შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფერისტი მაჭანკალი –5–


7-04-2016, 20:27
ავტორი sopiko
ნანახია 3 190

[თავი 5]
აჩქარებით ავრბივარ კიბეებზე და კოსტიუმში გამოწყობილ გოგონას ვუახლოვდები.
–გამარჯობა! დღეს დამიბარეს. ფოტოგრაფი სესილი ქავთარაძე.– ვინაობას ვუმხელ და მოთმინებით ველოდები, თუ როდის მოძებნის კომპიუტერში ჩემს სახელსა და გვარს.
–დიახ!–სწრაფად მპასუხობს ის.–გვერდით შეუხვიეთ და პირველივე ოთახში შედით, ინტერვიუს ჩაწერა უკვე დაწყებულია. ფოტოაპარატი ხომ გაქვთ?
–რა თქმა უნდა! დასადგამი კი აქ უნდა დამხვედროდა.
–მაშინ ჯერ მოწყობილებების ოთახში შეიარეთ და თამუნა იკითხეთ. ის გამოგატანთ დასადგამს. მარცხნივ, რიგით მეორე ოთახში.–მარცხნივ მანიშნებს ხელით და მეც მიმართულებას ვიცვლი.
ყველაფერი მაშინ რთულდება, მოწყობილებების ოთახში თამუნას რომ ვერ ვპოულობ. ჯერ მეუბნებიან, პირველ სართულზე იქნებაო, მერე მეორეზეო და იცით, სად ვპოულობ? მეორე სართულზე მდებარე სასადილოში. ხო, მერე რა, რომ შესვენებაა! როცა მე მჭირდება უნდა დამხვდეს იქ, სადაც მისი ადგილია.
მოწყობილობას მატანს და ამ სიმძიმე ნივთს ძლივს მივათრევ ჩემი ფოტოაპარატიანად. მითითებული ოთახის კარს ვაღებ, თუმცა შიგნით მყოფნი ვერ მამჩნევენ, რადგან სხვადასხვა ხარა–ხურა მეფარება. მათ შორის გამოყვანილ ''ბილიკს'' მივყვები, დასადგამს კი წინ ვიმძღვარებ. ბოლოს თავსაც ვყოფ ''გვირაბიდან'' და რას ვხედავ! ნუ, ვინ უფრო ეთქმის, მიუხედავად იმისა, რომ მთიულია!
ამ მთიულის სახელი რომ ქიარიმეა, ეს რთული მისახვედრი არ არის! მაღალ სკამზე ზის და ვიღაც ქალს კითხვებზე პასუხობს.
ნამდვილად ვამაყობ შენით, მომავალო ქმარო!
...თუმცა ლექსების წერა არ გეხერხება, ეს უნდა ვაღიარო!
მოგვიანებით ვერკვევი იმ პრობლემაში, რომლის წინაშეც აღმოვჩნდი. ჩემს სიამაყეს, რომელსაც ღრმა ფესვები აქვს, ეუხერხულება საქმროსთვის ფოტოების გადაღება ფოტოგრაფის ამპლუაში, მით უმეტეს მაშინ, როცა არ ვიცი, რა სტატუსი აქვს და საერთოდ რატომ იღებენ მისგან ინტერვიუს.
არადა ფულიც ძალიან მჭირდება...
ხოდა არც მწვადი რომ არ დამეწვა და არც შამფური, მალულად გავასრიალე დასადგამი წინ და ფოტო გადავიღე, მერე კი ისევ უკან შემოვწიე. ერთი ისე იყო გართული კითხვების დასმით და მეორე_პასუხების გაცემით, რომ სულ ვერ შეამჩნიეს ფოტოგრაფი ''უჩინმაჩინის ქუდით''.
ამ ხერხით გადავიღე რამდენიმე ფოტო და ქიარიმეც ფეხზე წამოდგა. ინტერვიუ დასრულდა, მე კი საკმარისი ფოტოები მაქვს ხელთ.
კარის გაბრახუნება ცოტა ხმამაღლა კი გამომდის, მაგრამ უკან არავინ მეკიდება. ესე იგი ყველაფერი რიგზეა.
მოწყობილობების ოთახამდე სულ რამდენიმე ნაბიჯიღა მაკლია და მთელი ძალით ვცდილობ ფოტოაპარატის დასადგამიდან ამოძრობას, ამ უკანასკნელის ნაპირები კი ნემსებივით შერჭობია მას ჩაღრმავებულ ადგილებზე. ამ გაწამაწიაში ვარ, გვერდიდან ვიღაც რომ მასკდება. მოწყობილობას ხელს უნებურად ვუშვებ და ისიც დგაფანით ენარცხება ძირს.
–ეს მინდოდა ახლა მე?–ყელში ბურთი მეჩხირება გაბრაზებულს და აფორიაქებულს. უმალ ვიმუხლებ და დაშლილი ფოტოაპარატის ნაწილებს ვაგროვებ. ჰმ, ეს დასადგამი კია კლდესავით!
–ეს დაგრჩათ.–ჩემი ფოტოაპარატის დამსხვრევის ''მიზეზი'' პატარა ნაწილს მიწოდებს და მეც განრისხებული ვტრიალდები მისკენ.
ოღონდ ეს არა! სალანძღავი სიტყვები ენის წვერზე მედგა და გულში იდიოტად შერაცხული უცნობი წამის უსწრაფესად შეიცვალა ჩემი მთიულით...
–იტალიელო შურისმაძიებელო, ახლა კი ნამდვილად გავხარ ქარს!–ცალყბად ეღიმება მას და ნაწილებს ხელიდან მართმევს.
–გუშინაც ხომ ვგავდი?–მისი კომპლიმენტი, თუ არის საერთოდ კომპლიმენტი, მაფორიაქებს.
–გუშინ ჰგავდი, დღეს ხარ!–ამ სიტყვების თქმაა და თავს ვხრი, რადგან მგონია, რომ რაღაც ისეთს დაინახავს ჩემს თვალებში...
–რით?
–თმით.–აჩეჩილ თმას თავისი ხელით მისწორებს ის.
–იტალიელი არ ვიცი, მაგრამ შურისმაძიებლების ერთადერთმა კანდიდატმა თუ იძია თქვენზე შური?–ხმამაღლა ვკისკისებ და სულ მავიწყდება დამტვრეული ნივთი.
–არა, მაგრამ უკვე წამებს ვითვლი.–სიცილით მპასუხობს ის.
–ასე ძალიან გინდათ შურისძიება იწვნიოთ?–გაკვირვებას არ/ვერ ვმალავ.
–მე მხოლოდ მის შურისძიებას ველი...–ისე ამბობს, თითქოს დიდ საიდუმლოს მიმხელდეს.
...მაგრამ ეს საიდუმლო ჩემთვისაც ამოუხსნელია!
***
ქიარიმე სახლში მანქანით მაცილებს და ჩაბნელებულ სადარბაზოსთან ატრიალებს გასაღებს.
–შენ ჩემი სახლის მისამართიც იცი? ჰმ, თქვენ...–სასწრაფოდ ვასწორებ და პირზე ხელს ვიფარებ.
–ქალბატონო შურისმაძიებელო, ბატონს სურს ძალიან არ გააბატონოთ და შენობითი ფორმით მიმართოთ.–თავს მიხრის ის და მარჯვენა ხელს შლის.
–ხანდახან მიკვირს შენც მთიული რომ გქვია...–დასერიოზულებული ვდუდღუნებ და რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ სადარბაზოსკენ.
–უკაცრავად?! აი, ამას კი ვერ გაპატიებთ! თქვენ ჩემს ღირსებაში შეიტანეთ ეჭვი!–თეატრალურად იღუშება და გაბუტულის იერს იღებს.
–კარგი, კარგი, მაგრამ მაინც საიდან იცი ჩემი მისამართი?–ეჭვებს ნებართვას ვაძლევ გაშიშვლდნენ.
–კითხვების დაყრას ჩემზე შურისძიებას ჩაგითვლი და კვლავ დავეჭვდები იმაში, რომ შენ ჟურნალისტი ხარ.–პასუხს თავს არიდებს ის.
–იმ წითელთმიანს კარგად პასუხობდი!–ვწვდები ჟურნალისტსაც და ზურგს გაბრაზებული ვაქცევ მას.
–ისე ეჭვიანობაც შურისძიებაა, ძვირფასო!–სიტყვას ბანზე მიგდებს, მხრებზე ხელს მავლებს და თავისკენ მატრიალებს.–ხო, შენთან ერთი შემოთავაზება მაქვს...
–იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ ორი დღეა გიცნობ შემოთავაზებას არ მივიღებ...–გაცხარებას ჯერ კიდევ არ გადაუვლია ჩემთვის.
–ხვალ წვეულება იმართება ელენა მიროვნას სახლში. ის ჩემთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. მეც დამპატიჟა და თანაც ამ დაპატიჟებას ისიც დაურთო, რომ აუცილებლად პარტნიორი უნდა მყავდეს, თუმცა ის არ აუკრძალია, რომ ჩემი მეწყვილე შურისმაძიებელი და თანაც ორი დღის გაცნობილი სესილი იყოს.
–შენზე შურისძიება გეგმაში არ მაქვს და მუდამ ამ სახელით რატომ მიხსენიებ?–განცვიფრებული ვეკითხები და თვალები მიდიდრონდება.
–ზედმეტად ბევრ კითხვას სვამ, მშვენიერო... ბევრის ცოდნა ამ სტატუსს წაგართმევს და მხოლოდ შურისმაძიებელი დარჩები.–ლოყაზე ხელს მისმევს და არათითით ნიკაპს მარლა მაწევინებს.– ცხრა საათისთვის მზად იყავი.
განაწყენებული სხვა მხარეს ვიყურები. მას ეღიმება, შუბლზე მკოცნის და მანქანისკენ მიემართება. წამები გადის და ძრავის დაქოქვის ხმა ჩემს ყურთასმენას სწვდება. ქიარიმე წავიდა...

სახლში ასული ვხვდები, რომ რაღაც მაკლია. ვფიქრობ, რამე ხომ არ დამრჩა რედაქციაში, მაგრამ არაფერი მახსენდება. დამტვრეულ ფოტოაპარატზე კიდევ ცალკე ვწუხვარ, მაგრამ ეს სულ სხვა წუხილია.
აივანზე სარეცხის შემოსატანად რომ გავდივარ, მაშინღა მახსენდება, რომ დღეს მთიულმა უვარდოდ დამტოვა... ვთქვათ, სწორედ ეს ქიარიმეა ის ქიარიმე, მაშინ, როცა ერთმანეთი გავიცანით, ვარდების კართან დატოვება რატომ შეწყვიტა? უამრავი კითხვის ნიშანი ბოლომდე დამშვიდების საშუალებას არ მაძლევს, მაგრამ ხვალ ქურხულთან ერთად წვეულებაზე წავალ და იმ გარემოცვაში კიდევ რაღაცის გარკვევას შევძლებ.
კარადაში ვიქექები და ისეთ კაბას ვეძებ, რომელიც წვეულებაზე გამომადგება. ახლის საყიდლად ფული არ მაქვს. ეს სასიამოვნო ხელის ჭუჭყი ახლა ძალიან მესაჭიროება, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ ელენა მიროვნას სახლში გავატარო ხვალინდელი საღამო.
ოქროსფერ, გრძელ კაბას ტანზე ვირგებ და მიხარია, რომ ჯერ ისეც არ გავსუქებულვარ, ეს კაბა რომ დამპატარავებოდა. მართალია ოთხი წლის წინ ვიყიდე, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მეცვა, რადგან ხშირად ასეთ წვეულებებზე არ დავდიოდი. ჩემი თანამშრომლის ქორწილისთვის კი მოკლე კაბა შევიძინე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ თვითონ პატარძალმა გვთხოვა, მინდა გრძელ, გაშლილ კაბაში მხოლოდ მე ვიყოო. ჩვენც ხათრი არ გავუტეხეთ, თუმცა კი მომიწია სამოცდაათი ლარის ერთ ხელ ტანსაცმელში მითხლეშვა, რომელიც ვიცოდი, რომ სხვებივით გარდერობის ბნელ ნაწილში დაიდებდა ბინას.
ასეა თუ ისე, კაბის საკითხი გვარდება!
მეც საწოლში ვწვები და დაძინებამდე ხვალინდელ წვეულებას გონებაში ვსახავ...

^^^
აიმეე, ეს თავი ხომ მიყვარს და მიყვარს!
თურმე რა კარგი ყოფილა ნორმალური ბიჭი და არა უველურესი...
გოგონები კი სულ ჩემნაირები გამომდიან! სულელები, მოუხერხებლები და ამაყები (აქ ვიცინი) ზუსტად ასეთი ვარ!
ხოდა რას ვამბობდი... გელით_მეთქი... თქვენ და თქვენს შეფასებებს!
წინაზე შევცდი და ახლა გეტყვით, რომ სულ შვიდი თავია და ახლა დარჩა ორი თავი.
უყვარხართ სოფიკოს!



№1 სტუმარი Black

Mec ar gamikvirda mis wesebs galatobstko?!:Dkargia dzalian da veli shemdegs<3

 


№2  offline წევრი Psychopathic

ვაღიარებ ძალიან მომეწონა :დდ ეხლა წავიკიტხე ყველა თავო და ვერაფერს ვიტყვი,გარდა იმისა რომ აღფრთოვანებული ვარ შენით.თანაც განსხვავებული ისტორიაა და სსხვებს არ გავს.ნუ ყოველშემთხვევაში მე არ წამიკითხავს მსგავსი.ყველაზე მეტად რაც მომწონს ეს ინტრიგაა,რომელიც ყოველი ტავის კითხვის შემდეგ გიჩნდება.
მოკლედ წარმატებები და ველი მსუყე თავს love

 


№3  offline წევრი mimimimo

საინტერესოა.
დამაინტრიგებელი.
ლეილა აღარ ჩანს... lol
კარგი წყვილი ჩანს.


როგორ გამიხარდა, რომ შეგეშალა და კიდევ ორი თავი დარჩა. wink
მაგრამ მაინც ცოტაა. lol
გელოდები, წარმატებები!

 


№4  offline მოდერი sopiko

Black
Mec ar gamikvirda mis wesebs galatobstko?!:Dkargia dzalian da veli shemdegs<3

ეჰ, ზოგჯერ მაინც მიწევს ღალატი... გმადლობ, ბლექ request
Psychopathic
ვაღიარებ ძალიან მომეწონა :დდ ეხლა წავიკიტხე ყველა თავო და ვერაფერს ვიტყვი,გარდა იმისა რომ აღფრთოვანებული ვარ შენით.თანაც განსხვავებული ისტორიაა და სსხვებს არ გავს.ნუ ყოველშემთხვევაში მე არ წამიკითხავს მსგავსი.ყველაზე მეტად რაც მომწონს ეს ინტრიგაა,რომელიც ყოველი ტავის კითხვის შემდეგ გიჩნდება.
მოკლედ წარმატებები და ველი მსუყე თავს love

ვაიმე, როგორ გამახარე შენი ტკბილი სიტყვებით love უღრმესი მადლობა!
mimimimo
საინტერესოა.
დამაინტრიგებელი.
ლეილა აღარ ჩანს... lol
კარგი წყვილი ჩანს.


როგორ გამიხარდა, რომ შეგეშალა და კიდევ ორი თავი დარჩა. wink
მაგრამ მაინც ცოტაა. lol
გელოდები, წარმატებები!

''სიცოტავეზე'' ჩუ! lol გმადლობ, ჩემო მიმიმოო... ლეილამ გააკეთა თავისი საქმე და ფაა–ფუ!

 


№5 სტუმარი Black

Dzaxilis nishani dagaviwyda:D

 


№6  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Au ra kargiaaa

 


№7  offline წევრი teddy))

Dzalian momwons! Vgijdebi amatzec da shenzec :* maineteresebs ambebi...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent