვალ-თვალები მიბრიალა და კლასი დატოვა, ზლოზინით ავდექი ფეხზე და მეოთხე სართულიდან დირექტორის კაბინეტისკენ ანუ პირველი სართულისკენ დავიძარი, იქ მყოფ 3 აყლაყს რომ მოვკარი თვალი სიხარულით მივვარდი დირექტორს
-ბატონო გელა, კიარადა გოჩა როგორ ბრძანდებით?-ვკითხე და გავიკრიჭე, დავაიგნორე ის რომ როგორც ყოველთვის მისი სახელი შემეშალა და ბიჭებს გავხედე
-სკოლაში 1 კვირა დაგრჩათ მხოლოდ, თუმცა დღეს მოვიდნენ და შენი გათავისუფლება მთხოვეს, ეს შანსი უნდა გამოვიყენო, სკოლა დაისვენებს-ხელები აწია დირექტორმა სიცილით
-ნუგეშინიათ მომავალ წელს ორმაგი ენერგიით დაგიბრუნდებით, ნებართვა მინდა გხოვოთ გაკოცოთ და პაკაა სკოლააა-ვიყვირე, მამაკაცს მივვარდი, ლოყაზე ვაკოცე და ბიჭებს დავუძახე უკან გამომყოლოდნენ, კლასში ქარბორბალასავით შევვარდი მათემატიკის გაკვეთილზე
-ჩაო სკოლა, მე მივდივარ, და ჩემი სახელი კიდევ დიდხანს ემახსივრება ამ სკოლას-ვიყვირე და ჩანთა ზურგზე მოვიკიდე, კვკავ გარეთ გავედი და ერეკლეს რომ შევეჩეხე გავიკრიჭე
-გუშინ რა გააკეთე გახსოვს?-მკითხა წარბაწეულმა, ხელკავი გამომდო და ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯით გასწია გასასვლელისკენ, მითუმეტეს იმისა რომ ჩქარა წასვლას ვაპირებდი
-მაგრად გავილეშე-გადავიხარხარე მე
-მაკოცე!-გამომიცხადა წარბშეკრულმა
-მოიცა ღადაობ? შანსი არაა არვარ ეგეთი იდიოტი ჩემი პირველი კოცნა შენნაირ იდიოტზე დამეხარჯა, პფფ-ჩავიცნე მე და მაღალ სილუეტს ავხედე
-სულ გაგიჟდა რა ეს ახალი თაობა!!-თქვა მკაცრად და ჩემკენ გადმოიხარა,მოულოდნელად მეცა ტუჩებზე და წამებში მომშორდა
-და ძველებიც რომ აგვიყოლია ტო?!



№1 სტუმარი hipo

pirveli var mee

aau dzaan paataraa

 


№2  offline წევრი natia-natia

Au kargia veli shemdegs

 


№3 სტუმარი mari

კაია მალე დადე

 


№4 სტუმარი Giss

Auuuh rakaiaaaa dzaan kaebi xart tqven.^_^••

 


№5 სტუმარი Black

Haha sakaipoa dzaan:D

 


№6 სტუმარი hipo

kai raa male dade ramdeni xania velodebii :((

 


№7  offline წევრი ჩუმა

hipo
kai raa male dade ramdeni xania velodebii :((

სორიიი, დაბიდუბი მქონდა კვირას და ისე გადავყევი მომზადებას და ყველაფერს ვერ მოვიცალე(((

 


№8 სტუმარი hipo

კიდე არ დაგიდია :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent