შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟი და უფრო გიჟი(6)


1-04-2016, 00:00
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 10 881

დილით მისი სხეულის სიმხურვალემ გამაღვიძა. ნახევრად მასზე ვიწექი და ისე ვყავდი სხეულზე აკრული სუნთქვას ძივს ვახერხებდი. სანამ გამოვფხიზლდებოდი ნორმალურად მოვთავსდი საწოლზე, თავი შიშელ მკერდზე დავადე , ხელი მუცელზე მოვხვიე და ვცადე ძილის გაგრძელება, ვგრძნობდი რომ ეღვიძა და მიყურებდა . არ შევმცდარვარ, ფრთხილად ჩამომისვა თითები სახეზე ,იმდენად ფრთხილად რომ ლამის არც შემხებია, უბრალოდ ის მუხტის საკმარისი იყო მისი შეხება რასაც მგვრიდა. შემდეგ დაიხარა და ჩემს ბაგეებს შეეხო ძალიან ნაზად და ფრთხილად .ისე თითქოს ფაიფურის თოჯინას ეხებოდა ,მისი ეს თავშეკავებული ქცევა საშინლად მომწონდა.
-დილამშიდობის ჯაფარიძის ქალო- დილით როგორც ყოველთვის უფრო ბოხი და თბილი ხმა ჰქონდა . გამეღიმა , თვალები გავახილე და პირველი სწორედ ჩემი საყვარელი ჭაობისფერი დავინახე , მათში საოცრად ანათებდნენ რაღაც არსებები და მომნუსხველად ბრჭყვიალებდნენ
-დილამშვიდობის ლაშ- მის მკლავებში უფრო კომფორტულად მოვეწყვე და ჩემ საყვარელ ადგილას ყელში ვაყოცე , სურნელი ღრმად შევიგრძნე და ცხვირი გავუხახუნე - მითქვამს რომ შენს სურნელზე ვგიჟდები ?- ინსტიქტურად ვუთხარი და მისი თითების შეგრძნება დავიწყე სხეულზე რომ დათარეშობდნენ ,მშვიდად და ის კი არ იცოდნენ ჩემში ქაოსს რომ იწვევდნენ
-რატომღაც მივხვდი - ტუჩის კუთხე ჩატეხა და ლოყა საყვარლად ჩაეჩხვლიტა, სწორედ იქ ვაკოცე და მხარზე დავადე თავი
-ნეტა როგორ მიხვდი საოცარია- მეც გავიცინე და ამჯერად მხარზე ვაკოცე .მიყვარს რომ ვეფერები და რა გავაკეთო.
-საუზმეს მოიტანენ ახლა , მერე მოვწესრიგდეთ და წავიდეთ . საკმაოდ შორსაა ქუთაისიდანაც -წამოდგა და სააბაზანოშ შევიდა , მალე გამოვიდა , საუზმეც მოიტანეს მეც სწრაფად წამოვდექი ხალათი უბრალოდ მოვიცვი და ფეხმოკეცილი დავჯექი მაგიდასთან . საშინლად მშიოდა, გუშინ ჭამა ვერც მოვახერხე ნორმალურად . ლაშა მიყურებდა როგორ მოვითუთხნე და იცინოდა, მერე ტუჩიდან მომაშორა ნამცეცი და ვუკბინე
-გოგო ნუ მაიმუნობ დილიდან - „გამიბრაზდა“ და თვალები დამიბრიალა. მეც დასჯილი ბავშვივით შევუდექი შოკოლადის ჭამას,მარწყვ და შოკოლადის ნუსი . უგემრიელესი ნაზავი
-არ ვმაიმუნობს საერთოდ . მე უბრალოდ პატარა ეშმაკუნა ვარ - გავიცინე და შოკოლადით დამტკბარი ტუჩები მის წითელ ბაგეებს მივაწებე. წამებში აღმოვჩნდი ჰაერში და გონს რომ მოვედი მის მუხლებზე ვიჯექი, ფეხები წელზე მქონდა მოხვეული ის კი მთელი მონდომებით მიკოცნიდა ტუჩებს, შემდეგ ყელს .თითებს პენუარის ქვეშ ვგრძნობდი .ტუჩები გამეპო სუნთქვა გამიხშირდა ,საოცრებას მმართებს მისი ერთი შეხებაც კი .ლავიწზე მაკოცა შემდეგ მხრისკენ აუყვა ხალათი მხარზე გადამიწია და გავარვარებული ტუჩების შეხება იქაც ვიგრძენი . თმებში ახლართული თითები მაგრად მოვუჭირე ისე რომ თავი უკან გადავაწევინე და ისევ შეერწყნენ ჩვენი ტუჩები . ღრმად ამოვისუნთქე როცა მოვშორდი და ტუჩის კუთხე ჩატეხა .იცის ამ ცუდმა ბიჭმა რასაც მმართებს და ძალიან კმაყოფილია
-საშხაპეში პირველი მე შევალ თორემ შენ ვერ გამოაღწევ გული მიგრძნობს- უცებ ვუთხარი თითები შიშელ გულ-მკერდზე ავაყოლე და სწრაფად ჩამოვხტი „სკამიდან“ .
-მომკლავს ...ნამდვილად მომკლავს- გავიგე როგორ ჩაილაპარაკა ჩემზე მოშტერებულმა ,ჩამწყდარი ხმით და ნერწყვი მძიმედ გადააგორა გამშრალ ყელში. სააბაზანოში ყოფნამ მიშველა, გრილი წყლის წვეთები, საოცრად მოქმედებდნენ ჩემზე . მალე მოვწესრიგდი არ ვალოდინე დიდხანს ჩემი საყვარელი მეუღლე და ჩაცმულ გამზადებული გავედი.
-შეგიძლია შეხვიდეთ პატონო ლაშა - გავუცინე და ისიც სწრაფად შევარდა . სანამ მე აივანზე ვიყავი და თბილისის ხედით ვტკბებოდი, შოკოლადს მივირთმევდი, წვენს და ორი ღერიც მოვწიე ის აბაზანაში ნებივრობდა . ჩემზე მეტად სააბაზანო უყვარს მგონი . გამოვიდა ვაჟბატონი როგორც იქნა და ჩემკენ წამოვიდა. ზურგიდან მომეხვია და მაკოცა
-წავედით?
-ოჯახის უფროსი შენ ხარ- სიცილით ვუთხარი , მასაც გაეცინა. ხელი მომხვია და წავედით. მგზავრობამ საკმაოდ დამღალა, რიკოთზე მითხრა თუ გინდა ზღვაზე წავიდეთ სოფელი და მთა თუ არ გინდაო მაგრამ ვიუარე. ზღვა და ყიყინი ნამდვილად არ მინდოდა ,მითუმეტეს საქართველოს ზღვის სანაპირო გამახსენდა და მთა ასკარად უკეთესი იყო. ამ სოფელს რას ჩააჯინდა სულ ერთი არაა? მთავარია ადგილი მომეწონოს და კარგად ვგრძნობდე თავს . სიგიჟემდე მინდოდა ლაშიკოს საყვარელი ბებოს გაცნობა რომელიც სინამდვილეში ბებო არ იყო ,მამამისის ბიცოლა იყო საკმაოდ ახალგაზრდა ვინაიდან ახალგაზრდა დაოჯახებულა და საკმაოდ მხნედ გამოიყურებაო ლაშიკომ. იმდენი რამ მიამბო იქაურობაზე , უკვე ვეღარ ვითმენდი ისე მინდოდა ჩასვლა. აღმოჩნდა რომ ზაფხულობით სულ იქ იყო და ციცინო ბებოს შვილიშვილებთან ერთად ერთობოდა. ალბათ მთელს საქართველოში ის იყო ერთადერთი ადგილი საუკეთესო მოგონებები რომელთანაც აკავშირებდა. ძალიან ცხელოდა, დასავლეთში ისეთი ჩახუთული ჰაერი იყო თბილისისგან განსხვავებული, სუნთქვა აღარ შემეძლო. სხვათაშორის პირველად მივდიოდი იმ მხარეში. იქეთ არავინ მყავდა და შესაბამისად არც ვიცნობდი იმ მხარეს. ქუთაისს საკმაოდ გავცდით მეგონასაირმეში მივდიოდით თუმცა გზიდან გადაუხვია ,მერე ბარში აღარ ვიყავით უკვე საკმაოდ მაღლა ავედით , მთის წვერზე ვიყავით თუმცა იმერეთი სვანეთის მსგავსი სიმაღლით არ გამოირჩევა, იქ უმაგრესი გარემო იყო. ამწვანებული ეზო, ულამაზესი სახლით რომელიც სულაც არ იყო ფესენებელური ვილა უბრალოდ ძალიან ლამაზი იყო . ფერადი ყვავილები და ჭა რომელიც ფერადი ქვებით იყო ამოშენებული. მანქანა ეზოში შეიყვანა თუ არა მაშინვე დავინახეთ სწრაფი ნაბიჯით მომავალი, ოდნავ წელში მოხრილი, ლურჯ კაბასა და ბლუზაში გამოწყობილი ,თმაგაჭაღარავებული ქალი. ჩვენმა დანახვამ ისე გაახარა ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან. ჯერ ლაშიკო ჩაკოცნა ,იმდენი სიტყვა ტქვა რამდენიმე წამში ჩემი თავი მუნჯი მეგონა . იმერლებზე მითები ამ ბებომ გაამართლა . შემდეგ მე შემათვალიერა წამში და მივხვდი საყვარელი ბებო შევიძინე . ისე თბილად მომეხვია გული გამითბა .
-შენ გენაცვალე ბებო ,მართლა რა კარგი გოგო ამოგირჩევია შე მაღვალაკო. სულ იძახდი ისეთ გოგოს მოვიყვან გადაგრევო მარა რა მეგონა მართლა ასე თუ იქნებოდა . შემოით ახლა რას დამდგარხარ მაქანა შე კაცო. წამეიღე ბარგი , შენი ოთახი მოვამზადე ბებო უკვე და იქ აიტანე .
-შენი ოთახიც გაქ ლაშიკო?
-უკაცრავად რა ციცინო ბებო მარტო ჩემი ფუმფულა და საყვარელი ბებოა არავის დავუთმობ- გაიკრიჭა და ქალს ზურგიდან მოეხვია უცებ
-შე ეშმაკის ფეხი გადამიცივდა გული, რაფერ იცი ბებია , რა ვერ გადეეჩვიე ამხელა კაცი ხარ-ფუმფულა ლოყები რომ დაუკოცნა მოლბა უცებ .
სახლი ძალიან სადა და კომფორტული იყო. ლაშიკოს საძინებელიც მომეწონა , ბარგი დავტოვეთ და ქვემოთ ჩავედით. ბებოს უკვე სუფრა გაეწყო და გველოდა. ჩემ ცხოვრებაში ისეთი გემრიელი ხაჭაპური არ მიჭამია, თავისუფლად შემეძლო ერთი დიდი ხაჭაპური ბოლომდე მეჭამა
-უგემრიელესია
-არ გჯეროდა რომ გეუბნებოდი ჩემი ციცინო ყველაზე გემრიელ ხაჭაპურს აკეთებს მთელს საქართველოში
-ჭამე ბებო შეგერგოთ -გაგვიღიმა და ცოლიკაურის ღვინო ჭიქებში ჩამოასხა, როგორც ჩანს საკუთარ ეზოში დაკრეფილი ყურძნით იყო მომზადებული, საკმაოდ მაგარი იყო , მგონი პირველივე ჭიქამ შემათრო
-აქ დალევას გადავეჩვევი მგონი,ისეთი მაგარია ეს ღვინო ტეკილასავითაა- ჩუმად ვუთხარი ლაშას და სახე დავმანჭე
-აქ ყველაფერი ნატურალურია და ბებოს მოყვანილია
-ეზოშ რომ ვერ შევხედე ვენახს?
-აქ არაა ცოტა მოშორებით აქვთ მეურნეობა . მდინარის პირზეა ლამაზი ადგილია გაჩვენებ მოგვიანებით
დიდხანს ვისაუბრეთ, ციცინოსთან გატარებულმა დრომ დაღლილობა მომიხსნა . ძალიან მაგარი ქალია . ოთახში ავედი, ბარგი ამოვალაგე და კარადაში შევაწყვე, ლაშკო რომ ამოვიდა მისი ნივთები უკვე დაბინავებული იყო
-ცოლი რომ გყავს რაღაცაში ხომ უნდა გამოიხატოს
-აბა? „შედი ქალო კუხნაში“ თუ როგორაა?
-აგრეა აგრეეე- გვერდით მივუწექი და ჩავეხუტე- დავიღალე ძალიან
-დაიძინე მერე
-ჯერ ადრეა .. აუ ეგ კაი და აქ ინტერნეტი არაა ხო?
-როგორ არაა მართალია საკაბელო არა მაგრამ ინდივიდუალურად აქვთ ოჯახებს . აქაც გააკეთეს ბავშვებმა . სად გაქ ლეპტოპი მოგიტან
-აი იქ ჩანთაშია- მაგიდისკენ მივუთითე ისიც წამოდგა და მომიტანა. სოციალურ ქსელში შევედი და თვალები გამიფართოვდა ჩვენი ქორწილის ფოტოებით იყო აჭრელებული ყველაფერი.
-საიდან გაიგეს ნეტა
-რას ვერ გებულობენ ეგენი . რაო რას წერენ
-კარგი წყვილიაო... ეს გიჟი გოგო მაგარ ვიდზეაო - ეს რო ვთქვი ლაშამ თავი წამოყო ბალიშიდან და სიცილით წავიკითხე მომდევნო .მაგრამ კი შემაშრა ღიმილი სახეზე ვიღაც გოგო წერდა ეს სილიკონის გოგო რატო მოიყვანა როგორ მიყვარს ეს ბიჭიო
-სილიკონიო? - ლაშას გაეცინა მაგრამ მაგას სულ არ დავეძებდი მე , ძაან კარგად ვიცი ბუნებრივი რომ მაქვს ყველაფერი ვინ რას იტყვის ბოღმისგან გამსკდარი არ მანაღვლებს, მაგრამ მიყვარსო რო ეწერა ნერვები მომეშალა. მომეშალა რა არ მომეწონა თორე რამდენს მოსწონს არ ვიცი ისედაც? ახლა აღარ უნდა მოსწონდეთ ჩემი ქმარია უკვე და იმიტომ!
-რა გაცინებს ნეტა ვიცოდე . ლაშას ფბ-ზე შევედი და ვიღაც გოგოს ჰქონდა მონაწერი, რაც ამერიკიდან წამოვედით არასდროს გამომიყენებია მისი გვერდი. ისიც იმიტომ დამჭირდა ჩემ დაქალს ვერადავებოდი ლამის შევაყვარე თავი და მერე მოსაკლავად დამეძებდა . ისე შერცხვა ლაშა რომ ნახა და ამან საერთოდ ვერაფერი გაიგო,მე კიდე ვკვდებოდი სიცილით .
-ვინაა ლასა ეს გოგო?
-რა ვიცი მე ,მადროვე დაძნება . წაიკითხე რას მწერს და გეტყვი
-არ მინდა მე რატო წავიკიტხო შენ გწერს
-აუ არ გკიდია? წაიკითხე რა მილოცავს ალბათ ბიჭების მსგავსად - ბალიშზე ჰქონდა მოხვეული ხელები და საყვარელ პოზაში ეძინა ,თითქმის ეძინა. არ მიყვარს სხვისი შეტყობინებების ნახვა მაგრამ გავხსენი ხმამაღლა წავიკითხე რამდენიმე , ულოცავდნენ ჩვენი საერთო მეგობრები . გოგოებიც ულოცავდნენ, ყველა ამერიკელი იყო . მერე ქართველების შეტყობინებები ვნახე , ბიძაშვილები წერდნენ რაღაცეებს მაგრად ვიცინეთ ,მეც მივწერე ლაშას კარნახით და ვიღაც გოგომ მომწერა უფრო სწორედ მიწერა
-პრივეტ ლაშ(უამრავი სიცილის სმაილი ) -მივწერო?
-აუ შემეშვი კესარია მაცადე დაძინება თორე დაგსჯი . რაც გინდა ის ქენი, საქმე და საღადაო გამიგიჩინე და გაერთე
-კარგი ხო - გაიცინე და მივწერა გადავწყვიტე მაგრამ რამდენიმე შეტყობინება გამოგზავნილი მქონდა. ისინი რომ წავიკითხე , გულისრევის შეგრძნება დამეუფლა და როგორ ვწვდი მძინარე ქმარს ქოჩორში არ ვიცი
-გოგოო რამ გადაგრია
-ეს წაიკითხე ?
-აუ ხო შემაწუხე რა ვინაა ნინუცა?
-არა რა ვიცი ვინაა სახელი არ უწერია და ფიტოთი ვერ მივხვდი არ ვიცნობ არ მაქ პატივი
-მომე წავიკითხავ რამ გაგაბრაზა ასე - უცებ გამოფხიზლდა ,ზურგი ვაქციე და ბალიშს მოვხვიე ხელები. რომ წაიკითხა ისე შეიკურთხა არასდროს რომ არ უთქვამს მსგავსი სიტყვა, საერთოდ გინება თუ იცოდა არ ვიცოდი. ყველაზე მეტად იმაზე ვიკაიფე მერე რაც გააკეთა. მხარზე ფრთხილად დამადო ხელი ვითომ დარტყმას ელოდა და ჩუმად მითხრა- ბოდიში მე .. რა ვიცოდი თუ მომწერდა , გეფიცები არ .. - ვაიმე ამას ახლა მოვაწამ იმ ტუჩებს ასე საყვარლად რომ დაუწითლდა , თვალებს დავუკოცნი ნუშს ფორმის რომ გაუხდა და არ ვციი კიდევ რას ვიზამ. არა საუკეთესო მოვიფიქრე. სულ ვოცნებობდი ქმრისთვის ეჭვიანობსი სცენა მომეწყო და ისე გამეგიჟებია როგორც მიყვარდა და დავიწყე კიდეც .
-ხელი არ შემახო საერთოდ გული მერევა. წარმოდგენაც კი არ მინდა ამაზრზენია ეგ ყველაფერი და საერთოდ მაგ ქალთან როდის იყავი ვინაა სად გაიცანი რამდნიმე თვეა დაბრუნდი და ვერ მოისვენე ხო? აქაც იპოვე ნაშები . ფუ გული მერე ცუდად ვარ ცუდად - ისტერიკამდე რომ მიკლია ხოლმე ისე ვიყავი და ეჭვიც არ შეჰპარვია . ისე მიყურებდა თავს ძლივს ვიკავებდი . ღმერთო როგორ ვუყვარვარ ხომ ვიცი სხვა რომ იყოს ახსნა კი არა ისეთს ეტყოდა იქეთ მოახდევინებდა ბოდიშს მე კიდე ლამის დამიჩოქა.
-გეფიცები არც მახსოვს ვინაა. კარგი რა კესო ადრე ასე არ იცოდი
-ადრე? ადრე რას ნიშნავს ცოლი ვარ შენი თუ გახსოვს და ვერ ავიტან ვიღაც გოგოებმა ისეთი რაღაცეები მოგწერონ . ეს აქ რა ხდება და მობილურზე არც მინდა წარმოვიდგინო ვინ გწერს და საერთოდ ნუ მელაპარაკები
-კარგი რა კესარია რას მეთამაშები , ეჭვიანი ქალის როლი სულ არ გიხდება . ფეხებზე არ გკიდია ვინ რას მწერს? და რას ვშვები? -უცებ მითხრა მაგრამ მაინც ვერ რწმუნდებოდა რომ ვეკაიფებოდი
-ეჭვიანი ქალი რა შუაშია უნდა მესიამოვნოს აბა ეგ? სულ არ მაინტერესებს ადრე ვინ გყავდა ყველას მოიშორებ ისე რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს თორე გაგეყრები - აუ ეს რა წამოვაყრანტალე ახლა რა საჭირო იყო მაგრამ მაინც არ გაბრაზდა. ცოტა ხნით მიყურებდა მერე ვერ გავიაზრე ისე მიმანარცხა კედელს, ზურგი მეტკინა , მაჯებში მიჭერდა ხელს
-გაიმეორე რას იზამ?
-ყველას დაივიწყებ რადგან მარტო მე ვარ და სხვა არავინ შენთვის- იმას როგორ გავიმეორებდი
-კესარია გამიმეორე რა თქვი
-არაფერი ! - საცოდავი თვალებით ავხედე
-ორი წუთის წინ ვირაც მეჩხუბებოდა
-დიახაც გეჩხუბებოდი ...-უცებ დავიქოქე და დაწყებას ვაპირებდი თან ხელის მოშორბას ვცდილობდი და შეშნებული ვუყურებდი მის გამოხედვას. ნერვიულობით მოვკვდი მართლა რომ მეჩხუბოსთქო და ამან ხარხარი არ დაიწყო? ლამის ჩაიკეცა, ცემი გაოცებული სახე რომ დაინახა ხელი მომხვია წელზე და ისე დამაცხრა ტუჩებზე მეგონა მომაჭამდა. მერე უცებ მომშორდა და საჯდომზე ხელი მომარტყა
-დღეიდან ჩემს ნერვებზე თამაშს რომ გადაწყვეტ რამე უფრო დამაჯერებელი მიზეზი მოიფიქრე. იმაზე უკეთ გიცნობ ვიდრე გგონია
-ხო როგორ არა ვინ იყო ის განმარტებებს რომ მაბარებდა ვიღაც კახ.. მონაჩმახის გამო . ისე მართლა წაშალე ეგენი თორე მოგკლავ
-ჩემი ალქაჯი - გაიცინა და დაწითლებული ტუჩები დამიკოცნა- ალქაჯი გემრიელი ტუჩებით?
-მეტი არაფერი?
-სხვა არ ვიცი რომ გავიგებ გეტყვი- თვალი ჩამიკრა და საწოლზე დაემხო ისევ- იცოდე რომ გამაღვიძო მოგკლავ
-კარგი ხო ... სულ არარ წავიკითხავ შენ შეტყობინებებს მომანდომა თამაში და სიევ მომიგე
-რით ვერ ისწავლე რომ ჩემთან უძლური ხარ და ბოლოს მაინც მოგიგებ - გაიცინა და მხარზე მაკოცა . საზიზღარია რა, მე აქ რა დრამები დავდგი მთელი სპექტაკლი მოვაწყვე და მაინც გამომიჭირა. ცუდი ბიჭი ხარ და ერთხელაც იქნება დაგსჯი. მოვიფიქრებ რამეს აუცილებლად.
გოგოებს მივწერე , საკმაოდ დიდხანს ველაპარაკებოდი. გავერთე კარგად . მერე ჩავეხუტე ჩემს ქმარს , მის მკლავებში შევძვერი და დავიძინე. როგორც ყოველთვის მან დამასწრო გაღვიძება, იწვა ჩუმად და მიყურებდა.
-მიყურე ახლა დიდხანს არ მაკოცო ერთი ღმერთი დაგსჯის- ხმამაღლა ვთქვი მგონი ,სიცილი დაიწყო და აბა რატო დაიწყო? მართლა ხმამაღლა ვთქვი?
-ვაიმე ცუდად ვარ . ასე თუ გინდოდა ჩემი კოცნა შენ ევრ მაკოცებ?
-შენ რომ მკოცნი გაღვიძებისას სულ სხვაა და საერთოდ რას დამცინი ვერ გავიგე . გაგებუტე
-ნუ იცი 13 წლის ბავშივით. რა გამებუტე. მოდი აქ - ზემოდან მომექცა და ცხვირი ყელზე გამიხახუნა შემდეგ ქვემოთ ჩაუყვა, ტუჩებს მახებდა მაგრამ არ მკოცნიდა. ამან ჩემი წამება განიზრახა და ნელ- ნელა მიპირებს მოკვლას ხალხო. - ოთო და ვიკა საირმესი მიდიან ბებოსთან ერთად და რომ ჩამოვიდნენ რძალს მყუდროებას ხომ არ დავურღვევთო
-რა სისულელა ჩამოვიდნენ და დარჩნენ დიდხანს გავიცნობ ნორმალურად.. შეწყვიტე- უცებ მოვუჭირე ნიკაპზე ხელი და ზემოთ ავწია - მაკცოე
-ნუ მიბრძანებ- სიცილი ვერ შეიკავა და ზემოდან დამაწვა, თავი მკერდზე დამადო
-საზიზღარია კაცი ხარ
-იმდენჯერ გაქ ეგ ნათქვამი ვიცი უკვე
-გავიჭყლიტე, დავიპრესე დავიკეპე და გადადი ჩემგან
-ნწ - ცხვირი გამიხახუნა მკერდზე და მაისურის ქვეშ ჩაყო
-შენ ნორმალური თუ ხარ საერთოდ
-აქამდეც ვაფრენდი მაგრამ შენ რომ გაგიცანი შენზე დიდი გიჟი გავხდი
-საინტერესო დასკვნაა ...აუ გადადი მართლა რა ევღარ ვსუნთქავ
-უნდა მიეჩბიო გენაცვალე ასე არაფერი გამოვა რა დიდი მე ვარ ერთი პატარა ბიჭი ვარ
-პატარა? პატარა როგორ არა 1.85 90 კგ პატარა ბიჭი . მივეჩვიო არა ის
-გოგოო მაცადე რა ძილი მინდოდა არ მომასვენე , წოლას არ მაცლი და რა გინდა?
-წამოდგომა და გასეირნება
-მე არ მინდა
-აუუუ
-აუუუუ
-ნუ დამცინი -ხელი წამოვარტყი თავში და გაბრაზებულმა რომ ამომხედა დრო ვიხელთე და მოვიშორე.სწრაფად წამოვვარდი , ფეხზე ჩავიცვი და გავვარდი. ბებო ეზოში იყო სადღაც მიდიოდა და მეც მასთან მივირბინე
-სად მიდიხარ ბებო?
-ყანაში ბებო ძროხა მყავს იქ და უნდა მივხედო. ლაშა სადაა?
-ზემოთაა ძინავს ან იძნებს
-აგერ მოდის ბებია ვერ დაგტოვა ეტყობა- გაიცინა ბებომ და ლოყაზე მოუთათუნა ხელი ლაშიკოს- ბებო ყანაში მივდივარ მე და ჭკვიანად
-წავიდეთ ჩვენც არ შეიძლება? დავათვალიერებ იქაურობას, ძროხას ვნახავ ახლოდან - გავიცინე და ლასას ჩამოვეკიდე ხელზე
-წავიდეთ და იცოდე კივილ წივილი არ დაიწყო თავი რომ სეარხიოს ძღოხამ
-ოო ნუ დამცინი
-არ დაგცინი, ბებოს ჯიუტი და ფიცხი ძროხა ყავს, რჩოლიაა თუ წამოგიგო რქაზე მერე?
-ნუ მაშინებ ტყულია ეგ -ტუჩები გავბუსხე და გავიგე როგორ ჩაიცინა ბებომ -ბებო ხომ მატყუებს?
-ბებო რას ვატყუებ ცილს მწამებს ხედავ? რომ გამოეკიდება ის ძროხა ნახოს მერე . შენ რო დაგინახავს ისე კი გაუშრება რძე და დავრჩებით ყველის გარეშე
-ლაშაააააა
-კარგი ხო კარგი ჩუმად ვარ ... მე კი მიცნობს და ჩემი ხათრით გაჩერდება
-შენც მენახირე არ მყავდე ახლა გაგეგება ვითომ რამე
-უკაცრავად რა მე სოფელშ ვარ გაზრდილი ნახევრად. ბებოს ვეხმარებოდი. ყველაფრის გაკეთება ვიცი
-კი როგორ არა ბებო რომ წავა შენ მოწველი ძროხას დარწმუნებული ვარ
-ბებო დავიტოვო ყველაფერი?
-ხომ არ გადირიე ბიჭო გუშინ მეიყვანე ცოლი და საქონლის მომვლელად დაგტოვო? მაშინ დავრჩები მე მაგი თუ უნდა აკეთო და დეიგლიჯო ხელები
-აუ რატომ მიდიხართ ჩვენ გამო? მეგონა ისედაც აპირებდით წასვლას
-ვაპირებ ბებო მაგრამ .. სად გაგონილა ახლა ამხელა კაცს სახლი დაგიტოვო მოსავლელად?
-აუ ნუ ქოთქოთებ რა ბებო, ხო იცი არ მეპაზორება
-არა!
-კარგი ხო ჩუმად ვარ -გაიტრუნა ლაშა და ჩუმად გაყვა უკან ბებოს. ლამაზი ადგილი იყო, ძალიან მომეწონა იქაურობა, თავისებური ხიბლი ჰქონდა ყველაფერს. ძალიან დიდი ვენახი დავინახე. არა ირგვლივ ბევრი იყო ვაზი მაგრამ მივხვდი რომ ბებოსი ის იყო. სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული ერგო ამ დიდ ტერიტორიაზე. თხილიც შევნიშნე რომელიც დაკრეფილი იყო უკვე
-აუ თხილი მინდოდაა
-სახლში მაქ ბებო და გაჭმევ
-მართლა რა კარგია . აუ ის ვაშლიც თქვენია?-წითელი ვაშლის ხისკენ მივუთითე უგემრიელესად რომ გამოიყურებოდა ნაყოფი
-კი ბებო ჩემია
-მოიცადე გოგო სად გარბიხარ მაგას მიწვდები ?
-ავძვრები
-შენ? ხეზე ასვლა იცი პრინცესა?
-უკაცრავად რა სიტყვები შეარჩიე ყმაწვილო - რამდენიმე წამშ ვაშლის ხეზე ვიყავი შემოსკუპული და ვჭამდი გაუწმენდავ ვაშლს ,არაუშავს ამ ერთხელ არ მომკლავს . ლაშა ქვემოთ დაჯდა და უცებ მომინდა რამე მესროლა, გავუქანე კიდეც ვაშლი და პირდაპირ ტავში მოხვდა. ისე ამომხედა მგონი ჯობს ხეზე დავრჩე და საერთოდ ფესვები გავიდგა ყველაზე კარგი ფუღუროში შევძვრე და ვიცხოვრო ციყვივით.- კარგი ჰო ნუ მიყურებ ეგრე ტოტიდან ჩამოვარდა ვაშლი და დაგეცა რა ჩემი ბრალია ვერ გავიგე
-ტოტიდან ჩამოვარდბა გოგონა და ვატყობ ჩამივარდება პირდაპირ ხელებში- ეს თქვა და როგორ ჩამომსვა იქედან გეფიცებით არ ვიცი. რომ წამოვიკივლე და ყელზე მოვეხვიე ვიცი. ხელში ვეჭირე და იცინოდა . უცებ ავფართხალდი და ისე მომიჭირა ხელი ამოსუნტქვა ვერ მოვახერხე
-მეტკინა იდიოტო... გამიშვი გამიშვი ლაშა
-ნუ ფართხალებ სკვინჩა
-ეს სკვინჩა რა არის კიდე
-რა კი არა შენ ხარ .ჩემი სკვინჩა
-ნუ მიცინი დამსვი
-სიცილს რატო მიშლი არ მოგწონს?
-ხო
-ანუ არ მოგწონს
-არ მომწონს
-შესაბამისად გიჟდები ისე მოგწონს - საზიზღარია აბა ვინ არის ახლა ეს
-დამსვი სირცხვილია მეზობლები გვიყურებენ ვერ ხედავ? ააჭორავე ახლა ხალხი
-კარგი ხო მძიმე ხარ მომწდა წელი
-არ ვარ მძიმე უბრალოდ შენ ხარ სუსტი.ბებომ ძროხა შემოიყვანა ჭრელი იყო შავი და თეთრი ტალები ჰქონდა. უკან ხბო მოჰყვებოდა ისეთი პატარა იყო
-ბებო ეს ხბო ?
-დღეს მოუყვანია ბებო უნდა მოვუარო ხედავ ძლივს მოდის საწყალი
-მოუყვანია რას ქვია
-ანუ დღეს დაიბადა . ნახე რა საყვარელია . ბებო რამე მომეცი მოვახვევ და მე წავიყვან გომურში-ეს რას აპირებს ხბო დაიჭიროს ხელში? ვაიმე როგორ იხედება , რა საყვარელია . ისე ნეტა დახმარება არ სჭირდებოდა? რა სისულელეებს ლაპარაკობ კესარია სულ გადირიე მგონი/
ლაშამ ძველი სვიტერი მოახვია ხბოს და ხელში აიყვანა. ბებომ ძროხა შეიყვანა გომურში შემდეგ არ ვიცი რა მოხდა ვინაიდან და რადგანაც სუნმა ცუდად გამხადა და სახლში წავედი. მოგვიანებით ლაშაც მოვიდა,პირდაპირ სააბაზანოს მიაშურა და დიდხანს არ გამოსულა. მე კი ბებოსთან ერთად სერიალს ვუყურებდი . მშვენიერი სერიალები ჰქონიათ ამ თურქებს ძაან დამაინტერესა. ლაშიკოც შემოგვიერთდდა. ბევრი ვიცინეთ და ბებოც ავიყოლიეთ.
გვიან ავედით საძინებელში. ლაშიკო მეფერებოდა საწოლზე დამაწვინა და ვიღაც შემოვარდა სახლში. შეშინებული მოვშორდი და გავუშვი ამბის გასარკვევად. მალე მამცნო ბიძაშვილების ჩამოსვლის ამბავი, მამიდაც ჩამოვიდა. გამთენიას შეწყვიტეს ქეიფი. ლამის ფეხზე ჩამომეძნა , ბებომ ზემოთ გამიშვა და როდის ამოვიდა ლაშა საერთოდ ვერ გავიგე.
მეორე დღე ოჯახისწევრებთან ერთად გავატარეთ. სასეირნოდ წავედით , ოთომ აიჩემა საირმეში წავიდეთ, ჩვენ დავრჩებით თქვენ კი საღამოს წამოდით უკანო . ასე რომ რამდენიმე საათში საირმისკენ მიმავალ გზაზე ვიდექით> ისეთი მიხვეულ მოხვეული გზა იყო გულისრევის შეგრძნება ვერ მოვიშორე, რამდენჯერმე გავაჩერე ლაშა თუმცა ღებინებას გადავურჩი. ძალიან მომეწონა ყველაფერი. მჟავე წყალი ხო საერთოდ მიყვარს და საირმის ყალიც ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. დიდხანს ვისეირნეთ „სილამაზის წყაროზე „ ავედით , მოკლედ იმ დღემაც კარგად ჩაიარა. სახლში სიეთი დაღლილები დავბრუნდით დაწოლა და დაძინება ერთი იყო.
დანარჩენი სამი დღე კი სად დავბოდიალობდით ღმერთმა უწყის, მდინარეზე ყველაზე მაგარი იყო. ძალიან ბევრი ვირბინე, დავასველე სულ ლაშიკო , რამდენჯერმე მოვატყუე , არ იდოცა დიდხანს წყლის ქვეშ ქაჩერება თუ შემეძო და საბრალოს ჩაუვარდა ხმა ყვირილით. ნუ მერე დამახრჩო.. დამახრჩო კოცნით რომ დამინახა და ჩემი კისკისი რომ გაიგო მხრებზე დამაწვა და დიდხანს მაფართხალა ფსკერსა და ზედაპირს შორის . სამაგიეროდ ისე ვიყავი ვეღარ დავდიოდი და მოუხდა მთელი გზა ხელით ვეტარებინე.
-მძიმე ხარ უნდა ივარჯიშო
-დავბრუნდებით თბილისშ და ვივარჯიშებ... მართლა ასე გავსუქდი? თუმცა რა მენაღვლება ქმარი არ დამიწუნებს
-გიჟი ხარ
-ნუ რა ვქნათ ასეთი გიყვარვარ - ყელში ვაკოცე და გავიღიმე
-იქნებ ფუმფულა გადამიყვარდე
-გაყრაზე ვერ დამითანხმებ ასე რომ შეგიძლია გადამიყვარო . პირდაპირ მიქელას შეიყვარებ
-რატომ მემუქრები კესარია?
-რატომ ცდილობ ნერვები მომიშალო?
-ნერვებს რა გიშლის იმის წარმოდგენა რომ შეიძლება აღარ მიყვარდე?- ეს რომ მითხრა გავბრაზდი,ისედაც ახლოს იყო უფრო მოვქაჩე საწოლზე დავაგდე და ზემოდან მოვექეცი , მკერდზე ხელები თავეყრდენი
-არა ! იმიტომ რომ ...იმიტომ რომ შენ რომ გადამიყვარო , მოვკვდები . ასე უბრალოდ შევწყვეტ სიცოცხლეს შენი მწვანე თვალები მხოლოდ ჩემთვის თუ არ იბრწყინებენ- აზრზე მოსვლა არ დავაცადე ისე დავეკონე მის ბაგეებს. პერანგი შემოვაძარცვე და თითები წელამდე ჩავასრიალე. ვგრძნობდი როგორ ეხორკლებოდა კანი და საოცარ იმპულსს მიგზავნიდა. ყელის შესასწავლად საშუალება მივეცი და თავი უკან გადავწიე, საოცარია მაგრამ მისი შეხება არაამქვეყნიურ სიამოვნებას მანიჭებდა. არ მანაღვლებდა რატომ უბრალოდ მასთან მინდოდა,მთელი ჩემი არსება მისი სურვილით იყო აღვსილი. სრულიად მოვწყდი სამყაროს. ჩემი მაისური სადღაც მოისროლა, მხურვალე ბაგეები მომეკრო შიშველ მკერდზე სიამოვნებისგან გამოწვეული ბგერები ვერ შევიკავე ,ქვედა ტუჩზე ვიკბინე და ვიგრძენი როგორ გაიღიმა.
ალბათ არ იყო ის დღე შესაფერისი. მე ხომ ყველაფერმა უნდა გამაგიჟოს, ან დადებითან ან უარყოფითად . აი იმ წამს კი ჭკუიდან გადამიყვანა მობილურზე გაბმულმა ზარის ხმამ . ერთად ამღერდა ორივე მობილური .ლაშამ ჩემს ყელში ჩარგო სახე და ღრმად ამოისუნთქა
-უპასუხე თორემ გავგიჯდები- უცებ ვუთხარი და მივაწოდე მობილური ,ჩემი გაჩერებული იყო. ლაშამ ნერწყვი გადაყლაპა და შეეცადა მშვიდად ესაუბრა
-გისმენ
-ლაშიკო სასწრაფოდ წამოდით საავადმყოფოში . ბებოა ცუდად - მეც კი გავიგე ოთოს შეშნებული ხმა . ლაშას სახე გაუფითრდა , რამდენიმე წამში ჩაიცვა .თან ოთოს ესაუბრებოდა. ყველაფერი გამოკითხა. მე უცებ გადავიცვი მაისური და უკან გავყევი. საშინლად იყო, საჭესთან ვერ დაჯდებოდა . გასარები გამოვართვი
-მე დავჯდები ...შენ ცუდად ხარ ...
-კარგი , ოღონდ სწრაფად გთხოვ ...გთხოვ უნდა ვნახო აუცილებლად უნდა ვნახო - მანქანაში გათიშული იჯდა , გზას უყურებდა და ცრემლებს ვერ იკავებდა. სახე ხელებში ჩამალა - მთელი სისწრაფით მივდიოდი, ვერ დავუშვებდი ,ლაშას უნდა ენახა ბებო .თავს ვერ ვაპატიებდი მის გვერდით რომ არ ყოფილიყო . გზა გადატვირთული არ იყო. იქ მოძრაობა არ წამოადგენდა საფრთხეს. მალევე მივედით საავადმყოფოში ,ლაშა ისე გაქიცა აზრი არ ჰქონდა დადევნებას. უკან მივყვებოდი უბრალოდ ,როცა ოთომ უთხრა იმდროინდელი მდგომარეობის შესახებ ,მხოლოდ მაშინ მიეყრდნო კედელს და ამოისუნთქა. მოვეხვია , მანაც შემომხვია ხელები და თავი ჩემს ყელში ჩამალა , მისი ცრემლები მისველებდა კანს
-ხომ გითხარი... ყველაფერი კარგადაა ციცინო ასე მარტივად არ დანებდება -ლოყაზე ვაკოცე და ცრემლი ამოვუშრე .-მალე შეგვიშვებენ და ასე რომ გნახოს გაგიჟდება - უცებ გავუბრაზდი, სახეზე მოვეფერე ვაკოცე და გავუღიმე- ერთი გაიღიმე და პალატაში შესასვლელად მზად ხარ
-შეგიძლიატ შეხვიდეთ უკეთაა
-ექიმო ხომ კარგად იქნება
-ნუ ღელავთ ყმაწვილო უბრალო შეტევა იყო . საავადმყოფოში მოსვლაც კი არ ღირდა
-ანუ .. ანუ კარგადაა ხომ
-კარგადაა გოგონა დამშვიდდით, თქვენი ბებო კიდევ დიდხანს იცოცხლებს
ოთო ,ვიკა და ლენა შევიდნენ .მე კი ლაშას წინ დავდექი ,მისი სახე ხელებში მოვიქციე და ვაკოცე .ვიცოდი რომ სიტყვები არ იყო საჭირო, ის გრძნობდა ჩემს თანადგომას.გამიღიმა ისე როგორც მე მიყვარს, ხელი მომხვია და ერთად შევედით პალატაში. ბებო უკვე გამოღვიძებული იყო
-თქვენც მოხვედით ბებია? რავა გამოაქცუნე ბიჭო ესენი არ გითხარი კარქათ ვართქვა? -ოთოს დაუბღქვირა რომელიც თავთან ეჯდა და ლოცნიდა
-კაი რა ბებო მერე მომკლავდა რომ გაიგებდა
-კი არ ვკვდებოდი შე კაცო რო მეესტრო ცოცხლიზა .საერთოდ რას წამომიყვანე დავლევდი წამალს და გადამივლიდა
-ბებო ნუ ეჩხუბები ხო იცი როგორ გვეშინია შენი დაკარგვის - ლაშას ისეთი თბილი ხმა ჰქონდა მეორე მხრიდან დაუჯდა და ხელზე აკოცა ,მერე გვერდით მიუწვა და ჩაეხუტა - ძალიან შეგვეშინდა ბე ,შენ გარეშე რა გვეშველება
-მართალია ლაშიკო , შენს გარეშე რა გვეშველება პატრონი ვინ გვყავს ბე - ოთომ გაიცინა და ვერცხლისფერ თმაზე აკოცა -ძალიან მიყვარხარ ბე-იმხელა სევდას ვხედავ ხოლმე ამ ბიჭის ხმაში მავიწყდება რომ იცინის.
-არა შეხედე რძალო რა, მე არასდროს არ მიშვებდნენ ბებოსთან, სულ ამათ უნდათ. იმას კი ვერ ხვდებიან მეც რომ მინდა ბებოსთან. ყველაზე პატარა ვარ და მჩაგრავენ, აბა ეს რა წესია რაა - ვიკა ძალიან საყვარელია , უკვე ექვსი თვის ფეხმძმეა, ასაკით ისედაც პატარაა 21 წლის და პატარა ბუზღუნა ბავშვს ჰგავს, მითუმეტეს წონაც საგრძნობლად აქვს მომატებული .
-მოდი გაბერილო მოდი შენ ვერც ჯდები ნორმალურად და ვერც იხრები
-ნუ დამცინი ,თორე ბავშვს ვეტყვი ბიძია და გაგიბრაზდება
-არაუშავს მამიკო დამეხმარება და მოვაყომარებთ
-მამიკო ჩემს გარეშე ვერ დაგეხმარება
-შენ ხარ გლავნი?
-ეგენი გადამრევენ დედა. თავის ჭკუაზე დაყავს ამხელა კაცი, ახლა ისვენებც პატარას მივლინებაში როა თვარა ამის ხელშ რაფერ ძლებს ის ბოვშ მიკვირს
-კაი რა ბებო შენც ამათკენ ხარ?
-ბებია ქალს პატარა მორიდება არ უნდა ქონდეს ქმრის?
-ფეხმძმობაშია ასე თორე ისე ძაან უჯერებს - გაიცინა ოთომ და მობილურს დახედა- ძაღლი ახსენეო.. გისმენ სიძე ...კარგადაა კარგად, მოგიკითხავ აბა რას ვიზამ, შენი ცოლიც კარგადაა ,არ ნერვიულობ ნუ ღელავ კარგადაა ბებო .კაი დაგალაპარაკებ- ბებოსთან მივიდა და მობილური მიაწოდა
-ჩემო ბიჭო შენც გაგაგებიენ? კარქათ ვარ ბებია ნუ გეშინია, სად ჩამოხვალ კაცო დარჩი მაქანა მიხედე საქმეს , შენი გოგოც კარგადაა .კაი ბებო კარგად .-მობილური ოთოს მიაწოდა და დაუბღვირა- დაგრცა ვინმე ბებია?
-კი დედიკოსთვის და მამიკოსთვის არ დამირეკია აზრი არ ჰქონდა ,რას ჩამოვიდოდნენ ახლა ეგვიპტიდან
-მალადეც ბებია კარგად მოგიფიქრებია
-რას დამცინი ციცინო?
რამდენიმე საათში სახლში დავბრუნდით, დაღლილები მაგრამ ბედნიერები იმ ამბით რომ ციცინო კარგად იყო. რამდენიმე აბი წამალი და დასვენება. კი ჯიუტობდა დაწოლილი ვერ გავძლებ, საქმე თუ არ გავაკეთე ბებია ისე მოვკვტები და რა გინდათ ვერ გევიგეო და იყო ერთი ორომტრიალი. გამთენიისას დამშვიდდა ყველაფერი, ყველას ეძინა ,ჩვენც მივალაგეთ სახლი და საძინებელში ავედით. მაშინვე გავიხადე და გვერდით მივუწექი ქმარს. მძნარეს ვუყურებდი და თმაზე ვეფერებოდი, ისეთი რბილი და ფაფუკი თმა აქვს ვერ ვშორდები ფაქტიურად. სახე შეეცვალა, ცხვირი ბალიშს გაუხახუნა და ზურგი მაქცია. ვაწუხებ ბიჭს? ზურგი როგორ მაქცია მე შენ გაჩვენებ . მისკენ მივჩოჩდი და შიშველ სხეულზე ავეკარი, ჯერ ყელში ვაკოცე,შემდეგ მხარზე ,თითები ნაზად დავუსვი ხერხემალზე შემდეგ მუცლისკენ გავაცოცე დაამჯერად ყურთან ვაკოცე .უკვე საკმაოდ გაუხშირდა სუნთქვა, კანი სულ დაეხორკლა .გაიღვიძა მაგრამ მაინც არ გადმობრუნდა, ჰგონია მატყუებს? მისი სუნთქვის ყველა ფორმას ვიცნობ და რა ჰგონია რომ მომატყუებს? მხარზე დავაწექი და გადმოვაბრუნე , მუცელზე დავაჯექი და ჩატეხა კიდეც ტუჩის კუთხე
-თვალებს რატომ არ ახელთ რას მიმალავ- ყურში ვუთხარი ჩურჩულით და ისევ ვაკოცე .თითების მოძრაობა ვიგრძენი შიშველ ფეხზე, რომელიც პენუარის ქვეშ შეცურდა და ხერხემალს აუყვა
-არ მინდა უარესად გაგაბრუო, თორემ არცერთს გვაქ ახლა დაწყებულის გაგრძელების ძალა .ნუ კი მაქ მაგრამ... აქ იმდენი ხალხია შევაწუხებთ გული მიგრძნობს- ვაიმე რა ვერაგია რას მეუბნება ხედავთ? ჭკუიდან შემშლის თუმცა მეტი რაღა უნდა დამმართოს
-კარგი -წამსვე მოვშორდი და ზურგი ვაქციე.თავად შემომირიგოს , გაიცინა და ზურგიდან ამეკრო, ტემპერატურამ საგრძNობად მოიმატა მწვავს მგონი, მუცელზე ხელი მომხვია და ისე ჩამეხუტა მგონი ვეღარ მოვშორდები. ჩემს თმებში ჩამალა სახე და სურნელი შეიგრძნო, შემდეგ ყელში მაკოცა ,ყურადღება არ მივაქციე, ისევ მაკოცა ,ისევ,ისევ და ისევ .მხარზე გადავიდა შემდეგ ბეჭზე
-რა გავაკეთო შენს შემოსარიგებლად?
-გაიწიე და დაძინება მაცადე
-კარგი - პენუარი გამისწორა და მომშორდა -ძილინებისა
-ასე რომ ვერ ვიძინებ არ იცი?- მისკენ გადავბრუნდი, ერთი ხელი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული მეორე მუცელზე ედო . ხელი ავაწევინე ,მკერდზე თავი დავადე ხელი მუცელზე მოვხვიე და ვაკოცე - ხელი მომხვიე თორე მოგტეხ
-რა ანჩხლი გახდი. ცოლის სტატუსი ცვლის ხალხს- გაიცინა და მაგრად მიმიკრა გულზე- მიყვარხარ ჩემო გადარეულო - თავი ამაწევინა და ტუჩები დამიკოცნა.



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vgijdebi am bichze da ra vqna :)) kesaria martla gijia raa ... sayvarlebii <3

 


№2 სტუმარი darina

Ara ra vgijdebi me am bichze, erti dgec iqneba da shemiwirav me.shen vegar vxvdebi sheni gmirebidan vin miyvardes, magram aleqsandre axvlediania jerjerobit chemi gulis vardi, chemi umagresi da utkbilesi gogo xar, vgijdebi me shenze, uh ra gemrieloba tavi iyoooo, erti si maqvs kesuna rodis mixvdeba rom lashikos garda aravin yvarebia.

 


№3  offline წევრი milangirl

ვაიმე როგორ ამართლებს ეს ისტორია სახელს wink ძალიან მომწონს, ისეტი საყვარელი წყვილია რომ მათი ურთიერთობით ვთბები. აი ვაჩე კი ჩემთვის ბიჭის იდეალად იქცა მგონი. შენს ისტორიებში ეს ერთ-ერთი საუკეთესოა

 


№4  offline წევრი masu

Magijebs lashiko ai saswauli bichia <3 kesos rasayvarelia <3 male moegos ra gonsss <3 velodebi axals <3

 


№5 სტუმარი taso

აღარ დაადგათ საშველი რა ერთად ყოფნის :-D

 


№6  offline წევრი Pepper

ვგიჟდები უბრალოდ ამ ისტორიაზე უკვე <3
როგორი მოლოდინი მაქვს ახალი თავების შენ არ იცი... ვგიჟდები ლაშიკოზე უბრალოდ იდეალურობაა :დ შეყვარებული ვარ მე ამ ბიჭზეეე <3
ქალბატონი კესარია ნამდვილი გიჟია ^^
ძალიან თბილი საყვარელი და გიჟური თავი იყო <3. არ მყოფნის ხოლმე არასდროს და კიდევ მეტის წაკითხვა მსურსს <3 უნიჭიერესი ხარ შენ <3 ველი შემდეგს <3 კიდევ ვერ დავწერე ის სიტყვები რაც ამ ისტორიას შეეფერება არაჩვეულებრივია შენ კიდე საოცარი ხარ <3

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

Pepper
ვგიჟდები უბრალოდ ამ ისტორიაზე უკვე <3
როგორი მოლოდინი მაქვს ახალი თავების შენ არ იცი... ვგიჟდები ლაშიკოზე უბრალოდ იდეალურობაა :დ შეყვარებული ვარ მე ამ ბიჭზეეე <3
ქალბატონი კესარია ნამდვილი გიჟია ^^
ძალიან თბილი საყვარელი და გიჟური თავი იყო <3. არ მყოფნის ხოლმე არასდროს და კიდევ მეტის წაკითხვა მსურსს <3 უნიჭიერესი ხარ შენ <3 ველი შემდეგს <3 კიდევ ვერ დავწერე ის სიტყვები რაც ამ ისტორიას შეეფერება არაჩვეულებრივია შენ კიდე საოცარი ხარ <3

მეც ვგიჟდები ლაშიკოზე. მომდევნო თავში სხვა დამალული ხასიათიცგამოჩნდება მისი და მაინტერესებს ძალიან როგორ შეაფასებთ იმედია მოგეწონებათ

 


№8 სტუმარი Kristin

Ubralod sheudarebeli admini Xar

 


№9  offline მოდერი bibo

ვაიმე ცუდად ვარ.ცუდად მაქ გული გული აგარ მაქ და მიდის ლაშასკენ ვტყობ აიდგა პეხები და ეძებს ლაშას სადაც იპოვის იქ შეაპრინდება bully bully ეს ბოჭი რაგაც საოცრება ასე არ მომწონებია ბიჭი რა ვქნააააა მიშველეთ ლაშა მინდა გადმომიგდეთ ხალხნნო დავჩი გაუთხოვარი ამის შემყურე ეს რა ბიჭია ვგიჟდები მე მაგაზე და რა ვქნაააა love love love love იდეალი კაი სიტყვა ეს საოცრება მარწყვო მურაბააა გადმომიგდე.თვალი არ დადოთ ჩემია დაგანისკარტებთ ამას ვინმემ რო შეხედოოსსს wink

 


№10  offline წევრი თათულიTN

gvijdebi me amatze :* rogori tkbilebi arian :* mariam, ar daviglebi imis tqmit, rom saocreba xar :*

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

bibo
ვაიმე ცუდად ვარ.ცუდად მაქ გული გული აგარ მაქ და მიდის ლაშასკენ ვტყობ აიდგა პეხები და ეძებს ლაშას სადაც იპოვის იქ შეაპრინდება bully bully ეს ბოჭი რაგაც საოცრება ასე არ მომწონებია ბიჭი რა ვქნააააა მიშველეთ ლაშა მინდა გადმომიგდეთ ხალხნნო დავჩი გაუთხოვარი ამის შემყურე ეს რა ბიჭია ვგიჟდები მე მაგაზე და რა ვქნაააა love love love love იდეალი კაი სიტყვა ეს საოცრება მარწყვო მურაბააა გადმომიგდე.თვალი არ დადოთ ჩემია დაგანისკარტებთ ამას ვინმემ რო შეხედოოსსს wink

შეხებით ვერავინ შეეხება ნუ ღელავ wink wink wink რაღაც უნდა დავწერო ახლა უფრო სწორედ დავწერე უკვე და დღეს დავდებ და კიდე თუ მოგეწონებათ მერე იქნებ მართლა მოვძებნო და გაიყავით როგორმე wink wink

 


№12  offline მოდერი bibo

sameone crazy girl
bibo
ვაიმე ცუდად ვარ.ცუდად მაქ გული გული აგარ მაქ და მიდის ლაშასკენ ვტყობ აიდგა პეხები და ეძებს ლაშას სადაც იპოვის იქ შეაპრინდება bully bully ეს ბოჭი რაგაც საოცრება ასე არ მომწონებია ბიჭი რა ვქნააააა მიშველეთ ლაშა მინდა გადმომიგდეთ ხალხნნო დავჩი გაუთხოვარი ამის შემყურე ეს რა ბიჭია ვგიჟდები მე მაგაზე და რა ვქნაააა love love love love იდეალი კაი სიტყვა ეს საოცრება მარწყვო მურაბააა გადმომიგდე.თვალი არ დადოთ ჩემია დაგანისკარტებთ ამას ვინმემ რო შეხედოოსსს wink

შეხებით ვერავინ შეეხება ნუ ღელავ wink wink wink რაღაც უნდა დავწერო ახლა უფრო სწორედ დავწერე უკვე და დღეს დავდებ და კიდე თუ მოგეწონებათ მერე იქნებ მართლა მოვძებნო და გაიყავით როგორმე wink wink

შენი ეს მაცდური სიცილი არ მომწონს მე და იცოდე იმ პაწაწკუნტელა თითებს მიგიტეხავ bully bully ჩემ ბიჭ ჩოკოლატ და ბისკვიწზე გული არ ამიგდო თორე winked winked ვაფრენ ამ ბიჭის სიტკბოება სიმურაბეზეეეეეე მეც ვტიროდი მასთან ერთად უხ არ შეულია ჩემ გულს სიმონ მაგდენი recourse recourse კალოჩე ჩემ ბისკვიც არ დაედოს თვალები თორე ვიგაცას წითელი ენთებააა ტო tongue tongue მიყვარს ეს ბიჭი მე და ასე რო ჩემია ტო am am ასთი მურაბა ბიჭი საიდან ის მურაბა მე მურაბა ჩვენი შვილი დიაბეტი იქნება პაქტიაააა wink wink ვაფრენ მე შენზეეეეე

 


№13  offline აქტიური მკითხველი aanamaria

რა კარგი ხარრრ ვგიჟდები მე შენზე love

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

ამაღამ ვერ დავდებ და თუ ვინმე აპირებდა დალოდებას ტყუილად ნუ გაათენებთ. ხვალ დილით დავდებ აუცილებლად love

 


№15  offline წევრი Gogsadze

Umagresi gogo xar :* :* <3 ai zalian miyvarxar :* exla mxolod imito davregistrirdi rom shentvis komentari davwero <3 vgijdebi shen istoriebze :*

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

Gogsadze
Umagresi gogo xar :* :* <3 ai zalian miyvarxar :* exla mxolod imito davregistrirdi rom shentvis komentari davwero <3 vgijdebi shen istoriebze :*

უღრმესი მადლობა wink

 


№17 სტუმარი ნიაა

შენი ყველა ისტორია მაქვს წაკითხული.ჰოდა მინდა გითხრა ლაშა ყველა შენს პერსონაჟს მირჩევნია.მართლა იმდენად იდეალურია ვეჭვიანობ კესოზე :დდდ

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

ნიაა
შენი ყველა ისტორია მაქვს წაკითხული.ჰოდა მინდა გითხრა ლაშა ყველა შენს პერსონაჟს მირჩევნია.მართლა იმდენად იდეალურია ვეჭვიანობ კესოზე :დდდ

ყველა ეგრეა wink wink მეც რომ მომწონს რა გავაკეთო ამ ყველასთან ერთად wink შექმნილი ჩემია wink

 


№19  offline წევრი კალლ აია

❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent