შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბას ყველაფერი,მე მაინც მიყვარხარ 1


7-04-2016, 12:44
ავტორი Gauqmda Gauqmda
ნანახია 2 255

როგორც ყოველთვის დღევანდელი დღეც ჩვეულებრივად დაიწყო ლილესთვის.დილით სკოლა,შემდეგ მასწავლებლები და ბოლოს ის რაც ყველაზე ძალიან უყვარს,ცეკვა.ლილე ყიფიანი,16 წლის,საშუალო სიმაღლის,შავი თმით,დიდი შავი თვალებით,თეთრი სახის კანი,პატარა ცხვირი და საშუალო სისქის ტუჩები.ტანს რაც შეეხება,ნამდვილი საოცრება იყო,ყველა ნაკვთი გამოკვეთილი და ნატიფი ჰქონდა,სხვანაირად არც შეიძლებოდა,ექვსი წლიდან ცეკვავდა სამეჯლისო ცეკვებს და დღემდე ცეკვავს.მთელი მისი ცხოვრება,ოცნება,ყველა ფიქრი ცეკვას უკავშირდება და კიდევ იმ ერთადერთს,რომელიც ამ ცეკვრბმა შესძინა მას.მისი მეწყვილე,დამიანე დადეშქელიანი.ადამიანი,რომელიც მისთვის ყველაფერს ნიშნავს,ექვსი წელია მასთან წყვილში ცეკვავს და მას შემდეგ უყვარს,წრფელი ბავშვური და სუფთა სიყვარულით,ისე როგორც პირველ სიყვარულს შეჰფერის. დამიანე დადეშქელიანი,19 წლის,მაღალი,შავგვრემანი,მწვანეთვალება,ოდნავ კეხიანი ცვირით,რომელიც სხვათაშორის საკმაოდ სიმპატიურს აჩენდა და თხელი ტუჩები.დამიანესაც ძალიან უყვარს ლილე,თუმცა სრულიად განსხვავებული სიყვარულით,რაც ბოლოს უღებდა ამ პატარა გოგოს. სწორედ დამიანეს გამო მიუხაროდა ქალბატონ ყიფიანს ცეკვის გაკვეთილებზე,უბრალოდ მისი დანახვაც კი აბედნიერებდა.მიუხედავად იმისა რომ დარბაზში მყოფი გოგოების ოთხმოცდაათი პროცენტი დამიანესთან ფლირტით იყო დაკავებული და ეს ყველაფერი ლილეს თვალწინ ხდებოდა,რაც საკმაოდ სტკენდა მას გულს,მაინც ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა და ნახავდა თავის ერთადერთს.ასეთი ძლიერი სიყვარულის მიუხედავად,საკმაოდ კარგად ფარავდა და მალავდა თავის გრძნობას.იმდენად რომ ერთხელაც კი არ უფიქრია ბიჭს,შეიძლება ლილეს ჩემს მიმართ რამე გრძნობა ჰქონდეს მეგობრულის გარდაო.სწორედ ეს იყო ლილეს პრობლემა.მას ეშინოდა ამ გრძნობის გამჟღავნების და მერე მისი შედეგების.
მოკლეთ დღევანდელი საღამო არ იყო გამონაკლისი,საღამოს რეპეტიციაზე ისევ სიხარულით მივიდა რომ დამიანეს ნახავდა,ჩახუტებოდა და მერე მასთან ერთად რეპეტიციას დაიწყებდა.მოკლეთ დარბაზში შესულს სიტუაცია ასეთი დახვდა.ყველა მოცეკვავე შემოხვეოდა ერთ ვიღაცას,ლილემ სცადა შორიდანვე დაენახა ვინ იყო ის ვიღაც,მაგრამ ვერ შეძლო,მერე დამიანე მოძებნა თვალებით და დაინახა რომ იმ ვიღაცასთან ერთად იდგა,ის ვიღაც კი გოგო იყო.დარბაზში შესული ლილე ერთერთმა მოცეკვავემ შენიშნა,გიგამ რომელიც მარიამის მიმართ ნამდვილად არ იყო გულგრილი,გიგა კი დამიანეს ყველაზე ახლო ძმაკაცი იყო.
-ლილე მოხვედი?რა კარგია რომ აქ ხარ.ბიჭი წამოვიდა გოგოსკენ,გადაკოცნა და გვერდით დაუჯდა.
-რა ხდება იქ?
-ახალი გოგოა,დღეს მოვიდა პირველად და დამიანე როგორც ყოველთვის დროს არ კარგავს,უკვე შეაბა რასაც ჰქვია.მაგარი გოგოა,ყველა მოაჯადოვა.
-ხო?მაშინ შენ რატომ ზიხარ აქ?შენ არ შედიხარ იმ ყველაში?
-მე?მე არა.მე დიდი ხნის წინ მომაჯადოვა ერთმა არსებამ,მაგრამ მე ვერ ვუხერხებ მას ვერაფერს.ლილეს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა,რომ გიგა მასზე საუბრობდა.
-მართლა?ძალიან ცუდი,ზუსტად მესმის შენი და ვხვდები რასაც გრძნობ,თუმცა იმედი არ დაკარგო,კარგი ბიჭი ხარ და თუ გიყვარს იქნებ მასაც შეუყვარდე.
-გესმის?ჩემი გესმის?ანუ შენც შეყვარებული ხარ უიმედოდ? ლილე ამ კითხვას არ მოელოდა და დაიბნა,რადგან არ უნდოდა რამე ისეთი ეთქვა რომ გიგა რამეს მიმხვდარიყო.
ამ დროს დარბაზში მასწავლებელი შემოვიდა და ყველა თავის ადგილს დაუბრუნდა.დამიანემ მხოლოდ ახლა შენიშნა რომ ლილე მოსულიყო.
-ლილ შენც მოსულხარ.როგორ ხარ პატარავ? გოგოსთან მივიდა და მოეხვია.
-კარგად დამი შენ?
-მეც,ორი დღეა არ მინახავხარ და მომენატრე ხომ იცი.
გოგონას ესიამოვნა ეს სიტყვები და ცოტა წამოწითლდა კიდეც,თუმცა ისევ შეძლო და დამალა ემოცია.
-დამი არ ვივარჯიშოთ?ხომ არ გავიწყდება ჩემპიონატში ვიღებთ მონაწილეობას და უნდა გავიმარჯვოთ.
-ხო ვივარჯიშოთ,ოღონდ მანამდე იმ ახალ გოგოზე უნდა გითხრა.
-მოდი ახლა ვივარჯიშოთ და სახლში რომ გამაცილებ იმაზე მერე მომიყევი კარგი?
-ოო,შენ რა ტიპი ხარ რა.კარგი მერე მოგიყვები.დავიწყეთ ცეკვა. დამიანეს და ლილეს წყვილი მართლაც განსაკუთრებული იყო.საოცრად ცეკვავდნენ,სწორედ ამიტომ გახდნენ საქართველოს ჩემპიონები წინა წელს,ახლა კი ევროპისთვის ემზადებოდნენ.ამიტომაც იყო ლილე ასე მონდომებული.
ოთხ საათიანი დამღლელი რეპეტიციის შემდეგ,გასახდელში გავიდნენ.დამიანესთან ერთად იყო გიგიც.
-დღეს საოცრად იცეკვეთ ძმა.ლილე ნამდვილი საოცრებაა,იმენა ეს გოგო ცეცხლს ანთებს სცენაზე.სუპერ წყვილი ხართ რა.
-ხო ვიცი ძმა.მაგარია ჩემი ლილუსა.
-რაღაც უნდა გკითხო ძმა.
-რა ხდება?
-იცოდი რომ ლილეს ვიღაც უყვარდა?
-რა?საიდან მოიტანე?
-დღეს თვითონ მითხრა,მითხრა რა წამოსცდა.მეგონა შენ გეცოდინებოდა რამე.
-არა არაფერი ვიცი,თუმცა აუცილებლად გავარკვევ და შენ რატომ დაინტერესდი ამ საკითხით?
-რა რატომ ბიჭო?ვგიჟდები ამ გოგოზე და ჩემს მიმართ ოდნავ ყურადღებასაც კი არ იჩენს.ძალიან მომწონს,უფრო სწორად ეს მოწონებაზე ბევრად მეტია,ამიტომ მინდა გავიგო,ვინ უყვარს და ის ვიღაც რას გრძნობს მის მიმართ.მცირეოდენი შანსი მაინც თუ მაქვს მაინტერესებს.
-ლილე გიყვარს ტო?ეს აქამდე რატომ არ მითხარი?
-იმიტომ რომ მანამდე მეც არ ვიყავი ამაში დარწმუნებული.ნუ ამას რა მნიშვნელობა აქვს,ჩემთვის ახლა ისაა მთავარი გავიგო ლილეს ვინ უყვარს და რამდენად ძლიერად.რადგან არ მინდა მისი დაკარგვა.
დამიანეს არაფერი უთქვამს,გასახდელიდან გამოვიდნენ,ლილეს თან მივიდა და ლილეს სახლისკენ გაუყვნენ გზას.მაისის თბილი საღამო იყო და ამიტომ ქალბატონმა ყიფიანმა დაღლილობის მიუხედავად ფეხით გასეირნება გადაწყვიტა.დამიანეც დაჰყვა მის ნებას და გვერდით ამოუდგა გოგონას,ხელი გადახვია და ისე მიჰყვებოდნენ ქუჩას.ორივე ხმის ამოუღებლად მიდიოდა და ბოლოს დუმილი დამიანემ დაარღვია
-ლილ,რაღაც მინდა გკითხო,სიყვარულზე რა აზრის ხარ?
-სიყვარულზე?ამას რატომ მეკითხები?
-უბრალოდ მაინტერესებს,ყოველთვის ყველაფერზე გვისაუბრია,მაგრამა ამ თემაზე არასდროს.
-ალბათ იმიტომ რომ შენ ყოველთვის იძახდი,სიყვარული არ არსებობსო.
-ხო მაგრამ შენ ხომ არ ფიქრობ ასე და მაინტერესებს,ვინმე არსებობს შენს ცხოვრებაში,ვისზეც შეგიძლია თქვა რომ გიყვარს?
-კი მაგრამ ასე მოულოდნელად ამ საკითხით რატომ დაინტერესდი?შენ ჩემი პირადი როდესმე გაინტერესებდა?
-რათქმაუნდა მაინტერესებდა,ახლა კი უფრო დამაინტერესა,რადგან გიგასთვის გითქვამს რომ ვიღაც გიყვარს და... გაგრძელება აღარ დააცადა გოგომ
-აჰა,ახლა გასაგებია,მეც არ გამიკვირდა მეთქი რა მოხდა ასეთი რომ ჩემი პირადით დაინტერესდა თქო და თურმე რა ყოფილა მიზეზი.
-არა ეგ რა შუაშია,ხიმ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ და თუ რამით შემიძლია შენი დახმარება...
-არა არ შეგიძლია,ვერც ვერასდროს შეძლებ.ხო მიყვარს,მთელი არსებით,მთელი გრძნობით,ჩემი ყოველი სუნთქვა მხოლოდ იმ ერთადერთს ეკუთვნის,თუმცა სულ ტყუილად.ის იმდენად ბრმაა ამას ვერასდროს მიხვდება,რომ მიხვდეს კიდევ ვიცი სამუდამოდ დავკარგავ,ამიტომ მირჩევნია არაფერი იცოდეს. ლილეს ნათქვამმა "მიყვარს"-მა რაღაც ჩაწყვიტა გულში დამიანეს,არ ესიამოვნა,ამას თვითონაც მიხვდა,თუმცა იმას ვერა თუ ეს რატომ მოხდა.მერე გოგოს მიუახლოვდა,რომელაც თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და უკვე ხმა უკანკალებდა როცა ლაპარაკობდა.
-ასე ძალიან გიყვარს ჩემო პატარავ?ვინ არის მითხარი.
-ამას ვერც შენ გაიგებ და ვერც სხვა.არ მინდა ვინმემ იცოდეს.მიყვარს დამიანე მიყვარს.უკვე ვეღარ ვუძლებ ისე მიყვარს,სწორედ ამიტომ წამომცდა გიგასთანაც.
-მოიცადე გიგა ხომ არ არის ის ბიჭი?
-რა?გიგა?არა გიგა ნამდვილად არა.კარგი აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი,უბრალოდ მიყვარს და ისევ ისე მეყვარება ჩემთვის ჩუმად და თუნდაც მტკივნეულად,თუმცა სიცოცხლის ბოლომდე ის ერთი მეყვარება.
ლილეს ნათქვამი ყოველი სიტყვა ეკალივით ხვდებოდა გულზე ბიჭს,რაღაც სტკიოდა გულში,მაგრამ ვერ აანალიზებდა რა.
-კარგი დავივიწყოთ,ჩათვალე რომ არაფერი მითქვამს და სახლამდე მიმაცილე თუ შეიძლება,გოგონამ თვალები შეიშრო და გზას გაუყვა.დამიანე ხმას არ იღებდა ისე მიჰყვებოდა უკან და მათ წეღანდელ საუბარზე ფიქრობდა.
სახლამდე მალე მივიდნენ,ლილემ ლოყაზე აკოცა,მადლობა გადაუხადა და სახლში შევიდა.დამიანემ კი ისევ ფეხით განაგრძო გზა.ფიქრობდა ისევ ლილეზე და ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოიყვანა.გიგა ურეკავდა.
-რა ქენი ძმა,ელაპარაკე ლილეს?
-კი,ახლა სწორედ მისგან მოვდივარ.
-მერე რაო?გითხრა რამე?ძმურად ყველაფერი მითხარი რა,მირჩევნია სიმართლე ვიცოდე.
-მართალი იყავი,მართლაც შეყვარებულია და ის ვიღაც შენ ნამდვილად არ ხარ ძმა.თუმცა არც ის თქვა ვინ არის.მაპატიე ამას რომ გეუბნები მაგრამ მემგონი ცდადაც არ ღირს მასთან რაიმე ურთიერთობაზე ფიქრი.
-მადლობა ძმა რომ პირდაპირ მითხარი ყველაფერი,თუმცა ხომ გაგიგია ცდა ბედის მონახევრეაო,ამიტომ ასე უსაქმოდ ჯდომას არ ვაპირებ.ხვალამდე ძმა.ხვალ შევხვდებით.ტელეფონი გათიშა და გზა ისევ ფეხით განაგრძო,თან თავში სულ ლილე უტრიალებდა.
-ნეტავ ვინ არის ის ბიჭი?თუმცა მე რაში მაინტერესებს?მთავარია რომ არ დაიტანჯოს,თუმცა ვის ვატყუებ?საკუთარ თავს?რატომ ვფიქრობ ლილეზე და რატომ მტკენს გულს ის ფაქტი რომ მას ვიღაც უყვარს?არ ვიცი,ვერაფერი გამიგია. ამ დროს ისევ ტელეფონმა დარეკა.ამჯერად ანასტასია იყი,ის გოგო რომელიც დღეს გაიცნო რეპეტიციაზე,ახალი გოგონა.
-გისმენ სტას.
-როგორ ხარ დამიანე?რას შვები?
-საერთოდაც არაფერს არ ვშვები,ქუჩაში დავეხეტები უაზროდ.
-მეც გარეთ ვარ,მართალია გვიანია მაგრამ ვსეირნობ,თუ გინდა შემომიერთდი.
-დიდი სიამოვნებით,მითხარი სად ხარ და მოვალ. ტელეფონი გათიშა,ტაქსი გააჩერა და ანასტასიას სანახავად წავიდა,ანასტასიას თან საუბრის შემდეგ ლილე სულ დაავიწყდა. ლილე სახლში მივიდა.ეგონა სახლში არავინ იქნებოდა რადგან მისები იტალიაში იყვნენ და ქალბატონი ყიფიანი მარტო ბრძანდებოდა,თუმცა შეცდა,სახლში შესულს დედა სამზარეულოში მოფუსფუსე დახვდა.მიუხედავად იმისა რომ მოსამსახურეებიც ჰყავდათ და ქალბატონი ნინოს გასაკეთებელი არაფერი იყო,მას მაინც მოსწონდა რომ სამზარეულოში ტრიალებდა.ამიტომ დღეს სახლში მოსულ დაღლილ შვილს,თავისი ნახელავით გაუმასპინძლდა.
დედის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა და სიხარულისგან კივილი დაიწყო,მერე დედას მივარდა და კისერზე ჩამოეკიდა.
-ჩემი ტკბილი დედიკო დამიბრუნდა.როგორ მომენატრე დე.
-მე არ მოვენატრე ჩემს თოჯინას?ვითომ ნაწყენი ხმით იკითხა ბატონმა ირაკლიმ,ლილეს მამამ.
-შენც მომენატრე მა,ხომ იცი შენ ყველაზე ძალიან მიყვარხარ.ამჯერად მამას ჩამოეკიდა კისერზე,შემდეგ კი კალთაში ჩაუსკუპდა და პატარა ბავშვივით მკერდზე მიეხუტა.
-აბა რა ხდებოდა ჩვენს აქ არ ყოფნაში მომიყევი.(ირაკლი)
-არაფერი მა,ყველაფერი ისევ ისე,სკოლა,მასწავლებლები,ცეკვა და ირგვლივ რა ხდება აზრზე არ ვარ.
-ხოდა ასე შეიძლება?შენს გარშემო რა ხდება არ უნდა იცოდე?სულ გადაჰყევი ცეკვას და სწავლას,ჯერ პატარა ხარ და არ მინდა რომ ასე იტვირთრბოდე(ნინო)
-კარგი რა დე,არ გინდა ახლა ისევ ნუ დაიწყებ გთხოვ,თან ხომ იცი,კონკურსის ფინალამდე,ოთხი თვეღა დარჩა და კარგად უნდა მოვასწროთ მომზადება თორემ ამდენი შრომა წყალში ჩამეყრება.ალბათ აწი უფრო გვიან დავბრუნდები ხოლმე და არ ინერვიულოთ კარგი?
-მძღოლი წაგიყვანს და მოგიყვანს,ჩვენც არ ვინერვიულებთ(ნინო)
არ არის საჭირო,ჩემი მანქანაც ხომ მყავს და მეთვითონ ვივლი ან ტაქსით მოვალ ხოლმე.დედი,მამა დღეს თქვენთან დავწვები რა.კნუტის თვალებით ახედა მშობლებს,მერე სამივეს გაეცინა ლილეს ბავშვურობაზე და გემრიელი ვახშმის შემდეგ,როგორც პატარაობაში,ახლაც ლილესთან ერთად დაიძინეს.მშობლების გვერდით მწოლიარეს,დამიანეზე საერთოდ არ უფიქრია,დაღლილს ტკბილად ჩაეძინა.
ამ დროს კი ბატონი დამიანე ანასტასიას თან ერთად იმყოფებოდა ანასტასიას საძინებელში და ფილმს უყურებდნენ,ორივემ გულიანად იცინა,მერე ერთად საჭმელი მოამზადეს,მიირთვეს და ანასტასიას საწოლზე ერთმანეთზე ჩახუტებულები დაეძინათ.დილა ისევ ჩვეულებრივად დაიწყო.ლილე სკოლაში წავიდა,დამიანე დილით წავიდა ანასტასიასგან და პირველი რაც გააკეთა,ლილეს დაურეკა.
-გისმენ დამი.
-ლილუ,შენი ნახვა მინდა,გცალია?
-ახლა სკოლაში ვარ,აქ მოდი,გაკვეთილი მალე მორჩება და გამოვალ.ისე ხომ მშვიდობაა?თუ გინდა ახლავე გამოვალ.
-არა ფერია,გაკვეთილებს რომ მორჩები მერე შევხვდეთ,სკოლის ეზოში დაგელოდები.აბა დროებით. ტელეფონი გათიშა და სკოლისკენ აიღო გეზი.ლილეს ერთი სული ჰქონდა რომ დამიანე ენახა და გაკვეთილი ისე გაიწელა მისთვის,ალბათ ასეთი მოსაბეზრებელი არასდროს ყოფილა.როგორც იქნა დასრულდა გაკვეთილიც.ხო რაც შეეხება ლილეს სამეგობრო წრეს.მეგობრები ბევრი ჰყავდა,თუმცა ნამდვილი დაქალი არ ჰყოლია,რადგან ვერცერთმა მათგანმა ვერ დაიმსახურა მისი ნდობა.ეს კიდევ უფრო ჩაკეტილი ხდიდა გოგოს.ერთადერთი იყო დამიანე და ალბათ ისიც იმიტომ რომ მისდა უნებურად ძალიან დიდი დროის გატარება უწევდა მასთან.მოკლეთ ლილე ეზოში გავიდა,დამიანეს თვალი მოკრა და მაშინვე მისკენ წავიდა.ბიჭს მოეხვია და მერე იქვე ახლოს კაფეში დასხდნენ.
-როგორ ხარ,აბა რა ხდება?
-მოიცადე გიგაც მოდის,აი მოვიდა. გიგა მათ მაგიდასთან მოვიდა.ბავშვები მოიკითხა,ლილეს გვერდით დაჯდა და საუბარში ჩაერთო.
-დღეს ლექციაზე რატომ არ იყავი ძმა?(გიგი)
-ოო,საამისოდ მიზეზი მქონდა(დამიანე)
-მართლა?იქნებ ჩვენც გაგვიმხილო(ლილე)
-რათქმაუნდა.გუშინ მთელი ღამე ჩვენს ახალ გოგოსთან გავატარე,ანასტასიას თან,მასთან დავრჩი და დღეს ამიტომ არ ვიყავი ლექციაზე.
-მოიცადე,ასე უცებ დათანხმდა ბიჭო შენთან დაწოლაზე?(გიგა)
-არა,შენ წარმოიდგინე მთელი ღამე ერთად ვიყავით და არაფერი მომხდარა.სწორედ ამიტომ კიდევ უფრო გაღრმავდა ჩემი ინტერესი მის მიმართ.ის ყველა გოგოს არ ჰგავს,ის სხვანაირია დ ის აუცილებლად ჩემი იქნება. ლილე უყურებდა დამიანეს და ხვდებოდა რომ ეს გოგო დანარჩენებისთვის რიგითი არ იყო,თვალები ცრემლებით აევსო,თავი ვეღარ შეიკავა,წამოდგა,ბავშვებს ბოდიში მოუხადა და გარეთ გავიდა.გიგას არც ლილეს სევდიანი სახე და არც ცრემლიანი თვალები არ გამორჩენია თვალთახედვიდან.
-რა დაემართა ტო?(დამიანე)
-არ ვიცი,დარჩი მე გავყვები.(გიგა)
გიგა ლილეს უკან გაჰყვა,ქუჩაში გავიდა,ლილეს ვერ ხედავდა,მერე იქვე ახლოს პარკში შევიდა და ერთ კუთხეში მდგარ სკამზე,მჯდომ ლილეს მოჰკრა თვალი.მასთან მივიდა.რაც უფრო უახლოვდებოდა,ხვდებოდა რომ გოგონა ტიროდა.დამიანე გამოჰყვა მათ,რადგან ვერ ხვდებოდა ლილეს ასეთი ქცევის მიზეზს.დაინახა გიგი რომ მივიდა ლილესთან,მის წინ დაიხარა,გოგონას სახე ხელებში მოიქცია და ლილეს ცრემლით დანამულ სახეს რომ მოჰკრა თვალი საერთოდ დაიბნა.მათგან ცოტა მოშორებით დადგა,ისე რომ მათი ხმა არ ესმოდა,მხოლოდ ხედავდა მათ მოქმედებებს.
-ლილე რა მოგივიდა?რა ხდება? მითხარი და დამიჯერე გულზე მოგეშვება. გოგონას ხმა არ ამოუღია,უბრალოდ ისევ ტირილს განაგრძობდა.ლილე დამიანეს სიტყვებმა ასე რატომ იმოქმედა შენზე?გოგომ ერთი წამით ამოხედა ბიჭს და მის თვალებში იმხელა ტკივილი ამოიკითხა,რომ გული შეეკუმშა.
-ლილე შენ ის გიყვარს?ბიჭი რომელზეც ასე ძალიან ხარ შეყვარებული დამიანეა? ლილემ ისევ ამოხედა ბიჭს და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.გიგა გვერდით დაუჯდა ლილეს,ცოტახანს ვერ აანალიზებდა ვერაფერს,მერე ყველაფერი კარგად გაიაზრა.ფიქრობდა თავისთვის და ხვდებოდა რომ ყველაფერი გაცილებით რთულად იყო ლილეს გულში ვიდრე თვითონ წარმოედგინა.დუმილი ლილემ დაარღვია
-გიგა გთხოვ დამიანეს არაფერი უთხრა,ძალიან გთხოვ,მან ეს არ უნდა გაიგოს.ძალიან გთხოვ არაფერი თქვა.მუდარით ჩამოეკიდა პერანგზე ბიჭს.
-ნუ გეშინია ლილე არაფერს ვიტყვი.დამშვიდდი.ეს ჩვენი საიდუმლო იქნება.გოგოს ხელები მოხვია,ლილემაც თავი მიადო მკერდზე და ისე გააგრძელა ტირილი.დამიანე უყურებდა და თავს ძალიან ცუდად გრძნობდა ლილეს ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა.უნდოდა მასთან მისულიყო მაგრამ რაღაც უშლიდა ხელს და მასთან მისვლას ვერ ბედავდა.უბრალოდ შორიდან ადევნებდა თვალს და როდესაც მიხვდა რომ გოგო დამშვიდდა,შემდეგ გადაწყვიტა მასთან მისვლა.


აი დავბრუნდი და საკმაოდ მალე ახალი ისტირიით.ვიფიქრე ჯერ ბოლომდე დავწერ და მერე დავდებთქო მაგრამ ვერ მოვითმინე.მაინტერესებს თქვენი აზრი.იმედია მოგეწონებათ.ველი თქვენს შეფასებებს.მიყვარხართ ყველა :*



№1  offline წევრი kiko

მაგარია ძაან. გააგრძელე აუცილებლად!

 


№2 სტუმარი An

Dzan dzaan dzalian magariaa .male dade ra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent