შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სფეარმენთის ეფექტი (თავი2)


3-04-2016, 16:01
ავტორი Ioana
ნანახია 2 444

თუ აქამდე არ იცოდით,ახლა გეტყვით,რომ ბავშვობაში ძალიან ანჩხლი და ალქაჯი ბავშვი ვყოფილვარ.არც ახლა გამოვირჩევი სინაზით მაგრამ,მაშინ მთლად მიქროდა.ხო და რა შუაშია ჩემი სიყმაწვილე? მოკლედ ჩვენს მეზობლად ერთი მდიდარი ოჯახი ცხოვრობდა და მაგარი ტუტუცი ბიჭი ჰყავდათ,ჩემზე ორი წლით იყო დიდი და უბანში სულ პირველობა უნდოდა,ყველას ჩაგრავდა,დასცინოდა.ძალა დიდი არ ჰქონდა ,თუმცა ოჯახი ჰყავდა ძლიერი და ამიტომ არავინ უწევდა წინააღმდეგობას,ერთი ალქაჯი გოგოს გარდა.რა თქმა უნდა,მხოლოდ მე შემეძლო თორნიკეს ცემაც და ატირებაც (ასე ჰქვია იმ ტუტუც ბავშვს).სულ სამჯერ მყავს ნაცემი,სამივე შემთხვევაში სხვას სცემდა ან დასცინოდა.ხო და ესე ხუთი წლის ვიქნებოდი,ბოლოს რომ ვცემე.მტრისას რაც იმას ჩემი წიხლები მოხვდა მუცელში.ამ ამბებში ვიყავი,მეზობლის ჭორიკანა ქალს გაშველების ნაცვლად,სურათი რომ გადაუღია ჩვენთვის.ალბათ ან თორნიკეს მშობლებს ანახებდა,ან ჩემსას.ეგ უკვე აღარ მახსოვს კარგად.ხო და რა შუაშია ახლა ეს სურათი? მას შემდეგ თხუთმეტი წელი გავიდა,მე გავიზარდე,თორნიკეც ორმაგად გატუტუცებული მდიდარი მამიკოს ბიჭი გახდა,გოგოები რომ ზედ აფრინდებიან და ხალხიც პატივს სცემს,განა იმიტომ რომ კარგი და პატიოსანი ბიჭია,არამედ საბანკო ანგარიში აქვს ოთხ ციფრიანი ფულებით გატენილი.ხო და ჯერ ის საღეჭი რეზინის ამბები არ მეყოფოდა,მეორე დღე სოციალურ ქსელში შევდივარ და რას ვხედავ,ფარული პროფაილიდან ვიღაცას ჩემი და თორნიკეს სურათი დაუდია,აი ის თხუთმეტი წლის წინანდელი.ეს ტუტუცი არსება ძირს რომ გდია და მე გამეტებით ვურტყავ.გელოვანების კაცი პოპულარული ტიპია და ეტყობა ვიღაცამ გაუჩალიჩა.ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ და წარმოიდგინეთ ეს სურათი რა მალე გავრცელდა თსუს ნაღებ საზოგადოებაში,სადაც თორნიკე გელოვანი ასე ყოყოჩობს და თავი კაი "ტიპშა" ჰგონია.მერე იყოო უამრავი კომენტარი და დაცინვა,რომელიც მის რეპუტაციას მაგრა უტირებდა დედას.მე პირადად ეგ სურათიც მაგრად მეკ..და და ის მოცლილი ხალხიც.ამიტომ გადავბრუნდი და დავიძინე,თუმცა მეორე დღე არ ყოფილა მთლად ასეთი ტკბილი.

მოკლედ მივაბიჯებ უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ამაყად და მოხდენილად,ნუ მთლად მოხდენილადაც ვერა,მაგრამ ხო მივაბიჯებ.და უცებ მესმის ვიღაცის განწირული ღრიალი.
-მელიქიშვილი,მელიქიშვილი...-არ ვიმჩნევ,რადგან ვხვდები რომ თორნიკე მომსდევს.მთელი უნივერსიტეტი ჩვენ გვიყურებს,მაგრამ მე მაინც არ მინდა გაჩერება.- ნინოო მელიქიშვილო გაჩერდი!!- ვიცი რომ არ დამანებებს თავს,ამიტომ ვჩერდები და მეგობრული ღიმილით ვტრიალდები უკან.
-შენ რა დაყრუვდი? რას მაყვირებ,ზრდილობას არ გასწავლის ხოლმე დედიკო?
-ოხხ თორნიკე,თორნიკეეე ეტყობა დაგავიწყდა ან მოგენატრა ჩემი წიხლები!ისე რომ იცოდე უფრო კარგ ჯანზე არიან ვიდრე ადრე-მშვიდი ტონით ვესაუბრები და მის ჩაწითლებულ თვალებს არ ვიმჩნევთ.
-ისევ ის პატარა ბავშვი არ გეგონო,მოკეტე და გამომყევი,თორემ ხომ იცი შემიძლია შენც და მთელი შენი დამპალი ოჯახიც გაგაქროთ!
-ვა ვააა მამიკოს ბიჭს საუბარი უსწავლია,მაგრამ მამის ტ..აკით თამაშს ვერ შეეშვი ხო?
-ნინო მწოყბრიდან ნუ გამომიყვან,თორემ ამ ხალხს სულ დავიკიდებ და აქვე გაგარტყავ მაგ დამპალ სახეში-ამდენ ზიზღს როგორ იტევს ეს ლეში,ვერ ვხვდები.
-შენნაირი არაკაცისგან გარტყმა არ მეწყინება,ნუ იდარდებ,შეგიძლია წიხლიც ჩამარტყა!მაგრამ იცოდე მერე მაგ ფეხებს ძირში წაგაჭრი,გადავახვევ და უკანალში გაგიკეთებ!
-აჰაჰაჰჰა,კაი კაი ნუ მაშინებ პატარა ქალი! წამომყევი,სულ ხუთ წუთს წაგართმევ,რაღაც უნდა გითხრა.ნუ გეშინია,არ შეგჭამ.
არ ვიცი,იმ წამს რატომ გავყევი უნივერსიტეტის უკანა ეზოში.ალბათ იმიტომ,რომ მართლა არ მეშინოდა მისი.საერთოდ ცხოვრებაში ძაღლების გარდა,არაფრის და არავისი შემშინებია.დანიშნულების ადგილზე მივედით თუ არა ეგრევე ატეხა ღრიალი:
-გოგო შენ ნორმალური ხარ? ის სურათი როგორ გაბედე და დადე შე ლაწირაკო,მაგის გამო ყველა დამცინის.ის არ გეყოფოდა,რაც პატარაობაში აკეთე? ახლა ესე ერთობი? იცოდე არ შეგარჩენ ჩემ დამცირებას,ამის გამო დაისჯები!
-აჰაჰაჰაჰაჰ-ისეთ ხმაზე ავჭიხვინდი,მგონი შევაშინე კიდეც-არაკაცო,გგონია რომ ის სურათი მე დავდე? არ გეჩვენება,რომ ზედმეტად მკ..დიხარ იმისთვის,რომ გაგამწარო მსგავსი ხერხებით? სიმართლე გითხრა,გაიხაროს იმ ადამიანის მარჯვენამ,ვინც ატვირთა.შენნაირები უარესის ღირსი ხართ!
-მაშ არ აღიარებ დანაშაულს ხო? ძალიან კარგი,შეგიძლია იტირო,იმიტომ რომ ახლა შენი დამცირების დრო დადგა.-საუბარი დაამთავრა თუ არა,ორი უცნობი ყმაწვილი დავლანდე მის უკან და ახლა მივხვდი,რომ მაგარი დამერხა.მაგრამ ხომ გახსოვთ,ყველაზე მოხრხებული რომ ვარ,ხო და არ ვიცი რატომ,მაგრამ ეს იდეა მომივიდა თავში.ერთი შეხედვით კი უაზროდ გამოიყურებოდა,მაგრამ გაამართლა.
-ბიჭებო,სანამ მცემდეთ,შეიძლება კევი ჩავიდო პირში? ჩათვალეთ,მომაკვდავის ბოლო სურვილია.-ხო და მეც ჯიბისკენ წავიღე ხელი,სფეარმენთი ყბაში გავიქანე და სანამ ჩემკენ დაიძვრებოდნენ ისევ გამოვიღე პირიდან,ჰაერში ავაგდე და წიხლი დავარტყი.ცოტა იფრინა ჩემმა საღეჭმა რეზინმა და თორნიკეს ეგრევე თვალში ეცა.მერე იყო მისი წამოკივლება,იმ ორი ბიჭის დაბნეული გამომეტყველება და ჩემი გაქცევა.მესმოდა,როგორ ყვიროდა გელოვანების ბიჭი,ს..რებო რას მიყურებთ გაეკიდეთო.მერე იყო იმ ორი აყლაყის გამოკიდება და ფილტვების დახეთქვამდე სირბილი.სად მივქროდი ისიც არ ვიცი,ერთადერთი რაც იყო,ვინმეს დანახვა მინდოდა და ისინიც ჩამომშორდებოდნენ.მაგრამ არავინ ჩანდა,უნივერსიტეტის ავტოსადგომზე ვიყავი.ის იყო რომ მუხლები უნდა მომკვეთოდა და დავცემულიყავი,დავინახე ერთ-ერთი მანქანა როგორ ტოვებდა სადგომს.მეც შანსი გამოვიყენე და ლამის ზედ შევახტი ავტომობილს,რომ გაეჩერებინა.სწრაფი მუხრუჭის ხმა გავიგე და ლამის წამოწეული ბიჭების ღრიალი.არც მიფიქრია,ვის ვუჯდებოდი მანქანაში ისე ჩავხტი,კარები სწრაფად მივკეტე და უკან ვიყურებდი,თან მძღოლს,რომლისთვისაც არ შემიხედავს,განწირულად ვუყვიროდი ჩქარა გაზს მიაწექითქო.ის კი ადგილიდან არ იძვროდა,სანამ არ ვინებე და სახეში არ შევხედე.მოკლედ მე ხო ბედი არმაქვს,ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო ეგ თემა იყო.მძღოლი ის ბიჭი აღმოჩნდა,რამდენიმე დღის წინ კევი რომ ვხიე.მაგრამ ახლა ეს იმდენად არ მადარდებდა,რომ სისულელეებიც კი ვილაპარაკე:
-გთხოვ,მანქანა დაქოქე და გაზს მიაწექი! ამის დედაც,მომსდევენ დაუნო!!-მერე იყო მისი გამოფხიზლებდა,დაქოქილი მანქანა და ჩემი ბედნიერი სახე,რომ მათგან თავი დავიხსენი.სანამ ავტოსადგომს გავცდებოდით,თავი ფანჯრიდან გადავყავი და იმათ გადავუგდე სფეარმენთი,თან მივაძახე:"დაღეჭეთ ბიჭებო,ბრაზს დაგიცხრობთ". მერე იყო ჩემი ჭიხვინი და მძღოლის ირონიული გამოხედვა.
-რაო ქალბატონო,თვით ლაშა მესხის დახმარება დაგჭირდა,რა უცნაურია არა ცხოვრება?
-რაო? ლაშა მესხი ვინაა ჩემი ძმა?-თავს ამ ბიჭთან ისე ვგრძნობდი,როგორც საკუთარ სახლში.თან ფეხები "ბარდაჩოკის" ზემოთ შემოვაწყე.(ესეთი ჩვევა მაქვს,ვის მანქანაშიც არ უნდა ვიჯდე,თუ წინ ვზივარ ფეხები სულ მაღლა მაქვს).
-აჰაჰაჰა,ჯერ ერთი ფეხები ჩამოაწყე და მეორეც,შენ რა დამცინი? მანქანაში მიხტები და ვის უხტები ეგ არ იცი?
-ფეხებზე გაკეთებული კომენტარი დავაიგნორე,მაგრამ დანარჩენს ესე ვერ გავატარებდი-თუ ტვინს ცოტა აამუშავებ,მიხვდები რომ მომსდევდნენ,თორემ შენნაირ ყეყეჩებს გამარჯობასაც არ ვეუბნები,ეს ისე რომ იცოდე!
-და რატომ მოგსდევდნენ,შეიძლება ვიცოდე ხულიგან?
-კი,მაგრამ თუ შეგეშინდა,არ ჩაიფსა!-ირონიულად ვუთხარი და თან ყველაფერი მოვუყევი სურათიდან დაწყებული,კევის სროლით დამთავრებული და ზუსტად ათი წუთი მის ხარხარს ვუსმენდი.
-ჰეე აბა მორჩი პატარ კაცი?-ვკითხე თავმობეზრებულმა და თვალები გადავატრიალე.
-აუუუ ხულიგან,მაშ იმ სურათზე შენ იყავი?-სიცილს არ წყვეტდა ლაშა,თან რა კბილები და ტუჩები ჰქონდააა.იფფ მტრისას,კაცის უნახავს გაგხდიდა.
-კი მე ვიყავი,ახლა სიცილს მორჩი და გამიჩერე.აქვე ჩამოვალ სადმე!
-მოიცა მოიცაა,მართალია დიდად გულზე არ მეხატები და რო რამე თორნიკესაც დავეხმარებოდი შენს ცემაში,მაგრამ მითხარი სად მიდიხარ და მიგიყვან,ჯელტმენი ვარ და მხოლოდ მაგიტომ-ირონილად გამომხედა და თან თავიდან ბოლომდე ისე ამათვალიერა რა, აი რაღაცნაირი მზერით.
-არ მინდა,შენთან ერთად მგზავრობა.საშინელი სუნი დგას ამ მანქანაში,მალე გული ამერევა.ჯობია ჩემით წავიდე-არა და ლაშას სურნელი ტრიალებდა,ცივი და ისეთივე რაღაცნაირი,როგორი მზერაც ჰქონდა.
-კაი,ჩადი მაშინ-საშინლად გავბრაზდი,რატომ მეგონა რომ შემეხვეწებოდა ან დამაძალებდა გაყვანას.მეწყინა,თან ძალიან,არ ვიცი რატომ მაგრამ გული დამწყდა.ჩანთა ავიღე და უხმოდ გადავედი.კარის მიკეტვას ვაპირებდი რომ დამიძახა:
-ხულიგან,მადლობა?
-რისთვის,ჩემთან მგზავრობის პატივი რომ გარგუნე?
-ოხ ხულიგან-ისევ რაღაცნაირი მზერა და მის ტუჩებთან შეპარული ღიმილი.
-ცნობისთვის,მშობლებმა პატივი დამდეს და სახელი დამარქვეს,მაინც რომ იცოდე!-არ მაღიზიანებდა მისი ნათქვამი ხულიგანი,უბრალოდ მინდოდა რომ ჩემი სახელი სცოდნოდა და მიზეზს ვეძებდი.
-ვიცი,ვიცი ნინუუც,ყველაფერი ვიცი-მერე იყო ჩემი გაოგნებული სახე,დაქოქილი მანქანა და გაუჩინარებული ლაშა.მე კი ისევ იმავე პოზაში მდგარი და კვლავ გაოგნებული,თუმცა ახლა უკვე ბედნიერიც იმით,რომ მან იცოდა ჩემი სახელი,ესეიგი ვაინტერესებდი და ამიტომ გაიგო.მაგრამ ყველაზე სასიამოვნო მაინც მისი ნათქვამი "ნინუუუც" იყო.ასე არავინ მომართავდა და რომც მოემართათ ვიცი,ასეთი ტკბილი მაინც არ იქნებოდა.[left][/left]


პ.ს. მოკლედ გუშინ არ ვიყავი სახლში და ამიტომ ვერ დავდე.მადლობა ყველას,ძალიან კარგები ხართ.რაც შეეხება "გაიღიმეთ,ჩიტი მოფრინავს" მუზა წამივიდა და არც მიბრუნდება.ამტომ თუ მოფრინდა გავაგრძელებ,ამ მოთხრობის გაგრძელება კი დაგეგმილი მაქვს და შევეცდები იმედები გავამართლო.მიყვარხართ!!!❤️❤️❤️❤️



№1  offline წევრი elo123

აუ ძალიანნნნნ მაგარი იყოოოოოო. მალე დადეე...მაგარი ხააააააააააარრრ

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

წინა თავზე დავტოვე გუშინ კომენტარი და რატომღაც წაშალეს მე მგონი ისეთი არაფერი დამიწერია რაც წაშლის მიზეზი გახდებოდა.

ძალიან მომწონს წერის სტილი , იუმორი დამინდოდა წინა ისტორიის დასასრული წამეკუთხა გაიღიმე ჩიტი მოფრინავს ვგულისხმობ გუშინაც ეს დავწერე რომ არცერთი ისტორია დასრულებული არ არის იმედია დაასრულებ .

 


№3  offline წევრი Ioana

lalita
წინა თავზე დავტოვე გუშინ კომენტარი და რატომღაც წაშალეს მე მგონი ისეთი არაფერი დამიწერია რაც წაშლის მიზეზი გახდებოდა.

ძალიან მომწონს წერის სტილი , იუმორი დამინდოდა წინა ისტორიის დასასრული წამეკუთხა გაიღიმე ჩიტი მოფრინავს ვგულისხმობ გუშინაც ეს დავწერე რომ არცერთი ისტორია დასრულებული არ არის იმედია დაასრულებ .


მადლობა დიდი ❤️ მე წავიკითხე ის კომენტარი,არ იყი წაშლილი.თუ მოვიდა მუზა,დავასრულებ წინა ისტორიას აუცილებლად ❤️❤️ [left][/left]

elo123
აუ ძალიანნნნნ მაგარი იყოოოოოო. მალე დადეე...მაგარი ხააააააააააარრრ



დიდი მადლობა ❤️❤️❤️❤️

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

ხო კიდევ თავები გაზარდე.

 


№5  offline წევრი chupika

Ar gvigalatoooo

 


№6 სტუმარი Ekusia

Gijdebiii rakaiaa eseti stilis istoriebze vabodeeb tavebi gazarde raa da male dadexilme dzaan kaixar

 


№7  offline წევრი mari12

აღარ აგრძელებ ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent