შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Serendipity


3-04-2016, 15:37
ავტორი serendipity
ნანახია 1 738

ლონდონი
დაფრინდა, როგორც ყველა ფრენის შემდეგ ამჯერადაც პირველი წამოვხტი სავარძლიდან, ხელბარგის ჩანთა ჩამოვიღე და პირველი გავრბივარ, სისწრაფის მიუხედავად ოცი წუთი გასასვლელთან მომიწია დგომა, მაინც ვიმარჯვე ქართული სისხლი მაინც თავისას შვრება, პირველი ავქანდი ავტობუსში, პატარა ჩემოდანი იქვე დავდე და სრულაიდ არაკომფორტულ სკამზე კომფორტულად მოვკალათდი, ბილეთის ძებნა დავიწყე ჩანთაში Terminal 2.
-საინტერესოა მეორე ტერმინალიდან სად მივდივარ ჩემთვის გავიფიქრე და ისეთი ისტერიული სიცილი ამიტყდა ვერ დავმშვიდდი.
როგორც იქნა დაიძრა ავტობუსი და შევაბიჯე ლონდონის აეროპორტში, ამჯერადაც არ გამიმართლა ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ ყველაზე ბოლოს ჩემი მალინისფერი ჩემოდანი გამოვიდა, სამი ბორბლით, მეოთხე ბორბალის ლოდინს აზრი არ ჰქონდა, ძლივს გადმოვათრიე ჩემი ქონება და რეგისტრაციის რიგისკენ გავეშურე.
გარეთ წვიმს, ძლივს მივათრევ ორ ჩემოდანს სამი ბორბლით 30 კილოს ტარება არც ისეთი ადვილი ყოფილა, ჯერ არ ჩამოვფრენილვარ მგონი უკვე ვნანობ, გავიფიქრე ჩემთვის და ისევ ისტერიულად ვიცინი. თან იმასაც ვფიქრობ, რომ საქართველოში ესეთ მდგომარეობაში რომ ვენახე ვინმეს აუცილებლად გამოთქვამდა მინიმუმ დახმარებს სურვილს და მაქსიმუმ დამეძგერებოდა და ჩამომართმევდა დამტვრეულ ბარგის ჩანთას. ამ ფიქრებიდან ქართულმა ხმამ გამომიყვანა.
-აქ სულ როგორ წვიმს ჩემი....
- ოთხი წლის განმავლობაში მგონი უნდა შეჩვეოდი ლონდონის კლიმატს, ქერა ბიჭმა შენიშვნა მისცა შავგვრემანს.
მოულოდნელად მომინდა რომ რაღაც მეკითხა მათთვის, თავხედურად მივაჭერი და ვსვამ კითხვას
-უკაცრავად ქოლგა სად შეიძლება ვიყიდო?!
შავგვრემანმა ისეთი თვალებით შემომხედა, რომ მივხდი ჯობდა მეტროს ხაზის ან ავტობუსის გაჩერების ნომერი მეკითხა, მაგრამ უკვე აზრი აღარ ჰქონდა
-ქოლგის ყიდვა არ დაგჭირდება ტაქსის მძროლები ქართველ ქალებს ისედაც ჩუქნიან ქოლგებს იციან მათი წვიმაში დნობის ამბავი.
-ვეცადე სიმშვიდე ბოლომდე შემენარჩუნებინა შემოვბრუნდი და ტაქსი გავაჩერე
-სად გარბიხარ, ერთი ტაქსით წავსულიყავით
-ქართულმა ხასიათმა მძლია და რატომღაც შუა თითი ვაჩვენე
იცინის გიჟივით
-შეხვედრამდე პატარა გოგო
-იდიოტი
-Hallo, GREENWICH HIGH ROAD, S,E,1O.
-Ok, u can seat.
როგორც იქნა მივაღწიეთ ჩემს ლამაზ სახლამდე გადმოვალაგე ბარგი და კიბისკენ წავედი.
წითელი აგურით ნაშენი ორ სართულიანი სახლი პატარა მწვანე ბაღით, უცებ ცრემლები წამომივიდა. ამ გულის აჩუყების ჟამს კარები გაიღო და ქეითი შემეგება ძალიან თბილი ღიმილით ხელი ჩამკიდა და სწრაფად შემიყვანა სახლში. ცოტა ვისაუბრეთ გამაცნო მისი დღის გეგმები და სამსახურში გავარდა.
ბარგის ამოლაგებას შევუდექი, თან საოცრად მომწონდა ჩემი ოთახი რომელიც რატომღაც სულ თეთრი იყო, ფანჯრიდან მწვანე ბაღი კარგად ჩანდა წარმოვიდგინე დილას ბაღში როგორ დავლევ ყავას და მოვწევ სიგარეტს ბედნიერმა ღიმილმა გადამირბინა სახეზე. მშვიდი ლაგების შემდეგ გამახსენდა, რომ ნინასთან უნდა დამერეკა რათა მეცნობებინა დროული ჩამოფრენა
-Nina, hallo from London
-არ არსებობსსსსსსს, ჩამოხვედი?! ნუცა დროზე ჩაიწერე Brixton, s.t.20 THE CROWN & ANCHOR გელოდებიი
ღმერთო რა არანორმალურია, სწრაფად ჩავიცვი და ჩავირბინე პირველ სართულზე. კარებთან ვხედავ ბევრ ქოლგას, უცებ აეროპორტი გამახსენდა ისევ არანორმალურივით ვიცინი.

ნინა გელოვანი
ნინას ბევრი წელია ვიცნობ, ოჯახებით ვმეგობრობთ გვერდი-გვერდ ვცხოვრობდით მთაწმინდაზე. ჩემზე ორი წლით დიდია, სკოლის დამთავრებისთანავე ლონდონში გაუშვეს მშობლებმა, მისი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ლონდონში ვცხოვრობ. კარგად მახსოვს ის დღე აეროპორტში ტირილით და ისტერიკებით რომ ვემშვიდობებოდით ერთმანეთს, საშინლად არ უნდოდა წასვლა, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე 1 წლის თავზე გამოაცხადა, რომ საქართველოში დამბრუნებელი არ არის და მაღალსართულიანი გინებით მოიხსენიებდა ყველა ქართველ აზიატ კაცს.
მე სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი დედაჩემის დაჟინებული თხოვნით გავაგზავნე საბუთები Royal College of Art და ძალიან მალე დადებითი პასუხი მოვიდა, ისღა დამრჩენოდა მივდგომოდი მამას რათა დროულად გეხსნა მუთაქები და გავფრენილიყავი მუდამ წვიმიან ლონდონში.






THE CROWN & ANCHOR
ტაქსში, რომ ჩავჯექი გული ისე მიცემდა მეგონა ტაქსის მძღოლსაც ესმოდა და ვაწუხებდი, თან რამდენჯერმე ისეთი სახით შემომხედა დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ ნამდვილად შეწუხდა. აი ბავშვობაში შოკოლადს, რომ მოგცემენ და ერთი სული რომ გაქვს ჩაიტენო პირში ზუსტად ეგ შეგრძნებაა , ისე მინდოდა დროზე მივსულიყავით და ნინა მენახა ვერ ვითმენდი. როგორც იქნა მივუახლოვდით წითელი აგურის ერთსართულიან პაბს, ფეხი როგორც კი შევდგი ნინას სიცილი მომხვდა ყურში, ლუდის კათხა ეჭირა და სადღეგრძელოს სვამდა.
-მართლა რა არანორმალურია
-ნუცაააა აქეთ, ისე ჩავეხუტეთ ერმანეთს სამამულო ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცს რომ ჩაეხუტება ცოლი, ამჯერად ჯარისკაცის როლში ალბათ ნინა იყო.
-გაიცანით ‘’კრასავიცა’’ ნუცა ჯაფარიძე
-მადლობა ოფიციალური წარდგენისთვის
ორივეს გაგვეცინა
მაგიდასთან ათამდე ადამიანი იჯდა ქერა ბიჭი მეცნო საიდან ვიცნობ ნეტა გავიფიქრე და ზუსტად ამ დროს სასმლით ხელში შავგვრემანი ბიჭი, აეროპორტიდან, მოუახლოვდა მაგიდას
-გეგი გაიცანი ჩემი ნუცა
-შენ ნუცას წარდგენა არ სჭირდება
-ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს
-ხო ნუც
-არა გეშლები
-კარგი გავიარეთ, მაშინ თავიდან გავიცნოთ ერთმანეთი, გეგი აბაშიძე, ხელი გამომიწოდა
-სასიამოვნოა, რატომღაც ხელი არ გავწიე
-რა ხდება თვალებით მანიშნა ნინამ
-არაფერი მოგიყვები
-მოგწონს წვიმიანი ლონდონი?! რაღაცნაირი სახით მკითხა გეგიმ
-კი, მომწონს
-ქოლგის გარეშე მაინც ნუ გამოხვალ სახლიდან და იცინის
ნეტა რა აცინებს
-სასწავლებლად ხარ ხო?
-არა სამუშაოდ
-სად აპირებ მუშაობას?
-სასიკების ქარხანაში
-სახე მოეღრიცა იცინის გიჟივით
-ნეტა რა აცინებს?!
-ნინა, შენი დაქალს ქსენოფობია ხო არ ტანჯავს?
-არა გეგი შოვინიზმით იტანჯება ნინაც აყვა
-ძალიან სასიამოვნოა, ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ მოდი ცოტა დავლიოთ გაბრწინებული სახით ვთქვი
-კარგი აზრია დამეთანხმა გეგი, დავლიოთ ჩვენი დაწყებული მეგობრობის სადღეგრძელო, მოდით ნუცას გაუმარჯოს
-ნინა, უნდა წავიდე ხვალ უნივერსიტეტში ვარ დილიდან საბუთები უნდა მივიტანო
-ერთად წავიდეთ, ჩვენც ახლოს ვცხოვრობთ
-შენ რა იცი მე სად ვცხოვრობ
-სანამ ჩამოხვიოდი, ნინა იმდენს ლაპარაკობდა შენზე, მინდა გითხრა აეროპორტიდან ვიცოდი უკვე ვინც იყავი, თვითმფრინავშიც შეგამჩნიე და ისიც დავაფიქსირე პირველი როგორ გარბოდი.
იცინის ისევ გიჟივით
-მიხარია, რომ ესეთი დიდი შთაბეჭდილება დავტოვე შენზე
უცებ დაიბნა არ ელოდა ამ პასუხს
-აჰა, შეიძლება იღიმის
მეც დავიბენი, არ ვიმჩნევ
სახლში ყველამ ერთად დამტოვა, ნინამ მოასწრო და მთელი კვირა დამიგეგმა
-ხვალ წავალთ ისევ დასალევად, ზეგ დაგათვალიერებინებთ რაღაცეებს, მაზეგ უნივერსიტეტის საღამოა და მოკლედ გავერთობით წინ ბევრი დრო გვაქვს, ბოლო ფრაზა ისეთი სიამაყით წარმოთქვა გამეცინა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent