შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სფეარმენთის ეფექტი (თავი5)


8-04-2016, 23:42
ავტორი Ioana
ნანახია 2 329

რადგან ჯერ სექტემბრის დასაწყისი იყო,თბილისში საშინლად ცხელოდა.ამიტომ ბიჭებმა შემომთავაზეს ბასეინზე გაგრილება.მეც მეტი რა მინდოდა,სადაც ისინი იყვნენ,იქაც მე უნდა ვყოფილიყავი.ცხოვრებაში ალბათ ყველა სტილის ქალს უნდება,რომ მხოლოდ ერთხელ მაინც შეძლოს და გააგიჟოს საპირისპირო სქესის ადამიანები.მართალია ალქაჯი და ქარწაღებული ვარ,მაგრამ ჩემშიც არის ქალური ჰორმონები,რომლებიც ახლა მკარნახობენ რომ ყველაზე სექსუალური კუპალნიკები ჩავიცვა და ლაშას ვანახო,რა განსხვავებაა 35წლის ქალბატონებსა და 19წლის ქორფა გოგონებს შორის.ხო და მეც თეთრ კუპალნიკებს ვარჩევ რომელსაც ელექტრიკი ვარდისფერი კანტები დასდევს,თანაც მკერდზე საკმაოდ ამოჭრილია და თითქმის ნახევარ გულ-მკერდს აშიშვლებს.მეც ბედნიერი ვალაგებ მათ ჩანთაში და ბასეინის გზას ვადგები.იქ მისულს ბიჭები უკვე შიგნით შესული მეგულებიან,მეც ვემზადები და სარკეში კმაყოფილი ვიყურები.ჩემ რუჯს ეს თეთრი ფერი რაღაც სასწაულ ელვარებას სძენს.ოდნავ ხვეული თმა,რომელიც წელამდე ქანაობს გაშლილი მაქვს და ამაყად მივაბიჯებ შეზლონგებს შორის,მაგრამ რათ გინდა!ყველა გეგმა მეფუშება,როდესაც მიშკასა და გიორგის გაოცებული სახეების გარდა მესამეს ვერ ვამჩნევ.
-ფიუუუ-წასტვინა გიომ-ხულიგან ესეთ ვიდზე ყოფნა თუ შეგეძლო,თავიდანვე ვერ დამენახე?აქამდე ცოლად მოგიყვანდი-გამეკრიჭა და შეზლონგისკენ მიმითითა.მეც გავშალე საჭირო ნივთები და ცოტა ხნით ჩამოვჯექი.
-ბრატცი,მესამე მუშკეტერი სადაა?-ვკითხლობ სასხვათაშორისოდ.
-მალე მოვა,ეკაც მოყავს,უნდა გაგაცნოს თავისი "დედიკო"-დებილივით მეკრიჭება გიო და მიშკას უბრუნდება ახლა ნერვების ასაშლელად.მეც ვდგები და წყალში ჩავდივარ,რათა ბრაზი დავიცხრო და მათ წყვილს მშვიდად შევხვდე.ცურვა საკმაოდ კარგად ვიცი,თითქმის ყველა სტილში შემიძლია,ბრასი,დელფინი,ზურგით და ასე შემდეგ.მეც გამწარებულ გულზე იმდენ კრუგს ვაკეთებ ცურვით,რომ გვერდით გოგოებს კისერი ეტკინათ ჩემი ყურებით.მე კი დაღლას ვერ ვგრძნობ და არც ვჩერდები.ხუთ წუთიანი შეუჩერებელი ცურვისგან დაღლილი კიდესთან მივდივარ,რომ დავეყრდნო და რას ვხედავ.ღმერთო ჯობდა არც გამეხედა.ხო და მოკლედ,დგას ჩემი ლაშიკო,მუქი ცისფერი შორტები აცვია და თავის გარუჯულ,მადის აღმძვრელ სხეულს ამარიაჟებს.თან როგორ უხდება ეს ღიმილი,ორმაგად არაამქვეყნიური მგონია ახლა.მალე ალბათ თვალებში გულები ამომივა,რომ არა ვიღაცის წვრილი ხელები მის კისერზე.ახლა ვაკვირდები ამ არსებას და მასში ეკას ვხედავ.ვაღიარებ,ნამდვილად ვაღიარებ რომ მისი სხეული იდეალური და სექსუალურია,არც გარეგნობით ეტყობა რამე ასაკოვანის,კაი ოცდახუთ წელს მისცემს კაცი,მეტი შანსი არაა.მერე მახსენდება ჩემი დილანდელი მცდელობა,რომ სექსუალურად გამოვიყურებოდე ამ კუპალნიკებში,მაგრამ ამ "დედიკოს" შემხედვარე თავდაჯერებულობა საერთოდ მიქრება და მიწაზე უსულოდ ვენარცხები.მოკლედ რაც მოსახდენია,მაინც მოხდება.ამიტომ წყლიდან ამოვდივარ და მათკენ მიმავალ გზას ვადგები.


ლაშა
დილით ბიჭებმა დამირეკეს,ცხელა და ბასეინზე წავიდეთო.მეც დავთანხმდი,თან გადავწყვიტე ეკაც წამეყვანა და ხულიგანისთვის გამეცნო.ამიტომ ცოტა დაგვაგვიანდა და რომ მივედით,ყველა შესული დაგვხდა.ჩვენც გავემზადეთ და მათკენ ავიღეთ გეზი.მიშკა და გიორგი მოვიკითხე,მერე ეკამაც მოინახულა ისინი,რადგან ერთმანეთს უკვე იცნობდნენ.ხულიგანი რომ არ ჩანდა რაღაც ჩამწყდა,მეგონა არ მოდიოდა.
-ბიჭებო ხულიგანი სადაა?-ვიკითხე სასხვათაშორისოდ,როდესაც მიშკამ ბასეინისკენ მიმითითა და ამ დროს მივიღე სრული შოკი.ვხედავ როგორ ამოდის წყლიდან გოგონა თეთრი საცურაო კოსტუმით,საშინლად მიმზიდველია მისი გარუჯული სხეული,რომელსაც წყლის წვეთები მეტ ელვარებას სძენენ.ისიც ჩემს ჯინაზე წელამდე თმას ნაზად იყრის წინ და ხელით წურავს,მერე მაღლა იწევს და მხოლოდ ახლა ვამჩნევ რომ ეს არსება ჩემი ხულიგანია.არ ვიცი რა მემართება,უბრალოდ იმ წამს ეკაც აღარ მახსოვს და ერთადერთი რასაც ვაკვირდები,მის ირგვლივ მყოფი მამაკაცებია.მეშინია,რომ რომელიმე მათგანი იმას დაინახავს ამ ალქაჯში,რაც წამის წინ მე აღმოვაჩინე.ამიტომ მისკენ სწრაფი ნაბიჯით მივდივარ და ვეხუტები,თითქოს ამით ვცდილობ მისი სხეული დავფარო,რომ არავინ შეამჩნიოს მისი მშვენება.


ნინო
წყლიდან როგორც კი ამოვედი,თმა გავიწურე და მაღლა ავიწიე.სანამ წელში გავსწორდებოდი,ვიღაც ისეთი ძალით ჩამეხუტა,მეგონა მეტეორი ჩამოფრინდა და ეგრევე მე დამეცათქო.გონზე როგორც კი მოვედი,ამ კოსმოსურ ხომალდში ლაშა აღმოვაჩინე და ჩემ გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა,მაგრამ ცოტა ხანში მისი შიშვეული სხეული რომ შევიგრძენი მთლად გადავირიე.ცოტაც და სულ დავ..კიდებდი მაგის ეკას,იქვე ვაკოცებდი.მაგრამ მერე ჩემში ალქაჯი გამძვინვარდა და ლაშას ხელი ვკარი:
-შენ სულ გაგიჟდი ხო?შენი "დედიკო" გინდა დღესვე დაგშორდეს? ეგ ცოდვაც ჩემ კისერს გინდა აჰკიდო?-ისე უდარდელად ვესაუბრებოდი,გეგონება წეღან მე კი არა ლაშა იწვოდა ვნებით.
-კაი რა ნინუც,მომენატრე!თან ეკამ იცის რომ ძმები ვართ და პლიუს არც ეჭვიანია-გამიღიმა ძველებურად,მაგრამ მის თვალებში რაღაც სხვა ჭინკები დავინახე.ან ჩემმა საცურაო კოსტუმმა იმოქმედა მასზე ან ეკას საჯდომმა.ამიტომ გვერდი ავუარე და ბიჭებისკენ წავედი,თუმცა მესხის მზერას უკნიდან ვგრძნობდი.გამოთვალოს ახლა მე უფრო დიდი საჯდომი მაქვს თუ ეკუნას.
მერე გამაცნეს ჩვენი "დედიკო",რომელიც ჩემდა გასაოცრად ძალიან კონტაქტური და ქალბატონი აღმოჩნდა,მაგრამ ლაშას რომ მართმევდა ეს უკვე საკმარისი მიზეზი იყო მის ასათვალწუნებლად.განსაკუთრებით მაშინ არ მეხატებოდა გულზე,მესხს გამომწვევად რომ სთხოვდა კრემი წაესვა მისთვის ზურგზე.აი მანდ უკვე მეკეტებოდა,ამიტომ სწრაფად ავდექი და ბასეინისკენ წავედი.ხო და მანდ მოხდა,რაც მოხდა.ცხოვრებაში არცერთ მამაკაცს განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუჩენია ჩემ მიმართ,არსად მოსულა უცხო კი არა ნაცნობი ბიჭიც კი და საუბარი არ გაუბამს.ახლა ვხვდები,რომ თუ შენ თავს რაიმე სასწაული ხდება,ისეთი რაც მანამდე არ მომხდარა,იცოდე ამ სასწაულს განსაკუთრებული მისია აქვს.ჩემ შემთხვევაში ლაშას შეფხიზლების საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდა.ხო და აი მაინც და მაინც დღეს ვიღაც ყმაწვილი მოცურდა ჩემთან და მეგობრული ღიმილით მომესალმა:
-გამარჯობათ!
-გამარჯობა-მივუგე ცივად და გაცურვა დავაპირე,რადგან არ ვარ ის კატეგორია უცხო ბიჭებს საეჭვიანოდ რომ იყენებენ.ათასი გოგო რომც დაიყენოს ლაშამ და გული გამიხეთქოს,სამაგიეროს მიზნით არასდროს ავეტმასნები სხვას.მე პირადად ეგეთი ქცევა უფრო მიმაჩნია მარცხად,ვიდრე შენთვის ყოფნა.ამიტომ ეს ბიჭი ძალიან არ მაინტერესებდა.მაგრამ წინ ამესვეტა და არ გამატარა.
-არ გეგონოს,რომ სხვა პონტში გიყურებ.უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ძალიან მაგრად ცურავ-ისეთი გულწრფელი იყო,მივხვდი რომ ჩემში ქალს კი არა კაი სპორცმენს ხედავდა.
-მართლა? მადლობა დიდი-მეც მეგობრულად გავუღიმე.
-კიი,წლების წინ მეც მივსდევდი ამ სპორტს.შენც მოცურავე ხარ?
-არა,პატარაობაში დავდიოდი და რომ არ დამავიწყდეს ხშირად ვვარჯიშობ ხოლმე.
-არა და მთელი ხუთი წუთი გაოცებული გიყურებდი,არც კი გაჩერებულხარ.მოკლედ სასწაული გოგო ხარ-ისევ მეგობრულად გამიღიმა.
-მადლობა დიდი,კომპლიმენტად მივიღებ!
-უი დამავიწყდა მეთქვა,მე დათა მქვია.
-მე კი ნინო.
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა,თუ ოდესმე კიდე შევხვდებით სადმე გამიხარდება.ახლა კი უნდა დაგტოვო,თორემ ის ყმაწვილი ისე გვიყურებს,შეიძლება ინვალიდი დამტოვოს-თავით ლაშასკენ მანიშნა და რომ გავხედე ისე ჰქონდა თავი წამოყოფილი და ისეთი დაძარღვული იდგა,კარგად გამეცინა ამის შემყურვალეს.
-ალბათ თქვენი შეყვარებულია.კარგი წყვილი ხართ
-კი ჩემი შეყვარებულია-არ ვიცი რატომ მოვიტყუე,მაგრამ ამ წამს მინდოდა ეს მეთქვა და ვთქვი კიდეც.მერე დათას დავემშვიდობე და გავცურე,მაგრამ ვინ გაცდის.უცებ,ვიღაცის მხურვალე ხელები ვიგრძენი მუცელზე და ამან სულ გამაგიჟა.მესხმა სწრაფად შემატრიალა თავისკენ,თან ცალი ხელი წელზე მომიჭირა და მანდ საერთოდ სული განვუტევე.
-ვის ესაუბრებოდი?-აი ისეთი ტონით მკითხა "კოჭებს დაგიხვრიტავ".მაგრამ ლაშა არ იყო ეგ კატეგორია,არ იცოდა პანიკა და ეჭვიანობის სცენები,არც ჩარლი ჩაპლიის დგომა ჰქონდა და არც მაღალყელიან როლინგებს ხმარობდა.უბრალოდ ლაშა იყო მესხი.
-ვინ იყო და დათა-მე კი გავეკრიჭე,თითქოს ჩემი ძმა ყოფილიყო დათა და სანერვიულო არაფერიიყო.
-და ვინ არის დათა?რატომ არ ვიცნობ?-უკვე მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი,მაგრამ თვალებს არ ვაშორებდით ერთმანეთს.
-შენ საიდან გეცოდინება,მეც ახლა გავიცანი-ისევ უდარდელი მე და ლაშას დაჭიმული ხელი ჩემს წელზე.
-ნინო როდის აქეთაა უცხო ბიჭებს ელაპარაკები,თან ამდენი ხნით და ასე გულღიად?
-მართალი ხარ ლაშა,ეს კუპალნიკი ნამდვილად ძალინ გულღიაა-და თვალებით მკერდს დავხედე.ამაზე მესხი სულ აიჭრა,ჯერ ჭინკებ ათამაშებული უყურებდა ჩემს დაზაგრულ სხეულს,მერე გონს მოეგო და თვალი ამარიდა.
-ნინუც,ყველა ისეთი კარგი არაა,როგორც ჩვენ.გთხოვ,თავს მიხედე ყოველთვის და არავის მისცე უფლება ის გული გატკინოს,მე რომ ასე ძალიან მიყვარს-დამთავრებული არ ჰქონდა სიტყვა,ისე მაკოცა ლოყაზე და ნაპირისკენ გაცურა.მე კი დამტოცა დაშანთული,თვითონ რა ენაღვლებოდა.

ბასეინზე ყოფნით რომ დავიღალეთ,ბიჭებმა მაკდონალდში წავიდეთო და ჩვენც დავთანხმდით.ჩვენ რა,მე დავთანხმდი.ქალბატონმა ეკამ მაგდენ კალორიას ვერ მივიღებო,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.დიქტატორი აქ მე ვარ და არა ის.ბევრი რომ არ გაგიგრძელოთ,აგერ უკვე ვსხედვართ და ჰამბურგერებს გემრიელად ვუბერავთ,ეკა კი რაღაც სალათას აღლაჭუნებს უგემურად და გაგიმაზავთ ისე უნდა ჰამბურგერი ნერწყვები სდის.ცოტა რომ დავნაყრდი და აზრზე მოვედი,ენაც ამუშავდა და ამ "დედიკოს" გამწარება გადავწყვიტე.
-ეკაა რაღაც მინდა გკითხო.
-გისმენ ნინო-ისე მითხრა,სალათისთვის თვალი არ მოუშორებია.
-მართალია ქალებს ასაკს არ ეკითხებიან,მაგრამ მე კაცი ხო არ ვარ.ამიტომ ძმურად, რამდენის ხარ?-ისე დაიბნა,ბრინჯი მიმიქარავს.არ ელოდა ამ კითხვას და აბა რა იქნებოდა.ლაშამ მამის მკვლელი მზერა მტყორცნა,მაგრამ ეგ არ მაინტერესებდა ახლა.
-ისა...მმმ.. ოცდაათის-ისე უნამუსოდ მოიტყუა,ვერ შევარჩენდი.
-ვაა საინტერესოა,არა და ბიჭებმა ოცდათხუთმეტისააო-გავიოცე კაი მსახიობურად და სანამ ლაშა რაღაცას ჩამარტყავდა უცებ მივაყოლე-კაია 35ის რომ ხარ,ჩემი ლაშიკო სულ იმას იძახდა დედის ხელი და მზრუნველობა დამკლდა ამ ბოლო დროსო და აი შენც მოევლინე "დედიკოდ"-განა ტყუილი ვთქვი,მართლა ეგრე ამბობდა მესხი.რადგან მისი მშობლები ერთი წლით სასზღვარ გარეთ არიან და ლაშაც ვერ ნახულობს.ხო და თქვენ უნდა დაგენახათ მაგ დროს,ამ ეკას ალეწილი სახე,ლაშას დაბერილი ძარღვები,ჯერ აფხუკუნებული და მერე ახარხარებული გიო,თვით სერიოზული მიშკას სიცილსაც კი გაიგონებდით.
-აუუ ლაშ ამ უზრდელ ღლაპთან არ ვაპირებ კამათს,გთხოვ წავიდეთ რაა-ისე გაიწელა,ბაბოლის საღეჭ რეზინებს შეშურდებოდათ.ხო და "ლააააშ"იც ხო არ აწყენინებდა.ამიტომ ყველამ დავტოვეთ მაკდონალდი.მაგრამ მე ესე ვერ მოვისვენებდი,რაღაც მჭირდებოდა კიდევ.ამიტომ სანამ ეს "დედიკო"მანქანაში ჯდებოდა ჩემი სფეარმენთი პირიდან გამოვიღე და წიხლი ამოვკარი,კევმაც იფრინა და ეგრევე ეკუნას მოხვდა თავში.რადგან ზურგით იდგა ვერ დამინახა,რომ მოტრიალდა კი სერიოზული სახით ვიდექი და მიშკასა და გიოს ხარხარს ვაიგნორებდი.რა თქმა უნდა ეკუნამ ვერაფერი დაწვა,მაგრამ ლაშამ ხო იცოდა ჩემი ხულიგნობა.ამიტომ სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა მომაძახა:
-ქალბატონო ნინო,ამ დღისთვის მწარედ დაისჯები-ისეთი ტონით მითხრა,წესით ტირილი უნდა დამეწყო,მაგრამ ემოციები მოვთოკე და სფეარმენთის ყუთი ლაშას ვესროლე.
-ორივემ დაღეჭეთ,ჰორმონებს თუ ვერა ბრაზს მაინც დაგიცხრობთ-გავეკრიჭე ორივეს და ადგილიდან დავტყდი.


პ.ს. ერთ-ერთმა თქვენგანმა დაწერა,ასეთი ბიჭების არ მესმისო და მეც ვეთანხმები.ლაშა იმიტომ გავხადე ასეთი,რომ ჩემ ირგვლივ სამწუხაროდ ძალინ მატულობს ასეთი ბიჭების რიცხვი და თითქმის ყველას ორი ბოლო აქვს:1)ქალი ეტენებათ. 2)თუ დროულად გამოუჩნდათ ნამდვილი სიყვარული,თავს დროულადვე შველიან.ახლა რაც შემეხება მე,ვარ საშინლად გაციებული და ვკვდები :დდდ ამიტომ მომიტევეთ,თუ დავაგვიანე და პატარა თავი გამოვიდა ისევ :დდდ მიყვარხართ!



№1 სტუმარი Ekusia❤️❤️

Zaan magaria aii vgijdeni am ninoze vabodeb yvelaze magari gogoa ratomgac chems tavs vamsgavseb da mgavs kidec male dade raa❤️❤️

 


№2 სტუმარი hipo

kai xaaroo agar daagviano tore mogklav :D :D yvelas ese vemuqrebi :/ :D

 


№3 სტუმარი Anuko

Dzalian momcons da velodebi shemdeg tavs. Aseve velodebi "gaigime chiti gamofrinda"- s gagrdzelebas, magram rogorc vatkob Kidev didxans da uvadod mogvicevs lodini, gtxov ar gagvitexo ra...

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან კარგია და ცოტა გაზარდე თავები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent