შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქრები მუდამ გვიან ამბობენ სათქმელს... [სრულად]


4-04-2016, 21:28
ავტორი mimimimo
ნანახია 3 658

-მიყვარხარ! - ჩუმად უთხრა ბიჭმა.
გოგონა დუმდა.. უხაროდა.. ფიქრები ჩუმად მღეროდნენ..
მაგრამ გოგონას პასუხი არ ისმოდა.
‘მეც მიყვარხარ!’ - გაიფიქრა გოგონამ, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
-კარგი, მაპატიე! - ნაღვლიანად ჩახედა თვალებში გოგონას, შებრუნდა და წასვლა დააპირა.
-არ წახვიდე, რა, - მუდარა გაისმა გოგონას ხმაში.
-გიყვარვარ? - ჰკითხა ბიჭმა.
‘მიყვარხარ!’ გაიფიქრა გოგონამ, მაგრამ კვლავ არ ამოიღო ხმა.
-ნახვამდის, - თქვა ბიჭმა და წავიდა.
გოგონა მიმავალ სილუეტს უყურებდა.
-მიყვარხარ! - ჩუმად თქვა გოგონამ და უკვე ცარიელ ჰორიზონტს გახედა.
გაწვიმდა.. ზეცა მონატრების ატირდა..
წვიმის წვეთებს კი ცრემლებიც შეუერთდა..
**
-ჩამოდის! - მოესმა დაქალის ხმა.
-ჩამოვიდეს! - მხრები აიჩეჩა.
-კიდევ გიყვარს?
-მიყვარს!
**
შეხვდა.. ის მას შეხვდა..
გამვლელები მათ უყურებდნენ...
აინტერესებდათ რა მოხდებოდა..
მთელმა თბილისმა იცოდა გიო ავალიანს პატარა გოგო შეუყვარდაო.
მხოლოდ თვალებით მიესალმნენ ერთმანეთს და გზა განაგრძეს..
ხალხმა კი დამწუხრებულმა გააგრძელა გზა.
ყველას მოსწონდა ეს ‘წყვილი’, მაგრამ..
**
20 ნოემბერი..
ანასტასიას დაბადების დღეა..
ახსოვს.. პირველად 20 ნოემბერს შეხვდა..
დაეჯახა ავალიანი, ბოდიშიც არ მოუხდია..
უნდოდა გაელანძღა, მაგრამ ხმა არ ამოუღია..
ფიქრებში ‘გალანძღა’..
შემდეგ ერთი კვირის შემდეგ შეხვდა.
კაფედან გამოდიოდა, ტელეფონში ვიღაცას წერდა და მოულოდნელად დაეჯახა ავალიანს.
-რა ბატივით დადიხარ, - შეუბღვირა ბიჭმა, იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოეხადა.
-ბოდიში, - ჩუმად თქვა დაგაეცალა იქაურობას.
**
ყოველთვის წყნარი იყო..
მაგრამ , თუ გამრაზდა...

ისევ 20 ნოემბერია..
ისევ მზიანი, გრილი ამინდია, თან ყვითელი ფოთლების შრიალი ისმის.
ისევ არის სიწყნარე..
ისევ გაახსენდა ავალიანი..
-ტასი გილოცავ! - დაუყვირა დაქალმა და ჩაეხუტა.
-მადლობა , სიხარულო! - ღიმილით მოხვია ხელები.
-რა გჭირს? - შეატყო დაქალს უხასიათობა, - ისევ? - მოწყენილმა ჰკითხა.
-ისევ... გახსოვს? პირველად 20 ნოემბერს შევხვდი.. მერე კაფეში, მერე კი შენი მეგობარიც აღმოჩნდა. - სევდიანად ჩაილაპარაკა.
-ტასი, დაწყნარდი, რა. არ იტირო, გთხოვ!
-არ ვიტირებ, - ჩუმად თქვა და დაქალის მკლავებში ჩაიმალა. - ყოველ 20 ნოემბერს 20 ვარდს მჩუქნიდა.
-ახლა მე გაჩუქებ, - ღიმილით უთხრა და წამოდგა.
-სად მიდიხარ?! - გაკვირვებულმა გახედა.
-მოვალ! - გამოსძახა ოთახიდან და მალევე გამოჩნდა.
-რა მაგარია! - ღიმილიანი სახით თქვა და თაიგული დაიჭირა.
-იმისი სულ სხვა იყო.. ვიცი, მაგრამ არც ესაა ცუდი, - თაიგულზე ანიშნა.
-მიყვარხარ, რა! - ჩაეხუტა დაქალს.
მოსაღამოვდა, რატომღაც განსხვავებულად უცემდა გული.
კარზე ზარი გაისმა და გულაჩქარებული გაემათა გასაღებად.
არც უკითხავს ვინ იყო, უბრალოდ გამოაღო და არავინ დახვდა...
ძირს დაიხედა და ვარდები დაინახა.
წითელი, ყვითელი თეთრი, ვარდისფერი..
ისეთი ფერადოვანი იყო.
გაეღიმა, დაიხარა, აიღო და სახლში შევიდა.
ბარათი გახსნა ‘გილოცავ! ბაო, მიყვარხარ!’ - ეწერა მკვეთრი, დიდი ასოებით.
ისევ გაეღიმა.
ჩაიცვა და მათი ადგილისკენ გაემართა.
იდგა და გაჰყურებდა ღამის თბილისს.
-ახლა? ახლა ხმამაღლა იტყვი შენს დიქრებს?! - მოესმა ნაცნობი ხმა.
-ისინი მუდამ გვიან ამბობენ სათქმელს, - თითქმის ჩურჩულით თქვა, მაგრამ მაინც გაიგო ავალიანმა.
-და იქნებ... იქნებ გვიან არ თქვა?! და ახლა თქვა..
დუმილი... საშინელი დუმილი...
-მე ისევ მიყვარხარ! - გაიგო სანატრელი სიტყვები.
‘მეც მიყვარხარ!’ - გაიფიქრა, მაგრამ ვერ გაბედა თქმა.
-გიყვარვარ? - ისევ ის კითხვა.. მაგრამ ისევ დუმილი..
-შეხვედრამდე - თქვა ანასტასიამ და უკანმოუხედავად გაიქცა.
**
-არ თქვი?არ უთხარი? რატომ იტანჯავ ადამიანო თავს? რა გინდა? ხომ გიყვარს?! უთხარი! - გამწარებული ესაუბრებოდა ანასტასიას, - მართლა ბატი-ტასიკო ხარ! - შუბღვირა.
-მართალი ხარ! უნდა ვუთხრა! -წამოდგა ანასტასია.
-აეროპორტშია, 10 წუთში გაფრინდება, - უცებ უთხრა და მანქანის გასაღები მისცა, - შეძლებ! - დაუყვირა და სახლის კარები დაკეტა.
**
ძალიან სწრაფად.. ძალიან სწრაფად მიჰყადა მანქანა.
სწრაფად დაამუხრუჭა და გიჟივით შევარდა.
აქეთ-იქით იხედებოდა და ცდილობდა დაენახა, მაგრამ ამაოდ.
-ფიქრები ჩუმად მღერიან..
ისინი მუდამ გვიან ამბობენ სათქმელს, - ჩუმად თქვა და ცრემლები წამოუვიდა..
**
-დამაგვიანდა, - დაქალს ნაღვლიანი თვალებით გახედა.
**
მთელი წელი ელოდა.. მოუთმენლად ელოდა 20 ნოემბერს..
უნდოდა ეყვირა, რომ უყვარდა, მაგრამ ამაოდ.
ჩუმად იჯდა და ვერაფერს შვრებოდა.
**
ისევ 20 ნოემბერი..
იცის, რომ მოვა და ელოდება.
არც შემცდარა.
20 ვარდი.. საყვარელი ადგილი და იგივე დიალოგი, მაგრამ...
-მე ისევ მიყვარხარ! - კვლავ ის სიტყვები, - გიყვარვარ?! - ისევ იგივე კითხვა.
-ადრე, პირველად, რომ მითხარი, ფიქრები მღეროდნენ, მაგრამ ვერ გავბედე, მეორედ?! მოვედი, მაგრამ იქ აღარ ვიყავი.. ახლა მორჩა, მე დავასრულე! - თქვა და ცოტა ხნით გაჩუმდა, ბიჭს თითქოს სხივი გაუქრა თვალებიდან, - და ახლა.. აღარ მინდა უშენოდ ყოფნა. მიყვარხარ? - ჰკითხა და გაიცინა, - არა! არ მიყვარხარ.. ეს სიყვარულზე ბევრად მეტია.. - ჩუმად თქვა და ლოყებაფაკლულმა თავი დახარა.
ნელა, ძალიან ნელა შეეხო მის ბაგეებს ავალიანი..
-ჩემი ბატი! - ღიმილით თქვა და მის მკლავებში ჩამალულს თავზე აკოცა.
-ბატი არ ვარ!
-კარგი, ჩემი ბატი - ტასიკო ხარ!
-ჰო, შენი ბატი ტასიკო.. - გაუცინა და ისევ ჩაეხუტა.



№1  offline წევრი qetiqetiA3

უიჰჰ რა კარგი და საყვარელი ისტორია იყო <333 თბილი ძალიან... (ახლა ერთ გაწამაწიაში ვარ აგარ ვიცი ხან Xფაქტორს ვუყურებ ხან ცეკვავენ ვარსკვლავებს და ასე გადარბენაზე ვარ მაგრამ კომენტარი რომ არ დამეწერა არ შემეძლო) მოკლედ ძალიან ტბილი და ტკბილი ისტორია იყო ძალიან მიყვარს ასეთი ისტორიები აზრსაც ცავწვდიი ძალიან მომეწონა მარიამ ..წარმატებები <33333

 


№2  offline წევრი mimimimo

qetiqetiA3
უიჰჰ რა კარგი და საყვარელი ისტორია იყო <333 თბილი ძალიან... (ახლა ერთ გაწამაწიაში ვარ აგარ ვიცი ხან Xფაქტორს ვუყურებ ხან ცეკვავენ ვარსკვლავებს და ასე გადარბენაზე ვარ მაგრამ კომენტარი რომ არ დამეწერა არ შემეძლო) მოკლედ ძალიან ტბილი და ტკბილი ისტორია იყო ძალიან მიყვარს ასეთი ისტორიები აზრსაც ცავწვდიი ძალიან მომეწონა მარიამ ..წარმატებები <33333

დიდი მადლობა ჩემო ქეთათო.. love

 


№3  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ვუაააიმეეეე რაა სიტკბიებააა❤❤❤❤

 


№4  offline წევრი mimimimo

gvanciko_gvancunia
ვუაააიმეეეე რაა სიტკბიებააა❤❤❤❤

მადლობა სიხარულო.. feel

 


№5  offline წევრი mako-makako

პატარა და ლამაზი სიყვარულის ისტორია იყო.. request
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№6 სტუმარი Black

Dzaaalian tbili da sayvareli xar,amis meshveobit sheni istoriebic ase tbilad da sayvarladaa dawerili<3

 


№7  offline წევრი mimimimo

mako-makako
პატარა და ლამაზი სიყვარულის ისტორია იყო.. request

მადლობა..
Black
Dzaaalian tbili da sayvareli xar,amis meshveobit sheni istoriebic ase tbilad da sayvarladaa dawerili<3

ძალიან დიდი მადლობა. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent