არ შეგიყვარდეს. წესი 5.
ღამე ვერ დავიძინე, ამ დროს ყველაზე მეტად მინდოდა უბრალოდ გავთიშულიყავი, რომ აღარაფერი მეგრძნო. ჩემი მტკიცე ხასიათი ვიღაც ბიჭმა შეარყია. იმდენად, რომ ცრემლებიც კი მადგება, მაგრამ...არა! როგორც იქნა გათენდა და მეც უხალისოდ ავდექი ლოგინიდან. სარკეში ჩავიხედე. ცხოვრებაში პირველად მქონდა ასეთი ამოღამებული თვალები. ვუყურებდი ჩემს თავს და მეგონა, სადაცაა ავტირდებოდი. სადა მუქი ბორდოსფერი ზედა, შავი შარვალი, შავი ბათინკები, თმა გაშლილი. თვალების ქვეშ გაჩენილი შავი რგოლები ტონალურით დავიფარე, ჩანთა ავიღე და არც მისაუზმია, პირდაპირ სკოლაში წავედი. გზაში ისევ შემხვდა კაკი. -ავალიანი!-ისევ თავისებური მხიარული ხმით დამიძახა. მინდოდა ფეხქვეშ მიწა გამსკდომოდა. კაკის მოწონება დავიბრალე. მაინცდამაინც ეს რატომ გამახსენდა. გავაფრენ. -რა გჭირს, ავალიანო?-გაკვირვებული ჩამაშტერდა შეშფოთებულ თვალებში და ლოყაზე მიჩქმიტა. -არაფერი.-ვუთხარი უემოციო ხმით. -არა, ისე ხო უჟმური ხარ, მაგრამ დღეს რაღაც განსაკუთრებით ასხივებ შენს უხასიათო აურას.-გაეცინა, მერე უცებ დასერიოზულდა.-რამე მოხდა? -დაიკიდე, არაფერი ის...-სიტყვა ნუცას მხიარულმა ხმამ შემაწყვეტინა. -რას შვები, ანუკი?-ჩამეხუტა. -მოვფოფხავ სკოლაში.-ძალით გავიცინე. -ასევე, ასევე.-გამიღიმა.-შენს მეგობარს არ გამაცნობ?-კაკის ცნობისმოყვარეობით ანთებული თვალები მიაპყრო. -კაკი ონიანი, ნუცა კაპანაძე.-ჩემი მეგობრები ერთმანეთს წარვუდგინე. -კაკი?-ნუცას ღიმილი ყურებამდე აუვიდა.-სასიამოვნოა. -აჰა...ჩემთვისაც.-კაკი აშკარად დაიბნა ჩემი დაქალის ასეთი უცნაური და მისთვის გაუგებარი ღიმილის გამო. მაშინვე გაცოფებული სახით გავხედე. -ნუცა, გვაგვიანდება.-ძლივს შევინარჩუნე სიმშვიდე და ჩემი დაქალი "ნაზად" წავათრიე სკოლისკენ. -კაკი, ბიოლოგიაზე გნახავ.-მივაძახე და სკოლაში შევედი. -ანუკი, რა გჭირს?-ნუცა გაოცებული მიყურებდა. -რა მჭირს კი არა, ბარემ პირდაპირ მიგეხალა კაკისთვის რომ მომწონს.-როლში შეჭრილმა თავი ვერ გავაკონტროლე. -კაკი?-ვიღაც დამაწვა იდაყვებით თავზე.-კაკი ვინაა?-იოანეს ხმა იყო. გული ამიჩქარდა და სასწრაფოდ გავეცალე. -მე ვარ, დამშვიდდი, არ ვიკბინები.-იოანე იცინოდა, თავისებურად, ღვთაებრივად. არა!...მაგრამ...არა! ავალიანო, გონს მოეგე. -რა გინდა?-შევუღრინე. -არც არაფერი, უბრალოდ დამაინტერესა კაკის ვინაობამ. ახლა ვხვდები რატომ არ მიშვებ შენს გულში. თურმე დაკავებული ყოფილა.-ცალყბად გამიღიმა, გაბრუნდა და ძმაკაცებს აედევნა. ნუცას გავხედე. იოანეს ამღვრეული თვალები გააყოლა. -არ შეიმჩნიო, შენც იცი რა ტიპია. უბრალოდ ხუმრობს, თამაშობს.-შევეცადე ნუცა დამემშვიდებინა. -ჰო, მართალი ხარ.-მკრთალად გამიღიმა.-კლასში ავიდეთ. უხმოდ გაუყვა დერეფანს, კიბეებზე კრინტიც არ დაუძრავს, კლასში მოჩვენებასავით შეაბიჯა და სკამზე უსულო საგანივით დაეშვა. უბრალოდ იდო, როგორც უფუნქციო ნივთი. ნერვები მომეშალა. რატომ უნდა დატანჯულიყო ჩემი დაქალი ამ იდიოტი იოანეს გამო. მისი ცემა მომინდა. გაღიზიანებული სახით გავხედე. ბუნებრივია გაიკვირვა. წამოდგა. ჩემთან აპირებდა მოსვლას, მაგრამ მე უბრალოდ გავბრუნდი. როგორც ჩანს, ნამიოკს მიხვდა. ჩუმად გავიხედე მისკენ. თავი მერხზე ედო და კალამს უხასიათოდ ათამაშებდა. ვერ ვიტან, მომწონს, ვერ ვიტან, მომწონს, ვერ ვიტან, მომწონს...ფურცლის ნაგლეჯი დამთავრდა. ისევ მისკენ გავიხედე. ისე მომინდა ჩავხუტებოდი. რა ორგული ვარ. ერთ მომენტში დაქალის გამო მისი გაგლეჯა მინდა, მეორეში ჩემი ეგოიზმის გამო გულში ჩახუტება. პირველი გაკვეთილი დამთავრდა. ნუცას წინ დავუჯექი. -აღარ მინდა სკოლა.-სიცილით მითხრა.-ეს გამოცდები ჩამაბარებინა და ყველა კონსპექტს დავწვავ, არ ვაცოცხლებ. -ჰაჰა, კარგი იდეა.-მხარი ავუბი იმით გახარებულმა, რომ ხასიათზე მოვიდა. -ახლა რა გვაქვს? -რუსული. -მშვენიერია, დავიძინებ.-გემრიელად დაამთქნარა. -ტკბილი ძილი.-გამეცინა. -მადლობა.-ამყვა და თავი მერხზე დადო. ზარი დაირეკა. გაკვეთილისთვის მოვემზადე. რაღაც არ მასვენებდა. იოანეს გამოხედვა იყო. მივხვდი რომ არ მომეშვებოდა, ამიტომ უემოციო სახე ავიკერე და თვალი გავუსწორე. გავიყინე. უზომოდ სევდიანი და იმედგაცრუებული გამოხედვა ჰქონდა. რატომღაც შემრცხვა. თავი დამნაშავედ ვიგრძენი, მაგრამ რაში ვერ ვხვდები. ვინმემ მითხარით რა დავაშავე. აღარ შემიძლია. ისევ წინ გავიხედე. ცრემლები მომაწვა, სუნთქვა გამიხშირდა. -მას, გავალ.-მხოლოდ ეს ვთქვი და კლასიდან გავვარდი. სახეზე ცივი წყალი შევისხი და ცოტა დავწყნარდი. რა მემართება? როცა დავბრუნდი იოანეს გავხედე. თავი ისევ მერხზე დაედო და დაორთქლილ მინას უყურებდა ან არა... გაკვეთილები დამთავრდა. ნუცას დავემშვიდობე. სკოლიდან გამოვედი თუ არა იოანე ჭიშკარს აყუდებული დამხვდა. არ შევიმჩნიე და ჩემი გზით განვაგრძე სიარული. მაჯაზე მომკიდა ხელი და გამაჩერა. -მასწავლებელი გყავს? -კი.-მოკლედ მოვუჭერი. -ვერ გააცდენ? -არ გავაცდენ.-ხელი გავაშვებინე და წინ წავედი. იოანე მომყვებოდა. მიხაროდა თავს რომ არ მანებებდა, მაგრამ თან საოცრად მაღიზიანებდა. როცა სკოლას მოვშორდით, გაჩერდა. -არ მესმის...-თქვა ჩუმად. -რა?-უკან გამოვიხედე. -არ მესმის შენი. ერთი დღე თბილად მექცევი, მეორე დღეს კი ნაგვადაც არ მაგდებ.-შეწუხებული სახით მიყურებდა. -ეგრე არაა.-ჩავილაპარაკე. -მაშინ კეთილი ინებე და ამიხსენი, რატომ მეთამაშები?-მის ხმაში უკვე სიმკაცრე იგრძნობოდა. -არ გეთამაშები!-მეც მკაცრად ვუთხარი. -აბა რას აკეთებ? დავიტანჯე. შენი თავი და ბოლო ვერ გამიგია. -არცაა საჭირო გაიგო. -რის მიღწევას ცდილობ ასეთი საქციელით?-ხმას მოუმატა. -მინდა სამუდამოდ გაგაქრო ჩემი გულიდან, როგორც დროებითი გატაცება.-ვუყვირე. იოანე ადგილს მოწყდა. კისერზე მომკიდა ხელები და სულ მალე ჩემს ტუჩებზე ვიგრძენი მისი მხურვალე კოცნა. თავბრუ დამეხვა. მომშორდა და ცალყბად გამიღიმა. -არ მოგცემ ჩემი დავიწყების უფლებას.-ტუჩებზე ცერა თითი გადამისვა და წავიდა. გონება დამებინდა...წესი #1, არ დავარღვიო სხვა წესები...შეუძლებელია...ბრძოლა წესების გარეშე იწყება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.