არ შეგიყვარდეს. (დასასრული).
-იოანე- თვალებში დამიბნელდა და ძალა გამომეცალა. -რა მოხდა?-ბექამ მკლავებზე მომიჭირა ხელები. -უნდა წავიდე.-ვთქვი აკანკალებული ხმით. ოთახიდან გავედი და ლუკას დავემშვიდობე. ისეთი აღელვებული სახე მქონდა, წასვლის მიზეზი არ უკითხავს. არ მახსოვს როგორ ჩავჯექი მანქანაში, როგორ მივედი საავადმყოფოში. მხოლოდ თეთრი პალატა მიდგას თვალწინ. იქ ჩემი ანუკა წევს, დასახიჩრებული. ვკანკალებ...მთელი სხეულით. -იოანე.-ვიღაც ბიჭის ხმა გავიგე. გაცოფებულმა გავხედე. ცრემლები გაუჩერებლად მომდიოდა. ალბათ კაკი იყო. -კომაშია.-თვითონაც აშლილი სახე ჰქონდა. თავი ვეღარ შევიკავე და ხმამაღლა ვუღრიალე. -რაღა დღეს მოგინდათ სასეირნოდ გასვლა? რატომ მაინცდამაინც ანუკასთან ერთად? რატომ? არ მესმის...რატომ?-უკვე ვერ ვიაზრებდი რას ვაკეთებდი. მუშტს მკერდზე ვურტყამდი და მაგრად ვტიროდი. არ მეწინააღმდეგებოდა. პირიქით, ძმაკაცსაც აუკრძალა ჩარევა. ხელები მაგრად მომიჭირა მხრებზე. -რა იდიოტი ვარ...რატომ გავუშვი? -შენი ბრალი არაა...-მაწყნარებდა. -არ უნდა გამეშვა...-ცრემლები მახრჩობდნენ. -კარგად იქნება.-ცდილობდა თავი მოეჩვენებინა, თითქოს კარგად იყო.-აუცილებლად გამოკეთდება. მიუხედავად იმისა რომ უჟმურია, ცხოვრებით სავსე და ძლიერი გოგოა, რამდენიმე ნაკაწრი რას დააკლებს. კაკის სიტყვებმა ყველა გამოგვაცოცხლა. -თან შენ უყვარხარ.-მეგობრული ღიმილით გამომხედა.-არ დაგტოვებს. სხვისთვის გულის ტკენა არ შეუძლია. ასეთი ადამიანია. გასაგებია? არავის გვატკენს გულს. არ წავა. თავი ძალიან სუსტი მეგონა. ცრემლები მოვიწმინდე და შეძლებისდაგვარად გავიღიმე. როგორც იქნა, პალატაში შემიშვეს. ხელები მიკანკალებდა. ძლივს შევეხე მის ჯერ კიდევ თბილ თითებს, უზომოდ დასახიჩრებულ, მაგრამ ისევ საოცრად ლამაზ სახეს და მიუხედავად იმისა, რომ გამხნევებამ ჩემზე იმოქმედა, ანუკას დანახვისას მაინც ავტირდი. -ანუკა...არ დამტოვო...გემუდარები...უშენოდ ვერ ვიცხოვრებ, გესმის? უშენოდ არ შემიძლია. შენ რომ მოკვდე...არ ვიცი, როგორ უნდა ვიყო...არ შეიძლება...გიკრძალავ სიკვდილს, გესმის? გიკრძალავ...ჩემი ყველაფერი ხარ...ჩემი ცხოვრება...შენს გარეშე...შენს გარეშე არაფერს წარმოვადგენ, საერთოდ არაფერი ვარ...ასე ვერ მიღალატებ, მარტო ვერ დამტოვებ.-ცრემლები მახრჩობდა.-პირობა დავდეთ რომ მთელი ცხოვრება...მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით. რატომ არ გინდა ეს პირობა შეასრულო? არ მინდა შენი დაკარგვა. გთხოვ, გაიღვიძე, ჩემო ლამაზო, ჩემო პატარა, საყვარელო...გთხოვ...არ წახვიდე. უნდა დარჩე, აუცილებლად! მედდამ პალატიდან გასვლა მთხოვა. ცხვირზე ვაკოცე და გამოვედი. ერთი თვე ველოდებოდი, როდის გაიღვიძებდა. ყოველდღე ამ დაწყევლილ საავადმყოფოში ვიყავი და ერთ დღესაც აპარატის საშინელი ხმა გავიგე. კედელთან ჩავიკეცე. უბრალოდ გავითიშე. არ მესმოდა, ვერც ვლაპარაკობდი. პალატაში ვეგდე უსულოდ და არ მჯეროდა...არ მჯეროდა რომ არ მომისმინა...ანუკამ არ მომისმინა...ადგა და...უბრალოდ წავიდა. ისე უბრალოდ, რომ ვერაფერი ვუთხარი. ჩემს გონებაში დალაგებული მომავლის ლამაზი სურათები სურთებად დარჩა...უბრალოდ გამოუყენებელ სურათებად...სადაც არ უნდა წავიდე, არ აქვს მნიშვნელობა სად, ყველგან მახსენდება. ადამიანი, რომელიც უბრალოდ შემიყვარდა...შემიყვარდა სიგიჟემდე, აღარ არის. ასე უბრალოდ, აღარ არის...არსად...ვეღარ ვხედავ, აღარ მიღიმის, აღარ მელაპარაკება. მხოლოდ გულში მაქვს ჩარჩენილი მისი ცხოვრებით სავსე თვალები, სახე და ფართო ღიმილი. რა მოხდებოდა, რომ არ გამეცნო? არ გამეტეხა მისი ლამაზი კულონი, არ დავლაპარაკებოდი, არ შევხვედროდი სკოლაში...არ შემყვარებოდა...რა მოხდებოდა? ცხოვრებაში უკვე მეორედ დავკარგე ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი. რომ ვტირი, მერე რა? ჩემი ცრემლები მათ არ დააბრუნებენ. უკვე ზამთარია. დეკემბერი. სწავლა საქართველოში გავაგრძელე. არ მინდოდა ანუკასთან დაშორება. -იოიო, როგორ ხარ?-ნუცას მუდამ პოზიტიური ღიმილიც გაქრა. -ნორმალურად, შენ?-მკრთალად გავუღიმე. -მეც. შენც ქრიზანტემები მოუტანე? -ჰო, ყველაზე მეტად ეს ყვავილი უყვარდა. -ჰო, ვიცი...ეს ანუკას კაშნე არაა?-ნაცრისფერ კაშნეს დააშტერდა. -ადრე მაჩუქა, ჟაკეტის სანაცვლოდ. თავისი ზედებიდან ვერაფერი მოქექა საჩემო.-გამეცინა. -ეს კაშნეც ანუკას ნაჩუქარია.-თავის შავ კაშნეს მოკიდა ხელი და ატირდა.-რატომ დაგვტოვა? -არც მე ვიცი...-ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. -იმ დღეს როცა...-ნუცა გაჩუმდა.-იმ დაწყევლილ დღეს ბედზე მელაპარაკებოდა!-ხმამაღლა ატირდა.-მითხრა რომ რაც მოსახდენია, აუცილებლად მოხდებაო და...-ცრემლებმა დაახრჩეს.-და...წავიდა... ვეღარაფერი ვთქვი. ფეხებში ძალა აღარ მქონდა, მაგრამ მაინც მივედი ნუცასთან და თავზე გადავუსვი ხელი. სახლში განადგურებული მივედი. რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, უბრალოდ ვერ შევეგუები. ვერ შევეგუები რომ ანუკა გვერდით აღარ მყავს, ვერ შევეგუები რომ ვერ დაველაპარაკები, ვერ ვაკოცებ, ვერ შევეხები, ვერ ჩავეხუტები...საერთოდ ვეღარაფერს ვიზამ. ანუკა აქ აღარაა. მეთექვსმეტე სართულის სახურავზე ვდგავარ და განათებულ ღამის თბილისს ვუყურებ. ბეტონის მოაჯირს ხელით ვეყრდნობი. ღრმად ჩავისუნთქე და ბოლო ხმაზე ვიყვირე. მინდოდა ყველაფერი ამომეღო გულიდან, როგორც ეს ადრე ანუკამ გააკეთა. ვყვიროდი გაუჩერებლად. გადახტომაც მინდოდა, მაგრამ ისევ ანუკას სახე გამახსენდა, რომლითაც იგი მეუბნებოდა, რომ ამის უფლებას არ მომცემდა. სანამ ცოცხალი იყო, ამას არც გავაკეთებდი, მაგრამ ახლა? რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას? უბრალოდ არ ვიცი, ახლა რისთვის ვიცხოვრო? ვისთვის? აღარაფერს აქვს აზრი. მოაჯირს ხელებით დავეყრდენი და ნახევარი ტანით გადავიწიე, მაგრამ გავჩერდი. ანუკას გაუხარდებოდა? მგონი პირიქით, გულს ვატკენ. არ მინდა თავი ცუდად იგრძნოს იქ, სადაც არის. ჩვენთან ვერ დარჩა, მაგრამ მაინც მინდა კარგად იყოს. ასე პატარა არ უნდა წასულიყო. -ნუცა- ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი მყოლოდა და, რომელთან ერთადაც ათას სიგიჟეს გავაკეთებდი და არ შემრცხვებოდა. აი, მე-11 კლასი, იანვარი და კლასში ახალი გოგო, ჩემი ანუკა. დავუმეგობრდი. თავიდანვე მიმიზიდა მისმა ცოტა მკაცრმა და უხასიათო ბუნებამ, ალბათ იმიტომ რომ მე ვიყავი მუდამ უზომოდ პოზიტიური. ასე დაიწყო ჩვენი ისტორია. ჩვენი მეგობრობის ისტორია, რომელმაც ძალიან გამზარდა. არასდროს მყოლია დაქალი, რომელსაც ყველაფერს მოვუყვებოდი, რადგან ხალხს დიდად არ ვენდობოდი, მაგრამ როცა ანუკა გავიცანი, თავს მივეცი იმის უფლება რომ ჩემს მეგობრად მეღიარებინა და ძალიან მალე ჩემს დადაც მივიჩნიე. რაღაც საოცარი პიროვნება იყო, ისეთი, რომელიც ყოველთვის დაგიდგებოდა მხარში და არასდროს გაწყენინებდა. სიცილით მახსენდება, როგორ მიმალავდა იოანეს სიყვარულს. ყველაზე, ყველაზე დიდი ბედნიერება იყო ანუკა ჩემთვის და ახლა კი, ყველაზე დიდი ტკივილია, იმიტომ რომ აღარ არის. ვეღარ დავურეკავ ღამის 2 საათზე რომ ატირებული დამაწყნაროს, ან რაღაც სისულელეზე ვილაპარაკოთ. ვერ დავრჩები მასთან პიცის გასაკეთებლად და მერე ვერ ვიწუწუნებ რომ უგემური გამოვიდა და ვერ გადავაბრალებ უნიჭო კულინარობას. ვერ ვიცინებ მასთან ერთად მუცლის ატკიებამდე. ვეღარასდროს მეყოლება ანუკასნაირი მეგობარი. ის ერთადერთი იყო. ის ჩემი და იყო, რომელზეც ასე ვოცნებობდი მუდამ. -თოკო- უმცროსი და ყველა ძმისთვის ერთდროულად ბევრ მხიარულებას და უამრავ პრობლემას ნიშნავს. ჩემი ანუკა ყველაზე მეტად მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება. ბუზღუნა და სასაცილო იყო და...და ყველაზე საოცარი. მეღიმება და ვცდილობ არ ვიტირო. არასდროს ამბობდა რა აწუხებდა, მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის ვამჩნევდი და რაც მთავარია...ვერ იტანდა ტირილს. იმდენად ძლიერი იყო, უბრალოდ არ ტიროდა, ყოველგვარ შემთხვევაში მე ეს არასდროს მინახავს. არ უყვარდა თავისი სისუსტეების ჩვენება. ჩემთვის ის უკვე ჩამოყალიბებული და დამოუკიდებელი ქალი იყო, რომელმაც იცის რა უნდა. ძალიან ძნელია ანუკას დაკარგვა, იმიტომ რომ ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. არავინ არასდროს არ იქნება ჩემთვის მასზე ძვირფასი. ჩემი პატარა დაიკო...ყველაფერს მივცემდი, ოღონდ ახლა აქ იყოს და ისევ მელაპარაკებოდეს, შენიშვნებს მაძლევდეს ან მეჩხუბებოდეს, მაგრამ ეს აღარ იქნება...ჩემს პატარა დაიკოზე მხოლოდ მოგონებები დამრჩა... -კაკი- ბიოლოგიაზე როცა წავედით მე და სანდრო, ვიცოდით რომ ჩვენთან ერთად კიდევ ერთი გოგო იქნებოდა, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია რომ ის რამით დამაინტერესებდა. ანუკას გაცნობის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. არასდროს მჯეროდა რომ შეიძლებოდა ვინმე შემყვარებოდა, მაგრამ, ძალიან ვცდებოდი. ვცდებოდი, იმიტომ რომ, ანუკა გავიცანი თუ არა, მაშინვე გამიჩერდა გული. მეც არ ვიცი, ეს რა გრძნობა იყო. ახლა კი, თითქოს სიცოცხლის წყარო გამიქრეს. აღარ არის. დღემდე მიყვარს...მიყვარს იმ განუზომელი სიყვარულით, რომლითაც სხვას ალბათ ვერასდროს შევიყვარებ. ვიცოდი რომ ერთად ვერასდროს ვიქნებოდით. ვიცი რომ ჯობდა არ შემყვარებოდა...მაგრამ...გული? გულს რას უბრძანებ...ყრუა და მეტი არაფერი... როგორ მინდა გავიარო ქუჩაში და ისევ შემხვდეს, როგორც ადრე. მხოლოდ მისი ულამაზესი ღიმილის დანახვა მინდა და ესეც მეყოფა, მაგრამ შეუძლებელია. ახლა ამას ვეღარასდროს ვნახავ...ვეღარსად...რატომ? უბრალოდ რატომ? რა დააშავა? რატომ უნდა წასულიყო ასე ახალგაზრდა...უბრალოდ არ მესმის...მის საფლავთან ჩავიკეცე. ის აღარც ჩემთვის იყო, აღარც იოანესთვის...ის აღარავისთვის აღარ იყო... -იოანე- უბრალოდ კულონი გავუტეხე, ასევე უბრალოდ გავიცანი და ასევე უბრალოდ შემიყვარდა. ის რომ არა, ალბათ მთელი ცხოვრება ბავშვი დავრჩებოდი. ანუკამ სიყვარული მასწავლა. მასწავლა რომ ამ გრძნობის გარეშე ადამიანი ვერ იცოცხლებს. მასწავლა და წავიდა. ნეტა შემეძლოს სიცოცხლის გაცვლა. ჩემს სიცოცხლეს დავთმობდი, ოღონდ ანუკა ცოცხალი იყოს და იცინოდეს... სახლში მივედი და ლოგინზე უსულოდ დავეგდე. მისი კაშნე ჩავიხუტე, რომელიც ჯერ კიდევ მისი სურნელით იყო გაჟღენთილი. წამით თითქოს ისევ ვიგრძენი მისი სხეული, მისი ნაზი და პატარა ხელების თბილი შეხება, მისი სიცოცხლე...თითქოს ის ისევ ჩემთან იყო, მაგრამ ვიცი რომ ეს არარეალურია. ჩვენ ერთად ვეღარასდროს ვიქნებით... ჩვენი სიყვარული, ჩვენი ისტორია მშვენიერი იყო, მაგრამ დასრულდა. მართლაც რომ..."ყველაფერი რაც დასასრულისთვისაა განწირული, მშვენიერია". |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.