შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფერისტი მაჭანკალი –1–


3-04-2016, 19:34
ავტორი sopiko
ნანახია 3 623

[თავი 1]
–რა გადაწყვიტე, სესილი? კარგი ბიჭია, თანაც არც ერთხელ არ დაოჯახებულა. ბინა აქვს, მანქანა სულ ახლა გამოიცვალა. ბიზნესი ააწყო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ და... ჰა! უმაღლესი განათლებაც აქვს! შენი სოფლიდანაა ბოლოს და ბოლოს... თავზე გეფოფინება, მერე რა, რომ ჯერ არ გამოჩენილა... შენს პასუხს ელოდება. თუ დამთანხმდები, შეგახვედრებთ... აბა, შენ რა გგონია, ეს ვარდები იაფი ღირს? ან ამ ლექსების წერას ნიჭი და მოწადინება არ სჭირდება?–თითქოს დაზუთხული ჰქონდეს, ისე მელაქლაქება ჩემი სოფლელი ლეილა და თან გაფაციცებით ათვალიერებს მისაღებში მდებარე ყველა ავეჯს თუ ნივთს.
–მოწადინებაო, ნიჭიო, უმაღლესიო, ბიზნესიო, ფულიო! ლეილა, რატომ ვერ გებულობ, რომ ეს ყოველივე სიყვარულისგან ძალიან შორსაა! განა ვერ ვხვდები, რომ მერე შენ და ის შენი პრინცი ამ შეხვედრას ძალიან დიდ მნიშვნელობას მიანიჭებთ. ან თვითონ რად უნდა იმ ბიჭს ისეთი ცოლი, რომელიც მის ოფლით დასველებულ ლექსებს აივნიდან ყრის, ვარდებს კი ფურცლებად აქცევს, მერე მათ ქილაში აგროვებს და ბებიას უგზავნის მურაბის გასაკეთებლად?–მობეზრებული ვატრიალებ თვალებს და დივნის საზურგეს ვეყრდნობი.
–ხოდა ვერ ხედავ როგორი თავდაჯერებულია? იცის, რომ ერთ დღეს მაინც გატყდები და შეხვდები.–ჩემს არგუმენტსაც სათავისოდ იყენებს ორმოცდაათ წელს მიახლოებული ქალი და მაცდურად მიღიმის.
–მაგას თავდაჯერებულობა კი არა, ''ჩმორობა'' ჰქვია, ლეილა! ''ჩმო–რო–ბა''!–თავს ვეღარ ვიკავებ და აგრესიულად ვეპასუხები.
–მოკლედ დაფიქრდი შენ და ხვალ კიდევ შემოგივლი... არაა ეგ ბიჭი ხელიდან გასაშვები!–უკმაყოფილოდ ბურტყუნებს და სახლს დიდებული საჯდომის ქნევით ტოვებს.
–მაგ ხვალეს ვეღარ ახსენებ, ერთ დღეს პანჩურს რომ ამოგარტყამენ და გაგაბუნძულებენ!–კარს ფეხით ვკეტავ და სავარძელში ვესვენები.
ერთი თვეა... ერთი თვეა ამ ქალისგან და მისი ე.წ. დამკვეთისგან მოსვენება არ მაქვს... კვირა დილა იყო, კარი რომ გავაღე და დიდი ხნის უნახავი სოფლის ჭორების დედოფალი რომ გამომეცხადა. თავიდან ჰა, ჯანდაბას_მეთქი და მორჩილად მოვუსმინე მისტერ იდეალურობის დახასიათებას. მეორე დღეს რასაც ჰქვია ''კონკრეტნი'' ინფორმაცია შემასწავლა და ჩამინერგა ტვინის თითოეულ უჯრედში... აი, მერე და მერე კი უკვე გაუსაძლისი გახდა მისი ყოველდღიური სტუმრობები და თანაც... ყველაზე მთავარი ისაა, რომ იდეალურობაც გამოჩნდა! დილის ექვს საათზე, ალბათ ესეც იქიდან მომდინარეობს, რომ მხოლოდ თვრამეტი წლის რომ გახდა, მაშინ ჩამოვიდა თბილისში, კარზე ვიღაც განუწყვეტლივ რეკავს ზარს და ფეხების გასაწმენდ ქეჩაზე მე დიდი, წითელი ვარდების თაიგული მხვდება. საძინებელში რომ ვბრუნდები ძილის შესაბრუნებლად, აივანზე გაბმულ თოკებზე ჩამოკიდულ ფურცლებზე დაწერილ ლექსებს ვხედავ, რომლებიც უნიჭობის უზარმაზარ ბუდეს ქმნიან მთლიანობაში.
ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელიც ვერ იტანს მოფოფინე და უთავმოყვარეო მამაკაცებს, ეს მეყვავილე და უნიჭო პოეტი არაფერს წარმოადგენდა. პირიქით, კნინდება და კნინდება ჩემს თვალში, მას კი თურმე უნდა, რომ მასიამოვნოს... ან ეს მაჭანკლებთან ქალივით სიარული რომელი წლის მოდაა? ამ ''შესანიშნავი'' უცნობის თითოეულ სიტყვას ლეილა გადმომცემს და თან ლამისაა მუხლებზე დაეცას და ვედრება დამიწყოს.
ყოველი დღე, რომელიც ლეილათი იწყება, უკვე აუტანელია, არადა ქალაქს ამ დონეზეც არ გავუთავხედებივარ და ნამდვილად ვერ, არ კი არა, ვერ შევარცხვენ მთიულეთში მცხოვრებ დეიდას, რომელმაც აღმზარდა და მერე ჩემთან ერთად სოფლის დატოვებაზე უარი თქვა.
და მაინც... არა მგონია ჩემმა მოთმინების უნარმა ამდენ ხანს გაძლოს... ადიდებული მდინარე კი ერთხელაც კალაპოტიდან რომ გადმოვა და ყველაფერს წალეკავს, ეს აშკარად არ იცის არც გიჟპოეტამ და არც მის მიერ მოგზავნილმა დედაკაცმა.
აი, ეს არის ჩემი დაღრეჯილი სახის მიზეზი და ერთხელ თუ მაინც შევეჩეხე სადმე იმ არანორმალურ მთიულს, ვეტყვი, რომ თუ უნდა თავი შემაყვაროს, წავიდეს და სხვა შეიყვაროს!
მაშინ კი ამოვისუნთქებ და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდები!

^^^
სასიამოვნოდ გატარებული შაბათ–კვირის შემდეგ მე კვლავ თქვენთან ვარ!
იუმორისტული, ლაღი და სასიყვარულო ისტორია თავისი მხიარული და განსხვავებული გმირებით იმედი მაქვს გაგახალისებთ!
აქ შეხვდებით ყველა თვისებით დაჯილდოვებულ ადამიანებს... მოუსვენარსაც და დინჯსაც, ბუზღუნასაც და უპრეტენზიოსაც, აფერისტსაც და სიმართლის მოყვარულსაც... თითოეული ეპიზოდი იქნება სავსე კომიკური ელემენტებით!
მოკლედ, ველოდები თქვენს შეფასებებს, ჩემო ძვირფასებო!
უუუყვარხართ სოფიკოს!
პ.ს. დიდი მადლობა ''შიშველი ღამის'' მკითხველებს, ასევე ბოდიში, თუ უფრო მეტს ელოდით, უბრალოდ სათქმელი უკვე ითქვა, თემა ამოიწურა და გაგრძელებას და გაწელვას აზრი აღარ ჰქონდა.
აფერისტი მაჭანკალი –1–



№1  offline წევრი mimimimo

მგონი პირველი ვარ wink
სათაურზე გამეცინა..
წავიკითხე და მომეწონა..
მხიარული სათაურია და ასევე მხიარული ისტორია'ც ჩანს.

ჩემი აზრით, ლეილას ნახელავია ეს ყველაფერი და ბოლოს მაინც იმ ბიჭს შეხვდება..
ლეილას, რომ სურს გარიგება...
იმ ბიჭს კი ლეილას 'ჩადენილებზე' არაფერი ეცოდინება..

რა ვიცი.. რა ვიცი..
ველოდები აუცილებლად შემდეგ თავს..
მაინტერესებს რამდენად გამართლდება ჩემი ვარაუდი..
გელი... feel

 


№2 სტუმარი Teo...

Gamogitydebi sofi da sataurze gamecina.martla mxiaruloba melis kitxvis dros vatyob.hemi mxiaruli sofi xar ,,shokolado,,oxond es majankali moarjule gtxov ra.

 


№3  offline წევრი teddy))

Vaimee :D dzalian momwons! Esigi moisminet chemi azrebi :D leqsebi mgonia rom leilas dawerilia :D damiweros leqsebi sheyvarebulma ar mak problema piriqit, ubralod kargi dawerili unda iyos da vardebic tu damxvdeba eg xo gadasarevi :D xoda am ambavshi leilas cxviri trialebs :D mtiuli :D cxeenze aamxedre erti es gij poeta bichi :D

 


№4  offline მოდერი sopiko

mimimimo
მგონი პირველი ვარ wink
სათაურზე გამეცინა..
წავიკითხე და მომეწონა..
მხიარული სათაურია და ასევე მხიარული ისტორია'ც ჩანს.

ჩემი აზრით, ლეილას ნახელავია ეს ყველაფერი და ბოლოს მაინც იმ ბიჭს შეხვდება..
ლეილას, რომ სურს გარიგება...
იმ ბიჭს კი ლეილას 'ჩადენილებზე' არაფერი ეცოდინება..

რა ვიცი.. რა ვიცი..
ველოდები აუცილებლად შემდეგ თავს..
მაინტერესებს რამდენად გამართლდება ჩემი ვარაუდი..
გელი... feel

ოჰ, მიმიმოც გამოჩნდა! lol არადა ვფიქრობდი, სად დამეკარგა ეს გოგო_მეთქი! დიდი მადლობა love
Teo...
Gamogitydebi sofi da sataurze gamecina.martla mxiaruloba melis kitxvis dros vatyob.hemi mxiaruli sofi xar ,,shokolado,,oxond es majankali moarjule gtxov ra.

შოკოლადო love მართლაც კარგად გახალისდები ამ ისტორიის კითხვისას...
teddy))
Vaimee :D dzalian momwons! Esigi moisminet chemi azrebi :D leqsebi mgonia rom leilas dawerilia :D damiweros leqsebi sheyvarebulma ar mak problema piriqit, ubralod kargi dawerili unda iyos da vardebic tu damxvdeba eg xo gadasarevi :D xoda am ambavshi leilas cxviri trialebs :D mtiuli :D cxeenze aamxedre erti es gij poeta bichi :D

თედ'უნია გოგო love ვნახოთ, აბა, თუ გამართლდება შენი ეჭვები!

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Au ra sainteresoa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent