თუ გაზაფხული დაიგვიანებს
უფერულობამ დამისადგურა, ცივ კედლებს ვგრძნობდი, არ მაინტერესებდა იმ მომენტში რომ, საუკეთესო კომპანიაში არ მიმიღეს, უსასრულობის გრძნობა მეუფლებოდა, გაურკვევლობის მორევში აღმოვჩნდი, თითქოს წარსული გამეთამაშა, ისევ ისე მეშინოდა ახლა როგორც წარსულში, მახსენდებოდა ტასოს სიტყვები, -დემეტრე,შიში-ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანური ემოცია რომელიც უკავშირდება თვითგადარჩენისა და უსაფრთხოების სურვილს. შიში თავისი ბუნებით ადაპტურია, მისი გავლენით მომხდარი ტრანსფორმირებები ადამიანს აიძულებენ საკუთარი თავი მიმართოს გარეგნული მოთხოვნილებებისაკენ. იმავდროულად ქცევითი ადაპტაცია მიმართულია იქითკენ რომ მოახდინოს შიშის ჩახშობა და დააბრუნოს ფსიქიკა პირველყოფილ, გაწონასწორებულ მდგომარეობაში.შიშს სხვა ემოციებისგან შედარებით შეუძლია ადამიანის ქცევაზე უფრო ძლიერი გავლენა მოახდინოს.საშიშროების წყაროს გაურკვევლობის შემთხვევაში წარმოიქმნება მღელვარების მდგომარეობა, უსაგნო შიში, რაც ჩემო დემეტრე სამუდამოდ გაგანადგურებს. ოთახის კედლები, მისი ხმის ექოს ისე გამოსცემდნენ,თითქოს კვლავ ხმამაღალი ფიქრებიდან დაბუნებულიყვნენ ხმები. ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. -დიახ, გისმენთ. -ბატონი დემეტრე, ბრზანდებით?! -დიახ, მუსიე. -გამარჯობა, მე company wodys მენეჯერი გახლავართ, თავში უამრავმა ფიქრმა დაიწყო ცურვა, თუ რა იყო მიზეზი ამ ზარის. -დიახ, ქალბატონო გისმენთ. -ჩვენმა აყვანილმა ახლმა თანამშრომელმა უარი თქვა თანამდებობაზე, თუ გახსოვთ გოგონა, თქვენთან ერთად იყო იმ დღეს აქ. ხელებმა კანკალი დამიწყო, მობილურის ციფრებმა არევა დაიწყეს, ვეღარაფერს ვხედავდი, -ბატონო, დემეტრე, გესმით ჩემი? -დიახ, როგორთუ უარი განაცხადა?! -არ ვიცით, ჩვენ მომსახურე პერსონალს გათავისუფლების მიზეზს არ ვეკითხებით, ამიტომ ბატონმა მაჯიმ* გადმოგვცა, ხვალ დღის 3 საათზე გამოცხადდეთ ჩვეთან, რათქმა უნდა თუ თქვენ თანახმა ხართ. ეს წინადადება რომ 2 ერთი დღის წინ მიმეღო, სიხარულით დავთანხმდებოდი თუმცა ახლა, ისეთივე უმნიშვნელო გახდა, როგორც ის კატა, კვლავ ფანჯარაში რომ ზის, და ურცხვად მიყურებს. თუმცა რატომღაც ქალბატონს თანხმობა განვუცხადე. კვლავ გაზაფხული იყო, კვლავ ის სურნელი გამეფებულიყო ირგვლივ, ასევ რომ მათრობდა ერთ დროს. რაღაცას ვგრძნობდი, ეს კი ცუდ წინათგრძნობას გავდა, მე კი უკვე მესმოდა, რომ წინათგეძნობა სულის სწრაფი ჩაშვება იყო სამყაროსეული ცხოვრების დინებაში, სადაც ერთმანეთთანაა დაკავშირებული ყველა ადამიანის ბედი, და თუკი ყველაფერი უკვე წინასწარ არის ცნობილი, შვენც შეგვწევს მისი წვდომის უნარი, რამე თუ უკვე ყველაფერი დაწერილი არის. -ისევ ხმამაღლა ფიქრობ. ეს ხმა ელვასავით გაისმა, ის ხმა ყოველთვის გულს რომ აჩქარებდა, ახლა სიოში გავეულა და ჩემკენ წამოსულა, წამოვხტი, ავფორიაქდი, დავიბენი, და მაინც ვერ მივხვდი, როგორ გამოვედი სახლიდან ისე რომ ეს არცკი მახსოვდა, რა ღრმა ყოფილა ფიქრების გზა, როცა გაკარგინებს იმის აღქმის უარს რაც შენს ირგვლივ ხდება. -დემეტრე, შენ ისევ ხმამაღლა ფიქრობ, თუმცა ახლა ეს მე აღარ მეხება, უკვე 5 წელია. -საიდან იცოდი, რომ აქ ვიქნებოდი?! -ამაზე არც კი მიფიქრია, უბრალოდ გვერდით რომ მაღაზიაა, ვიტრინიდან დაგინახე, და გადავწყვიტე, რომ სალაპარაკო გვაქვს. -მართლაც... მაგრამ მინდა აგიხსნა, ჩემი ცხოვრება ამ 5 წლის განმავლობაში არც ისე... - არ მაინტერესებს, როგორც წეღან ავღნიშნე ეს არ არის ჩემი პრობლემა. უბრალოდ მინდა იცოდე, ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს, ასევე შენ მაშინ გამიშვი საკუთარი ცხოვრებიდან, როდესაც იმ ღამით ატირებული ისე დამტოვე, რომ... -ისე?! ახლა მტკივა. -ახლა გვიანია. -აღარ გიყვარვარ?! -მიყვარხარ! -შევრიგდებით? -რათქმაუნდა, არა.! -რატომ? -ასეა საჭირო. -მენატრებოდი. -არა, მგონია, თუმცა მეც, -ანუ დავშორდით? -კი, დრომ მოიტანა. -მათრობ, მახჩობ, ისევ მპირდები შველას.დროის გაქცეული ფრაზები დამძახიან მოკვდი რომ გახდე თვითონ, ნუთუ ესააა ცხოვრების ნამდვილი ჭეშმარიტება, არა არ შემიძლია დავეთანხმო მას, რადგან ცხოვრება ხომ მშვენიერია. -ხოო, ხმამაღალი ფიქრი შენი სტილია, თუმცა მე არასდროს არაფერს გპირდებოდი, მითუმეტეს ახლა, დაპირება და არ შესრულება შენ გახასიათებს, ახლა კი... დღეს მეორედ გამიქრა თვალწინ მისი სხეული, უკეანის ბურუსმა ჩაყლაპა. სახლში აღარაფერი მეჩვენებოდა ფერადად, თითქოს ნივთები სიშავეს დაეფაროს, კარზე კაკუნია, კვლავ არეულობააა, კვლავ ქაოსი და ხმაურია. სიზარმაცით, გავაღე კარი, ისე რომ არც კი შემიხედავს ვინ იყო, ოხ ვინ თუ არა რატი. -ჰეი, ძმაო, მთელი დღეა გირეკავ, მშვენიერია, თუ პროტესტს გვიცხადებ მთელ სამყაროს უნდა ვიცოდე მიზეზი, ცინიკურად ჩაიცინა რატიმ, და სავარძელში ჩაჯდა, -უბრალოდ მარტო ყოფნა მინდოდა, აივანზე გავედი, წვიმის ორთქლი და სიცხე ერთდროულად გამეფებულან, როგორი დამღლელი დღე იყო აღარაფრის თავი მქონდა, მაღაზიის ჯიხურთან მდგომმა მოხუცმა კაცმა, ბაბუა სკოტი გამახსენა. მედა ტასოს, სოფელში ყოველთვის შეგვეძლო მივსულიყავით მასთან, ის მუდამ გვისმენდა, თან დონჟუანივით იცინოდა და იძახდა "ახალგაზრდობას, ჩემს თავს და ჩემს მეუღლეს მახსენებთო", მისი სახლის კარი ყოველთვის ღია იყო ჩვენთვის, მახსენდებოდა, ბალახის სუნი, იასამნი სურნელი, როგორ შემეძლო საათობით ტასოს მკერდძე ძილი, მისი აჩარებული გული კი წამდაუწუმ მიფრთხობდა ძილს. -ჰეი, ძმა დაეშვი ქვემოთ, რავიცი ისე აქ ვარ, მითხრა რატიმ და ხელი დამადო მახრზე, მის ხმაში ერთდროულად სიბრაზეც და იუმორიც იგრძნობოდა. -არაფერი დაივიწყე, ახლა კი მინდა დამტოვო. არცკი მეგონა რომ ახლახან საუკეთესო მეგობარს ვუთხარი წადი თქო. -არა, არსად წავალ მითუმეტეს ახლა. -ახლა?! გაოცებული ვუყურებდი. -იცი? დემეტრე, ძალიან ძნელია ნამდვილი მეგობრების გარეშე ცხოვრება. შესანიშნავი ურთიერთობისთვის კი ორი რამ არის მთავარი. პირევლი _ იპოვო მსგავსებები შენსა და შენს მეგობარს შორის და მეორე _ პატივი სცე განსხვავებებს, რადგან საუკეთესო მეგობრებს არასოდეს აქვთ ერთნაირი ბუნება, მათ უბრალოდ შესწევთ ერთმანეთის განსხვავებების საუკეთესოდ გაგების უნარი. მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა, კიდევ ერთი რამ რაც მართლაც აუცილებელია ეს არის პრობლემების ერთად გადაჭრის უნარი.მეგობარმა უნდა გაგიგოს რადგან გაგება ცნობაზე ღრმაა. უამრავია ისეთი ადამიანი რომელიც გიცნობს მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი რომელიც გაგიგებს. ანუ მე, ახლა კი გისმენ. სიმართლე ვთქვა, ვერ მივხვდი, თუ რისთვის თქვა ამხელა ფრაზა მან, თუმცა ეს ხომ რატია, ალბათ რომელიმე წიგნიდან დაიზეპირა და სასურველ დროს ელოდებოდა, რომ გამოეყენებინა, თუმცა ის უბრალოდ მაინც არასდროს არაფერ ამბობდა. -ახლა არა, სხვა დროს. ვუთხარი და კვლავ ოთახში დავბრუნდი, მის სახეზე კი იმედგაცრუების ძაფს ვხედავდი. აუტანელი სიცხე იყო, რატის აივანზე გავძახე და ქვევით ბარში ჩავედით, შუა საუბრის მომენტში დავინახე როგორ მიახლოვდებოდა ტასო, გულში გავიფიქრე, ღმერთო რა გინდა ჩემგან თქო! მისი დაქალები ისე იცინოდნენ რომ, მათი ხმა ჟასმენის ქუჩამდე ისმოდა. მათ არც ტასო ჩამოუვარდებოდა სიცილში, როდესაც მისი თვალები ჩემს სახეს გაუსწორდა, ისე ამერიდნენ თითქოს რიგითი მოქალაქე ვყოფილიყავი. -დემეტრე, ნახე რა გოგოები არიან. წავედი უნდა... -მოიცადე ბიჭო. არსად არ წახვალ. -კიმაგრამ, ისნი ხო... -არანაირი კიმაგრამ, მე ვთქვი არა თქო, აგიხსნი მოგვიანებით. -დემეტრე, ცოტა მაშინებ, თქვა და კვლავ ნაყინის ჭამით დაკავდა, ცალი თვალი კი ტასოს დაქალის მკერდზე ედო, სიმართლე ვთქვა ახლა ეს არ მაინტერესებდა, -რატი, ხელების დასაბანად გავალ, ავდექი და საპირფარეშოში წავედი, რატი მიხვდა რომ ხელები ისედაც სუფთა მქონდა, თუმცა არაფერი უკითხავს, ტასოს გავყევი, მინდოდა მასთან საუბარი, თუმცა რაზე არ ვიცი, -უკან მომყვები? განრისხებული მომიტრიალდა. -არა, ხელების დასაბანად გამოვედი, უკან მოგყვები აბა რას ვშვები. -ბატონო, დემეტრე, გარკვევით ვთქვი არ გიცნობთ თქო. -ოხ ეს ოფიციალურობა როგორი გულის ამრევია. ცინიკურად ჩაეღიმა, მაგრამ სახე ამარიდა. -იცი ტასო?! წარსული ხომ... -არაა, არაფერი - ხომ! წარსული, წარსულია და წარსულში უნდა დატოვო! -დარდი და ფიქრი წარსული დღეების, ხელს მიშლის ცხოვრების გზა განვაგრძო. -უნდა წავიდე. -მთავარი მაინც აწმყო და მომავალია, თუმცა რადგან მომავალი არვიცით და არც მისი შექმნაა სრულად ჩვენზე დამოკიდებული, უმჯობესია აწმყოს მეტი ყურადღება დავუთმოთ . რაც იყო იყო, წარსულს ქვია წარსული და წარსულში უნდა დავტოვოთ, როგორც თქვი. -ძალიან ბევრჯერ მიფიქრია წარსულის და მომავლის ფენომენზე. მათ შორის მსგავსებასა და განსხვავებაზე, უხილავ თუ ხილულ კავშირზე. -თვალის დახამხამებასაც კი ვერ მოვასწრებს ისე მექცევა აწმყო წარსულად და უფრო გამიჭირდება ახალი აწმყოს გამოყენება. -ყველაფერი შენზეა დამოკიდებული დემეტრე. მის ცისფერ თვალებში კვლავ იყო ის რაც, ორივეს გვქონდა წარსულში. კარი გაიჯახუნა და მივხვდი რომ მისი წითელი თმა, აღარ იყო ისეთი როგორიც ადრე. (გაგრძელებე იქნება) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.