ეს ჩემი ქალაქია და აქ აღარაფერია ჩემი
ეს ჩემი ქალაქია და აქ არაფერია ჩემი. ვდგავარ და ლექსებს ღერებზე ვყიდი, იქ სადაც არ ეწევიან, იქ სადაც ზუსტად იციან, რომ მოწევა კლავს. არ მჯერა სახურავების, ხიდების, ღრუბლების, საიდანაც არავინ გადმომხტარა. არც მდინარეების, ზღვების, ოკეანეების, სადაც არავინ დამხრჩვალა. არც სახლში დაწერილ ლექსების, რომლებიც უსახლკაროებზეა, არც მაძღარზე დაწერილ ლექსების, რომლებიც მშივრებზეა, არც სითბოში დაწერილ ლექსების, რომლებიც გაყინულებზეა და არც პოეტების, რომლებიც ყველას უყვართ. მე არც იმ ჰაერს ვენდობი, ბუშტებს რომ გახეთქვამდე ბერავს და გზას რომელიც მთავრდება. ჩემი ყველა საქმე ცუდად არის, გარდა ერთისა ვკვდები. დიდი ხანია ჭიანჭველისთვისაც არ დამიდგამს ფეხი, ჭიანჭველებიც გაიშვიათდნენ ამ ქალაქში, მაგრამ ამას შვება არ მოუტანია ჩემთვის. ეს ჩემი ქალაქია და ამ ქალაქში არაფერია ჩემი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.