შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა (თავი 5)


3-04-2016, 17:27
ავტორი ერკე
ნანახია 2 301

-უკაცრავად, მაგრამ ეს წიგნი მე მეკუთვნის ლამაზო. - გაუღიმა გოგონას და ხელი ალერსიანად მოხვია. - სწორედ ამას ვეძებდით, გვრიტო. იმედია გაგვიგებ, - თვალი ჩაუკრა და შემდეგ რატის გახედა. რატი ყველაფერს მიხვდა და მაშინვე მიუახლოვდა, საკუთარი თვალით დარწმუნებულიყო ამ ყველაფერში. თითქოს ამისთვის ემზადებოდა, მაგრამ მაინც ფეხები უკან რჩებოდა, ვერ გადაეწყვიტა ენახა თუ არა, რადგან ერთი წელი იმდენად დიდი დროა, რომ ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. არ სურდა იმედი გაცრუებოდა, ტყუილად მიეცა საკუთარი თავისთვის შანსი, შესაძლებლობა იმ ულამაზესი ქალის ხელახლა ნახვისას, მაგრამ ვერ წარმოედგინა რეაქცია, რაც ამას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. სრულიად შესაძლებელი იყო, რომ უკვე დაკავებული ყოფილიყო მისი გული, ან აღარც ახსოვდა მისგან განსხვავებით მას და ეს წიგნიც უბრალოდ დავიწყებას მიეცემოდა მის ცხოვრებაში. შესაძლოა ბედნიერებასთან, ან დიდ განსაცდელთან იდგა ახლოს, რომელიც პირქვე დამხობას უქადდა.
„ეს ყველაფერი სიზმარია... სიზმარი, ვფიქრობ რომ სიცოცხლე ისეთი მოსაწყენი იყო სიზმარში გადავინაცვლე.“
გაბედა. მიუახლოვდა.
-ღმერთო... ის არის. - თავი ხელებში ჩარგო და გამოეთიშა წამით სამყაროს. ამასობაში იქვე მყოფნი ისევ გარს ეხვია ლომიას და ავტოგრაფისთვის იბრძოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას პირდაპირ ნაყიდი წიგნი წაართვა და ხელი არ მოუწერა, იქამდე სხვას არ მისცა ავტოგრაფი სანამ სწორედ ის გოგონა არ აიღებდა სხვა წიგნს და არ გაუწვდიდა მას. ფოტოც გადაიღეს, სადაც უკანა ფონზე რატიც გამოჩნდა, თუმცა სახეზე ხელებაფარებული.
-ნომერი არ არსებობს. - ჩაილაპარაკა რატიმ, როცა მაღაზია დატოვეს და ტელეფონით დარეკვა სცადეს. - არ არსებობს გესმის? ასეც ვიცოდი. რატომ ჩავები საერთოდ შენთან ერთად ამ თამაშში. გეუბნებოდი ვერ მოვძებნიდით და მას უკვე აღარ ვახსოვარ-მეთქი. ხომ გეუბნებოდი? შეიძლება ეს წიგნიც არ ახსოვს, რადგან ეს ყველაფერი ზღაპარს ჰგავს ლომო. მაგრამ ზედმეტად სასტიკი დასასრულით. ვერ ვნახავ, დამიჯერე მეგობარო, ეს მეც ძალიან მინდოდა, მაგრამ კიდევ ერთ იმედგაცრუებას და ტკივილს გულის არეში ვერ გადავიტან. ყოველთვის მეგონა, რომ სხვაგვარად შეუძლებელი იყო, ამ ჩემ სუსტ მხარეს ვერავინ დაინახავდა, მაგრამ ახლა ამოტივტივდა, საშინლად მრცხვენია ამის გამო, ვერ გადმოგცემ სიტყვებით როგორ მინდა ისევ მისი ხილვა, თუმცა ძალა არ მაქვს საკმარისი მივიდე ბოლომდე და ვუთხრა ის რასაც ვფიქრობ. განა დამიჯერებს? არავითარ შემთხვევაში. გიჟად ჩამთვლის, ალბათ გაეცინება კიდეც და ეს კი ნამდვილად არ მინდა. ვფიქრობ, ჯობია ისე დავტოვოთ როგორც არის კარგი?
-რატი, გესმის მეგობარო საერთოდ რასაც ამბობ? - გაუკვირდა ლომიას და ყურადღება მისკენ გადაიტანა. ბულვარი გადაჭრეს, ირგვლივ ხმაური იყო, მაგრამ მათ ყურადღებას არავინ აქცევდა. ლომიას უწევდა პირველად ჩაევლო საზოგადოებისთვის ისე, რომ მათი ყურადღება არ მიეპყრო, რითიც მადლობელიც კი იყო. ახლა მათი ყურადღება მხოლოდ გააჭიანურებდა საქმეს, ყოველი შემთხვევისათვის კი შავი სათვალე გაიკეთა, რომ ვერ ეცნოთ. - ვერ გცნობ რატი.. შენ ის რატი აღარ ხარ, ვისაც ვიცნობდი. ვისაც კი შეეძლო თავისი ბოლომდე კბილებით გაეტანა, ვინც კი არავის მიაქცევდა ყურადღებას ოღონდ თავისი გაესწორებინა და ყველაფერი გაეკეთებინა რასაც დაისახავდა მიზნად. სად გაქრა ეს რატი? დამიბრუნე... ვინც არ უნდა იყო შიგნით, დააბრუნე. - ხელით ანჯღრევდა და სასოწარკვეთით უყურებდა ლომია ბიჭს.
-კაი გეყოს! - დაუღრინა ბიჭმა. შემდეგ იქვე სკამზე ჩამოჯდა და თავი ჩახარა. - ყოველთვის მეგონა, რომ თუკი ვინმეს მიმართ თავაზიანობას, ან რაღაც ამდაგვარს გამოვიჩენდი, თუკი გზას დავუთმობდი ვინმეს და გვერდზე გავიწეოდი მაშინ სუსტად ჩამთვლიდნენ და ეს სახელი გამივარდებოდა, რა პრივილეგიაც ნამდვილად არ მახარებდა. მეგონა და მჯეროდა, რომ არასდროს დავიხევდი უკან, რაც არ უნდა მომხდარიყო, არასდროს დავყრიდი ფარ-ხმალს, რასაც ჰქვია დანებება. მაგრამ სიყვარული საოცარ თვისებებს აჩენს შენში, ასე არ არის? რას წარმოვიდგენდი ასეთად თუ ვიქცეოდი, რას წარმოვიდგენდი გოგოსთან მიახლოება თუ შემაშინებდა, როცა ყველა გოგოსგან ვიღებდი იმას, რაც მსურდა. სხვა ვერ გამიგებს ალბათ, მაგრამ შენ გენდობი, ვერც დათკას, ვერც ნოზას და სხვებს ამას ვერ ვეტყოდი, მაგრამ შენ სხვა ხარ. შენ ხარ ადამიანი, ვინც უკვე იგემა სიყვარული, ვინც აშკარად შეიცვალა მისი თანხლებით, მაგრამ მე ამ ნაბიჯის გადადგმა მაშინებს, რადგან მგონია რომ აღარც ვახსოვარ, ან რომც ვახსოვდე არაფერი გამოვა.
-ჯობია ერთი ნაბიჯით წინ წახვიდე, ვიდრე ორი გადადგა უკან. დამიჯერე, ეს საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი. ყოველ ჯერზე, როცა უკან ვიხევდი, ისევ მინდებოდა უფრო მეტად ამის გაკეთება. მაგრამ როდესაც წინსვლა იქცა ჩემ მიზნად, უკან დახევა აზრადაც არ მომსვლია. მთავარი მიზანია, რომელიც საქმედ უნდა აქციო, რეალობა რომ გახდეს. დაისახე მიზნად, გაძლიერდი და დაუმტკიცე მას, რომ შენ ზუსტად ის ხარ, ვინც სჭირდება. - მხარზე ხელი დაჰკრა.
-როგორ ვიპოვოთ?
-ეგ მარტივია. გადავამოწმებ რეესტრში, ვისზე იყო ეს ნომერი რეგისტრირებული და იმასაც გავიგებთ სად ცხოვრობს. ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება.
-ჰაჰ, ახლა უფრო ავღელდი. ხელებიც მიკანკალებს. - გაეღიმა რატის.
-ბუნებ...
-დამეხმარეთ. გთხოვთ, უბედური ადამიანი ვარ, დამეხმარეთ. - სიტყვა მათ წინ ჭუჭყში ამოვლებულმა ახალგაზრდა ბიჭმა გააწყვეტინა ლომიას. თავიდან იფიქრა დავეხმარები, რადგან არაფერი აბადიაო, მაგრამ შემდეგ უკეთესი რამ მოიფიქრა, უნდოდა შეემოწმებინა ყმაწვილი.
-არ დაგეხმარები! - შეუვალად უთხრა მან.
-ეჰ... კარგი.
-მოიცა, არც დაინტერესდები რატომ? სად მიდიხარ?
-სხვა მაინც დამეხმარება, შენნაირი გაიძვერა თუ არ დამეხმარა ეგ არ არის დიდი პრობლემა.
-დიდ გულზეც ყოფილა! მაშინ სამსახურს აღარ შემოგთავაზებ, რომ დამიმტკიცო ხარ თუ არა დახმარების ღირსი. - თქვა და გაბრუნდა, რატიც თან გაიყოლა, როცა ისევ მისმა სიტყვებმა შეაჩერა.
-რა სამსახური?
-აჰა... დაინტერესდი? მე შანსს მოგცემ თვითონ გამოიმუშავო ფული და არ იყო დამოკიდებული იმ ადამიანებზე, რომლებსაც ფულიც კი ენანებათ შენთვის. მოგცემ შანსს, საკუთარი ძალების შემოწმებაში. ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იყოს დამოკიდებული, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს, რადგან ის ვერ იქნება დარწმუნებული სხვის ძალებში, იმედგაცრუებები გელის ამ შემთხვევაში.
-რა უნდა გავაკეთო.
-თავიდან იოლ საქმეს მოგცემ, ვნახოთ თავს როგორ გაართმევ. ამ ნომერზე დამირეკე. - სავიზიტო ბარათი გადასცა ლომიამ, რათა მიმხვდარიყო ვის ელაპარაკებოდა და იქაურობა დატოვა. მის ყვირილს კი, „ტელეფონი არ მაქვს საიდან დაგირეკოთ“, უკვე ყურადღება აღარ მიაქცია.
-მართლაც, შეუძლებელია ტელეფონი ჰქონდეს და საიდან უნდა დაგირეკოს? - დაინტერესდა რატი.
-ვისაც სურს წარმატების მიღწევა, ის ამ სირთულეს, ტელეფონის უქონლობას არ დააბრალებს, რომ ვერ დარეკა. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩემამდე მოაღწიოს ზარმა. ახლა მიხვდი გაკვეთილს?
-უნდა ვიბრძოლო! - გადაწყვიტა ლომიას შემხედვარემ და ღრმად ჩაისუნთქა მოსალოდნელი სირთულეების მომლოდინემ.
-აი ეს უკვე სულ სხვა საქმეა. - კმაყოფილს გაეღიმა ლომიას. - მაშინ წავიდეთ, ხვალიდან კი დავიწყოთ ძებნა. უკვე დაღამდა. ეს შენ... ხელს მერე მოვაწერ, როცა მას იპოვი. დამიჯერე ეს საუკეთესო საჩუქარი იქნება მისთვის და გულსაც კი მოიგებ მისას.
-ჰო, მაგრამ არ მინდა შენ გამო შემიყვაროს, იმის გამო რომ შენ გიცნობ, მისთვის ყველაზე საყვარელ მწერალს. – „მისთვის ყველაზე საყვარელ მწერალს“ რატიმ ცოტა ომახიანად და დამცინავად თქვა, მაგრამ მასში ტკივილიც ჭარბობდა. ლომიამ არ შეიმჩნია, უბრალოდ გზის მოპირდაპირედ მოსიყვარულე წყვილს გახედა, ერთმანეთს რომ კოცნიდნენ და ეხუტებოდნენ, ამის დანახვისას კვლავ გაუთბა გული და მეგობარს წყლიანი თვალებით შეხედა. - ხომ გესმის. მინდა მე შემიყვაროს, თუ ერთად ყოფნა გვიწერია, მხოლოდდამხოლოდ მე ისეთი როგორიც ვარ და არ იმოქმედოს შენმა საჩუქარმა.
-ყველაფერი მესმის, მაგრამ არ იმოქმედებს. უბრალოდ ეს პირველი შენი საჩუქარი იქნება, რაც ბედნიერს გახდის. სულ ესაა. შენი მხრიდან გულთბილი ჟესტი.

მთელი ღამე ბორგავდა რატი. ვერ ისვენებდა და მათ შეხვედრაზე ფიქრობდა. ვერანაირად ვერ იგდებდა თავიდან მის ღიმილს, რომელიც ტელეშოუს წამყვანივით სულ მუდამ უტივტივდებოდა, თითქოს ყოველდღე დილის გადაცემაში მას ხედავდა. მის ცხოვრებაში გადატრიალების დრო იყო. ჯერი ცვლილებებისა, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო და აქამდე გაიწელა. ღრმად ჩაისუნთქა. ჭერს ახედა და წარმოიდგინა, რა იქნებოდა, ერთ დღესაც საწოლში მასთან ერთად გაეღვიძა და მისი თბილი ღიმილი შეჰგებებოდა თვალის გახელისთანავე. ეს ხომ სასწაული იქნებოდა, პირდაპირ ხელის გულზე დასმული სასწაული.
„მართალია ლომია, არაფერი გამოვა თუ არ ვიბრძოლე, თუ არ წავედი რისკზე და სახლში დავჯექი. ვერაფერი გამომივა უმოქმედობით. მთელი არსი წარმატებისა მოქმედებაშია. მოქმედებაში და ოცნებაში, რომელიც ყოველ ღამით გეწვევა ძილისპირული იავ ნანასავით. წარმატება სწორედ სურვილების ასრულებისკენ ბრძოლით გაკვალული გზის გაგნების შედეგია. ეს არის იმ გზის პოვნა, რომელიც ჯერ არავის აღმოუჩენია და მე იმედი მაქვს, რომ მისკენ გზას პირველი აღმოვაჩენ, პირველი შევძლებ გაკაფვას, თუ ეს გზა არავის აღმოუჩენია და იქითკენ წავალ. ვფიქრობ ყველაფერი შესაძლებელია, საოცრად მწამს ამის, უფალო... ნიშანი მომეცი, როგორ მოვიქცე. ყველაფერი დავთმო თუ ვიბრძოლო? ვიცი არაფერს მეტყვი და ეს ჩემი გადასაწყვეტია, მაგრამ მაინც გეკითხები. მაგრამ... მთავარი ხომ ის არის, რომ მიზანს მიაღწიო. მიზნის მიღწევის შემდეგ, ის გზა რასაც გაივლი უკვე არაფრად მოგეჩვენება, ის მძიმე გზა სასაცილოდაც კი არ გეყოფა და მაინც, მთავარი სწორედ ეს გზაა, რადგან ამაში იღებს ადამიანი სიამოვნებას. ძებნაში.“

-ყველაზე ლამაზი პატარძალი იქნები, ვისაც კი ვიცნობ თეა. - ჩასძახა მეგობარმა ყურში და სარკეში ჩაახედა. მართლაც ბრწყინავდა თეთრ კაბაში. ბრწყინავდა და ბზინავდა ყველაფერი, რაც ემოსა, მაგრამ არ ბრწყინავდნენ მისი თვალები. - რა გჭირს?
-იქნებ ის მეძებს.
-ვინ ის ძვირფასო?
-შენ არ გესმის და ალბათ ვერც გაიგებ. - ჩაიბურტყუნა და სარკის წინ გაღიმება სცადა.

....
აბა ვნახოთ როგორ მოგეწონებათ. თუ გაგრძელება გსურთ, ვიცი რომ გსურთ, დაწერეთ რას ფიქრობთ, დაწერეთ კომენტარი :დ <3 მადლობა ყველას!



№1  offline წევრი nini namicheishvili

აუფფფფ რა კარგია მაგრამ ეს ინტრიგა მოგვკლავს ჩვენ wink love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent