შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

strange wishes 1


9-04-2016, 20:10
ავტორი წაწიანა
ნანახია 1 302

-გაგიჟდი!
..

ეს სიტყვები განუწყვეტლივ ჩამესმოდა ყურებში და ვაცნობიერებდი, თუ რამდენად შორს ვიყავი ადამიანებისგან.
7 წლის ვიყავი, როდესაც ვარსკვლავებით გადაჯედილ ცას ვუყურებდი და ვცდილობდი თითოეული მათგანისთვის გარკვეული ფორმა მიმეცა. ზოგს სპილოს ფორმა მივეცი.. არვიცი რატომ,
მაგრამ პატარაობიდანვე მიყვარდა სპოლოები.ეს ყოველივე რა თქმა უნდა ჩემს ფანტაზიაში მოვხაზე. მიყვარდა ჩემი ფანტაზიის უნარი და ამავრდოულად მაოცებდა კიდეც.
მახარებდა ის ფაქტი, რომ სხვა ბავშვები ჩემსავით ვერ ახერხებდნენ უსაზღვრო ფანტაზიის გამოყენებას. მიხაროდა, რომ შემეძლო არარეალური სამყარო იმდენად რეალურად მექცია, რომ მისი შეგრძნება და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს შეხებაც კი,
ასტრალურ სამყაროში მოგზაურობის ყოლფასი იყო.
ვაკვირდებოდი თითოეულ ასტერიზმსა თუ თანავარსკვლავედს. ვცდილბდი ყოფილიყო ბევრად უფრო ახლოს. იდუმალებით მოცული სავსე მთვარეც არარეალურად ლურჯი და კაშკაშა გამხდარიყო.. რატომ ლურჯი? არც ეს ვიცი. ვერ ვხსნიდი საკუთარ ფანტაზიებსა თუ ილუზიებს მაგრამ ერთი რამ ცხადია, ეს ყოველივე საოცრად მამშვიდებდა. ვაკვირდებოდი პაწია მოკაშკაშე და ამავდროულად მომღიმარ ვარსკვლავებს.მე ეს მომწონდა.. მომწონდა მათი ღიმილი. თითქოს უხაროდათ კიდეც ჩემი გონების განათება.
თვალს არ ვაშორებდი ისე ვშორდებოდი დედამიწას და უსასრულო გალაქტიკაში მოგზაურობას ვიწყებდი...
ცა საოცრად ლამაზი იყო. ასეთი სიზმარშიც არ მინახავს. ფანტაზიაში ნათლად ვჭვრეტდი ღია იისფერ, ლურჯ და მოიასამნისფრო ფერებს, რომლებსაც ერთბაშად მიმოფანტული მომღმარი ვარსკვლავები ამშვენებდნენ.
ვერ ვხვდებოდი ცა იყო ასეთ ფერებში, თუ ვარსკვლავები ანათებდნენ ასე საოცრად.ირგვლივ მიმოხედვისას შევამჩნიე უდიდესი მბრუნავი ხვრელი.
ულამაზესი იყო. ბრუნავდნენ მის ირგვლივ ათასფრად მოელვარე ვარსკვლავებიც,თუმცა შემეშინდა.. შემეშინდა მეც თან არ ჩავეყოლე. მაინტერესებდა შიგნით როგორი იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ იქაც
უანკლო სანახაობა გადამეშლებოდა, თუმცა შიშის გრძნობა არ მაძლებდა საშუალებას,რომ ამ ერთი შეხედვით ლამაზ, თუმცა შემზარავ, მბრუნავ ხვრელში შემეღწია..
ასე გრძელდებოდა ძალიან დიდი ხანი..
რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო მახრჩობდა სურვილი იმისა, რომ მეტი გამეგო "იქ" არსებული სამყაროს შესახებ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაწილი არ იყო და მართლაც
არსებობდა ე.წ. საფრთხე კოსმოსში, რომელიც ჯერ კიდევ ამოუცნობ ფენომენად რჩებოდა.
უკვე 10 წლის "მე"-მ სიამაყით გადავწყვიტე წარვმდგარიყავი ჩემი ოჯახის წევრების წინაშე და...
-დედა, ბებია.. მოკლედ ყველას რაღაც მინდა გითხრათ.იმედი მაქვს თქვენებურად არ დაიწყებთ.. იცით რასაც ვგულისხმობ.
ბებიამ ჯერ გაკვირვებულმა ოჯახის წევრებს გადახედა, შემდეგ კი მე მომაპყრო თავისი არაამქვეყნიურად ცნობისმოყარეობითა და გაკვირვებით აღსავსე თვალები.. სხვას არც ველოდი არაფერს. არასდროს
მქონია სურვილი ჩემებისთვის ასე საჯაროდ გამომეცხადებინა რაიმე. ყოველთვის იყო რაღაცები, რის განხორცილებასაც თავად ვახერხებდი. არასდროს არავინ შემიწუხებია ზედმეტად, მოკლედ რომ ვთქვათ ჩემი
ასეთი გამოსვლლა მართლაც მოულოდნელი გახლდათ.
-ხომ კარგად ხარ შვილო? აკანკალებული და ცოტა არ იყოს შეშინებული ხმით მკითხა ბებიამ.
ბევრი ლაპარაკი არასდროს მიყვარდა, ამიტომ თვალებითვე ვანიშნე, რომ საშიში და სანერვიულო არაფერი იყო. ბებიას სახეზე სიმშვიდემ გადაუარა, ჯერ გვერდზე მდგომ დედას გადახედა,
რომელიც ასევე გაღიმებული,მოლოდინით სავსე მზერით მიყურებდა, შემდეგ თავისი თბილი მზერა კვლავ მე გამისწორა და ღიმილით მომმართა:
-კარგი,გისმენთ უკვე დიდო ქალბატონო!
ირონია არ შევიმჩნიე, ამოვისუნთქე და განვაგრძე:
-ჰჰ, მოკლედ როგორც ვიცი ყველას გაინტერესებთ რა მინდა ცხოვრებაში და რას ვაპირებ მომავალში. ასეა?
-რა თქმა უნდა ყველას ძალიან გვაინტერესებს საყვარელო.
-ჰოდა.. ჰმ.. მოკლედ გადავწყვიტე კოსმონავტი გამოვიდე.
ზუსტად ვერ აღვწერ ჩემ მიერ მიღებულ სახეს იმ მომენტში, თუმცა ჯერ კიდევ მკაფიოდ მახსოვს სიცილის ხმები, რომელსაც თან ახლდა "საიდან მოუვიდა ამ ჩერჩეტუნას ეს აზრი", ირონია -"მგონი
ზერიოზულ აღმოჩენასთან გვაქვს საქმე", ან კიდევ "ჯერ 10 წლისაა და უკვე რამხელა მიზნები ამოძრავებს"- კვლავ ირონია...
გამაღიზიანებელი იყო.. საშინლად გამაღიზიანებელი. ფიქრობდნენ, რომ მათ მიერ ირონიით ნასროლ სიტყვებს ვერ ჩავწვდებოდი და პირიქით გამიხარდებოდა კიდეც მათი ასეთი დამოკიდებულება.
უკვე გასაგებიც იყო ყველაფერი. ოთახში გავედი, სადაც ასევე ვარსკვლავებით გადაჭედილი უბის წიგნაკი მელოდა, გადავშალე და კვლავ დავიწყე იმ გეგმის შედგენა, რისი საშუალებითაც შევძლებდი შემესწავლა ყოველივე, რაც მართლა მაინტერესებდა.
შეიძლება ძალიან უაზროდაც მოგეჩვენოთ ჩემი ერთგვარი ახირება, თუმცა ცხადზე ცხადი იყო,რომ არ იყო მხოლოდ ახირება. თითქოს მიზნადაც მქონდა დასახული კოსმოსი..
იყო,ძალიან ბევრი რამე იყო კოსმოსის გარდა რასაც ახსნას ვერ ვუხერხებდი. ყოველთვის ვიკავებდი თავს კითხვების დასმისგან. მაგალითად შესაძლოა თუ არა დროში მოგზაურობა.. ან
შესაძლოა თუ არა უბრალოდ მართო ადამიანი გონების ძალით. ვერ ვიაზრებიდი მართლა ღმერთმა შექმნა ისეთი საოცარი ქმნილება როგორიც ადამიანია თუ რაიმე სხვამ, თუმცა ვიცოდი, რომ
უძლიერესი იყო და მის გონებას უსაზღვრო ძალა ჰქონდა. ეს ყოველთვის ვიცოდი. ჩემს თავშიც მუდამ დარწმუნებული ვცდილობდი ამეხნა "მე".
ახლა კი, უკვე 17 წლის ასაკში , სწორედ იმ მდროს, როდესაც ჩემს ცხოვრებაში გადამწვეტი პეროიდი დადგა, რომ დროა ავირჩიო საკუთარი გზა,კვლავ განვაგრძობ ბიბლიოთეკებში ძრომიალს,და პასუხების პოვნას. ათასგვარი მეცნიერები, რომლებიც ცდილობენ ახსნან ბერმუდის სამკუთხედი, რომლებიც დღემდე ცდილობენ ახსნან შავი ხვრელის საიდუმლოება.. მგონია რომ ისეთი თავის-"უფალი" ადამიანები, როგორებიც მეცნიერები არიან, რომლებიც სწორად იყენებენ თავიანთ გონებრივ შესაძლებლობებს, მაინც მგონია, რომ არ არიან ბოლომდე თავის-უფლები.ისინი ვერ ახერხებენ საკუთარ თავზე კონცენტრირებას. ასე რომ იყოს შეძლებდნენ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას. პასუხები ხომ ბუნების ლამაზ ადგილებშია მიმოფანტული. ის უნდა ვეძებოთ. თავად ბუნება გვეხმარება ამაში.
იმედი მაქვს მალე სრულყოფილად დაეუფლებიან თავიანთ თავებს.
ადამიანს ყველაფერი შეუძლია რწმენის საშუალებით. ამ რწმენით ისინი სხვადასხვა ნიჭს ავლენენ. რა თქმა უნდა ყოველი მათგანი ხელოვანია, თუმცა ყველას არ ძალუძს ეს ღრმად ჩაფლული განძი გამოავლინოს.
მინდა ჩემი ე.წ. ფანტაზიები ფუნჯითაც გადმოვიტანო და რეალობად ვაქციო თუმცა არამგონია გამომივიდეს. ჯერ-ჯერობით ამისთვის მზად არ ვარ.
მალე სკოლას დავამთავრებ.
მოვშორდები უაზრო ბავშვებს. ერთ-ერთი ადგილი, რომელიც ჩემზე საშინლად მოქმედებს სკოლაა. მაღიზიანებენ ბავშვები, მათი უაზრო და ბანალური აზრები..
"ბანკეტზე მოკლეს იცვამ თუ გრძელს?" ან კიდევ "თმას როგორ იკეთებ?" და ა.შ და ა.შ...
არსებობს რა თქმა უნდა ყველას ცხოვრებაში ადამიანი, ვისაც ყველანაირად ენდობა.
ჩემს ცხოვრებაშიც არის ასეთი ადამიანი და უბრალოდ ბედნიერი ვარ რომ არსებობს. ის რომ არა საკუთარ თავს მარტოსულ დეპრესიულ თინეიჯერად შევრაცხავდი. ვენებს რომ იჭრიან
ისეთს ვგულისხობ.. საბედნიეროდ ასეთი არ ვარ.
მეგობარი - როგორც ასეთი მყავს. მიხარია, უბრალოდ ვამაყობ რომ ის ასეთია. ყოველთვის ვუსურვებ არ შეიცვალოს, ამაზე კი მუდამ ეღიმება.
ინგლისურზე, კერძო მასწავლებელთან სიარულის დროს არ მეგონა ვინმე საერთოდ ნორმალურს თუ გავიცნობდი.
სიყვარული- ცოტა შორს იყო ჩემგან. არასდროს დავინტერესებულვარ ისე ძლიერ ვინმეთი, როგორც ინგლისურის გაკვეთლზე ჩემთან ერთად მყოფ არსებაზე.
რომ მივედი უკვე სკამზე იჯდა თავჩაღუნული. ღია წაბლისფერი თმის და უცხო გარეგნობის მქონე ახალგაზრდა მგოლოდ მის წინ მდებარე ფურცელს ისე ჩაჰყურებდა, გეგონება პირველად უყურებსო..
უბრალო ინგლისურის საცდელი ტესტი დონის შესამოწმებლად.. სასაცილოა.. თავის ე.წ. "სამყაროში" გადავარდნილმა ვერც გაიგო როგორ შევედი, ან როგორ ვითხარი დაბნეულმა გამარჯობა.. მხოლოდ მოგვიანებით
შევამჩნიე, რომ...



№1  offline მოდერი წითური გოგონა

წაწიანა,
წაწ,
მომეწონა!
ეს ლამაზი, თავისებური თავი.
ბევრს არ მივედ-მოვედები და გეტყვი,
მე -wish- მეორე თავს.
აქვე ვიტყვი: საერთოდ არ მიყვარს რაღაცეების მიმსგავსება ერთმანეთთან, თუმცა დაწყებისთანავე ეგზიუპერის-პატარა პრინცი გამახსენდა, თუ წაკითხული გაქვს მიხვდები კიდევაც რატომ, თუ არა გაეცანი, პატარა ნოველაა...
იყო შეცდომებიც,გადახედე და მიხვდები. შეიძლება ითქვას ბეჭდვითი შეცდომები იყო, მაგრამ მომავალში ეცადე გამოასწორო და ამით 'თავი' არ დააზიანო.
წარმატებები, ველი მეორე თავს.
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2  offline წევრი წაწიანა

წითური გოგონა
წაწიანა,
წაწ,
მომეწონა!
ეს ლამაზი, თავისებური თავი.
ბევრს არ მივედ-მოვედები და გეტყვი,
მე -wish- მეორე თავს.
აქვე ვიტყვი: საერთოდ არ მიყვარს რაღაცეების მიმსგავსება ერთმანეთთან, თუმცა დაწყებისთანავე ეგზიუპერის-პატარა პრინცი გამახსენდა, თუ წაკითხული გაქვს მიხვდები კიდევაც რატომ, თუ არა გაეცანი, პატარა ნოველაა...
იყო შეცდომებიც,გადახედე და მიხვდები. შეიძლება ითქვას ბეჭდვითი შეცდომები იყო, მაგრამ მომავალში ეცადე გამოასწორო და ამით 'თავი' არ დააზიანო.
წარმატებები, ველი მეორე თავს.

ჰეი გამახარა შენმა კომენტარმა და შეფასებამ.რაც შეეხება "პატარა პრინცს" ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მოთხრობაა ,რომლის წაკითხვაც არ მბეზრდება არასდროს.
მადლობა და ვეცდები ყველანაირად მალე დავდო :3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent