შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კუზნეჩიკ, მიყვარხარ (დასასრული)


3-04-2016, 16:42
ავტორი ირინა
ნანახია 7 357

-ვაჩეე........ ამოვიხავლე საცოდავად, როცა წყლიდან ამოვყვინთეთ და აბაშიძისგაბრწყინებულ თვალებს შევხედე.
-გისმენ... შეცვლილი მეჩვენა მისი ხმა.
-წეღან რაც თქვი... მართლა ვნერვიულობ , მერე ანა? ან გუშინდელი შენი საქციელი? მეგონა შერიგდით და მაგიტომ გამომაგდე, ან არ ვიცი რაა.... წარბები შევკარი და დაფიქრებული მივაშტერდი ვაჩეს.
-ჩემი პატარა, სულელი გოგო... უბრალოდ არ მინდოდა , გეყურებინა ჩვენთვის , სანამ ყველაფერს არ გავარკვევდი... ვიცოდი, როგორც გიჭირდა ჩვენი ყურება, მე კი ვერაფრით ვერ გამშვიდებდი, სანამ ანას არდაველაპარაკებოდი და არ ავუხსნიდი ყველაფერს... რომ მეთხოვნა, ვიცი, არ წახვიდოდი, ამიტომ გელაპარაკე მკაცრად... ბოდიში ჩემო სულელო გოგო... მითხრა ვაჩემ და გულზე მიმიხუტა ძალიან ფრთხილად.
-და რა ქენი მერე? დაელაპარაკე ანას? თავი ამოვყავი მისი მკლავებიდან და ინტერესიანი მზერა მივაჩერე.
-კი დაველაპარაკე... როგორც ჩანს, მანაც გააცნობიერა, რომ ჩვენი ურთიერთობა უბრალოდ მიჯაჭვულობა და ვნება იყო... და არ ვუყვარვარ, თან ისეთი ახალი ამბავი მითხრა, მეც კი გავგიჟდი.
-რა ამბავი? ინტერესი ვერ დავმალე.
-აი მაგას დღეს საღამოს გაიგებ, სიურპრიზად დავტოვებ. წამოდი, წავიდეთ ახლა, თორემ გამიცივდები და მერე რა ვქნა მე? მითხრა ვაჩმ და წყლიდან ამოსვლაში დამეხმარა. დაახლოებით ნახევარ საათში უკვე სახლში ვიყავით. ჩემი ოთახის წინ ვიდექით, მაგრამ არც ხმას ვიღებდით რომელიმე და არც წასვლას ვაპირებდით სადმე.
-შედი... მითხრა სერიოზული ხმით.
-ჯერ შენ შედი. არ დავაკელ მეც.
-ნერვებს ნუ მიშლი. შედი დროზე... ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.
-და ნუ იშლი მერე ნერვებს. შედი შენ. მეც ღიმილითვე ვუპასუხე.
-ოხ კუზნეჩიიკ... ეგრე ხო??? გაეცინა მას, თავის მკლავებში მომაქცია და ხელში აყვანილმა შემიყვანა ოთახში. -დროზე, ცხელი შხაპი მიიღე კიდევ ერთხელ, და მე ცხელ ჩაის გაგიკეთებ მანამდე. მომაყარა და სანამ პასუხს დავუბრუნებდი, ოთახიდან გაქრა... სულელივით ჩამეღიმა. 20 წუთშ უკვე აივანზე ვისხედით. მე ვაჩეზე ვიყავი მიყრდნობილი, ისკი ჩემს თმაში ათამაშებდა თითებს და ჩაის სვამდა.
-კუზნეჩიკ, რა ქენი აბა, აირჩიე ხვალისთვის კაბა??
-დიაახ.... თან როგორი კაბა.. იცოდე, თვალები არ გადმოგცვივდეს, რომ დამინახავ... ვუთხარი მე ეშმაკურად და ყელში ვაკოცე, ისე გააკანკალა, რომ ცოტა ჩაი გადმოექცა და პატარა მაგიდაზე გადადგა.
-ოჰ... რა დიდი წარმოდგენა გაქვს ქალბატონო საკუთარ თავზე, შენს გარდა იქ მილიონი გოგო იქნება და შენთვთონ იყავ ფრთხილად, რომ რომელიღაცამ არ წაგართვას ჩემი თავი...
-იდიოტ ხარ.. ჩავიბურდღუნე მე და სწრაფად წამოვხტი ფეხზე. მაგრამ მან მაჯაში ხელი წამავლო და წამის მეასედში თვის კალთაში მომიქცია.
-რა ადვილია შენი წყობიდან გამოყვანა, ვგიჟდები პირდაპირ... ჩაიხითხითა და თავი ჩემს თმაში ჩამალა.
-შემეშვი რაა, წადი და ეგ სიტყვები იმ შენ მილიონ გოგოს უთხარი... მისი მკლავებში გავფართხალდი, მაგრამ რა თქმა უნდა, თავი ვერ დავიძვრინე.
-ნია..... ერთხელ გატყვი მხოლოდ და კარგად ჩაიბეჭდე თავში, მე შენ გარდა არავინ მჭირდება.. არც ხასიათს აქვს მნიშვნელობა, არც ვიზუალს, მხოლოდ შენ... შენ ერთადერთი და არ აქვს მნიშვნელობა, რა გეცმევა, როგორ ხასიათზე იქნები.... უბრალოდ მჭირდები და მორჩა!!! შეიძლება ნახო კიდეც, როგორც მეფლირტავებიან , მაგრამ მე მარტო შენ მიყვარხარ!!! დაასრულა ვაჩემ საუბარი და გიჟივით დამეტაკა ტუჩებზე, რეაგირებაც კი ვერ მოვახდინე. მთელი გრძნობით მკოცნიდა და საერთოდ გადავყავდი ჭკუიდან, როგორც კი ავყევი მეც , მაშინვე მომშორდა, შუბლი შუბლზე მომადო და ხმააკალებულმა მითხრა :-კუზნეჩიკ, მიყვარხარ!!!
-მეც მიყვარხარ ვაჩე... ამოვიჩურჩულე და თავი მის მკერდში დავმალე... კარგა ხანს ვისხედით ასე, სანამ საბოლოოდ დაღლილობამ, ემოციურმა ფონმა, გავლენა არ მოახდინა და მის მკლავებში არ დამეძინა. დილით კი ადრე გამეღვიძა. თვალების სრესვით მოვათვალიერე ოთახი, სანამ მაგიდაზე დატოვებულ ბარათს არ მოვკარი თვალი.
„კუზნეჩიკ, დილით ვანომ დამირეკა, რაღაც საქმეებია მოსაგვარებელი და წასვლა მომიხდა, შენ მოემზადე და საღამოს პირდაპირ წვეულებაზე მოდი... პ.ს. დარწმუნებული ვარ, რომ თვალები შენზე დამრჩება, როგორც კი დაგინახავ  ..... საღამომდე“.... ღიმილით მივცუნცულდი კარადამდე და წინა დღეს ნაყიდი კაბა გამოვიღე....
-დღეს დაგიმტკიცებ ვაჟბატონო, რომ გვერდით ლამაზი ქალი გყავს... ჩავილაპარაკე კმაყოფილმა და სააბაზანოსკენ გავტუსტუსდი. საკმაოზე დიდი დრო დავხარჯე, სანამ სალონს ვესტუმრე და ყველა პროცედურა ჩავიტარე, საღამოს 6 საათი ისე მოვიდა, ვერც კი მოვხვდი. -ჯანდაბა... მაინც რამდენი რაღაც სჭირდებათ ქალებს.. გავიფიქრე სახლში მისულმა და მაისური ფრთხილად გავიხადე, რომ ვარცხნილობა არ დამშლოდა. 10 წუთში უკვე კაბით შემოსილი ვიდექი სარკის წინ და კმაყოფილი ვუყურებდი ჩემს გამოსახულებას. მუქი იასამნისფერი, გამჭვრვალე კაბა, მთელი სისრულთ წარმოაჩენდა ჩემს სხეულს, ბევრი ვიორჭოფე, მეყიდა , თუ არა, მაგრამ ბოლოს მაინც გავრისკე, საქართველოს მენტალობისთვის ცოტა რთულად მისაღები, გამომწვევი კაბა მოვირგე და ახლა, დაკვირვებით ვათვალიერებდი საკუთარ თავს. კაბა გულზე მთლიანად დახურული იყო, სამაიეროდ ზურგი ჰქონდა ბოლომდე მოღებული. გამჭვირვალე, ფარფატა ქსოვილს ყვავილის ორნამენტები ჰქონდა პატარა ქვებით ამოქარგული.... კაბა იმდენად გამომწვევი იყო, რომ საად ვარცხნილობას, და ღია მაკიაჟს დავჯერდი. შუაზე გადაყოფილი, კოსად შეკრული თმა და ღია ვარდისფერი ტუჩისსაცხი, აშკარად მოუხდა საერთო იერს. არც სამკაულებზე გამიგიჟებია თავი. პატარა, ყურზე მიბჯენილი საყურე და ვერცხლისფერი სამაჯური ავირჩიე.... კიდევ ერთხელ შევამოწმე ყველა დეტალი და გულისფანცქალით ჩავედი ქვევით. ჩემი ძმა ძმაკაცთან რჩებოდა , არც ლია და მამუკა იყვნენ სახლში, ამიტომ ვერავინ შემაფასებდა და გული უფრო გამალებით ამიძგერდა... გარეთ გავედი და მამუკას მძღოლს თბილად მივესალმე. მანაც თავი დამიკრა და მანქანის კარი გამიღო.
20 წუთში უკვე სასტუმროსთან ვიდექით , ველოდებოდი, როდის გამიღებდა კარის კაცი კარს, მამუკას მძღოლმა წარმატებები მისურვა და მანქანიდან გადასვლაში დამეხმარა, რომ კაბა არ დამკუჭვოდა. მე შესასვლელთან გავჩერდი, გული ამოვარდნას მქონდა.
 ძალიან ლამაზად გამოიყურებით. მითხრა კარის კაცმა და შიგნით შემიძღვა. რამდენიმე წამით შევჩერდით და ისევ განვაგრძეთ გზა, დარბაზსაც მივადექით... უზარმაზარი დარბაზი სავსე იყო ლამაზად მორთულ-მოკაზმული ხალხით. იქამდე ვიყურებოდი შიგნით, სანამ ვაჩეს და მის გვერდზე მდგარ ანას არ მოვკარი თვალი. მას ჩვეულებისამებრ ძალიან მოკლე კრემისფერი კაბა ეცვა და კიდეევ ერთხელ უსვამდა ხაზს მის უზადო აღნაგობას და არაჩვეულებრივად გრძელ და ლამაზ ფეხებს. -ღმერთო რა ლამაზია. აღმომხდა ხმამაღლა და ახლა მის კავალერრზე გადავიტანე ყურადღება. ვაჩეს შამპანიურის ჭიქა ეჭირა ხელში და ანას უღიმოდა. შავებში იყო გამოწყობილი. გული დამწყდა, ვიცოდი, მჯეროდა მისი, მაგრამ მაინც გული დამწყდა ანას გვერდით რომ დავინახე.
 არ შედიხართ? ფიქრებიდან გამომარკვია კარისკაცმა.
 კი , კი, ახლავე. გამბედაობა მოვიკრიბე. ცალ ხელში ჩანთა მეჭირა, , მეორეთი ოდნავ კაბა ავიწიე და კუს ნაბიჯებით დავიძარი დარბაზის ცენტრისკენ. რაც უფრო შიგნით შევდიოდი , მით უფრო მეტად ვნერვიულობდი. რამდენიმე წამში უკვე დარბაზში ვიყავი, იქაურობა მოვათვალიერე და სახტად დავრჩი, როცა აბსოლუტურად ყველა სტუმარი მე მომშტერებოდა, ხმას კი არავინ იღებდა. მღელვარებამ პიკს მიაღწია. -ხომ ვამბობდი, არაა საჭირო ასეთი გამოპრანჭვათქო, სასაცილოდ გამოვიყურები. იქნებ მაკიაჟი გამიფუჭდა? ხალხი თვალს არ მაშორებდა, მეც გადავწყვიტე, საპირფარეშოში შევსულიყავი და ჩემი თვალით მენახა, რატომ გავხდი ასეთი ყურადღბის ობიექტი. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ. ხალხი ორად გაიყო და შუაში გზა გამითავისუფლეს, მაგრამ მზერას მაინც არ მარიდეებდნენ. შეშინებული ვაცეცებდი თვალებს და წინ მივიწევდი, სანამ ჩემ გრძელ კაბას არ წამოვდე ფეხი და ის იყო, უნდა წავქცეულიყავი, მაგრამ ვიღაცის ძლიერ მკლავებში აღმოვჩნდი. სწრაფად ავიხედე ზემოთ და ვანო შემრჩა.
 ვანო, ლამის წავიქეცი, შენ რომ არა..
 ნია, მთელი დარბაზი შოკში ჩააგდე.
 ასე სასაცილოდ გამოვიყურები?
 სასაცილოდ? გადაირიე მგონი. ულამაზესი ხარ, ნამდვილი დედოფალი, ყველა დაჩრდილე დღეს.. სიტყვები არ მყოფნის. ხალხს შეხედე , როგორი აღტაცებით გიყურებენ.
 აღტაცებით? მე კი ვიფიქრე, რომ...
 რომ რაღაც რიგზე ვერ იყო ხომ? საუბარში ჩაერთო ნატაც. მართლა უმშვენიერესი ხარ ნიაკო, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბე.
 ოო.. ნუღარ მეუბნებით მაგას რა, მრცხვენია მერე.
 და რა გაქვს სასირცხვილო. ნამდვილად დაჩრდილე დღეს ყველა, მათ შორის ჩვენი ანაც, რომელსაც აქამდე თვალს ვერ აშორებდნენ, ახლა კი აღარავინ უყურებს. ამჯერად ნატამ ანასკენ და ვაჩესკენ გამახედა. ანა ჩვენკენ წამოვიდა, ვაჩე კი ადგილზე გაშეშდა, თავი ოდნავ გვერდზე გადაეხარა და თვალებს არ მაშორებდა, ვერც ამჯერად მივხვდი, რაზე ფიქრობდა.
 ოჰ ნიაკოო... როგორი ლამაზი გოგო ყოფილხარ შენ...... მოურიდებლად ამათვალიერა და ლოყაზე მსუბუქად მაკოცა. -დღეს ბიჭები ომს გამოაცხადებენ შენ გამო..
 აჰაა.. მოდის კიდეც ერთ-ერთი. ჩაიცინა ნატამ და რეზის მიესალმა.
 შეიძლება ამ საღამოს მშვენება საცეკვაოდ მივიწვიო? მომიახლოვდა რეზი და მომაჯადოვებელი ღიმილი მომანათა. მე დავიბენი და პასუხად მხოლოდ გავუღიმე.
 როგორ არ შეიძლება. ხელი მკრა ნატამ და პირდაპირ რეზის მკლავებში აღმოვჩნდი.
 შეუდარებელი ხარ. ჩამჩურჩულა და მუსიკის სასიამოვნო ჰანგებს ააყოლა ნაბიჯი.
 დიდი მადლობა. ოღონდ ამდენი კომპლიმენტი არაა საჭირო... ვიბნევი...
 ეგ დღეს შეუძლებელია, გულითაც რომ მინდოდეს, ჩვეულებრივ ვერ მოვიქცევი, იმდენად მომაჯადოვე . რეზიმ უფრო მეტად მიმიკრა გულზე და მარცხენა ხელი ჩემს მოშიშვლებულ ზურგზე ჩაასრიალა. თითქოს დენმა დამარტყა ისე შევხტი. - რა მოხდა?
 არაფერი, მგონი დღეს საკმარისია, აღარ მინდა ცეკვა. გავუღიმე და მისი მკლავებისგან გათავისუფლება ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა, ზედმეტად მაგრად ვყავდი ჩაბღუჯული.
 არა, ჯერ მუსიკა არ დამთავრებულა და არ ვაპირებ შენ გაშვებას. ისევ ვცადე მისგან თავის დახსნა, მაგრამ არც ამჯერად გამომივიდა.
 რეზი, თუ შეიძლება ჩემს პარტნიორთან ცეკვის საშუალება მეც მომეცი, ბოლოს და ბოლოს ჩემი მენეჯერია. მოგვიახლოვდა ვაჩე, მაგრამ ჩემთვის ზედ არ შემოუხედავს.
 კი მაგრამ, ვერ ხედავ რომ უკვე დაკავებულია? თან დღეს საღამოს საქმეზე საუბარი არ ღირს.
 შენ მგონი ვერ მიმიხვდი.მე ნიასთან მინდა ცეკვა და იმედია, სანამ ესე გთხოვ, იქამდე მომცემ ამის საშუალებას, თუ არადა დიდი მოთმინებით არ გამოვირჩევი იცი. რეზიმ მოულოდნელად ორივე ხელი გამიშვა. ვაჩეს წამიერად ავისმომასწავებლად შეხედა, შემდგომ ძალით გაიღიმა და ხმისამოუღებლად წავიდა.
 რას გავხარ. მითხრა ვაჩემ , როცა უკვე ცეკვა დავიწყეთ.
 ნეანდერტალელო. ყველა კომპლიმენტს მეუბნება და შენ რომ შენებურად არ ჩაგეშხამებინა არ იქნებოდა ხო?
 და შენი აზრით, ცეკვის დროს, ამ მოშიშვლებულ ზურგზე , რომ მოუხვდებათ „შემთხვევით „ ხელი, ადვილად გაგიშვებენ?
 რას გულისხმობ, ვერ მივხვდი.
 რას და ამას. ვაჩემ რეზის ქმედება გაიმეორა, მოშიშვლებულ ზურგზე ხელი ჩააცურა და მე ლამის ჩავიკეცე. ხომ ხედავ? ესეთი გულიბრყვილო რომ ხარ, მაგის ბ რალია.
 და რა გინდა ვახ? მომწონს ეს კაბა მე, ყველა მეუბნება გიხდებაო.
 ჰოდა რომ მოგწონს და მართლა ძალიან ლამაზი რომ ხარ, მაგიტომ უნდა მქონდეს დღეს ასი თვალი და ასი ყური გამობმული , რომ რამე არ მოხდეს.
 ოოო მართლა ვერ ვხვდები რას ბოდიალობ რა. შიშით ვეღარც ვიცეკვო, რომ ჩემს ზურგზე ხელები არ აფათურონ?
 კი, უნდა იცეკვო, ოღონდ მარტო ჩემთან. მითხრა და ისეთი ძალით მიმიკრა , რომ სუნთქვა შემეკრა.
 და შენი არ უნდა მეშინოდეს?
 არ ვიცი, შეიძლება, ჩემი ყველაზე მეტად უნდა გეშინოდეს.
 ჰოდა მაშინ გამიშვი ხელი.
 არ შემიძლია.
 აბა რა გავაკეთო გამაგებინე, ჭკუიდან შეიშალე?
 უბრალოდ არავის აღარ მიეკარო ჩემ გარდა, თორემ მართლა არ ვიცი, ტვინში რა გადამიბრუნდება, ვინმე რომ დავინახო შენ გვერდზე.
 მართლა შეიშალე. შენ ჯობს შენს ანას მიხედო, მე როგორმე ჩემ თავს მოვუვლი. ვაჩეს ჩემი სიტყვები არ მოუსმენია , ისევ თავისას განაგრძობდა.
 კუზნეჩიკ, ხომ არავის გაიკარებ? მითხარი,რა. თორემ მართლა არ ვიცი რას ვიზამ.
 რა გინდა რა, გამაგებინე.
 უბრალოდ მართლა ვერ ხვდები, რამდენად ლამაზი და გამომწვევი ხარ ეხლა, გემუდარები, დამეხმარე , რომ ხალხს საღამო არ ჩავაშხამო , თორემ ზუსტად ვიცი, ვინმე , კიდევ რომ დავინახო შენ გვერდით... არ ვიცი რაა.. უბრალოდ გთხოვ.
 საძაგელი ხარ, ეგოისტი, სიტყვები არ მყოფნის იმ ბრაზის გადმოსაცემად, რასაც ეხლა ვგრძნობ. მოულოდნელად ხელები გავაშვებინე და ვანოს და ნატასკენ გავქანდი. მთლი საღამო ჩამშხამდა, ვერ ვხვდეოდი , რა უნდოდა ჩემგან, რატომ არ მაძლევდა მოსვენებას. ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა, როცა ამბობდა, არავინ გაიკაროვო, მაგრამ ვიცოდი, რომ ასეც მოვიქცეოდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, მართლა რამეს ატეხდა , რომ შევწინააღმდეგებოდი. მაგიდას მივუჯექი, მაგრამ ანა და ვაჩეც მალე შემოგვიერთდნენ, როგორც ჩანს ერთ მაგიდასთან მოვხვდით... საერთოდ არ გამკვირვებია. ვაჩემ ჩემ გვერდით დაიკავა ადგილი, მაგრამ ხმას არ იღებდა, სახე გაქვავებოდა, კისერზე ძარღვი ამობერვოდა და ტუჩებზე ფერი დაჰკარგვოდა, ვიცოდი , რომ მისი ასეთი თმდგომარეობა ავისმომასწავებელი იყო და ერთი არასწორი ნაბიჯიც კი წყობიდან გამოიყვანდა და ააფეთქებდა. სანამ მე ვაჩეს ყურებით ვიყავი დაკავებული, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა სცენაზე გადაინაცვლა და სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა. შემდეგ კი მე მიმიხმო, როგორც დღევანდელი საღამოს „სული და გული“ . მეც გულაჩქარებული ავედი სცენაზე და ვეცადე მშვიდად დამეწყო საუბარი.
 პირველ რიგში, მადლობა თქვენ, მინისტრო, რომ ასე დამიჯერეთ და ამხელა ნდობა გამომიცხადეთ. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ვაჩეს, რომელიც უდავოდ ამ საღამოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. ალბათ, ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ არ მსურდა მასთან მუშაობის დაწყება, ისევე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, ვერც მე ვიტანდი მის ხასიათს და საკმაოდ ხშირად მოგვდიოდა კონფლიქტი. მაგრამ, ბატონი მამუკას დაჟინებული თხოვნით, მე გავხდი მისი პარტნიორი და ერთად გმასპინძლობთ დღევანდელ საღამოზე. ბედნიერი ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი, რადგან რაც უფრო კარგად ვიცნობდი, უფრო ბევრ დადებით თვისებას ვპოულობდი მასში, მოგეხსენებათ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიკეთეს მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ სხვას დაანახონ, მაგრამ ვაჩე იმდენად თავმდაბალია, რომ ამას მალავს. თვლის, რომ არაა საჭირო ხალხმა შეაქოს კეთილი საქმისთვის. არც ორპირია, პირდაპირ ამბობს ხოლმე იმას რასაც ფიქრობს და მოგეხსენებათ, არავის უყვარს ესეთი პირდაპირი ადამიანები, ურჩევნიათ ტკბილი ტყუილი, მწარე სიმართლეს. ვაჩე კი სხვანაირია, განსხვავებულია. არასდროს ამბობს, რომ ვიღაც უყვარს, არც სიყვარულის გამოხატვა შეუძლია და ამის გამო თვლიან, რომ ქვის გული აქვს და ემოციები არ გააჩნია, არადა მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე არ შემხვედრია ასეთი ადამიანი. ის განსაკუთრებულია, წარბშეუხრელად დათმობს სიცოცხლეს იმისთვის, ვინც მისთვის ძვირფასია. ყოველთვის სიმართლის მხარეს დგას, აუცილებლად აღწევს დასახულ მიზანს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს.. ვაჩე უბრალოდ საოცარია და იმ ადამიანების საყურედღებოდ, ვისაც მის მისი ხასიათი არ მოსწონს, მინდა ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ , მასთან გატარებული ყოველი წამით, ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება ახლოს გამეცნო, ბედნიერი ვარ, მასთან კამათის დროს და ბედნიერი ვარ, რომ მისთვის მნიშვნელოვანი გავხდი. ვგრძნობდი , რომ ხმა მიკანკალებდა უკვე, დარბაზს გადავხედე, ამჯერად უკვე ჩემმა სიტყვებმა დაამუნჯა დამსწრე საზოგადოება, ვაჩეს თავი დაბლა დაეხარა, მაგრამ შევატყვე, როგორ ეჩვრიტებოდა მარცხენა ლოყა. იღიმოდა........

სცენიდან გაცილებით უფრო აფორიქაებული ჩამოვედი, ვიდრე ასვლამდე ვიყავი. დაუფიქრებლად ავიღე წყლით სავსე ჭიქა და სულმოუთქმელად მოვიყუდე... ვერც კი გავიაზრე, როდის გაჩნდა ვაჩე ჩემ წინ. ძლიერი მკალევები მომხვია წელზე და თავი ჩემს კისერში ჩარგო.
-გადაირიე.... გაიწიე იქით, ამდენი ხალხია, სირცხვილია... ვლუღლუღებდი აწითლებული და მისი მკლევებიდან დახსნას ვცდილობდი.
-ოოოჰ... გვრიტები გრძნობებში გამოუტყდნენ ერთმანეთს როგორც ვატყობ... მოგვიახლოვდა ვანოც, და მის მხარზე ჩამოკიდებულ ნატას ჩაუკრა თვალი.
-ჰაჰ.... ისარგებლეთ, ხომ ჩემი აქ არ ყოფნით.. შემოგვიერთდა ანაც და ეშმაკურად აგვაყოლა თვალი. მე თვალისდახამხამებაში მოვშორდი ვაჩეს და უხერხულად ავიტუზე...
-ჩვენ... ისა... დავიბენი, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, მაგრამ აბაშიძემ გამაოცა.
-ჰო ანა, ჩვენ შეყვარებულები ვართ... არ მინდოდა, იქამდე მეთქვა რამე, სანამ პირადად არ გნახავდი, მაგრამ შენმა ჩამოსვლამ , როგორც ხედავ ეს პროცესი დააჩქარა.. იმედი მაქვს, მეგობრები თუ არა, კარგი ნაცნობები მაინც ვიქნებით და შეხვედრის დროს, თავს უხერხულად არც ერთი ვიგრძნობთ, ეგაც რომ არა, ჯერ შენ გამომიცხადე შენი საქმროს შესახებ და.... გაიცინა ვაჩემ და დანარჩენებიც აიყოლია , მე კი პირდაღებული ვიდექი და ხან აბაშიძეს ვუყურებდი ხან ანას.
-ხოოო... რა გაგიკვირდა საყვარელო.. საქმრო მყავს, დაახლოებით 1 თვეში ვიქორწინებთ... ჩემი ექიმი იყო ამერიკაში და ძალიან დავახლოვდით... წუთი -წუთზე მოვა და გაგაცნობთ... და კიდევ, შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, ძალიან კარგი გოგო ხარ, ვანოსგან და ნატასგან ბევრი მსმენია შენზე და მიხარია, რომ ვაჩემ შენნაირი ადამიანი აირჩია ცხოვრების თანამგზავრად. ანამ იმდენად თბილად გამიღიმა, რომ მისი სიტყვების სიმართლეში ეჭვი არ შემიტანია... -უი, მართლა... გუშინდელი სპექტაკლისთვის ბოდიში, ასეთი ექსპრომტი გამოჩენები მიყვარს.. გულთან ახლოს ნუ მიიტან კარგი?
-კიი.. გასაგებია.. გამიხარდა ანა შენი ამბავი, ბედნიერებას და სიყვარულს გისურვებთ ცხოვრების ბოლომდე... სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, ჩვენთან ვიღაც მაღალი, ქერა ბიჭი აღიმართა.. იმდენად მაღალი იყო, რომ ვაჩეც კი მხოლოდ შუბლამდე წვდებოდა, ყველამ გაოცებულებმა შევხედეთ, მაგრამ როცა ანას გაბრწყინებული ხმა და მისი სიხარულის ყვირილი გავიგეთ, ყველაფერს მაშინვე მივხვდით... რამდენიმე წამი ვუყურეთ გაბრწყინებულ წყვილს, მაგრამ ჩვენთვის რომ ვერ მოიცალეს, მერე ჩამოვშორდით... ღვინის ჭიქა ავიღე და აივანზე გავედი... რამდენიმე წუთი მდუმარედ გავყურებდი ღამის თბილისს, სანამ მუცელზე დიდი ხელი არ ვიგრძენი...
-სად გამეპარე? ჩამჩურჩულა ვაჩემ ყურში და იქვე მაკოცა.
-არ გავპარულვარ ვაჩე, სუფთა ჰაერზე გამოვედი.. იცი,ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ მე და შენ ერთად ვართ... ამდენი ამბის შემდეგ... მე და ვაჩე ერთად ვართ. არადა რას ვიფიქრებდი, გუკას რომ ვექომაგებოდი, თუ მე და შენ ერთად ვიქნებოდით ოდესმე? მე ნელა შევბრუნდი მისკენ და მომღიმარ ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე.
-კუზნეჩიკ, მიყვარხარ !!! დაიჩურჩულა და ამჯერად თვითონ დამაკვდა ბაგეზე.
-ვაჩე, ახლა რა იქნება? მე და შენ როგორ ვიქნებით???
-პირველ რიგში, მე და შენ აღარ იარსებებს, დარჩება მხოლოდ „ჩვენ“.... და შემდეგ მე დავიხრები, ცალ მუხლზე დადგები.. თან ლაპარაკობდა, თან მართლა ცალ მუხლზე დადგა.-შემდეგ ჯიბიდან პატარა, ლამაზ ყუთს ამოვიღებ. მართლაც ამოიღო ყუთი. -შემდეგ გავხსნი და გკითხავ :“კუზნეჩიკ, მზად ხარ, რომ მთელი ცხოვრება ამიტანო, მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად გაატარო? გახდე ჩემი შვილების დედა და ჩემი მეორე ნახევარი? კუზნეჩიკ, გამომყვები ცოლად?“ . ვაჩემ პატარა, ოქროს ბეჭედი გამომიწოდა, ულამაზესი თვილით და დაძაბული სახით დაელოდა ჩემს გადაწყვეტილებას.
-ვაჩე...მე .. მეე.... სიტყვები ვერ გადავაბი ერთმანეთს... მე მიყვარხარ და მინდა რომ სულ შენს გვერდით ვიყო, თანახმა ვარ, ბოლო სიტყვები ლამის ჩურჩულით ვთქვი, თუმცა , აბაშიძის სმენას მაინც არ გამორჩენია... ბეჭედი თითზე გამიკეთა და ისე ჩამეხუტა, მეგონა ყველა ძვალს დამიმტვრევდა.
-რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ....... ღმერთო , ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ.....




............
-ლაზალეე... ნიკაც უთალი ლამე... მაქანა წამათა... დაპალი ეგა... აბურდღუნდა ორი წლის ბიჭი და ბიძას ჩამოეკიდა მუხლზე.
-ნიკაა... კარგი რაა, ამხელა ბიჭი ხარ, 10-ის ხდები უკვე, არ გრცხვენია? დაუბრუნე დუდას მანქანა.
-ოო, კარგი ლაზარე რა, ეგ სუ ეგრე ბურდღუნებს და... აღარც ვაჩე და ნიაკო მაქცევენ ყურადღებას, რაც ეს ყალთაბანდი გაუჩნდათ, ან საერთოდ, როდის ჩამოვლენ, ვის გაუგია ამდენი ხანი შერიგება?
-ნიკუშ, ჩემი და და ვაჩე ცოტა უცნაურები არიან, რამდენადაც უყვართ ერთმანეთი, იმდენად უფრო ხშირად კამათობენ, მაგრამ ხომ ხედავ ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ, 1 საათიანი გაბუტვების მერე 1 კვირიან თაფლობის თვეებს აწყობენ შესარიგებლად, შესაბამისად რამდენიმე დღე კიდევ არ უნდა ველოდოთ. შენ რას შვები, მამაშენი ხომ აღარ გაწუხებს ხოლმე?
-არაა.... რაც ვაჩემ და ნიაკომ მიშვილეს, მას შემდეგ აღარ შემხმიანებია, ვაჩე დაემუქრა, მასთან ახლოს კიდევ რომ დაგინახო ციხეში ჩაგსვამო და შეეშინდა.
-აუ... ლა ალი.. ლამდენც ლაპაკაკობთ? ვაცე მიდა მეე... წამიკანეთ ვაცესთან , დედიკოც უთქა მიკალქალო და გავიპალოთო და მე დატოვეც აქ. ჩუდები... აგალ მიკლაც ალც ეთი... ლაზალეე.. სენ იქები ცემი მამიკო??
-უი შემ ყალთაბანდო.... გინდა სიურპრიზი მოვუწყოთ შენს მშობლებს და მოულოდნელად ვესტუმროთ?
-აუ კი ლაზარე, რა წამო წავიდეთ.. გული გაუსკდებათ .. აყვა ნიკაც.
-ცუპიძი ლა ალი? ? უდა წამიკანოთ ? დედიკოთან და მამიტოცთან?
-ზუსტადაც... წავალ ახლა მე გასაღებს ავიღებ, თქვენ ნივთები აიღეთ და წავიდეთ....... ნახევარ საათში უკვე ყაზბეგისაკენ მიმავალ გზას ადგნენ და მიიჩქაროდნენ წყვილთან, რომელსაც ჯერ კიდევ ახალი შეყვარებულებივით უძგერდათ გული..............



№1  offline წევრი natia-natia

უთე გენათალე რამაგარი იყო ძაან საყვარელი ხარრ♥

 


№2  offline წევრი mimimimo

ეხლა - არა, ახლა.

იცი რა? winked
თითქოს დიალოგის რაღაც მონაკვეთი გადმოკოპირებულია... fellow

დასასრული კარგი იყო, იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით.. feel

 


№3 სტუმარი tamuna

Saocreba iyooo

 


№4  offline წევრი ტომა

წინა მოთხრობის ანალოგი იყო შუა ნაწილი..
არ მომეწონა ეს თავი, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ერთი ხელის მოსმით დაწერე.

 


№5  offline წევრი ჩუმა

Vgijdebi shenze, Rom agar dade cotaxani Kinagam guli gamiskda da male velodebi shens axal istoriaas <3 <3

 


№6  offline წევრი ირინა

ვიცი, პატარა თავი გამომივიდა, მაგრამ რაღაც პრობლემები მაქვს და ვეღარანაირად ვეღარ ვახერხებ წერას, ასე რომ ვამჯობინე რამდენიმე კვირიანი ლოდინის მაგივრად, დღეს დამედო პატარა და ბოლო თავი... ისიც ვიცი, რომ არ არის სრულფასოვანი თავი, ბოდიშს გიხდით ამისთსთვის, მადლობა მათ, ვინც თბილი სიტყვები არ დაიშურა ჩემთვის, ასევე მათ, ვინც მაკრიტიკებს, რადგან ეს კრიტიკა მაძლიერებს და მაძლევს სტიმულს, რომ კარგი მოთხრობა დავწერო. )))
მოვაგვარებ პრობლემებს იმედია , და გპირდებით, მალე დაგიბრუნდებით ახალი და ყველაზე საინტერესო ისტორიით love ჯერ -ჯერობით კი ბოდიშს გიხდით ცუდი თავისთვის და გემშვიდობებით, მომავალ ისტორიამდე love

 


№7 სტუმარი ნანო ნადირაძე

ირინა ჩემი საყვარელო<3 შენი ისტორია ყველასგან გამოირჩევა , თავისებური ხიბლით , მიმაჩნია რომ , წერისთვის ხარ დაბადებული, უფალმა ამის ნიჭი მოგცა , და გამოიყენე, მე არ ვაფიქსირებ ხშირად ჩენს აზრს, (არ მიყვარს) მაგრამ დღეს გამონაკლისი დავუშვი, მინდა წარმატებები გისურვოო , ველი შენს ახალ და საინტერესო ისტორიას :))))) ვიმეგობრებდი შენთან :))

 


№8 სტუმარი Black

Gamabraze!aset dasasruls ar velodi,ar vici sheni iyo tu sxvisi magram zustad is movlenebi iyo,rac sxva istoriashi ubralod saxelebi da shekrebis mizezi iyo shecvlili

 


№9  offline წევრი ირინა

Black
Gamabraze!aset dasasruls ar velodi,ar vici sheni iyo tu sxvisi magram zustad is movlenebi iyo,rac sxva istoriashi ubralod saxelebi da shekrebis mizezi iyo shecvlili


გამარჯობა ))) შეიძლება, არ მოგეწონა, მაგრამ პლაგიატორობაში ნუ დამდებ ბრალს ))) არ ვიცი, შეიძლება გავდა კიდეც სხვა ისტორიას, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ მომიპარავს ვიღაცის ნაშრომიდან, არც ერთი... მაგას უბრალოდ არ ვიზამდი, შეგიძლია მითხრა რომ არ მოგწონს, ან ცუდად ვწერ, მაგას მივიღებ და გამოვასწორებ, მაგრამ პლაგიატორობაში ნუ დამადანაშაულებ, არ ვარ უბრალოდ მაგის გამკეთებელი, ვაფასებ სხვის ნაშრომებს და საკუთარ თავს და ვიღაცის ნაწერების მოპარვა რომ მინდოდეს, საერთოდ არ დავდებდი აქ არანაირ სიახლეს

 


№10  offline წევრი liparteliani

უდაოდ უნიჭიერესი ხართ <3

 


№11  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე ძალიან მაგარი იყო მე მომწონს და იმედია მალე მოაგვარებ პრობლემებს რადგან ახალ ისტორიას ველოდები კარგი გოგო ხარ.

 


№12 სტუმარი Black

ირინა
Black
Gamabraze!aset dasasruls ar velodi,ar vici sheni iyo tu sxvisi magram zustad is movlenebi iyo,rac sxva istoriashi ubralod saxelebi da shekrebis mizezi iyo shecvlili


გამარჯობა ))) შეიძლება, არ მოგეწონა, მაგრამ პლაგიატორობაში ნუ დამდებ ბრალს ))) არ ვიცი, შეიძლება გავდა კიდეც სხვა ისტორიას, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ მომიპარავს ვიღაცის ნაშრომიდან, არც ერთი... მაგას უბრალოდ არ ვიზამდი, შეგიძლია მითხრა რომ არ მოგწონს, ან ცუდად ვწერ, მაგას მივიღებ და გამოვასწორებ, მაგრამ პლაგიატორობაში ნუ დამადანაშაულებ, არ ვარ უბრალოდ მაგის გამკეთებელი, ვაფასებ სხვის ნაშრომებს და საკუთარ თავს და ვიღაცის ნაწერების მოპარვა რომ მინდოდეს, საერთოდ არ დავდებდი აქ არანაირ სიახლეს

gagimarjos)plagiatorobashi ar chamitvlia,ubralod dejavius sashineli grdznoba dameupla da cota arasasiamovno iyo,pativs gcem da vici egeti ar xar da metjer ar tkva"tu ar mogwons"rom ar momwons arc vkitxulob;) amitom ar ipiqro rom,ar momewona<3sheni yvela istoria momwons(nu jer bevri arc maqvs nanaxi)da imedia shemdegshic momewoneba<3

 


№13 სტუმარი Roza

დანტეს და თეოთეს ისტორია რატომ წაიშალა სრულად იყო და მერე წაიშალა უცებ აღარ ატვირთავთ იმ ისტორიას?

 


№14 სტუმარი Guest ნატა

ძალიან კარგად წერ, მიყვარს შენი ისტორიები. თუ არ ვცდები შენი დაწერილია უცნობის თვალებისფერი ღამე, იდო ამ საიტზე და ვეღარ ვნახულობ. თუ შეგიძლია რომ დადო ისევ. მადლობა წინასწარ

Black
Gamabraze!aset dasasruls ar velodi,ar vici sheni iyo tu sxvisi magram zustad is movlenebi iyo,rac sxva istoriashi ubralod saxelebi da shekrebis mizezi iyo shecvlili


ირინას ისტორიაა რომელსაც მიამსგავსე აღწერილი სიტუაცია, ბიჭი სახელად 66-33-XX. ასე რომ პლაგიატობაში ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ. ვაჩეს და ლილეს გაკეთებული საღამოს აღწერას გავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent