შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეგიყვარდეს. წესი 13.


2-04-2016, 00:00
ავტორი Supreme
ნანახია 3 021

  მისი სურნელი, მისი სითბო, ყველაფერი მაბრუებდა. არ მინდოდა მოვშორებოდი, მაგრამ ძალა მოვიკრიბე და გავიწიე.
-რატომ არ გინდა იყო ბედნიერი?-კითხვით სავსე თვალები მომაპყრო.
-არ შეიძლება.
-ბედნიერება არ შეიძლება? ვინ აგიკრძალა?
-შენთან ყოფნა არ შეიძლება.
-მიზეზს არ მეტყვი?
-გუშინ შენ მითხარი ამის მიზეზი. ყველაფერი თუ ტყუილი იყო, ახლა ასე რატომ მექცევი? რატომ მეთამაშები?
-არ გეთამაშები. შენ გინდა გჯეროდეს იმის რომ ასეა და ამიტომ დაიჯერე ასე ადვილად ჩემი სიტყვები, მე კი უბრალოდ შენი გამწარება მინდოდა, როგორც შენ გამამწარე.
-სამაგიეროს მიხდიდი?
-რა სამაგიეროს გადახდა ეგაა.-გაეცინა.
-შეგიძლია თავი დამანებო?
-შენი თვალები საპირისპიროს ამბობენ. გახსოვს, იანვარში, როცა პირველად გაკოცე, გითხარი რომ ჩემი დავიწყების საშუალებას არ მოგცემ.
-არ მახსოვს.-ხმა ამიკანკალდა.
-შეუძლებელია ეგეთი დღე დაგვიწყებოდა.
-არ მინდა გახსენება.
-შეგიძლია ცოტა ხნით მაინც მოიხსნა ის ბორკილები, რომლებიც ასე გამძიმებენ?
-იოანე...
-არ ვარ მართალი? თავს იკავებ, მხოლოდ იმიტომ რომ ნუცას ვუყვარვარ.
-შენ რა იცი?
-ყველაზე ადვილი ამოსაცნობი შეყვარებული გოგოა.
-მაშინ რატომ მაიძულებ დაქალს გული ვატკინო?
-ნუცამ იცის რომ ჩემთან შანსები არ აქვს.
-ეს იმას არ ნიშნავს რომ მე შემიძლია გადავდგა ეს ნაბიჯი.
-არ მგონია დაგშორდეს იმის გამო, რომ ბედნიერების უფლება მიეცი თავს.
  აღარ ვიცოდი რა მეთქვა. სიტყვები ერთიანად გამიქრა გონებიდან. უბრალოდ ვუყურებდით ერთმანეთს და მესმოდა როგორ აჩქარებით მიცემდა გული.
-ანუკა...-მომიახლოვდა და ხელებზე ნაზად შემეხო.
-წადი, გთხოვ.-თავს ვეღარ ვიკავებდი.
  იოანემ თავი ჩემკენ დახარა. მისი ცხელი სუნთქვა მთელ სახეზე მომედო.
-იდიოტი მექალთანე ვარ, რომელსაც ძალიან უნდა მთელი სამყარო თავისად მიაჩნდეს, მაგრამ ეს სამყარო რატომღაც მუდამ გაურბის. ახლაც...ცდილობს არ შემხედოს თვალებში.-ჩუმად მელაპარაკებოდა.
  ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
-გიყვარვარ?-მკითხა ისევ ჩურჩულით.
-არ ვიცი...-ხმა მიკანკალებდა.
-დაფიქრდი...
-ალბათ.-ვეღარ ვეწინააღმდეგებოდი.-მაგრამ...
-მაგრამ?
-შენი არ მჯერა...
-რატომ?-თვალებში ჩამხედა.-კარგად შემომხედე.-ხმა გაუმკაცრდა.-იანვრიდან მოყოლებული ყოველ დღეს შენზე ფიქრში ვატარებდი. ერთი წამითაც ვერ გიგდებდი თავიდან. არ ვიცი რა ხარ ასეთი, უბრალოდ ერთიანად მომიღე ბოლო. ადრე სიყვარულს ჩემთვის არანაირი ფასი არ ჰქონდა, ახლა კი ზედმეტად ძვირია...-ხმა უცებ მიელია.-როგორ ვერ ვიტან ასეთ ბანალურ ტექსტებს და შენ მაიძულებ ასე გელაპარაკო.-დაიბღვირა.
  ვეღარაფერი ვთქვი, მაგრამ მის სახეზე გამეცინა.
-როგორ მენატრებოდა შენი სიცილი.-ისევ მომიახლოვდა და აწეული ტუჩის კუთხეში ნაზად მაკოცა.-ამ სიმაღლიდან არ უნდა ჩამოდიოდეს შენი ღიმილი.
-დებილივით გაღიმებულმა ვიარო ხოლმე?-ჩვენი საუბარი ისე უცებ შეიცვალა, თითქოს ამის წინ არც არაფერი მომხდარა.
-შეგიძლია.-გაეცინა.-უზომოდ ლამაზი ხარ, როცა იღიმი...გული მიჩერდება.
-რა რომანტიული დიალოგი გვაქვს.-გვერდზე გავიხედე.
-9 საათამდე მაქვს დრო, წამოდი პლიაჟზე გავისეირნოთ.
-რა?...-ვეღარაფერი ვუთხარი.
  ხელი მაჯაში მომკიდა, მერე ნაზად ჩამოაცურა და ჩვენი თითები ერთმანეთს შეუერთდა. პლიაჟზე გავედით. ხელს არ მიშვებდა. შევეცადეთ ყველაზე ჩუმი ადგილი აგვერჩია, სადაც არავინ იყო.
-მაპატიე...-მითხრა ჩუმად, ისე რომ არც შემოუხედავს.
-რა?-გამიკვირდა.
-ასე უცებ რომ გავქრი.
-მაშინ ძალიან განვიცადე, ნორმალურად რომ ვერ დაგემშვიდობე.
-მართლა?-გაკვირვებულმა გამომხედა.
-ჰო, მართლა.
-მე მეგონა რომ გაგიხარხებოდა. ნერვიულობა აღარ მოგიწევდა.
-მეც მეგონა რომ შენი წასვლა გამიხარდებოდა, მაგრამ ძალიან ვცდებოდი.
  აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ გამიღიმა. ქვებზე დავჯექი, იოანე უკნიდან მომეხუტა. ნაზად მკოცნიდა მხარზე. სიამოვნების ჟრუანტელი მივლიდა მთელ ტანში.
-რომ შემეძლოს ახლა დროს გავაჩერებდი, მხოლოდ ჩვენთვის, მხოლოდ ჩვენ ორისთვის.-იოანემ ვნებიანად მაკოცა კისერში.
  მომეხუტა და მხარზე დამადო ნიკაპი. მეც მინდოდა, მთელი არსებით მინდოდა გამეჩერებინა დრო. ამ მომენტში ჩარჩენის სურვილი იმდენად დიდი იყო, გამკლავებას ვეღარ ვახერხებდი. მისი ყოველი შეხებისგან სხეულში სიამოვნების ჟრუანტელი მივლიდა. ვგრძნობდი რომ არ უნდა გამეკეთებინა ეს. გული მიმძიმდებოდა ნუცას გახსენებისას, მაგრამ თავს ვეღარ ვიკავებდი, იმდენად მინდოდა იოანესთან ყოფნა.
-ანუკა...-რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ტელეფონმა დარეკა.-ახლავე.-გამიღიმა.
  ქვებიდან წამოდგა და გვერდზე გავიდა. ჩემთვის ვიჯექი და ვუყურებდი ჩემ საყვარელ ადამიანს, როგორ დადიოდა აქეთ-იქით. არა, მე მასზე უარს ვეღარ ვიტყოდი.
-ჩემმა დამ დამირეკა. უნდა წავიდე.-სევდიანად შემომხედა.
-უკვე?-არ მინდოდა დამშვიდობება.
-ხვალ საღამოს ისევ გნახავ. რას იტყვი?-მომიახლოვდა.
-სიამოვნებით. მაგრამ...
-ისევ ნუცა?
-უბრალოდ ამის მერე არ ვიცი თვალებში როგორ უნდა ვუყურო.
-დაელაპარაკე.
-რომ არ მაპატიოს?
-თუ დაქალია და მართლა უყვარხარ გაგიგებს და გაპატიებს.-გამიღიმა.
-იმედია...-მძიმედ ჩავისუნთქე.
  ხელი ჩამკიდა. პლიაჟიდან გავედით. დელფინარიუმთან შევჩერდი.
-აქედან ჩემით წავალ.-გავუღიმე.
-კარგი.-ნელ-ნელა ხელი გამიშვა და თითებით დაიწყო თამაში.
-კარგად.-გავუღიმე და ჟაკეტი მივაწოდე, რომელიც აქამდე მე მეცვა და მათბობდა.
  უკვე გაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ იოანემ ხელი მომიჭირა, თავისკენ მიმიზიდა და თავი ამიწია.
-იცოდე, მარტო ჩემი ხარ.-ცალყბად გამიღიმა და ნაზად მაკოცა.-მიყვარხარ.-მომშორდა და ისე რომ პასუხს არც დაელოდა, წავიდა.
  გული აჩქარებით მიცემდა. რა სასიამოვნოდ გაიჟღერეს ამ სიტყვებმა. უკვე 9 საათი ხდებოდა. როგორ გავიდა დრო, ვერც შევამჩნიე. ალბათ ეს ყოველთვის ასეა, როცა საყვარელ ადამიანთან ერთად ხარ. თბილად გამეღიმა ამის გახსენებაზე. სახლში მისული პირდაპირ ოთახში ავედი. ნუცა აივანზე იჯდა და სიმღერებს უსმენდა. მგონი დროა. მეც გავედი და გვერდზე მივუჯექი. მაშინვე მოიხსნა ყურსასმენები და გაღიმებული სახით შემომხედა.
-აბა რა ქენი?-თვალები უბრაყინავდა.-არ მეგონა ასე მალე თუ დაბრუნდებოდი.-თითქოს იმედგაცრუებული იყო.
-ნუცა...-ძლივს ამოვილუღლუღე.-სალაპარაკო მაქვს.-სევდიანად ავხედე.



№1 სტუმარი Uhuu

Auu dzliivs ra kaiaaa eshvelaat gaagrdzelee gtxoov

 


№2 სტუმარი mariami

imediacudi araferimoxdeba

 


№3 სტუმარი Violet

ძაან მაგარია

 


ძლივს ძლივს ეღირსაც ამათი ასე ყოფნით დავიტანჯე იმედია ნუცა გაუგებს
--------------------
romantikosi mwerali

 


№5 სტუმარი N. M

ძალიან მაგარია ❣

 


№6 სტუმარი Soko

Exla yvwlaze magari iqneba nuc utxras me agar miyvars aleqsao:D

 


№7 სტუმარი Maria_mari

Dzaan magaria imedia nuca ar gabrazdeba dzalian

 


№8  offline წევრი Supreme

ძალიან დიდი მადლობა ყველას რომ კითხულობთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent