შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უჟმური უფროსის წესები (თავი 8)


9-04-2016, 23:18
ავტორი nuki-nuka
ნანახია 3 503

გაშეშებული იყურებოდა და აზრზე მოსვლას ვერ ახერხებდა, ყოველი სიტყვა მის გონებაში აღწევდა თუმცა ვერაფერს ვერ ხვდებოდა. ყოველი სიტყვისგან უდიდეს ბენიერებას გრძნობდა, უნდადა ეთქვა ყველაფერი რასაც თვითონ გრძნობდა, რასაც ფიქრობდა თუმცა ხმას ვერ იღებდა. მთელი სხეული გაუთბა, როდესაც თორნიკემ სიტყვა „მიყვარხარ“ უთხრა, გრძნობდა, რომ ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. თუმცა ამ ფიქრებისდა მიუხედავად არ იცოდა რა პასუხი უნდა გაეცა თორნიკესთვის, როგორი რეაქცია უნდა ქონოდა. ემოციებისაგან თვალები ცრემლით აევსო და მთელი სხეულით კანკალებდა, უნდოდა ბოლო ხმაზე ეყვირა და ეთქვა თორნიკესთვის, რომ უყვადრა მაგრამ ხმას ვერ იღებდა.
ტიროდა და არც ცდილობდა, რომ ცრემლები დაემალა, თითქოს ამ ცრემლებით გადმოსცემდა ყველა იმ გრძნობას რომელსაც მაში მოეყარა თავი. თორნიკემ მკლავებში ფრთხილად მოკიდა ხელი და მთელი ძალით გულში ჩაიკრა. ელენეც მისი სურნელით აივსო და ტირილი შეწყვიტა, უნდოდა ხმა ამოეღო, მაგრამ რაღაც აკავებდა. ნელა ასწია ჯერ მარჯვენა, შემდეგ კი მარცხენა ხელი ზევით და თორნიკეს კიზერზე მოათავსა, ისე რომ თავი არც კი აუწევია. როგორც კი თორნიკემ იგძნო ელენეს ხელები თავის კისერძე, წელსე ხელები შემოჰხვია და ზედ აიკრა, თავი მის ყელში ჩარგო და მისი სურნელი მთლიანად შეისუნთქა. კიდევ დიდხანს უნდოდა, რომ გაგრძელებულიყო მათი ჩახუტება, თუმცა პასუხი აინტერესებდა ელენესი, იმისდა მიუხედავად რომ ელენე მას ჩაეხუტა მაინც ფიქრობდა რომ უარს მიიღებდა და ნელა გასწია ელენე უკან.

- ელენე... გთხოვ რომ მითხრა რას ფიქრობ - თორნიკეს ხმაში შიში გარეოდა, ძალიან ჩუმად ლაპარაკობდა და ცდილობდა რომ ნერვიულობა არ შესტყობოდა. ნელა ასწია ელენემ თავი და თოენიკეს თვალებს შეხედა, რომელიც სიყვარულით იყო სავსე.
- მე... - მთელი ყელი გამომშრალი ჰქონდა და ლაპარაკს ვერ ახერხებდა. თორნიკე, როგორც კი მიხვდა მაშინვე ხელი შეუშვა და მაგიდაზე მდგომ წლის ჭიქას დასწვდა. სწრაფად აავსო წყლით და ელენეს პირთან მიუტანა, როგორც კი რამოდენიმე ყლუპი მოსვა მაგიდაზე დააბრუნა და ელენეს, რომელსაც თავი ისევ დაბლა დაეხარა მომლოდინე თვალებით შეხედა.
- მე... იცი მეც ... მეც მიყვარხარ - ჩუმი ხმით ჩაილაპარაკა და თორნიკეს ახედა. მის თვალებში უზომოდ დიდი სითბო და სიყვარული დაინახა. დაინახა როგორ შეცვალა შიში ბედნიერებამ. ფიქრობდა რომ თორნიკე რამეს გააკეტებდა, რეაქციამაც არ დააყოვნა, უცებ მოჰკიდა თორნიკემ ხელი და მთელი ძალიათ მიიკრა სხეულზე, რამოდენიმე წუთი ესე იდგნენ, შემდეგ კი ნელა გასწია უკან და მთელი გრძნობით აკოცა. ამ კოცნაში ჩააქსოვა ის სიყვარული რასაც მის მიმართ გრძნობდა და ის ბედნიერება რაც ელენეს სიტყვებმა მიანიჭა. ნელა მოშორდა მის ტუჩებს და გაუღიმა.
- შენ ხომ ვერ წარმოიდგენ როგორ მაბედნიერებ - ღიმილით უთხრა და შუბლზე აკოცა.
- ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი ესე თუ მოხდებოდა. - ელენემაც ღიმილით უპასუხა და განაგრძო. - ეჭვი კი მეპარებოდა რაღაც-რაღაცეებში მაგრამ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი ის შენ თუ იყავი.
- ვიცი რომ შენთვის ძნელი იყო, მაგრამ ესე იყო საჭირო - მოწყენილი ღიმილით უთხრა და ხელი გადახვია - წადი ეხლა დაიძინე, დილით ადერ უნდა ავდგეთ. - ნელა უბიძგა კარებისკენ.
- არამგონია ეხლა დამეძინოს - ბედნიერი ღიმილით უთხრა ელენემ და მიეხუტა.
- წამოდი - ხელი მხირიდან აიღო, ფეხებსა და წელზე მოჰკიდა და ხელში აიტაცა. ელენემ წამოიკივლა, მერე კი ჩუმად გაიცინა, რომ სხვებს არ გაღვიძებოდათ. თორნიკემ სწრაფად აირბინა კიბეები და ელენეს ოთახის კარები სწრაფი მოძრაობით გახსნა. ელენე საწოლზე დააწვინა, კარები მიხურა და როდესაც შემოტრიალდა ელენეს ზემოდან გაკვირვებულმა დახედა. გოგოს მთელი ადგილი დაუკავებია და ბალიშისთვის შემოუხვევია ხელები.
- რას მიყურებ? - გაკვირვებულმა კითხა თორნიკეს.
- მთელი საწოლი რომ დაიკავე მე სად უნდა დავწვე? - ღიმილით კითხა და მის გაკვირვებულ სახეზე ჩაიცინა.
- შენ გაქვს ოთახი და იქ დაწვები - ვითომ უინტერესო ხმით უთხრა.
- მერე შენ რომ ვერ დაიძინებ და მეც რომ ვერ დავიძინებ, ცალ-ცალკე ვიყოთ? - ღიმილით უთხრა და მისკენ დაიხარა. სახე სახესთან მიუტანა და საცოდავი გოგო სულ დააშტერა.
- კარგი - ლუღლუღით წარმოსთქვა ელენემ.
- რა კარგი? - სახეზე ეშმაკური ღიმილი გამოესახა მამაკაცს.
- კარგი დაწექი აქ - დაჰიპნოზებულმა ჩაილაპარაკა და როგორც კი თორნიკემ სახე გასწია მაშინვე გონს მოვიდა. რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა ხმა ვერ ამოიღო თორნიკე, რომ მის საწოლზე დაინახა. - რა წესია თორნიკე ეს? - ბუზღუნით ჩაილაპარაკა. - ესე მალე კი არ უნდა გამიშინაურდე. - ძლივს შეკავებული ღიმილით უთხრა და მის სახეს მიაჩერდა.
- ელენე, ელენე, მე დიდი ხანია უკვე რაც გაგიშინაურდი - ღიმილით უთხრა და თვალი ჩაუკრა. - რა იყო? ... გაგიკვირდა ხომ? მაშინ როდესაც შენ ტკბილი ძილით გეძინა ხოლმე, მე აი აქ - ხელით საწოლის გვერდით მიუთითა - აქ ვიყავი და მთელი ღამე გიყურებდი, ყოველ შენს ჩასუნთქვა- ამოსუნთქვას ვითვლიდი და როგორც კი გათენებას დაიწყებდა ოთახიდან გავდოდი. - უცებ ჩამოურაკრაკა ეს დღეები თავისი ჩადენილი ამბები. ამ ყველაფრის წარმოდგენაზე ელენეს სასიამოვნოდ გააკანკალა. ნელა ჩამოუსვა გვერდით მწოლიარე თორნიკეს სახეზე ხელი და თავისი ინიციატივით დაეკონა მის ტუჩებს. ცოტახანში მოშორდა, თავი მის გულ-მკერდს დაადო და თვალები დახუჭა.
- შეგიძლია ყვლაფერი თავიდან მომიყვე ? - ჩუმი ხმით ჩაილაპარაკა და თორნიკეს ახედა.
- არ გეძინება? - მაღლიდან დახედა და როცა ელენემ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია, ამბის მოყოლისთვის მოემზადა.
- შენ ხო არ გეძინება? - უცებ კითხა ელენემ.
- არა არ მეძინება - ღიმილი უთხრა და შუბლზე აკოცა. - რაც მოგიყევი იმას აღარ გეტყვი. გავაგრძელებ, რაც არ იცი. - ღრმად ამოისუნთქა და მოყოლა დაიწყო. ყველაფერი მოუყვა, ცოტახნში კი მიხვდა რომ ელენეს ჩაეძინა, თავზე აკოცა და თვითონაც დახუჭა თვალები.


დილით 7 საათზე ყველა ადგა ელენეს და თორნიკეს გარდა, რათქმაუნდა ეჭვი შეეპარათ და თორნიკეს ოთახის კარებზე ლაშამ დააკაკუნა. კარი, რომ არავინ გაუღო დაბლა ჩავიდა და იქ მყოფებს უთხრა. ყველამ ეშმაკური ღიმილით გადახედა ერთმანეთს და სწრაფად, ერთმანეთის მიყოლებით აირბინეს კიბეეებზე. ელენეს კარებთან დადგნენ. გოგოები წინ და ბიჭები უკან. ნელა დააკაკუნა ნინომ კარებზე, თუმცა ხმა არავინ გასცა. რამოდენიმე დაკაკუნების შემდეგ კარი თმააბურძგნულმა თორნიკემ გააღო.
- რამე მოხდა? - ნამძინარევი ხმით კითხა და თან დაამთქნარა.- რა იყოთ მოჩვენება დაინახეთ თუ რა სახეები გაქვთ? - უკმაყოფილო ხმით კითხა მის წინ მდგარ გაშტერებულ მეგობრებს, რომელთა თავშიც უამრავი აზრი ტრიალებდა, თუმცა ვერც ერთი ხვდებოდა რა უნდოდა თორნიკეს ელენეს ოთახში. არა კი ხვდებოდნენ მაგრამ ესე მალე თუ მოხდებოდა ეს... რავიცი, ფაქტია დაშტერდნენ.
- შენ...შენ მანდ რას აკეთებ? - ძლივს-ძლივობით ამოიღო ხმა ნინომ, თან თორნიკეს უკან თვალს აპარებდა და ცდილობდა როგორმე ელენე დაენახა.
- წამოდით და გეტყვით - ოთახიდან გამოვიდა, კერები მოიხურა და ყველას კიბეებისკენ უბიძგა. როგორც კი მისაღებ ოთახში ჩავიდნენ ყველა დივნზე დაჯდა და ელოდნენ როდის დაიწყებდა თორნიკე ლაპარაკს. მანაც არ დააყოვნა და რამოდენიმე წუთში მოკლედ აუხსნა რაც ღამით მოხდა. ამ ახალმა ამბავმა ყველა ძალიან გაახარა, ცოტახანი კიდევ საუბრობდნენ, ბოლოს ისევ ყველა ოთახებში წავიდნენ. თორნიკეც ელენეს ოთახისაკენ გაემართა რათა გაეღვიძებინა. როგორც კი კარები შეხსნა მაშინვე თვალი მოჰკრა ელენეს, რომელსაც მხოლოდ შარვალი და ბიუსჰალტერი ეცვა და სავარუდოდ ზედას ეძებდა. კარების ხმაზე სწრაფად შემოტრიალდა და როგორც კი მამაკაცი დაინახა, მაშინვე ჭარხალივით აწითლდა.
- ჩქარა გადი აქედან - დაუყვირა ელენემ, თუმცა მამაკაცი ადილიდან არ დაძრულა. ნელი ნაბიჯით წამოვიდა მისკენ და წინ დაუდგა. ნელა მოჰხვია მოშიშვლებულ წელზე ხელი, მისკენ მიიზიდა, თავი მაღლა ააწევინა და მომთხოვნად დაეკონა ტუჩებზე. არც გოგოს გაუწევია წინააღმდეგობა, ხელები კისერზე მოჰხვია და კოცნაში აყვა. თორნიკე გონზე მალევე მოვიდა და მოშორდა.
- მიდი, ჩაიცვი და დაბლა გელოდებით - კიდევ ერთხელ აკოცა მოწყვეტით ტუჩებზე და კარისკენ წავიდა.
- თორნიკე. იმათმა იციან? - ნერვიული ხმით ჩაილაპარაკა.
- კი და ნუ გეშინია, იმათმა ისედაც ყველაფერი იცოდნენ - ღიმილით დაუქნია თავი და ოთახიდან გავიდა. ელენემ კი შეკრა თავისი ბარგი და გარეთ, კარების გვერდით დადო. თვითონ კიბეებზე დაეშვა. როგორც კი ბოლო საფეხურზე დადგა ფეხი, ყველამ მისკენ გამოიხედა. გოგოები გიჟებივით მივარდნენ და მიულოცეს ახალი ამბავი. ლაშა როგორც ყოველთვის თავისი კომენტარებით ყველას ნერვებს უშლიდა. წამოსვლამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი ელენეს ტელეფონმდა რომ დარეკა. ლანა იყო და ელაპარაკებოდა, თავისი ბედნიერების ამბები მოუყვა და გაახარა. როგორც კი ტელეფონი გათიშა, უკნიდან თორნიკე მიეკრა, ხელები შემოჰხვია და მის ყელში ჩარგო თავი.
- ვინ იყო? - ისე კითხა თავი არ აუწევია.
- ჩემი დაქალია ლანა, საზღვარგარეთ იყო და ეხლა ჩამოსულა, დღეს რომ ჩავალთ გაგაცნობთ ყველას აუცილებლად. - აჟიტირებულმა ამოილაპარაკა და თორნიკესკენ მიტრიალდა, ხელები მის მხრებზე მოათავსა და მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე.
- ოოო ეგრე კოცნა არ მიყვარს მე- ბუზღუნით თქვა თორნიკემ, ელენეს კი მის ხმაზე გაეცინა.
- მე მიყვარს - თვალი ჩაუკრა და ნარნარი მიხვრა-მოხვრით გაეცალა.
- წავედით, წავედით - ბოლო ხმაზე ყვიროდა ეზოში მდგარი ლაშა და ერთი სული ჰქონდა როდის გამოვიდოდნენ ყველანი გარეთ. წასვლამდე ყველა მათგანმა სურათი გადაიღო სამახსოვრო. მანქანებში რათქმაუნდა როგორც წინაზე ახლაც ისე გადანაწილდნენ.
მთელი მგზავრობის განმავლობაში აწ უკვე წყვილმა ათას რამეზე მოასწრო ლაპარაკი, თან შიგადაში ერთმანეთ ტკბილი კოცნით აჯილდოვებდნენ. ელენემ თავის სურათების კრებულს, სადაც სვანეთის ყოველი დღე აღწერილი იყო ახალი სურათები დაუმატა, იმ განსხვავებით რომ ახლა მხოლოდ ის და თორნიკე იყვნენ. თბილისში ჩასვლისას ჯერ ელენე მიაცილეს, მანქანის კარი გახსნა თუ არა მისი სადარბაზოს წინ მდგარი ლანა დაინახა. მისკენ გაიქცა და მონატრებულ დაქალი გულში ჩაიკრა. როდესაც მოსიყვარულებას მორჩნენ ყველას გაცნობის დრო დადგა.
- ეს ნინოა, ეს სანდრო მაკა, გეგა, ეს თორნიკე და ეს...
- ეს ლაშა - უკმაყოფილოდ შეკრა წარბები გოგომ.
- ქალბატონი ლანაჩკა როგორ ბრძანდებით - ირონიულად კითხა ლაშამ და ყველას გაკვირვებული სახეც დაიმსახურა.
- შენი ნახვის შემდეგ როგორ უნდა ვიყო, თუმცა შენს ჯინაზე გმადლობ, კარგად - ნაძალადევი ღიმილით გაუღიმა ლანამ, შემდეგ კი ყველას ხელი ჩამოართვა და გულწრფელი ღიმილით დაასაჩუქრა. რათქმაუნდა ლაშას გარდა ყველა.
- თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ? - ინტერესით კითხა ელენემ.
- გახსოვს რომ გითხარი ერთი იდიოტი გავიცანითქო? - უკმაყოფილო სახე მიიღო - ხოდა აი ის იდიოტო.
- წესიერად ეხლა შენ - უცებ გაბრაზდა ლაშა.
- კარგით გეყოთ, ეხლა ჩვენ წავალთ და ხვალ სამსახურში გელოდები - უცებ გაანეიტრალა სიტუაცი თორნიკემ, ელენეს მოწყვეტით აკოცა და მანქანისკენ დაიძრა. მანქანები დაძრეს ადგილიდან და თავიაანთი სახლის გზას დაადგნენ , გოგოები კი ლაპარაკ-ლაპარაკით სახლში ავიდნენ.


----------------------------
კიდევ ერთხელ დიდ ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის...
უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგან.
ერთი თავი დარჩა და დავამთავრებ.
ვგიჯდები თქვენზე <3 <3



№1  offline მოდერი Marry Amm

თუ პირველი ვარ ძალიან მიხარია :დ სასტიკად მომწონს ეს წყვილი :დ ჩემებს არ გვანან <3

 


№2  offline წევრი natia-natia

მომწონს და ველი შემდეგს

 


№3 სტუმარი Ekusiaa

Auu ladhikoze da lanachkaze dawere shemdegi tavi raa

 


№4  offline წევრი Pepper

ძალიან კარგი თავი იყო <3

 


№5 სტუმარი Black

Sagol magaria dzalian

 


№6 სტუმარი ჩეპე

ძაან მააგარია მალე

 


№7 სტუმარი ბანანასი

აუ მალე დადე რააა

 


№8  offline წევრი ბანანასი

აუ მალე დადე რა დავიტანჯე, მაგარ თავებს წერ და საზიზღარ მომენტებზე ჩერდები და მერე ერთი კვირა გვალოდინებ ეგეც უკეთეს შემთხვევაში. am am am

 


№9 სტუმარი matata

აღარ დებ? :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent