შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ დამიმორჩილებ(სრულად)


8-04-2016, 18:17
ავტორი Not Normal
ნანახია 14 189

-არ შეიძლება ერთხელ მაინც წავიდე ჩემით?
-არ შეიძლება ქეთა და გვეყო ყოველდღე ამაზე კამათი
ჩემი და მამაჩემის ყოველდღიური ჩხუბი.დათოს ბიზნენის სფეროში დიდი ადგილი ეკავა და აქედან გამომდინარე ჩემს ოჯახს არაფერი აკლდა.ერთადერთი შვილი ვიყავი და ყოველნაირად ცდილობდნენ დაცული ვყოფილიყავი,რაც დაცვის მომაგრებაში გამოიხატებოდა.დათოს ყოველთვის უნდოდა ბიჭი ჰყოლოდა,რომელიც მის საქმეებს გადაიბარებდა,მაგრამ ასე არ მოხდა.მეც "იმედი გავუცრუე" და ნაცვლად ბიზნესის მართვისა იურიდიულზე ჩავაბარე.დიდხანს გვქონდა დავა ამ საკითხზე,ბოლოს დედაჩემი ჩაერია და მშვიდობიანად გადაწყდა.საერთოდ ლიზა სუსტ რგოლს წარმოადგენდა ოჯახში,მაგრამ დათო უდიდეს პატივს ცემდა მის აზრს.უკვე ვამთავრებდი და ერთ თვეში ჩემი სამსახური მექნებოდა,რა თქმა უნდა დათოს წყალობით.
საშინლად არ მსიამოვნებდა,რომ ყველგან დამყვებოდნენ.დათოს გაფრთხილებული ჰყავდა შეუმჩნევლად ემოქმედათ,მაგრამ მე მაინც ყველგან ვგრძნობდი მათ სიახლოვეს.საშინლად გაბრაზებული გამოვედი უნივერსიტეტიდან და ელენეს დავურეკე
-სად ხარ?
-გიორგისთან ვარ,ამოდი
ჩემს მცველ-მძღოლს მისამართი ვუთხარი,მან დათო გააფრთხილა სად მივდიოდი და მხოლოდ ნებართვის მიღების შემდეგ დაძრა მანქანა.ელენე ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო,ხოლო გიორგი მისი შეყვარებული.გიორგის ადრე შორიდან ვიცნობდი,რადგან ჩემი ანდრეას ძმაკაცი იყო.მოკლედ ერთიანობაში სამეგობრო წრეს წარმოვადგენდით წყვილებში.როგორც იქნა მივაღწიეთ გიორგის სახლს და ჩავედი
-ერთი წუთით,უნდა შევამოწმო-მითხრა დაცვამ
ვერ ვხვდებოდი რა საჭირო იყო ეს ამდენი უსაფრთხოება.ვისგან მიცავდა დათო ან რისი ეშინოდა?როცა დავაკვირდი ბოლო დროს უფრო გააქტიურდნენ
-შეგიძლიათ შეხვიდეთ
-მადლობა-ცივად ვუთხარი და ჩავუარე
კარი ელენემ გამიღო
-როგორ ხარ?
-უკეთესად არ შეიძლება-ვუთხარი და შიგნით შევედი
-რა გჭირს?ა ხო,შენი დაცვა
-ვა,ქეთა,როგორ ხარ?
-კარგადაა კარგად-გაეცინა ანანოს
-ანდრეას ხომ არ დაურეკავს?-ვკითხე გიორგის
-კარგი ერთი,შენი აზრთ ჯერ რომელს დაგვირეკავდა მე თუ შენ?
გიორგი მართალი იყო.ანდრეა პირველ რიგში ყოველთვის მე მეფრთხილებდა სად მიდიოდა.ახლა ინგლისში იყო წასული მამამისთან ერთად.ისიც დათოსავით ბიზნესის სფეროში იყო,თუმცა ნაკლები გავლენა ჰქონდა.მიუხედავად ამისა ანდრეამ ბიზნესის მართვაზე ჩააბარა და მამამისის გზის გაგრძელებას გეგმავდა,ღამით წავიდა და ჯერ არ დაურეკავს,ამიტომ მოსვენება დაკარგული მქონდა
-აუ მე სახლში წავალ რა
-რა იყო მოიწყინე?-მკითხა ელენემ
-კი არ მოიწყინა ანდრეაზე ნერვიულობს,სანამ არ დაურეკავს ვერ დამშვიდდება-ჩემს მაგივრად უპასუხა გიორგიმ
გამეცინა.ორივეს დავემშვიდობე და გამოვედი.ჩემი მძღოლი კართან მიცდიდა.სახლში რომ დავბრუნდი აღმოჩნდა,რომ დათო თავის ბიზნეს პარტნიორებთან ერთად ვახშმობდა.არ მინდოდა ხელი შემეშალა,მაგრამ მამაჩემს რა გამოეპარებოდა
-მოდი ქეთა,ჩემს მეგობრებს გაგაცნობ
ნაწილს უკვე ვიცნობდი,ზოგი კი უცხო იყო.ერთი ახალგაზრდა ბიჭი იჯდა,რომელსაც საკმაოდ მრისხანედ უელავდა თვალები,პირქუში გამომეტყველება ჰქონდა.მის დანახვაზე თითქოს შემეშინდა
-ეს ზურაბია,ეს კი მისი ვაჟი ალექსანდრე-მიმითითა იმ ბიჭზე
-სასიამოვნოა-რაც შეიძლებოდა თბილად გავუღიმე
-ჩემთვისაც-თქვა ალექსანდრემ და ხელი ჩამომართვა
ერთი სული მქონდა ოთახში ავსულიყავი,მაგრამ დათო ცოცხალი თავით არ მიშვებდა,ალექსანდრეც თვალმოუშორებლად მაკვირდებოდა.როცა შევბრუნდებოდი იქაც კი ვგრძნობდი მისი მრისხანე თვალების გამოხედვას,როგორც იქნა სტუმრები წავიდნენ და მეც ამოვისუნთქე.
ოთახში ავირბინე და ანდრეამაც დარეკა.მისი ხმის გაგონებაზე ყველა უსიამოვნო ფიქრი გამეფანტა
-როგორ ხარ ქეთა?
-კარგად ანდრეა შენ?მომენატრე
-მეც კარგად,მალე ჩამოვალ,არ იდარდო,გკოცნი
-მეც-ვუთხარი და გავთიშე
აბაზანაში შევედი,შხაპი მივიღე და დავიძინე,თუმცა უსიამოვნო სიზმარი ვნახე.თითქოს ალექსანდრე ჩემს საძინებელში იყო და მძინარეს მიყურებდა.მისი მრისხანე თვალები ყველა დეტალს აკვირდებოდა და ოთახში სიცივე შემოჰქონდა.გამომეღვიძა და შუქი ავანთე,მართლა აქ ხომ არ არისთქო.როცა დავრწმუნდი რომ ყველაფერი რიგზრ იყო ანდრეაზე დავიწყე ფიქრი და ჩამეძინა.
_______________

ანდრეამ კი მითხრა ერთ კვირაში დავბრუნდებიო,მაგრამ აშკარად დიდხანს გაგრძელდებოდა მისი ვიზიტი ინგლისში.ზურაბმაც ბოლო შეხვედრის შემდეგ მოუხშირა დათოსთან სიარულს,ხანდახან კი ალექსანდრეც ახლდა.ელენესთვის და განსაკუთრებით გიორგითვის არაფერი მითქვამს,რადგან ვიცოდი ანდრეას შეატყობინებდნენ და ისიც ტყუილად უნდა აღელვებულიყო.იმ საღამოს ოთხაში ვიყავი,უნივერსიტეტიდან ადრე წამოვედი და ვისვენებდი,როცა დათომ დამიძახა
-ქეთა ქვემოთ ჩამოდი სტუმრები მოვიდნენ-ტანსაცმლის გამოცვლა შემეზარა და სახლის ფორმაში,ჯინსებით და მაისურით ჩავედი.
-ზურაბი და ალექსანდრე გვეწვივნენ
ისე გავუღიმე თითქოს ძალიან გამიხარდა მათი დანახვა
-ქეთა,მე და ზურაბს საქმე გვაქვს,კაბინეტში შევალთ.შენ ალექსანდრეს მიხედე
-კარგი-უარს როგორ ვეტყოდი
ვეღარ გავიგე რა უნდა მეთქვა.ისევ ისეთი თვალებით იხედებოდა,როგორც წინათ.ამ ოთახიდან უნდა გავსულიყავი,ცოტა ხნით მაინც
-დალევ რამეს?-ვკითხე რაც შეიძლებოდა მორიდებით
-ყავას თუ შეიძლება-ასე არასდროს გამხარებია ყავი გაკეთება.სანამ წყალი ადუღდებოდა ცოტა სულს მოვითქვამდი
-ახლავე-ვუთხარი და სამზარეულოში გამოვედი
ცოტა ხანს უაზროდ ვიდექი.მერე გამახსენდა რომ ყავა უნდა გამეკეთებინა და ელექტრო ჩაიდანი ჩავრთე.თაროდან ყავას ვიღებდი როცა ხმა გავიგონე
-მგონი ყავას შეაგვიანდა-შიშისგან კოლოფი ხელიდან გამივარდა და ყავა დაიბნა
-ჯანდაბა როგორ შემაშინე-საკუთარ ანარეკლს თვალი მოვკარი,ერთიანად გაფითრებული ვიყავი
-ბოდიში-ბოდიში რას უშველიდა ჩემს გულს?არაფერი მითქვამს .ის გადავყარე და ახალი ავიღე
-სახლის ფორმაშიც ძალიან ლამაზი ხარ
გამიკვირდა მისი კომპლიმენტი და უბრალოდ მადლობა ვუთხარი
-ალბათ ეს ბევრჯერ გაქვს მოსმენილი-ალექსანდრე არ ჩერდებოდა
-დიახ-უკვე გაკვირვება სახეზე მეხატა,ვერ გავიგე რა უნდოდა
ამასობაში ყავაც გავაკეთე და მივაწოდე
-მადლობა
-არაფრის-ვუთხარი და სკამზე ჩამოვჯექი
-შეყვარებული გყავს?-კინაღამ გადამცდა წყალი.ეს რასაკვირველია შეამჩნია და გაეღიმა.ღიმილი აშკარად უხდებოდა,უფრო თბილ სახეს უჩენდა
-კი-უკვე მოთმინება მეკარგებოდა
-ვინ არის?
-რაში გაინტერესებს?
-საიდუმლოა?უბრალოდ მაინტერესებს
-ანდრეა ქვია-რადგანაც აინტერესებდა მეც დავუკმაყოფილებდი
-რას საქმიანობს?
-ზედმეტად ცნობისმოყვარე ხომ არ ხარ?-ეს ბიჭი უკვე ნერვებს მიშლიდა
-შეიძლება .შენ თუ არ მეტყვი მაგის გაგებას რა უნდა
-მამამისის ბიზნესს უძღვება-ჩუმად წარმოვთქვი
-ანდრეა-გაიმეორა მისი სახელი-ვახტანგ ჯაფარიძის შვილი?
-ხოო-ასე უცებ რა გაახსენდა?
-ჰმ-ჩაიცინა.არ მესიამოვნა მისი ასეთი დამოკიდებულება ანდრეასადმი.ცოტას და რაღაცას ვესროდი დათო რომ არა
-ბავშვებო სად ხართ?
სასტუმრო ოთახში გავედით
-მე და მამაშენი საქმეს მოვრჩით.იმედია ერთმანეთს კარგად გაუგეთ-უთხრა დათომ
-შესანიშნვად,თქვენი ქალიშვილი ნამდვილი ლედია-თქვა და გამომხედა
დათოს ესიამოვნა ალექსანდრეს ეს შეფასება,მაგრამ მე სიბრაზისგან სახე მომეღრიცა
-კარგი,ახლა შეგვიძლია ვივახშმოთ
იმის გაფიქრება,რომ კიდევ უახლოესი ერთი საათი ალექსანდრეს გვერდით უნდა გამეტარებინა ჯრუანტელს მგვრიდა.სასწრაფოდ რამ უნდა მომეფიქრებინა
-მამა მე უნდა დაგტოვოთ,ხვალ გამოცდა მაქვს და უნდა ვიმეცადინო
-ცოტა ხნით დარჩი და შემდეგ იმეცადინე
-გთხოვ მამა-ლამის დავუჩოქე
-ქეთა-მკაცრად გამომხედა და დავემორჩილე.ბატონ ალექსანდრეს არც ეს გამოპარვია და კვლავ ჩაიცინა.იდიოტი
მე და დათო გვერდიგვერდ ვისხედით,ზურაბი და ალქსანდრე კი ჩვენს წინ.ისე მიყურებდა ლუკმა ყელში არ გადამდიოდა.ბოლოს გადამცდა კიდეც და საშინელი ხველება ამიტყდა
-რა გჭირს ქეთა?-მკითხა დათომ
-არაფერი,ცოტა ხნით გავალ
აივანზე გამოვედი.ხველებამ გადამიარა,მაგრამ სიბრაზისგან თვალები მეწვოდა.ანდრეას დავურეკე,დავმშვიდდებითქო,მაგრამ არ მიპასუხა
-დაძაბული ნუ ხარ ქეთა-ისე გული გამიხეთქა
-ადამიანის შეშინება ჩვევად გაქვს
-რა ჩემი ბრალია შენ თუ სუსტი გულის პატრონი ხარ
-საკუთარ თავს მეტისმეტ უფლებას ხომ არ აძლევთ ბატონო ალექსანდრე?
-არამგონია
-მე კიდე მგონია და თუ შეიძლება ცოტა დისტანცია დაიცავი
-რატომ ბრაზობ?თუ რომ გელაპარაკები შეყვარებული გაგიბრაზდება?
-იცი რას გეტყვი?შენი საქმე არაა და საერთოდ შენს თავს მიხედე
გვერდი ჩავუარე და გამოვედი.უცებ მოვტრიალდი
-ხო კიდევ,რაც უფრო ნაკლებად გიხილავ მით უფრო უკეთესი იქნება
არც მიფიქრია ჩემს სიტყვებს შემდეგში რა მოყვებოდა.

_______________

ერთი კვირა გავიდა და საბედნიეროდ ალექსანდრე აღარ გამოჩენილა.ყოველი კარის გაღებაზე გული მისკდებოდა მაგრამ მალევე ვმშვიდდებოდი.როგორც იქნა ანდრეაც ჩამოვიდა
-ქეთა
-ანდრეა,როგორ მომენატრე
-მეც-მითხრა და ჩამეხუტა-აბა რას აკეთებდი ამ ხნის მანძილზე?
-რავი,დათოს სტუმრებს ვუმასპინძლდებოდი,ყელში ამომივიდა
-კარგია რომ მაგას ეჩვევი,შემდეგში გამოგადგება-გაეცინა
-შენს სტუმრებს ყოველთვის თბილად შევხვდები-მეც გავუცინე-მაგრამ დათოს სტუმრები ძალიან არ მომწონს
-მაღალი საზოგადოება-ანდრეას სასაცილოდ არ ყოფნიდა ჩემი ასეთი დამოკიდებულება
-ანდრეა,ვინმე ზურაბ ყიფიანს იცნობ?
-შორიდან გამიგია.ამბობენ სერიოზულ ბიზნეთან ერთად სერიოზულ საქმეებს ატრიალებსო
-აჰა
-რა იყო,რატომ დაინტერესდი?
-დათოსთან დადის ხშირად და არც ეგ მომწონს მაინცდამაინც.საქმეების ტრიალში რას გულისხმობ?
-არ ვიცი ქეთა,ეგ მე არ მეხება,მაგრამ დიდი გავლენა აქვს
-კარგი ახლა შენ მომიყევი რა ხდებოდა ინგლისში
ერთი საათის განმავლობაში ვიყავით ერთად.ძალიან მომნატრებია და წამოსვლისას ძლივს მოვწყდი.სახლამდე მომიყვანა.შორიდანვე დავლანდე უკვე ნაცნობი მანქანა.სახე შემეცვალა
-რა მოხდა?
-ზურაბია სტუმრად
-თუ გინდა წასვლას დაელოდე
-დათო გაგიჟდება რომ დავაგვიანო
-მე დაველაპარაკები
დათო და ანდრეა ერთმანეთს იცნობდნენ და კარგი ურთიერთობავ ჰქონდათ.ვერ ვიტყვი,რომ მეგობრები იყვნენ,მაგრამ როგორც დათო იტყოდა კარგია ასეთი ახალგაზრდები რომ ჰყავს ქვეყანას.ძარლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიკავეო.დათო რეკავდა
-ხო მამა
-სად ხარ?
-შემოვდივარ
ანდრეას დავემშვიდობე და სახლში შევედი,თუმცა ფეხები უკან მრჩებოდა.რა თქმა უნდა არ შევმცდარვარ,ზურაბი იქ იყო.თან საუბედუროდ ალექსანდრეც ახლდა
-მოდი ქეთა,შემოგვიერთდი-მითხრა დათომ-თუმცა მანამდე თინას უთხარი ყავა მოამზადოს-თინა ოჯახის მოსამსახურე იყო წლების განმავლობაში
-სხვათაშორის თქვენი შვილიც მშვენივრად ამზადეს ყავასმშემიძლია ვთქვა რომ უგემრიელესია-წარმოთქვა ალექსანდრემ.კბილები გავაღრჭიალე
-ქეთა ჩემო კარგო,მოგვიმზადებ ყავას?
-სიამოვნებით-ვუთხარი და გამოვედი
სახეალეწილი შევვარდი სამზარეულოში.ეს ბიჭი მალე გამაგიჟებდა,რის მიღწევას ცდილობდა?ჩაიდანი შევაერთე და ლოდინი დავუწყე.მარტო როგორ დამტოვებდა,მალევე გაჩნდა იქ
-გავიგე შენი შეყვარებული ჩამოსულა
-მერე შენ რა გაწუხებს?
-არაფერი პირიქით გილოცავ.ალბათ ბედნიერი ხარ
-იმდენად რომ შენც ვერ გამიფუჭებ ხასიათს-ჭიქები გადმოვიღე და ყავის ჩაყრა დავიწყე
-ასე ხშირად რატომ დაყვები მამაშენს?-ამჯერად მე ვკითხე
-როგორც იქნა შენგან რაღაც დაინტერესება წამოვიდა-გაეცინა-მისი საქმეების გამგრძელებელი ვარ და უნდა ყველა პარტნიორს გამაცნოს
-ერთხელ ხომ გაიცანი,რა საჭიროა ყოველდღე სიარული?-მინდოდა მეგრძნობინებინა რომ მისი ყოველდღე ნახვა მომბეზრდა
-ეს ბიზნესია ჩემო კარგო,ნუთუ შენი შეყვარებული არ გასწავლის ასეთ რამეებს?
წავუყრუე.წყალი დავასხი და ჭიქები ავიღე.უცებ დამეტაკა და ჭიქები ძირს დამიცვივდა,თან ცხელი წყალიც გადამესხა
-რას აკეთებ იდიოტი,დამწვი-თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი
-ბოდიში,არ მინდოდა ასე გამოსულიყო
ტკივილისგან და სიბრაზისგან ცრემლები წამომივიდა და ოთახისკენ გავიქეცი.ოთახში რომ შევდიოდი ხელით დამიჭირა
-მაპატიე ქეთა
-ხელი გაწიე ალექსანდრე თუ არ გინდა სკანდალი მოვაწყო
-მემუქრები?
-დიახ გემუქრები
ხელი გამიშვა
-გამბედავი ყოფილხარ
-შენ კი სულელი იდიოტი ხაარ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით
-ზედმეტი მოგდის ქეთევან-სიმკაცრე ხმაშიც შეეპარა-ჯერ არავის გაუბედავს ჩემთვის შეაურაცხყოფის მოყენება.დაუკვირდი რას ლაპარაკობ
-როგორც ჩანს მე ვიქნები პირველი,ვინც ამ კრიტერიუმს დაარღვევს
-ძალიან საინტერესო ხარ-მითხრა და წავიდა
_____________
-რა გჭირს ქეთა?-ელენე მეორე დღეს ჩემთან ამოვიდა
-არაფერი
-ჰმ არაფერი ხო?მე მიმალავ?
-კარგი რა ელენე
-გეყოს ახლა და თქვი
-იცოდე გიორგის არ ეტყვი თორემ ეს ცუდად დასრულდება
-გპირდები
-აუ დათოს ძმაკაცია ვიღაც ზურაბი მისი შვილი ძალიან მაღიზიანებს თავისი საქციელით
-შენ ვერ ხარ ხო იცი,მაგიტო იშლი ნერვებს?
-შენ არ იცი რა აუტანელი ვინმეა,მოგინდება ცემაში ამოხადო სული
-კაი რა დაიკიდე.დღეს ჩემთან ამოდით შენ და ანდრეა,კარგად გავერთობით.დიდი ხანია არ შევკრებილვართ
-კარგი
საღამოს დრო მშვენივრად გავატარეთ.ბევრი ვისაუბრეთ,ვიცინეთ.ყველაფერი კარგად იყო,რომ არა თინას ზარი
-ქეთა,იქნებ სახლში მოხვიდე?
-რა ხდება თინა დეიდა?
-მამაშენი და ვიღაც კაცი კამათობენ,თანაც შენს სახელს იმეორებენ.შეიძლება ჩხუბშიც გადაეზარდოთ.იქნებ შენ გააჩერო
-კარგი ახლავე მოვდივარ
-სად მიდიხარ ქეთა?-მკითხა ანდრეამ
-დათოს პრობლემები აქვს უნდა წავიდე,მერე დაგირეკავ
კარებთან ზურაბის მანქანა იდგა.ნუთუ ისინი ჩხუბობდნენ?ძალიან უცნაური იყო.სახლში შევედი.ხმა სასტუმრო ოთახიდან გამოდიოდა.დათო გაბრაზებული ურტყამდა ხელს მაგიდას და გაიძახოდა
-არა,არა ზურაბ,ამას ვერ გავუკეთებ,უნდა გამიგო
-იცოდე ყველაფერს დაკარგავ
-ნუთუ სხვა გზა არ არსებობს?
-ახლა მხოლოდ ნათესაური კავშირი თუ გვიშველის
ვერაფერი გავიგე და ამიტომ შევედი
-რა ხდება მამა?
-არაფერი ქეთა
-როგორ არა,დათო უთხარი უნდა იცოდეს
-ვინმე ამიხსნის რა ხდება?
-მოდი შვილო,დაჯექი,ზურაბ დაგვტოვე თუ შეიძლება
ზურაბი გავიდა
-ყველაფერს ვკარგავ,მთელი ჩემი ნაშრომი შესაძლოა ერთი ხელის მოსმით განადგურდეს,არაფერი შემრჩება.მერე რა უნდა ვქნათ?შეიძლება უსახლკაროდაც კი დავრჩეთ
-მამა რას ლაპარაკობ?ვინ გვტოვებს უსახლკაროდ?
-ქეთა ბიზნესში ყველაფერი ხდება,ახლა კი კრიზისული პერიოდია.ძალიან ცუდი მდგომარეობაა
-გამოსავალი არ არსებობს?
-არსებობს,მაგრამ რთული შესასრულებელი იქნება,წინააღმდეგ შემთხვევაში კი
-მითხარი რა გამოსავალია ასეთი?
-ალექსანდრე ყიფიანს ცოლად უნდა გაყვე
ენა ჩამივარდა,თავზარი დამეცა.მემგონი მომესმა.ცოლად უნდა გაყვეო,თან ვის?იმ იდიოტს,რომელიც ჭირის დღესავით მძულდა.ნამდვილად მომესმა
-რა თქვი?-ძლივს ამოვიდგი ენა
-ვიცი რომ ეს შენთვის რთულია,მაგრამ ქეთა სხვა გზა არ გვაქვს.ეს შენი ოჯახისთვის უნდა გააკეთო
-მამა გაგიჟდი?მე ანდრეა მიყვარს,ანდრეას გავყვები ცოლად თუ ასეთი მნიშვნელოვანია ჩემი გათხოვება
-შენს არ გესმიმ,ახლა მხოლოდ ყიფიანები თუ გვიშველიან
ეს უკვე მეტისმეტი იყო,ამას ვერ გავუძლებდი.გარეთ გამოვვარდი.დაახლოებით ვიცოდი სად ცხოვრობდნენ.კითხვა-კითხვით როგორც იქნა მივედი.დაცვამ ზედმეტი კითხვის გარეშე შემიშვა?ვითომ მელოდნენ?კარზე დავაზარუნე.თვით ალექსანდრემ გამიღო
-ვა,ქეთევან ავალიანი თავისი ფეხით მოვიდა-დამცინავად წარმოთქვა-შემობრძანდი,ვიცოდი რომ მოხვიდოდი
რაც შემეძლო მთელი ძალით გავუქანე ხელი სახეში
-ოჰო,ძლიერი ხელი გქონია-გაიცინა-მაგრამ რით დავიმსახურე?
-მადლობა თქვი შუბლში ტყვია რომ არ დაგახალე
-მადლობა,ბეწვზე ვარ გადარჩენილი-ხმამაღლა გაიცინა-შენ ტყუილად არ მოხვიდოდი
-გავიგე შენი ბინ/ზური გეგმის შესახებ და იქნებ ამიხსნა ჩემგან რა გინდა?
-აჰ,აი რისთვის მოსულა ჩემი საცოლე
-შენი შავი იუმორი შენთვის შეინახე,ცოტა სერიოზულად რაა
-კარგი,მაშინ სერიოზულად გეკითხები,ნიშნობა როდის გამოვაცხადოთ?
-შენ ხომ არ გაგიჟდი,დასანახად ვერ გიტან და ცოლად გამოგყვე?
-სულ არ მაინტერესებს შენი გრძნობები ჩემდამი,ეს ბიზნესია და მეც ამისთვის ვიბრძვი
ალექსანდრეს უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი.დათოს პირდაპირ არ უთქვამს,მაგრამ ისიც თანახმა იყო.ისე მიმათხოვებდნენ თვალს არ დაახამხამებდნენ.ანდრეას მაშორებდნენ.ამ სახელის გაფიქრებაზე ძალა გამომელია და დავეცი
-ქეთა კარგად ხარ?
-შენს ხელში კარგად როგორ უნდა ვიყო?რა გინდა ალექსანდრე რა?რისთვის გამოჩნდი,ნუთუ ცხოვრება ბოლომდე უნდა დამინგრიო,რას მერჩი?-ცრემლებს ვერ ვიკავებდი,ისევ ანდრეა მედგა თვალწინ
-ამით ცხოვრებას არ დაგინგრევ,ბედნიერი იქნები
-ვერ ვიქნები,მე სხვა მიყვარსნუთუ ცხოვრებაში არავინ გყვარებია?საერთოდ არ იცი რას ნიშნავს ეს გრძნობა?ვერ დამაშორებ ალექსანდრე,ამას ვერ იზამ.მოვკვდები და არ გაგახარებ
-სიყვარულს შენ ნუ მასწავლი,შენი უბადრუკი შეყვარებული გგონია სამყაროს დასაწყისი და დასასრული?
-უგულო,სასტიკი,უგრძნობი ადამიანი ხარ,რომელიც სხვისი უბედურებით ხარობს.შენ რა იცი სიყვარული,თამაში გგონია არა?ეს ბიზნესი არაა ალექსანდრე,სიყვარულმა მოგება და წაგება არ იცის.თუ გიყვარს ბოლომდე მას უნდა ეკუთვნოდე.შენ კი გატყობ ასეთი არაფერი გამოგიცდია.მეცოდები,ძალიან მეცოდები რომ ასეთი ხარ.უბედური ხარ ალექსანდრე,რადგან საყვარელი ადამიანი არ გყავს,რომელსაც ენდობი,ტკივილის დროს დაგაწყნარებს,შენს სიხარულს გაიზიარებს
-გაჩუმდი-მკაცრად გამაფრთხილა მაგრამ მე არ გავჩუმდებოდი
-არ გავჩუმდები,შენ მე ვერაფერს მიბრძანებ.თუ შენ ჩემს გრძნობებს კლავ,მე შენ მოგკლავ.შენს რადგან გრძნობები არ გაგაჩნია და მას ვერც გავანადგურებ.ტკივილი იცი რა არის? არ გეცოდინება,იმიტომ რომ შენ ისე არასდროს მოგექცეიან როგორც ახლა მე კიკეთებ
ხელი აწია და დამარტყა.ისეთი ძალით მომხვდა წავბორძიკდი და მინის მაგიდას თავი დავარტყი.მაშინვე ხელი ავიფარე,მაგრამ რაღაც თბილი ვიგრძენი.თავიდან სისხლი მდიოდა
-აქ იჯექი,არ გაინძრე,ახლავე სპირტს და ბამბას მოვიტან
-არ მჭირდება შენი არაფერი
-იჯექიმეთქი-მითხრა და გაიქცა.რომც არ ებრძანა ადგომის თავი მაინც არ მქონდა
-ხელი გაწიე მე თვითონ ვიზამ
-ერთხელ მაინც გააკეთე ის რასაც გეტყვი,იქნებ ასე უფრო გავუგოთ ერთმანეთს
-ამას არასდროს გაპატიებ ალექსანდრე,ჩემზე ხელის აწევას განანებ
-შეგიძლია სამაგიერო გადამიხადო-საერთოდ არ ჰქონდა სიბრალულის გრძნობა.ძალა მოვიკრიბე და ავდექი
-საკუთარ თავს თვითონ მივხედავ,ნახვამდის-ნაბიჯი გადავდგი თუ არა ყველაფერი დატრიალდა,მისმა ხელებმა სწრაფად დამიჭირა და გონება დავკარგე
გონს მოვედი.ოთახში ვიღაცის ყოფნას ვგრძნობდი,გვერდით იჯდა.ამ დროს კარები გაიღო.თვალები არ გამიხელია
-როგორაა ბიჭო?
-ისევ ისე
-ექიმმა ხო თქვა საშიში არაფერიაო,გაუვლის მალე
-იმედია
-ისე ხელი რამ აგაწევინა,მთლად გაგიჟდი?
-წყობილებიდან გამომიყვანა და ვეღარ მოვითმინე
-მადლობა თქვი სერიოზული რომ არაფერია,თორემ პრობლემები შეგვექმნებოდა
-პრობლემები ყოველთვის მოგვარდება
-კარგი ერთი,დათო ავალიანის ქალიშვილს სახეში გაარტყი და უკვე რამოდენიმე საათია უგუნოდაა.ეს ამბავი რომ გასკდეს იცი რა მოხდება?
-ნუ ახურებ რაა...Qეტას რომ რამე დაემართოს საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ
-სინდისმა შეგაწუხა ალექს?
-სინდისმა არა,სიყვარულმა
-ხოდა უთხარი რომ გიყვარს,რა საჭიროა ეს იძულებითი ქორწინება
-არასოდეს,არასოდეს არ უნდა გაიგოს ჩემი გრძნობების შესახებ
-შენი არ მესმის ძმაო.თუ მასე გინდა ვერ ვხვდები რატო აწვალებ.გაუშვი რა,ბედნიერი იყოს იმ თავის ანდრეასთან
-რა ვერ გაიგე.აქ ჩემი გრძნობები მეორეხარისხოვანია.მამამის დიდი პრობლემები აქვს,ამის გადაწყვეტა კი ჩვენს შეუგლებას შეუძლია.თუ დავნათესავდებით მაშინ ყველაფერი მოგვარდება,ისინი ზურაბს ვერ გადააბიჯებენ.ამის გამო კი დათომ ქეთა გაწირა
-არ ვიცი ძმაო,ვერაფერი გავიგე
თვალები მაგრად დავხუჭე,მინდოდა ეს ყველაფერი გონებიდან ამომეგდო,მაგრამ ასე ადვილი არ იყო/დაწოლილი ვეღარ გავჩერდებოდი.თვალები გავახილე
-ქეთა როგორ ხარ?
არაფერი მიპასუხნია,წამოვდექი,ჩანთა ავიღე და კარისკენ წავედი
-სად მიდიხარ?
-სახლში
-მე წაგიყვან,შენი მძღოლი წასულია
მანქანაში ჩავჯექით
-თუმცა არა,სახლში არ მინდა,ნუცუბიძეზე ამიყვანე
-ვისთან მიდიხარ?
-მეგობრებთან
მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოგვიღია.ახლა ყველაზე მძიმე დრო მედგა.ელენესთვის,გიორგისთვის და რაც მთავარია ანდრეასთვის სიტუაცია უნდა ამეხსნა.გზაში ელენეს მივწერე და გიორგისთან ერთად კარებთან დამხვდა.
-აქ გააჩერე
-ფრთხილად იყავი
-ნახვამდის-ვუთხარი და გადმოვედი.ალექსანდრე წავიდა
-ეს ვისი მანქანაა?მკითხა ელენემ
-ჩემი საქმროსი

ელენე და გიორგი გაშეშდნენ.მერე უკან გაიხედეს,ჯანდაბა ანდრეა
-შენი საქმროსი?
-კარგია რომ სამივე აქ ხართ,სალაპარაკო მაქვს
-მე შენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს-მითხრა ანდრეამ
-უნდა მომისმინო,გთხოვ
სახლში შევედით და სამივე წინ დამიჯდა
-რა ხდება ქეთა,ასე მალე როგორ გადამიყვარე?
-დამცინი?მე ახლა ნახევარ სიცოცხლეს ვთმობ რომ ეს ყველაფერი გითხრა
-ანდრეა აცადე-უთხრა გიორგიმ
მოვუყევი რომ დათოს პრობლემები აქვს,ამის გადაწყვეტა კი ზურაბს შეუძლია.სანაცვლოდ რას ითხოვდა და მოკლედ ყველაფერი რაც საჭირო იყო
-ანუ შენი გათხოვება გარდაუვალია?-წამოიძახა ელენემ
-ამის დედაც-ანდრეას სახე გიჟს უგავდა-მოვკლავ მაგ იდიოტს
-ანდრეა გაჩერდი,გეყოს-რაღაც უნდა მომეფიქრებინა თანაც ისეთი,რაც არცერთს არ გვავნებდა,მაგრამ ეს რთული იყო.თავს მხოლოდ გაქცევით თუ ვუშველიდი
-ანდრეა,ქვეყნიდან უნდა გამაპარო
-ყოჩაღ კარგად აზროვნებ-მომიწონა გიორგიმ
-ახლავე-თქვა ანდრეამ
-არა ახლავე რომ წავიდეს მამამისი და ალექსანდრე ქვეყანას შეძრავენ.ჩვენც პრობლემებს შეგვიქმნიან.ვახტანგს ბიზნესის წარმოებას შეუჩერებენ-თქვა ელენემ და მეც დავეთანხმე
-მართალია,აჯობებს მათ სურვილებს დავემორჩილო.იფიქრონ რომ ყველაფერი რიგზეა.ალექსანდრეს ქორწინებაზე თანხმობას მივცემ,მაგრამ ანდრეა არ დაუშვა რომ მისი კანონიერი ცოლი გავხდე
-ნუ ღელავ-მოვიდა და ჩამეხუტა-სიცოცხლის ფასადაც კი დაგიცავ
-ნუ მაშინებ
-კარგი,ახლა დაურეკე ალექსანდრეს
-რაა?-გაოცებისგან წამოვიძახე
-დაურეკე და უთხარი მოგაკითხოს-ანდრეა მშვიდად საუბრობდა-თუ თამაშია ბოლომდე სწორად უნდა ვითამაშოთ
ალექსანდრეს ჩემზე გაკვირვებული ხმა ჰქონდა,როცა მოკითხვა ვთხოვე,თუმცა დამთანხმდა
-ფრთხილად იყავი ქეთა,არანაირი სმსები და ზარები
-ამას ვერ გავუძლებ,უშენოდ არ შემიძლია-ტირილი მინდოდა
-მე შენ მიყვარხარ,ეს ყოველთვის გახსოვდეს
ალექსანდრე მალევე მოვიდა.დავემშვიდობე და მანქანაში ჩავჯექი
-ძალიან გამაკვირვე
-თუ მომავალი ცხოვრება შენთან ერთად უნდა გავატარო აჯობებს თავიდანვე შევეჩვიო-თბილად გავუღიმე
-მომწონს შენი პოზიცია ქეთევან-მითხრა,ფრთხილად გადმოიწია და მაკოცა.მეც სხვა გზა აღარ მქონდა და კოცნითვე ვუპასუხე.
ყველაგერი გეგმის მიხედვით მიდიოდა.ქვეყნის დატოვებისთვის ყველა საბუთი მზად იყო.ალექსანდრემ იფიქრა,რომ მართლაც დამიმორჩილა და გამარჯვებულის სახით დადიოდა.საწყალი.რას იფიქრებდა რომ მისი ყველა გეგმა მალევე დაინგრეოდა.დარწმუნებული ვიყავი,როცა ჩემი გაპარვის ამბავი გამჟღავნდებოდა ,პრესაში უამრავი სტატია დაიწერებოდა სათაურებით "ჯერ არ დანიშნული ქორწილი ჩაიშალა,ქეთავან ავალიანი გაიქცა","ალექსანდრე ყიფიანი საცოლემ მიატოვა,რა მოხდა სინამდვილეში?"... ვიცოდი,ამისთვის ალექსანდრე ყველა ღონეს იხმარდა რომ დავესაჯე.სწორედ ამიტომ ანდრეა ცდილობდა ისეთი ადგილი მოეძებნა სადაც მშვიდად ვიცხოვრებდით
როგორც ყოველთვის,ამ საღამოსაც მოვიდა,მეც თბილად შევხვდი
-ქეთა,რაღაც მინდა გკითხო
-მკითხე
-ვხედავ რომ ანდრეას არ ხვდები,არ გირეკავს,საერთოდ არ გაქვთ კონტაქტი,ნუთუ მართლა
-ალექს გთხოვ,ანდრეას ნუ მიხსენებ.რომ ვყვარებოდი ასე ადვილად არ დანებდებოდა,შემაჩერებდა,მაგრამ ასე არ მოიქცა,ამით უფრო მატკინა გული და სწორედ ამიტომ ვცდილობ დავივიწყო-მსახიობი არ ვიყავი მაგრამ ამ დრამის გათამაშება კარგად გამომივიდა.ასეა თუ ისე უნდა ვაღიარო რომ ამ საკითხში მაინც დავამარცხე ალექსანდრეს
ტელეფონმა დარეკა
-როგორ ხარ ელენე?
-სად ხარ?
-სახლში ვარ,ალექსანდრეც აქაა-ეს ყოველთვის უნდა მეთქვა როცა ასეთ დროს დარეკავდა
-ახლა მისმინე,5 წუთში გიორგი მოვა მანქანით.ყველა საბუთი უნდა მიცე.ვითომ კაბა გთხოვე,იმ ყუთში ჩანდე და მიეცი.ანდრეა ბილეთს აიღებს და რამოდენიმე საათში ეს კოშმარი დასრულდება
-კარგი რა პროლემაა,გათხოვებ
-ნუ ნერვიულობ,ყველაფერი კარგად იქნება,მთავარია გიორგის წასლის შემდეგ ალექსანდრე მალე მოიშორო
-კარგი
-შეგიძლია ის შავი კაბა გამოატანო
-აუცილებლად-გამეცინა და დავუკიდე
-ელენეს კაბა უნდა ვათხოვო,გიორგი მოვა და მივცემ.ზევით ავალ მოვუმზადებ
-კარგი
სწრაფად ჩავდე ყველა საბუთი,საბანკო ანგარიშის ნომერი თუ უბრალო მოწმომები.ავნერვიულდი,ხელებს ვერ ვამოძრავებდი.სიგნალის ხმა გაისმა.წყნარად ქეთა,მთავარია ანდრეა შენთანაა.გარეთ გავედი და გიორგის ყუთი მივეცი
-როგორც ვხედავ შენს საქმროს დაცვა მოუმაგრებია,ეს საქმეს ართულებს
-რა ვქნა გიორგი,ძალიან ვღელავ
-ეგ არაფერი,მთავარია ყველაფერი გეგმის მიხედვით შეასრულო
როგორც იქნა ალექსანდრეც გავუშვი.მეგონა რაღაც შემატყო,მაგრამ ამაზე ფიქრით ტავი არ მიმტვრევია.ელენემ დარეკა
-ქეთა,საქმე ცუდადაა
-რა მოხდა?
-ქვეყნიდან ვერ გახვალ
-რა?რას ნიშნავ ვერ გავალ?
-ყველა აეროპორტი გაფრთხილებულია,ქვეყნის დატოვების უფლებას არ მოგცემენ.როგორც ჩანს რაღაც ეჭვები აქვთ
-ახლა რა უნდა ვქნათ?
-საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება გაქვთ,ამიტომ სხვა ქალაქ.ბოლოს და ბოლოს რამე შეიცვლება.ახლა კი ყურადღებით მომისმინე
მთელი გეგმა გამაცნო,რომელიც ერთ საათში უნდა შემესრულებინა.ზუსტად 9 საათზე.გული საშინლად მიცემდა
საკრედიტო ბარათი ავიღე და გამოვედი.მანქანაში ჩავჯექი.მძღოლს ვუთხარი ნუცუბიძეზე ავეყვანე.მანქანა დაიძრა თუ არა,უკან მეორეც გამოგვყვა.ესეც ალექსანდრეს დაცვა.ელენეს თქმით სანამ მის სახლთან მივიდოდი მარკეტში უნდა შევსულიყავი
-აქ გააჩერეთ,მალე მოვალ
მანქანიდან გადმოვედი.საბედნიეროდ დაცვა არ გამომყოლია.მაშინვე გამყიდველთან მივედი
-მეორე გასასვლელი საითაა?
-იქით
-მადლობა.იცოდეთ არავის უთხრათ რომ ამ კარიდან გავედი,თორემ ინანებთ
-კარგი
გავედი თუ არა მანქანა დავინახე.ანდრეა მელოდებოდა.სწრაფად ჩავჯექი და წავედით.ცოტა დრო გვქონდა.სანამ დაცვა მიხვდებოდა რა მოხდა და ალექსანდრეს შეატყობინებდნენ აქაურობას უნდა მოვშორებოდით.ანდრეამ მანქანაზეც იზრუნა
-ჩემით რომ წამოვსულიყავით დარწმუნებული ვარ გვიპოვნიდნენ
-ჩემი ჭკვიანი
-მთავარია აქედან გაგიყვანო
თხუთმეტი წუთის შემდეგ მობილურზე დამირეკა
-ანდრეა რა ვქნა?
-უპასუხე
-გისმენ
-ახლავე დაბრუნდი,სწრაფად
-არა,შენ წააგე ალექსანდრე
-მობილური ხმამაღალზე ჩართე,მაგ იდიოტს რაღაც უნდა ვუთხრა
ანდრეას გავხედე და ღილაკს დავაჭირე
-ახლა კარგად მომისმინე,ჩემი საცოლე დააბრუნე თორემ თავბედს გაწყევლინებ
-შენი საცოლე ჩემი შეყვარებულია და მალე ჩემი ცოლი გახდებ.ცუდი არჩევანი გააკეთე მეგობარო
-ქეთა იცოდე გიპოვი თანაც ძალიან მალე.დაფიქრდი რას აკეთებ,შენ მარტო შენს ოჯახს კი არა ანდრეას ოჯახსაც დაღუპავ-აშკარად მანიპულირებას ცდილობდა
-მემუქრები?-ანდრეას ხმაში სიმკაცრე შეეპარა-ჩემს ოჯახს შენი დასაჩაგრი არაფერი ჭირს.თავი ვინ გგონია მამაშენის იმედი გაქვს არა?თვითონ რას წარმოადგენ?
-ამისთვის ორივე სასტიკად დაისჯებით
-დაწყნარდი ალექს,ნუ ნერვიულობ-ვუთხარი და გავუთიშე
-მართლა რომ გვიპოვოს?-შიშმა შემიპყრო
ანდრეას არაფერი უპასუხია
-ხო მართლა სად მივდივართ?
-ვეცდები თურქეთში გადაგიყვანო
-მაგრამ თუ ჩემი საბუთები კონტროლზეა?
-ყოველთვის მოიძებნება არაკანონიერი გზა
არსად გავჩერებულვართ,დასაკარგი დრო არ გვქონდა.ალექსანდრემ ბევრჯერ დამირეკა,მაგრამ არ ვუპასუხე.როგორც იქნა ბათუმში
ჩავედით
-ანდრეა გთხოვ ცოტა ხანს გააჩერე,წყალი უნდა ვიყიდო
-კარგი სწრაფად,მეც გადმოვალ,მარტო ვერ დაგტოვებ-წყალი მშვიდად ვიყიდეთ და წავედით.ბნელი გზა იყო
-დამთრგუნავი გზაა
-გეშინია?
-შენთან ერთად არა-ვიცრუე.სარკეში გავიხედე და გული გამიჩერდა
-ანდრეა-წამოვიკივლე-მოგვყვებიან
ანდრეამაც გაიხედა
-რა იცი რომ ისინი არიან?
-ალექსანდრეს მანქანაა.აქ საიდან გაჩნდნენ?
-ჯანდაბა ქეთა,შენი მობიულური
-ჩემი მობილური რა შუაშია?
-გადააგდე,სწრაფად
-რატო?
-ქეთა გადააგდე,მაგით მოგვყვებიან.მინა ჩამოვწიე და ვისროლე.არ დამნანებია,რადგან ალექსანდრეს ნაჩუქარი იყო
-რა ვქნათ,გავჩერდეთ?
ჩემი თქმა და ერთ-ერთი მანქანა მოგვიახლოვდა,ცოტაც და გადაგვისწრებდა.ანდრეამაც მოუმატა გაზს მაგრამ აშკარად გვჯობნიდნენ.ვმარცხდებოდით.საბოლოოდ თავისას მიაღწიეს და წინ ჩაგვიდგნენ.სხვა გზა აღარ იყო უნდა გავჩერებულიყავით
-ანდრეა იცოდე,ახლა რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის მეყვარები.ამ გრძნობას სამარეში ჩავიტან
-ქეთა,მაპატიე ჩემო სიყვარულო,ვერ დაგიცავი,ვერ შევძელი
ისე ვაკოცეთ ერთმანეთს,როგორც არასდროს.ვგრძნობდი ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იყო.
ფანჯარაზე მოგვიკაკუნეს
-რომეო და ჯულიეტა,მგონი დროა მანქანიდან გადმოხვიდეთ-ისევ ის დამცინავი ხმა
-ხომ გაგაფრთხილე გიპოვითქო
-როგორ მომაგენი?
-შენ მე სულელი ხომ არ გგონივარ?როგორც კი ქორწინებაზე დამთანხმდი მაშინვე მივიღე ზომები.აეროპორტები მკაცრად იყვნენ გაფრთხილებულები არ გაეშვით.იმ იდოტებმა გვიან შემატყობინეს შენი საბუთებით ბილეთს რომ ყიდულობდნენ,თორემ აქამდეც ვერ მოაღწევდით.დაცვაც მოგამაგრე,მაგრამ იმათმაც ვერაფერი გააკეთეს.რაც შეეხება შენს მობილურს მის გადაგდებაზე ადრე უნდა გეფიქრათ.მისი საშუალებით ყოველთვის ვიცოდი სად იყავი.შენი მეგობრის წასვლის შემდეგ შეგეტყო რომ ნერვიულობდი.წამოსვლას ვაპირებდი,მაგრამ ეჭვი შემეპარ ა დაცვის მანქანაში ჩავჯექი.მეგონა აღარაფერი მოხვიდოდა,მაგრამ სახლიდან გამოხვედი.მარკეტში ვაკვირდებოდი შენს გადაადგილებას და როგორც კი მონიტორზე შენი გამოსახულება სხვაგან მოხვდა მაშინვე დაგედევნეთ.რაღაც პრობლემის გამო რამოდენიმეჯერ დაგკარგეთ,ამიტომ დაგირეკე.კიდევ ერთი შეცდომა დაუშვი როცა მიპასუხე.ახლა კი როგორც ხედავ აქ ვარ.თქვენი გენიალური გეგმა არც ისე უნაკლო აღმოჩნდა.ახლა დროა ჩვენ საქმეს მივხედოთ
-რას გვიპირებ?-ვკითხე შეშინებულმა
-შენ სახლში დაგელაპარაკები,ახლა ამას უნდა მივხედო
-ხელი არ ახლო ბიჭო,თორემ არც დავფიქრდები ისე მოგკლავ
ალექსანდრეს გაცინა
-რომეო ნუ მასწავლი როგორ უნდა მოვიქცე
-გთხოვ ალექსანდრე არაფერი დაუშავო,გთხოვ-მუხლებზე დაჩოქილი ვევედრებოდი,ის კი არც მიყურებდა.ხელის შეხება ვიგრძენი.ანრეა იყო,ამაყენა და ჩამეხუტა
-ბედს არ დამორჩილდე ქეთა,გახსოვდეს რომ მიყვარხარ სადაც არ უნდა ვიყო
-ანდრეა გთხოვ წადი,ნება არ მისცე რამე დაგიშავონ
-გაიწიე ქეთა,ეს საქმე უნდა დავასრულო-გვერდზე გამწია
-ალექსანდრე,ჩვენი გამწარებისთვის პასუხი უნდა აგო.შენი წუთები დათვლილია-უთხრა და იარაღი ამოიღო-მის გამო მკვლელობასაც კი ჩავიდენ
ალექსანდრესთან მივირბინე და გადავეფარე
-ამას ნუ იზამ ანდრეა
-მშიშარა ხარ,ქალის ზურს უკან ამოფარებული.ნუთუ სიკვდილის გეშინია?-ალექსანდრეს გამოწვევას ცდილობდა
-გაჩუმდი ანდრეა-ამდენის ატანა უკვე აღარ შემეძლო
-ვერ ვხვდები ქეთა რა გინდა?ნუთუ არ ვარ ღისნი ბედნიერები ვიყოთ?
-ვართ,მაგრამ ამ გზით არა
-ასეთი არაკაცები სიკვდილს იმსახურებენ
-არამეთქი,ჩემს თავს გაფიცებ იარაღი დაუშვი და არ გაბედო სროლა
ანდრეამ იარაღი დაწია და ხმამაღლა გაიცინა
-შეგიყვარდა არა?მითხარი ქეთა
გაოცებული ვუყურებდი,ეს როგორ იფიქრა?!!
-გაგიჟდი ანდრეა?ხვდები მაინც რას მეუბნები?
-აბა რა უნდა ვიფიქრო?
-არ მინდა მკვლელი იყო,მისი მოკვლით ბედნიერები როგორ ვიქნებით?გგონია გაცოცხლებენ?ჩემზე რატომ არ ფიქრობთ არცერთი,რატომ?
-ქეთა მგონი აჯობებს წავიდეთ-მითხრა ალექსანდრემ
-სად უნდა წავიდეთ?
-სახლში
-სახლში?-გამეცინა-რომელ სახლში ალექსანდრე?იქ,სადაც მშობლებმა გამწირეს როგორც მონა თუ შენტან,სადაც ბედნიერება არ მეღირსება?
-ასე ნუ ამბობ ქეთა,გთხოვ
-მე გთხოვ გამიშვა.ალექს,ვერ შეგიყვარებ
-ცადე?იქნებ არ გაგიჭირდეს?-გამახსენდა როგორ ეუბნებოდა მეგობარს "სინდისმა არა,სიყვარულმა"
-არ მინდა რომ ვცადო,ნუ დამაშორებ ჩემს სიყვარულს.თუ გამიშვებ ამით უდიდეს ბედნიერებას მომანიჭებ
-მამაშენზე არ ფიქრობ?
-მე მამა აღარ მყავს,საერთოდ არავინ მყავს.არცერთმა ოჯახის წევრმა არ იფიქრა ჩემზე.მაგრამ არ მინდა ასე ძალიანაც დავსაჯო.შენ ხომ შეგიძლია ამის მოგვარება?ვიცი ბევრს ვითხოვ მაგრამ
ალექსანდრე გაჩუმდა.ანდრეას გავხედე,მოშორებით იდგა და ვრ გაეგო რა ხდებოდა,რაზე ვსაუბრობდით
-კარგი ქეთა,როგორც ჩანს ძალის დატანებით არაფერი გამოდის.ერთხელ უკვე გამექეცი.მეც დავუშვი შეცდომა,არ უნდა დაგდევნებოდით.ახლა კი აქ ვდგავართ და შენს ხვეწნა-მუდარას ვისმენ.გაგიშვებ ქეთა,შეგიძლია ანდრეასთნ წახვიდე და მთელი ცხოვრება ბედნიერები იყოთ.აღარასდროს,აღარასდროს ჩავერევი თქვენს ცხოვრებაში,რადგან იმედი იმისა,რომ ჩემკენ გული მოგიბრუნდება,ოდნავ მაინც შემიყვარებ აღარ არსებობს.მაგრამ იცოდე,თუ რამეში დაგჭირდი ყოველთვის გამოგიწვდი დახმარების ხელს.მშვიდობით-შებრუნდა და მანქანისკენ წავიდა.ცრემლები მომდიოდა,მაგრამ ვერ გავიგე სიხარულის იყო თუ სიბრალულის ალექსანდრეს მიმართ.მეც შევტრიალდი და ანდრეასთან მივირბინე
-ყველაფერი დასრულდა-ვუთხარი და ჩავეხუტე
ალექსანდრემ მანქანით ჩაგვიარა და თქვა
-შენ მართალი იყავი,მე დავმარცხდი,ვერ დაგიმორჩილე
-ალექს
-რა
-მინდა მად...
-არ გინდა ქეთა,ნურაფერს ნუ მეტყვი
-ნახვამდის-მინდოდა იმ უკვე არასებულ მობულურთან ერთან სამაჯურიც დამებრუნებინა,მაგრამ ვერ შევძელი.მხოლოდ დავემშვიდობე და შევტრიალდი.ჩემს ბედნიერებასთან ერთად მანქანაში ჩავჯექი და უკან დავბრუნდით.ახლა აღარასდროს მოგვიწევდა გაქცევა.
ანდრეას თხოვნით სახლში დავბრუნდი.ვიცოდი ჩემი მისვლა კამათის გარეშე არ დასრულდებოდა და ამისთვის მზად ვიყავი.ალბათ დათომ მშვენივრად იცოდა რა მოხდა ამ დღეებში.კარი შევაღე თუ არა მაშინვე გამოვარდა
-შენ რა გაგიჟდი გოგო?
-აუ დათო შენი თავი არ მაქვს
-შემომხედე ქეთა,აზრზე ხარ მაინც შენი საქციელით რა ჩაიდინე?
-ნუ ღელავ ძვირფასო მამა,შენი ბიზნესი მაინც გადარჩება
დათო ყოველთვის ძალიან მიყვარდა,მაგრამ ახლა მხოლოდ ზიზღს ვგრძნობდი.ბიზნესის გადარჩენა რომ ვუთხარი სახე შეეცვალა.ნამდვილად არ ელოდა
-რა იცი?-მკითხა გაკვირვებულმა
-ვიცი და ნუ ღელავ,ალექსანდრე ყველაფერს მოაგვარებს და მაინც რა საქმეში ხარ ასეთში გარეული?
-ეგ შენ არ გეხება.კარგი ბოდიში აღელვებული ვიყავი
-ბოდიშს არ მივიღებ მამა
-რას ნიშნავს არ მიიღებ?
-ვერ გაპატიებ,ეს ყოველთვის მემახსოვრება.რას ვნიშნავ მე შენთვის?
-რას მეკითხები ქეთა,ჩემი შვილი ხარ და სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ
-გაჩუმდი.ცარიელი სიტყვები არ მჭირდება.სიცოცხლეზე მეტად რომ გყავრებოდი ასე არ მომექცეოდი.შენ მე კი არა ბიზნესი გიყვარს ყველასა და ყველაფერზე მეტად.მისი გულისთვის მე გამიმეტე.ეს როგორი სიყვარულია მამა,რით ამიხსნი?
-მე მხოლოდ შენი ბედნიერება მინდოდა
-რატომ ვერ მიხვდი რომ მხოლოდ ფულით ბედნიერება არ მიიღწევა?ანდრეას მაშორებდი და უცხო ადამიანზე მათხოვებდი.ამას ეძახი ბედნიერებას?მიპასუხე-უკვე ნერვებს ვეღარ ვიმორჩილებდი და ვყვიროდი.ხმაურზე დედაჩემი ჩამოვიდა
-რატომ ყვირი ქეთა?
-არაა საყვირალი დედა?
-ჩვენი შვილი უკმაყოფილოა იმით,რო ვათხოვებდით და ამბობს არასდროს გაპატიებთო-უთხრა დათომ
-ქეთა ზედმეტი ხომ არ მოგდის?
აქ კი მართლა ლამის ჭკუიდან გადავედი
-კიდევ მე მომდის ზედმეტი?შენ დედა,შენ რა ქენი?რატომ არ შეაცვლევინე ეს გადაწყვეტილება.თუ შენც პირველ ადგილზე ფულს აყენებ?აბა რა,მერე ყოველდღე ვინ ივლის სალონებში?რა დაგიშავეთ,გამაგებინეთ.ერთადერთი შვილი გყავართ და მაინც გამამწარეთ.გამოუვალ მდგომარეობაში ჩამაგდეთ.თქვენი გადაწყვეტილების გამო იცით,რომ შეიძლებოდა ვიღაც დაღუპულიყო?იცით?თუ ეს არ გადარდებთ?მე რომ მომკვდარიყავი მაშინ რას იზამდით,მაშინ მაინც ითხოვდით პატიებას?-მთელი ზიზღი ამოვიღე,მაგრამ არცერთი წამით არ მინანია ჩემი სიტყვები.ვერავის ვერ დავადანაშაულებდი ჩემი გამწარებისთვის.ალექსანდრეც და მე ოჯახური პრინციპების მსხვერპლი გავხდით,მხოლოდ ოჯახი იყო დამნაშავე დ მეტი არავინ
-კარგად დაფიქრდით და გააანალიზეთ,იქნებ მიხვდეთ თქვენს დანაშაულს-ვუთხარი და ოთახში ავედი.დაღლილობამ ერთბაშად მომიცვა და ჩამეძინა
რომ გამომეღვიძა უკვე შუადღე იყო.თავი საშინლად მტკიოდა,ქვემოთ ჩასვლასაც არ ვაპირებდი.ელენეს დავურეკე და გამოსვლა ვთხოვე.მალევე ჩემთან გაჩნდა
-ანდრეამ ყველაფერი მოგვიყვა,ის ბიჭი არც ისე უგულო ყოფილა,როგორც ამბობდი
-ვუყვარვარ და მაგიტო გამიშვა
-ეგ არ გითქვამს.ანდრეამ იცის?
-არავინ არ იცის,წესით არც მე უნდა ვიცოდე,მაგრამ შემთხვევით გავიგონე მისი საუბარი
-კარგი დაივიწყე,მთავარია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა
-ყველაფერი გადაჭარბებული ნათქვამია
-რამე მოხდა კიდე?
-გუშინ რომ დავბრუნდი დათოს და ლიზას ვეჩხუბე.იცი რა,უნდა იგრძნონ რომ ჩემს წინაშე დიდი დანაშაული მიუძღვით.გარდა ამისა ალექსანდრეზე ვნერრვიულობ
-ქეთა,ბოლო წინადადება არ მომწონს
-არც მე,მაგრამ ცუდი წინათგრძნობა მაქვს,მასზე მეფიქრება.შენ არ იცი რა გადავიტანე,ანდრეამ ჩემს თვალწინ ლამის მოკლა
-ხო თქვა,ქეთა გადაეფარა,თორემ იქვე მოვკლავდიო
-ალექსანდრესთვის რომ რამე დაეშავებინა ანდრეასაც მოკლავდნენ,ამას კი ვერ გადავიტანდი
-დაწყნარდი ქეთა,შენ სწორად მოიქეცი
-ხო მაგრამ
-გეყოს რა,ხო თქვი დამემშვიდობა და წავიდაო ანუ ყველაფერი მორჩა.ახლა შეგიძლია ბედნიერად გააგრძელო ცხოვრება
-სამაჯურის დაბრუნება ვერ შევძელი
ელენემ თვალებში შემომხედა.დიდხანს მაკვირდებოდა და თქვა
-ნანობ რომ გაუშვი-ეს არც შეკითხვა იყო და არც ჩემი პროვოცირება.ელენეს მიერ დანახული სრულ რეალობას შეესაბამეოდა.ვნანობდი,რადგან არ მინდოდა რამე დამართნოდა.მასზე ისე ვღელავდი,როგორც გიორგიზე.ელენესთვის არაფერი მითქვამს.ალექსანდრე უკვე ჩემი წარსული იყო.მომავალი კი გვერდით მედგა.
ელენეს წასვლის შემდეგ ისევ ჩამეძინა,ამჯერად ხმაურმა გამომაღვიძა.ქვემოდან ჩხუბის ხმა ამოდიოდა.ოთახიდან გავედი.აშკარად ზურაბის ხმა იყო.სიტყვები ვერ გავარჩიე და ჩავედი.კაბინეტს მივუახლოვდი და ყური მივუგდე
-მე ხომ არ ვიცოდი რა მოხდებოდა-ამბობდა დათო
-არ იცოდი არა?აბა რა გეგონა?ეს საქმე მშვიდად რომ მოგვარებულიყო ქორწილი კი არ იქნებოდა საჭირო
-ზურაბ,ბავშვებმა ასე გადაწყვიტეს და მე რა მექნა?
-შენი სისულელის გამო ჩემი შვილი სიკვდილს ებრძვის,შეიძლება ვერ გადარჩეს გესმის?
ყურებს არ დავუჯერე,ალექსანდრე კვდებოდა.ღმერთო ახლა რა უნდა მექნა?ჩემს გამო კვდებოდა,ჩემი ბედნიერებისთვის.უნდა მეჩქარა.მაშინვე გარეთ გავვარდი და ზურაბის მძღოლთან მივირბინე
-ალექსანდრე რომელ საავადმყოფოშია?
-რესპუბლიკურში
მანქანისკენ გავიქეცი
-ჩემით წავალ-მძღოლს გასაღები გამოვართვი და გიჟივით გავვარდი.მიმღებში ვიკითხე რომელ სართულზე იყო და სწრაფად ავედი.პალატასთან ექიმი დამხვდა
-ვერ შეგიშვებთ,ოჯახის წევრების გარდა არავის ვუშვებთ
-მე ქეთევან ავალიანი ვარ,ალექსანდრეს საცოლე
ისევ ის სიტყვა გამოვიყენე.რა თქმა უნდა პრესიდან იცოდნენ,ასე რომ ზედმეტი კითხვის გარეშე შემიშვეს.ალექსანდრეს ეძინა.მივუახლოვდი
-გთხოვ იცოცხლე,არ დანებდე.შენ რომ რამე დაგემართოს ჩემს თავს ვერ ვაპატიებ.ჩემი ბრალია,მაპატიე გთხოვ-სიტყვებს გაურკვევლად ვამბობდი და ცრემლები მომდიოდა
-ქეთა ნუ ტირი-როდის გაიღვიძა ვერ გავიგე
-მაპატიე გთხოვ,მხოლოდ ჩემს გამო მოხდა ეს ყველაფერი,ჩემი ბრალია შენ რომ ასეთ მდგომარეობაში ხარ,რომ
-ვკვდები-ჩემს მაგივრად დაასრულა
-გთხოვ მაგას ნუ ამბობ,არ უნდა მოკვდე უნდა იცოცხლო ალექს.ხომ დამპირდი როცა დაგჭირდები შენთან ვიქნებიო,ახლა მჭირდები და არ უნდა დამტოვო.გესმის?
-მე დამტირი-ნაზად გაეღიმა-ჩემს საწოლთან ხარ და ჩემს გამო ტირი,ჩემზე ღელავ და დარდობ.ბედნიერი მივდივარ ქეთა,ამაზე დიდ სიხარულს ვერ მომანიჭებდი
-გაჩუმდი გთხოვ,ხომ არ დამტოვებ,მითხარი
-ქეთევან რაც გაგიცანი მხოლოდ რაღაცას მთხოვ.შენი დიდი სურვილი ავასრულე,მაგრამ ახლა ვერ დაგპირდები
-ამის უფლებას არ მოგცემ
-ქეთა,ერთ რამეს დამპირდი კარგი?უნდა დამპირდე რომ საკუთარ თავს არ დაადანაშაულებ,მთელი ცხოვრება ამ ტვირთს არ ატარებ.ჩვეულებრივად გააგრძელე ცხოვრება,თითქოს მე არც ვარსებობდი-ხელი მომკიდა-დაივიწყე ის ცუდი დღეები,გონებიდან წაშალე.ვიცი რთული იქნება,მარამ უნდა დამპირდე.წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო გაგიჭირდება.მე კი ნებას არ მოგცემ დაიტანჯო,ჩემს გამო დაიტანჯო.გიყვარდეს და უყვარდე,არ გამიხსენო,როცა რამე მოგონება წამოგიტივტივდება მაშინვე სხვა რამეზე იფიქრე.მითხარი რომ ამას შეასრულებ
-მე-სიტყვა გამიწყდა,ეს როგორ გამეკეთებინა
-დამპირდი ქეთა გთხოვ,ეს ხომ ჩემი ბოლო სურვილია
-რთული იქნება,მაგრამ გპირდები
-ახლა წადი და აღარ დაბრუნდე
-შენთვის ვილოცებ-შუბლზე ვაკოცე და გამოვედი
ტკივილი მწვავდა,მიუხედავად პირობისა ეს მძიმე ტვირთი მაინც მომქონდა.რა მეწოდებინა საკუთარი თავისთვის,მკვლელი?მერე რა რომ მე არ მისვრია,გული მოვუკალი.თავს ყველაზე საშინელ ადამიანად ვთვლიდი.ეს ტკივილი ნეტა როდის განელდებოდა.ვიცოდი ვეღარ ვნახავდი და თავის დამშვიდებას არც კი ვცდილობდი.ცხოვრების გამწარების გარდა მეტი არაფერი გამიკეთებია.გულდამძიმებული გამოვედი საავამდყოფოდან.გარეთ გამოსვლა და ფოტოაპარატების ჩხაკუნი ერთი იყო.უამრავი ჟურნალისტი მეხვია თავს
-ქეთა როგორი მდგომარეობაა?
-გადარჩება?
-ქეთა წამოდი-ანდრეა იყო
-რ იცოდი აქ რომ ვიყავი?
-კარგი ერთი,როგორც კი გაიგებდი მაშინვე წამოხვიდოდი,მოდი სახლში წაგიყვან-მანქანაში ჩავჯექით
-არ მინდა სახლში,სადაც ელენეა იქ წამიყვანე
ანდრეამ ელენს დაურეკა და გიორგისთან წავედით
-გარდაიცვალა?
-არა მაგრამ-ცრემლებს ვერ ვიკავებდი
-ნუ ნერვიულობ ქეთა,დამშვიდდი
-როგორ ანდრეა?ჩემს გამო თავი გაწირა,ეს როგორ დავივიწყო?მიუხედავად ამისა მაინც არ ბრაზობდა ჩემზე,ისევ ბედნიერება მისურვა და დავიწყება მთხოვა.პირობის მიცემა ადვილია,მაგრამ შესრულების რა მოგახსენო.ეს ტკივილი მთელი ცხოვრება გამყვება და არ მომასვენებს
ანდრეას არაფერი უთქვამს,მაგრამ ვიცოდი ისიც ღელავდა.გიორგისთან რომ მივედით ელენემ ცალკე გამიყვანა
-ვწუხვარ ქეთა,მაგრამ უნდა გაუძლო
-შენ არ გესმის ელენე.მე მისი სიკვდილი დამედება ცოდვად
-გთხოვ ანდრეაზეც იფიქრე,ასეთს რომ გხედავს დარდობს-ხელი მომკიდა-ქეთა.სამაჯური მოიხსენი?
-არა
-არ გიკეთია
ხელს დავხედე,მართლაც სად წავიღე?ზუსტად ვიცოდი რომ არ მომიხსნია
-იქნებ სადმე დაგივარდა,მოდი მოვძებნოთ
გამახსენდა როგორ ეკავა ალექსანდრე ხელი დიდხანს და თან პირობას მადებინებდა
-აზრი არ აქვს,არ ეძებო,მან წაიღო
ელენედან რომ წამოვედი მიზნად დასახული მქონდა გამერკვია რისთვის დაჭრეს ალექსანდრე.დათოსთან ისედაც ნაჩხუბარი მქონდა და არაფერი უჭირდა ცოტას კიდევ თუ დავამატებდი.ვგრძნობდი რაღაც ბინძურ საქმეში იყო გარეული.კაბინეტში შევედი
-ქეთა?გამაკვირვე
-მეც მიკვირს რომ შენთან სალაპარაკოდ მოვედი-მკაცრად ვუთხარი
-რით შემიძლია დაგეხმარო?-მამა-შვილი კი არა თითქოს უბრალო ნაცნობები საუბრობდნენ
-უნდა ამიხსნა ალექსანდრე ასეთ მდგომარეობაში რატოა
-მე რა ვიცი,წადი და კითხე
-გეყოს მამა,ვიცი შენი საქმის გამო გაერია.ნუთუ სულ არ გეცოდება?გული არ გაქვს?ადამიანის მკვლელობა გედება სინდისზე.მე ხომ გამანადგურე,მაგრამ მას რაღას ერჩოდი?
დათო გაჩუმდა.სახეზე ერთიმეორის მიყოლებით გამოესახა გაკვირვება,გაოცება,მრისხანება
-ჩემგან რას ითხოვ?
-სიმართლეს
-მაპატიე ქეთა,ბოლომდე ვერ გეტყვი მაგრამ.მე კონტაქტი მაქვს მსოფლიოს წარმატებულ ბიზნესმენებთან და შენ ეს შესანიშნავად იცი.მოკლედ ერთ-ერთთან დიდი უთანხმოება მომივიდა.ზურაბს ვთხოვე დახმარება,ვინაიდან ერთმანეთს კარგად იცნობდნენ.ის არანაირად გადააბიჯებდა ზურაბს ჩვენ რომ საერთო გვქონოდა საქმის გარდა.ვიფიქრეთ ნათესაური კავშირი ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა ამიტომ გადავწყვიტეთ თქვენი დაქორწინება.შენი სიჯიუტის გამო კი ქორწილი ვერ შედგა და შენი საქმრო მარტო წავიდა საქმის მოსაგვარებლად.იქ არ ვიცი რა მოხდა,მაგრამ შედეგს თვითონაც ხედავ
-ჯანდაბაშიც წასულა შენი ბიზნესი-ვუთხარი და გამოვედი
დღეები გადიოდა მე კი ალექსანდრეზე არაფერი ვიცოდი.კი მითხრა აღარ მოხვიდეო,მაგრამ ვერ შევძელი და მაინც წავედი.თუმცა ჩემი მისვლა უშედეგოდ დასრულდა.სასიკვდილოდ მყოფი,პალატაში მწოლიარე ალექსანდრეს სიტყას კვლავ ემორჩილებოდნენ.მასზე ინფორმაციის გაცემა,ჩემი შეშვებაც კი მკაცრად იკრძალებოდა.ბევრი ვეცადე მაგრამ უშედეგოდ.ბოლოს ვიფიქრე ჩემს მაგივრად ელენეს შევუშვებთქო,მაგრამ უცხო პირებზე საუბარიც ზედმეტი იყო.თავს იმით ვიმშვიდებდი,რომ ცოცხალი იყო.მაგრამ რამდენი ხანი უნდა გაგრძელებულიყო ეს ლოდინი?!ჩემი საქციელით ანდრეას აშკარად ვაღიზიანებდი,მაგრამ ამაზე ნაკლებად ვფიქრობდი.ერთ საღამოსაც,როცა ვსეირნობდით ვეღარ მოითმინა და ამ ხნის მანძილზე ნაგროვები ბოღმა აღარ დამალა
-მეტისმეტია-ისე ხმამაღლა წარმოთქვა შიშიგან შევხტი
-რაა?
-ქეთა,დიდხანს უნდა იყო ასე?
-სანამ ამბავს არ გავიგებ
-ჩემზე არ ფიქრობ?
-შენზე რომ ვფიქრობ იმიტომ ვარ აქ,შენს გვერდით-მგონი გავგიჟდი,როგორ ველაპარაკებოდი და არ მაწუხებდა
-ჩემს გვერდით დგახარ,მაგრამ ფიქრებით მასთან ხარ არა?
-კი
-ნუ გადამრევ ახლა,რა გჭირს,ვეღარ გცნობ,მომატყუე მაინც
-ტყუილი გინდა?მიიღე.ფიქრებითაც შენთან ვარ.ახლა მეტყვი მატყებო მე კი იმის ძალა არ მაქვს,რომ ვუარყო
-რა გინდა ქეთა,რას ნიშნავს ეგ ადამიანი შენთვის?
-ის ადამიანი ჩემი და ჩემი ოჯახის გამო ებრძვის სიკვდილს
-გავიგე,უკევ მერამდენედ იმეორებ მაგ ფრაზას,ყელში ამომიყვანე
-ყელში ამოგიყვანე?ხო და ნუ მომისმენ,ვინმემ გთხოვა დადექი და მიყურეთქო?შეგიძლია წახვიდე
-ჯობდა იქვე მომეკლა
ბრაზმა ერთიანდა მომიცვა და სახეში გავარტი.გამახსენდა როგორ ძლიერად დავარტყი ალექსანდრეს და გამეღიმა
-მაგას როგორ ამბობ,არ გრცხვენია?
-არა
-უსინდისო ხარ,იმის მაგივრად რომ მიხვიდე და მადლობა უთხრა აქეთ ადანაშაულებ
-მე არავის ვადანაშაულებ ქეთა
-აბა შენი საქციელით რას შვები?
-მინდა დაგანახო რომ ალექსანდრეზე ფიქრით სულ დაიკარგე,მგონია რომ საერთოდ ვერ მამჩნევ
-როგორ არა,კარგად გხედავ,ჩემ წინ დგახარ
-საერთოდ არ მეცინება
-არც მე
-ქეთა დამპირდი რომ მასზე აღარ იფიქრებ?
-ბოდიში მაგრამ ვერ დაგპირდები-გამახსენდა ერთი ძველი სიმღერის ფრაზა "შენზე ფიქრი მირჩევნია სხვასთან ერთად ბედნიერად ცხოვრებას" ეს რაღა შუაში იყო? !
-ქეთა აღარ გიყვარვარ?
-მიყვარხარ ანდრეა მაგრამ შენი დამოკიდებულება არ მომწონს.ახლა მე ალექსანდრეს ცოლი მერქმეოდა და ერთმანეთის ნახვის საშუალებას არავინ მოგვცემდა.საერთოდ არ გაქვს მადლიერების გრძნობა?
-შენ მე გამაგიჟებ,როგორ უნდა მქონდეს რამე დადებითი გრძნობა იმ ადამიანის მიმართ,რომელიც ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგ მოქმედებდა?
-მოქმედებდა,წარსულში მოქმედებდა,ახლა რას შვება?
-იცი რას ვფიქრობ?შენ დაფიქრება გჭირდება,მე ახლა წავალ და როცა მიხვდები გიყვარვარ თუ არა ისე ძლიერ როგორც ეს ადრე იყო მაშინ დამიბრუნდი.მაგრამ არ მინდა ეს სიბრალულის გამო გააკეთო.ვერ ავიტან იყო ჩემთან და ფიქრობდე მასზე.ნახვამდის
შინაგანი ხმა მეუბნებოდა არ გამეჩერებინა,წასულიყო.მართლაც ასე ჯობდა.ვერ ვხვდებოდი ამას რატომ ვაკეთებდი.ადრე მის გამო სიკვდილს არ შევუშინდებოდი,ალექსანდრე ყიფიანს დავუპირისპირდი.ახლა რა შეიცვალა?პასუხს შორს ვეძებდი და თავს ვიტყუებდი.ამ კითხვის პასუხი უკვე მქონდა.ჩემი შეცვლის მიზეზი ახლა საავადმყოფოში იყო.შემიყვარდა,ალექსანდრე შემიყვარდა,იმაზე ძლიერ ვიდრე ანდრეა.ახლა ზრდასრულ ასაკში ვიყავი და სხვანაირად ვხედავდი.როგორ მინდოდა ახლა წინ მყოლოდა,მასთან ერთად მევლო.საკუთარ თავზე გამეცინა
-სისულელეა-ვთქვი და სახლისკენ წავედი
ორი დღე ისე გავიდა არ დაურეკავს,მე ხომ საერთოდ არც გამჩენია სურვილი.საკუთარ თავზე ვბრაზობდი,ასე უცებ როგორ გამიქრა ეს გრძნობა.იქნებ დიდი ხანია აღარ არსებობს,მაგრამ უბრალოდ მიჯაჭვული ვიყავი.მჯეროდა რომ მიყვარდა.არავის გაუბედავს ჩემთვის სხვა თვალით შემოხედვა როცა მისი შეყვარებული მერქვა.ალბათ ამის ბრალი იყო,არავინ მყავდა ისეთი ვისაც მოვეწონებდი და მომეწონებდა.ალექსანდრემ კი სხვანაირად დამანახა სამყარო
-ჯანდაბა,რა მჭირს-ხმამაღლა წამოვიძახე
-უკვე საკუთარ თავსაც ელაპარაკები?
-ელენე,შემაშინე
-ანდრეა გიჟს გავს,რას აკეთებ?
-არ ვიცი,ვერ ვხვდები რა მომდის,მგონი მიყვარს
-ანდრეა რომ გიყვარს ყველამ იცის
-ანდრეა კი არა ალექსანდრე მიყვარს
-რა თქვი?გაიმეორე,მას ხო ნორმალურად არც კი იცნობ
-კარგი რა ნუ მაცინებ,აბა ვის ვიცნობ?
-ხო მაგრამ ანდრეა?
-არ ვიცი ელენე,ყველაფერი ამერია
-ქეთა ანდრეას რამდენი ხანია იცნობ,ერთმანეთი გიყვართ
-ანდრეას პიარისთვის მოხვედი?
-არა,რაღაც გავიგე
-გისმენ
-ჩემმა ნათესავმა გაიკეთა იმ საავადმყოფოში ოპერაცია სადაც ალექსანდრეა და გავიგონე როგორ ეუბნებოდა მამამის ექიმი უკეთესი მდგომარეობააო
-კიდევ თქვეს რამე?
-დამაცადე.მამამისმა უთხრა თუ შეიძლება საზღვარგარეთ ვუმკურნალოთო მაგრამ ჯერ გადაყვანის უფლებას არ აძლევენ
-აუცილებლად უნდა ვნახო
-მაგას ვერ მოახერხებ
-რამე გზა უნდა არსებობდეს
სიჩუმე ელენემ დაარღვია
-მგონი დროა კარნავალზე წახვიდე
-რა თქმა უნდა,თუ სხვანაირად შევინიღბები შემიშვებენ
-ზუსტად
-ქეთას არავინ ელოდება ჯინსის შარვალში გამოწყობილს.კიდევ პარიკი მჭირდება
-გინდა ის პარიკი გათხოვო,სპეკტაკლზე რომ მეკეთა?
-კი ახლა ლიზას პირადობა მჭირდება,თანაც ის პარიკი მის ვარცხნილობას სურათში ნამდვილად შეესაბამება
-ქეთა ასაკში რომ გამოგიჭირონ?
-მე ხომ არ ვამბობ ვისთან მივდივარ,არამგონია შეგვამოწმონ
ერთ საათში ყველაფერს მოვრჩით.სახლიდან ელენესთან წავედით და პარიკი დავიხურე
-ვერავინ მიიტანს ეჭვს რომ ქეთა ხარ,მთავარია არ ინერვიულო
როგორც იქნა საავადმყოფოშიც მივედით
-ვისთან მიბრძანდებით?
ელენემ თავისი ნათესავის სახელი და გვარი უთხრა
-ნათესავები ხართ?
-დეიდაშვილები-ვუპასუხე
-შეგიძლიათ შეხვიდეთ
-მაინც არ მეგონა ასე ადვილად თუ შემოგვიშვებდნენ
-აბა გეთქვა სინამდვილეში ვისთან მიდიხარ,ვნახავდი რას იზამდნენ
-კარგი ახლა რაც შეიძლება შეუმჩნევლად უნდა ვიმოქმედოთ
მესამეზე ავედით და დერეფანში გავიხედეთ.დაცვის გარდა არავინ იყო
-ჯანდაბა,ესენი არ შემიშვებენ
-ახლა რა ვქნათ?
-ელენე უნდა უთხრა თითქოს ზურაბმა გამოგგზავნა მათ დასაძახებლად ან რამე
-ეგ ხომ აბსურდია?
-სხვა გზას ხედავ?
-კი
...
-ზუსტად მახსოვდა რომ ეს ხალათი იქ ეკიდა
-მთლად გაგიჟდი?
-ქეთა თუ შესვლა გინდა ჩაიცვი და იმოქმედე
ჩანთა და ტანსაცმელი ელენეს მივეცი დ ხალათი ჩავიცვი
-თავი კინოში მგონია
-სწრაფად.წარმატებას გისურვებ
ნელი ნაბიჯით გავემართე პალატისკენ
-შეგიძლიათ ცოტა მოიცადოთ?მასთან მნიშვნელოვანი მნახველია-დაცვა სკამზე იჯდა
-კარებთან დაველოდები-თავი ცოტათი ავწიე
კარი ოდნავ ღია იყო.ისე დავდექი,რომ დამენახა რა ხდებოდა და ცოტა მომესმინა კიდეც.ეს ის მეგობარი იყო
-გაარკვიე ვინ იყო?-კითხა ალექსანდრემ
-კი და ამას არანაირი საერთო არ აქვს ქეთას მამის ბიზნესთან-რაც შემეძლო ახლოს მივედი
-აბა ვინ იყო?
-ვიცი არ დაიჯერებ მაგრამ ანდრეა ჯაფარიძის დავალებით მოქმედებდნენ
სიჩუმე ჩამოვარდა.ლამის გული შემიწუხდა ეს როგორ გაბედა?
-ოხ ეგ -საშინელი გინების ხმა ისმოდა
-დაწყნარდი და მოიფიქრე ახლა რა ვქნათ?
-ზუსტად იცით?იცოდეთ არაფერი შეგეშალოთ
-ფაქტი სახეზეა
-ოხ ქეთა,ეს რა დღეში ჩამაგდე-ჩემთან რაღა უნდოდა?ნუთუ ესეც ფიქრობდა რომ ჯობდა იქვე მოეკლათ?
-ალექსანდრე გადაწყვიტე რას იზამ?
-არაფერი დაუშავოთ
-დაუსჯელი დავტოვოთ?
-ხელი არ ახლოთ,ეს ჩემი ბრძანებაა
-სულ გაგაგიჟა შენ მაგ გოგომ
-წადი საქმეს მიხედე,დასვენება მჭირდება
სასწრაფოდ მოვშორდი კარზ.დროზე უნდა გადამეწყვიტა შევსულიყავი თუ არა.უკან დავბრუნდი
-ქალბატონო მალე გამოვა
-მოგვიანებით შემოვუვლი-ვუთხარი და წამოვედი
-იყავი?-მკითხა ელენემ
-არა
-რატომ?
-ანდრეა ყოფილა ელენე,ანდრეას უსვრია
-გაგიჟდი?
-ჩემი ყურით გავიგონე როგორ ეუბნებოდა მისი დავალებით მოქმედებდნენო.დათო აზრზე არაა რა მოხდა,ამიტომ ფიქრობს რომ ეს ბიზნესს უკავშირდება.ზურაბმაც ასე ჩათვალა,აბა რას იფიქრებდა თუ ვინმე სპეციალურად გააკეთებდა ამას?
-არ მჯერა-ელენე გაოგნებული იყო-სადაა დამამტკიცებელი საბუთი?ქეთა არ დაიჯერო
-ახლა გასაგებია მისი გულგრილი დამოკიდებულება.ამიტომაც იყო გაღიზიანებული.პრობლემა ჩემი მდგომარეობა კი არა,ალექსანდრესი იყო,იცოდა თუ გადარჩებოდა შანსი იყო რომ ეს აბავი გამოაშკარავდებოდა
-ახლა რა მოხდება?
-ალექსანდრემ უბრძანა არაფერი მოემოქმედებინათ,მაგრამ
-უნდა დაელაპარაკო
-მკვლელთან სალაპარაკო არ მაქვს
-პირველი,მე ალექსანდრეზე გითხარი,მეორე-მასე ადვილად ნუ დაადანაშაულებ,იქნებ რაიმე ცუდად გაიგე
-ყრუს ვგავარ?
-არა მაგრამ ნერვიულობისგან შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად დაუკავშირე ერთმანეთს
-ელენე არ მისმენ?გარკვევით უთხრა ანდრეა ჯაფარიძის მითითებით მოქმედებდნენო
-კარგი ახლა დაბრუნდი და ითხარი რომ ყველაფერი იცი.უნდა დაელპარაკო
-რთუილი იქნება,რა უბედურებაა დანაშაული მაინც ჩემს გამო მოხდა
-თავი დადანაშაულებას მორჩი და წადი
ამჯერად აღარავის გავუჩერებივარ ისე შევედი პალატაში
-ნემსი ახლა არ გამიკეთეთ?
-ნემსისთვის არ მოვსულვარ
-შენ აქ რას აკეთებ?
-ხომ გითხარი აღარ მოხვიდემეთქი?
-შეგიძლია დაწყნარდე?
-ქეთევან ავალიანი ისევ წესებს არღვევს-გაეცინა
-ხომ იცი ჩემზე კანონი არ მოქმედებს-სკამზე ჩამოვჯექი-რა საჭირო იყო ამდენი ზომების მიღება,გეგონებოდა შენს მოკვლას ვაპირებდე
-პირობა არ უნდ გაგეტეხა
-მე არ დაგპირებივარ არ მოვალთქო,შეხედე შენს გამო რას დავემსგავსე-პარიკი მოვიხსენი,საშინლად მაწუხებდა
-ასეთი აუცილებელი რა მოხდა ამდენი რომ იწვალე?-თვალები უბრწყინავდა,მაგრამ არ იმჩნევდა,სულელი
-შენი აზრით შენს შესახებ რომ მცოდნოდა უფრო დავმშვიდდებოდი თუ გაურკვევლობაში მყოფი?
-პირობა მომეცი დავიწყების,მეც გეხმარებოდი
-ვერ დამეხმარე,ყოველ დილით იმის შიშით ვდგებოდი რამე ცუდი არ ეთქვათ.ვამოწმებდი პრესას და ვუყურებდი საინფორმაციოს,მაგრამ იქაც არაფერს ამბობდნენ
-ვიღაცის სიმტკიცე გამქრალა
-ვინ გესროლა?-უკვე ვეღარ ვითმენდი
-არ ვიცი
-მატყუებ?
-მართლა არ ვიცი
-მატყუებ
-რაში მჭირდება?
-მაშინ მე გეტყვი ვინ გესროლა გინდა?
-დაეხმარე გამოძიებას,გისმენ
-ანდრეას დაკვეთა იყო და უარყოფა არ გაბედო
სახე შეეცვალა,თვალები ჩაუქრა.ცოტა ხნით ჩუმად იყო.გავიგე ის,რისიც ეშინოდა
-ვინ გითხრა?
-გავიგონე როგორ ლაპარაკობდი
-მე არ მინდოდა რომ გცოდნოდა
-ნუ მიმალავ ალექსანდრე გთხოვ
-ქეთა,ერთხელ ჩავერიე და რაც მოხდა ორივემ ვიცით.აღარ მინდა ისევ უბედურს გხედავდე
-ნუ მაცინებ ალექსანდრე,გგონია აწი მასთან ბედნიერი ვიქნები?
-ისე მე დაგაშორეთ
-შენ არაფერ შუაში ხარ,მას ისედაც დავშორდი
-მართლა?
-ნუ პროცესში ვარ.ნეტავ ცოლად გამოგყოლოდი
-ქეთა რას ბოდავ?მითხარი რომ სინანული გალაპარაკებს
-კი სინანული მალაპარაკებს,ოღონდ ჩემი წარსულის.სულელი ვიყავი,ბრმა,მაშინვე როგორ ვერ მივხვდი
-ვერ გავიგე რას ამბობ
სკამიდან წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი.ცრემლები მომდიოდა.ახლა რომ მეთქვა მიყვარხართქო ზურგს შემაქცევდა?
-ნუ ტირი ქეთა,შენს ცრემლებს რომ ვუყურებ გული მტკივა.არაფერს დავუშავებ,ნუ ღელავ
-რაც გინდა ის უქენი,ჩემთვის დიდი ხანია აღარ არსებობს,დღეს კი საბოლოოდ დავრწმუნდი
-ქეთა
-არ მიმატოვო ალექს,გთხოვ
-ნუთუ შეგიყვარდი?-აღფთოვანებას ვერ მალავდა
-ჰო-თავი ნელა დავუქნიე-და არ მითხრა,რომ შენ არ გიყვარვარ
-მომიახლოვდი,აქ ჩამოჯექი-თავის საწოლზე მიმითითა-არ გეტყვი რომ არ მიყვარხარ,ახლა რომ მოგატყუო და გაგიშვა,ამაზე დიდ სისულელეს ვეღარც ჩავიდენ
თავი დავადე
-მაპატიე და მადლობა რომ უკან არ გამიშვი
-გაგიშვი??პირველად რომ გნახე ძალიან მომეწონე.რაც უფრო ბევრჯერ გხედავდი ვგრძნობდი რომ ნელ-ნელა მიყვარდებოდი.ვიცდიდი,იქნებ ანდრეას შეცდომა დაეშვა,მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.ზურაბმა რომ მითხრა ცოლად უნდა შეირთოო ერთი წამითაც არ დავფიქრებულვარ.ვიცოდი რომ შემეწინააღმდეგებოდი მაგრამ უნდა მოგრეოდი.ჩემთან რომ მოხვედი და დაგარტყი კინაღამ ჭკუიდან შევიშალე.გონება რამოდენიმე საათის განმავლობაში გქონდა დაკარგული და მეც მოთმინება მევსებოდა.
-მაგ დღეს რა დამავიწყებს,მახსოვს როგორ გემუქრებოდი განანებმეთქი-გამეცინა-თუმცა სწორედ მაგ დღეს გავიგე რომ გიყვარდი,შენ კი გეგონა არაფერი მესმოდა
-შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ,უზომოდ შემიყვარდი ქეთევან და სწორედ მაგიტომ ვეღარ დაგთმობ
-მე არსად წასვლას არ ვაპირებ
თავის წამოწევა უნდოდა მაგრამ შევაჩერე
-ნუ მოძრაობ გთხოვ.ახლა კი რაღაც მინდა გთხოვო
-გისმენ ამჯერად რა გსურს?
-შენ ისეთი რამ მიისაკუთრე რაც არ გეკუთვნის,იქნებ დამიბრუნო?
-ამას გულისხმობ?-მეორე ხელი ამოწია,მასზე სამაჯური ეკეთა
-სწორედაც-სრაფად მოვხსენი და გავიკეთე-მგონი ექთანს ვიზიტი დიდხანს გაუგრძელდა
-უკვე მიდიხარ?
-დავბრუნდები-ვუთხარი და ვაკოცე
-ეგ პარიკი რაღათ გინდა?
-ერთი-ორი ჟურნალისტი ყოველთვისაა ჩასაფრებული,მე კი არ მინდა ასეთ ფორმაში მნახონ.ამიტომ იქნებ ინებოთ და თქვენი ბრძანება გააუქმოთ ბატონო ალექსანდრე.მიეცით თქვენს შეყვარებულს უფლება თავისუფლად იაროს მოსანახულებლად და დააკმაყოფილოს საზოგადოების ინტერესები
-გპირდები მომავალ მოსვლაზე ყველაფერი გაუქმებული იქნება
გარეთ გამოვედი და ელენე მოვძებნე.გზაში ყველაფერი მოვუყევი.მე სახლთან მომიყვანა
-მე სახლში წავალ,რაღაც საქმეები მაქვს
-კარგი
-მოიცა ქეთა,ანდრეა გელოდება
-ნუ ღელაც,დაველაპარაკები
-აქ რას აკეთებ?
-სალაპარაკო გვაქვს
-მე არ მაქვს
-მგონი ძალიან ბევრი დრო დაგჭირდა მოსაფიქრებლად
-მაგით რისი თქმა გინდა?
-არაფერი უბრალოდ მინდა იცოდე თუ გადაგიყვარდი,არც შენ ხარ ისეთი რომ ვერ გადაგიყვარო
-სასაცილო ხარ
-შენ ქეთა,შენ ჩაიგდე თავი სასაცილო მდგომარეობაში.თავქარიანი გოგოსავით ხარ,ვერ გადაგიწყვეტია ვინ გიყვარს
-ძალიან ცდები თუ გგონია რომ გადაწყვეტილება ვერ მივიღე
-ეს სიტყვები დაშორებათ უნდა მივიღო?
-დიახ
-ასე ადვილად როგორ გადაგიყვარდი,მასში როგორ გამცვალე?თუ ასე უნდა დაგესრულებინა ამდენი რისთვის ვიბრძოლეთ?
-მე უნდა წავიდე
-ვერსადაც ვერ წახვალ სანამ არ ამიხსნი.გაკვირვებული ვარ,შენ ვინც დაუპირისპირდი დათოს,აკეთებდი საწინააღმდეგოს ალექსანდრეს მითითებისა,ჩემს გადარჩენას თხოვდი მუხლებზე დაჩოქილი,არ გინდოდა მკვლელად გექციე,უცებ აზრს იცვლი
-ამ საქციელს მიზეზი აქვს,თანაც
-არ თქვა რომ კიდევ ფიქრი გჭირდება.თუ გიყვარს ეჭვი არ უნდა შეიტანო ამ გრძნობაში,მაგრამ შენ არც გიფიქრია.აღიარე რომ ასეა.უკვე დამღალე,17 წლის აღარ ხარ
-ხო ანდრეა,სწორედ ეგაა მიზეზი.მაშინ ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებდი ახლა კი სხვას ვხედავ.მაპატიე,მაგრამ შენ არ ხარ ის ადამიანი რომელთანაც მომავალი ცხოვრების გატარება მომინდება
-ჯობდა საერთოდ არაფერი გეთქვა
-ჯობდა ტყუილი გეთქვა,არაფერი გეთქვა.სიმართლის დრო როდის დადგება?ცხოვრებაში ხდება ეს მომენტი.ვიღაცა ვიღაცას კარგავს,შორდება,ემშვიდობება.არ აქვს მნიშვნელობა ეს როდის მოხდება.ბედნიერება ადვილი მოსაპოვებელი არაა.წადი ანდრეა
-ასე ადვილად ვერ დამივიწყებ,ამის უფლებას არ მოგცემ
-შენ ვინ ხარ რომ რამეს მიკრძალავ?თავი ვინ გგონია?
-შენ ჩემთან წარსული გაკავშირებს,რომელსაც ვერსად გაექცევი
-გასაქცევი არაფერი მჭირს.წარსული ბევრთან მაკავშირებდა მაგრამ დღეს ერთ-ერთი მომავლად იქცა.აქედან წადი და თვალით აღარ დამენახო
-საოცარი ადამიანი ხარ,როგორ შეგიძლია ერთ დღეში გადაიყვარო ადამიანი და სხვა შეიყვარო.მამიკოსავით შენც უფრო დიდი სიმდიდრისკენ მიიწევ?
-როგორ მიბედავ,შენ საერთოდ რას წარმოადგენ.დიდი ხანია აღარ მიყვარხარ,უბრალოდ ამას ვერ მივხვდი.ახლა კი გაეთრიე და თუ კიდევ გაბედავ მოახლოებას იცოდე განანებ
-მემუქრები?შენი დაცვით მაშინებ?
-რაო,შენ იარაღით დაიცავ თავს?ნუთუ მესვრი,მომკლავ ანდრეა?მიდი რას ელოდები,თუ შურისძიება გინდა ამოიღე და მესროლე
-ქეთა ნუ მაღიზიანებ თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ
-შენ დიდი ხანია დაკარგე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე
-ვერ გავიგე რას გულისხმობ
-არცაა საჭირო-ოო,რა დიდი სიამოვნებით ვუწოდებდი მკვლელს და როგორი სიამოვნებით ვნახავდი ციხეში გამოკეტილს,მაგრამ უნდა გავჩერებულიყავი.თავს უნდა მოვრეოდი და არაფერი წამომცდენოდა
-აქედან წადი ანდრეა,სანამ ზომებისთვის არ მიმიმართავს-შევბრუნდი და ეზოში შევედი
-თუ ეს ადამიანი კიდევ გაბედავს აქ მოსვლას პასუხ თქვენ აგებთ-გავაფრთხილე დაცვა
-გასაგებია
ერთიანად აკანკალებული შევედი ოთახში.შემეშინდა მართლა რამე სისულელე არ გაეკეთებინა.ჩემს თავს ნაკლებად ვჩიოდი,მაგრამ ალექსანდრესთვის რომ კიდევ დაეშავებინა რამე?აუცილებლად უნდა გამეფრთხილებინა.ანდრეასგან საკუთარ თავიც უნდა დამეცვა და ალექსანდრეც.თუ ადრე პროტესტს ვაცხადებდი დაცვასთან ერთად სიარულზე,ახლა ჩემივე სურვილით უნდა ამეყვანა,რადგან ბოლო დროს მათ გარეშე დავდიოდი.თავი მოვიწესრიგე და საავამდყოფოში წავედი ჩემს მცველებთან ერთად.ვიცოდი უამრავ კითხვაზე მომიწევდა პასუხის გაცემა და არც გამკვირვებია როცა ჟურნალისტების ჯგუფი ჩემკენ წამოვიდა.კითხვა-პასუხით შევედი საავადმყოფოში და ზემოთ ავედი.დერეფანში კვლავ არავინ იყო
-დაცვა სადაა?
მაშინვე პალატისკენ გავიქეცი,შიგნით არავინ იყო,ნერვიულობისგან ფეხები აღარ მემორჩილებოდა და ძირს დავჯექი.ანდრეამ თუ წაიყვანა არ ვაცოცხლებდი.დაცვა თავზე დამტრიალებდა,ჩემს მითითებას ელოდნენ
-ქალბატონო ქეთევან
-მოძებნეთ,წაიყვანეს,მან წაიყვანა
-რა მოხდა?ვინ წაიყვანეს?-ნაცნობი ხმა,მისი ერთი სიტყვაც და დავმშვიდდი
-ალექს აქ ხარ?-მისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე.ორ ექთანს შორის იდგა და მოდიოდა
-ფრთხილად ქეთა,ბოლომდე არ გამოვჯანმრთელებულვარ
-მაპატიე,უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე
-რა დაგემართა?
-მეგონა ანდრეამ წაგიყვანა
-მარტო დაგვტოვეთ-თქვა ალექსანდრემ
-თქვენთვის დიდხანს დგომა არ შეიძლება-უთხრა ექთანმა
-ნუ ღელავთ,თავს არ დავიღლი
-ანდრეას რატომ უნდა წავეყვანე ქეთა?
-გაბრაზებულია და მეშინია რამე სისულელე არ გააკეთოს
-იმის მაგივრად რომ შენს თავზე იფიქრო ჩემზე დარდობ?სანამ მე აქ ვარ ხელს ვერავინ მახლებს,მაგრამ შენ?
-ნუ ღელავ,დაცვა ავიყვანე
-დღეიდან შენს დაცვასთან ერთად ჩემიც მოგემსახურება
მინდოდა მეთქვა რომ ზედმეტი იყო მაგრამ დამასწრო
-არ გაბედო შემოდავება
-აზრი მაინც არ აქვს.ძალიან შემაშინე
-არ ინერვიულო,შენს თავს ვერავინ წამართმევს
...
ორი კვირის შემდეგ გამოწერეს ალექსანდრე,მაგრამ მაინც მეთვალმაყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო.მასზე ზრუნვა ჩემს თავზე ავიღე.ყოველდილით მივდიოდი და გვიან ვბრუნდებოდი
-ძალიან იღლები,მთელ დღეებს ჩემთან ატარებ,ნუთუ არ მოგწყინდა?
მთელი ცხვრება რომ მის მოვლაში გამეტარებინა მაინც არ მომბეზრდებოდა.მთლიანად მან დაიპყრო ჩემი გული და გონება,ასე რომ მის გარდა სხვა საფიქრალი არ მქონდა.მაგრამ ყველაფერთან ერთად მუდმივი შიში თან მსდევდა.ვხედავდი როგორ მომიცვა ამ შიშმა.ანდრეა დუმდა და სწორედ ეს არ მომწონდა.მისი უმოქმედობა კარგს არაფერს მოასწავებდა.ელენე ამბობდა მგონი დანებდაო,მაგრამ მე ეჭვი მეპარებოდა.ასე ადვილად არაფერს დათმობდა.გიორგისთანაც იშვიათად ადიოდა,მაგრამ არაფერს ამბობდა ამ თემაზე.გიორგი ბევრს ეცადა რამე გაერკვია,მაგრამ უშედეგოდ.დუმდა როგორც ქვა.საბოლოოდ კი მასთანაც შეწყვიტა სიარული.ალექსანდრე ამჩნევდა ჩემს აფორიაქებას,მიზეზიც კარგად იცოდა,მაგრამ ვერაფერს ამბობდა.ცდილობდა გაეგო ანდრეას ადგილსამყოფელი,მაგრამ უშედეგოდ.ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ ვერ გავიგეთ.დრო გადიოდა.ალექსანდრეც საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და ახლა ჩვეულებრივად აგრძელებდა ცხოვრებას:საქმე და მე.ჩემთვისაც მოძებნა სამუშაო ადგილი და ახლა გადამზადებას გავდიოდი.მინდოდა ჩემგან ძლიერი ადვოკატი დამდგარიყო
-მეცოდება ის მოსამართლე,რომელსაც შენსავით ძლიერი და ჯიუტი ადვოკატი დაუჯდება წინ-დამცინოდა ალექსანდრე,მაგრამ მანამდე ბევრი ნაბიჯი უნდა გადამედგა.ძალიან მიყვარდა ეს საქმე და იქნებ ოდესმე,მართლაც დიდი წარმატებისთვის მიმეღწია.მანამდე კი ამისთვის ჩემი რთული და შიშით მოცული ცხოვრება უნდა დამელაგებინა.
საღამოს სახლში ვიყავი,როცა დათომ დამიძახა
-ქეთა ჩამოდი,მოგაკითხეს
მაშინვე ქვემოთ ჩავედი და ალექსანდრე დამხვდა
-ხელი ხომ არ შეგიშალე?
-არა
-შეგიძლია წამომყვე?
-კი,ახლავე მოვემზადები და მოვალ
-არ გინდა მასე წამოდი,უბრალოდ ქურთუკი წამოიღე,გარეთ ცივა-შევხედე.თვითონაც გაეხადა თავისი ოფიციალური სამოსი.როგორ მომწონდა ასეთ უბრალო ფორმაში
-რა იყო?
-ვგიჟდები როცა ასე გაცვია
გაეცინა და ხელი მომკიდა
-სად მივდივართ?
-უბრალოდ გავისეირნოთ,შენ ხომ გიყვარს ღამით სიარული
ერთი საათი ვისეირნეთ,ალექსანდრე რატომღაც აღელვებული იყო
-ალექს რაღაც გჭირს,რამეს მიმალავ?
-არა რა სისულელეა
-აბა რატომ ნერვიულობ?
-ქეთა ვიცი რომ შენ ყვავილებს,მოციმციმე გულებს,სანთლებს ან რაღაც ასეთ გრანდიოზულს ელოდები,მაგრამ ჩემთვის ეს რთული მოსაფიქრებელია.არ ვიცოდი ეს როგორ გამეკეთებინა.მოკლედ,ცოლად გამომყვები?-ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო
-არანაირი გულები და სანთლები არ მჭირდება,მთავარია ერთად ვიყოთ და ყველაფერზე უარს ვიტყვი.რა თქმა უნდა გამოგყვები,ამჯერად ჩემი სურვილით და უდიდესი სიყვარულით
-მიყვარხარ-თითზე ბეჭედი გამიკეთა,ულამაზესი იყო
-ძალიან ლამაზია
-აქ მხოლოდ ერთ ხორცშესხმულ სილამაზეს ვხედავ და ეს შენ ხარ-მითხრა და ჩამეხუტა
რაღაცამ გაანათა
-ფოტოგრაფი დაიქირავე?
-არა.უბრალოდ ბოლო დროს ძალიან აქტუალურ თემად ვიქეცი და შენც ჩაგითრიე.ასე რომ,ხვალ შეგვიძლია ვიხილოთ საკუთარი თავები ჯურნალ-გაზეთებში
***
ალექსანდრე მართალი აღმოჩნდა.დილით ჯერ გახარებული ლიზა შემოვარდა ოთახში,შემდეგ ელენემ დამირეკა
-გუშინვე რატომ არ მითხარი დედა,ნუთუ ჟურნალით უნდა ვიგებდე?
-ვეღარ მოვახერხე
-გილოცავ,ბედნიერებას გისურვებ
ელენე უფრო ნაწყენი ხმით მესაუბრა
-იქნებ ქორწილის თარიღსაც რომ დანიშავთ არაფერი მითხრა
-მაგას ვერ ვიზამ,რადგან მეჯვარე მოსაწესრიგებელია
-მე ვიქნები?მაგარია-მაშინვე შეეცვალა ხმა
-შენი აზრით,სხვა ვინ უნდა ყოფილიყო?
თუ ეს ამბავი ასე ელვისსისწრაფით გავრცელდა,მაშასადამე ანდრეას ყურამდეც მიაღწევდა.როგორ არ მინდოდა გამხსენებოდა,მაგრამ ჩემი ყოველი დიდი სიხარულის უკან შიში იდგა.ჩრდილივით თან დაყვებოდა ყველა ჩემს გრძნობას.ბოლოს იმ ზომამდე მივედი,რომ დაცვასთან დასაკავშირებელი პატარა ხელსაწყო შევიძინე,რომელსაც მუდამ ვატარებდი.ერთი თითის დაჭერით მაშინვე დახმარება გაჩნდებოდა.ჩუმად შევიძინე არ მინდოდა ალექსანდრე შემეშინებინა,თუმცა ამავდროულად მინდოდა მასაც ეტარებინა,მაგრამ ვიცოდი სასაცილოდ არ ეყოფოდა და არც ატარებდა.იარაღით უფრო დაცული იქნებოდა.
ლიზასთვის ამ ქორწილს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.უნდოდა ყველაფერი შესანიშნავად გამოსულიყო.სპეციალურად უცხოეთიდან ჩამოიყვანა დიზაინერი,რომელიც ჩემს კაბაზე იზრუნებდა.მეც ძალიან მინდოდა თავი ნამდვილ დედოფლად მეგრძნო და ლიზასთან ერთად მშვენივრად ვაგვარებდი საქმეებს.ელენეს კაბის შეკერვაც იგივე დიზაინერს დაევალა.დათო და ზურაბი რესტორნისა და კერძების საქმეებს აგვარებდნენ.
-შენი ქოწილისთვის ყველაზე მაგარი ლიმუზინი უნდა დავიქირავო-ამბობდა დათო.აი ამას კი ნამდვილად არ ჰქონდა მნიშვნელობა,ლიმუზინი იქნებოდა თუ უბრალო ჯიპი
ალექსანდრე სახლის საქმეებით იყო დაკავებული.დიზაინი ჩემი შეთანხმებით გაკეთდა.ყველა დეტალი გათვლილი მქონდა კედლებისა და ავეჯის ფერი,ჭაღები,საძინებლები.ავეჯის არჩევამ დიდი დრო წაიღო,მაგრამ არ მომწყენია.საკუთარ სახლს ვაწყობდი,სადაც სიცოცხლის ბოლომდე უნდა გვეცხოვრა.
ერთი თვის შრომის შემდეგ ყველაფერი მოწესრიგდა.ჩემი და ელენეს კაბები მზად იყო.თეთრი ,ქათქათა,ულამაზესი ზურგით და შლეიფით.მართლაც საოცრება იყო.სახლში საღამოს დავბრუნდი.ხვალ ქორწილი მქონდა და ვღელავდი.არ მინდოდა დაცვა დაღლილიყო და გადავწყვიტე გამეთავისუფლებინა
-ბიჭებო,ხვალ დიდხანს და მუდმივ კონტროლში ყოფნა მოგიწევთ,აჯობებს დღეს დაისვენოთ
-სახლს დაუცველს ხომ ვერ დავტოვებთ?
-ერთი-ორი დატოვე,დანარჩენებს შეუძლია წავიდნენ
-მადლობა ქალბატონო ქეთევან
აბაზანაში შევედი.ერთი საათის განმავლობაში ვიყავი.ბოლოს ისევ ორთქლმა შემაწუხა და გამოვედი.ჩავიცვი და ვიფიქრე თმებს ოთახში გავიშრობმეთქი.აქ კი ნამდვილი სიურპრიზი მელოდა
-ხმა არ ამოიღო,თუ არ გინდა შენი ძვირფასი საქმრო ახლავე სიცოცხლეს გამოვასალმო და შენც მიგაყოლო

-გაგიჟდი ანდრეა?ჩემს სახლში შემოხვედი და მოკვლით მემუქრები?
-ხმას დაუწიე და სწრაფად წამოდი
-არსადაც არ წამოვალ
-ამას ხედავ,ჩემი თქმა და იქვე დაამთავრებს სიცოცხლეს-ალექსანდრეს სურათი იყო იმ მომენტში გადაღებული-აბა ახლა წამოხვალ თუ ისევ შენი სიჯიუტით გააფუჭებს საქმეს?ვეღარ გადამირჩება
უკვე მერამდენედ დავაჭირე ხელი დაცვის სისტემას,მაგრამ სიგნალი არ მიდიოდა და არც არავინ ჩანდა
-დაცვა სადაა.როგორ შემოხვედი?-მინდოდა დრო გამეყვანა
-გათიშულია.გონს რომ მოვლენ აქედან შორს ვიქნებით.დღეს საქმე ძალიან გამიადვილე,ყოჩაღ ქეთა.ახლა კი ბევრ ლაპარაკს მორჩი და წავედით
-სად?
-სიურპრიზს გიმზადებ-შემზარავად გაიცინა
-საშინელი ადამიანი ხარ
-სწრაფად,გაინძერი
-ფანჯრიდან უნდა გადავხტე?
-ნუ გეშინია არ მოკვდები
მირჩევნოდა აქედან ჩამოვვარდნილიყავი და მომკვდარიყავი,ვიდრე ამის ხელში ჩავვარდნილიყავი.კიდევ ბევრჯერ ვცადე დახმარების გამოძახება,მაგრამ უშედეგოდ.მანქანაში ჩამსვა,იარაღი არ დაუშვია
-მანქანიდან გადახტომას არ ვაპირებ
-არავინ იცის რა მოგაფიქრდება
-ამით რის მიღწევას ცდილობ?
-დაწყებული საქმე უნდა დავასრულო
მივხვდი რასაც გულისხმობდა.ვერ მოისვენებდა,სანამ ალექსანდრეს არ მოკლავდა.სადღაც ჩაბნელებულ შენობაში შევედით,სადაც შიგნით მხოლოდ ერთი ნათურა ენთო.საშინლად ციოდა და სველი თმებით უფრო საშინელება იყო
-აქ დაჯექი
-სასტიკი ადამიანი ხარ,მეცოდები ანდრეა.ამ დონემდე როგორ დაეშვი?
-შენი ბრალია და ხმას ნუ იღებ
-მე შენ მკვლელად არ მიქცევიხარ-სიცივისგან ყბა მიკანკალებდა-თუ გახსოვს შენ რომ მკვლელი არ გამხდარიყავი მაგიტომ შეგიშალე ხელი.თუმცა შემდგომში რა გააკეთე,მაინც ესროლე,მაგრამ საწადელს ვერ მიაღწიე.ახლა კი მე გამიტაცე და მისი ჯავრი ჩემზე გინდა იყარო
-ვერ მიმიხვდი ქეთევან,შენ სატყუარა ხარ.მიდი ნომერი აკრიფე და დაურეკე
-არ დავურეკავ
-გააკეთებ ქეთა
-არამეთქი
სახეში გამარტყა
-კიდევ ერთხელ თუ გაბედავ შეწინააღმდეგებას უფრო ძლიერად მოგხვდება
მეტი ძლიერში რას გულისხმობდა ნეტა?!ტკივილისგან სახე დამემაჭა,ერთიანად მიხურდა ლოყა.ხელის კანკალით ავკრიფე ნომერი და დავრეკე
-გისმენთ
-ალექს
-ქეთა,რა ნომრიდან მირეკავ
-ალექს დამეხმარე გთხოვ
-რა გჭირს ქეთა,სად ხარ?
-ანდრეამ გამიტაცა,რაღაც საშინელი შენობაა.ცივა ალექს
-თავს მომაკვლევინებს ეგ .....ქეთა გთხოვ,ვიცი რთულია,მაგრამ დამშვიდდი.გადაგარჩენ .ახლა ეგ დამალაპარაკე
-აქ ვარ ბატონო ალექსანდრე,გისმენთ
-ქალით მანიპულირებას ცდილობ ლაჩარო?
-არ გამაღიზიანო თორემ შენს ჯავრს მასზე ვიყრი.მეორე მხარეს მოხვდება ხელი
-ხელი როგორ აწიე შე ****** ქეთა გაუშვი და ერთი-ერთში მოვაგვაროთ საქმე
-ამ დიდებულ სანახაობას ვერ გამოვატოვებინებ
-სად ხარ ანდრეა?სად დავასრულოთ ეს საქმე?
ბევრი წვალებისა და მოთმინების დაკარგვის შემდეგ ანდრეამ მისამართი მიცა
-იცოდე თუ ვინმეს წამოაყოლებ არც შენს პატარა ანგელოზზე ამიკანკალდება ხელი
-ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოს
-შეხვედრამდე-უთხრა და გაუთიშა
-რაო ქეთა,ხომ არ დაიღალე?
-გამეცალე
-ძალა მოიკრიბე ცოტა ხანში შესანიშნავი წარმოდგენის თვითმხილველი გახდები
არაფერი მითქვამს,ვიცოდი უარეს მოიმოქმედებდა.დრო საშინლად იწელებოდა.როგორ არ მინდოდა მოსულიყო.ანდრეა ალბათ მარტო არ იმოქმედებდა,აუცილებლად ეყოლებოდა დამხმარეები,რომლებსაც ჯერ არ აჩენდა.ერთ ადგილზე ვეღარ ვჩერდებოდი,საშინლე მდგომარეობაში ვიყავი.კიდევ ერთხელ ვცადე დაცვასთან დაკავშირება.სიხარულისგან ლამის ვიყვირე.სიგნალი მივიდა,ოდნავ მწვანე შუქი აინთო
-რა მოხდა ქეთა?-შეამჩნია ჩემი უეცარი ცვლილება
-მოხდა რამე?-კითხვა შევუბრუნე
გარეთ მაქანის ძლიერი დამუხრუჭების ხმა გაისმა.ვინ მოვიდა?ალექსანდრე?ანდრეა სწრაფად მოვიდა ჩემთან და ამაყენა.იარაღი თავთან დამადო და ხელით ვეკავე.ალექსანდრემ კარები გააღო და შემოვიდა
-არ გინდა ალექს,წადი
-ჩუმად-დამიყვირა და იარაღი უფრო მაგრად დამაჭირა
ახლა მკაფიოდ ჩანდა მისი ფიგურა
-იარაღი დადე,ერთი ზედმეტი მოძრაობა და ყველაფერი დამთავრდება
-არ გესმის?დადემეთქი
-ჯერ ქეთა გაუშვი
-ხომ არ დაყრუვდი?არსადაც არ გავუშვებ,ბოლომდე აქ იქნება
-შენი მოთხოვნა იარაღის დადებაა,ჩემი კი ქეთას გაშვება
-არავითარ შემთხვევაში.სამამდე გითვლი ალექსანდრე,თუ არ დადებ იცოდე ვეღარ იხილავ.ქვრივი კაცის როლი მოგიხდება,მაგრამ ჩემი მიზანი დაქვრივებული ქეთაა.ასე რომ სიუჟეტს ნუ შემაცვლევინებ
ალექსანდრემ იარაღი დაუშვა.მე კიდევ ერთხელ დავაჭირე ხელი,სად იყვნენ ამდენ ხანს?
-სიკვდილის წინ ეკითხებიან ბოლო სურვილი რა გაქვსო.შენსას ხომ არ გაგვიმხელდი?
-დიდი სიამოვნებით.შენი გაყოლება საიქიოში
-მაგას ვერ შეძლებ ყოვლისშემძლე ალექსანდრე.ხომ ხედავ,დღეს შენი გავლენა უძლურია
-სამაგიეროდ შენი ბოროტება ზეიმობს არა?
-რა გამჭრიახი გონების პატრონი ხარ,ალბათ მაგიტომ შეგიყვარდა არა?
-მოკეტე ანდრეა
-ნუ მიყურებ მასეთი ზიზღნარევი თვალებით
-მეტის ღირსი არ ხარ და არც არასდროს ყოფილხარ.ადამიანობის არაფერი გცხია,მკვლელო
-ქეთა,ძვირფასო, არამგონია მაგ ლაპარაკით რამე მოიგო
-ქეთას თავი დაანებე და მე მელაპარაკე ანდრეა
-პრინციპში რომ გიყურებ ლაპარაკი ზედმეტად გაგვიგრძელდა,არა?მგონი დროა საქმეს მივხედოთ.თუმცა ჯერ დამშვიდობების საშუალებას მოგცემთ,მე ხომ უკეთილშობილესობა ვარ.აბა ქეთა,რას ეტყოდი შენს სიყვარულს?
-ჯანდაბამდე გზა გქონია ანდრეა-ალექსანდრემ ირაღი ამოიღო.ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა.იარაღი,გასროლის ხმა,თანაც ორჯერ.ალექსანდრესკენ გავიხედე,მშვიდად იდგა.ანდრეას ხელები მოშორდა ჩემს მხრებს და ვიღაცის დავარდნის ხმა გაისმა.უკან არც მომიხედავს მაშინვე წინ გავიქეცი
-ცოცხალი ხარ,ხომ არაფერი დაუშავებია?
-დამშვიდდი ქეთა,ყველაფერი დამთავრდა
-ანდრეა?
ახლა გავაანალიზე,უკან მივიხედე.ანდრეა ძირს ეგდო და საკუთარი სისხლის გუბეში იწვა.თავს დაცვა დატრიალებდა
-ცოტა ადრე უნდა გვემოქმედა,მაგრამ შესაფერის მომენტს ველოდით.შეგვეშინდა შემთხვევით რამე არ დაგშავებოდათ
ნელა მივედი უსიცოცხლო ანდრეასთან.სახეზე ის ცინიკური ღიმილი
შერჩენოდა,რომელიც მთელი დღის განმავლობაში დათამაშებდა.ტირილი მინდოდა,მაგრამ არ შემეძლო.გული გაყინული მქონდა
-საკუთარ განაჩენს თვითონვე მოაწერე ხელი,სიკვდილი იყო შენი ბოლო,მშვიდობით
მეგონა სინდისის ქენჯნას ვიგრძნობდი,მაგრამ სიბრალულიც კი არ მიგრძვნია.სიყვარული ზიზღმა შეცვალა.სიცოცხლეს გამოასალმეს,მე კი მშვიდად ვიდექი.ეს რომ ალექსანდრე ყოფილიყო ქვეყანას დავაქცევდი,იქვე თავს მოვიკლავდი.მაგრამ მასთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი დასრულდა.ანდრეა მოკვდა და ჩემი წარსულიც გაქრა.ალექსანდრე მოვიდა და ჩამეხუტა
-წავიდეთ ქეთა
-ჰო მაგრამ არ შემიძლია
-მე დაგეხმარები-ხელში ამიყვანა და მანქანაში ჩამსვა
-ალექს დაგიჭერენ?-შიშისგან წამოვიძახე
-არა ქეთა ნუ ნერვიულობ მე არც მისვრია.ეგ შენმა დაცვამ გააკეთა,რომლებსაც უფლება აქვთ საჭიროების შემთხვევაში იარაღის გამოყენების.ასე რომ არავის არაფერი ემუქრება
-დღეიდან სულ ჩემთან იქნები-ბედნირებისგან თავი მხარზე მივადე
მანქანა სახლთან გააჩერა.დათო და ლიზა გიჟებივით დარბოდნენ
-ალექს არ დამტოვო,გთხოვ
მანქანიდა გადმომიყვანა
-მადლობა ღმერთს ცოცხლები ხართ,ჩემი საბრალო შვილი-იძახდა ლიზა
-ქეთა ხო არაფერი დაუშავებიათ მამა?
-არაფერია მა
-დათო მას ახლა დასვენება სჭირდება,ნება მომეცი მასთან ვიყო
-რა თქმა უნდა ალექსანდრე,ვეტყვი ჩაი მოგიმზადონ,დამშვიდდებით
ოთახში ავედით და საწოლზე დამაწვინა.საშინლად მციოდა და მაშინვე საბნის ქვეშ შევძვერი.თინამ ჩაი მოიტანა
-ერთიანად გაყინული ხარ,დალიე გესიამოვნება-ალექსანდრეს ჩაი გამოვართვი.ცოტახანში გავთბი
-ნუ ღელაც ქეთა,მაპატიე რომ ასეთ დღეში ჩაგაგდე
-შენ რომ რამე მოგსვლოდა თავს არ ვიცოცხლებდი
-ეგ მეორედ აღარ გაიმეორე,მპირდები?
-ხომ იცი პირობის დადება და შესრულება არ გამომდის
-მართალი ხარ,ახლა ეცადე დაიძინო
-მიდიხარ?
-აქ ვიქნები,წუთითაც არ დაგტოვებ.ქეთა დილით ქორწილი გვაქვს,მაგრამ თუ შენ
-არავითარ შემთხვევაში,ჩემი კაბა მელოდება-გამეღიმა-გამოვიძინებ,ხვალ კი ყველაფერი ჩვეულებრივად იქნება
-ღამემშვიდობის-შუბლზე მაკოცა
თვალები დავხუჭე და ხვალინდელ დღეზე დავიწყე ფიქრი.ცუდი აღარაფერი გვემუქრებოდა,ალექსანდრეც ჩემთან იყო,სხვა რაღა მინდოდა?მალევე ჩამეძინა
....
-ქეთა უკვე 10 საათია,სწრაფად ადექი-ელენე თავს მაგდა და მიყვიროდა
-ვდგები ხო მაცადე ცოტა ხანი-ხელი გადავწიე,მაგრამ იქ არავინ იყო
-უკვე ადგა და ემზადება,იქნებ ინებოთ თქვენო უდიდებულესობავ და ადგეთ?
გუშინდელი დღე ისე მახსოვდა თითქოს წლების წინ მომხდარიყოს.თავი საშინლად მტკიოდა,თვალებიც ოდნავ შესიებული მქონდა
-რას გავხარ გოგო,მიდი დაიბანე სახე და მე ვიზაჟისტებს ამოვიყვან-ისე გაბრუებული ვიყავი უცებ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.ქორწილი.მაშინვე შევვარდი აბაზანაში და თავი მოვიწესრიგე.ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტი დგებოდა.აბაზანიდან რომ გამოვედი უკვე ყველა ოთახში მელოდა.ერთი საათის განმავლობაში მიკეთებდნენ თმას და მაკიაჟს.ბოლოს როგორც იქნა ფრთხილად კაბაც ჩამაცვეს.სარკეში რომ ჩავიხედე მეგონა სხვას ვუყურებდი
-ჟურნალიდან გადმოსულ მოდელს გავხარ,ბრწყინავ-მითხრა ელენემ
-მადლობა-მასაც ჩაეცვა ის ულამაზესი კაბა-შენც ძალიან ლამაზი ხარ ელე,გიორგი ხომ მოვა?
-აბა შენს ქორწილს როგორ გამოტოვებს?
გარეთაც მშვენიერი ამინდი იყო,ჩემს განწყობას უფრო ამაღლებდა.ალექსანდრეს სურვილი იყო ჯვარი სვეტიცხოველში დაგვეწერა,რაზეც მეც დავთანხმდი.ეკლესიში რომ მივედით უამრავი სტუმარი გვიცდიდა
-მსოფლიოს ყველა პატარძალს დაჩრდილავ-აღფრთოვანებას ვერ მალავდა ალექსანდრე
-მასე ძალიანაც ნუ გააზვიადებ
-ულამაზესი ხარ ქეთა
ჯვრისწერა დიდხანს არ გაგრძელებულა,იქიდან თბილისში დავბრუნდით.ჩვენი თაფლობის თვე მეორე დღეს იწყებოდა "მოგზაურობა ევროპაში".ჩვენს სიყვარულს წინააღმდეგი არავინ ჰყავდა,ამიტომაც ბედნიერების აღარ მეშინოდა
***
-მა,დედა როგორ გაიცანი?
-დედას ჰკითხე....
-მოკლედ.. ასე დაიწყოო...

_______________________

იმედია მოგეწონათ... თქვენი მონა მორჩილი Not Normal :D :D :D ... მიყვარხართ <3 <3



№1 სტუმარი nini

dzaliann kargii iyooo.

 


№2 სტუმარი მიკა

შემეზარა და კრიტერიუმის დარღვევა მომეწონა;დდ საიდან ჩითავთ ასეთ მარგალიტებს,ვერ ვხვდებიდდ ბავშვის დაწერილი ისტორიაა,მეტს ვერაფერს იტყვი.

 


№3  offline წევრი natia-natia

Dzalian kargi iyoo...

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Au ra kargi iyiioooo

 


№5  offline წევრი Not Normal

aanamaria
Au ra kargi iyiioooo

Madlobaa :* :*

natia-natia
Dzalian kargi iyoo...

Kaiaatu mogewona ..

მიკა
შემეზარა და კრიტერიუმის დარღვევა მომეწონა;დდ საიდან ჩითავთ ასეთ მარგალიტებს,ვერ ვხვდებიდდ ბავშვის დაწერილი ისტორიაა,მეტს ვერაფერს იტყვი.

Nuu rasvizavt yvela kargad xomver dawers...

nini
dzaliann kargii iyooo.

Madlobaa ...

 


№6  offline წევრი si-xa

ძვეLია ეს ისტორიაა.

 


№7  offline წევრი Not Normal

si-xa
ძვეLია ეს ისტორიაა.

როგორთუ ძველია ?

 


№8  offline მოდერი bibo

ვაიმე რამფრა მომეწონა კარგობა იყო ძალიანნ უხ მარწყვოო არ მინდოდა დამთავრება.კინაგამ გული გამისკდა სანრო მოკვდა მეგონადა მე ზედ დავაკვდებოდი love love რო რამე მეორე ნაწილიც დაწერე უხ არ მეყო ალუბალო ეს მეეე bully bully

 


№9  offline წევრი Not Normal

bibo
ვაიმე რამფრა მომეწონა კარგობა იყო ძალიანნ უხ მარწყვოო არ მინდოდა დამთავრება.კინაგამ გული გამისკდა სანრო მოკვდა მეგონადა მე ზედ დავაკვდებოდი love love რო რამე მეორე ნაწილიც დაწერე უხ არ მეყო ალუბალო ეს მეეე bully bully

დიიიდიიი დიიდიი მადლობაა love love მიხარია რომ მოგეწონა love

 


№10  offline მოდერი niako crazy

Uh, tavidan rom daviwye kitxva megona ise ganvitardeboda rogorc sxva istoriebi, magram shinaarsi namdvilad sxva hqonda.sheidzleba iyo shecdomebi, magram me piradad ar shemimchnevia. Da chemi azrit sulac ar aris bavshvis dawerili. Exla rac sheexeba gmirebs, ox es andrea, tavidanve ar momewona. Lacharivit iqceoda tu sheidzleba rom ase vtqvat. Nu exla aleqsandreze da qetize agarafers vambob da mainc ratom arseboben aseti mshoblebi. Mokled me dzalian momewona da velodebi shens axal istorias

 


№11 სტუმარი ani

შესანიშნავი, პირდაპირ საოცრება მაგარი იყო <3 love love love

 


№12  offline წევრი Not Normal

ani
შესანიშნავი, პირდაპირ საოცრება მაგარი იყო <3 love love love

მადლობა ჩემო ტკბილო love

niako crazy
Uh, tavidan rom daviwye kitxva megona ise ganvitardeboda rogorc sxva istoriebi, magram shinaarsi namdvilad sxva hqonda.sheidzleba iyo shecdomebi, magram me piradad ar shemimchnevia. Da chemi azrit sulac ar aris bavshvis dawerili. Exla rac sheexeba gmirebs, ox es andrea, tavidanve ar momewona. Lacharivit iqceoda tu sheidzleba rom ase vtqvat. Nu exla aleqsandreze da qetize agarafers vambob da mainc ratom arseboben aseti mshoblebi. Mokled me dzalian momewona da velodebi shens axal istorias

ძალიან დიდი მადლობაა... შენ არიცი როგორ გამახარეე შენი ასეთი კომემტარით... love ახალ ისტორიას რაც შეეხება დღეს დავდე... love

 


№13 სტუმარი ბუბუკა

ნამდვილად გაქვს კარგად გადმოცემის უნარი,უდაოდ

მაგრამ მგონია რომ ამ საიტის სხვა ავტორის ისტორიას ძალიან ძალიან გავს

 


№14  offline წევრი Not Normal

ბუბუკა
ნამდვილად გაქვს კარგად გადმოცემის უნარი,უდაოდ

მაგრამ მგონია რომ ამ საიტის სხვა ავტორის ისტორიას ძალიან ძალიან გავს

მადლობაა დიდიი... რავიციი არამგონია .. love love

 


№15  offline წევრი si-xa

Not Normal
si-xa
ძვეLია ეს ისტორიაა.

როგორთუ ძველია ?

როგორ და წანაკითხი მაქვს კაი ხნის წინ. ალბათ მაშIნ სხვა ნიკით დებდით?

 


№16  offline წევრი Not Normal

si-xa
Not Normal
si-xa
ძვეLია ეს ისტორიაა.

როგორთუ ძველია ?

როგორ და წანაკითხი მაქვს კაი ხნის წინ. ალბათ მაშIნ სხვა ნიკით დებდით?

აა კი კიი სხვა ნიკი მქონდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent