შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა სიცოცხლისათვის თავი 4


8-04-2016, 08:14
ავტორი An geL
ნანახია 1 753

სახლში ბედნიერი დავაბიჯებდი, ასე მეგონა მთელი სამყარო ჩემი იყო. არ მეგონა ჩემი ცხოვრება ასე თუ შემოტრიალდებოდა, მიყვარდა უკვე ძალიან მიყვარდა, პირველად ალბათ მაშინ შემიყვარდა როცა მისი დანაღვლიანებული თვალები დავინახე, როცა მისი ცისფერი თვალები იმედით შემომცქეროდნენ...
მასთან გატარებულმა თითქმის მთელმა ღამემ ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეცვალა. უცებ მისი კოცნა გამახსენდა და უნებლიეთ ტუჩებზე გადავისვი ხელი. თვალები დავხუჭე და თითოეული დეტალის აღდგენას ვცდილობდი, ვცდილობდი ყველა დეტალი ღრმად ჩამებეჭდა გონებაში, ეს იმაზე მეტად კარგი იყო ვიდრე წარმომედგინა. გიგა ყველაზე საუკეთესო იყო.
გიგას უგონო სხეულს დავყურებდი ზემოდან და გასისხლიანებულს ვევედრებოდი
- გიგა არ დამტოვო, გიგა გესმის? არ გაქვს ამის უფლება უნდა გაუძლო, ვერ მიმატოვებ ყველაფერს ვერ დაივიწყებ გესმის? ასე არა რა გიგა ასე არ წახვიდე....
ვევედრებოდი გიგას და მის უგონო, უსულოდ დარჩენილ სხეულს ხელწბით ვებღაუჭებოდი, მუხლებზე ვიდექი უკვე ცრემლებიც კი აღარ მომდიოდა, უბრალოდ მინდოდა მოვმკვდარიყავი, ოღონდ ის გაცოცხლებულიყო...
- გიგა შენ არა მე, მე უნდა მოვკვდე ოღონდ შენ თვალები გაახილე გთხოვ გიგა თვალები გაახილე - ბოლო ხმაზე ვბღაოდი, დაჭრილ დათვს ვგავდი რომელსაც გული ამოაგლიჯეს, და მისი ცხოვრება ნელ ნელა მთავრდებოდა, მაგრამ განსხვავება ის იყო რომ მე არ ვკვდებოდი, ის კვდებოდა გიგა კვდებოდა...
- გიგაააა - ყვირილით გამომეღვიძა, როცა მივხვდი რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სიზმარი იყო, ცოტა დავმშვიდდი და ძილი განვაგრძე.
დილა ჩვეულებრივად დაიწყო იმ განსხვავებით რომ გიგამ დამირეკა.
- დილამშვიდობისა მარიამ!
- დილამშვიდობის!
-როგორ ხარ?
- არამიშავს, ისე მაგას მე უნდა გეკითხებოდე...
- მეც კარგად ვარ!- ხმაში გაბრაზება შეეტყო.
- დღეს ხომ მოხვალ?
- არ ვიცი!
- ხომ გახსოვს რაც გითხარი?!
- ყველაფერი კარგად მახსოვს.
- მაშინ გელოდები დღეს.
- არვიციმეთქი მარიამ, კარგ დღეს გისურვებ!
- მადლობა, შენც...
დილა უკვე საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო იმის მიუხედავად რომ გიგას არც თუ ისე თბილი ტონი ჰქონდა. დღეს სამსახურში ღამის სმენა ვიყავი ამიტომ საღამოს მიწევდა მისვლა... ამიტომ დილით ეკას დავურეკე და ჩვენს კაფეში შეხვედრა ვთხოვე... ის ერთადერთი იყო ვინც ბოლომდე მიცნობდა და ვისი ნდობაც ყველაზე მეტად მქონდა. გადავწყვიტე ყველაფერზე დავლაპარაკებოდი და რჩევა ჩემი საუკეთესო მეგობრისგნ მიმეღო.
მალევე გავემზადე და ჩვენს კაფეში შევედი. ეკა უკვე მელოდებოდა, ჩვენს მაგიდასთან იჯდა.
- ეკუნ, როგორ ხარ? - გადავეხვიე მეგობარს. ჩანთა სკამის სახელურზე ჩამოვკიდე და მის წინ სკამზე მოვთავსდი.
- კარგდ მარიამ შენ?
- მეც კარგად ვარ, შეუკვეთე?
- არა ჯერ შენ გელოდებოდი... - ეკამ მიმტან გოგონას დაუძახა და შეკვეთა მისცა... - გუშინ სად დაიკარგე?
- რავიცი, ნაცნობი ვნახე და იმასთან ერთად წავედი, ვერ გიპოვე და ამიტომ ვერ გაგაფრთხილე...
- არაუშავს, წვეულება მოგეწონა?
- კი, მაგრამ მე ასეთი ხმაურიანი ადგილები არ მიყვარს ხომ იცი...
- მისმინე მარიამ მგონი დროა ვინმე გაიჩინო თორემ ასე უკვე აღარ შეიძლება. - სიცილით მითხრა ეკამ. ამაზე მე თავი ჩავხარე სირცხვილისგან. - არ არსებობს, ნუთუ? - მხოლოდ თავი დავუქნიე - და ჩემთვის როდის უნდა გეთქვა?! - ვითომ გაბრაზებული ხმით მითხრა, მე კიდევ ცრემლებით სავსე თვალები მივანათე ჩემს მეგობარს, სახე ეგრევე დაუსერიოზულდა. - რა ხდება მარიამ? რა დაგემართა?
- კვდება... - ამის თქმა ძლივს მოვახერხე და ცრემლები რომ არ წამომსვლოდა თავი ჩავხარე.
- ადექი, აქედან მივდივართ!
ეკამ ხელი დამავლო, რასაც ქვია კაფიდან გამიტანა, მანქანაში ჩამდო და სადღაც წამიყვანა. მთელი გზა გაუნძრევლად ვიჯექი მანქანაში, ხმა არ ამომიღია, და ერთ წერტილს ვიყავი მიშტერებული, მანქანა სადღაც გააჩერა, ეს ჩვენი ადგილი იყო, როცა გვიჭირდა აქ მაშინ მოვდიოდით, ისევ გადმომიყვანა მანქანიდან და ბალახზე დამსვა.
- დაახლოებით ერთი კვირის წინ, ან ცოტა მეტი, გავიცანი, საავადმყოფოში იყო მოსული ანალიზების ჩასაბარებლად, - ლაპარაკი ძალიან მიჭირდა, ნაწყვეტ ნაწყვეტ ძლივს ვახერხებდი რაღაცის თქმას. - დერეფანში შევეჯახე შემთხვევით, ეგრევე შეტევაზე გადმოვიდა, მეც მინდოდა საკადრისი პასუხის გაცემა მაგრამ, როდესაც მისი ჩალურჯებები შევნიშნე, აქეთ მოვუბოდიშე, ყველაფერს მაშინვე მივხვდი. მერე ჩემს კაბინეტში როდესაც ვუთხარი რომ ეს საშინელი დაავადება ჭირს, საოცარი სცენის მომსწრე გავხდი, გეფიცები იმ მომენტში ძალიან მომინდა მის ადგილას მე ვყოფილიყავი - უკვე ცრემლებსაც ვეღარ ვიკავებდი - მისი დაკარგვა არ მინდა ეკა, არ მინდა ისიც წამართვას უფალმა, არ მინდა ვერ გადავიტან... - უკვე ვბღაოდი და დაქალს მთელი ძალით ვებღაუჭებოდი, ისიც მონოტომურად მისვამდა თავზე ხელს.
- მარიამ დაწყნარდი, აი ნახავ შენ ძლიერი ექიმი ხარ, გადაარჩენ... - იმედიანად ჩაილაპარაკა.
- არა ეკა შენ არ იცი, მას, მას ჩემი არ სჯერა, მკურნალობაზე უარს აცხადებს, ვერაფრით დავითანხმე. არადა ძალიან მიყვარს გესმის ძალიან... ამით ექიმის ეთიკას და ჰიპოკრატეს ფიცსაც ვარღვევ, პაციენტი შემიყვარდა... - ტირილს ვერ ვწყვეტდი.
- კარგი დაწყნარდი, მთავარია ახლა დაწყნარდე, ყველაფერი კარგად იქნება...
მეგობარს ვეხუტებიდი და თან გულამოსკვნით ვტიროდი , ისიც არაფერს მეუბნებოდა, უბრალოდ ხვდებოდა რომ ამ ყველაფრისგან დაცლა მჭირდებოდა...
ცოტახანში დავწყნარდი, თითქოს გულზე დიდი ლოდი მოგცილდაო ისე ვგრძნობდი თავს... ჩემი ტელეფონი აწრიალდა, გიგა იყო.
- გიგა... - გახარებულმა ჩავყვირე ტელეფონში.
- მარიამ, რომ მცოდნოდა ჩემი ხმის გაგონება ასე გაგიხარდებოდა აქამდე დაგირეკავდი.- სიცილით ჩამძახა ტელეფონში.
- შენწარმოიდგინე და მართლა მასეა, ძალიან გამახარე - ემოციებს ვერ ვმალავდი.
- ხოდა მაშინ მნახე!
- დღეს ხომ ისედაც უნდა გნახო?! - შევაპარე სასურველი კითხვა.
- სად ხარ? სახლთან მოგაკითხავ და ჩამოდი სადმე გავიაროთ.
- ახლა ეკასთან ერთად ვარ, დაახლოებით ერთ საათში სახლთან დამელოდე კარგი?
- იცოდე არ მალოდინო, ლოდინს ვერ ვიტან! - სიცილი გაერია ხმაში.
- კარგი, დროებით.
- მალე გნახავ პატარა.
ტელეფონი გავთიშე საოცრად პოზიტიურ ხასიათზე დამაყენა მისმა ხმამ. ეკას ლეკვის თვალებით შევხედე, მანაც რიგორც ყოველთვის უთქმელად მიმიხვდა რისი თქმაც მინდოდა და სახლისკენ წამიყვანა.
სახლში ავირბინე და სამსახურში გადავრეკე რომ დღეს ვერ მივიდოდი, დაველოდე გიგას ზარს, მანაც არ დააყოვნა.
- მარიამ ჩამოდი.
- მოვდივარ!
კიბეები სწრაფად ჩავირბინე, როდესაც სასურველი სილუეტი დავლანდე მისკენ გავიქეცი და მთელი ძალიყ შემოვხვიე ხელები.
- ძალიან მომენატრე. - ყურთან ვუჩურჩულე.
- მეც მომენატრე პატარავ. - თავზე მაკოცა და მომეხვია. ცოტახანში ხელები გავუშვი და დარცდვენსილმა თავი დაბლა ჩავხარე. - წავიდეთ?
- იცი? მე უკეთესი იდეა მაქვს. - ჩემი იდეით აღტაცებულმა ტაში შემოვკარი და მოყოლა დავიწყე.- ესეიგი ჩემი იდეა შემდგომში მდგომარეობს, ფილმს ვუყუროთ, დღეს არსად წასვლას არ ვაპირებ და თანაც პოპკორნი მაქვს, რას იტყვი?
- ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ ჩემი არ გეშინია? - წარბები შეათამაშა და ოდნავ ჩაეღიმა.
- უნდა მეშინოდეს? - თვალებ მოჭუტულმა ვკითხე.
- არა! მე შენ არასდროს არაფერს დაგიშავებ, და მითუმეტეს იმას არასდროს გავაკეთებ რაც შენ არ გენდომება მარიამ, მე შენ შემიყვარდი. - ამ სიტყების გაგონებისას გული ლამის საგულედან ამოვარდაო.
- წავედით? - აწითლებულმა ვკითხე.
- წავედით!

წელზე ხელი შემომხვია, მიმიხუტა და ისე დავიძარით ჩემი სახლისკენ.
- შემოდი, მე სასუსნავებს მოვამზადებ...
- მოგეხმარები... - მითხრა და სამზარეულოში შემომყვა. - მარიამ.
- ჰოუ - მისკენ შევბრუნდი.
- შენები არ მოვლენ დღეს? - მე თავი დავხარე იმისთვის რომ ცრემლბი შემეკავებინა...
- არავინ მყავს - ძლივსგასაგონად ჩავილაპარაკე.
- რას ქვია არავინ გყავს? - იქვე იატაკზე ჩავჯექი მუხლებზე ხელი შემოვიჭდე და მოყოლა დავიწყე.
- ძალიან პატარა ვიყავი მამამ რომ მიგვატოვა მე და დედა, დედა ყველაფერს აკეთებდა რომ უმამობა არასდროს მეგრძნო, ის ჩემთვის დედაც იყო და მამაც... ბედის უკუღმართობას რა ვუთხრარი თორემ დედა დღესაც გვერდით მეყოლებოდა... 15 წლის ვიყავი როდესაც დედას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს, და დაახლოებით ერთ წელიწადში გარდაიცვალა... სწორედ ამიტომ ვარ ონკოლოგი დღეს, სხვის დედებს ვშველი, დედას ვერაფერი ვუშველე გესმის, ვერაფერი... - ტირილს ვერ ვწყვეტდი ის კი ჩემიანად ადგა იატაკიდან და მეორე ოთახში გამიყვანა, ვტიროდი და ამდენი წლის დაგროვილს მის წინაშე ვალაგებდი. - ახლა, ახლა კი ეს წყეული დაავადება შენს თავს მართმევს, არ მინდა შენც ვერ დაგკარგავ - ვეუბნებოდი და გულამოსკვნით ვტიროდი. ისიც მთელი ძალით მიკრავდა გულში და მეც მთელი ძალით ვეკვროდი ზედ.
ძალიან ნელა და ნაზად მწმენდდა ცრემლებს თვალებიდან, არაფერს ამბობდა უბრალოდ მაძლევდა იმის საშუალებას რომ დავწყნარებულიყავი... მერე ნელა შეეხო ჩემს ბაგეებს, მეც ამ დროს ყველაფერი გადამავიწყდა, ხელები მის კისერზე შემოვაწყვე, მის კალთაში უკეთესად მოვთავსდი და კოცნაზე კოცნით ვუპასუხე...
- რას ვუყუროთ? - უხერხული სიჩუმე დაარღვია გიგამ.
- კომედიას ან მელოდრამას.
- საშინელებას. - ჩაილაპარაკა მტკიცედ.
- მე, მე ძალიან მეშინია, არმინდა. - გაბუტულმა ტუჩები გამოვბუსხე. ისიც უცებ დასწვდა ჩემს ტუჩებს.
- ჩემთან ერთად არაფრის უნდა გეშინოდეს. - მითხრა როცა ჩემი ტუჩების დაგემოვნებას მორჩა.
- და ღამეც ჩემთან იქნები?
- თუ დამტოვებ რატომაც არა!
ფილმი ჩავრთეთ, ვერ გეტყვით რომ ფილმს მთლიანად ვუყურე, ისე მეშინოდა დივანზე მწოლიარე გიგას მთელი ძალით ვებღაუჭებოდი, ჭამაც კი აღარ მინდოდა...
- გიგა გამოვრთოთ რაა... - შევევედრე შეყვარებულს.
- ჩემი მშიშარა გოგო... - ცხვურზე დამკრა თითი და პულტს დასწვდა. ფილმი გამოირთო და მეც დავმშვიდდი.
- არ გშია?
- მმ კი მშია თანაც დიდი სიამოვნებით დავაგემოვნებ შენს ნახელავს.
ცოტახანში სუფრა გავაწყვე, და გემრიელად შევექცეოდით საჭმელს. მაგიდა ავალაგე, ჭურჭელი დავრეცხე და მისაღებში დავბრუნდი, უკვე საკმაოდ გვიანი იყო, დივანზე მიწოლილ გიგას მშვიდად ეძინა, პლედი მივაფარე და ოთახისკენ ავიღე გეზი.
პირსახოცები ავიღე და აბაზანაში შევედი, არ ვიცი რამდენ ხანს ვინებივრე აბაზანაში. პირსახოცები შემოვიხვიე და ისე დავტოვე სააბაზანო ფეხზეც კი არ ჩამიცვამს... ჩემს ოთახში შევედი, შუქი ავანთე და შიშისგან ლამის ვიკივლე, ადამიანის სილუეტი რომ დავლანდე, მაგრამ ამ ადამიანში როდესაც გიგა ამოვიცანი ცოტა დავმშვიდდი და პირსახოცს უფრო მაგრად ჩავებღაუჭე. ის კი ურცხვად მიყურებდა სხეულზე და ხმას ვერ იღებდა.
- მე მე უნდა გამოვიცვალო.... - რამოდენიმე სიტყვა ძლივს გადავაბი ერთმანეთს.
- შენ ისეთი... - ისიც დაიბნა... - სექსუალური ხარ. - თვალი ფეხებიდან ტუჩებამდე ამომაყოლა შემდეგ კი თვალებში ჩამხედა. - ახლა ეს რომ არ გავაკეთო მთელი ცხოვრება ვინანებ... - მითხრა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა...





დიდი ბოდიში დაგვიანებისათვის მაგრამ სამსახურის გადამკიდე წერას ვერ ვახერხებდი... იმედია მოგეწონებათ... მადლობა ჩემს მკითხველებს...



№1 სტუმარი darina

Imedia giga ar mokvdeba, codoa mariami, dzalian tbili tavi iyo momewona, imedia male dadeb.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent