თუ გაზაფხული დაიგვიანებს {3}
იმის შემდეგ რაც ბოლოს ვნახე ტასო, აღარ მსმენი მასზე ამბავი, დღემდე ვერ მივხვდი მისი ბოლო სიტყვების ჭეშმარიტ მნიშვნელობას, თუმცა მე მივხვდი, რომ ჩვენ ისე დავშორდით ერთმანეთს, როგორც იატაკზე გაწყვეტილი მძივის ბურთები. თითქოს როგორი მოსაბეზრებელი ჩვენს ირგვლივ სამყარო, თუმცა ეს მხოლოდ იმის გამოა რომ, ადამიანთა ამაღლების თვით შეგნება ვერ მივიდა იმ დონემდე, რომ ისინი ჩასწვდნენ ცხოვრების ნამდვილი ჭეშმარიტების არსი. -დემეტრე, კაბინეტში გელოდებიან, სამსახურში შესვლის თანავე კართან დამხვდა ბატონი ჯიზი, მისი იაპონური აქცენტი კი სულ უფრო მაღიზიანებდა, -გამარჯობათ, მე სესილი ვარ. -დემეტრე, თქვენ ალბათ, რიგითი ჟურნალისტი ხართ?! დროზე დავამთავროთ. -უკაცრავად, ვერ გავიგე. თავი მორცხვად ავწიე, ხოლო ჩემს წინ მდგარი გოგო ნამდვილად არ გავდა ქუჩის ჟირნალისტს. -ნება მომეცით ჩემი თავი გაგაცნოთ, მე ლუ გახლავართ ერთწლიანი კონტრაქტით თქვენთან მუშაობა მომიწევს . -"ლუ" ჩამეცინდა და საუბარი გავაგძელე. -მაშასე, როგორც გავიგე ერთად? -მუშაობა. მომიგო და სავარძელს მიეყრდნო. -გიცნობთ? -არამგონია, თავდაჯერებულად მომიგო და ამ ჯერად ხელი უფრო ძლიერად მოკიდა სავარძელის ზურგს. -სასიამოვნო დღეს გისურვებთ, თვალები გააფართოვა და დერეფნის ბოლოს მომაძახა, კიმაგრამ, რა უნდა გავაკეთო?! ლიფტი ისე ნელა ჩამოდიოდა, მეგონა თუ ხელს გავყოფდი შევძლებდი ღრუბელს შევხებოდი, ხშირად ჩემი ფანტაზია ძალიან მაშინებდა. სიმყუდროვე, ფიქრები, კვლავ ხმაურმა დაარღვია, რატი? -გისმენ. -აუცილებლად უნდა მოხვიდე ჩემთან, დაბნეული ხმით ჩაიჩურჩულა და ზარი გაწყვიტა. ვერ მივხვდი, დავიბენი, მას როგორც მახსოვდა ასეთი საქციელი არ ახასიათეს, თუმცა ის მაინც რატია. წვიმის ბურუსში გახვეული ქუჩები, მოცეკვავე წვიმის წვეთებთან ერთად გავიარე, და რატის სახლს მივადექი. კარზე საშინელი კაკუნი ავტეხე, ჩემი საქციელი მე თვითონ მიკვირდა, ნუთუ ასე ამაღელვა რატის ერთმა ზარმა. -მოხვედი? უნდა ამიხსნა ყველაფერი, -ყველაფერი? -კლებლივ თავიდან დავიბენი, მისი სიტყვები დაბნეული კოჭებივით დაგორავდნენ ყურში, რომელთაც ერთმანეთთან ვერაფრით ვაწყობდი, შემდეგ კი ყდა გაქუცულ დღიურს მოვკალი თვალი და ყველაფერს მივხვდი, ცხვირი დამეწვა, გაზაფხულის სურნელმა ღრმად შეახწია ჩემში, და გადაუშლელი წარსული გადაფურცლა, დრის ძღვარი გაწყვიტა და 5 წლის უკან დამაბრუნა. საშინელი ამინდი იყო, ირგვლივ სულ ბურუსი და მასში გახვეული წვიმა ბობოქრობდა, გაზაფხულის მწარე სურნელი კი ირგვლივ გამეფებულიყო, ფანჯრებზე, ისე მკაფიოდ გამოსახულიყვნენ წვეთები, თითქოს სურდათ ირგვლივ ყველაფერი სისველის მორევში ჩაეთრიათ, ბობოქარი სამყარო კი, მის მიერ მოვლენილ სტიქია ეწინააღმდეგებოდა, ამაზე ფიქრმა კი საკუთარი მე ეგამახსენა, ჩემთვის დამახასიათებელი ჩვევაა, ერთდროულად სრულიად განსხვავებულ ორ აზრს ვამტკიცებდე, და ჩემში ორი მე იბრძოდეს, ამაზე ფიქრი ბავშობიდან მიტაცებდა, განსაკუთრებულობა, მიუწვდომელი წერთილი! ფანჯრიდან მუქად მოჩანდა, წვიმაში მდგარი გოგონა ყვავილებით ხელში, ზემოთ არც იყორებოდა, არამედ "ასვლატს" დასცქეროდა, თითქოს მასზე ეწერა მის კითხვაზე ყველა პასუხი. -ბატონო, ჯოან, გთხოვთ გაჩერდეთ. -კიმაგრამ დემეტრე, ახლა? ააქ?! გაუცებულმა შემომხედა მძღოლმა. -ვთქვი გავჩერდეთ თქო. ალბათ, ეს ყველაფერი თინეიჯერობის ბრალი იყო, არც ვიცოდი რისთვის გადავედი, და რატომ მიიპყრო ჩემი ყურადღება იმ გოგონამ. ქოლგა გადმოვიღე და მისკენ გავეშურე. -ჰეი, გესმით ჩემი? წამიერად გამომხედა, თუმცა ურცხვად თავი ამარიდა. -გოგონა, ასეთ ამინდში აქ რას აკეთებთ. საუბარი, გრუხუნმა დაარღვია, თუმცა მხოლოდ მე ვსაუბრობდი. -იცით? თქვენი ნებაა? თუ გაციება გინდათ? აი გამომართვი ქოლგა. წამოსვლა დავაპირე თუმცა, იგი გაუნძრევლად იდგა, მივხვდი, რომ სხვა ხერხი უნდა მეცადა, როდესაც ქოლგა დავიჭირე და გვერძე დავუდექი, მხოლოდ იმის მერე ამომხედა, რაც მის თავზე წვიმა შეწყდა, მისი ზღვა სავით ღრმა, ყველაფრის მთქმელი და თან არაფრის იმ მომენტში, სასწაულებრივი იყო, მაგრამ არა განსაკუთრებული. იმ დღეს სოფელში, საშინლად წვიმდა. გეგმაში ნამდვილად არ მქონია მისი სახლში წაყვანა, რადან საღამოს სხვანაირად გატარებას ვაპირებდი. -უკაცრავად, მაგრამ აქ ვერ დაგტოვებ. ჩემი ასეთი საქციელი ყოველთვის მაღიზიანებდა, რატომ უბრალოდ არ შემეძლო იმ მომენტში წასვლა. ხმაც არ ამოუღია, ხელი ჩავკიდე და მანქანაში ჩავსხედით. -ტასო, ტასო მქვია. -სასიამოვნოა, სად ცხოვრობთ? -არსად. -ეგ როგორ? აბა სად მიგიყვანოთ? -არსად. -მოკლე გაურკვეველი პასუხები, ვერცკი მივხვდი როგორ გავიფიქრე ეს წინადადება ხმამაღლა, შევატყე, რომ გაიგო, მისი ლოყები, ვარდივით გაწითლებულიყვნენ და სირცხვილისგან ქვემოთ დაეხარა. როგორც ვატყობდი სახლში უნდა წამეყვანა. ყოველ ნივთს ისე აკვირდებოდა თითქოს უკვე ნანახი ჰქონდა, -ეს საგნები. ჩაიჩურჩულა და აივანზე გავიდა. -რამეს ეძებთ? გაურკვეველი ხმით მივუგე. -აქ, ხე უნდა იყოს. -რისი ხე? ან სად? და საერთოდ თქვენ რა იცით? -იასამნის ხე, მე აქ ვცხოვრობდი. იასამანი ჩემი გაზაფხულის სიმბოლოა, ხოლო მასთან ერთად ისისც იგვიანებს, მეშინია. ვერაფერს მივხვდი რას ამბობდა, ან რა აშინებდა, თუმცა კითვები მაინც დამებადა. -აქ ცხოვრობდით? -დიახ, და თქვენ დიდი ხანია მას დაეპატრონეთ, როგორც ვხედავ არც უვლით. -ეს მშობლემა შეისყიდეს, არ ვიცი როდის ან როგორ. -მე ვიცი, უსამართლობით და კვლავ განაგრძო ბუტბუტი. საინელმა სიჩუმემ დაისადგურა, ეს კი შინაგანად მღრნიდა, სიჩუმე ხომ სულის ეიფორიას იწვევს. კვლავ მე დავარღვიე ეს გაუსაძლისი სიჩუმე. -ხომ არ გვესადილა? -არა მადლობა, -რამეს დალევთ? ტავის ქნევით დამიდასტურა. -და რამდენი წლის ხართ? -უბრალოდ გაინტერესებთ თუ, სასმელი რომ მოვითხოვე. პასუხი არ გამიცია. როდესაც ოთახში დავბრუნდი, იქ აღარ დამხვდა, მეგონა გაიპარა თქო, სასწრაფოდ საფულე შევამოწმე, მაგრამ ქვეცნობიერი მკარნახობდა მას ქურდობის არაფერი ეტყობოდაო, ამიტომ საშინელი ფიქრებისგან თავი დავახწიე და ტასო ბახში იჯდა, ბები ჯულიეტას კატასთან ერთად. -აქ ხართ? დაბნეული ხმით მივუგე და ბალახზე დავჯექი. -დიახ, იცით საათობით შემეზლო აქ ჟდომა და მომავალზე ფიქრი. -ოცნებობთ? -არა, ოცნება ჩემი სტილი არააა. მისი საუბარი ცოტა გაურკვევლი მეჩვენებოდა, ალბათ იმიტომ, რომ წესივრად არცკი ვიცნობდი. -დღიურს წერთ? თქვენს მაგიდასთან შევამჩნიე, სახე მომიტრიალა, და მისი ღრმა თვალებით დამაშტერდა, თითქოს მაიძულებდა, რომ პასუხი გამეცა. -დიახ, ტასო. -რატომ? -მოგონებები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან წარსულზე ვაშენებ მომავალს. ახლანდელი დრო: -დემეტრე, გეყოფა ფიქრი, ამიხსნი ყველაფერს? რატი კვლავ თავისი კითხვების პასუხის მოლოდინში იდგა. -რათქმაუნდა, თუმცა ვფიქრობ, ყველაფერს წაიკითხავდი. -ნუ, მეტნაკლებად კი... -იცი, ისე რომ გეკთხა ყველაფერს ოგიყვებოდი ახლა კი ვერ შეგპირდები. ქურთუკი ავიღე და სახლისკენ წამოვედი, თუმცა გზად ერთ კაფესა და მარტას შევუარე, მარტა სტუდენტობის მეგობარია, მასთან ღრმა წარსული მაკავშირებს, თუმცა ერთმანეთთან მხოლოდ სექსუალური ურთიერთობა გვაქვს დამყარებული, რადგან ორივემ ვიცით რომ სიყვარული კარგს არცერთს მოგვიტანს. შემდეგ კი ბუხართან დავჯექი და წიგნის კითხვა დავიწყე, არ ვკითხულობდი უბრალოდ ხელში დავიკავე, საკუთარი თავის მოსატყუებლად, თუმცა წარსული და ტასოზე ფიქრები თავს არ მანებებდნენ, ეს დეები საშინლად მეფიქრებოდა იმ პერიოდზე სადაც ჩვენ ორი ვიყავით, და არსებობდა სიტყვა ჩვენ. ვერცკი შევამჩნიე როგორც წაიკიდა ცეცხლი თბილ მოსახვევს ბუხრიდან, წამიერად ოთახი ბულით გაივსო, ტელეფონმა საშინელი რეკვა ატეხა. დავაპირე მეპასუხა თუმცა ვერაფერს ვხედავდი, ირგვლივ სულ ბოლი იყო. როგორც იქნა ტელეფონამდე მივახწიე. -დიახ გისმენთ, -დემეტრე, დემეტ... -გისმენთ, -იცი? დრო ვერასოდეს ვერ წაიღებს იმას რაც ასე გვიყვარს. -ტასო? შენ.... მხოლოდ ის ვიგრძენი როგორ დავეცი ქვემოთ და..... (გაგრძელება იქნება) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.