არ შეგიყვარდეს. წესი 19.
გამთენიისას ჩამეძინა. ძლივს დავწყნარდი. ყველაზე ლამაზი სიზმარი ვნახე ჩემს ცხოვრებაში. თითქოს პატარძლის თეთრი კაბა მეცვა და გვერდით იოანე მედგა. ჯვარს ვიწერდით. გაღვიძება აღარ მინდოდა, მაგრამ ვინ გაცდის ბედნიერებას. ნუცა თავზე დამახტა და გამაღვიძა. -დროზე მომიყევი, ვეღარ ვითმენ.-პირდაპირ შემომანათა თავისი ზეპოზიტიური სახე. -რომ არ გაგეღვიძებინე, არა?-მკვლელის თვალებით შევხედე. -ინტერესი მკლავს.-ზედ დამაწვა. -კარგი, კარგი.-გამეცინა და ლოგინიდან წამოვიწიე. ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე, ის კი ყურებდაცქვეტილი მისმენდა. გახსენებისას ისევ მიჩქარდებოდა გული. -ნუცა, ყველაზე ბედნიერი გოგო ვარ მთელ მსოფლიოში, გეფიცები. გუშინდელი დღე არასდროს დამავიწყდება. -მეც მომინდა შეყვარებული.-სევდიანად ამომხედა. -არავინ მოგწონს? -ჰმ...ერთი ბიჭია, ჩემ ეზოში ხშირად მხვდება. სხვათაშორის, ძალიან სიმპატიურია, უბრალოდ არ ვიცი როგორ გავიცნო. -შენ და არ იცი ბიჭი როგორ გაიცნო?-გულწრფელი გაკვირვება გამოვხატე. -შენ წარმოიდგინე, ასეთი საოცრებებიც ხდება.-გაიცინა. -არა, შანსი არაა, უნდა გაიცნო.-ავყევი. -ახლა ვაწყობ გეგმებს.-თმით დაიწყო თამაში. ცოტა ხანი ვჭორაობდით, მერე ავდექი და სამზარეულოში გავედით. -თოკოც წავიდა?-ნუცამ გარშემო მიმოიხედა. -როგორც ჩანს. რამდენი ხანია მარტო არ დავრჩენილვარ, რა კარგი გრძნობაა. -აუ, მე პირიქით, სულ მარტო ვარ და ცოტა მომბეზრდა. -ცოტა ხნით ადგილები რომ გავცვალოთ არა?-გამეცინა. -მომწონს იდეა.-კმაყოფილმა გაიღიმა. ცივი ყავა ნაყინით. პირდაპირ დღის იდეალური დაწყება აღმოჩნდა. ტელეფონმა დამირეკა. -კაკია.-ვუთხარი ნუცას და ტელეფონი ვანახე. -აიღე, დაელაპარაკე. -ჰო, კარგი. ყურმილი ავიღე. -როგორ ხარ?-კაკის მხიარულმა ხმამ ნუცამდეც მიაღწია. -კარგად შენ? -მეც კარგად. რას შვები? -რავი აბა, მე და ნუცა ვართ ჩემთან სახლში და ვჭორაობთ, შენ? -მე სანდროსთან ერთად ვარ და ჩვენც ვჭორაობთ, რა კარგი იქნება ვენდისში გასეირნება.-გაიცინა. -მმ...რა გემრიელად ჟღერს. -ხოდა გამოდით შენ და ნუცა, თუ გინდა შენს იოანესაც დაურეკე. -ნუც, გავიდეთ?.-თავი დამიქნია.-კარგი მოვალთ. ადგილზე შევთანხმდით. სწრაფად გამოვიცვალე. დახეული ჯინსი, თხელი, მოკლემკლავიანი "საროჩკა" და კედები. თმა ავიწიე. -იოანეს დავურეკავ.-ვთქვი და ტელეფონით ხელში ფანჯრის რაფაზე ავბობღდი. -რას შვები იოიო?-ვკითხე სიცილით. -ეგ სახელი.-შემიღრინა, მერე თვითონაც ამყვა.-რავი, არაფერს. ახლა უნდა მომეწერა შენთვის. ლუკა ხო იცი, ჩემი ძმაკაცი. -კი, მერე? -ბაბუა გარდაეცვალა და მაგასთან მივდივართ. -ღადაობ? საწყალი.-სერიოზულად დამწყდა გული. -ჰო, ასეთი რაღაც მოხდა. შენ რაზე დამირეკე, ხო მშვიდობაა? -კი უბრალოდ კაკიმ დამირეკა მე და სანდრო ვართ და იქნებ გამოხვიდეთ ვენდისში შენ, ნუცა და შენი შეყვარებულიო და ვიფიქრე წამოხვიდოდი. -კაკი?-ხმა შეეცვალა. -იოანე, მეგობარია. -ვიცი, ვიცი.-ჩაიცინა.-მე ვერ წამოვალ, მაგრამ წადი შენ, გაერთე. საღამოს დაგირეკავ. -იმედია არ მიბრაზდები. -არა, აღარ ვარ ის იდიოტი, რომელიც ყველა წვრილმანზე ჩხუბობს. მიყვარხარ. -მეც. კარგად. -ნახვამდის. საუბარი დავამთავრეთ. -წამოდი.-ვუთხარი ნუცას მომღიმარემ. ბიჭებთან შესახვედრად წავედით. შორიდანვე დავინახე და ხელი დავუქნიე. ნუცა ადგილზე გაიყინა. -რა გჭირს?-ვკითხე ჩუმად. -კაკის გვერდზე რომ ბიჭია, მაგას რა ჰქვია.-გამიკვირდა მისი ასეთი რეაქცია. -სანდრო. -აი, ეგ სანდროა ჩემს ეზოში ხშირად რომ ტრიალებს ხოლმე. -შენ გინდა თქვა რომ სანდრო მოგწონს?-სიცილი ამიტყდა. -რა გაცინებს, ანუკი, გაჩერდი. ძალიან მიტყდება.-ნუცა თავიდან ფეხებამდე გაწითლდა. -კარგი, ასე ძალიანაც ნუ შეიმჩნევ რომ მოგწონს.-ისევ ვიცინოდი. როგორც იქნა ბიჭებს მივუახლოვდით. -კაკი, შენ იცნობ ხო ნუცას?-გავუღიმე. -კი, ადრე გავიცანი. -მაშინ, სანდრო, ეს ნუცაა, ჩემი დაქალი, ნუცა, ეს სანდროა, ჩემი ძმაკაცი და მორიგი იდიოტი ბიჭი. -ანუკა!-სანდრომ გაგიჟებული თვალებით გამომხედა, რომლითაც პირდაპირ მეუბნებოდა: "ნუცას წინ როგორ მელაპარაკები". -კარგი ხო, ვიხუმრე, რა უჟმურები ხართ.-გამეცინა. -შენ რომ გამოთქვამ ამაზე პრეტენზიას, ნამუსი მაინც არ გაწუხებს?-კაკის გაეცინა.-უჟმური ნომერ 1 შენ ხარ. -მოკეტე.-მუდოს სახით გავხედე. -ხო ვთქვი.-ისევ იცინოდა. სანდროს გავხედე. აშკარად ემჩნეოდა, რომ ნუცა ძალიან მოეწონა. -შენ ეზოშიც გხედავ ხოლმე ხშირად.-სანდრომ ლაპარაკის წამოწყება ცადა. -ჰო, მანდ ვცხოვრობ. მეც დამინახიხარ.-ნუცა არ ჩამორჩა. -სიმართლე გითხრა, ძალიან მინდოდა შენი გაცნობა. ყოველთვის ისეთი საყვარელი ხარ.-სანდრომ გაუღიმა, ნუცამ ტუჩზე იკბინა და საყვარლად ჩაიცინა. -მგონი ზედმეტები ვართ.-კაკიმ გამიცინა. -აშკარად.-მეც ავყევი. -ნუ ბავშვობთ.-სანდრო გაგვიბრაზდა.-მალე წამოდით. -კარგი, კარგი, ოღონდ დამშვიდდი. გზა განვაგრძეთ. ბიჭები უკან მოდიოდნენ, ჩვენ წინ. -გაგიხარდა სანდროს გაცნობა?-ჩუმად ვკითხე ნუცას. -უზომოდ.-ღიმილი ყურებამდე აუვიდა. -თან რა გეგმებს აწყობდი.-სიხარულისგან გამეცინა. -ანუკი, გეფიცები, შოკში ვარ. ასეთი რაღაც პირველად მომივიდა. პირველად ამიხდა სურვილი. ისე მინდოდა მისი სახელი მაინც მცოდნოდა, უბრალოდ სახელი და ახლა კიდე...არ მჯერა.-სიხარულისგან გაწითლდა.-მადლობა, მადლობა რომ შენი მეგობარია.-ხელზე მომეხვია. -აი, უბრალოდ, დაუკვირდი, რაც მოსახდენია, აუცილებლად მოხდება. ყველაფერი ბედზეა დამოკიდებული.-ნუცას გავუცინე. -გეთანხმები.-თბილად გამიღიმა. უკან გავიხედე და ჩამოშორებულ ბიჭებს დავუძახე. -ცოტა მალე რა, მშია. -მოვდივართ, უჟმურო.-კაკიმ გამიცინა. გადასასვლელს მივუალხოვდით. -ჩვენი გზაა.-ვთქვი გაღიმებულმა და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ. -იოანე- ლუკასთან ვიყავი. აივანზე გავედი და ანრის ველაპარაკებოდი. ცოტა ვნერვიულობდი. დიდად ბედნიერი არ ვიყავი ანუკა კაკისთან ერთად რომ გავუშვი, მაგრამ მეგობარია. ვერ ავუკრძალავ. რა უფლება მაქვს. მითუმეტეს არაფერს აშავებს, თან ეჭვიანობის საფუძველსაც არ მაძლევს. -იოანე, რაზე ფიქრობ?-ბექამ ფიქრებიდან გამომარკვია. -აა...არაფერზე. -ხოდა, სამსახურზე... უცებ ტელეფონმა დამირეკა. ნუცა იყო. გამიკვირდა. -რა იყო?-ვკითხე დაბნეულმა. ხმას არ იღებდა. -ნუცა! რა ხდება?-ხმას მოვუმატე. -იო...ან...ანუკა...საავადმყოფოშია.-ძლივს ამოილუღლუღა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.