შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ХуЛиГаН'ка №3


7-04-2016, 15:34
ავტორი ХуЛиГаНка
ნანახია 3 079

შევარდი ოთახში. იქ არავინ იყო... ღია აივნის კარი შევამჩნიე და აივანზე გავედი, თვალები გამიფართოვდა!
-ლ-უ-კ-ა...
ჩავიჩურჩულე!
კიდევ კარგი ჯერ არ გადამხტარიყო! უკვე აივანზე იდგა და ს აპირებდა! მივვარდი, მთელი ძალით მივეხუტე უკნიდან და ოთახში შევაგდე. არ მელოდა ალბათ!
-შენ სულ გაუბერე?!!!!! გაგიჟდი?! რას აკეთებ თუ ხვდები?! (მე)
ისე დავუღრიალე ხმა გაკმინდა და ყურება დამიწყო.
-არ მიპასუხებ?! რას აკეთებდი იქ?! ხტებოდიი?!
მივვარდი და მკერდზე, მაისურში ვწვდი. გაბრაზებული ვუყურებდი! თვალებში ჩავხედე და დავინახე შიში, გულის ტკივილი... თვალზე ცრემლი მოადგა. ბოლოს ნელ-ნელა მომიახლოვდა, ტუჩებზე ყურება დამიწყო. ვაიმე! რაღაც უხერხულად ვიგრძენი თავი! ბოლოს ისე ახლოს იყო.
....
მაკოცაა?! ხოო! ხოო! მაკოცა! ეს იცით რა იყოო? ვაიმე! ხანმოკლე, მაგრამ ძალიან თბილი კოცნით ლუკამ სიყვარული მაგრძნობინა! იცით რა გრძნობა დამეუფლაა? აი თითქოს! აი... ვერ ავღწერ! ცუდად გავხდი... ძალიან დიდი სითბო და სიყვარული ვიგრძენი!
მაგრამ!!!
ის ყოველთვის ისე მიყურებდა როგორც დას. როგორ გაბედა კოცნა?! ეს რატომ გააკეთა?!
-ლუკა... (ჩუმად ვთქვი)
-რა? (მანაც ჩურჩულით მომმართა)
-ეს რა იყო? (მე)
-ლიკა მე... მე შენ!.. (ლუკა)
-მითხარი! ლუკა გთხოოვ! რა შენ?! (მე)
-მე შენ მიყვარხარ! (ბოლო ხმაზე იყვირა)
მომდგარი ცრემლი სახეზე ჩამოუგორდა და თავი ხელებში ჩაყო! მივხვდი რომ რაღაც ტანჯავდა...
-ვერ გეუბნებოდი იმიტორო შენი დაკარგვის მეშინოდა! გესმის?! უბრალოდ არ მინდოდა რომ შენ ამ გრძნობის გამო სამუდამოდ დაკარგულიყავი ჩემი ცხოვრებიდან! გთხოვ მაპატიე!.. (ლუკა)
-რა უნდა გაპატიო... არა, არაა. მე შენ ვერ დაგკარგავ! უბრალოდ ასე... რავი! როგორ? გიყვარვარ? იცი რაა? დრო მჭირდება ლუკა, დრო! არ ვიცი რა ვთქვა! გთხოვ. ახლა წავალ, იცოდე სისულელე არ ჩაიდინო! თუ მართლა გიყვარვარ! მე დრო უნდა მომცე! დასაფიქრებლად მჭირდება! უბრალოდ მე... (მე)
-კაი. (შემაწყვეტინა მან) გემუდარები დაფიქრდი რა! (ლუკა)
იქიდან წამოვედი და გამახსენდა ერთი რამ!
იცით, მე ადრე პირველად რომ ლუკა გავიცანი ძალიან მომეწონა და რაღაც გრძნობა გამიჩნდა. დიდხანს მომწონდა, სულ მასზე ვფიქრობდი, მასთან რომ ვსეირნობდი უაზრდოც მეღიმებოდა, შემდეგ მივხვდი რომ ის ჩემი ძმა იყო და ახლა მხოლოდ მეგობრული სიყვარული მაკავშირებს. არც კი ვიცი რა გავაკეთო. ისე ვიყავი დაბნეული იმ მომენტში. სახლში მივედი და ისევ და ისევ საწოლზე დავეგდე. საწოლის ზემოთ, ჭერზე მიკრულ უამრავ ფოსფორის ვარსკვლავს ავხედე და მათ ყურებაში ჩემს წარსულში გავფრინდი. სულ ყველა მომენტი გამახსენდა ლუკა რომ მომწონდა.მომწონდა რა, არ დაგიმალავთ და მიყვარდა. მაგრამ ახლა უკვე ისე მივეჩვიე იმ ფაქტს რო ჩემი ძმაა! აღაც ვიცი როგორ მოვიქცე! რა ვქნა?! რამდენი წელია მასთან მეგობრობის მეტი არაფერი მაკავშირებს.
...
დიდი ფიქრის შემდეგ გულში რაღაცამ გამიელვა: დემეტრე, წარსული, ლუკა, სიყვარული, ის კოცნა, ლუკა აივანზე, დემეტრესთან დალაპარაკება, ლუკას თვალები, დემეტრეს ხელები წელზე! ვაიმე! რაღა ვქნა?! ძალიან ცუდად ვიყავი! იმდენმა უაზრო რაღაცამ გამიქროლა ტვინში. თავის მოკვლის სურვილი მეც გამიჩნდა! ფიქრებით მთვრალს ცრემლები წამსკდა და კინაღამ გული გამიჩერდა. ბოლოს მარიმ დამირეკა:
-გოგო რა ხდება? სად ხარ? (მარი)
-ჩემთან ვარ, სად უნდა ვიყო? (მე)
-მოვდივარ ეხლავე! (მარი)
-ააუ მოდი ჰოო, მჭირდები ძაან! (მე)
-ჰო ეხლავე. (მარი)
5 წუთში კარზე ზარის ხმა გაისმა, შემოვარდა მარი.
-რა მოხდა? ბუბამ მითხრა განერვიანებულმა ლუკა მოიკითხაო. რამე ხდებაა? ლიკაა მითხარი! (მარი)
-მარიიი (ყვირილით მივმართე) მიყვარხაროო! არ შემიძლია ამდენის ატანა! დემეტრეც მიყვარს და მგონი ძველმა გრძნობამაც გაიღვიძა ჩემში ლუკასადმი! ძაან ცუდად ვარ მარი, ძააან! (მე)
-მომისმინე ეხა! კარგად დაფიქრდი! აწონ-დაწონე! აი ნახე: დემეტრე - უბრალო ბაბნიკი, ბევრ გოგოს მოსწონს, უზასავია 1000 გოგოსთან, ყურადღებას არ გაქცევს და ა. შ. ეხა ლუკა - მზრუნველი, საერთოდ არ ევასება გოგოებთან ფლირტაობა, არც უზასავია შენ წარმოიდგინე! მე ვიცნობ ლუკას, არ არის ეგეთი პიროვნება რო გართობაში გაატაროს დრო! უყვარს მეცადინეობა, ერთგული მეგობარია, ყველაფრით კაი ბიჭი, მაღალი, საყვარელი! და რაც მთავარია, სიყვარულში გამოგიტყდა გოგოოო! (მარი)
-ვაიმე! სულ ნუ დამაბნიე! ლუკას მასე რო აღწერ გული მისკდება და მიყვარდება! (მე)
-აბა რაა გოგოო! უნდა გიყვარდეს! უნდა რა... გიყვარს ვიცი! შუბლზე გაწერია. შეიძლება ამ გრძნობას დემეტრესადმი უბრალოდ გატაცება გიფარავს, მაგრამ რა გინდა ეხა ვერ გავიგე?! გინდა რო დემეტრემ გული გატკინოს, შეურაცხყოფა მოგაყენოს რომ დარწმუნდე როგორი სი*რია?! ეხა შენი გადასაწყვეტია, მაგრამ ლუკას უარი არ მიახალო ეგრევე! დაფიქრდი! (მარი)
-ხო კაი! დავფიქრდები! მაგრამ ვერ ვაზროვნებ! უაზრო რაღაცეები მიტრიალებს თავში! ვაიმე... (ტირილი განვაგრძე)
მარიმ მიმიხუტა და შუბლზე მაკოცა.
-ნუ ტირი რაა! ხო იცი როგორ მიყვარხარ! შენს სახეზე ცრემლს რომ ვხედავ მინდა ამ ცრემლის ავტორი დავახრჩო ან ამოვალპო ძირიანად!
-კაი, კაი. (ცრემლები მოვიწმინდე)
-კაი წავედი მე, რუსკამ (ჩვენი კლასელია და სხვათა შორის ძალიან თბილი და საყვარელი გოგო) შოპინგზე წავიდეთო. ისე წამო შენც. (მარი)
-არა რაა. იყოს მე აქ ვიქნები. დღეს ძაან გადავიღალე და დასვენება მჭირდება, კაი პაკა (გავუღიმე)
-პაკა (მანაც ასევე)
მარი გავაცილე და სააბაზანოში შევედი. შხაპის მიღებისას სულ ლუკაზე ვფიქრობდი. ლუკაზე ფიქრში დემეტრე სულ გადამავიწყდა. უბრალო გატაცებაზე ფიქრს შევეშვი და ლუკაზე დავფიქრდი. მგონი მართლა გაიღვიძა ჩემში ძველმა გრძნობებმა! მე მაქვს ძალიან უცნაური გრძნობები. ვინმემ რო მითხრას მიყვარხარო მასშიი სულ პლიუსებს ვხედავ და მინუსებს ეს პლიუსები დიდად მიფარავენ. ის ვინც მეტყვის მიყვარხარო, მეც მიყვარდება! მაგრამ ლუკა რო გამომიტყდა სიყვარულში ძალზე უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში. მხრები ამეწვა და თვალები სითბოთი ამევსო! გულმა ისეთი ცემა დამიწყო მეგონა გამისკდებოდა!
ასე ფიქრში გავატარე მთელი დღე. ღამეც არ დამიძინია. სევდიანი მუსიკების მოსმენაში გავატარე სავსემთვარეობა. შევცქეროდი მთვარეს, ვითვლიდი ვარსკვლავებს, თვალყურს ვადევნებდი მანქანებს. გონება დაბინდული მქონდა, სულ არეული ვიყავი.
ღამის ხუთ საათზე კარზე ზარის ხმა გაისმა. ძალიან გამიკვირდა, იქნებ მძინავს კაცო! არ უნდა გაითვალისწინონ?! კარის გაღება არ მინდოდა, მაგრამ იმდენჯერ დარეკეს ზარი, ბოლოს წამოვდექი სავარძლიდან და კარისკენ გავბაჯბაჯდი...


----------------------------------------------------------------------------------

გავაგრძელო? როგორია? :))



№1  offline წევრი lagvilava lagvilava

Gaagrdzele aba ra mshvenieria magram erti problemaa mal-male ar deb axal tavebs, ert rchevas mogcem tu mal-male ar dade axali tavebi mkltxvels dakargav es ki dzalian cudia ase rom chemi txovna da rcheva iqneba is rom axali tavebi male dado da kidev erti tavebi odnav gazarde:-):-*

 


№2  offline წევრი natia-natia

გააგრძელე კარგია

 


№3 სტუმარი Tako

Magaria gaagrdzeleee

 


№4  offline წევრი ХуЛиГаНка

lagvilava lagvilava
Gaagrdzele aba ra mshvenieria magram erti problemaa mal-male ar deb axal tavebs, ert rchevas mogcem tu mal-male ar dade axali tavebi mkltxvels dakargav es ki dzalian cudia ase rom chemi txovna da rcheva iqneba is rom axali tavebi male dado da kidev erti tavebi odnav gazarde:-):-*


აუცილებლად გავითვალისწინებ, მაგრამ ხშირად ვერ ვახერხებ წერას:( ამიტომ ვაგვიანებ ხოლმე:( შევეცდები ყველანაირად feel

 


№5  offline წევრი lilearchvadze:)

არ აგრძელებ? /:

 


№6  offline წევრი ХуЛиГаНка

megikeshelava))
არ აგრძელებ? /:


რაღაც პრობლემების გამო ვეღარ გავაგრძელე. მალე დავიწყებ წერას) ალბათ მალე დავდებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent