თანამედროვე ურჩხულის ოდნავ შერეკილი პრინცესა(8)
სესილი სახლში მისული პირდაპირ სააბაზანოში შევედი, შემდეგ პიჟამა ჩავიცვი და საწოლზე პირქვე დავვარდი.. არც ნია ჩანდა და ლაზოც არ მირეკავდა.. ვერ მოვისვენე და ავწრიალდი.. არ ვიცოდი რა მჭირდა.. თავს უცნაურად ვგრძნობდი, ფიქრებს კი ისევ ურჩხულთან მივყავდი.. მაინც რა მჭირს, როცა მის გვერზე ვარ ერთი სული მაქვს მოვშორდე, მოვშორდები და კვლავ მიჩნდება მისი ნახვის სურვილი.. ასე საპირისპირო გრძნობები არასოდეს მქონია.. მინდა არ მაღელვებდეს, მაგრამ მაღელვებს, მინდა არ ვაქცევდე მის სიტყვებს ყურადღებას, მაგრამ ასე არ ხდება.. ან რას ნიშნავს მისი ორსახოვნება? ზოგჯერ ნამდვილი ურჩხულია, ზოგჯერ კი ჩვეულებრივი ადამიანი.. ვერ მოვისვენე და ეზოში ჩავედი.. ძალიან ლამაზია ჩემი ეზო.. უამრავი ფერადი ყვავილით.. ცოტა ხანს ვსეირნობდი და ვიღაცის მზერას ვგრძნობდი.. თმა სველი მქონდა და მალევე გადავწყვიტე ოთახში დაბრუნება.. კიდევ ცოტა ხანს ვიწრიალე და მალევე დამეძინა.. დილით ნიამ გამაღვიძა, გვერდზე მომიწვა და წინა დღის ამბები მომიყვა.. ახლა ლაზარეღა მრჩებოდა.. მაინტერებდა რა ქნა.. დავურეკე და ყველაფერი გამოვკიხე. მოსმენილით კი კმაყოფილი დავრჩი.. ძალიან მახარებდა მათი ბედნიერება.. ამ დღის მერე ორი კვირა გავიდა.. ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა.. ლუკა და ნია ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს.. ლაზარე და ანაც ასერიოზულებდნენ ურთიერთობას ნელ-ნელა.. ამ ორი კვირის მანძილზე ბევრი რამ არ შეცვლილა.. უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო, მე კი აღდგენილი ძალებით და შემართებით შევუდექი მეცადინეობას.. დემეტრესაც ვნახულობდი ხანდახან.. ხან ლიკასაც და ნერვები მეშლებოდა.. ერთი რამ აშკარა იყო, ურჩხული ნელ-ნელა პრინცად იქცეოდა.. არა, უხეში გამოხტომები ჰქონდა კიდევ, მაგრამ ნაკლებად.. როცა მეგობრები ვიკრიბებოდით ლიკა უფრო და უფრო იშვიათად მოჰყავდა.. მაინც იქმნებოდა ჩემსა და მას შორის უხერხული მომენტები.. სხვათა შორის, გიორგისაც ვხედავდი, თანაც ხშირად.. ამასთან .ერთად, იმასაც ვხვდებოდი, რომ დემეტრეს არ სიამოვნებდა მისი ჩემს გვერდით ყოფნა, როგორც მე არ მსიამოვნებდა მის გვერდით ლიკა.. - არ გინდათ სადმე გავიდეთ? მხოლოდ ქალაქგარეთ - წამოაყენა იდეა ლუკამ, როდესაც ყველანი ერთად შევიკრიბეთ - რატომაც არა - დაეთანხმა ანა - წავიდეთ - ლაზარეც არ ჩამორჩა მათ.. - მეც მოვრჩი გამოცდებს და თავისუფალი ვარ.. - თქვა ნიამ.. - ე.ი ხვალ? - იკითხა ლუკამ - ხვალ არაა, - ერთ ხმაში ვიყვირეთ მე და დემეტრემ, ეა პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთი აზრი გაგვაჩნია - რატომ? - იკითხა ლაზომ - გამოცდა მაქვს ხვალ, ბოლო გამოცდა - ვუთხარი მათ.. - მე მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს - ამოთქვა ურჩხულმა.. -ერთად რომ წამოხვიდეთ, გამოცდის და შეხვედრის შემდეგ - გვკითხა ანამ - არა - წამოვიძახე მე - რატოამც არა - ჩაერია დემეტრე და ამან ძალიან გამაკვირვა.. როგორც იქნა შევთანხმდით, რპმ ისინი ადრე წავიდოდნენ, მე და დემეტრე კი მოგვიანებით.. შემდეგი დღისთვის ყველაფერი მოვამზადეთ, შემდეგ კი სამეცადინოდ დავჯექი.. როგორც იქნა გადავაგორეთ ეს დღე.. დილით უნივერსიტეტში ავედი და გამოცდაზე შევედი.. მალევე დავწერე და გადავწყვიტე დემეტრესთვის შემევლო, რადგანაც მისი მანქანით ვაპირებდით წასვლას.. როდესაც მივედი ის შეხვედრაზე იყო და დალოდება მომიხდა.. ძალიანაც არ ვიყავი პიკნიკის ხასიათზრ, მაგრამ როდესაც საქმე მეგობრობას ეხება, მზად ვარ სულ უკანა პლანზე გადავწიო ჩემი სურვილები.. მალე დემეტრეც გამოჩნდა.. - ძლივს, სად ხარ აქამდე.- ვუთხარი მას.. - გაგვიგრძელდა შეხვედრა.. ორი წუთი და გავიდეთ - სწრაფად შევარდა კაბინეტში და მოსაცმელი აოღო.. - სად მიდიხარ საყვარელო - გამოსულს ყელზე ჩამოეკიდა ლიკა, მან კი მოიშორა - ათასჯერ გაგაფრთხილე, რომ დემეტრე უნდა დამიძახო და აქამდე არასოდეს ჩამიბარებია შენთვის ანგარიში, არც ახლა ვაპირებ.. ლიკაც მოშორდა და ბოღმიანად გამომხედა.. აშკარად ვერაა რიგზე მათ შორის ყველაფერი.. მხრები ავიჩეჩე და დემეტრეს გავყევი... ცოტა ხანს მშვიდად მივდიოდით, შემდეგ მან მუსიკები ჩართო, მე კი არ მომეწონა, დაუკითხავად გადავრთე, მან შემომხედა და უსიტყვოდ დააბრუნა ძველი სიმღერა, მეც ბოროტულად გადავრთე, ახლა ისევ მან.. ავდექი და გამოვურთე.. ერთივამოიხვნეშა და თავი გაიქნია.. ცოტა ხანში მანქანა გაგვოჩერდა - რა მოხდა? - არ ვიცი.. ვნახავ.. - დამამშვიდა მან.. გადავიდა და მეც გადავყევი. - რა სჭირს? - ვკითხე, როდესაც დავინახე, როგორ ასდიოდა კვამლი მანქანას.. - სიმართლე გითხრა, არ ვიცი.. არც ისე შორს ვართ, აი.ამ გზიდან ორი- სამი კილომეტრის სავალზე ჩვენებიც არიან და თუ ამგზით წავალთ მალე მივალთ.. - ამუ ტყეში შევალთ? - ცოტა შემეშინდა.. - თუ სხვა ვარიაბი გაქვს თქვი? - თქვა უხეშად, სხვა გზა არ მქონდა, უნდა გავყოლოდი.. - იცი ეს ტყე საშიშია, თანაც არც კი ვიცით რა ბინადრობს იქ.. ისე, აქ ოდესმე ყოფილხარ? ან საერთოდ ტყეში თუ ყოფიხარ.. რომ დავიკარგოთ ორიენტაციას შეძლებ? - ვეკითხებოდი და თან მივყვებოდიი და ნერვებს ვუშლიდი - ღვთის გულისთვის, გაჩუმდი სესილიი, თავი ამატკივე - შემორტიალდა და ხელი ჩამჭიდა, თუმცა უეცრად თითქოს მიწა გამოგვეცალა, მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით.. რაც მოვასწარით ერთმანეთზე მძლავრი ჩაჭიდება იყო.. წამებში აღმოვჩნდით მიწის ქვეშა გვირაბში, რომელიც ძალიან ჰგავდა მიტოვებულ შახტას, თუმცა არ და ვერ იქნებოდა.. ხველება ამიტყდა.. დემეტრე კი ადგომაში დამეხმარა.. - თქვა ღმერთმა: იქმანს ნათელი, და იქმნა ნათელი - ვთქვი და ტელეფონის ფანარი ავანთე.. ქსელი არ იჭერდა, ალბათ ღრმად ჩავვარდით.. საბედნიეროდ არაფერი გვტკიოდა.. - კარგად ხარ?- მკითხა მან - კი, შენ? - ნორმალურად.. - ახლა რა უნდა ვქნათ, აქ ვინ გვიპოვის.. - ნუ ღელავ კარგი? - უცნაურად თბილად მითხრა და მხარზე ხელი მომკიდა.. - ერთად აუცილებლად გავალთ ამ გვირაბიდან.. - ნეტავ რა მიმართულებით უნდა წავიდეთ.. ან საერთიდ, არის აქ საკმარისი ჰაერი? იქნებ უმჯობესია აქ დავრჩეთ და არ ვიმოძრაოთ.. ვინ იცის, რამდენი ხნისაა ეა გვირაბი.. როგორც ჩანს იშლება კიდეც.. - კარგი, უბრალოდ პანიკას არ აჰყვე და არ შეგეშინდეს.. - მითხრა მზრუნველად და მეც თავი დავუქნიე.. უცებ ისევ მოწყდა კედლებს გარკვეული მასა, მან კი თავი დამახრევიდა და გადამეფარა.. ორივე სულ გავშავდით, თან ცხელოდა და გაოფლილებიც ვიყავით, ერთი სიტყვით საშინელი შესახედები გავხდით.. - ხომ კარგად ხარ - მკითხა ისევ - კი კი, შენ? - მეც.. - ასე ვერ ვისხდებით სესილი.. უნდა ვიმოქმედოთ.. ეს გვირაბია, გვირაბს კი ორი ბოლო აქვს.. - მე, არ ვიცი.. - მენდობი?. - მკითხა და ხელი გამომიწიდა, მე თავი დავუქნიე და ხელი შევაგებე.. უფრო და უფრო ცხებოდა.. მას ხელი ძლიერად ჩაეჭიდა ჩემთვის და მივყავდი.. ძალა მქონდა, მაგრამ ხველას მაინც ვერ ვიჩერებდი.. მას ორივე ხელით ვეჭირე... ცოტა ხნის შემდეგ ისევ რაღაც ჩამოინგრა და ისევ დემეტრემ მიშველა.. უკვე ცუდად ვიყავი ისე მეშინოდა.. ძალაინ ცხელოდა და დემეტრემ პიჯაკი გაიხადა, ასევე საროჩკა და მოკლე მკლავიანი თეთრი მაიკით მოდიოდა, რომელიც უკვე გაშავებულიყობამ მტვერით.. გზა ძალაინ გაგრძელდა.. უკვე ვეღარ მივდიოდით ისე დავიღალეთ.. - ნუ ღელავ გავაღწევთ - მითხრა მან და გვერდით ჩამომიჯდა.. - რომ ვერ გავიდეთ? აქ ვერც კი გვიპოვნიან.. - სესილი, ადამიანს, რომელიც ცდილობს, საწადელი აუცილებლად აუხდება.. - მასე ფიქრობ? - კი, ყველაფერს ეშველება - ოპტიმიზმს არ კარგავდა ის.. ცოტა ხანს დავისვენეთ და გზა განვაგრძეთ.. კარგა მანძილი გავიარეთ, როდესაც შევნიშნე, რომ ქვების გროვა ეცემოდა ძირს.. დემეტრეს ხელი ვკარი, მე კი ინერციით უკან გადავვარდი.. ქვები მე და მას შორის დაგროვდა.. - დემეტრეე - ვუყვირე მას - სესილი, ქვები სხვა მხარეს გადავყაროთ.. შენ მანდედან ეცადე კარგი?.. - კარგი - ასე შეთანხმებულად მე და მას არასოდეა გვისაუბრია და გვიმოქმედია.. ოცი წუთი მაინც მოვუნდით ქვებისგან გათავისუფლებას.. - შენ კარგად ხარ - მითხრა და გადამეხვია.. ისე მომჭიდა ხელები, თითქოს არ უნდოდა რომ გავქცეოდი.. მეც ნელ-ნელა მოვჭიდე მკლავები.. საოცარი სიმშვიდის გრძნობა დამეუფლა.. ამ ცივი ადამიანისგან საშინელი სითბო ვიგრძენი, სულაც აღარ მახსოვდა, რომ ჩემ წინ ურჩხული იყო.. გულისცემა გამისამმაგდა.. მალევე მოვშორდით ერთმანეთს და გზა გავაგრძელეთ.. საკმაო ხნის შემდეგ სინათლე შევნიშნეთ.. თითქმის ორი საათი მაინც ვიარეთ და ახლა წარმოდგენა არ მქონდა სად ვიყავით.. თუმცა ძალიან მიხაროდა, რომ გვირაბში არ ამოგვხვდა სული.. უკვე ნორმალურად სუნთქვა შემეძლო.. საიდანღაც მდინარის ჩხრიალი მომესმა.. უკვე საუბრის ხასიათზეც კი აღარ ვიყავი.. მდინარის ხმას მივყევით და მალევე მივადექით კიდეც.. ძალიან მინდოდა ამ სიბინძურის ჩამორეცხვა, მაგრამ წყლის საოცრად მეშინოდა.. დემეტრე შევიდა მე კი ვიდექი ნაპირზე და ნაბიჯის გადადგმას ვერ ვბედავდი.. მუხლებზე დავიხარე და წყალში შეუსვლეკად ვცადე სახის ჩამობანვა.. წუთები არ იყო გასული, რომ დემეტრე ამოვიდა და გვერდით მომიჯდა.. - წყლის შიში გაქვს არა? - კი. არც კი ვიცი რატომ, მაგრამ რაც თავი მახსოვს მდინარეშიც კი არ შევსულვარ.. - სულ მაგ შიშით ვერ იცხოვრებ.. - ვიცი, მაგრამ სხვა რამ არ გამომდის.. - ძალაინ ახლოს იყო დემეტრე ჩემთან.. მის მხრებს ვეხებოდი.. მის სუნთქვას ჩემს კანზე ვგრძნობდი.. არ ვიცი რა მჭირდა, მაგრამ მთელი არსებით მინდოდა მოვხვეოდი და მისი გულისცემა მეგრძნო.. ის უფრო და უფრო ახლოს მოდიოდა, უცებ კი ვიღაცის ხმა გავიგეთ - ჰეი, ახალგაზრდებო, აქ რას აკეთებთ.- ამოვისუნთქე, რადგანაც ამ მივარდნილ ადგილზე ვიღაც გამოჩნდა.. - ჩვენ დავიკარგეთ- მოკლედ უთხრა დემეტრემ.. დაგვეხმარებით? - ჰკითხა კაცს.. - რა თქმა უნდა - გაგვიღიმა კეთილად და გაგვიძღვა.. მალევე გაგვიყვანა სწორ გზაზე.. ტელეფონმაც დაიჭირა და ახლა უკვე შეგვეძლო გვეთქვა, რომ გადავრჩით.. გადავრჩით, მე დემეტრე დამეხმარა, თანაც ბევრჯერ.. იმ ინციდენტისასაც მან გამორთო ძაბვა.. ახლაც გადამეფარა, რომ არაფერი მომსვლოდა.. როგორ მიყვარს ასეთი დემეტრე.. მაგრამ საშინლად ვერ ვიტან მასში მცხოვრებ ურჩხულს.. ბავშვებთან დავრეკეთ.. როგორც ჩანს უკვე პანიკაში ყოფილან და გვეძებდნენ.. ტყის განაპირას დიდ ქვაზე ჩამოვჯექით და ჩვენებს დაველოდეთ.. - გმადლიბ ყველაფრისთვის - ვუთხარი მას.. - შენც მადლობა - გამიღიმა მან.. - არაფრის.. - უხერხული სიჩუმე ჩამოწვა.. - მაინც, რომ ვერ გამოვსულიყავით, ვისზე დაგწყდებიდა გული ყველაზე მეტად - მკითხა უცებ.. - მამაზე.. ის თვითონაც ბავშვი იყო, როცა მე ვყავდი, როდესაც დაქვრივდა კი ოცდასამის.. მან მთელი ცხოვრება მე შემალია.. - მესმის შენი.. მეც ოჯახს ვიტყოდი.. - ოჯახი.. დიდი ხანია ჩემი ოჯახი მხოლოდ მამასგან შედგება.. - დედაშენი გახსოვს? - არა, არანაირი მოგონება არ მაქვს, მისი სახეც კი არ მახსოვს, არც მისი ხმა - ვამბობდი და ცრემლები მაწვებოდა და ვეღარც ვიკავებდი.. დემეტრემ მიმაბრუნა მისკენ და თავისი ხელით მომწმინდა ცრემლები.. - ნუ ტირი, ძლიერი უნდა იყო, ხომ იცი - მე კი თავი დავუქნიე.. უცნაურად იქცეოდა, თუმცა ბედნიერი ვიყავი, რომ არაფერი სჭირდა.. იმ მომენტში, როცა დავინახე, რომ შეიძლებოდა ქვები დასცემოდა და რამე მოსვლოდა ციდად ლამის გავხდი, ახლა კი შვებით ვსუნთქავდი, რომ ის საღ-სალამათი იყო.. მან ლოყაზე ხელი მომისვა და თმა გვერდზე გადამიწია, გამიღიმა და ჩემთან ძალიან ახლის მოიწია.. მომიახლოვდა და ტუჩები ტუჩებზე მომაწება.. სრულაიდ მოვწყდი ყველაფერს.. ამდენი ხანი ვცდილობდი ამ ყველაფრისგან თავის დაღწევას, მაგრამ უშედეგოდ.. იქნებ ასეც უნდა ყოფილიყო?.. ის ნაზად მეხებოდა ტუჩებზე, მე კი შინაგანად ვიწვოდი.. შემდეგ მომშორდა - მე, ჯანდაბა - მხოლოდ ეს თქვა და ისევ მაკოცა.. შემდეგ ისევ გაიღიმა, ჩამეხუტა და თქვა - არაფერი თქვა, ახლა არა, კარგი? - მე კი თავი დავუქნიე, ის უფრო მჭიდროდ მომეკრო.. მაოცებდა ეს ქცევა და მისი ერთბაშად ცვლილება.. თუმცა საშინლად მსიამოვნებდა ეს ყველაფერი.. დემეტრე.. კლუბში კამათის შემდეგ დემეტრემ ჩუმად გაააცილა სესილი, ისე, რომ სესიმ ვერ გაიგო.. შემდეგ ცოტა ხანს თვალი მიადევნა, როგორ სეირნობდა ბაღში.. გრძნობდა, რომ საკუთარ თავთან ბრძოლა უნდა შეეწყვიტა, რომ ახლა უნდა ებრძოლა ბედნიერებისთვის.. ეს ორი კვირა შეცვლას ცდილობდა.. მოახერხა კიდეც, აღარ იყო ისეთი უხეში.. თითქოს ხელახლა იწყებდა დაბადებას... ყველა აშკარად გრძნობდა ამას.. ნელ-ნელა დემეტრე ემოციებით ცხოვრებას სწავლობდა და გამოდიოდა კიდეც.. ახლა კი, როდესაც გვირაბში ჩაცვივდნენ, გააცნობიერა, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მისთბის სესილის.. სრულიად გააზრებულად გადაეფარა მას და ამას არასოდეს შეწყვეტდა.. საოცარ დღეში აგდებდა ამხელა კაცს ეს პატარა გოგო.. მთელი გზა ამხნევებდა და მიჰყავდა.. თავადაც არ უნდოდა ფიქრი იმაზე, რომ ვერ გავიდოდნენ.. ღვთის წყალობით გააღწიეს, რაც მთავარია მთელებმა.. ტყის განაპირას, ქვაზე კი ვეღარ შეიკავა ემოციები და მთელი გრძნობით აკოცა სესილის.. უამრავჯერ უკოცნია სხვებისთვის, მაგრამ ეს კოცნა ყველაზე ტკბილი და ამაღელვებელი აღმოჩნდა მისთვის.. მისი ჩახუტება, მისი სიახლოვე, კოცნა, ყველაფერი გულს უჩქარებდა, აგრძნობინებდა, რომ.ჯერ კიდევ ცოცხალია და შესწევს ძალა, რომ უყვარდეს.. რამდენჯერ სცადა ამ ემოციისგან თავის დაღწევა და გაქცევა, მაგრამ ახლა ზუსტად იცის, რომ სიყვარულს კი არ უნდა გაექცე, არამედ უნდა მიიღო და გაუფრთხილდე.. გულის სიღრმეში ეშინოდა, რომ სესისთვის გული არ ეტკინა,.მაგრამ ამას არ დაუშვებდა.. მას ერთი შეხედვით ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ ახლა მხოლოდ სესილი სჭირდებოდა, რომ კვლავ ადამიანად ქცეულიყო ******** ესეც შემდეგი თავიი, თავიდან ბოლომდე მხოლოდ სესიზე და დემეზე.. სხვებს შწმდეგ თავებში შემოგთავაზებთ.. იმედი მაქვს მოგეეონებათ.. ველოდებიბთქვენს კომენტარებს.. ყველა ძალიან მიყვარხართ.. გმადლობთ თბილი კომენტარებისთვის.. გთხოვთ, რომ გამოთქვათ თქვენი აზრი... ♥♥♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.