მზის ჩასვლა (თავი მეორე)
შაბათი დილა გათენდა, ნინა, როგორც ყოველთვის, ადრე ადგა. შაბათი განსაკუთრებით უყვარდა. მთელი დღე თავისუფალი ჰქონდა. ნინამ თავი მოიწესრიგა და სამზარეულოში ჩავიდა. -დილა მშვიდობისა ლონდა. ღიმილით მიესალმა ქალს. -დილა მშვიდობისა ჩემო ლამაზო. -მმ... რა გემრიელი სურნელი ტრიალებს აქ, რას ამზადებ? -შენს საყვარელ პასტას და პომიდვრის სოუზს. -ოჰოო. ძალინ კარგი. სამზარეულოში ნუკა შემოვიდა -დილა მშვიდობისა ნინა -დილა მშვიდობისა ნუკა. ხომ არ იცი, მამაჩემი ადგა? -კი, ეზოშია ყავას სხვამს. -კარგი, მეც გავალ. ნინ მამასთან გავიდა. -დილა მშვიდობისა მაა. -დილა მშვიდობისა ჩემო ოქროს შროშანო. აკოცა ნინას. -მამა. დღეს ჩემი გოგონების მარიამის და ელეს მოყვანა მინდა. -მოიყვანე შვილო. ჩემგან ნებართვის აღება არ გჭირდება. -ჰო და კიდევ მინდა ლიზა დავპატიჟო, მაგრამ ცოტა მერიდება. -კარგი აზრია ლიზას დაპატიჟება. სადილზე დაპატიჟე. -კარგი. მისი ნომერი არ ვიცი, თუმცა facebook-ზე მივწერ. ნინა თავის საძინებელ ოთახში შევიდა და ლეპტოპი ჩართო. შემდეგ კი ლიზას მიწერა. რამდენიმე წუთის შემდგებ ლიზამ პასუხი მოწერა, რომ დიდი სიამოვნებთ მივიდოდა მასთან. ნინაგახარებული იყო. მაგიდიდან მობილური აიღო და მარიამს დაურეკა. -მარი, როგორ ხარ? -კარგად ნინა.შენ? -მეც კარგად. მარიამ შენ და ელე ჩემთან გამოდით თუ გცალიათ. -კაიც. დიდი ხანია არ გვიჭორავია. ელეს გავუვლი და გამოვალთ. -კაიც. ნახევარ საათში ელე და მარიამი მოვიდნენ. ნინამ ისინი მისაღებ ოთახში შეიყვანა და საუზმე იქ მიირთვეს, შემდეგ კი აივანზე გავიდნენ და საუბრობდნენ. სასაბრო თემა, როგორც ყოველთვის, არ ელეოდათ. მითუმეტეს ახლა როცა მარიამს მათი სკოლელი მოწონდა და ის ბიჭიც არ იყო გულგრილი. -ჰო მართლა. თქვა ელემ. ბექა როდის ჩამოდის? -ალბათ ორ თვეში. რამ გაგახსენა? -არა ისე. -ისე არა? სახეზე გეტყობა რატომაც გაგახსენდა. უთხრა ნინამ და მხარზე ხელი გაკრა. -ოო, კარგი რა ნინა. -ჰო მართლა გოგონებო, ერთი გოგო გავიცანი. ლიზა ქვია. ჩემს გვერდით სახლში ცხოვრობს. -კარგი გოგოა? ჰკითხა მარიამმა. -კი, მე ძალიან მომეწონა. ჩვენზე სულ რაღაც 5 წლითააა უფროსი. დღეს სადილზე დავპატიჟე. -ძალიან კარგი. -თქვენც მოგეწონებათ. -გამარჯობა გოგონებო. მიესალმა გოგონებს აივანზე ახლადშემოსული დათო. გოგონებიც მიესალმნენ მას და გადაკოცნეს. ამ დროს დათოს ტელეფონზე დაურეკეს და იძულებული გახდა თავის საძინებელ ოთახში გასულიყო. კომპანიაში რაღაც პრობლემა იყო დათომ ყველაფერი აუხსნა, ტელეფონი გათიშა, ოთახიდან უნდა გასულიყო, მაგრამ ფანჯრიდან ლიზას მოკრა თვალი, რომელიც აივანზე ყავას სვამდა. ლიზას და დათოს ოთახის ფანჯრები ერთმანეთის პირისპირ იყო. დათო ფანჯარას მიუახლოვდა და ლიზას უყურებდა. მის დანახვაზე გულიც სხვანაირად უძგერდა და მუცელში თითქოს პეპლები დაფრინავდნენ, რამდენი ხანია მსგავსი გრძნობა არ განუცდია. თავს ვერ ერეოდა, ლიზამ მის ცხოვრებაში სინათლე შემოიტანა, სულ რაღაც რამდენიმე დღეში ყველაფერი შეიცვალა, ციდან შავი საწვიმარი ღრუბლები გაიფანტა და ლურჯი, მზიანი ცა გამოჩნდა დათოს ცხოვრებაში. დათო ფიქრობდა ლიზაზე , მის ტკბილ ხმაზე და ულამაზეს თვალებზე. ამ დროს კარზე დააკაკუნეს. დათო ფიქრებიდან გამოერკვა. -მობრძანდით -ბატონო დათო, თქვენი ბიზნეს პარტნიორია მოსული, ბატონი მიხეილ კობახიძე. -კარგი ეკა, ჩემს კაბინეტში შეიყვანე და მეც ახლავე მოვალ. დათო კაბინეტში შევიდა და მიხეილს მიესალმა. შმედეგ დასხდნენ და საქმეზე დაიწყეს საუბარი. მიხეილი დათოს ახალი პარტნიორი იყო ყავის ბიზნესში. დათო ყავის ექსპორტს აწარმოებდა. უკვე თითქმის სადილის დრო იყო. ნინა, ელე და მარიამი ეზოში ბადმინტონს თამაშობდნენ, ამ დროს ნინამ ჭიშკართან ლიზა შეამჩნია და მისკენ გაიქცა. ის ლიზას გადაეხვია. შემდეგ გოგონები გააცნო. ყველანი სასადილო ოთახში შევიდნენ. ამ დროს დათო და მიხეილი კაბინეტიდან გამოვიდნენ. ლიზა დათოს მიესალმა. დათომ მიხეილს სადილად დარჩენა შესთავაზა, მაგრამ მიხელმა საქმეები მოიმიზეზა და წავიდა. სინამდვილეში კი ლიზას გამო წავიდა. არ უნდოდა გოგონასთან დიდხანს გაჩერება. ლიზამ ის ვერ იცნო, მაგრამ თითქოს ეცნო მისი სახე.რა აკავშირებდათ მათ? ლიზამ ამაზე ფიქრს თავი ანება, რადგან ვერ გაიხსენა თუ სად ყავდა ის ნანახი. ყველანი სადილად დასხდნენ. სადილის შემდეგ ლიზა გოგონებთან ერთად ეზოში დაჯდა. -ლიზა, დიდი ხანია რაც აქ ჩამოხვედი? ჰკითხა მარიამმა. -არა. მხოლოდ ერთი კვირაა. -საფრანგეთში ცხოვრობდი არა? -კი , ელე. -აუ რა მაგარია. სიამოვნებით ვისწავლიდი ფრანგულს. -მეც თქვა ნინამ. დაგვეხმარები? თუ რა თქმა უნდა დრო გაქვს. -დიდი სიამოვნებით. გოგონები ცოტა ხანს ლაპარაკობდნენ. შემდეგ ლიზა აბაზანაში გავიდა. იქედან რომ გამოვიდა ვერ დაინახა და პირდაპირ დათოს შეეჯახა. -უკაცრავად. -არაუშავს ლიზა. მიხარია რომ მოხვედი. -მეც. ნინა ძალიან საყვარელია და მისი მეგობრებიც. -ჰო.ნინასაც ძალიან მოწონხარ. -მიხარია რომ გავიცანი. ისინი ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ. დათო თვალს ვერ წყვეტდა მის თვალებს ბედნიერი იყო რომ ის მის ახლოს იდგა. რა ახლოს ყავდა ლიზა და თან რა შორს , სიამოვნებით ჩაიკრავდა გულში, მაგრამ... ძლივს იკავებდა თავს. ლიზასთან ერთად ეზოში გავიდა გოგონებთან. ლიზა საღამომდე მათთან იყო. საღამოს ძლივს დააღწია თავი ნინას. ნინას მართლა ძალიან შეუყვარდა ის. რატომღაც დიდი სიახლოვეს გრძნობდალიზასადმი, ლიზაც იგივეს გრძნობდა. უკვე ორი კვირაა, რაც ლიზა აქ ჩამოვიდა და მშობლების დატოვებული ბიზნესის მართვას შეუდგა, თან წარმატებულად. ნინამ, მარიამმა და ელემ ლიზასთან ფრანგულის გაკვეთილებზე დაიწყეს სიარული. ამიტომ დათოს ლიზას ნახვა უფრო ხშირად უწევდა და მამაკაცის გულშიც უფრო ძლიერდება ახალი გრძნობა, რომელმაც მისი ცხოვრება სასიამოვნოდ თავდაყირა დააყენა. ერთ საღამოს, როცა მზე ჯერ კიდევ არ იყო ჩასული დათო სამსახურიდან ბრუნდებოდა. მანქანიდან ზღვას შეხედა, ისეთი ლამაზი იყო ჩამავალი მზე რომ მანქანა გააჩერა და სანაპიროზე გავიდა. რა ხანია მარტო არ უსეირნია აქ, უყვარდა ზღვის სუნი , ჰაერში სასიამოვნოდ იგრძნობოდა. ტალღების ხმა კი სასიამოვნო მუსიკად ცაესმოდა. უცბად ძრვის პირას თვალი მოკრა იისფერ კაბიან გოგონას, იცნო ლიზას წაბლიფერი ხუჭუჭა თმა, გული ისე აუჩქარდა ლამის საგულედან ამოუვარდა. დათო ლიზას მიუახლოვდა და მის გვერდით ჩამოჯდა. -გამარჯობა ლიზა -დათო? გამარჯობა -რა სასიამოვნი სიურპრიზია -ნამდვილად. -რა სილამაზეა არა? -ჰო. ძალიან მიყვარს მზის ჩასვლის ყურება, განსაკუთრებით როცა ზღვის სანაპიროზე ვარ. -მეც, ძალიან მიყვარს. ქარმა დაუბერა. ლიზას სიცივისგან გააჟრჟოლა. დათო რა თქმა უნდა ეს არ გამოჰპარვია და გოგონას თავისი ჟაკეტი მოახურა. ლიზამ მადლობა გადაუხადა. შემდეგ ორივე თავისდაუნებურად ერთმანეთთან უფრო ახლოს მივიდნენ. მათი ტუჩები ერთმანეთს შეეხო, გული ორივეს საოცრად ჩქარა უცემდა. ჯადოსნურად ბედნიერი წამი იყო. სურდათ ეს წამი სამუდამოდ გაგრძელებულიყო. ლიზამ მხარე დათოს თავზე დაადო. დათოს ტანში სასიამოვნო ჟრანტელმა დაუარა. რას არ გაიღებდა რომ ეს ბედნიერი წამი საუკუნოდ გაგრძელებულიყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.