შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ ვხვდები როგორ შემიყვარდი?(1)


7-04-2016, 12:52
ავტორი nutsa214
ნანახია 2 777

საწოლის შუაში მუცელზე მწოლიარე თაკომ თავი დენდარტყმულივით წამოყო თითქოს ძილში რაღაც გაახსენდაო. ფორთხიალით გადმოძვრა საწოლიდან და ტელეფონს დაუწყო ძებნა.
-სად ჯანდაბაშია?-ტანსაცმელები გადაქექა და ძლივს მიაგნო მობილურს საათს დახედა და ცხრას ოცდახუთი წუთი ეკლდა.
-ჯანდაბა!-იკივლა და ელვისსისწრაფით შევარდა აბაზანაში. დღეს გასაუბრება აქვს სტატია დაწერა ერთ ერთი ქალური ჟურნალისთვის სადაც მუშაობა მისთვის ოცნებააა. ცხრაზე იქ უნდა იყოს და საკმაოდ დააგვიანდება სწრაფად თუ არ იმოქმედებს.
-ოოხ დაჩი სულ შენი ბრალია შენ რომ არა თავის დროზე ავდგებოდი... რაუნდოდა ვიჯექით გოგოები კაფეში... არა გინდა თუ არა კლუბი კლუბიო.-ბუძღუნით და თავისი მეგობარი დაჩის ლანძღვით გამოვარდა აბაზანიდან ტანსაცმელი უცებ გადაიცვა და კაკუნით დატოვა სახლი. მაღალქუსლიანებზე ამხედრებული ისეთი სისწრაფით მირბოდა სპორცმენს გაუსწრებდა, თან თავი ჩანთაში ჰქონდა ჩარგული და მანქანის გასაღებს ეძებდა როცა მთელი ძალით ვიღაცას შეასკდა და მობილური ხელიდან გააგდებინა. ის ვიღაცა იმსიმაღლე იყო რომ თაკო მხარზე ცხვვირით მიეჯახა და ცხვირიდან სისიხლი წასკდა.
-ჯანდაბა... უკაცრავად-თაკოს მისთვის არც შეუხედავს ისე დაიხარა მისი მობილურის ასაღებად და ისევ მთელი ძალებით შეახეთქეს თავები .
-იყოს მე ავიღებ.-სიცილით უთხრა ოდნავ დახრილმა ბიჭმა რომელიც მირტყმულ შუბლზე ხელს ღიმილით ისვავადა.
-კაი კაი-სწრაფად თქვა თაკომ და მან ქანას სირბილით მიადგა. რასაც ქვია მასში ჩახტა და ადგილოს ისე მოწყვიტა გვერძე მიმავალ მოკლეკაბიან გოგოს კაბა აუფრიალდა. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხვდა რომ ბიჭი გაშტერებული იყურებოდა და ხელში ეკრანდამსხვრეული ტელეფონი ეჭირა. სულ დაავიწყდა თაკოს ცხვირიდან მომავალი სისხლი და ვარდისფერი პერანგი ოდნავ დაესვარა.
-უუხ შენი...-გაბრაზებულმა ამოიღო ხელსახოცი და ლამის ცხვირში შეიტენა.
ზუსტად ცხრა ხდებოდა თაკო სასურველ შენობაში რომ შევარდა ლიფტს აღარ დაელოდა და კაკუნით აირბინა ორი სართული. სასურველი კაბინეტის კარამდე რომ მიაღწია შვებით ამოისუნთქა, სისხლიანი ხელსახოცი ნაგავში გადაუშვა მხრებში გაიმართა და მდივან გოგონას დაადგა თავზე.
-გამარჯომა მაკა-გაუღიმა ტან სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.
-გამარჯობა, იმიჯი შეიხვალე?-გაღიმებულმა შეათვალიერა თაკო რომელსაც თმები აჩეჩვოდა.
-აჰ არა თმები ამეჩეჩა?-უკმაყოფილოდ იკით ხა და თმის სწორებას შეუდგა.
-შედი უკვე დროა შენ პირველი ხარ.-წარმოთქვა მაკამ და თვალებით კარისკენ ანიშნა. თაკომ ღრმად ამოისუნთქა კა კარი შეაღო. მაგიდასთან ორმოც წლამდე გამხდარი ქერა და გაპრანჭული ქალი იჯდა.
-გამარჯობათ ქალბატონო თინა-მიესალმა თაკო.
-გამარჯობა თაკო დაბრძანდი-რუსული აქცენტით წარმოთქვა ქალმა და ისევ ქაღალდებს მიუბრანდა. თაკო სავარძელში ჩაეშვა და სუნთქვაშეკრული შეჰყურებდა თინას.
-თაკო,-დაიწყო თინამ-კარგად წერ თუმცა... უამრავი გოგოა ვინც მსგავსი შინაარსის სტატიებს წერს და თან შენზე უფრო სწრაფადაც რაიმე განსხვავებული გვჭირდება რაიმე ახალი.- თქვა ქალმა და ფურცლები მაგიდაზე დადო.
-რათქმაუნდა ... მე შემიძლია დავწერო ფეხსაცმელზე მანტოებზე სეზონურ მოდაზე და ნებისმიერ რამეზე-მონდომებით ლაპარაკობდა თაკო მაგრამ ქალი მაინც უკლმაყოფილოდ აქნევდა თავს.
-ზუსტად მაგას ვგულისხმობ, ასეთ რამეზე უამრავი გოგონა წერს თან როგორც აღვნიშნე შენზე ბევრად სწრაფად, მომწონხარ და თუ გექნება რაიმე იდეა ყოველთვის მოვისმენ.-თქვა თინამ და საზურგეს მიეყრდნო.
-გპირდებით სხვადროს ორჯერ უფრო სწრაფად დავწერ-არ ნებდებოდა თაკო.
ქალმა თავი უკმაყოფილოდ და თითქოს დანანებით გაიქნია.
-რაც შეეხება მაგას არვიცი შეყვარებულის ბრალია თუ სხვა რამის მაგრამ მაგაზე მომდევნო სტატიებისდროს იმუშავე ჯერ0ჯერობით კი შენს სტატიას ვერ დავბეჭდავთ.
-არა რა შეყვარებულის არ მყავს-ღიმილით ჩაილაპარაკა თაკომ.
-მე კიდევ მარტო ჩემი თავი მეგონა განსხვავებული.-ქალსაც გაეცინა.
-თქვენც მარტო ხართ?
-დიახ აქამდ ვერ ვიშოვე საჩემო მამაკაცი ალბად იმიტომ რომ ძირითად დროს სამსახურს ვუთმობ. ზოგჯერ მგონია რომ ყველა ნოორმალური კაცი პიჯაკშია გამოწყობილი და ბიზნესკომპანიებში მუშაობენ- გულიანად გადაიკისკისა თინამ.
-ჰოო-ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა თაკომ
-იქნებ...-დაიწყო თინამ და სახე გაუბრწყინდა-ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა... თან განსხვავებული სტატიაც გამოვიდოდა.
-რას გულისხმობთ?-ინტერესით იკითხა თაკომ.
-იმას რომ დროა ეგ კონტაქტური ლინზები მოიხსნა და ლამაზი სათვალეები მოირგო.-კმაყოფილად ჩაილაპარაკა თინამ.
-ანუ?-დაიბნა თაკო.
-ანუ ის რომ შენ უნდა დაიწყო მუშაობა ერთ ერთ სერიოზულ პომპანიაში სადაც უამრავი პიჯაკიანი მამაკაცია და დაწერო სტატია "ნამდვილი სიყვარული ბიზნეს სამყაროში" თუ დამთანხმდები და თავს გაართმევ ეს ჩვენი ჟურნალის მთავარი სტატია იქნება და გარეკანზე შენი ფოტოთი.
-მთავარი სტატია?-გაოცებული თაკო ლამის ფეხზე წამოხტა.
-დიახ დიახ, ანუ თანახმა ხართ.
-რათქმაუნდა!- არც დაფიქრებულა თაკო ისე დარწმუნებით დაიქნია თვი და სიხარულისგან ლამის ფრენა დაიწყო.
-ძალიან კარგი სამსახურზე არ იდარდო ჩვენ ჩაგიწყობთ საქმეს.ორ დღეში დაგირეკავ მანამდე კი შენ მოქმედების გეგმა შეიმუშავე. ახლა კი თავისუფალი ხარ.-კმაყოფილი სახით წარმოთქვა თინამ, და თაკომაც კმაყოფილმა დატოვა კაბინეტი.
მთელი დღე თაკოს ტვინში სიტყვები "მთავარი სტატია და შენიო ფოტო გარეკანზე" უტრიალებდა არც იფიქრობდა იმაზე რაც წინ ელოდა.
-აბა რა ხდება?-ინტერესით კითხეს თაკოს დაქალებმა.
-ჩემი სტატია დაიწუნა-ვითომ დამწუხრებულმა წარმოთქვა თაკომ სავარძელში ჩაეშვა და თავისთვის განკუთვნილი ყავა მოსვა.
-რაა?-ერთხმად წამოიყვირეს გოგოებმა.
-ჰო, მაგრამ-ეშმაკურედ დაიწყო თაკომდა ფეხები მის წინ მდგარ პატარა სკამზე შემოალაგა.
-რა მაგრამ?-მოუთმენლად იკითხა ნინიმ.
-ლილე სადაა აღარ მოდის ეგეც ამოვიდეს და მოგიყვებით ყველაფერს.
-აუუუ ეგ როდის მოვა- ამოიწუწუნა სოფიმ და საზურგეს მიეყრდნო.
კარზე ზარმა დარეკა.
-აი მოვიდა!-წამოხტა სოფი-მე გავაღებ!-კარისკენ გაიქცა და კარები სწრაფადვე გააღო თუმცა მის წინ სრულიად სხვა პიროვნება აღმოჩნდა. ვიღაც მაღალი წაბლისფერთმიანი ბიჭი თაფლისფერი თვალებით.
-გამარჯობა-ცოტა დაეჭვებით წარმოთქვა ბიჭმა გამარჯობა რადგან კარში სხვა გოგოს მოელოდა.
-გამარჯობა, ერთ გოგოს ვეძებ, მაღალია,წაბლისფერთმიანი და თუ არ ვცდები მწვანეთვალება.-აღწერა ბიჭმა. სოფის ეშმაკური ღიმილი მოერია და ცალი წარბი ზემოთ აზიდა.
-და რათ გინდა ეგ მაღალი წაბლისფერთმიანი და თუ არცდები მწვანეთვალება გოგო?-კარებს აეყუდა სოფი.
-დილით ერთმანეთს შევეჯახეთ და შემთხვევით ეს დაუვარდა-ბიჭმა ხელისგულზე მოთავსებული ვერცხლისფერი სამაჯური აჩვენა.
-ჰაა ჩემი სამაჯური-ჩაიბუტბუტა სოფიმ და ბიჭს გამოართვა-ერთხელ ვათხოვე და უკვე მიკარგავდა- უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.-ქეეეთა!-იმხელა ხმაზე იყვირა ბიჭს ლამის ყბა ჩამოუარდა. მერე სოფიმ ვითომ ნაზად გაუღიმა და მისკენ მომავალ ქეთას შეავლო თვალი.
-გამარჯობა-ქეთა დაეჭვებული მიესალმა ბიჭს რათქმაუნდა ვერ იცნო რადგან დილით არც კი შეუხედავს მისთვის. სანამ ბიჭი ხმას ამოიღებდა სოფიმ ეთს წცვირწინ სამაჯური აუფრიალა.
-ისე დამიკარგე რომ აღარ გახსოვდა ხო?-თვალებმოჭუტულმა დაიწყო სოფიმ და ბიჭს გაეღიმა.
-თქვენ იპოვეეთ?-გაუკვირდა ქეთას.
-დიახ დილით მე ვიყავი... ერთმანეთს რომ სევეჯახეთ.
-აა ჰოო კიდევ ერთხელ ბოდიშით და მადლობა დიდი-გაეღიმა ქეთას.
-არაფრის რისი მადლობა-ბიჭმაც ღიმილით უპასუხა და მერე თვალები სოფის მიაპყრო.
-კარგიოთ მადლობა დიდი და ნახვამდის.-კარგახნის დუმილის შემდეგ წარმოთქვა სოფიმ და ის იყო კარების დაკეტვას აპირებდნენ რომ სოფიმ ისევ თავი გაყო.
-ჰო მართლა საიდან იცოდი რომ აქ ცხოვრობდა?-ინტერესით იკითხა.
-აქ ჩემი მშობლები ცხოვრობენ-ხელით ანიშნა ბიჭმა მოპირდაპირე კარზე-და მათ მომასწავლეს.
-ჰოო-ჩაილაპარაკა სოფიმ.
-კარგი აბა ნახვამდის.
-ჰო ნახვამდის-კარი დახურა სოფინ და კარისდახურვისთანავე ქეთასთან ერთად სიცილი მორთეს.
მალე ლილეც მოვიდა და ქეთამ ყველაფერი დაწვრილებით მოყვა.ყველას ყბები ჩამოვარდა.
-რაა?
-შენ რა ბიზნესკომპანიაში იწყებ მუშაობას კაცებზე შანადიროდ?
-რა სანადიროდ უბრალოდ შემხვდება ისეთი ვინც მომეწონება მასაც მოვეწონები და დავწერ სიყვარულის ისტორიას, ცოტა ჩემ ფანტაზიასაც ჩავურთავ და ეგ იქნება რა.
-რაგინდათ მე მომწონს-განაცხადა ლილემ.
-ჰო თან ყველაფერს თვითონ ჩამიწყობენ სამსახურთან დაკავშირებით.-მხრები აიჩეჩა ქეთამ.
ზუსტად ორდღეში მაკამ დურეკა და ახარა სამსახური გიშოვეთო და დილის ცხრასაათზე ამადა ამ ადგილას უნდა გაჩნდეო.
თაკომაც არ დააყოვნა თმები უკან აიწია კუდად, ვარდისფერ ტანზე მომდგარ მუხლამდე ბოლოკაბაზე თეთრი ბლუზა მოირგო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა და დათქმულ მისამართზე მივიდა.
იქ გოგო მოკლეთმიანი გოგო დახვდა რომელიც არცთუ ისე სასიამოვნოდ უყურებდა მას.
-შენ ხარ თაკო?-ცივი ტონით კითხა მან.
-დიახ-გაიღიმა თაკომ და მხრებში გაიმართა.
-მე სამსახურიდან მივდივარ ასე რომ დღეიდან ჩემს ადგილს შენ დაიკავებ ერთი დღე ერთად ვიმუშავებთ და ყველაფერში გაგარკვევ.
-სამსახურიდან მიდიხარ? რატომ.
-პირველრიგში გეტყვი რომ აქაურობის უფროსი საშინელი ვინმეა და შეიძლება იმის გამო გაგათავისუფლოს რომ ტკბილი ყავა მიუტანო-კბილებში გამოცრა სიტყვები გოგომ-ასე რომ არაფერი არ უნდა შეგეშალოს.ყველაფერს ისიც ართულებს რომ ამ ადგილისთვის საკმაოდ ბევრი გოგოა კანდიდატად ამიტომ შენი გაგდება ადვილადაა შესაძლებელი.
"უიმე ეგღა მეკლდა ისედაც ჩემი საქმეებიც ბლომად მაქვს"-უკმაყოფილოდ გაიფიქრა თაკომ და წარბები შეკრა.
-დღეს საბედნიეროდ ჩვენი უფროსი არ იქნება. მაგრამ დაიმახსოვრე ხვალიდან ყოველ სამუშაო დღეს ცხრას რომ თხუთმეტი აკლია აქ იქნები და ცხრას რომ ხუთი დააკლდება გამზადებული გექნება ყავა უშაკრო.-ლაპარაკობდა გოგო და თაკოც ცდილობდა ყველაფერი თავში ჩაებეჭდა თან გარშემო პიჯაკიან მამაკაცებს ათვალიერებდა, იმდენი ახალგაზრდა მამაკაცი იყო რომ საქმე უფრო ადვილი გამოვიდოდა ვდრე თაკოს წარმოედგინა.
-ეს შენი მაგიდა იქნება, ეს არის იმ ნომრეის სიები რომლებსაც უნდა უთხრა რომ დაკავებულია- ხელში მიაჩეჩა თაკოს ერთი მთლიანად შევსებული თაბახის ფურცელი.
-აქ კი ის ნომრებია რომლებიცაუცილებლად უნდა დააკავშირო მასთან.-მეორე ფურცელიც მიაჩეჩა რომელიც უფრო შევსებული იყო.
-მოიცა ეს ყველაფერი უნდა დავიმახსოვრო?-გაკვირვებულმა იკითხა.
-უმჯობესია თუ დაიმახსოვრებ ზედმეტი ძებნა აღარ დაგჭირდება.
მთელი ნახევარი დღე იქაურ სიტოაციაში არკვევდა თაკოს, ტვინი აერია იმდენი მკაცრი უფროსის კაპრიზები ჩამოთვალა. სახლში მისულმა თავი დადო თუ არა ჩაეძინა. იქამდე კი თავიდან მკაცრი უფროსის კაპრიზებზე ფიქრს ვერ იგდებდა და საკმაოდ ნერვიულობდა. ეს უფროსი წარმოედგინა დიდ მკაცრი სახის გამომეტყველებისმქონე მამაკაცი ჭაღარა თმით და შეკრული წარბებით.

------------
მადლობა ჩემი ისტორიის წაკითხვისთვის love , რას იტყვით? გავაგრძელო? feel



№1  offline წევრი Nini123456

კარგია აუცილებლად გააგრძელე

 


№2 სტუმარი An

Ki kii aucilebladddd ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent