სამუდამოდ 2
– მართლა გემრიელი საჭმელების კეთება გცოდნია – ყველაფერი დედამ მასწავლა და იმის მერე ხშირად ვაკეთებ რომ არ დამავიწყდეს ხოლმე. – მშობლები მეც არ მყავს და მესმის შენი. – ვწუხვარ. არ ვიცოდი – კიდევ არ იცი ბევრი რამე და დროა ერთმანეთს ეგეთი რამეები მოვუყვეთ. ცოტახანი კიდევ ილაპარაკეს. ოჯახზე, ცოტა მომავალზე. მეგობრებზე. ნინი ანდრიას დაჟინებულ მწერას თვალს ვერ უსწორებდა და ცდილობდა ლაპარაკის დროს ან რამე გაეკეთებინა ან თავ დახრილს ესმინა. ანდრია ხვდებოდა ამას და უფრო და უფრო სიამოვნებდა იმის ფიქრი რომ ნელნელა უფრო და უფრო ეტყობოდა ნინის ის სხივები თვალებში რასაც მარტო ანდრია ხედავდა. იმასაც ამჩნევდა რომ ადვილი არ იქნებოდა ნინის დარწმუნება საკუთარ თავში. უკვირდა რატომ არ შეეძლო იმის დაჯერება რომ ანდრიას მოწონდა. ის ხომ თავისი თვალით უყურებდა ნინის და არა ნინის თვალით.ანდრიასთვის ის ყველაზე ლამაზი იყო და სილამაზის გარეშეც ნინი სხვანაირად იზიდავდა,მასში სულ სხვა რამეს ხედავდა, სულ სხვა სილამაზეც რის გამოც მოეწონა დანახვისთანავე. ჯაბა ეუბნეოდა კიდეც დიდი არაფერი მაგრამ მასში არის რაღაც შინაგანიო და სწორედ ამ შინაგანს ვერ ეშვებოდა ანდრია და უნდოდა საბოოლოოდ დაესაკუთრებინა.ასე გადიოდა დღეები. თავს არ აბეზრებდნენ ერთმანეთს მაგრამ ცდილობა მეტი დრო დაეთმო ნინისთვის. ნახულობდა.უკვირდა კიდეც ასე იოლად რომ იყოლიებდა შეხვედრაზე. ნინის უფრო უკვირდა ასე იოლად რომ თანხმდებოდა. ბარში ხშირი სტუმარი იყო ნინი გიგასთან და ანუკასთან ერთად. ძალაინ დაუმეგობრდნენ ანდრიასაც ბავშვები.ერთ საღამოს ჩვეულებრივ მაგიდასთან იჯდნენ ოთხეული როცა ნიაკო ლაპარაკი წამოიწყო. – ახალი ამბავი გვაქვს. – რა ამბავი? იკითხა ნინიმ – როგორც იქნა დავითანხმე. დაასწრო გიგამ – რაზე დაითანხმე? ვერ მიხვდა ანდრია – ნიაკო მალე ჩემი ცოლი გახდება. შემოკრა ტაში გიგამ – რაააა? იყვირა ნინიმ. ამას მიმალავდით? არ არსებობს მართლაა? ვაიმე რა მაგარია ემოციებს ვერ ვმალავ. ეხუტებოდა ნინი დაქალს. – ხო ხო მართალია. და მინდა რომ ჩემი მეჯვრე იყო.შენიც დაპატიჯებული ხარ ანდრია – ვაიმე ნიაკო რა ბედნიერი ვარ. – მეც ნი მეეც. ბავშვებმა ცოტა კიდევ იჭორავეს და მეორე დღიდანვე დაიწყო მზადება.გადარბენები, ემოციები, მოლოდინი. ის დღეები საერთოდ ვერ ნახულობდა ანდრიას ნინი. იძინებდა ნინი სმს რომ მიიღო ,, გძინავს?“ ,,არა“ ,,რატო?“ ,,ვერ ვიძინებ.“ ,, რატო არ ჩანხარ ეს დღეები?“ ,, ვერ ვიცლი ხო იცი.შენ რატო არ გძინავს?“ ,,მომენატრე და იმიტომ შენზე მეფიქრებოდა. შენ რატო ვერ იძინებ“ ,,მეც მეფიქრებოდა შენზე და იმიტომ“ ,,ეს კარგია.ნინ?“ ,, ხო“ ,,შენთან მინდა ეხა. მინდა რო ჩაგეხუტო ძალიან მინდა ნინ.“. ნინიმ დაწერა სმს წაშალა, დაწერა წაშალა ,, ღმერთო რა ვქნა“ გაიფიქრა ნინიმ. გულს ისეთი ბაგაბუგი ქონდა ნინის ხმა ესმოდა უკვე. ,, დაგეძინა?“ მოწერა ისევ ანდრიამ ,,არა. უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა“ ,,თქვი ნინი ნუ დამტანჯე“ ,,მეც მინდა რომ ჩემთან იყო“ „აი ასე. რთული იყო ძალიან?“ „კი ძალიან“ ,,რატო იყო რთული?“ნინიმ წერა შეწყვიტა. უცებ რაღაც მოეჩვენა დაფიქრდა. ,,თავი დამანებე რა ნდრია გთხოვ“ ,,ვერ დაგანებებ“ ,,დამანებებ. აი ნახავ დამანებებ.“ ვერც მიხვდა რატო მიწერა ესე ანდრიას. საკუთარ თავს ებრძოდა ნინი, საკუთარ გრძნობებს. ,,მევე არ ვაძლევ საკუთარ თავს ბედნიერების უფლებას რომ შემიყვარდეს მერე რა ვქნა რა მეშველება? კიდევ ვერ გადავიტან“ გაიფიქრა ნინიმ. ანდრია არ პასუხობდა. ნინის ძილი სულ გაუქრა და აბაზანაში შევიდა. თბილმა წყალმა უფრო მოთენთა და ფიქრები აუშალა. წინააღმდეგობის მიუხედავად გრძნობდა როგორ შემოდიოდა ანდრია მის გულში. როგორ ედებოდა ნელ ნელა მთელს სხეულს. აი წყალს რომ დაასხავ რამეზე და ნელნელა რომ მიედინება და ასველებს ყველაფერს. ისე ემართებოდა ნინისაც. ყველაფერს მოედო კიბოსავით.სველი თმა შეიკრა. ხალათი შემოიცვა და კომპიუტერი ჩართო. არაფრით არ ეძინებოდა. ტელეფონს ამოწმებდა. ანდრია კიდევ არ წერდა. ფილმს უყურა და უკვე დაწოლას აპირებდა კარზე კაკუნის ხმა რომ გაიგონა. შეეშინდა. ასე გვიან მასთან არავინ მოსულა. კარებიდან გაიხედა. – ღმერთო ჩემო ანდრია. გააღო კარები ნინიმ. აქ რა გინდა? მთვრალი ხარ? – ხომ მითხარი შენთან ყოფნა მინდაო. ხოდა მეც ვეღარ გავძელი და მოვედი. არ შემომიშვებ? წაბარბაცდა ანდრია – მე ისიც გითხარი თავი დამანებეთქო. შემოდი. დაუთმო გზა ნინიმ. – მეც გიპასუხე, რომ არ დაგანებებთქო – დამანებებთქო. გაიჯიუიტდა ნინი – გოგო შენ გინდა რომ სულ შემშალო ჭკუიდან თუ რა გინდა გამაგებინე? იყვირა ანდრიამ – ჯერ ესერთი ნუ ყვირი გვიანია და მეზობლები მყავს მე. – შე*ი კიდე შენს მეზობლებს დაიკიდეთქო რამდენჯერ უნდა გითხრა? – ანდრია წესიერად. ანერვიულდა ნინიც – ნინი მიყვარხარ. ერთი წამით ვერ ვძლებ უშენოდ არ შემიძლია რატო არ გესმის? რატო არ გჯერა?. მხარში ხელი ჩაავლო ანდრიამ – გამიშვი მეტკინა. აუწყლიანდა ნინის თვალები ბედნიერებისა და წყენისგან – მაპატიე. უბრალოდ ჭკუიდან მშლი ეგრე რომ მელაპარაკები. ამხელა კაცი გამაგიჟე. ისეთ რაღაცეებს ვამბობ რაც აქმდე არც კი გამფიქრებია. ისე მიყვარხარ აქამდე რომ ვერ წარმომედგინა და ახლა მეუბნები რომ თავი დაგანებო? ვერ ხვდები რომ ახლა თავს ვეღარ დაგანებებ? შენ ახლა ჩემი ცხოვრება ხარ ნინი – ნუ მატყუებ ანდრია გთხოვ ნუ მატყუებ – არა ხარ შენ ნორმალური ნინი. იცოდე დამკარგავ და მერე დაჯდები და იტირებ და მე ვეღარ გიშველი. მე თუ შენგან წასვლა შევძელი მხოლოდ შენს თავს დააბრალე. ანდრიამ ნინის სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა. ნინი მე შენ მიყვარხარ და მეყვარები მთელი სიცოცხლე დედას გეფიცები. ნინი ტიროდა ხელებზე ხელები მოკიდა და თავი ჩამოწია. – არ შემიძლია მეტი. ამას ვეღარ გავუძლებ. ძალა აღარ მყოფნის – თქვი ნინი ამოხეთქე. ნუ იხრჩობი. გპირდები ყველაფერი კარგად იქნება. მე შენ მიყვარხარ და ყველაფერი კარგად იქნება. – არ შემიძლია არაა გესმის? წადი გთხოვ წადი. სანამ თავს ვიკავებ წადი. სანამ სულ გადავსულვარ ჭკუიდან წადი. მირჩევნია ეხლა დაგთმო ვიდრე მერე. მოვკვდები ანდრია. შენ რომ წახვიდე მოვკვდები. სანამ ძალა შემწევს შენი გაშვების წადი გეხვეწები წადი... ანდრიამ მუშტი მოკუმა და ნინის თავთან ახლოს კედელს ძლიერად მიარტყა. – შენ მე სულ გამაგიჟებ. შენ ქართული არ გესმის? იღრიალა ანდრიამ. ხელიდან სისიხლი მოსდიოდა. შეშინებული ნინი კედელს აეკრო. ანდრიას სისხლიანი ხელი რომ დაინახა უცებ მოვიდა გონს. – ვაიმე რა არის ეს? წამოდი შეგიხვიო – მაინდამაიც ხელი უნდა მოვიტეხო რომ წესიერად დამელაპარაკო? ორივეს სიცილი აუვარადათ.ნინიმ კარადიდან პატარა ჩანთა გამოიღო. ჯერ წყალბადის ზეჟანგი დაასხა ხელზე მერე კი ბინტით შეუხვია. – ვსო. ხვალ მაინც ექიმს ანახე. – შენ ხარ ჩემი ექიმი. – შენ ხარ ყველაზე არანორმალური ადამიანი. გაეცინა ნინის. ეხლავე მოვალ. ნინი საპირფარეშოში გავიდა. უკან რომ დაბრუნდა ანდრიას თავი დივანზე მიედო და აშკარად ღრმად ეძინა. ნინის გაეღიმა. ფეხსაცმელები გახადა. ადიელა დამოიტანა ოთახიდან და მიაფარა. ერთხანს გაღიმებული უყურა. ,,ახლა ბარიბარში ვართ ჩემო ანდრია“ გაიფიქრა ნინიმ და თავის ოთახში შევიდა. კომფორტულად მოიკუნტა და სიყვარულით სავსეს მაშინვე ჩაეძინა. დილით ჯერ კიდე ეძინა ანდრიას ნინიმ, რომ გაიღვიძა. პიჯამოებზე ხალათი შემოიცვა და ანდრიასთან გავიდა. არ უნდოდა გაღვიძება მაგრამ სამსახურში აგვიანდებოდა. – ანდრია გაიღვიძე. ხელი დაადო მხარზე ნინიმ. ანდრიაა გაიღვიძე. ანდრიამ თვალები ნელ ნელა გაახილა და ნინი რომ დაინახა შეშინებული წამოხტა. – შენ აქ რა გინდა?. ნინის ისტერიული სიცილი აუვარდა. იქვე სკამზე ჩამოჯდა და ახარხარდა... ანდრიამ მიიხედ მოიხედა და გაიხსენა ყველაფეერი თვითონაც აყვა სიცილში. – ეე ეს უსამართლობაა. – რა? რა არის უსამართლობა? ამოღერღა ნინიმ – ის რომ შენ ჩემს ლოგინში გეძინა და კომფორტულად და მე კიდე ტახტზე მიმაგდე საწყლად. სრული ბალანსისთვის შენ აქ უნდა დაგეძინა და მე იქ. შენი მაისური უნდა ჩამეცვა რომ მერე ჩემსავით შენც სულ ის გცმოდა, როგორც მე მაცვია სულ ის მაისური. სხვათაშორის არც გამირეცხია რომ შენი სურნელი არ დაკარგოს. – მაპატიე ვერ დაგძარი. ვერ ჩერდებოდა ნინი. გაუტარა ანდრიას სიტყვები ნინიმ – ნეტა ყოველ დილით შენ მაღვიძებდე ხალათით და ჯანდაბას სულ ტახტზე დავიძინებ ხოლმე – ისევ ნუ დაიწყებ რა გთხოვ. დასერიოზულდა ნინი – უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ არ გჯერა რომ მე შენ მიყვარხარ. – ეგ შენ გგონია რომ გიყვარვარ. მარა დრო რომ გავა და მიხვდები რომ თურმე არ გყვარებივარ მერე მე რა ვქნა? ვიჯდე და ვიტირო? – მოკლედ ადამიანის წყობილებიდან გამოყვანა გეხერხება კარგად ეხა იცი რისი ღირსი ხარ? ჩაიცვა ფეხსაცმელი ანდრიამ. იცი რისი ღირსი ხარ? რომ დაჯდე და და მართლა იტირო. მე მოვრჩი რა. მე მეტი არაფერი შემიძლია. ერთს გეტყვი რომ შენს ცუდად ყოფნას სხვას ნუ დააბრალებ. – ანდრია გთხოვ. უბრალოდ დრო მჭირდება იმისთვის რომ დავრწმუნდე რომ სიზმარში არ ვარ. – დრო საკმარისად გექნება აწი. მე დავამთავრე. შენთან ლაპარაკს აზრი აღარ აქვს. თქვა ანდრიამ და კარი გაიჯახუნა... ******************* და აი ქორწილიც.ყველაფერი ისე იყო, როგორც ფილმებში.ლამაზი კაბა. სიყვარული უამრავი.ეკლესია, ჯვრისწერა, მერე რესტორანი, სადღეგრძელოები. ცეკვა, გართობა. გაბადრული სახეები. სიგიჯეები. გოგოების სიურპრიზი ბიჭებს. გაერთო ნინიც რათქმაუნდა. – არ დაურეკია არა? – ნიაკო დღეს შენი დღეა. არ მინდა იმაზე ლაპარაკი – გიგამ დაურეკა დაპატიჯა მარა არ ვიციო ვნახოთო. ვწუხვარ ნინ – არ გინდათქო. თქვენ რას შვებით როდის მიფრინავთ? – ამაღამ. გამთენიისას – გაგაცილებთ. აეცრემლა თვალები ნინის – არაა დაღლილი ხარ რას ამბობ.დაისვენე – რას ჭორაობთ? მოვიდა გიგა – გაგაცილებთო ნინიმ და არ გინდათქო – ხო მართალია. ტყუილად უნდა მოცდე ძილს – უბრალოდ არ ვიცი თქვენს გარეშე როგორ უნდა გავძლო. უბრალოდ ისე ძალაინ მიყვარხართ რომ ვერ გეუბნებით სიტყვებით. ნიაკოს ცრემლები წამოუვიდა და ნინის მოეხვია – კარგი რა ნუ ამატირებ ეხლა. ორი კვირით მივდივართ. უცებ გავა აი ნახავ. – ჩემი საამაყო გოგოები. მოეხვია ორივეს გიგა. – მოდი მაშინ მე წავლა კაი? და რომ ჩახვალთ და სანამ გაფრინდებით დამირეკეთ – წადი დაისვენე. აი ჩემი მეჯვარე მიდის ნახალოვკაში გიოო მოდი. – ხო ძმა. მოვიდა გიო – გააყოლე რა ბარემ ნინი. – არ მინდა ნუ შეწუხდები – არა გცხვენია ნინი? უცხოები ხომ აღარ ვართ უკვე.სიამოვნებით გავიყვან. რომც არ მივდიოდე მაინც.ხუთ წუთში გავდივარ. მანქანას მოვიყვან სად გავაჩერე კაცმა იცის. – ძმა ხარ ჩემი. გადაეხვი გიგა გიოს. მერე სამივე ერთმანეთს ჩაეხუტა და ასე იყვნენ ცოტახანს. – მიყვარხართ მე თქვენ. აეცრემლა ნინი – მეც მიყვარხართ უთხრა გიგამ და ნინი მანქანაში ჩასვა – რო ჩახვალთ დამირეკეთ რა. მოაძახა მანქანიდან ნინიმ ბავშვებს.... „როგორ მეგონა რო მოვიდოდა. როგორ მეგონა რომ დაბრუნდებოდა. თუმცა რა მიკვირს მე ვარ დამნაშავე. ამ დღეებში ხომ შემეძლო მომეკითხა მაარა არა ჯიუტი დეგენერატი ვარ“ ფიქრობდა ნინი – ნახალოვკაში ვართ ნინ. ეხა საით? – რაა უკვე? ასე მალე? ქარვასლასთან გამიჩერე და ავალ – აქამდე მოგიყვანე და სახში ვეღარ აგიყვან. მითხარი საით? ნინი სახლამდე მიიყვანა გიომ და თბილად დაემშვიდობა. – ნინ მისმინე. შევხმიანდეთ კააი. არ დაიკარგო. – ხო. რომ ჩამოვლენ დავსხდეთ სადმე. – იმათ გარეშეც შეგვძლია შეხვედრა ნინი. გაეცინა გიომ – თუ მოვიცალე. ,,ნეტა ამას რაღა უნდა“ გაიფიქრა ნინიმ და კიბეები ჩაფიქრებულმა აიარა.თავის კარებთან ჩამომჯდარი ანდრია რომ დაინახა გაშეშდა. – გამარჯობა ჩემო ქალბატონო. – შენ აქ რა გინდა? – კარგად გამოიყურები. ათვალიერა ანდრიამ ნინო. მაგრამ მთვრალი ხარ ისევ. შენ მგონი ლოთი ხარ, აპასნია შენთან ყოფნა. გაეცინა ანდრიას – არც შენ ხარ ძაან ფხიზელი ანდრია. – კაი ნუ მისერიოზულებ რა. დავიჯერო არ გაგიხარდა ჩემი დანახვა? – კი ემოციებს ვერ ვმალავ. არ მეტყობა სახეზე? ინაგლა ნინიმ. – ხო ემოციების მოთოკვა კარგად გამოგდის როგორც ყოველთვის. – აბა რა ვქნა? მაინცდამაინც კისერზე უნდა ჩამოგეკიდო? – არ იქნებოდა ცუდი მაგრამ კარგი. შენთან ლაპარაკს ხო აზრი არ აქ. საერთოდ ვერაფერი ისწავლე. – და რა უნდა მესწავლა? – ჭკუიდან შემშლი შენ მე. სულ გამაგიჯებ. – ნუ ყვირი. შემოდი შიგნით. ნინიმ ფეხსაცმელი კარებთანვე გაიხადა, ჩანთაც იქვე დააგდო და ოთახში ისე შევიდა უკან არც მოუხედავს. ანდრიამ ფეხით კარები მიაჯახუნა ნინის უკნიდან მივარდა და თავისკენ შემოაბზრიალა. კედელზე ძლიერად მიაყუდა და ხელები წელზე მოხვია. – რას აკეთებ გაგიჯდი? გამიშვი მეტკინა. – რას და იმას რაც ორივეს გვინდა. მაინც მოგარჯულებ. მაინც მოგიყვან ჭკუაზე. – არაფერი არ მინდა მე ანდრია გამიშვი. შეეშინდა ნინის. – არ გაგიშვებ. აღარ გაგიშვებ. შეუშვი მაგ შტერ თავში რომ მიყვარხარ. ანდრიამ თავზე თითი რამდენჯერმე მარტყა. შე– უ–შვი. დაუმარცვლა ხმამაღლა. ნინის თვალები აუწყლიანდა და ტუჩი პატარა ბავშვივით დაებრიცა. – მაშინებ ანდრია. – ეხლა ტირილი ვერ გიშველის. ისეთ რამეს არასდროს გავაკეთებ რაც შეგაშინებს, არასდროს არ გატკენ, არასდროს გაგიშვებ.ანდრიამ ნინის სახე ხელებშ მოიქცია. ჯერ შუბლზე აკოცა, მერე თვალებზე, ცხვირზე, ლოყებზე. – მე შენ მიყვარხარ, შენ მე გიყვარვარ. ამას შენს თვალებში ხედავ, ამას მთელი სხეულით ვგრძნობ.შენი გულის ცემა მესმის. ერთი სული გაქ ამოხეთქო. ცრემლები ყელში გაქ მობჯენილი. თქვი. მითხარი. მხოლოდ ერთი სიტვა მითხარი და ყველაფერი დამთავრდება გეფიცები. არ ეცადო უარყოფა. არ გაბედო... ანდრიამ ხმის ამოღება არ აცადა ნინის. სუნთქვა გახშირდა.გულის ცემა გაძლიერდა.ისეთი შეგრძნება იყო ან ეხლა ამოვარდება ან ეხლაო.თვალებიდან ცრემლები თავისით მოდიოდა.და აი ასე მოპარეს პირველი კოცნა პატარა ქალბატონს, აი ასე აუჩქარეს შემთხვევით გული.აი ასე უცებ გახდა საყვარელი ქალი სხვისთვის და იპოვა საყვარელი მამაკაცი თავისთვის. ასე უცებ აუხდა ოცნებები და ასე უცებ აღიარა რომ იპოვა ის ერთადერთი და თანაც სამუდამოდ. – ვსო მორჩა... გეყოფა ანდრია... გაჩერდი გთხოვ. ლაპარაკობდა წყვეტილად ნინი. – არ შემიძლია. ვერ ვჩერდები. აგრძელებდა კოცნას ანდრია. – გაჩერდი გეყოფა. იყვირა ნინიმ და ანდრიას ხელი ძლიერად კრა. ანდრია შეშნებლი მოშორდა ნინის. ნინის უცებ ისტერიული სიცილი აუვარდა. – ღმერთო ჩემი ეს რა იყო? დასერიოზულდა უცებვე ნინი – ეს ის იყო აი ის ყველა რომ ლაპარაკობს მაგრამ ცოტა თუ გრძნობს სინამდვილეს – უცებ მეგონა რომ... უცებ მეგონა ... –გაჩუმდა ნინი – ბავშვი ხარ შენ ნინი. ჩემი პატარა ბავშვი. ანდრიამ ნინი გულზე მიიკრა – ანდრია – ხო ნინ – იცოდე რომ მიმატოვო... იცოდე რომ დამტოვო – არასოდეს. არასოდეს დაიმახსოვრე არასოდეს გაიფიქრო ეგ. ვარასოდეს შეგელევი, ვერასოდეს შეველევი შენ სახეს, შენს თვალებს, იმხელა სიღრმეა ახლაც რომ მახსოვს პირველი შემოხედვა რომ დამიარა სხეულში სითბომ, არასდროს დავთმობ შენს თბილ ხელებს, არასდროს დავთმობ შენს ხმას, შენს სხეულს და საეროდ ვერაფერს რაც შენს თავს გამახსენებს. დამიჯერე – მიყვარხარ. არ შემიძლია ეს ბანალური სიტყვები, უბრალოდ მიყვარხარ. და იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე სიყვარული არსებობს. – ვიიცი ნინ. ვიცი. ეს აქმდეც ვიცოდი. უბრალოდ შენი ნათქვანი უფრო სხვანაირად ჟღერს. უფრო სხვანაირად მახარებს.აქამდე არც მეგონა თუ შემეძლებოდა ასე ვინმეს შეყვარება. – მე საერთოდ არ მეგონა კიდე თუ ვინმე შემიყვარდებოდა. – გინდა მომიყვე რა მოხდა? – არაა. ეხლა უკვე აღარ აქ აზრი და ეხლა შენ მყევხარ, უბრალოდ დავშინდი და აღარ მაქ ნდობა ხალხის.ძალაინ პატარა ვიყავი და ცხოვრება ცისარტყელას ფერებში მეგონა. ღრუბლებში დავფრინავდი და იმიტომ დამემართა ესე.მაგრამ თუ შეცდომა არ დაუშვი ისე ვერ ისწავლი და მე ვისწავლე. საკუთარი თავის რეალურად შეფასება ვისწავლე და ცხოვრების ბნელი მხარეებიც დავინახე, – მაგრამ ეს ბედნიერებაში ხელს გიშლის ნინ. – არ მიშლის არა. ეხლა ბედნიერი ვარ, ისეთი ბედნერი ვარ შენ რომ ვერ წარმოიდგენ. შენ არ იცი რა ხარ ჩემთვის. იმედი ხარ ჩემი მომავლის და იმ ცხოვრების რომელზეც მხოლოდ ვვოცნებობდი, შენ იმედი ხარ, ჩემი იმედი. ეხლა რომ რაღაც გავაკეთო ხომ შეიძლება? – გააჩნია რისი გაკეთება გინდა – ისეთი არაფრის რაც არ მინდა. ნინიმ ანდრია მაისურით მოითრია და გულზე მიეკრა. – სულ ეს იყო? გაეღიმა ანდრია – აბა მეტს რას ელოდი? – აი ამას. უთხრა ანდრიამ და ნინის აკოცა. – კააი გამიიშვი. დავიღალე ანდრია თან გვიანია. დიდი ხანი უნდა ვიყო ასე კედელზე აყუდებული?ანდრია უცებ გამოფხიზლდა და უცებ მიხვდა რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ნინი მართლა კედელზე იყო აკრული და ანდრია მის წინ ატუზული – ვაიმე, გადაიხარხარა ანდრიამ. მაგრამ არ შემიძლია შენი გაშვება, –მოითრია ნინი ისევ ანდრიამ,... – არ შემიძლია შენს გარეშე. შენი კოცნით არასოდეს არ დავიღლები, შენი მოფერება არასოდეს მომწყინდება. ჩემთვის საკმარისი არასდროს ხარ – ასე ძალიან რატომ გიყვარვარ? არც ისეთი განსაკუთრებული ვარ – არ გაბედო მეორედ მაგ კითხვს დასმა. რას ქვია რატო მიყვარხარ? იმიტომ მიყვარხარ რომ მიყვარხარ,იმიტომ რომ ისეთი ხარ ორნაირი, შენში სათნო ბავშიცაა და მონადირე ქალიც. ნამდვილი და ძლიერი ქალი რომელსაც ბავშივით ჭირდება დაცვა და მოფერება. არის შენში ისეთი ბოლომდე რომ არასდროს არ იცი როგორ როდის მოიქცევი, ამოუცნობი ხარ იმიტომ. ზუსტად ისეთი ხარ მე რომ მინდა რომ იყო და მე შენს გვერდზე ვიცი ბედნიერი ვიქნები. ნინის ცრემლები მოაწვა, ,, როგორ მეშინია, და როგორ მეშინია იმის თქმისაც რომ მეშინია, ღმერთო არ დასრულდეს,“ ფიქრობდა სიყვარულისგან გაბრუებული ნინი, – მე წავალ და ხვალ დაგირეკავ. სამსახურის მერე. – არ მინდა რომ წახვიდე, დარჩი გთხოვ რა – ნუ გეშინია შენთან ვარ მართლა შენთან ვარ – არა არა, არ წახვიდე გთხოვ. ეხუტებდა ანდრიას ნინი – კარგი კარგი დამშვიდდი, არ წავალ. შენთან დავრჩები. და ასე ამდენი ემოციებისგან გადაღლილს და სიყვარულით გამთბარს უცებ ჩაეძნა საყვარელი ადამიანის თბილ გულზე, ანდრიამ გადმოაფარა ნინის,თმაზე აკოცა და სიყვარულით ავსებულმა თვალები მილულა. ****************** სამსახურში იყო ნინი ტელეფონმა რომ დაურეკა. უცხო ნომერი იყო ,, ბატონო?“ ,,ნინ როგორ ხარ“ ,,ვააიმე თქვენ ცოცხლები ხართ? ეგ არი დაგირეკავთო? გამისკდა გული რა არი?“ ,, კაი გოგო ვერ მოვიცალეთ მართლა,სულ სადღაც დავდივართ და ტელეფონი სპეციალურად არ დაგვაქ თან, ნანამ ხო აგვიკლო რააა. შენ რას შვები?“ ,, მე კარგად ვარ. ცხოვრება მიხარია, უბედნიერესი ვარ“ ,, მოოიცაა. შერიგდიით? მომიყევი დროზე რა მოხდა“ ,, კაი კაი დამშვიდდი. ვუთხარი მიყვარხართქო“ ,, რახან შენ ეგ მოახერხე რაღა მომკლავს“ ,,ხო კიდე მოვახერხე რაღაცებიც და მეც მიკვირს“ ,, იცოდე ყველაფერი უნდა მომიყვე. წავედი ეხლა კიდე სადღაც მივდივართ. გიგა კოცნას გიგზავნის. მალე ჩამოვალთ. გვიყვარხარ და გვენატრები“ ,, მეც ძალაინ მიყვარხართ“ ******************* ასე გადიოდა დღეები და კვირები. მაგრამ რაღაცას გრძნობდა ნინი. რაღაც შიშშს. იცოდა, ეგონა, რომ აუცილებლად რაღაც მოხდებოდა, უჩვეულოდ ბედნიერი იყო და ეშინოდა რომ დამთავრდებოდა აუცილებლად.ყოველდღე ხვდებოდნენ, ყოველდღე უხაროდათ ერთმანეთი.ყოველდღე უფრო და უფრო უყვარდებოდა ანდრიას ნინი და ნინის ანდრია. – აბა დღეს თუ იცი რა დღეა? –ჰკითხა ანდრიამ ნინის. – ოთხშაბათი... –მოიკალათა დივანზე ნინიმ – ოთხშაბათი კია მარა რა რიცხვია? – 15 აგვისტო? რა ხდება? – რა ხდება და დღეს ერთი წელი გახდა რაც მე შენი სიცოცხლით მეცხოვრება – რაა? მართლა? არადა ეგეთი დღეები გოგოებს ახსოვთ ხოლმე. –გაეცინა ნინის – კი ახსოვთ ხომე მაგრამ შენ ხომ უმაქნისი გოგო ხარ. – მეე? მე ვარ უმაქნისი? აპ აპ აპ. ეგ არ უნდა გეთქვა. ნინი ანდრიასკენ გადაიხარა. მაისურის ქვეშ ხელი შეუცურა და ყელზე აკოცა.ნელ ნელა დივანზე მიაწვინა და კალთაში ჩაუჯდა.ანდრიას მთელს სხეულში ჯრუანტელმა დაუარა,სიშმაგემ და მამაკაცურმა ძალამ გაიღვიძა უცებ და ნინის წამებში მოექცა ზევიდან და თმებში ჩაეჭდა. უცებ გამოერკვა ნინი, უცებ მოვიდა აზრზე, – გაჩერდი – ვერა. –განაგრძნობდა კოცნას ანდრია – ანდრია გაჩერდი,შიში გამოერია ნინის ხმაში და უმწეოდ გაიბრძოლა ანდრიას მკლავებში. – ვერა მეთქი. –განაგრძნობდა კოცნას ანდრია – ანდრია გეხვეწები, ვიხუმრე.ხომ მითხარი არაფრის მაქნისი ხარო და მაგიტომ ვქენი, გეხვეწები, გთხოვ. აუწყლიანდა ხმაც ნინის. – მერე არ იცი რომ ზრდასრულ მამაკაცს ასე არ უნდა ეხუმრო? ჰა? თუ პატარა გოგო ხარ და არ იცი რა შეიძლება მოყვეს ასეთ საქცელეს თან მითუმეტეს იცი რომ ჭკუას ვკარგავ შენზე. – ანდრია გჩერდი. იყვირა ნინიმ – აი იცი რას მიშვრები? გამაიმპოტენტებ და როცა დრო მოვა არაფრის თავი აღარ მექნება. სულ გამაგიჯებ. ნინიმ მაისური შეისწორა და კუთხეში მოკუნტული მიჯდა და შეშინებულმა დაუწყო ყურება ანდრიას – ნუ მიყურებ ეგრე ბატკანივით თორე დავამთავრე დაწყებული. გაეცინა ანდრიას – შემაშინე. ამოიღო ხმა ნინიმ როგორც იქნა – შენ შეშინება მერე გენახა რომ შემოგახევდი ტანსაცმელს – რაა? შეყვირა ნინიმ – შენ არ იცი რა შეუძლია ამ დროს მამაკაცს და ნუ მეთამაშები თორე ეხლა მადლობა მითხარი რომ დაგინდე. –სპეციალურად ამწვავებდა სიტუაციას ანდრია და თან ეცინებოდა. მოწონდა დამფრთხალი ჩიტივით რომ იყუჯებოდა ნინი და ისიც იცოდა ანდრიას იქით რომ გზა არ ქონდა და მაინც ამასთან რომ მოვიდოდა დასამშვიდებლად – მადლობა რომ დამინდე. ანდრიამ თავი ვეღარ შეიკავა და ასე მოკუნტულსვე ჩაეხუტა და თავზე აკოცა – ხოო დღეს მართლა დაგინდე – ვაიმე რას მიპირებ? გაეცინა ნინისაც – შენ თუ ესე გააგრძელებ კაის არაფერს – კაი რაა ანდრია. – ხო დამშვიდდი. დღეს არ ვქნათ არაფერი? ესე ჩავატაროთ ეს ღირსეშანიშნავი დღე? წავიდეთ ჩემთან. დღეს თან ვიღაც ახალი დიჯეი გვყავს სტუმრად და გავერთობით. დაურეკე შენებს – ააუ ხმაური იქნება ძაან და ხო იცი ეს ხმაური არ მიყვარს მე – ნინ მე უნდა მივიდე იქ უეჭველი. იქ უნდა ვიყო, ჩემი გულისთვის ერთი დღე იქნებ გაძლო? უბრალოდ იმ გოგოს მარტო ვერ დავტოვებ. თან ერთერთი ბიზნესმენის შვილია და უყურადრებოდ ვერ მივატოვებ. შენც რომ ჩემს გვერდზე იქნები უფრო გამიადვილდება. თან გაგაცნობ ხალხს იმიტომ რომ მეამაყები მე შენ. – მიოცა ის დიჯეი გოგოა? – ხოო რა. ნუ დიდი არაფერი მარა ფულიანი მშობლები ყავს და ნუ ხო ხვდები არა? ეგეთ შანსს ვერ გავუშვებთ ხელიდან.საკმაოდ ბევრ ფულსაც იხდის და ჩვენც მეტი რა გვინდა. ისედაც რაც შენთან ერთად ვარ სულ მაცდენ. ჯაბას აბარია ყველაფერი და ეხლაც მარტო ვერ დავტოვებ. -აკოცა ცხვირზე ნინის – კაი. მაშინ შენთან წავიდეთ. ჩემებს ვეტყვი. არ ვიცი თუ მოახარხებს ნიაკო ცოტა რთული ორსულობა აქვს, და გიგა უიმისოდ რას წამოვა. დაგირეკავ კაი და გაგაგებინებ. თუ არადა არაა პრობლემა ჩემო სიცოცხლე მე არ მეწყინება. სამსახურში უნდა გავიდე მეც რაღაც საქმეები მაქვს და საღამოს დაგირეკავ – როდის გათხოვდები ერთი რომ აღარ იმუშაო მერე. გაეცინა ანდრიას – გათხოვება რა შუაშიია მუშაობასთან? მაინც ვიმუშავებ მერე რა. აბა სახლში დავჯდე და მთელი დღე ვალაგო და ვწმინდო? – მერე რა აბა გათხოვება რომ გინდა? – როდის შემოგჩივლე ერთი მაინტერესებს მინდათქო? – კაი ნუ მეძაბები გეხუმრები. ყველაფერი იქნება კარგად დამიჯერე. ყველაფერი ისე იქნება მე და შენ რომ გვინდა აი ნახავ. – კაი. მე მჯერა შენი. – მე წავალ ეხლა და საღამოს გელოდები. კაი? დამპირდი რომ მოხვალ. გიგასაც მე დავურეკავ – კარგი. მოვალთ ესეც მეორე თავი. ნუ გამკიცხავთ ჩემი პირველი ნაწარმოებია და მაპატიეთ შეცდომები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.