ჩემი ხარ ბარნოვა ! (თავი 1)
-ყველაფერი წარმავალია: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, მე.. ამ დროებაში ყველაფერი იყიდება: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, მე.. როგორ უნდა მიხვდე, რომ მაინცდამაინც დღევანდელი დღეა შენთვის ბოლო დღე?! არადა სულ გგონია, რომ დრო კიდევ გაქვს, მერე კი ერთ მშვენიერ დღეს - ბრახ ! და მოკვდები.. რეგლამენტი ამოწურულია ! სიცოცხლე დასრულებული !. *** ამ ბოლო დროს სარკესთან ხშირად ვდგები, და საკუთარ თავს პირდაპირ თვალებში ვუყურებ და მიჩნდება "რატომ არ ვარ ბედნიერი" ! პასუხი ნათელია ამის ღირსი არვარ და ამიტომ.. განა ყველა ადამიანი არ იმსახურებს ბედნიერებას?! უკლებლივ ყველა.. თუმცა მე ალბათ გამონაკლისი ვარ ! ხშირად ვუყურებ ქუჩაში წყვილებს, ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს და მეც მინდება ვიყო ბედნიერი, მიყვარდეს და ვუყვარდე.. ასე ძნელია?? იქნებ იმიტომ ვარ მთელი ცხოვრება მარტო, რომ წინ დიდი სიყვარული მელის? - არა მგონია ! მერე რა რომ ჯერ მხოლოდ 16 წლის ვარ და 11-ე კლასელი? მერე რა რომ პატარა ვარ? სიყვარულს ასაკი არ აინტერესებს! ალბაათ იფიქქრებთ რა სულელი გოგოა ! დიახ სულელი ვარ, რაც გინდათ იფიქრეთ მაგრამ მე ასე ვფიქრობ ! სიყვარული ყველას შეიძლება ეწვიოს ნებისმიერ ასაკში, მნიშვნელობა არ აქვს.. ამასთანავე ყველას სჭირდება სიყვარული, ყველას სურს ვინმე მასზე ზრუნავდეს - არა დედა, არა ძმა, არა მამა, ბებია ბაბუა ან ნათესავიი.. არა ! სხვა ვინმე ! ვინმე ვისაც ეყვარება წრფელი გულით, სულით.. მე მხოლოდ ერთი სიყვარულის მწამს ! ნამდვილი პირველი სიყვარულის ! პირველი და უკანასკნელი სიყვარულის ! მე მინდაამიყვარდეს ერთხელ და საბოლოოდ.. სიყვარული არ ქრება, უფრო სწორად ნამდვილი სიყვარული არ ქრება სხვა დანარჩენი კი აფსურდია.. ამიტომაც ალბათ ველოდები ნამდვილ სიყვარულს, რომელიც ჯერ არჩანს და ეჭვი მაქვს არც არასდროს გამოჩნდება.. ნამდვილად გარდატეხის ასაკი მაქვს ! ორაზროვნად ვფიქრობ და ათასი აზრები მაწუხებს !!! ასე არ შეიძლება რადროს სიყვარულია სწავლაზე ჯობია ვიფიქრო თორე სემესტრის ბოლოს დედაჩემს რა გაუძლებს.. კარგად არვსწავლობდი.. თუმცა ახალი სასწავლო წლიდან იძულებული ვარ მოვუმატო სწავლას, დედაჩემს დავპირდი.. სხვა გზა არმაქვს.. რომ გითხრათ, რომ დედასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და ყველაფერს ვუყვები რაც ჩემ თავს ხდება თქო მოგატყუებთ! დედასთან კარგი ურთიერთობა არ მქონია და არც ახლა მაქვს.. კატა-თაგვივით ნამდვილად არვართ თუმცა უმეტეს საკითხებში ერთმანეთს ვერ ვუგებთ და სულ კამათი გვიწევს ! ასევე დიდი ძმა მყავს, რომელიც საბედნიეროდ ცალკე ცხოვრობს და ცოლიც ჰყავს, თუმცა ჩემ კონტროლს მაინც ყველანაირად ახერხებს.. თუმცა მაინც საყვარელია ! ოოო აიი ბაბუა ! ბაბუა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წევრია ჩემს პატარა ოჯახში.. ერთადერთი ადამიანი, რომლის გვერდითაც შემიძლია უსასულოდ გავატარო დრო და არ მოვიწყინო.. ის არის ერთადერთი რომელსაც 100 % ესმის ჩემი და ჩვენი აზრი ყველაფერში ემთხვევა.. ისარის ადამიანი პოზიტივი ჩემთვის.. მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა.. მამაც მყავს.. მაგრამ დროის უმეტესობას სამსახურში ატარებს.. ჯარისმეთაურია და ამიტომ უფრო ხშირაად იქარის.. ასე რომ ბაბუაა ერთადერთია ვისთანაც ყველაზე მეტ დროს ვატარებ.. და ვისაც ყველაზე მეტად ვუგებ.. მან იცის, რომ ყველაზე და ყველაფერზე განსხვავებული წარმოდგენა მაქვს და მეც განსხვავებულივარ სხვებისგან.. მხოლოდ მას ესმის ! - ბარნოვა გამოდი დაფასთან მიძახებს მათემატიკის მასწავლებელი და მეც რაც შეიძლება ნელა მივიწევ დაფისკენ... ვერ ვიტან ამ საგანს ისევე როგორც მასწავლებელს ! - ეს მაგალითი გადაწერე და ამოხსენი მაწვდის წიგნს და მერხებს შორის მოძრაობს.. ვერ ვიტან სისტემების ამოხსნას, ვერც საგანს და ვერც მასწავლებელს ! ახლა ხვდებით როგორ მძულს სამივე ერთად და ცალცალკე??! მაგალითს ვწერ და ბავშვების ნაკარნახებით შეკოწიწებულ რიცხვებს დაფაზე ვუყრი თავს და მაგალითიც იხსნება.. - ოჰ ყოჩაღ ბარნობა გისწავლია რაღაც ირონიულად ვიღიმი და გონებაში ვფიქრობ " ყრუა ეს ჩემისა" - დაჯექი მეუბნება და თვალებით კიდევ არჩევს მოსწავლეს, დაფასთან გასაძახებლად. ჩემი ადგილი დავიკავე და ჩემ გვერდით მჯდომ მაკოს ვუთხარი: - 10 წუთიც გავუძლოთ და წავალთ.. მაკო ჩემი საუკეთესო მეგობარია.. ასევე ჩემი მეზიბელიც და ერთად მოვდივართ, ერთად მივდივართ.. სულ ერთად ვართ თითქმის.. - დღეს ბაჩი უნდა ვნახო და ხო წამომყვები?? - თინა თუგამომიშვებს წამოვალ ხოო - თხოვე რაა და გამოგიშვებს აბა რასიზაავს ! ხოიცი მარტო ვერწავალ.. ბაჩი მაკოს შეყვარებულია, ოღონდ მალულად უწევთ შეხვედრა.. ეს არავინ არიცის ბაჩის საძმაკაცოსა და ჩემ გარდა.. - ნელა ვიაროთ რა ვეუბნებიმაკოს და ნაბიჯებს ვუნელებ - შენ არ ამბობდი მალე წავიდეთ გამოვიდეს სწრაფად გაკვეთილიო? - ხოომარაა.. არმინდაა სახლში მისვლა - ნუ ხარ უგუებელი ბავშვი ! მეც სუმეჩხუბება ნინო მარა რავქნა? - კაი რაა... ნინო და თინა ერთიაა? - თინაა მკაცრია და წესრიგი უყვარს და შენგანავ იგივეს როითხოვს მაგიტო გგონია რო ვერ ეწყობი - კიარ მგონია ! ვერ ვეწყობი - შეეშვი რა ამ დედაშენს.. მართლა გაუტრაკე საქმე რაა ! - შენ თინას მხარეს ხარ გოგო? - ანიიი რააა ! რა სულელი მყავხარ როდის დაჭკვიანდები ! - სუ მევარ დმნაშავე რა. - ნუ ბრაზდები და წამო მალე.. საღამოს რო მოგწერ ხუთ წუთში ჩემთან იყავი. - კაიი ხოო კაი. ლაპარაკში დრო სწრაფად გავიდა, რაც შემეძლო დროს ვწელავდი, რო სახლში არმივსულიყავი თუმცა ამას ვერ გავექცეოდი, მერვე სართულზე ფეხით ავედი ! როცა კართან მივედი ძლივსღა ვსუნთქავდი.. შესულს ბაბუა მისაღებში დამხვდა, მივესალმე ლოყაზე ვაკოცე და მაშინვე ოთახში შევედი. საწოლზე გავწექი და ღრმად ამოვისუნთქე - ვიცი ისევ გადის დრო.. ნაცნობი მელოდია წავიმღერე და საათს გავხედე, ორი საათი დრო მქონდა.. ცოტახანს ასე ვიწვებოდი და უბრალოდ არაფერზე ვიფიქრებდი, მერე კი ავდგებოდი გამოვიცვლიდი და მაკოს გავუვლიდი.. ხშირად მინდა არაფერზე ვიფიქრო, ყველასგან შორს ვიყო, სულ მარტო, აი ასე უბრალოდ ყველასგან და ყველაფრისგან მინდა გაქცევა ! აღარ მაქვს სურვილი ჩემ ცხოვრებას ვუყურო, სიკვდილს არ ვნატრობ ! უბრალოდ მარტო მინდა ვიყო.. ყველასა და ყველაფრისგან შორს ! არვიცი როდის გავხდი ასეთი, მაგრამ ამ ფიქრებს ვერ ვაკონტროლებ. - ანა არ გშივა? ოთახში თინა შემოვიდა - არა.. - კარგად ხარ ? - კიი დედა - რამე ხოარ გინდა? - არაფერი.. - ნამდვილად კარგად ხარ? - კიი დედა კარგად ვარ. - თუ რამე დაგჭირდა დამიძახე.. და ასე ნუ იწვები იმეცადინე - მაკომ მთხოვა მაღაზიებში გავყვე.. შეიძლება? - მასწავლებლები? სწავლა? - პარასკებია დედა.. - ახლა მიდიხარ? - არა ცოტახანში.. შეიძლება? - შეიძლება.. - კარგი თინა ოთახიდან გავიდა, კვლავ ვაგრძელებდი ნაცნობი მელოდიის ღიღინს.. მუსიკა იყო ერთადერთი რაც მამხნევებდა, მუსიკის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.. მუსიკით გადმოვცემ ჩემ განცდებს, გრძნობებს, ხასიათს მუსიკა საუბრობს ჩემს ნაცვლად.. ჩემი ერთგვარი " ნარკოტიკია ". მე მუსიკის გარეშე იგივეა რაც, ყველა სულიერი არსება ჰაერის გარეშე, თევზი წყლის გარეშე თუნდაც ავტომობილი საჭის გარეშე. საათობით შემიძლია ვიჯდე, როიალთან და ვუკრა სანამ ხელები არ დამეღლება, ვუკრა მთელი გრძნობით, მთელი არსებით, მთელი გულით.. მუსიკაა ერთადერთი, რაც მამხნევებს, მაძლიერებს და მიგებს ! ტელეფონი აწრიალდა და სანატრელი ფიქრებიდან გამომარკვია: - ჰოოო - გაემზადე? - არა ჯერ - რა არა გადაირიე? მე უკვე მზად ვარ გელოდები თხუთმეტ წუთში აქ იყავი - კაი ვდგები - სწრაფად. საერთოდ არაფრის თავი არმქონდა.. სპორტულად ჩავიცვი, ქუდი ჩამოვიფხატე გრძწლ თმაზე, ქურთუკი მოვიცვი, უგები ამოვიცვი, ტელეფონი და ყურსასმენები ჯიბეში ჩავიჩურთე და გავედდი. - სად მიდიხარ ბაბუ? მკითხა ბაბუმ და ტელვიზორი შემდეგ არხზე გადართო - მაკოსთან ბაბუ - გარეთ ცივა, არ შეგცივდეს ბაბუ - თბილად მაცვია, გაკოცეე ! კოცნა გავუგზავნე და სადარბაზოში გავედი, მაშინვე ვიგრძენი სიცივე, იანვრის სუსხმა ცხვირი გამიყინა.. ასეთი ცივი იანვარი ჯერ არ მმახსოვს.. ცოტა შებინდებულიყო.. მაკო სადარბაზოსთან მელოდდებოდა, ბოლთას ცემდა და რომ დამინახა ფეხები ააბაკუნა - სად ხარ ამდენ ხანს? - ზუსტად თხუთმეტ წუთში ჩამოვედი - წავიდეთ მალე - არგცივა მოკლე კაბა რომ ჩაგიცვამს ? - არრ მცივა ! ენა გამომიყო და ხელკავი გამომდო - მეძავს გავხარ მაგ წითელ პომადაში და მოკლე კაბაში ხმამაღლა გადავიხარხარეთ, ასეთ ბილწ ხუმრობებს ვაღიარებ მიჩვეულები ვართ. მაკომ უცეებ დაასერიოზულა და შემომხედა - მართლა? - არაა გოგო გიხდებაა, ძალიან.. ჩემი ლამაზი ხარ ლოყაზე ვაკოცე და გზა გავაგრძელეთ. ბაჩი პარკში იდგა ბიჭების ხროვასთან ერთად, - ეს ისინი არარიან ჩვენთან სულ კაზინოს წინ რო დგანან ხოლმე? შევეკითხე მაკოს და მძიმედ ამოვისუნთქე - ეგენი არიან კი.. ბაჩის დანახვაზე მარცვალივით დაიბნა და ხელი მაგრად მომიჭირა - მეტკიმა გოგო ! - ჩუუ მივედით ბაჩი ღიმილით წამოვიდა, მაკოს ჩაეხუტა მერე მე გადამკოცნა.. - როგორ ხარ ანა? -კარგად შენ როგორხარ? - არამიშავს.. წავიდეთ სადმე? - რავი გავისეირნოთ უთხრა მაკომ და გამომხედა კითხვისნიშნით აღსავსე თვალებით - ჩემთვის სულერთია მე უკან მოგყვებით, დაცვა ვიქნები ჩემ რეპლიკაზე ყველას გაგვეცინა.. ნელა სვლა დავიწყეთ.. გზაში ბაჩის მეგობარი შეგვხვდა, მაკო გადაკოცნა მერე მე გამაცნეს და ერთად წავედით.. ოთხივე ერთ ზოლზე მივდიოდით მერე ნელნელა მე და ბექა ჩამოვრჩით და უკან მივყვებოდით მაკოს და ბაჩის.. ცალ ყურში ნაცნობი მელოდიები მესმოდა ცალი კი თავისუფალი მქონდა ვინმეს, რომ რამე ეთქვა და იმ ვინმემაც არ დააყოვნა - საყვარლები არიან ხო? მკითხა ბექამ და ჩვენ წინ მოსეირნე ჩახუტებულ წყვილს გახედა - ჰოოო ძალიან - იმედია სულ ასე იქნება...შენ ალბათ მეჯვარე ხო? - თავისთავად სიცილით ვუთხარი და გავხედე - მეეც.. ბიჭის მხრიდან.. ბარემ ხოარ დაგველაპარაკა ხარჯებზე? ორივეს გაგვეცინა და კვლავ წყვილს გავხედეთ.. - მართლა უსმენ რამეს თუ ვითომ უსმენ პონტში გიკეთია ყურსასმენები? კვლავ სიცილით მითხრა და ყურსასმენზე მიმითითა.. - არა.. მართლა ვუსმენ, გინდა? ცალი ყურსასმენი გავუწოდე და მანაც გამომართვა,მერე მოირგო და მოწონების ნიშნად მიმიკაა გააკეთა - "still loving you" არა? - ჰოო, ჩემი საყვარელი სიმღერაა. - ჩემი საყვარელი სიმღერა არ არის, თუმცა Scorpion-ი მეც მომწონს და ვუსმენ. - არა მარტო ეგ ჯგუფი, ზოგადად როკი მომწონს, თუმცა ეგ სიმღერა და გამორჩეულად მომწონს. - კარგი გემოვნება გაქვს. - მადლობა სიცილით ვუთხარი და ყურსასმენი გამოვართვი. მერე ცოტახანს ჩუმად მივყვებოდით მაკოს და ბაჩის, მერე სიგარეტს მოუკიდა და მე მომმართა: - ხომ არ შეგაწუხებს? - არა, მოწიე. ვიცრუე და გავუღიმე, არადა სინამდვილეში სიგარეტის სუნი კილომეტრზე რომ ვიყო მაინც მაწუხებს, თუმცა ნამდვილად არ მინდოდა ერთი საათის გაცნობილი ბიჭისთვის რამე ამეკრძალა. ვცდილობდი ისე მესუნთქა სადაც სიგარეტის კვამლი არ აღწევდა. ასე გავაგრძელე სანამ მოწევა არ დაასრულა და სიგარეტი ფეხით არ გასრისა. კიდევ ცოტახანს ჩუმად ვიარეთ, ველოდებოდი როდის მეტყოდა მმაკო წავიდეთო, მაგრამ სულაც არ ჩქარობდა. ჩვენში იდუმალი სიჩუმე კვლავ ბექამ დაარღვია: - მარტო როკს უსმენ? - არა მარტო როკს არა, ყველაფერს რაც მომწონს. ხასიათსაც გააჩნია. შენ? რას უსმენ? - მეც შენსავით. - ჰოო. - ხოარ გცივა? - რატო მეკითხები? - ცხვირი გაგიწითლდა - ჰოო ცოტა ცივა.. უხერხულად შევიშმუშნე და კაპიუშონი წამოვიმხე ბექამ, ჯერ დაუშტვინა მერე ბაჩის დაუყვირა.. - რაგინდა ? გამოეპასუხა ბაჩი.. - წავიდეთ ბიჭო.. ცივა ანას, თან გვიანია და შენ კნუტს პრობლემებს შეუქმნი მაკო და ბაჩი მოგვიახლოვდნენ.. მაკომ საწყალი თვალებით შემომხედა და ისიც ჩაერთო საუბარში. - ბაჩიი.. მართალია ბექა ჯობია წავიდეთ - კაი რა ჩემო კნუტო.. ამის გაგონებაზე მექას და მე გაგვეცინა.. მაკომ თვალები დაგვიბრიალა და მაშინვე შევწყვიტეთ - ხვალ მნახავ? - სკოლაში მოდი და იქ გნახავ.. - კაი ჩემოკნუტო, ფრთხილად იყავი.. დაიცა სახლამდე მიგაცილებთ? - არაა ! არა,მარტო წავალთ.. ერთმანეთი მოისიყვარულეს, ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მაკო და მე დავადექით მეორე მიკროსკენ მიმავალ გზას.. - გოგო მოგეწონა ბექა? - კარგი ბიჭი ჩანს - სხვანაირად გეუბნები ! - არაა ! - შენზე დარდი მომკლავს რა ვინმე უნდა გიპოვო.. შენი მოსაწონი არავინ არის ! რამდენი ბიჭიც გაგაცანი ყველას მეგობრულად უყურებ შენ შემიწირაავ რა.. - შყვარებული რო მინდოდეს თვითონ ვიპოვი ვინმეს და დაანებე მაჭანკლობას თავი.. ბაჩის მიხედე შენ - ბაჩის მიხედე შენ გამაჯავრა და მხარზე დამეყრდნო.. *** დილით თვალები გავახილე თუ არა, ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი , ლოგინში გავიზმორე და საათს დავხედე ჯერ შვიდიც არ იყო, ერთ სიმღერას მოვუსმინე, მერე კი ლოგინიდან წამოვხტი, სახლის ფორმაში გამოვეწყვე, თმა მოვიკოსე, ოთახიც სახელდახელოდ დავალაგე, მერე დიდი ფანჯარა გამოვაღე და მაშინვე ცხვირი ამიწითლდა, ოთახის კარები გამოვიხურე და სამზარეულოს მივაშურე.. გადავწყვიტე ბლინები გამომეცხო, სანამ ყველა გაიღვიძებდა.. ნახევარ საათში ისეთი სუნი ტრიალებდა მთელს სახლში, რომ "მიცვალებულსაც კი გააცოცხლებდა", სანამ ბლინების გაკეთებას დავასრულებდი "ყიყლიყოებიც" შევწვი.. მერე მაგიდა გავაწყვე და ვიდრე თინა და ბაბუა მოემზადებოდნენ მაღაზიაში ჩავედი არაჟნის ამოსატანად. გემრიელად ვისაუზმეთ, თინა სამსახურში წავიდა, ფსიქოლოგია.. მერე ბაბუ დამეხმარა მაგიდის ალაგებაში, ჭურჭელიც დავრეცხეთ, დავალაგეთ და მერე მინი კონცერტიც ჩავატარე ბაბუასთვის.. ერთადაც ვიმღერეთ და ასე მხიარულად გაილოა მთელი დღე.... თურმე, როცა კარგ ხასიათზე ხარ გარშემო მყოოფებსაც კარგ განწყობას უქმნი.. მე კი დიდი ხანია ასეთ ხასიათზე არ ვყოფილვარ.. ხუთი საათი სრულდებოდა, ექვსზე ბიოლოგია მქონდა, ოთახში შევედი, რომ ჩამეცვა.. აი კარგ ხასიათს, რომ შეეფერება ისე გამოვეწყვე, თმა გავიშალე, ფანჯარას, რომ გავხედე გარეთ თოვას დაეწყო, თეთრი, ნაქსოვი "ბენდენა" გავიკეთე, ყურსასმენები მოვირგე, ჩანთა მოვიკიდე და წავედი.. ბიოლოგიაზე სიარული მიყვარდა რადგან, ჯგუფიდან ჩემსკენ არავინ ცხოვრობდა და სულ მარტო მიწევდა სიარული.. რატომღაც დღეს არ "მეხამუშა" მარტო წასვლა.. დამღლელი ორი საათის, ბავშვებსა და მასწავლებელს დავემშვიდობე და სახლისკენ წამოვედი.. ყურსასმენები და აიპოდი ჩანთაში ჩავაგდე.. თუ ღამე მიწევდა სიარული უმეტეს შემთხვევაში, არ ვიკეთებდი ყურსასმენებს, რადგან ყოველ ფაჩუნზეც კი ვკრთებოდი.. ყურებ დაცქვეტილი მივდიოდი და წუთში სამოცჯერ ვიხედეებოდო უკან.. შორიდან სადარბაზოსთან მდგარი ერთი სილუეტი დავლანდე, თავი დავხარე და უხმოდ დავიძარი.. გვერდით რო ჩავუარე, გამყინავი, სულის შემძვრელო ხმით მომაძახა: - ასე მარტო ღამით ნუ დადიხარ ! შიშით მთელი ტანი ამითრთოლდა, ლამპიონის შუქზე მხოლოდ მონაცრისფრო თუ მწვანე თვალები გავარჩიე მერე კი უცბად გაუჩინარდა.. შეშინებული წავედი სახლისკენ, როგორც შემეძლო ჩქარი ნაბიჯებით მივდიოდი, თან "უცნობ ყინულაზე" მეფიქრებოდა ვინ იყო.. გონებაში ასე ვუწოდე "ყინულა" და თანაც უცნობი.. თავისი გამყინავი ხმის გამო, რომელიც სახლამდე მისულს ცხადად ჩამესმოდა.. სახლში დაბნეული შევედი, თინა კვლავ ლეპტოპთან იჯდა და რაღაცეებს ბეჭდავდა, ბაბუს ოთახში ეძინა.. სიჩუმეს კლავიატურის სწრაფი წკაპუნი არღვევდა, რომელიც პირდაპირ თავში არსებულ ნერვულ რეცეპტორებს სწვდებოდა და "აღიზიანებდა". გადავწყვიტე, რომ იმ მომენტში ჩემთვის საზიანო იყო და ამიტომაც ოთახში შევედი. ვინაიდან არავის და არაფრის თავი არ მქონდა, ლეპტოპში სიმღერა ჩავრთე და ჩვეულად საწოლზე გავწექი. კვლავ "უცნობ ყინულაზე" ფიქრი არ მასვენებდა, არ მიყვარს გაურკვევლობაში ყოფნა და ალბათ ამიტომაც. მთელი დღის კკარგი ხასიათი, საღამომ და ცუდმა ამინდმა ჩამიხშო.. *** კვირა დღე საშინლად გავატარე, საშინელ ხასიათზე ვიყავი. მთელი დღე კინოებს ვუყურე, საღამოს შხაპი მივიღე და დავიძინე. წიგნიც არ გადამიშლია, ჩანთა ხელუხლებწლი იდო იქ სადაც შაბათს ბიოლოგიიდან დაბრუნებულმა დავტოვე. "ყინულა" ცოტა გადავივიწყე, მასზე მეტი აღარ მიფიქრია, ღამის უცნაურ მოგონებად დავტოვე და მორჩა ! ორშაბათს დილით, ახალ გაღვიძებულს კარგი ამინდი დამხვდა, ვერ ვიტყვი, რომ ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, ირგვლივ ყვავილების სუნი ტრიალებდა და მზე ძალიან აცხუნებდა, თუმცა შემიძლია გითხრათ რომ, უღრუბლო ცა იყო, მზეც ანათებდა, თუმცა არ აცხუნებდა და თოვლიც დნობის პირას იყო. შავი შარვალი, მწვანე ზედა( რომელიც ვაღიარებ ჩემთვალებს უხდებოდა) ჩავიცვი. უგები ამოვიცვი, ქურთუკი ყელამდე შევიკარი, ტალღოვანი წელამდე თმა გვერდიდან ჩამოვიყარე, სათვალეები, აიპოდი, ყურსასმენები, ტელეფონი და ჩანთა ავიღე და სახლი უჩუმრად დავტოვე. სადარბაზოსთან კვლავ მაკო დამხვდა და სკოლისკენ წავედით. საბედნიეროდ სკოლა ახლოს იყო, არმჭირდებოდა მეტროთი სიარული და ათასი მიკროავტობუსის გამოცვლა.. გაკვეთილები ისე უაზროდ დასრულდა როგორც დაიწყო. მე და მაკო კვლავ ერთად მოვდიოდით, თან მარილიანი ჩხირებით გვქონდა პირი გამოტენილი. სკოლის კართან ბაჩი და ბექა შემოგვხვდნენ, ჩვენც გავჩერდით და ლაპარაკი გავაბით. შუა საუბარში ბაჩი უკან მიტრიალდა: - დამგი ! ხმამაღლა დაიყვირა და მზერა აშკარად სკოლის ეზოსკენ მიმავალი ბიჭისკენ ისროლა, რომელსაც, ოდნავ გრძელი შავი მანტო ეცვა და შარვლის ჯიბეებში ხელები ჩაეწყო. ზურგით იდგა, ძახილზე კი ბაჩისკენ წამოვიდა თუმცა აღარ შემიხედავს და ბექასთან ლაპარაკი და ჭამა განვაგრძეთ. ბაჩი ორი ნაბიჯით მოგვშორდა, ბიჭს რაღაცას ეუბნებოდა, ინსტიქტურად შევხედე უცნობ ბიჭს და თვალი ჩამიკრა. სწრაფად მოვაბრუნე თავი და ბიჭიც წავიდა, ბაჩი კი ჩვენთან დაბრუნდა. უცნობი "იდიოტად" შევრაცხე გონებაში მაგრამ დაიცა !!!! ალტერეგომ გონებას განგაშის იმპულსები გადასცა და ავფორიაქდი - თვალები ! თვალებიი ! ის თვალები იყოო ! ზუსტაად ! ის მონაცრისფერო მწვანე თვალებიი !! "ყინულა" იყოო ის ბიჭი.. რას გადამეკიდა, აქამდე თუ არ ჩანდა ახლა გამოჩნდა მაინცდამაინც? რას მერჩის ჯერ გამაფრთხილა ღამე ნუ დადიხარო ახლა კიდევ ეს თვალის ჩაკვრა. მგონი მართლა გიჟია? მაგრამ, მოიცა უკან გადავახვიოთ. რა დაუძახა ბაჩიმ? - დათოო? დადუუ?? დ ! დ-ზე იწყებოდაა... დააა დაა ... დ... დაამ... და.. დამგი ! დამგიო დაუძახა. იქნებ არასწორად გავიგე ?! აბა სახელი დამგი ვის გაუგია?! როგორი უცნაურიცაა ისეთივე აქვს სახელი ! გონებაში ალიაქოთი მქონდა, მაკოს ხელი რომ ამიფრიალდა ცხვირწინ: - ალიოოოო ! ანააა ! - ჰაა რა - ეპაა ჩამოვედით, რაგჭირს გოგო? - არაფერი რა მჭირს - გეტყობა რომ არაფერი ! წამო წამო წავედით უხმოდ გავყევი უკან, მთელი გზა ხმა არ ამომიღია, თავი მტკივა თქო მაკოს ვუთხარი და მთელი გზა მხოლოდ მის ლაპარაკს ვისმენდი. ვაღიარებ "ყინულაზე" ვფიქრობდი, ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი რომ რამე გამეგო.. სერაფი ნაბიჯით შევედი სახლში, მისაღებში არავინ დამხვდა, ოთახის კარი შევანგრიე, ჩანთა მოვისროლე და მოწყვეტით დავეშვი საწოლზე, ლეპტოპი ჩავრთე და fეისბუქის აქტივაციისთვის მოვემზადე. (fეისბუქი კარგა ხანია გაუქმებული მქონდა, რატო არც მევიცი. უბრალოდ აესე მომინდა და გავაუქმე. ვისაც ვჭირდები ფეისბუქის გარეშეც მომძევნის თქო და გავაუქმე.) შესულს, ხუთი წუთის შემდეგ მეგობრობია თხოვნა მომივიდა -ბექასგან. დასტურის შემდეგ კი ესემესი - აბა "fბ" რ მაქვსო? - ახლა აღვადგინე - კარგია. - რატოა კარგი? - გაერთობი - მე სოციალური ქსელების გარეშეც კარგად ვერთობი - აჰაჰჰაჰ - ბექა გავედი მე დროებით. ჯერ ახლომომავალში აღრ ვაპირებ გაუქმებას. მოგწერ საღამოს. - კარგი დროებით. საძიებო ველში სწრაფად ავკრიფე "დამგი". თუმცა არაფერი ! ან რას ვიპოვნიდი მხოლოდ სახელით, ან არის თუ არა სახელი ისიც არვიცი? რატომღაც გონებაში წარმოვიდგინე რომ ლუკა ერქმეოდა, რატო არვიცი, ალბათ ეს სახელი მოუხდებოდა??! ბექას და ბაჩის მეგობრები გადავქექე მაგრამ რომ ვერაფერი გავიგე და სასურველი პიროვნება ვერ აღმოვაჩინე, ლეპტოპი გამოვრთე და გამოვიცვალე. იმ დღეს ყველა მასწავლებელი გავაცდინე. მთელი კვირა ჩვეულ რიტმში გრძელდებოდა (გაცდენების გარეშე!) , "ყინულაზე" აღარ ვფიქრობდი, ჩავთვალე, რომ დამთხვევა იყო ჩვენი შეხვედრა, და აღარც მიფიქრია. პარასკებს ღამის თერთმეტი საათი სრულდებოდა დასაძინებლად, რომ დავწექი, შაბათი მიხაროდა მთელი დღე სახლში რომ ვიქნებოდი და დავისვენებდი. გემრიელად ჩამეძინა. ** - ანაა ბავშვმა გაიღვიძა! გამოსძახა აბაზანიდან ლუკამ. - მოვდივარ მოვდივარ გამოეხმაურა სამზარეულოდან ანა ქმარს და საწოვარათი ხელში საძინებელში შევიდა. პატარა საწოლიდან თვალცრემლიანი ქერა გოგო უცქერდა. - დედას ჩხოვრებაა ! რატო ტირიხარ დეე?, ვაიმე შეგჭამ შეგახრამუნებ ჩემო პრინცესა. წაეთამაშა ცისფერთვალება გოგონას. უკნიდან ნაცნობი სუნი და ხელზე წელის მოხვევა იგრძნო, ბავშვი საწოლში დააბრუნა და ქმრისკენ შეტრიალდა, მადისაღმძვრელად აკოცა და კოცნაში ასაყოლად მომზადებულ მეუღლეს სწრაფად გამოეცალა და კვლავ სამზარეულოში დაბრუნდა. მადუღარა ჩართო და ტაფა გაზზე შემოდგა. ბავშვით ხელში გამოვიდა მეუღლე და სკამზე მოკალათდა - ანნა მართლა არ გინდა ავიყვანოთ ძიძა? - არა! ბავშვი იმისთვის არ გამიჩენია, რომ სხვამ გამიზარდოს! - აბა იღლები ჩემო ცხოვრება და .. - რომ მეხმარებოდე აღარ დავიღლებოდი. *** მუსიკის ხმა ყურებსა და თავს ატკიებდა, ფერად ნათებებში და ერთმანეთში არეულ ხალხში ნაცნობი სილუეტის დანახვა უჭირდა. მწვანე შუქის ფონზე დალანდა ნაცნობი სილუეტის ნაცნობი სიცილი, ხედავდა როგორ ეცეკვებოდა უცნობ გოგოს, ყელზე კოცნიდა და ერთმანეთს ეტმასნებოდნენ. ამასთანავე ურცხვად უყურებდა ზემოთ მდგარ ანას და კვლავ აგრძელებდა უხამს მოძრაობებს. უცბად რაღაც ხმა იგრძნოდა და ყვირილი დაიწყო. *** -ააა წამოიკნავლა და თვალების ფშვნეტით მიეყრდნო საწოლის საზურგეს. რომ გააანალიზა, რომ სიზმარი იყო დამშვიდდა და ტელეფონს უპასუხა - სად ხარ ამდენხანს? სწრაფად ამოიცნო დაქალის ხმა - მეძინა. ამდილა უთენია რახდება? მშვიდობაა? - რაღა დილა გოგო თორმეტი დაიწყო. არ არის მშვიდობა! - რამოხდა? - ბაჩის დაბადების დღეაა დღეს დაუყვირა დაქალმა - უი სულ დამავიწყდა გილოცავ - მეც რომ დამავიწყდა მაგაშია საქმე! - მოყევი წესიერად რახდება - რახდება და ბაჩი იხდის რესტორანში, რამდენიმე ძმაკაცი ეყოლება, ძმაკაცის ორი შეყვარებული, შენ და მე უნდავიყოთ. ეს მითხრა წინა კვირას ხოდა სულ დამავიწყდა რო დღეს ქონდა დაბადებისდღე და ამ დილით გიორგის შეყვარწბულმა მომწერა რა აჩუქე ბაჩისო და გამახსენდა რო დღეს აქ დაბადების დღე ! როარ ეწყინოს ისე უნდა მოვიქცეთ რო მართლა დაგვავიწყდა, არც მივულოცოთ არც ზარებს ვუპასუხოთ და საღამოს დავადგეთ რესტორანში. ხოდა როდამავიწყდა საჩუქარი არ მიყიდია თხუთმეტ წუთში დაბლა იყავი ! მომაყარა და გათიშა. ორი წუთი მოვუნდი გაანალიზებას რა ხდებოდა, მერე როცა გავერკვიე სიტვაციაში სწრაფად წამოვხტი და ჩავიცვი. ზურგჩანთა ცალ მხარზე მოვიკიდე, სწრაფად ავადუყე ყავა თერმოსში ჩავასხი და მოვსვი, ცალი ხელით ფეხზე ვიცვამდი, ცალით ყავას ვსვამდი. - რახდება ბაბუ ? - არაფერი ბაბუ, მეგობარს დაბადების დღე აქვს და საჩუქრის საყიდლად მივდივარ - გააქვს ფულიი ბაბუ? - დედას გავუვლი სამსახურში. მეჩქარება წავედი, გაკოცეე. სირბილით გავედი გარეთ და ლიფტი გამოვიძახე, ქვემოთ ჩასულს მაკო უკვე მელოდებოდა და წამდაუწუმ ტელეფონის ეკრანს დაჰყურება - სად ხარ ამდენხანს? გაბრაზებულმა მითხრა, ვაკოცე და სადარბაზოს მოვშორდით - რა გეგმა გვაქვს? - შვიდზე დარბაზში უნდა ვიყოთ ! ეხა ჩქარა გავიაროთ მაღაზიებშიი. მარჯანიშვილზეც გავიდეთ არა? - სადაც გინდა ჩემო სიცოცხლე. ოღონდ ჯერ თინასთან გავიდეთ სამსახურში, ფულს გამოვრთმევ და დავკერავ მანქანა გვათხოვოს - დედაშენი არ წაგვიყვანს? - ნწწწ... ბაბუს ვეტყვი და იმან წაგვიყვანოს. - მოსულა. *** ლიფტით ავედით შენობის მესამე სართულამდე, მიმღებში ნაცნობ გოგოს მივესალმე და ვკითხე - ნინიი, დედაჩემი აქ არის? - კიი კავინეტშია - ვინმე ყაავს? - თავისუფალია შედი - მადლოობ. ხმაურით შევაღეთ კაბინეტის კარები, თინა კომფორტულად იყო მოკალათებული და ტელეფონით საუბრობდა. როცა დავინახეთ დავასერიოზულეთ. საუბარს, რომ მორჩა მაკომ გადაკოცნა, ერთმანეთი მოიკითხეს, დიდი ხნის უნახაავი ადამიანებივით. - რამ შეგაწუხათ ქალბატონებო? - დღეს ჩვენი კლასელი დაბადებისდღეა.. საჩუქარზე მივდივართ და ფულიი მინდაა... გავეწელე და ფეხი დავატრიალე. - რამდენი? - 50 მეყოფა.. ხურდას მოგცემ გეფიცები. ვედრებით სავსე მზერა მივაპყარი. - მოგცემ კაიი ! თორე რა გაგიძლებს ! გაბრაზეებულმა მითხრა და ჩანთას წაეტანა. - აა ისაა.. კიდე.. შვიდზე მივდივართ.. დაა კიდეე ბაბუ წაგვიყვანს შენი მანქანით... - კარგი. - დედა კარგად ხარ? - ჰა? - არაფერი.. დედაჩემის ასეთი ქცევა, ყველაფერზე დათანხმება უცნაურად მეჩვენა.. თუმცა სანამ გადაიფიქრებდა უნდა წამოვსულიყავი. - კაი წავედით.. საღამომდეე.. ფული გამოვართვი და კარებისკენ წავედით.. - ჭვიანადო მოგვაძახაა.. მაკომ - ნახვამდისო გაასძახა მე გაკოცე თქო მივაძახე და დერეფანში გამოვედით. ბევრი ვიარეთ, არა ! ბევრი კი არა ძალიან ბევრი. მთელი სხეული სხვადასხვა სუნამოს სუნით მქონდა გაჟღენთილი. საბოლოოდ მე სუნამო ვუყიდე. მაკკომ საათი, თავისი ინიციალებით. ჩემს ოთახში ვიყავით და ვემზადებოდით. ტანსაცმელი ერთმანეთს შევუხამეთ, არც ძალიან გადაპრანჭულები ვიყავით და არც გაპრანჭვა გვაკლდა. აბაზანიდან, თმის მშრალებით გამოვედი და ოთახში შესულს, ნახევრად მზადმყოფი მაკო დამხვდა. სარკესთან ტრიალებდა და თმას ხან მარცხნივ იწევდა ხან მარჯვნივ. - აბა ერთი შემოგხედოო ჩემსკენ შემოვაბრუნე და გაოცება ვერ დავმალე - ვაიმე ჩემო ცხოვრება როგორ გიხდება თვალის კონტური და საერთოდ მაკიაჟი! შენ სულ ასე იარე! - ლავუკოო ლაა გამემანჭა და ლოყაზე მაკოცა - ისე ბაჩი, რომ დაგინახავს თავიდ.ან შეუყვარდები. - შევუყვარდე ! ჩემი რა მიდის და სწრაფად ჩაიცვი. სრული მალე გახდება. - კაი ღვთაება. მეც გავეხუმრე და თმის დასწორება დავიწყე. მქრთალი შავი ჩრდილები და "ტუში" ვაღიარებ მართლაც მოუხდა ჩემ თვალებს. მოწითალო მოშინდისფრო კონტური გადავისვი და თმა გავიშალე... თეთრი, მუხლამდე, მომდგარი იუბკა და შავი მოკლე მაისური ჩავიცვი.. ვაღიარებ ჩემი თავი მომეწონა.. სადად და ლამაზად ვიყავი, რაც მთავარია მიხდებოდა. მაკოც ასე იყო. ყველაფერს, რომ მოვრჩით, ქურთუკები, ჩანთები, საჩუქრები ავიღეთ და ოთახიდან გამოვედი: - ბაბუ იქ მარტო როგორ დაგტოვოთ ასეთი გოგოები? დანახვისთანავე გვითხრა ბაბუმ - ბაბუუუ იქიდან მარტო როგორ გამოგიშვათ? არავინ მოგიტაცოს ! შენ მიდიხარ დაბადების დღეში თუ ჩვენ? გავეხუმრე და "სიმპატიურ" ბაბუს ვაკოცე. *** ათი წუთით დავაგვიანეთ. რესტორანში შესულებმა ბაჩის მაგიდას დავუწყეთ ძებნა. როგორც კი ნაცნობი სილუეტები დავლანდეთ მათკენ წავედით. ყველას მზერა ჩვენკენ იყო მომართული. ბაჩის გოცებულ და გაკვირვებულ სახეზე მაკოს და მე გაგვეცინა. საჩუქრები გადავეცით, მივულოცეთ მერე სტუმრები გაგვაცნო. ნუ როგორც ხდება ხოლმე. მაკო გვერდით მიისკუპა მე ვიღაც უცნობი ბიჭი მეჯდა ერთ გვერძე, მეორეზე სკამი ცარიელი იყო. ჩემ წინ კი შეყვარებული წყვილი იჯდა. თათა და დემეტრე. ბექა არსად იყო.. ორი ცარიელი სკამი კი თავისუფალი.. - ბაჩი ბექა? შევეკითხე და წვენი მოვსვი - მოვა. ცოტა დააგვიანდება.. გული დავიმშვიდე.. რომ ბექა მაინც მოვიდოდა და გვერდით დამიჯდებოდა ერთი ნაცნობი. გულში მაკოს ვლანძღავდი, თუმცა თან ვფიქრობდი, რომ ძალიან საყვარლები იყვნენ. ჩვეულებრივ ერთი საათი ანეგდოტებსა და სადღეგრძელოებს ვუსმენდი. მერე ბაჩიმ ბოდიში მოგვიხადა ცოტახნით უნდა დაგტოვოთო და წავიდა. მაკომ გვერდით მომისვა და მერე მეც გავერთე. ყველა კარგად გავიცანი და ცოტაც დავლიეთ.. მაკო კარგად იყო შეზარხოშებული. მე ისე ლაითად ყველა რომ გიყვარს და ცხოვრება გიხარია. მერე მუსიკები, ცეკვები... - say something ჩართეს და პირველად, რომ ბიჭი იჯდა ჩემს გვერდით ცეკვა მთხოვა. მეც წავყევი. - ანა გქვია არა? - კი.. - მე საბა ვარ - ვიცი - ეგრე ცივად რატო? - ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს.. აშკარა იყო, რო ამ საბას ჩემი "შებმა" უნდოდა.. ისიც აშკარა იყო, რომ ალკოჰოლით იყო გაჭყეპილი.. და ასევე ისიც, რომ დისტანციას არღვევდა და ცდილობდა კიდევ უფრო "მომტმასნოდა". უხერხულად ვიშმუშნებოდი და სახეშიც არ ვუყურებდი, თვალი მოვკარი მაკოს, რომელიც კიდევ სვამდა და გამიხარდა, რომ მიზეზი მომეცა ცეკვა შემეწყვიტა - იცი ჯობია მაკოსთან წავიდე.. შევეცადე გამოვცლოდი თუმცა დამიჭირა - მაკო ერთობა.. სიმღერის დასრულებამდე მაინც ვიცეკვოთ. - არა იცი .. მე .. ჯობია.. - ცოტახანიც. შენი გაცნობა მინდა ამაში ცუფი რა არის? - გასაცნობად საჭირო არაა ვიცეკვოთ - რამდენის ხარ? - 17 - მე 22 - კარგიი.. ჯობია მოვრჩეთ.. მაგიდასთან დავსხდეთ და იქ ვისაუბროთ - ასე ხელს ვერავინ შეგვიშლის.. ვცდილობდი არგამეღიზიანებინა, რადგან აშკარად გონზე ვერ იყო.. მაქსიმალურად ვიკავებდი თავს თუმცა. როცა ბოლო სიტყვების მერე ხელი "საჯდომისკენ" ჩააცურა "წითელი ამენთო" - ოო ! ოო ! მოიცაა ! უკან გამოვიწიე და ხელი ოდნავ მივკარი - შენ ვინმეში გეშლები? რო ვთქვი ცეკვა არ მინდა ესეიგი არ მინდა და ვსო ! ვინ მოგცა უფლება?! რას მეტმასნები ! არ მომიახლოვდეე კილომეტრშიიც !! ყვირილისგან თავი შევიკავე.. - დედა *ევეცი უნებურად წარმოვთქვი და ადგილს დავუბრუნდი. ნერვიულად ვათამაშებდი ტელეფონს. ყველაფერს ვაზვიადებ და განვიცდი და წარმოგიდგენიათ როგორ გამიტყდა საბას საქციელი? რავიცი მე რას ფიქრობდა ცეკვის დროს ! ფუუ მაგის ! ! ნერვებს ვერ ვთოკავდი და ვინმეს, რომ რამე ეთქვა ალბათ გავგიჟდებოდი! ცოტახანში ბაჩიც მოვიდა. ყველა ცეკვავდა ჩემს გარდა, საბაც კი ცეკვავდა ახლა სხვა გოგოს ეტორღიალებოდა მეორე მაგიდიდან. გონებაში საკუთარ თავზე ვვბრაზობდი აქ რომ წამოვედი. ასე თუ იქნებოდა ყველაფერი ვერ წარმოვიდგენდი. თი5ქოს უჩინარი ვიყავი. პატარა თაგვს ვგავდი, რომელიც უცხო ურნაში იქექებოდა და ვერვაინ ამჩნევდა, მტერიც კი! - შეიძლება ცეკვა? მომესმა უკნიდან - არააა ! ცეკვა რომინდოდეს ვიცეკვებდიიი !!!! როარ ვცეკვავ ესეიგიი არ მინდაააა ხოოოო !!!!! შეიგნეეეთ !!!! ხმამაღლა მომივიდა თქმა თუმცა მუსიკის ხმაში ვერაცინ გაიგო! უკან არც ვბრუნდებოდი უარესად, რომ არ გავღიზიანებულიყავი. - მხოლოდ ერთხხელ - არა! რაც შემეძლო მშვიდად ვთქვი - ლამაზოო გთხოვ მხოლოდ ერთი ცეკვა. ფეხზე წამოვდექი და შევუბღვირე - არა და მორჩა . შემეშვი! - ლამაზი ხარ მინდა.. - გოგოს ცეკვა არ უნდა ! და მოკვდა თემა! ნუ აწუხებ! უკნიდან გავიგე ის.. ისს.. იისსსსს !!! ის ხმაა იყოოო სწორედაც ! მერე კი ის თვალებიც გამოჩნდნენ! - შენ ვინ გეკითხება თუ ძმა ხარ ! - ამ გოგოსთან ვარ ბრატ! ხელი მაგრად დაარტყა მხარზე და ახლოს მოვიდა - იზვინი ბრატ თქვა უცნობმა და წავიდა. ის მუსიკაც დამთავრდა და ახალი ნელი სიმღერა ჩაირთო მე კი გაოცებული ვუყურებდი იმ თვალებს ! "ყინულას " თვალებს. - ვიცეკვოთ?! - მე.. არ.. სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს. - ჩემთან ვალში ხარ ! ასე რომ.. უსიტყვოდ მივყევი, ორი ნაბიჯი გადავდგი და შევჩერდი, ზედიზედ ორი ჭიქა ღვინო დავლიე და საცეკვაო მოედნისკენ გავყევი. ყველა ჩვენ გვიყურებდა თუმცა რატომ ვერ მივხვდი. გონებაში ვფიქრობდი ნეტა რამე ხომ არ მაქვს სახეზე თქო. ერთი თავით მაღალი იყო ჩემზე და ზემოდან დამყურებდა. ვეღარ გავუძელი და პირდაპირ ვაჯახე - რატო დამყვები სულ უკან და საერთოდ ვინხარ? რაატომ გამოჩნდი მაინც და მაინც ახლა?! - კარგიი ჩემთვისაც სასიამოვნოა. ტუჩის კუთხეში ირონიულად ჩაიცინა და ლამის მოვკვდი !!!!!!! მერე თვალები, რომ მომანათა მარცვალივით დავიბენი დაა მისი ხმა საერთოდ ! ჭკუიდან მშლიდა!!! - იქნებ სახელი მაინც გეკითხა. გონებას შემოვუძახე და მაგრად დავდექი. - რაც მაინტერესებდა გკითხე - დარწმუნებული ვარ სხვა რამეც გაინტერესებს. - უბრალოდ მითხარი. ისეთი თბილი იყო და ისეთი სიმპატიური , შემეძლო ასე საუკუნე ვმდგარიყავი მასთან! ღმერთო რეებს ვამბობ, სიმთვრალის ბრალია ალბათ! - აქ კედლებსაც ყურები აქვს ! თვალები ბაჩისა და მაკოსკენ გააპარა, რომლებიც დაჟინებით გვიყურებდნენ. - არმაინტერესებს ! პასუხები მჭირდება ! - გარეთ გავიდეთ - კარგი. ქურთუკს ავიღებ დაიცადე - ამდენი დრო არ მაქვს. რესტორანი დავტოვეთ და მაშინვე ვიგრძენი სიცივე. მოშორებით დავდექით, კედელს მივეყუდე და ხელები გადავაჯვარედინე, თან თითებს მკლავებზე ვისვამდი რომ არ გავყინულიყავი. ყინულა წინ მედგა და ისევ ისე იღიმოდა - აბა გისმენ რა გაინტერესებს - რაც გკითხე გადაჭრით ვუთხარი - უბრალოდ დამთხვევაა ლამაზო - დამთხვევა? მაგას ნებისმიერი გამცლელიც არ დაიჯერებს - სხვა გზა არ გაქვსუნდა დაიჯერო - არ მეცინება! საერთოდ! - ესეთი მკაცრი და უჟმური რატო ხარ? - არ ვარ ! - კაროჩე არანაირი სპეციალურად შეხვედრები და დახვედრები არ ყოფილა ! შენნაირი იცი რამდენი მყავს? და არავის არ ვეთამაშები. თუვინმესთან რამე მინდა პირდაპირ ვეუბნები და არ მჭირდება დამალობანა ! გაიგე პატარა? შეუშვი მაგ თავში და სისულელეებს ნუ ფიქრობ ! - უკაცრავად? - პასუხი გინდოდა და გითხარი - შენ სულელი გგონივარ რომ ეგ დავიჯერო? - სულელი მაგას რომ ფიქრობ მაგიტო მგონიხარ. დამიჯერე ლამაზო, რომ მომწონდე ასე არ გაგეცნობოდი. შენნაირი პატარები არ მიზიდავს - იდიოტო. გაბრაზებულმა მივახალე და წამოსვლა დავაპირე, მაგრამ კვლავ კედელთან დამაბრუნა და ახლა ძალიან ახლოს მოვიდა. - ჯერ არ დამიმთავრებია ! - მკიადია მე დავამთავრე და საერთოდ აღარსად გადამეყარო და უაზრო რეპლიკებისგან თავი შეიკავე! ცალი ხელი კედელს მიაყრდნო და და ჩვენ შორის არსებული მანძილი წამებში გააქრო. *** მოკლედ მეგობრებო ვიფიქრე, რომ სრულად დავდებდი ამ ისტორიას თუმცა ვეღარ მოვითბინე ! და თავებად დავყობ და ისე დავდებ. თან მინდა გავიგო ღირს გაგრძელება თუ არა?! დამიწერეთ თქვები აზრი, მადლობა წინასწარ, თითოეულ თქვენგანს ვინც წაიკითხავთ. ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.