შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე (1) ნაწილი (3)


5-04-2016, 23:35
ავტორი Anye-Any
ნანახია 3 216

მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა ალბათ სადღაც 2 თვე,იმის განცდა რომ ის ჩემგან შორს იყო საერთოდ აღარ მქონდა,იმდენად დავიცალე და დავცარიელდი შინაგანად რომ საერთოდ ვერაფერს ვგრძობდი,რამდენჯერ ვცადე გულიდან მისი ამოგლეჯა,თუმცა როგორც ყოველთვის არაფერი გამოივიდა, როგორც გიგასგან ვიცოდი ჩვეულ რიტმში მუშაობდა და ცხოვრობდა,რამდენჯერმე სოციალურ ქსელში მომწერა,მომიკითხა მეც ძალიან ჩვეულებრივად გავეცი პასუხი,ყოველგვარი ქაჯობის და სწერვობის გარეშე.როგორც მეუბნებოდა მუშაობდა და მდორედ მიყვებოდა ცხოვრებას,გარეთაც ათასში ერთხელ გადიოდა,დრო აღარ ჰქონდა ამისთვის.სიყვარულზე და ზოგადად ჩვენზე არაფერს ამბობდა,ასე მოკითხვით ვიფარგლებოდით ხოლმე,ვცდილბდი მალევე დამესრულებინა საუბარი და ისეთ მოკლე პასუხს მივწერდი მოწერის სურვილს ვუქრობდი ხოლმე.არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა,მეც ასავით წნარად მივუყვებოდი ცხოვრებას,სასახური და უნივერსიტეტი,დანელია მას შემდეგ არ ყოფილა უნივერსიტეტში,ბავშვებსაც თითქმის აღარ ვნახულობდი.ყველაფერი ისე სწრაფად დასრულდა რომ ახლა ამაზე რომ ვფიქრობ გული მტკივა. ყველაფერი შემოგვეცალა,ხოლოდ მე და გიგას გვქონდა კონტაქტი და სალომესაც,თუმცა ისიც იშვიათად,გიგა მკითხულობდა სოციალურ ქსელში და ჩემთან მიმართებაში როგორც ყოველთვის თბილი და მოსიყვარულე რჩებოდა.ჩემი ლანა და ლიკა ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ და როგორც ყოველთვის მხარში მედგენენ. ამ 2 თვის მანძილზე ფსიქოლოგიურად ძალიან დავიღალე და გამოვიფიტე. თუმცა უნდა ვთქვა,რომ შევეგუე ამ სიტუაციას და ამ ყველაფერს თითქოსდა მარტივად ვუყურებდი.
-ნია,ლანა გირეკავს -დედა შემოვიდა ოთახში და ტელეფონი შემომიტანა,საზარეულოში დამრჩენია
-გისმენ გოგო-ღიმილით ვუპასუხე და კონსპექტები გვერდით გადავდე
-ნი,ამიხსენი ერთი შენ რად გინდა ტელეფონი?-აშკარად გაბრაზებული იყო
-კარგი,კარგი ახლა არ დაიწყო-გამეცინა-სად ხარ?
-სახლიდან ახლა გამოვედი,საღამოს გამოგივლით მე და დათუნა იცოდე უნდა წამოხვიდე
-აუ კარგი რა ლანა! რა მინდა მე დათუნას დის დაბადებისდღეზე? არავის ვიცნობ
-მთავარია მე დათუნას და ნათიას გვიცნობ,დანარჩენი დაიკიდე,დაგპატიჟა და ეწყინება რომ არ წამოხვიდე,არ დაიწყო იცოდე შენებურები.7-ზე შენტან ვიქნებით და მზად იყავი იცოდე,წინასწარ გაფრთხილებ დათუნას ძმაკაცი წუხელ ჩამოვიდა კიევიდან-გაეცინა
-კარგი რა არც კი ვუნახივარ ბიჭს და ტენით ხო ჩემს თავს?-გაგვეცინა ორივეს
-როგორ არ უნიხიხარ? ფოტოებში გნახა და მაგრად მოეწონე,იცი რა ბიჭია? მილიონჯერ ჯობს მაგ შენს დებილ ალეკოს
-ახლა არ დაიწყო!
-ხო კარგი მიდი და იცოდე გამოიპრანჭე,წავედი
ახლა ლანა დათუნას ძმაკაც გაბრიელს მაცნობდა,მე კიდევ საერთოდ არავის გაცნობის და მითუმეტეს ახალი ურთიერთობის არც სურვილი მქონდა და არც ნერვები. ვიცოდი ლანას ეწყინებოდა და ამიტოაც წასვლა გადავწყვიტე მისი და დათუნას ხათრით,ხო მართლა დამავიწყდა მეთქვა დათუნა ლანას შეყვარებულია დაახლოებით 1 თვეა რაც ერთად არიან და ისეთი ბედნიერია,რომ მისი სიხარულით მეც ვბედნიერდები. იმდენად გადამდებია მისი ემოციები. სალონში წავედი ფრჩხილები და წარბები მოვიწესრიგე,შედეგ თმები დავივარცხნე და სახლში ავედი,სადა შავი ტანზე გამოყვანილი მოკლე კაბა ჩავიცვი ცალი კლავით და შესაფერისი ფეხსაცმელები ამოვიცვი,ამასობაში მოვიდა 7 საათიც და მათთან ჩავედი
-გაბრიელი გადაირევა-მოეხვია სიცილით ლანა
-ვაიმე ლანა მოკეტე-დარცხვენილმა გავხედე გაკრეჭილ დათუნას
-რატო მოვკეტო? ტიპს ჯერ არ უნახიხარ და უკვე გიჟდება შენზე და რომ გნახავს,თან ასეთ ლამაზს წარმოიდგინე რა მოუვა გადაიხარხარა
მანქანაში ჩავსხედით და რესტორან რომში წავედით. თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობდი,ნათიას მივულოცე საჩუქარიც გადავეცი,ძალიან გაუხარდა ჩემი მისვლა. სუფრასთან დავსხედით,და აი ცნობილი გაბრიელიც გამოჩნდა,კლასიკურად "გამოწკეპილი" მოდიოდა ჩვენსკენ,უნდა ვაღიარო რომ ფოტოებთან შედარებით რეალურად უფრო სიმაპატიურია,ჯერ იუბილართან მივიდა მიულოცა,შემდეგ კი ჩვენს მაგიდასთან მოვიდა,დათუნა და ლანა გადაკოცნა,ბოლოს მეც გამომხედა და მომესალმა
-გაარჯობა ნია-გაეღიმა-ეს რა იყო? ასეთი ღიმილი მხოლოდ ფილებში თუ მექნება ნანახი
-გაგიმარჯოს გაბრიელ-არ დავიბენი და მეც გავუღიე
-როგორც იქნა გაიცანით ერთმანეთი-ტაში შემოკრა ლანამ
-აბა-გამეცინა და უხერხულობისგან თავი ძირს დავხარე და ჩემს ფეხსაცმელებს ჩავაშტერდი
-ლამაზი ფეხსაცელები გაცვია-გაეცინა გაბრიელს და ნიკაპი მოისრისა
-უცებ ვერ მივხვდი რა იგულისხმა,მერე კი მივხვდი რაც და მეც გამეცინა
-მადლობა-თმები უკან გადავიყარე
-როგორც იქნა მეღირსა შენი ხილვა რეალურადაც
-კი ნამდვილად-უხერულობამ პიკს მიაღრია დ ალანას თვალებს ვუქაცავდი გამაქრე აქედანთქო.
გაბრიელი იმდენად არაჩვეულებრივი იყო,რომ მის გვერდით ჩემი ტავი ვერც კი წარმომედგინა. 26 წლის ჩამოყალიბებული ტიპი,რომელმაც ამ ასაკში უკვე ძალიან ბევრს მიაღწია და საადვოკატო ბიუროსაც უძღვებოდა. სულ თვალებში მიყურებდა,აშკარა იყო რომ ოვწონდი,თუმცა ვცდილობდი არაფერი შემემჩნია.
-ახლა მოვკვდები-თვალები მილულა ლანამ და მიჩქმიტა
-რა გკლავს?
-ნახე როგორ გიყურებს,რაც მოვიდა თვალი არ მოუშორებია,ხო მაგარი ბიჭია?
-კი კარგი ტიპია ძაან,მაგრამ ახლა არა რა ლანა
-რა ახლა არა გოგო ჰა? როდემდე უნდა იგლოვო ეგ მათხოჯი დანელია? ნახე ერა ბიჭია,სად გაქვს თვალები ჰა?!
-კარგი გეყოფა გაიგონებს და ტეხავს-ახლა მეც ვუჩქმიტე და გაბრიელს სულ ძალით გავუღიმე
-მაგარი გოიმი ხარ შენს თავს გეფიცები რა ნია-ხელი ჩაიქნია და დათუნასთან წავიდა
ახლა სრულიად მარტო ვიჯექი ამდენ უცხო ხალხში და იდიოტივით ვიკრიჭებოდი,როგორ ვერ ვიტანდი ამ სიტუაციას! არც გაბრიელს დაუყოვნებია და გვერდით მომიჯდა
-მოიწყინე?
-არა-სწრაფად გავეცი პასუხი
-სწავლობ ხო შენ?
-კი,ვსწავლობ
-კიდევ რას საქმიანობ?
-ვითომ არ იცი ხომ?-ჩამეცინა
-ვიცი,თუცა რაღაცაზე ხომ უნდა ვილაპარაკოთ?-მასაც გაეცინა
-ეგეც მართალია-მეც გამეცინა
-მგონი აქ ვერ ერთობი ხო?
-არა რასაბობ
-კარგი რას მატყუებ,ვერც მე ვერთობი,წამო გავისეირნოთ არ გინდა?
-გვიანი უკვე,სახლში წასვლას ვაპირებდი
-ხოდა მე წაგიყვან
ლანას და დათუნას დავემშვიდობე და გაბრიელს გავყევი.მანქანა ისე დაძა ხმა არცერთს არ ამოგვიღია
-ისე ჯერ ადრეა და არ გინდა სადმე გავისეირნოთ?
-მაგალითად სად?
-რავი სადაც გინდა,თუ გინდა მთაწმინდაზე ავიდეთ
-კარგი-მხრები ავიჩეჩე
ნახევარ საათში უკვე მთაწმინდის პარკში ვიყავით
-ნახე რა ლამაზია თბილისი
-დიდი ხანი იყავი კიევში?
-საკმაოდ,თუმცა ხანდახან ჩამოვდივარ აქეთ,სამსახურის გამო სულ გზაში ვარ-გაეცინა
-ხო ნუ რას იზამ,თუმცა ახლა აქ ხარ და შეგიძლია დატკბე თბილისის სილამაზით-გამეცინა
-თბილისთან ერთად შენი სილამაზითაც ნია-თვალი ჩამიკრა და გამიღიმა
-კარგი რა-ხელი ავიქნიე
-ძაან ლამაზი ხარ-მოიახლოვდა
-მადლობა გაბრიელ-უკან გავიწიე და გაეცინა
-კარგი რა იყო კი არ გიკბენ-ხელები მაღლა აწია
-ეგ რა შუაშია?
-კაი დაიკიდე,შენ ის მითხარი შეყვარებული თუ გყავს
-დარწმუნებლი ვარ მაგ კითხვაზე პასუხი თავადაც იცი
-ეე,კარგი რა შენ გგონია ვაბშე ყველაფერი ვიცი შენზე?-გამიცინა და იდაყვებით დაეყრდნო მოაჯირს
-ყველაფერი არა,მაგრამ ესეთი ზოგადი რაღაცეები კი
-შენი აზრით შეყვარებული ზოგადია?
-აბა კონკრეტულია?
-კი კონკრეტულია,არ მიპასუხებ?
-შეყვარებული რომ მყავდეს ახლა აქ შენს გვერდით არ ვიქნებოდი-გავუღიმე
-კარგი პასუხია,მოწონს შენი თავდაჯერებულობა ნია
-მადლობა გაბრიელ-ორივეს გაგვეცინა
კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ ასე სულელურად,შემდეგ კი სახლში წამომიყვანა, დაშვიდობისას ნომერიც ჩაიწერა,თავი გავაქნიე და გამეცინა,რა იყო ახლა ეს? არა არ მინდა ორიგი სისულელე,1-2 წელი მშვიდად მინდა მარტომ გავატარო გერმანიაში მინდ აწავიდე და აქაურობას მოვშორდე,მალე სწავლაც დამთავრდება და მერე ჰელოუ ევროპა. ემოციებით დაღლილს ჩამეძინა.დილით უნივერსიტეტში წავედი,პირველი ლექცია 12 საათზე მეწყებოდა, არვიცი რატომ მაგრამ უნივერსიტეტის კედლებიც კი მძულდა ისევ,რაღაცნაირად ნოსტალგია მაწვებოდა როცა აქ ვიყავი,ეს კედლებიც კი მას და მასთან გატარებულ თითოელ წამს მახსენებდნენ.რამდენიც არ უნდა მეცადა ამას მაინც ვერ აოვშლიდი გონებიდან.რამდენი ბედნიერი წუთი გამიტარებია ამ კედლებში,ეჰ ამოვიხვნეშე გამეღიმა და აუდიტორიაში შევედი ჰოი საოცრებავ! ჩემი ძველი სასტავი სრული შემადგენლობით,თვალები ვჭყიტე,გული ლამის ამომვარდა როცა გაღიმებულ დანელიას გადავაწყდი,ღრმად ამოვუნთქე
-შეიძლება?-ვკიტხე ქალბატონ მაის
-შემოდი ნია,მოგვანატრე თავი რატომ არ დადიოდი?
-ვუსაობ და ვერ ვახერხებ-ვიმართლე თავი და ცარიელ მერხთან დავჯექი,არავისთვის შემიხედავს,არადა მათ ზერას ხომ ვგრძნობდი ზურგს უკან. ეს ისეთი შეგრძნება იყო ვერ ავღწერ,ახლა მარტო რომ ვყოფილიყავი ალბათ ტირილით გავსკდებოდი.მთელი ლექციის განავლობაში გაუნძრევლად ვიჯექი,გგონიათ ვუსენდი ქალბატონ მაიას? ახლა მხოლოდ ისინი ტრალებდნენ ჩეს გონებაში,განსაკუთებით კი ჩემს უკან მჯდომი დანელია.დაძაბული ვიჯექი. ზარი დაირეკა,არც ახლა გავნძრელვარ თუცა გიგა მოვიდა და მომეხვია
-ჩემო პატარა! როგორ მომენატრე
-როგორ ხარ? მეც მომენატრე-სულ ძალით გავეკრიჭე და მის უკან მდგარ დანელიას გავხედე
-როგორ ხარ ნია?
-კაგად ვარ შენ?
-რავი ნარმალნა,დღეს არ მუშაობ?
-არაა
ამასობაში გოგონებიც მოვიდნენ,გადავეხვიე მონატრებულ მეგობრებს
-რა მოხდა სად დაგვეკარგე?-მისაყვდურა ლადომ
-რავიცი აბა-მხრები ავიჩეჩე
-რა იყო რა უცხოსავით იქცევი ნია?-თვალები დაუწვრილდა სალომეს
-ჩემი ბრალია-ხელი მაღლა აწია დანელიამ და გამიცინა
-შენ რა შუაში ხარ?-მომეშალა ნერვები
-გასაბრაზებლად არ მითქვამს,უბრალოდ ვიხუმრე
ღიმილის იმიტაცია გავაკეთე და არც აღარაფერი მითქვამს.
-ხვალ მოხვალთ?
-აუ ვერა დღესაც ძლივს გავენტავისუფლე ამ სადიპლომოს პონტში რა,ვმუშაობ ხო იცი
-აუ დანელია საქმიანი ბიჭი გაგვეჩითა,კიდევ არ მჯერა რო მუშაობ-გაეცინათ გოგონებს
-აბა,აბა იარეთ თქვენ ასე უსაქმურად ბიძია
-შენი იუმორი მაინც შეინარჩუნე ხო-გაგვეცინა ყველას






_________________________________
ვიცი ბევრს აინტერესებდა შემდეგი მოვლენები ამიტომაც ვდებ მესამე ნაწილს,ცხელი ამბებით :D ბოლოში ყველას ძალიან გაგახარებთ. <3 მიყვარხართ!!!<3





№1  offline წევრი Pepper

ვავავა ამას აღარ მოველოდი
გამიხარდა რომ დაბრუნდი ამ ისტორიით
რაღაცნაირად ვყვარობ ამ ისტორიას
ველოდები მოვლენების განვითარებას
გაბრიელი კარგი ტიპი ჩანს ^^

 


№2 სტუმარი ემი

გახარებით, მხოლოდ ქორწილით დაგვირგვინებული ამბავი გაგვიხარდება, იცოდეე და ველოდებოთ ამ ამბავს winked

 


№3  offline მოდერი Anye-Any

მიხარია რომ ისევ კითხულობთ,კი კი ნამდვილად კარგი ამბებიააა :დ

 


№4  offline წევრი kora

ძალიან გახარებაში არ ვიცი რა იგულისხმე, მაგრამ იმდენად მიყვარს ნია და დანელის წყვილი, რომ მიუხედავად ყველფრისა ერთად მინდა ეს ორი <3 გგულშემატკივრობ მთელი გულით ნია <3
--------------------
kira.G

 


№5 სტუმარი Natiko

Dzan gamexarda mesame nawili ro davinaxe da imedia mag degenerat danelias ar sheurigdi? Rogorc vici namdvili istoriaa da sagol shen ra amdeni ro gadautane... Gisurveb momavalshi sul bednieri jyooo

 


№6  offline მოდერი bibo

იქ მინდოდა დამეწერა მაგრამ ვერ დავწერე აი რა შევამჩნიე გაიმხარდა ჯერ შენი დაბრუნება კარგია ვაფრენ შენზე მურაბა მარწყვი და ტორტო ალუბალო.აი იქ შევამჩნიე დანელიას ერთი არევა და უკვე ურთიერთობას ეტყობა :( :( :( :( უნდა ჩამოაშორო იმ გუნდს სადაცა თორე უყვარხარ პაქტია იმათან რა ემართება არ ვიციი მერე ურევს ისე რო თავს უშავებს ათას რაგაცას ასე როოო მე თქვენ ერთდ მინდევხართ რრა ვქნა მაინც აკოს ნია ხარ და რა უქნა გულს მაინც ერთად იქნებით ბოლოს იმედია მჯერაააააა love

 


№7  offline წევრი elene tiko payne 1DFAN (165616)

au nia dzalian dzalian magaria ra. dzlivs ar vipove axali tavi ra ramdeni xania vedzeb. dzalian magrebi xart shemiyvardit shen da danelia dzalian magari wyvili xart vici rom bolos mainc ertad iqnebit. dzalian dzalian dzalian miyvarxart da male dade ra shemdegi tavi

 


№8 სტუმარი Mariami

sityvebs ver vpoulob ra gitxra ... ubralod dzalian
magari gogo xar :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent