შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების გზა (vol.1)


9-04-2016, 22:23
ავტორი lag2
ნანახია 2 645

დღეს 10 აპრილია და რა ცუდი დღეა,ამინდიც სწორედ ისეთი,როგორიც თავად ამ დღეს შეეფერება,მოღრუბლული ცა,თითქოს წარბები აქვს შეყრილი და ტირილს აპირებს. აჰა,ტირილს იწყებს,ტირის,უმატებს ტირილს და მისი ცრემლები მე მეცემა სახეზე. ვგიჟდები ისე მიყვარს წვიმა,წვიმაში სეირნობა და ფიქრი.რაზე ვფიქრობ წვიმაში?-უამრავ რამეზე,აი მაგალითად იმაზე,თუ როგორი იქნება ის დღე ,როდესაც მე მოვკვდები,ნეტავ გულით თუ ვინმე იტირებს ჩემს საფლავზე?-არ ვიცი,თუმცა გამიხარდება თუ ასეთი,თუნდაც ერთი ადამიანი,რომ არსებობდეს.
ამ ფიქრებში და დედაც მირეკავს,გვიანია,სახლში ჯერ კიდევ არ ვარ ღელავს...
-გისმენ დედა
-ათანასია,კარგი რა გარეთ როგორი ამინდია,ლამის ცა ძირს ჩამოვიდეს შენ კი ასეთ დროს სეირნობ.კარგი რა,მალე მოდი სახლში.
-დედა,ხომ იცი არა,რომ მე ასეთ ამინდში მიყვარს სეირნობა,ნუ ღელავ არაფერი მომივა,ცოტას კიდევ გავივლი და ნახევარ საათში მოვალ.
ტელეფონი გავთიშე და ნელი ნაბიჯებით გავუყევი გზას სახლამდე,თან კვლავ ფიქრებს დავუბრუნდი.არა რა,არ მესმის იმ ადამიამების,რომლებსაც წვიმა არ უყვართ და წვიმაში ქოლგებით მოძრაობენ,კიდევ იცით რა მიყვარს წვიმის დროს?-სუნი,ის სპეციფიკური სუნი,რომელიც მიწას ასდის ასეთ დროს,განა არსებობს ქვეყნად წვიმაზე ლამაზი რამ?-ვფიქრობ,რომ არა...ხალხი კი ბრმაა,ვერ ხედავს წვიმის მთელ მშვენიერებას.
გახარებული და უზღვავი ემოციებით აღსავსე დავბრუნდი სახლში და პირდაპირ ოთახში შევიძურწე,ტანსაცმელი გამოვიცვალე,საწოლში შევწექი და ოთახში დედა შემოვიდა.
-ათანასია,ხვალ 6 საათზე მივდივართ რესტორანში,სურვილი არ მქონდა,თუმცა თანამშრომლებმა თავად მოაწყვეს ყველაფერი,უხერხული იქნება,დაბადების დღეს მე მიხდიან და რომ არ მივიდეთ,გამიხარდება თუ წამოხვალ,მაგრამ თუ არ გინდა წამოსვლა გაგიგებ,ვიცი,რომ არ მოგწონს ისეთი ადგილები,როგორც მე,თუმცა...
-კარგი დედა,წამოვალ,თუ ბოლომდე ვერა ცოტა ხანს მაინც გავჩერდები,ახლა კი ძალიან გთხოვ,მეძინება. ეს ვუთხარი,ოდნავ გავუღიმე,თავადაც გამიღიმა,ტკბილი ძილი მისურვა და კარები ნაზად მიიხურა.
ალბათ ფიქრობთ,რომ დედა არც თუ ისე ძალიან მიყვარს,რადგან ესე ცივად ვექცევი,თუმცა ცდებით,მე ის სიგიჟემდე მიყვარს,უბრალოდ გრძნობების გამოხატვა არ შემიძლია,ეს ერთ-ერთი თვისებაა რაც ჩემ თავში არ მომწონს სხვა დანარჩენებთან ერთად.
დილას არც თუ ისე კარგ განწყობაზე გავიღვიძე,მესიკვდილებოდა ისე არ მინდოდა იქ წასვლა,თუმცა დედას დაბადების დღე არის და ვერ ვაწყენინებდი.ავდექი და სამზარეულოში გავედი ყავის გასაკეთებლად,დედაც იქ დამხვდა.
-გილოცავ დაბადების დღეს დედა,ჯანმრთელი და ბედნიერი იყავი
-მადლობა ჩემო ლამაზო,რას დალევ?
-ყავის დალევას ვაპირებდი,თუმცა დღეს მე გემსახურები,შენ დაჯექი და მითხარი რას დალევ
-კარგი,კარგი დღეს ასე იყოს.მეც ყავას დავლევ,იქნებ გამოვიხედო ცოტა თვალებში,თორემ ფეხზე მძნავს.
ყავა დავლიეთ ლ,ჭურჭელი გავრეცხე და ოთახში შევედი მოსამზადებლად.გამოპრანჭვის თავი არ მქონდა,არც მიყვარდა,ტანსაცმელს რაც შეეხება რაც პირველი თვალში მომხვდა ის ჩავიცვი.კლასიკური შავი შარვალი,კრემკსფერი ზედა,ამავე ფერის ბალეტკები და შავი პიჯაკი მოვიცვი.უბრალოდ კონტური გადავისვი და მორჩა.დედას კი გრძელი წითელი კაბა და შავი ბალეტკები,არც ერთი არ ვართ მაღალ ქუსლიანების მოყვარული,ამიტომაც ასე ჩაცმა გადავწყვიტეთ.
რესტორანში მისულს უამრავკ ახალი სახე დამხვდა,ამდენი ადამიანის გაცნობით ცოტა არ იყოს დავიღალე,თან იქ არსებულმა სუნმა თავბრუ დამახვია და გარეთ გავედი.ტანში ჟრუანტელმა დამიარა იმდენად მესიამოვნა გრილი ჰაერი,იქვე სკამზე ჩამოვჯექი,თავი უკან გადავდე,თვალები დავხუჭე და რამდენიმე წუთში ვიღაცის ხელი ვიგრძენი ჩემს მხარზე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent