შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალური დასასრული.


10-04-2016, 00:08
ავტორი Supreme
ნანახია 2 664

-რამდენი ვიტირე.-ლიზამ ცრემლები მოიწმინდა.
-კარგი რა, რა გატირებს. სულელური რომანტიკა იყო.
-შენთვის ყველა რომანტიკა სულელური როგორაა.-"გამიბრაზდა".
-უბრალოდ ყველა ერთმანეთს ჰგავს.
-რა გეშველება?-თავი გააქნია და მძიმედ ამოისუნთქა, მე გამეცინა.
  კარადა გამოვაღე და წითელი ღვინოს ბოთლი მაგიდაზე დავდგი.
-რასთან დაკავშირებით?-მკითხა გაოცებულმა.
-ისე, უბრალოდ.
-საღამოს დალევა კარგია და ამბები?-გაეცინა.
-უბრალოდ დავლიოთ. ხო იცი, მეტს აღარ შემოგთავაზებ.-შევხედე უკმაყოფილომ.
-კარგი, კარგი, ოღონდ აივანზე.
-ხო, მანდ.
  ორი ჭიქა ავიღე და ჩემს დიდ აივანზე დაწნულ მომრგვალებულ სავარძლებში კომფორტულად ჩავსხედით.
-ასეთი ხედის პატრონი რომანტიკოსი როგორ არ ხარ.-გამომხედა სიცილით.
-არ ვამბობ რომ რომანტიკოსი არ ვარ, უბრალოდ სხვანაირი ვიღაც მჭირდება, ისეთი, როგორიც არსად არაა.
-უცნაური ხარ.
-შეიძლება.-გამეღიმა და ხედს გავხედე.
-ახლა პარიზის ხედს რომ ვუყურებდეთ...-ოცნებებში გაიჭრა.
-თბილისი რით ვერ გაკმაყოფილებს?
-პარიზი მაინც სხვაა...სხვა რომანტიკაა...
-რომანტიკა ნაგვის ბუნკერშიც და სახლშიც ერთი და იგივეა, გააჩნია როგორ წარმოიდგენ.
-დავიჯერო ეგრეა?
-რავი ჩემთვის კი და სხვის რა მოგახსენო.-ჩამეცინა და ღვინო მოვწრუპე.
-ხანდახან მინდა ყველაფერი თავზე გადაგალეწო, რატომ მეც არ ვიცი.
-წარმატებები.-ახლა უკვე ხმამაღლა ვიცინოდი.
  თქმით აღარაფერი მითხრა, სამაგიეროდ ისე მიყურებდა, სიტყვები მართლაც რომ ზედმეტი იქნებოდა. ლიზას ტელეფონი აწკრიალდა.
-ანდრიაა.-სახეზე უკმაყოფილოება დაეტყო.
-რა უნდა?
-აზრზე არ ვარ.
-უპასუხე.
-ტვინს გაბურღავს.
-არ აიღებ, უარესს იზამს.
  ბუზღუნით აიღო ყურმილი და მოაჯირთან დადგა, როცა საუბარს მორჩა, შემომიბრუნდა.
-გამოდიო.
-მერე?
-არ ვიცი.
-მოგწონს?
-კი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მაინც სხვასთანაა.
-ისე შენც მაგარი ხარ რა. ბიჭს იმიტომ გაუბრაზდი რომ შეყვარებული ჰყავს.-გამეცინა.
-ვიცი, მაგარი იდიოტობაა.
-ხოდა თუ იცი, ჩადი და ნახე.
-აუ.
-აქ მოვა?
-ხო. ჩამომყვები?
-მე თქვენთან რა მინდა?
-მარტო შანსი არაა.
-მაგრად ახურებ.
-მიდი რა.
-კარგი, კარგი.-ღვინის ჭიქა ჩავცალე.
  ცოტა ავხურდი და თავბრუ დამეხვა. ალკოჰოლმა მოქმედება დაიწყო. ანდრია სადარბაზოსთან იდგა და ლიზას ელოდებოდა.
-ანიჩკა, როგორ ხარ?-გადამკოცნა.
-კარგად, შენ?
-კარგად. არ გეწყინება დაქალი ორი წამით რომ მოგტაცო?
-სულ წაგიყვანია, მაინც ნერვებს მიშლის.-გამეცინა, ლიზამ კი თვალები ამიბრიალა.
  იმდენად შორს გავიდნენ, ვეღარც ვხედავდი. ვიფიქრე სახლში ავალ-მეთქი და სადარბაზოსკენ შევბრუნდი.
-არ დაელოდები?-გავიგე უცნობი ბიჭის მიმზიდველი ხმა და უცებ შემოვბრუნდი.
  ჩაფხუტი მოიხადა და მოტოციკლზე დადო. მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა. ღია ნაცრისფერი ჰქონდა. ოდნავ გრძელ და მუქ თმაზე ხელი გადაისვა და გამიღიმა.
-ანუ არ ელოდები?-ისევ გამიმეორა შეკითხვა, როცა მიხვდა, პასუხის გაცემა დამავიწყდა.
-სახლს მოაგნებს.
-გინდა გავიაროთ?
-უკაცრავად?-ეჭვის თვალით ავხედე.
-უაზროდ ლოდინის თავი არ მაქვს და ვიფიქრე მოტოციკლით გავივლიდი.
-არ მინდა.
-გეშინია?
-არანაირად.
-დამიმტკიცე.-გაიცინა.
-შენი აზრით პატარა ბავშვი ვარ?-გავღიზიანდი.
-შენი აზრით ვხუმრობ?-არ ჩერდებოდა.
-კარგად.-ამ სიტყვით ჩემს გონებაში უდიდესი წერტილი დავუსვი ამ ტიპთან ურთიერთობას.
-შეხვედრამდე.-მომაძახა, როცა სადარბაზოში შევედი, შემდეგ კი ისევ მისი სიცილი გავიგე.
  შეხვედრამდე? რა შეხვედრამდე...სულ ტყუილა ფიქრობს რომ ოდესღაც კიდე მნახავს. რა გამაღიზიანებელი ტიპი იყო, არ შემიძლია.
  ბინაში შესული პირდაპირ ფანჯრისკენ წავედი, საიდანაც სადარბაზოს შესასვლელი ჩანდა. გადავიხედე. ის ბიჭი ისევ იქ იდგა მოტოციკლს მიყუდებული და ზევით იყურებოდა. სასწრაფოდ ჩამოვაფარე ფარდა და ოთახში შუქი ჩავაქვრე. ისევ აივანზე გავედი, ჭიქა ღვინით გავივსე და ნერვულად დავიწყე წრუპვა.
-რა ადვილად ვღიზიანდები...-ჩემივე თავს მივეცი შენიშვნა.
  ხედს ვუყურებდი და ნელ-ნელა ვმშვიდდებოდი. და მაინც ვინ იყო ის ბიჭი? ანდრიას ძმაკაცი? ალბათ. თან მაგას ყველა ძმაკაცი ცოტა შერეკილი ჰყავს, ეს რა გამონაკლისი იქნება.
  ერთ საათში ლიზამ დამდო პატივი და ამობრუნდა.
-ანა, ანა, აანა...-სიმღერა-სიმღერით გამოვიდა აივანზე.
-რა?-დაეჭვებით ავხედე ქვევიდან.
-დაშორდა.-სიხარულისგან ანათებდა.
-მომილოცავს. შეგიძლია წაიღო შენი პრიზი.-გამეცინა.
-აუ, ანა!-ნერვები მოეშალა.
-რამე ცუდი ვთქვი? როგორც იქნა გზა თავისუფალი გაქვს, ამიტომ მიდი მიაწექი.-ხმამაღლა ვხარხარებდი.
-ნუ იდიოტობ! მე ბედნიერი ვარ და შენ მეხუმრები.-ნერვები მოეშალა.
-ბედნიერი რომ ხარ იმიტომ გეხუმრები.-ღიმილს არ ვიშორებდი სახიდან.
-გცემ.-სავარძლიდან ბალიში აიღო და მესროლა.
  დავიჭირე და სიცილით ჩავიხუტე. ლიზა დაწყნარდა და ძალაგამოცლილი ჩაეშვა სავარძელში.
-დამისხი.-უსიტყვოდ ავუვსე ჭიქა.
  ნელა წრუპავდა. უაზრო, მაგრამ კომფორტული სიჩუმე ჩამოვარდა.
-თორნიკე გაიცანი?-ლიზას უეცარმა შეკითხვამ რატომღაც დამაფრთხო.
-თორნიკე ვინაა?-გავიკვირვე და მერე უცებ მოტოციკლისტი გამახსენდა.-ის?
-ის ვინ არის, თქვი და გეტყვი.-გაეცინა.
-სადარბაზოსთან რომ იდგა.
-მოტოციკლით.
-ხო, ეგ.
-ანუ გაიცანი.
-გაცნობას ვერ დავარქმევ.
-ეგ როგორ?
-უბრალოდ.
-რაღაცას მიქარავდი შენ.
-არაფერი ისეთი.
-იცი რა ბიჭია?
-უნდა მადარდებდეს?-ამაზე რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ თავი შეიკავა.
-არა, დაიკიდე.-და ღვინო მოწრუპა.
  ბოლოს მაინც გადაწყვიტა ეთქვა.
-შეყვარებული არ გინდა?
-მინდა.
-მერე, ყველა შანსს ასე რატომ უშვებ ხელიდან?
-იმიტომ რომ ყველა ერთნაირია და შენც კარგად იცი, როგორ მეზიზღება ეს.
-მაშინ როგორი ბიჭი გინდა?
-როგორი? აი, ღამის 4 საათზე თქეშ წვიმაში რომ მოვა ჩემს სახლთან მხოლოდ იმისთვის რომ ჩამეხუტოს და მითხრას "მიყვარხარ" და მერე წავა.-ლიზას ამაზე უბრალოდ გაეღიმა.
  ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ამჯერად მე დავარღვიე.
-ჩემთან დარჩები?
-უნდა გამოთვრე?
-რა შუაშია?
-ვიფიქრე გამოვთვრებოდით.-გაეცინა.
-თუ გინდა, არც ეგაა პრობლემა.
-ხვალ არ მუშაობ, ხო?
-არა.
-ხოდა მშვენიერია. ისეთი ბედნიერი ვარ, ჩემი ხათრით გამოთვერი.-გაეცინა და ჭიქა ჩაცალა.
  დილით საშინელმა თავისტკივილმა გამაღვიძა. ლიზა ჩემზე იწვა და ცალკე კვდებოდა. ძლივს წამოვდექი. ტელეფონმა დარეკა. ზარის ხმამ პირდაპირ ტვინში ამარტყა და თავი უფრო მაგრად ამტკივდა. უცხო ნომერი იყო. ყურმილი ავიღე.
-გისმეენთ.-სიტყვა ოდნავ გავწელე.
-ანიჩკა, ლიზა შენთანაა?-ანდრიას ხმა მაშინვე ვიცანი.
-ხო, რა იყო?-გამიკვირდა.
-არაფერი, უბრალოდ ვურეკავდი და რომ არ აიღო, ცოტა ვინერვიულე. დამალაპარაკე რა.
-ახლა ფიზიკურად ვერ გიპასუხებს.
-ძინავს?
-ხო, გათიშულს.
-რა უქენი?-ხმამაღლა გაიცინა.
-ცოტა ჩუმად, თავი მისკდება.-ეს სიტყვები ძლივს წარმოვთქვი.
-ანუ, დალიეთ.-არ ჩერდებოდა.-ლოთებო.
-აუ, წავედი რა, დამღალე უკვე.
-კარგი, ანიჩკა, აბა შენ იცი. რომ გაიღვიძებს, უთხარი დამირეკოს.
-ხო, ვეტყვი. კარგად.-ყურმილი დავუკიდე.
  სააბაზანოში შევედი.
-ასეთი სახით რას ვაპირებ ამ ცხოვრებაში.-ვთქვი სიცილით და ცივი წყალი შევისხი.
  ლიზას ისევ ეძინა. ჩქარა გამოვიცვალე სასმლის სუნით აქოთებული ტანსაცმელი და ტანზე გადავივლე. აივანზე გავედი და სავარძელში მოვკალათდი. უაზროდ დავიწყე შორს ყურება, მერე ცას ავხედე. იღრუბლებოდა. ღრმად ჩავისუნთქე და უცებ წამოვიჭერი. ყავა მომინდა. სამზარეულოს ყველა კარადა გადავქექე, მაგრამ ვერსად ვიპოვე, ანუ მაღაზიაში უნდა ჩავიდე.
  მაღაზიაში ყოველთვის ჩახუთულობა რატოა. ახლა ისე ვარ, ყოველი მეორე მაღიზიანებს. როგორ ვერ ვიტან დალევის მეორე დღეს და მაინც ვსვამ.
  სადარბაზოსთან შევჩერდი. რაღაცაზე დავიწყე ფიქრი, თუმცა რაზე მეც არ ვიცი და შემოვბრუნდი.
-თორნიკეო...-ჩავილაპარაკე ჩემთვის.
  თავი გვერდზე გადავხარე და უაზროდ დავუწყე ყურება იმ ადგილს, სადაც გუშინ თორნიკეს მოტოციკლი იდგა. შეხვედრამდეო, ჰაჰა, რა შეხვედრამდე. მაგის მეორედ მნახველი მე აღარ ვარ. სახე გავასწორე და სასწრაფოდ შევედი სადარბაზოში.
  ლიზას ისევ ძინავს. ყავა გავიკეთე და აივანზე დავჯექი.
  გზა არ ჩანს, მაგრამ ყოველი მანქანის გავლის ხმა მესმის, ზედმიწევნით, მიყოლებით. იმდენად კარგად მესმის რომ შემიძლია დავითვალო. ერთი, ორი, სამი...და ასე უსასრულოდ...დილიდან ღამემდე, ღამიდან დილამდე.
-ანაა...-ლიზა თვალების სრესით გამოვიდა გარეთ.-მეც მინდა ყავა.-დაამთქნარა.
-გაიკეთე.-გამეცინა.
-მეზარება და მიხვდი ახლა.-სავარძელში "ჩავარდა".
-ყარხარ სასმელით.
-ვიცი, გადავივლებ ცოტა ხანში, ტანსაცმელს შენ მომცემ.
-მართლა მთელი გარდერობი უნდა გამიზიდო?-გამეცინა.-ორშაბათს წაღებულ ჯინსს როდის დამიბრუნებ?
-ოო, დაგიბრუნებ რა, არსად გაგექცევა, თან შენზე მეტად მიხდება.
-ნამიოკებს ვერ ვიგებ ხოლმე.-ისევ ვიცინოდი.
  სავარძლიდან წამოვდექი და ლიზასთვის ყავა გავაკეთე.
-თავზე გადაგასხა თუ?-ჭიქა სახესთან მივუტანე.
-არა, გმადლობ. ჩემი ლამაზი სახის დასახიჩრების ასანაზღაურებლად ფული არ გეყოფა.
  აი იმ თვალებით გავხედე, რომ ეუბნებიან: "შენ თავი ვინ გგონიაო" და ისევ სავარძელში მოვკალათდი.
-ანდრიამ დარეკა.-გამახსენდა უცებ.
-რა?-ლიზა წამის მეასედში წამოხტა და ტელეფონს დაუწყო ძებნა.
  სასწრაფოდ შევარდა ოთახში და როგორც იქნა გამოვიდა მოღრეცილი სახით.
-რამდენჯერ დამირეკა, ანა, რა გამოშტერებული გოგო ვარ.-სასწრაფოდ გადაურეკა.
  ისევ მოაჯირისკენ წავიდა. მე ვუყურებდი ჯერ მას, მერე მოღრუბლულ ცას. ტელეფონი ავიღე და უაზროდ დავიწყე თვალიერება. შემოსული ზარები. უცხო ნომერი...ა, ხო, ანდრიამ ხო ამ ნომრიდან დამირეკა. რატომ მგონია თორნიკესი?
-ანა, სასწრაფოდ უნდა ვიბანავო.-გაგიჟებული სახით შემომხედა.
-მოიცა, გამოვიცნობ, ანდრიამ გითხრა გამოდიო.
-ხო.-გასხივოსნდა.
  ვაბანავე, ჩავაცვი, დავახურე და გავუშვი "პაემანზე".
  სახლს გადავხედე. ცოტა დასალაგებელია. ღვინის ჩაცლილი ბოთლი გადავაგდე.
-მერე დავალაგებ.-ჩავილაპარაკე და ლოგინზე გადავწექი.
  ისევ ავიღე ტელეფონი და უცხო ნომერს დავუწყე ყურება. მართლა თორნიკესია? თუ ეს უბრალოდ ჩემი უაზრო დასკვნებია? საერთოდ რა გამოცნობანას ვთამაშობ. ვიღაც თორნიკე.
  უაზროდ მივაშტერდი ჭერს, მერე თვალები დავხუჭე. წვიმის წვეთები. ერთი, ორი, სამი...ვეღარ ვითვლი. რა სასიამოვნოა.
  მგონი ჩამეძინა. თვალები როცა გავახილე უკვე საღამო იყო. ტელეფონმა დარეკა. ეკრანისთვის არ შემიხედავს, პირდაპირ ავიღე.
-ანა, სად გიგდია ტელეფონი?-ლიზა იყო.-ახლა ვიქექებოდი ჩანთაში და საფულე დამრჩენია შენთან. ანდრიას ძმაკაცი მანდვეა, გამოგივლის და ჩაუტანე რა.
-ვინ ძმაკაცი?
-თორნიკე. გუშინ რომ გითხარი.
-მოტოციკლისტი?
-ხო, ეგ.-გაეცინა.-მოკლედ, გამოატანე რა და საერთოდ გამოყევი შენც.
-საფულესთან კომპლექტში როდიდან შევდივარ?
-ანდრიასთან ვართ და ამოდი შენც.
-მეზარება.
-აუ, ახურებ, ხო იცი?-გაღიზიანდა.
-ცოტა.-გამეცინა.
-ხოდა ეგდე მანდ. ამოლპი შენი ბინის ოთხ კედელში სრულიად მარტო.-მიმაწყევლა და ყურმილი დამიკიდა.
  რა ადვილია ლიზას გაბრაზება. ყველაზე ფეთქებადი ადამიანია, ვისაც კი ვიცნობ. ჩემნაირია ეგეც. იმიტომ შევეწყვეთ ალბათ ასე კარგად.
  ისევ წვიმს? მგონი კი. აშკარად წვიმს.
  რამდენიმე წუთი თვალებდახუჭული ვიწექი და ტელეფონის ზარი რომ არა, არც გავინძრეოდი.
-გისმენთ?
-თორნიკე ვარ. სადარბაზოსთან გელოდები.-ყურმილი დამიკიდა.
-პასუხს მაინც დალოდებოდა.-გავღიზიანდი.
  ნელა გავედი სადარბაზოდან და იმის მაგივრად რომ ლიფტით ჩავსულიყავი მერვე სართულიდან, ფეხით ჩავისეირნე, ძალიან მშვიდად და აუღელვებლად. დასველდეს, არაფერი მოუვა.
  სადარბაზოსთან გავედი და არავინ დამხვდა. ცოტა ხანი ვიდექი და ველოდებოდი. რამდენიმე წუთში მოტოციკლი გამოჩნდა. პირდაპირ ჩემ წინ გააჩერა და ჩაფხუტი მოიხადა.
-აბა სადარბაზოსთან ვარო?-უკმაყოფილება მაქსიმალურად გამოვხატე.
-ვიფიქრე ნელა ჩამოხვიდოდი, ამიტომ ადრე დაგირეკე.-გამიღიმა, რაღაც არაამქვეყნიურად.
  ვერაფერი ვუპასუხე. ისიც ვერ გავიაზრე რომ წვიმაში ვიდექი და თავიდან ფეხებამდე დავსველდი.
-ხო, ახლა რაც შეეხება საქმეს.-ხმა ამოიღო, როცა მიხვდა, მე ვერაფერს ვამბობდი.-უნდა წავიღო ლიზას საფულე და ანა შენგელია.
-ლიზას საფულე წაიღე.-გავუწოდე.-ანა შენგელია კი რჩება.
-ეგრე არ გამოვა.-გამიცინა.
  სანამ ამ სიცილისგან გაშტერებული აზრზე მოვიდოდი, თავზე ჩაფხუტი დამახურა და სანამ თვალებზე ჩამოფარებული ჩაფხუტის წყვდიადს დავაღწიე თავი, უკვე მოტოციკლზე ვიჯექი.
-ხელები მომხვიე, ნელა არ დავდივარ.-ჩაიცინა.
  მიუხედავად იმისა რომ არ ვუყურებდი, მაინც ამიჩქარდა გული და გაუაზრებლად შევასრულე მისი ნათქვამი.
-გადასვლას არ აპირებ?-მისმა ხმამ გამომაფხიზლა.
-რა?-გაოცებისგან შევხტი.
-არა თუ წვიმაში მოგწონს ყოფნა, არ მაქვს პრობლემა.-სახით ჩემკენ იყო მობრუნებული და ცალყბად მიღიმოდა.
-არანაირად.-ჩქარა გადმოვედი მოტოციკლიდან და ანდრიას სადარბაზოსკენ შევბრუნდი.
-მოიცა, მოიცა.
-ახლა რაღა გინდა?-გაღიზიანებული შევუბრუნდი.
-ჩაფხუტი დააბრუნეთ თუ შეიძლება.-ხელი გამომიშვირა, თან იცინოდა.
-აიღე!-უხეშად მოვიხადე და პირდაპირ ხელში მივაჩეჩე.
-რა ფეთქებადი ხარ. მოსიარულე დინამიტი.-ხმამაღლა გადაიხარხარა.
-გამასწარი.
-მოტოციკლს მშრალ ადგილას მივაყენებ და მოვალ, დამელოდე.
-მეტი საქმე არ მაქვს!
-სხვა გზა არ გაქვს.-ისევ იცინოდა.
  სადარბაზოში შევედი და ლიფტის ღილაკს იმდენჯერ და ისე ძლიერად მივაჭირე, ლამის ჩავტეხე, თან ვფიქრობდი, ნეტა მალე ჩამოვიდეს-მეთქი. არ მინდოდა თორნიკეს მოესწრო. როგორც იქნა ლიფტმა მე-16 სართულიდან ჩამოაღწია. შიგნით შევედი და...ბედი არ მაქვს. ფასიანია. ჯიბეები გავიჩხრიკე, მაგრამ რა ხეირი, ჩემი საფულე სახლში იყო. თბილად, ტკბილად ესვენა ჩანთაში. ლიფტის კარები გაიღო.
-ხო ვთქვი, სხვა გზა არ გაქვს-მეთქი.-თორნიკე ხმამაღლა იცინოდა, თან ხურდას ეძებდა.
-შეგიძლია არ გაიცინო?-ვუთხარი გაღიზიანებულმა.
  ლიფტი დაიძრა.
-რატომ? ზედმეტად მომხიბვლელი ვარ?-სიცილი შეწყვიტა და რაღაცნაირად შემომხედა.
-არანაირად. უბრალოდ ზედმეტად გამაღიზიანებელია. 
-ამაზეც ფეთქდები?-სიცილის დასაფარად პირზე ხელი აიფარა.
-კი.-მოვუჭერი მოკლედ და კონკრეტულად.
-მართლა მოსიარულე დინამიტი ხარ.-ჩუმად გაიცინა და ქვედა ტუჩზე იკბინა.
  ისევ ამიჩქარდა გული. ძალიან არ მომწონს ეს გრძნობა. თორნიკესკენ გავიხედე. კედელს მიყურებული ლიფტის კარებს უყურებდა. სველი თმა, სახე, ხელები...ვენებამოყრილი და საკმაოდ ძლიერი...უცებ ჩაეღიმა და თვალებით...მხოლოდ თვალებით გამომხედა. მზერის მოშორება არც განმიზრახავს. მოურიდებლად ვჭამდი თვალებით.
-ასე მგონია, ახლაც აფეთქების ზღვარზე ხარ.
-კი, ნამდვილად.
  რით ვერ აიარა ამ ლიფტმაც ეს დასაწყევლი 16 სართული.
-გახსოვს გუშინ რა გითხარი?
-უნდა მახსოვდეს?
-შეხვედრამდე-მეთქი.-ჩაიცინა.-მეგონა გაიგე.
-არა.-ჩემს პასუხზე უბრალოდ გაეღიმა, თითქოს ზედმეტად კმაყოფილს და თვალები ისევ ლიფტის კარებისკენ მიაბრუნა.
  როგორც იქნა, ავედით.
-ანა, სულ დასველდი.-ლიზა მთელი სახით მეკრიჭებოდა.
-შენ თუ იმის იმედი გქონდა, რომ ასეთ წვიმაში მშრალი მოვაღწევდი, არ ვიცი.
-რა ხასიათზე ხარ, რა არის?-ლიზამ უკმაყოფილოდ შემომხედა.
-აბა დაფიქრდი.
-გაგაღვიძე და იმიტომ?
-ეგეც.
-თორნიკე?
-ყოჩაღ. როგორ მიხვდი?-თვალებს გაუჩერებლად ვახამხამებდი.
-რა იყო, უკვე მოასწარით წაკიდება?-შორიდანვე მოგვაძახა ანდრიამ და ჯერ მე, მერე კი თორნიკეს შეხედა.
-მე არაფერ შუაში ვარ, უბრალოდ ეგაა მოსიარულე დინამიტი.
-მაგაში ვერ გაგამტყუნებ.-ანდრიას გაეცინა.
-ძმაკაცს მხარი დაუჭირე და გიხარია?-მივაძახე გაბრაზებულმა.
-კარგი რა, ანიჩკა.-გადაიხარხარა.-როგორ გეტყობათ რომ დაქალები ხართ.-წამოდგა და ლიზას მიეხუტა, მერე თმები აუჩეჩა.-ესეც შენნაირია.
-ვიცი.-ცალყბად გამეღიმა.
-აუ, რამე მომეცი რა, გავიყინე სველ ტანსაცმელში.-თორნიკეც წამოდგა.-შენ არ გცივა?-ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
-გადავიტან რამენაირად.
-ეგრე არ წავა.-ჩემგან მზერა ანდრიაზე გადაიტანა.-შენმა დამ არაფერი დატოვა?
-აუ, ეგ არც მახსოვდა. ვნახავ ახლავე.-ანდრიამ გამიღიმა და ოთახში შევიდა.
  მალე გამოვიდა. თორნიკეს სპორტული შარვალი და რაღაც მოკლემკლავიანი ზედა ესროლა, მე გრხელმკლავიამი ზედა და სპორტული შორტები მომცა, თან ორი პირსახოცი მოაყოლა.
-მეტი ვერაფერი ვნახე. ესეც ბოლოს როდის ეცვა არც მახსოვს.-გაიცინა.
-დაიკიდე, გამოდგება.
  აბაზანაში შევედი და ჩქარა გამოვიცვალე. სანამ ოთახში დავბრუნდებოდი, სარკეში ჩავიხედე.
-გაწუწული ქათამი.-თავი უკმაყოფილომ გავაქნიე.
  თბილ პუფში ჩავჯექი და ლიზას დახვედრებული ცხელი ყავა გემრიელად მოვსვი.
  რამდენიმე წამში თორნიკე ჩემს გვერდით გაჩნდა და სავარძელში ჩაჯდა. ყურადღება არ მივაქციე. მიყურებდა.
-აუ, წვიმა თუ არ გადაიღებს, გავაფრენ.-მძიმედ ამოვისუნთქე.
-ჩემთან დარჩით, რა პრობლემაა.
-შენ ძლივს ეტევი ამ ბინაში და კიდე ჩვენ გვიტოვებ?-გამეცინა.
-თქვენ ოთახში დაწვებით, მე და ქურდი აქ.
-ქურდი?-გაკვირვებულმა ავხედე მომღიმარე თორნიკეს.
-ხო, დაიკიდე, ბავშვობიდან მაგას ვეძახით.
-რატომ? კრიმინალია?-ეჭვით ავხედე.
-არა.-მიმზიდველად გადმომხედა ზევიდან, შემდეგ ჩურჩულით მითხრა.-გოგოების გულებს ვიპარავდი.-და გაეცინა.
-ჰა-ჰა, გულების ქურდი. სასაცილო ხარ.
-რატომ?-გაიკვირვა.-დავიჯერო, შენი გული ვერ დავიპყარი?
-რა ბანალურია...
  იმედგაცრუება.
-ბანალური?-თითქოს თორნიკეს მაგივრად იკითხა ანდრიამ.
-რა, არა?-დამცინავი სახით ავხედე.
-არ იცნობ.-ცალყბად გაეღიმა და ძმაკაცს კმაყოფილმა ახედა.
-სურვილიც არ მაქვს ვიცნობდე.
-სამწუხაროდ დაიგვიანე.-თორნიკემ გაიცინა.
  რაღაც უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
-ოო, რა დაძაბეთ ყველაფერი თქვენი არაფრისმომცემი საუბრით.-ვიცოდი რომ ლიზა ამ ფრაზით გამოვიდოდა და გამეცინა.
-ეს ბიჭების მისამართით უნდა გაუშვა.
-შენც გეხება, ქალბატონო.-გაბრაზებული თვალებით შემომხედა.
-ხო იცი, თუ დავიწყეთ, ვეღარ გაგვაშველებენ.-გამეცინა.
-არც გაგაშველებთ. თუ გინდა სულ დაგიხოცავთ ერთმანეთი.-ანდრიამ გადაიხარხარა.-ბოლოს რომ ჩავერიე თქვენს ჩხუბში იმაზე ნაცემი გამოვედი, ვიდრე საკუთარ თემაზე წასული.
-გამშორებელს ყველაზე მეტი ხვდებაო.-ლიზამ ლოყები მოუჭყლიტა და სასაცილოდ დაჭყანა ანდრიას სახე.
  მეგონა უფრო გამაღიზიანებელი საღამო იქნებოდა, მაგრამ შევცდი. უბრალოდ თორნიკეს არ ველაპარაკებოდი და დროსაც მშვენივრად ვატარებდი ლიზას და ანდრიას ყურებაში. უცებ ტვინში დამარტყა. ხვალ ორშაბათია. სასწრაფოდ წამოვხტი.
-სახლში უნდა წავიდე!-და ჯერ კიდევ სველ ტანსაცმელს ვეცი.
-რა?-ლიზამ გაოცებულმა გამომხედა.
-სამსახური. სულ დამავიწყდა.-ვთქვი შეწუხებული სახით.
-მანქანით გაგიყვან.-ანდრია წამოიწია.
-მე გავიყვან, გასაღები მომეცი.-თორნიკე სავარძლიდან წამოდგა.
-არ მინდა. ჩემით წავალ.
-ნუ ჯიუტობ რა.-დაამთქნარა და თმა გადაიწია.
  მანქანაში ჩავსხედით.
-ღვედი შეიკარი.-მითხრა მკაცრად.
-რატომ? მანქანასაც ჩქარა ატარებ?-შევხედე, თან თვალებს ჩქარა ვახამხამებდი.
-ხო.-ჩემკენ გადმოიწია და ღვედი შემიკრა.
  ცოტა ხანი ჩემ სახესთან შეჩერდა და თვალებში ჩამაშტერდა ისე, თითქოს რაღაცას კითხულობდა.
-ანუ ბანალური?-თქვა ჩუმად.
  მისი ცხელი სუნთქვა მთელ სახეზე მომედო, მერე სხეულზე და ძალიან, სიგიჟემდე, აუტანლობამდე დამცხა. დამცხა მიუხედავად იმისა რომ გარეთ ზედმეტად ცივი ოქტომბერი იყო.
  ვერაფერი ვუთხარი, არც მან შემაწუხა ზედმეტი კითხვებით. სახლამდე მიმიყვანა.
-მადლობა.-ვუთხარი ძალიან ჩქარა და მანქანიდან გადავედი.
  ჩქარა ავირბინე კიბეები. ბინაში შევედი. სველი ტანსაცმელი სასწრაფოდ გავიძრე და საცვლების ამარა დავრჩი. შუქი არ ამინთია, ისე წავედი ფანჯრისკენ. მანქანა ისევ იქ იდგა. შეტყობინება მივიღე. ისევ უცხო ნომერი. ანუ თორნიკესგანაა.
"-ვიცი რომ ახვედი, მაგრამ სანამ შუქს არ აანთებ, აქედან არ დავიძრები."
  მგონი ცოტა ვერ არის. მგონი არა, ძალიან ვერ არის. თუ იცის რომ სახლში ვარ, რას ბავშვობს.
  უაზროდ გამეცინა მის ასეთ შეტყობინებაზე და შუქი ავანთე. ისევ გავიხედე ფანჯრიდან, მაგრამ ფარდას ამოვეფარე. მანქანა დაქოქა და წავიდა. ისტერიული სიცილი ამიტყდა. მგონი მეც ვაფრენ.
  აბაზანაში შევედი და ვიბანავე. სამსახურიდანაც არ მოვდივარ ხოლმე ასეთი დაღლილი. ლოგინზე უსულოდ დავეგდე, მაგრამ საერთოდ არ მეძინებოდა. მთელი დღე რომ მეძინა, აბა რას ვფიქრობდი. უბრალოდ დავხუჭე თვალები.
  წვეთები. ერთი, ორი, სამი...უსასრულო...ღრმად ვისუნთქავ...საოცარი რომანტიკის ხასიათზე დავდექი. იმდენად მომინდა ახლა საყვარელი ადამიანის ძლიერ მკლავებში აღმოჩენა, ხელები მოვიჭირე...და რატომღაც თორნიკეს სახე წარმომიდგა თვალწინ. ცოტა ვბანალურდები. არ მომწონს, მაგრამ თან მომწონს...რა ჩამოუყალიბებლობა დამემართა...და ისევ წვეთები...მაწყნარებენ.
  როგორ ვერ ვიტან მაღვიძარას ხმას. მინდება ავიღო და კედელს მთელი ძალით შევახეთქო ხოლმე, მაგრამ მერე მახსენდება რომ ჩემი ტელეფონია და სასროლად გამზადებულს ისევ უკან ვდებ. ახლაც იგივენაირად დაიწყო დილა.
  სამსახური. უბრალო მდივანი, რომელიც ნაცრისფრად ცხოვრობს.
  სახლი. მთელი დღე მაღალქუსლიანებზე და ვიწრო ქვედაბოლოში სიარულისგან დაღლილი.
  აივანი. ეს ცალკე სამყაროა. აქ ვზივარ კომფორტულ სავარძელში, ვუყურებ განათებულ მთაწმინდას და ერთ ჭიქა წითელ ღვინოს ვწრუპავ, როგორც ახლა. მშვენიერი საღამოა. გუშინდელისგან განსხვავებით ცა მოწმენდილია. სასიამოვნოდ გრილა. ღვინო დავისხი, მაგრამ გასინჯვა ვერ მოვასწარი. ტელეფონის ხმა. ამ დროს ლიზას გარდა არავინ მირეკავს. ყოველდღე, როცა ვმუშაობ, ტრადიციად აქვს ქცეული 9 საათზე ჩემთან ლაპარაკი. სამსახურიდან 1 საათის მოსული ვარ ხოლმე და ზუსტად იცის რას ვაკეთებ.
-რომელი ღვინო გახსენი?-მკითხა სიცილით.
-ნათლიაჩემის გამოგზავნილი.
-ეგ ყოველთვის კარგს გიგზავნის ხოლმე.
-ამოდი, შენც დაგალევინებ.
-ვეერ.
-რატომ?
-მმ...ანდრიასთან ერთად ვარ.
-ბიჭში გამცვალე?-ცოტა გავღიზიანდი, მაგრამ მაინც გავიცინე.
-ხო იცი, შენ ჩემთვის შეუცვლელი ხარ.-მასაც გაეცინა.-კარგი, წავედი ახლა, დაბრუბნდა.
-სად ხართ?-ვკითხე უცებ.
-კაფეში. სამსახურიდან პირდაპირ გამომიარა. მოგიყვები მერე. გკოცნიი.-ყურმილი დამიკიდა.
  გამეღიმა. ნეტა მაგათ რამე გამოუვიდეთ და სულ არ ვჩივი, თუ უნდა საერთოდ ნუ ამოვა ხოლმე ამ დროს ჩემთან.
  ღვინო მოვწრუპე. ოდნავ მოტკბო გემო ჰქონდა. რაღაცნაირად სასიამოვნო. აი ისეთი, გასინჯვისას მთელ სხეულში ჟრუანტელი ნელა რომ გაივლის ხოლმე, რომ გემოს ნეტარება დიდხანს დაგიტოვოს გათანგულ ორგანიზმში და მერე სისხლი აგიდუღოს.
  ცაში ავიხედე და ვარსკვლავებს მივაშტერდი. ერთი, ორი, სამი...მგონი ძალიან მივეჩვიე ყველაფრის დათვლას. თუმცა სამსახურში სულ საბუთების გადალაგება-გადმოლაგებაზე ვარ, მერე გადამოწმება, მერე კიდე ერთხელ გადამოწმება და სანამ უფროსთან შეიტან, კიდე უნდა გადახედო და კარგად გადათვალო. ერთი, ორი, სამი...აი ასე. მერე...მერე მოდის ყავა თუ ჩაი. უფრო ყავა უყვართ უფროსებს. არა, შეიძლება რეალურად ჩაის ანიჭებდნენ უპირატესობას, მაგრამ ყავა მაინც სხვაა. აი, გარეგნულად შენს ავტორიტეტს შეულახავს რომ დატოვებს. მაგალითად, ასეთია ჩემი უფროსი. 3 წელია მასთან ვმუშაობ და უბრალოდ ვიცი, მაგრამ თავიდან სულ ყავას მადუღებინებდა და მეც სულელივით ვფიქრობდი, რა ავტორიტეტია-მეთქი. ახლა კი, ჩვეულებრივი ადამიანივით ვუყურებ. დავალებას რომ მაძლევდა და თან ყავას სვამდა, ცოტა მკაცრად მეჩვენებოდა, მაგრამ ახლა, ჩაისთან ერთად მზად ვარ ახლო მეგობარივით დაველაპარაკო. აი, ასეთი მნიშვნელობა აქვს არჩევანს ყავა თუ ჩაი.
  ახლა რომ ვუკვირდები, მარტო ყველაფრის დათვლას კი არა, ბევრ სისულელეზე ზედმეტად ღრმა ფიქრსაც მივჩვეულვარ. აბა ეს რა იყო ახლა, რა არჩევანზე ჩავფიქრდი.
  ისევ მოვწრუპე ღვინო. მეორე შეგრძნება როგორი იყო? სასიამოვნო ჟრუანტელი არსად გამქრალა,მაგრამ ამჯერად სიტკბოსთან ერთად ოდნავ სიმჟავეც ვიგრძენი. ეს ის მომენტია, სასმელს რომ სვამ და ყლუპ-ყლუპად ეცნობი მის ყველა დადებით თუ უარყოფით მხარეს.
  ვფიქრობ და...პრინციპში მე როდის არ ვფიქრობ? მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ და ვხვდები რომ თორნიკე მინდა ჯერ არგასინჯულ სასმელს ჰგავდეს, წრუპვა-წრუპვით რომ ვიცნობ.
  თორნიკეზე გავიფიქრე და სისხლი ამიდუღდა.
-სასმელის ბრალია.-ჩავილაპარაკე ისე, ვითომ არ ვიცი რომ ვიტყუები.
  თორნიკე-ქურდი. რა სასაცილოა. გულების ქურდი. ყველაზე დიდი ბანალურობა. მე გულების ქურდს არ ვეძებ. ისეთი მინდა, აი, ქარიშხალივით რომ ამოვარდება ჩემში და მთლიანად გამანადგურებს თავისი სიძლიერით. ეს იქნება ჩემი იდეალური დასასრული.
  დილა და სამსახური. ისევ დამღლელი დღე.
  ჩემთვის განკუთვნილ მაგიდასთან ვზივარ და საბუთებს ვათვალიერებ. ამ დროს ყველაზე მეტად ვერ ვიტან როცა საქმეს მწყვეტენ. რა თქმა უნდა, თორნიკე ყველაფერს პირიქით აკეთებს და მირეკავს.
-რა გინდა?-პირდაპირ გაღიზიანებული ტონით შევეგებე.
-დილიდანვე მოსიარულე დინამიტი.-გაიცინა.
-თუ იმის იმედი გაქვს რომ ახლა რამენაირად მაინც გაპატიებ ჩემთვის ხელის შეშლას, შეგიძლია ყურმილი პირდაპირ დაკიდო.
-არა, შენთან ურთიერთობაზე როცა ვფიქრობ, ასეთ იმედებს პირველ რიგში ვრიცხავ.
-ჭკვიანურად იქცევი, მაგრამ უფრო ჭკვიანი იქნები თუ ჩემთან ურთიერთობაზე საერთოდ არ იფიქრებ.
-მაგაზე ერთად მოვილაპარაკოთ დღეს საღამოს რესტორანში.
-შენი აზრით წამოვალ?-ვკითხე დამცინავად.
-თუ უარს მეტყვი, საბოლოოდ დავრწმუნდები რომ შენი ასეთი დამოკიდებულება უბრალოდ პრინციპების ამბავია.
-ამას არც ვმალავ.
-მაშინ, დღეს 9-ის ნახევარზე შენს სახლთან ვიქნები.
-ტყუილა ნუ დამელოდები.-ყურმილი დავუკიდე.
  რესტორანიო...ჰაჰა, მამხიარულებს ეს ბიჭი.
  სახლი. 9-ის 15 წუთი.
-მართლა მოვა?-ფანჯარასთან დავდექი.
  ზუსტად ცხრის ნახევარზე ჩემს სადარბაზოსთან უცხო მანქანა გაჩერდა. დაეჭვებით ვუყურებდი. ცოტა ხანში უცხო მანქანიდან ნაცნობი თორნიკე გადმოვიდა. მაჯის საათს დახედა, მერე ზევით ამოიხედა. სასწრაფოდ ამოვეფარე ფარდას. ჩუმად გავიხედე. მანქანას მიყუდებული მელოდებოდა.
-არ ჩავალ, შანსი არაა.-თავი გავაქნიე და ღვინო გამოვიღე.
  ისევ გავედი აივანზე. უაზროდ და ჩქარა დავიწყე თვალების აქეთ-იქით ცეცება. ვერაფერს ვამჩნევდი. ღვინო დავისხი და ნელა, მაგრამ ნერვულად მოვწრუპე.
-20 წუთში წავა.-ჭიქა მთლიანად ჩავცალე.
  დათქმული დროის გასვლის შემდეგ სახლში შევბრუნდი და ისევ გადავიხედე ფანჯრიდან. იქ იდგა და მელოდებოდა.
-ნახევარ საათში უეჭველი წავა.
  არ წასულა. ასე მელოდებოდა თორნიკე 2 საათი. სასმელმა, თუმცა ვის ვატყუებ, ნამუსმა სხეული ამიწვა. უკვე გასვლას ვაპირებდი, მაგრამ შევამჩნიე რომ ისევ მანქანაში ჩაჯდა. ძალიან მალე შეტყობინება მივიღე. თორნიკესგან.
"-გასაგებია. პრინციპები უპირველეს ყოვლისა."
  რა სულელი ვარ. რა მოხდებოდა რომ ჩავსულიყავი. არც მას ავნებდა, არც მე. თან ყველაზე მეტად იმიტომ ვბრაზდები ჩემ თავზე, რომ ვიცი, მომწონს, მაგრამ პრინციპებს ვერ ვივიწყებ. ან რა პრინციპზე ვარ, ეგეც ვერ გამიგია.
-პრინციპული იდიოტკა.-ჩავილაპარაკე ჩემთვის, როცა სარკეში ჩემს "პრინციპულ" სახეს შევხედე.
  აივანზე გავედი. ისევ გავავსე ჭიქა. ისევ ნერვულად ვწრუპავდი, თან ტელეფონს ვუყურებდი.
-იქნებ დაბრუნდეს?-ნეტა რისი იმედი მქონდა...
  ისევ დილა და სამსახური. გუშინ ცოტა დავთვერი, ამიტომ ზედმეტად გადაღლილი ვმუშაობდი. 8-ზე სახლთან მოვედი და...აი, მართლაც მოუსვენარი თაყვანისმცემელიც სადარბაზოსთან დამხვდა, თან როგორ! კედელს აყუდებული და გამომწვევი მზერით.
-ახლა 2 საათი ლოდინი ნამდვილად აღარ მომიწევს.-ცალყბად გამიღიმა.
-გუშინდელზე...-თავი ჩავხარე.
-ბოდიშის მოხდა გინდა?-მომიახლოვდა და ზევიდან დამხედა.
-ხო, ცუდად გამომივიდა.-თავი ავწიე, მაგრამ მისი სახის დანახვისას სახე ამიხურდა.
  ისევ ჩავხარე თავი დასჯილი ბავშვივით და ენის ბორძიკით, ალბათ ზედმეტად ჩუმად
-ბო-დი-ში.-ჩავიჩურჩულე.
-ვერ გავიგე?-ჩემკენ დაიხარა.
-ბოდიში-მეთქი.-ვთქვი ხმამაღლა და განზე გავხტი.
-ეგრე რა.-გაიცინა.-აბა ის რა იყო, მთელი სმენის აპარატის დაძაბვა დამჭირდა მხოლოდ იმისთვის რომ პირველი "ბო" გამეგო.-სიცილს მოუმატა.
-ნუ იცინი.
-ა, ხო, ბოდიში. სულ დამავიწყდა. შენ ხო არ გიყვარს ჩემი სიცილი. ძალიან მალე ფეთქდები ხოლმე.
  პირიქით, მიყვარს და რომ მიყვარს და ვერ ვუძლებ, აი ამიტომ ვფეთქდები.
-შენთან არ დამპატიჟებ?
-სურვილი არ მკლავს.
-მაგრამ უარიც არ გითქვამს.
-მარტო პირდაპირ პასუხებს იღებ?
-აბა ნამიოკები რა უბედურებაა.-გაიცინა.
  ჩემნაირი? ჰაჰა. შანსი არაა.
-ანუ, შენთან არ მიშვებ?-გამიმეორა "უპასუხოდ" დარჩენილი კითხვა.
-არა.-მოკლედ მოვუჭერი.
  რეალურად რომ შევხედო სიტუაციას, ძალიან მინდოდა ამოსულიყო ჩემთან, მაგრამ ჩემში ისევ გაიღვიძა "პრინციპულმა იდიოტკამ".
-კარგი, რადგან ასეა, მოსიარულე დინამიტო, მაშინ მოდი, მე წაგიყვან სადღაც.
-სად?
-რა ვიცი, სადმე.-გაიცინა და მანქანის კარი გამიღო.
-ჯენტლმენი?
-შეძლებისდაგვარად.-გამიღიმა. 
  მანქანაში ჩავჯექი.
-არ მეგონა ასე მალე თუ დამთანხმდებოდი.-მითხრა, როცა საჭეს მიუჯდა.
-გუშინდელი დანაშაული უნდა გამოვისყიდო.
-იქნებ გიზიდავ და ჩემთან ყოფნა გინდა?-ვნებიანად გამომხედა.
  გული ამიჩქარდა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
-არა. უბრალოდ ნამუსი მაქვს.
-დასაფასებელია ნამდვილად.-თავი კმაყოფილმა დამიქნია.
  მანქანა დაიძრა. უცებ მისი მოტოციკლი გამახსენდა.
-რა უქენი?
-ვის?-ჩემი კითხვა გაუკვირდა.
-მოტოციკლს.
-არაფერი, რა უნდა მექნა.-გაეცინა.-დგას თავისთვის ფარეღში. მოტოციკლიანი უფრო მოგწონდი?
-არანაირად.
-ანუ მანქანით უკეთესი ვარ?
-არა.
-მაშინ? ფეხით თუ ვივლი?
-არც მაგ შემთხვევაში.
-რა იყო, უბრალოდ არ მოგწონვარ?
-აბა ნამიოკებს ვერ ვხვდებიო?
-მგონი ჯერ მე გკითხე.
-10 წლის ხარ? პირველი მე შეგეკითხე.-ბავშვის ხმით ჩავილაპარაკე.
-შენთან ერთად მართლა ბავშვი ვარ, აბა კაცობა არ ჭრის და...-გაეცინა.
-ნუ, რას ვიზამთ.-ფანჯარაში გავიხედე.-სად მიგყავარ?
-თუ გგონია ვიცი.
-იმედია სადმე გადაკარგულში არ წამათრევ.
-იმედია...იმედია...მე აღარაფრის იმედი მაქვს.-გაიცინა.
-რატომ?
-აბა დაფიქრდი. რამის იმედი დამიტოვე?
  რატომღაც ისევ ამახურა "სასმელმა". ისევ ფანჯარაში გავიხედე.
-კოჯრის გზას ჰგავს.-ვთქვი ჩემთვის.
-ხო, მანდ მივდივართ.
-კოჯორში რა გვინდა?-შეშფოთებულმა გავხედე.
-რაღაცას განახებ და წამოგიყვან სახლში, დამშვიდდი.
  ტელეფონმა დამირეკა.
-ჯერ 9 საათი არაა.-გამიკვირდა.
-და 9-ზე რა ხდება?
-ლიზა მირეკავს ხოლმე.
  ყურმილი ავიღე.
-მშვიდ...-სიტყვა არ დამამთავრებინა.
-სიყვარული ამიხსნაააააა!-ბოლო ხმაზე ყვიროდა.
-რა?-გაოცებისგან ენა ჩამივარდა, მაგრამ უცებ მოვედი აზრზე.-ვაიმე, როდის, როგორ?
-ახლა, ამ წამს. შოკში ვაარ.-ყვიროდა გაუჩერებლად.
-გილოცავ.-სიხარულისგან ემოციებს ვერ გამოვხატავდი.
-ეგრე სამძიმარზე მიულოცე რა ხალხს.-მაშინვე გაბრაზდა, მაგრამ მალევე გადაუარა.-წავედი, მოდის.-ყურმილი დამიკიდა.
-როგორც მივხვდი ანდრიამ სიყვარული აუხსნა.
-ხო.-გავიღიმე.
-რა თავშეკავებული ხარ. თუ გინდა იყვირე.
-არ მეყვირება.-გამეცინა.-უბრალოდ ძალიან კარგ ხასიათზე დავდექი.
-მშვენიერია.-მანქანა გააჩერა.
  ჩქარა გადავიდა და ერთ წამში კარგი გამიღო.
-ასე, ექსპრომტად.-გამიღიმა.
  გზის მეორე მხარეს გავიხედე და უკუნითში ლამაზად განათებულ თბილისს მივაშტერდი. მართლაც საოცარი სილამაზე იყო.
-კარგი ხედია.
-ვიცოდი რომ ასე ცივად მიპასუხებდი.-გაეღიმა და მანქანისკენ წავიდა.
  გაშტერებული ვუყურებდი ამ სილამაზეს და მიუხედავად იმისა რომ გული ამოვარდნაზე მქონდა, მაინც არ ვიმჩნევდი. თორნიკე მალე დაბრუნდა.
-წითელი ღვინო...ლიზამ გაგცა.-გამიცინა და ჭიქები აავსო.-თუ რესტორანში არა, აქ მაინც დავლიო შენთან ერთად.
  ჭიქა ავიღე და უსიტყვოდ მოვწრუპე.
-სადღეგრძელო?-გაკვირვებული მომაშტერდა.
-ვგავარ იმ გოგოს, რომელიც სადღეგრძელოებს ამბობს?
-მაშინ მე ვიტყვი.
-ძალიან გთხოვ, არ გაწელო. ვერ ვიტან უსასრულო ბლაყუნს.
-ვერც მე, ამიტომ ვიტყვი, შენ გაგიმარჯოს, მოსიარულე დინამიტო.-გამიცინა, ჭიქა მომიჭახუნა და მოსვა.
  მეც მოვსვი. გემრიელი ღვინო იყო. აი ისეთი, პირველივე დაგემოვნებიდან რომ დაეტყო ბრენდი და ხარისხი და აი ისეთი, სასიამოვნო ჟრუანტელი ჩქარა რომ გამიტარა სხეულში პირველივე ყლუპიდან და მერე სანამ შემდეგ ყლუპს მოვსვამდი, კიდე რამენიმე წრე დაარტყა.
  ძალიან დაღლილი ვიყავი, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ უზომოდ სასიამოვნოდ ვატარებდი დროს, 10 საათისთვის სახლში წამოვაყვანინე თავი.
-მადლობა.-ვუთხარი ნაზად და სადარბაზოში შევედი.
  საოცრად ჰაეროვან ხასიათზე ვიყავი. შეიძლება ითქვას, პირდაპირ დავფრინავდი.
  ჩქარა გამოვიცვალე. გრძელი და ფავისუფალი ზედა მეცვა, ჩუსტების ნაცვლად კი თბილ წინდებში დავბოდიალობდი მთელ სახლში. სასიამოვნო რომანტიული სიმღერა ჩავრთე ხმამაღალზე და უაზროდ დავიწყე ცეკვა, ასეთივე უაზრო ღიმილით სახეზე. თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე, თითქოს თორნიკე მეხუტებოდა. მის ძლიერ და მამაკაცურ მკლავებში ვიყავი მოქცეული სუსტად და ჩვენ ასე ნელა ვცეკვავდით ამ რომანტიული მუსიკის ქვეშ. ყველაფერი იმდენად რეალურად წარმომიდგა თვალწინ, რომ ვიგრძენი როგორ ამიფარფატდა ათასობით პეპელა და გაიარა მთელი გზა გულიდან მუცლამდე, მერე კი სადღაც გაქრა ეს გრძნობა, სამაგიეროდ თორნიკეს ძლიერი და ამავდროულად ნაზი შეხება არსად წასულა.
  ლოგინზე მოფარფატე სულით და მსუბუქი სხეულით დავეშვი. თვალები მიმელულა და ტკბილად...ძალიან ტკბილად ჩამეძინა.
  ყველაფერი იდეალურ სიზმარს ჰგავდა. იმდენად იდეალურს რომ გაღვიძება აღარ მინდოდა.
  მაღვიძარა. თავი წამოვყავი.
-დამესიზმრა?-ვერ ვარჩევდი.-აშკარად გუშინ არ დავმთვრალვარ. ანუ ყველაფერი რეალური იყო.-ეს გავიაზრე თუ არა, მთელი სხეულით გავხურდი.-ყველაფერი რეალური იყო...-გავიმეორე ჩემთვის ჩუმად და გამეღიმა.-ყველაფერი რეალური იყოო!-ვიყვირე ხმამაღლა და ლოგინზე გახარებული გადავწექი.
  უაზროდ ვუცინოდი თეთრ ჭერს. ალბათ ასე ნახევარი საათი ვიწექი და საერთოდ არ მაღელვებდა სამსახური, რომელშიც ალბათ უკვე მაგვიანდებოდა.
  აზრზე ტელეფონის ზარმა მომიყვანა.
-გისმეენთ.-ისე გავინაზე ყურმილში, მე რომ დამერეკა ჩემ თავთან, ვერ ვიცნობდი.
-მისმენ კი არა, ანა, გუშინ მთელი ღამე რას აკეთებდი?-ლიზას აშკარად შეშფოთებული ხმა ჰქონდა.
-რავი ვცეკვავდი და მერე დავიძინე. რა იყო?-გამიკვირდა.
-რა იყო კი არა, გავსკდი, იმდენჯერ დაგირეკე. თორნიკეს რომ არ ეთქვა სახლშიაო, უკვე პატრულს ვიძახებდი.
-ბოდიში, არ მესმოდა ალბათ.
-დღეს ღამე ამოვალ შენთან და დავრჩები.
-რამე მოხდა?
-რა უნდა მომხდარიყო, უბრალოდ საჭორაო მაქვს.
-ჰაჰა, კარგი, გელოდები. ახლა კიდე წავედი, თორემ უფროსი დამახურავს.
-შენებური ყავა გაუკეთე და გადაუვლის.
  ლოგინიდან წამოვხტი და წასასვლელად მოვემზადე. ო, საოცრებავ, მუშაობის დაწყების დროს წუთი-წუთზე მივუსწარი. სკოლა გამახსენდა. როგორ გვიხაროდა მე და ლიზას ზუსტად ზარზე თუ ვასწრებდით.
  სამუშაომ საერთოდ არ დამღალა. ასეთი ხალისით არასდროს მიკეთებია ეს მოსაბეზრებელი საქმე, არც ასეთი გემრიელი ყავა მომიდუღებია ოდესღაც, როგორიც ამჯერად მოვუდუღე უფროსს.
  სახლში დავბრუნდი. საერთოდ არანაირად არ ვიყავი დაღლილი. თავს ისე შეყვარებულად ვგრძნობდი, პირდაპირ მეცინებოდა.
  ლიზა ამოვიდა, თან გემრიელი შოკოლადები ამოაყოლა.
-მოდი, დღეს სასმელის გარეშე.-გამიცინა.
  ყავა გავაკეთე და შოკოლადები რკინის ფინჯანში ჩავდე. მაგიდასთან დავსხედით.
-როგორ გითხრა?-გახარებული მივაშტერდი.
-უბრალოდ ვსეირნობდით და უცებ გაჩერდა...
-მერე?-სკამზე მოუსვენრად ვწრიალებდი.
-მერე...-გაწითლდა.-ხელი მომკიდა და თვალებში ჩამხედა...მერე, მერე ჩემკენ გადმოიხარა და...
-გაკოცა?-სუნთქვაც გამიხშირდა.
-არა, არა.-გაიცინა.-ჯერ...ჩუმად, ძალიან ჩუმად ჩამჩურჩულა მიყვარხარო და...მერე მაკოცა.-წამოიყვირა და გიჟივით დაიწყო თავის ქნევა აქეთ-იქით.
  ისე საყვარლად ყვებოდა ყველაფერს, მეც კი ამიჩქარდა გული.
-თორნიკემ საიდან იცოდა რომ სახლში იყავი?-მკითხა ლიზამ თავისი ისტორიის დასრულების შემდეგ.
-მაგასთან ერთად ვიყავი.
-რა?-ახლა თვითონ აწრიალდა მოუსვენრობისგან.-როდის? როგორ? მერე? რამე მოხდა?
-არაფერი მომხდარა, უბრალოდ თბილისიდან გავედით...-არ დამამთავრებინა.
-და ამას ახლა ვიგებ?-წამოიყვირა გაბრაზებულმა.
-აბა გუშინ სად ჩამეკვეხებინა.-უხერხულად შევიშმუშნე.
-რომ გირეკავდი, კეთილი გენება და აგეღო ყურმილი, გული რომ გამიხეთქე.-ისევ ძველმა ბრაზმა გადაურბინა სახეზე.
-არ მესმოდა-მეთქი.
-ხო, ხო, ცეკვავდი და მერე ჩაგ...მოიცა ცეკვავდი?-უცებ გაახსენდა ჩემი სიტყვები და მხოლოდ ახლა გაამახვილა ყურადღება ამაზე.-რას ნიშნავს ცეკვავდი?
-აი იმას, რასაც ნიშნავს.-გავუღიმე.
-ბედნიერებისგან ცეკვავდი?
-მგონი ხო.
-ანუ, თორნიკე მოგწონს?-ლამის მაგიდაზე გადმოძვრა.
-მგონი.-მორცხვად ჩამეღიმა.
-ამას რას ვეღირსე.-ხმამაღლა გაიცინა.
-პირდაპირ საოცრებას.
  იმდენი ვილაპარაკეთ, იმდენი, აი, რამდენსაც დაქალები ლაპარაკობენ ხოლმე და მერე მაინც რომ რჩებათ ტელეფონზე სასაუბრო.
  ღამის პირველისთვის გავუშვი. მისი აქ ყოფნა საერთოდ არ მეყო. მინდოდა უფრო დიდხანს დარჩენილიყო, მაგრამ სამსახურისთვის ვეღარ გავიღვიძებდი, ამიტომ გავუშვი.
  ნეტა რა აზრი ჰქონდა ლიზას გაშვებას. მთელი ღამე ვერ დავიძინე. აივანზე ვიდექი, მეკეთა ყურსასმენები და უაზროდ ვტრიალებდი.
  პირველად არ დამჭირდა სასმელი ხასიათზე მოსასვლელად. მის გარეშეც უზომოდ ბედნიერი ვიყავი.
  აი ასე ვუყურე გათენებას, ხედით მთაწმინდაზე და გულით თორნიკესთან.
  როცა საყვარელ ადამიანზე ფიქრობ, მაშინ ვერც დროს ამჩნევ, ვერც გარემოს. ასე ვარ უკვე მერამდენე დღეა. ვფიქრობ თორნიკეზე...გაუჩერებლად და უდარდელად. ველოდები როდის დამირეკავს, როდის გამოჩნდება ჩემს ჰორიზონტზე, მაგრამ...მაგრამ რატომღაც იგვიანებს.
  თორნიკეს გაცნობიდან უკვე ორი კვირა გავიდა, აქედან კი მას სულ რაღაც 4 დღე ეყო, რომ ჩემთვის თავი თავდავიწყებით შეეყვარებინა.
  აი, ახლა ის მომენტი მაქვს, როცა ვიაზრებ რომ თავიდანვე მოწონებაზე მეტი გაჩნდა. თავიდანვე იყო ორი უკიდურესობა ჩემს გრძნობებში. ზიზღი და სიყვარული. ამ შუალედში სხვას არაფერს გაუვლია. ერთი ნაბიჯიც კი არ დაუდგამს იმ გრძნობას, რომელსაც მოწონება ჰქვია. მე და თორნიკეს ან გვიყვარს ან გვეზიზღება. აი, ამ გრძნობებივით უკიდურესობები ვართ, იმიტომ რომ მხოლოდ ამ უკიდურესობებს ვგრძნობთ.
  თორნიკე-ქურდობის, მე-ლოთობის. აი, ამ ორი ცოდვის ზღვარზე ვდგავართ ჩვენ ახლა და ერთმანეთს ვეჭიდებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან არ არის, ამას უბრალოდ ვგრძნობ.
  უკვე ჩვენი გაცნობის მესამე კვირა დაიწყო. თუ დავკონკრეტდებით, უკვე მესამე დღეა, ესე იგი, ორშაბათი.
  სამსახური. მაღალქუსლიანები. ვიწრო ქვედაბოლო.
  ჩემს მაგიდასთან ვზივარ და თორნიკეს ზარის მოლოდინში ტელეფონს გვერდიდან არ ვიშორებ.
  ისევ უიმედოდ ჩაიარა დღემ სამსახურში.
  აი, ახლა იმის იმედი მაქვს, სახლისკენ მიმავალს სადარბაზოს კარებზე ძველებურად ატუზული თორნიკე რომ დამხვდება და გამიღიმებს. მერე მეტყვის მომენატრეო და ჩამეხუტება.
  როგორ მითხრა მაშინ თორნიკემ? "შენთან ურთიერთობაზე როცა ვფიქრობ, ეგეთ იმედებს პირველ რიგში გამოვრიცხავო". მე კი არ მინდა ასეთი იმედების გამორიცხვა.
  სახლს მივუახლოვდი. უკვე სადარბაზოში უნდა შევსულიყავი, როცა უცებ გამიელვა გონებაში და უკან მოვბრუნდი. ნაცნობი მოტოციკლია, მასზე კი ნაცნობი თორნიკე ზის და მიღიმის.
-ვიფიქრე ვერ შემამჩნიე.-გამიცინა.
  აი ისე გამიცინა, როგორც ადრე. აი, რითაც შემაყვარა თავი.
  ხმა ვერ ამოვიღე. გაშტერებული ვუყურებდი ჩემი მონატრებული ადამიანის სახეს.
-არაფერს მეტყვი?-ღიმილით იკბინა ქვედა ტუჩზე და თმაზე გადაისვა ხელი.
  ამ ჟესტებით თორნიკეს სიბნელეშიც ვიცნობ.
-თმა გაგზრდია.-შევეცადე დამაჯერებლად მეთქვა.
-მეტი არაფერი გაქვს სათქმელი?-მოტოციკლიდან გადმოვიდა.
-არა.-ნერწყვი გადავყლაპე.
  რა სისულელეა. ისევ პრინციპული იდიოტკა გავხდი? რამდენი რაღაც მაქვს სათქმელი, მაგრამ ხმას მაინც ვერ ვიღებ.
-მე კი, მენატრებოდი.-მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა.-ძალიან მენატრებოდი.
-მართლა?-გავიკვირვე.-თუ გენატრებოდი, მაშინ რატომ არ დამირეკე არცერთხელ?-წყენით ავხედე.
-მინდოდა შენც მოგნატრებოდი, თან ისე ძალიან, რომ თვითონ დაგერეკა.
-ეგ ბიჭის საქმეა.-ზედმეტად სულელური მიზეზი მოვიგონე თავის გასამართლებლად, რომელიც რეალურად ჩემი აზრი არც იყო.
-რომელ საუკუნეში ცხოვრობ.-ხმამაღლა გაეცინა.-სამწუხაროა რომ საკმარისად არ მოგენატრე.-"არადა მომენატრე, ტყუილია ეს ყველაფერი, მე ისე მენატრებოდი."-შემდეგში უფრო დიდი ხნით წავალ.-გაიცინა.
-რაც გინდა ის გიქნია.-ძალიან გავბრაზდი და სადარბაზოში გიჟივით შევვარდი.
  არ მენატრებოდი? არ მენატრებოდი! დიახაც, საერთოდ არ მენატრებოდი! შენს გარეშე ბევრად კარგად ვიყავი. ნერვებს არავინ მიშლიდა. არა, თან რა თავისუფლად ამბობს, შემდეგში უფრო დიდი ხნით წავალო. საერთოდ არ ესმის ჩემი გრძნობები. იხუმრა თურმე ბიჭმა. გაქრა ამდენი ხნით. არც დამირეკა, არც მომწერა და თურმე უნდოდა მოვნატრებოდი. საკანცელარიო ვირთხა, ერთუჯრედიანი. არ შემიძლია, მინდა ცემაში გავხიო. მეტი არ მინდა სადმე შემხვდეს. სულს ამოვხდი მაგ უბედურს.
  ღვინის ბოთლი გამოვიღე კარადიდან და აივანზე გავედი. ჭიქა ავავსე და ნერვულად დავიწყე ღვინის წრუპვა. ვერც გემოს ვგრძნობდი, ვერც სიამოვნებას ვიღებდი.
  ღამე. უაზროდ ვწრიალებ ლოგინში და ვერ ვიძინებ. ისევ თორნიკეზე ვფიქრობ. რაღა ისევ...სულ მასზე ვფიქრობ. განუკურნებელი სენივითაა, დაგემართა და მორჩა.
  გათენდა ისე, რომ თვალი არც მომიხუჭავს. ზედმეტად ადრე გავემზადე სამსახურში წასასვლელად.
-ცოტას გავივლი, არ მაწყენს.-ჩავილაპარაკე ჩემთვის და სახლიდან გავედი.
  წარმოიდგინეთ, რა რეაქცია მქონდა, როცა პირველ სართულზე კიბის მოაჯირს მიყუდებული თორნიკე დავინახე, რომელსაც "ტკბილად" ეძინა?
  აი, სერიოზულად, შოკში ჩავვარდი. პირდაპირი გაგებით. მთელი ღამე აქ გაატარა ამ ერთუჯრედიანმა. მართლა ვირთხაა. ამ სადარბაზოში როგორ დაიძინა.
  მისკენ დავიხარე და სახეში თითებს ვარჭობდი, რომ გამეღვიძებინა. მიზანს მივაღწიე. თორნიკემ ცალი თვალი გაახილა.
-ანა...-მითხრა ძილნარევი და ძალიან სექსუალური ხმით.
  უცებ, თითქოს რაღაც გაიაზრაო, თავი გიჟივით წამოყო და კიბის მოაჯირის ხეს აარტყა. ტკივილისგან თვალები დახუჭა და ძალიან სასაცილოდ შეიშმუშნა. მე  სიცილი ამიტყდა.
-სამაგიეროს მიხდი?-თავს ისრესდა.
-მე რა შუაში ვარ, შენ აარტყი.-ისევ ვიცინოდი.-თუ ეს ხეც მე ვარ?
-არ გამიკვირდება. უცებ გადაიქცეოდი, მე თავს ავარტყამდი, შენ გულს მოიფხანდი.
-მგონი ტვინის შერყევა გაქვს.-დავსვი, ჩემი აზრით, ძალიან ზუსტი დიაგნოზი და თავი სინანულით გავაქნიე.
-არ მაქვს ტვინის შერყევა, მაგრამ ახლა გარეთ რომ გავალ, წვიმა წამოვა, ოღონდ აი ისეთი, მარტო მე რომ დამასველებს. შენ გააჩენ ჩემ თავზე პატარა ღრუბელს.-პატარა ბავშვივით წუწუნებდა.
-რამდენი წლის ხარ?-ხმამაღლა ავხარხარდი.
  თორნიკე კიბიდან წამოდგა და ძალიან...აი, ძალიან, ძალიან მაგრად ჩამეხუტა. ისე მაგრად რომ მის გულისცემას ძვლებში ვგრძნობდი, მისი სიმხურვალე მედებოდა და მის სისხლთან ერთად ჩემიც დუღდებოდა.
-მომენატრე.-მითხრა იმდენად ჩუმად და ისე ნაზად, რომ მისმა უმსუბუქესმა სუნთქვამ ყურზე მომიღუტუნა.
  იმდენად ვიყავი მისით მოცული, არსად მინდოდა წასვლა. ამ მომენტში ჩემში იმდენი ის იყო, რამდენიც მასში-მე. ჩვენ, აი როგორ ვთქვა, ერთ მთელს წარმოვადგენდით. არანაირი მინუსები, 0 და ერთს ზევით. ჩვენ უბრალოდ 1 ვიყავით და მორჩა. რამდენიც არ უნდა მეთვალა, ეს არ შეიცვლებოდა.
  როგორ ვარ? აი პატარა გოგოები რომ არიან შეყვარებულები თავდავიწყებით, აი ისე. ყველანაირად ბავშვი გავხდი.
  თორნიკე როგორაა? ალბათ ეგეც ჩემსავით.
  აი, ის გრძნობაა, პირველად შეყვარებისას რომ განიცდიან ხოლმე. ასეთი პირველი სიყვარული მხვდა წილად მე. ცოტა უცნაური, ცოტა ჩახვეული, ცოტა ამოტრიალებული, მაგრამ მაინც სიყვარულის ისტორია.
  ჩვეულებრივ მოვედი პარასკევს სამსახურიდან, მაგრამ სახლში ასვლა ვინ მაცადა. სადარბაზოსთან თორნიკე დამხვდა.
-გაბრუნდი.-მხრებით მიმაბრუნა.-ახლა პირდაპირ, ახლა მარჯვნივ, ახლა მანქანაში.-კარები გამიღო და ჩამსვა.
-მიტაცებ?-გაოცებულმა შევხედე.
-ქურდი კი ვარ, მაგრამ ადამიანების არა.-გაეცინა.
-ხო, შენ მარტო გულების ქურდი გვყავხარ, სულ დამავიწყდა.-მეც ვეღარ შევიკავე სიცილი.
  ბულაჩაურში წამიყვანა. ლიზა და ანდრია უკვე იქ დაგვხვდნენ, სითბოთი, სიყვარულით.
-და ვისი იდეაა?-ვიკითხე და ლიზას გავხედე და თვალებით ვანიშნე:"ვერ გადამირჩები"
  ლიზამ ჩაიცინა. უბრალოდ ჩაიცინა. ესე იგი, მართლა მისი იდეა იყო და რისთვის? რა თქმა უნდა, ისევ ჩემთვის და თორნიკესთვის.
  ნოემბრისთვის ზედმეტად ციოდა. ლიზამ, რა თქმა უნდა, გამითვალისწინა და თავისი სახლიდან ჩემი გარდერობი წამომიღო.
  ისეთი საღამო იყო, აი, ბუხართან რომ უნდა იჯდე საყვარელ ადამიანთან ერთად ყავით ხელში. ასეც იყო.
  ლიზა და ანდრია ეს ცალკე თემაა. რაღაც სისაყვარლის პიკია ამათი ურთიერთობა. ერთი მეორეზე განუწყვეტლივ რომ ზრუნავენ და არ შორდებიან. მართლა ყველაზე დიდი ბედნიერებაა.
  მე და თორნიკე? ჩვენ...ჩვენ ვართ ასე, როგორც ადრე. ასე გვიყვარს ერთმანეთი, უსიტყვოდ, მხოლოდ თვალებით და ვბედნიერობთ, თუმცა ერთად არ ვართ.
  ძალიან სასაცილოები ვართ ზოგადად ეს ადამიანები. ერთმანეთი გვიყვარს, ვერ ვძლებთ უერთმანეთოდ და მაინც არ ვართ ერთად. ზუსტად ჩემი და თორნიკეს შემთხვევაა.
  უკვე ღამეა. ლიზამ დაიძინა, ანდრიამაც. მე და თორნიკე აგიზგიზებულ ბუხართან ვსხედვართ და მიუხეხავად იმისა რომ არაფერზე ვლაპარაკობთ, მაინც ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს.
  უზარმაზარ სავარძელში ვიჯექი, პლედი მეფარა, ვუყურებდი აგიზგიზებულ ბუხარს და მთელი სამყარო ჩემი მეგონა.
  თორნიკე სავარძლიდან წამოდგა და ჩემთან გადმოჯდა, ჩემი ფეხები კი თავისაზე დაილაგა. ხელით სახელურს დაეყრდნო და რაღაცნაირი, ცანცარა თვალებით მიყურებდა, თან წამდაუწუმ ეღიმებოდა. იმდენად სასაცილო იყო, თავი ვეღარ შევიკავე და ხმამაღლა გავიცინე.
-გაჩერდი, თორემ მართლა ერთუჯრედიანი მეგონები.-ვერ ვწყნარდებოდი.
-გაჩუმების ყველაზე მარტივი მეთოდი იცი რა არის?-გამიღიმა.
-რა?
-კოცნა.-გაეცინა, მე გავშრი და მომენტალურად გავჩუმდი.-ხედავ? აი ასე უნდა გაჩუმება.
-იდიოტო.-იმდენად ცუდი სახით შევხედე, მაშინვე გაჩუმდა.
-კარგი, ბოდიში. როგორც ჩანს ხუმრობებში უნიჭო ვარ.-გამიღიმა.
  სავარძლიდან წამოდგა და ხელი გამომიწოდა.
-არ გინდა მეცეკვო?
-აქ? ახლა?
-აქ და ახლა.-გამიცინა და ჩემი ხელი დაუკითხავად აიღო.
  სავარძლიდან წამომაყენა. უცებ აიღო ტელეფონი და ყურსასმენები. ერთი მე გამიკეთა, ერთი თვითონ.
-მინდა მარტო ჩვენ გვესმოდეს.-ჩამჩურჩულა ძალიან ჩუმად.
  ერთი ხელი ხელზე მომკიდა, მეორე კი ნაზად მომხვია წელზე. წამის მეასედში მე სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. საერთოდ სხვა გრძნობა იყო ეს შეხება. ალბათ ეს იმ განუზომელად დიდი სიყვარულის ბრალია, რომელსაც მე თორნიკეს მიმართ განვიცდი.
  ზუსტად ის სიმღერა ჩართო, რომელზეც მაშინ მარტო ვცეკვავდი, მასზე ფიქრებით დაბინდული. ზუსტად ისე მხვევდა ხელებს, როგორც მაშინ, ჩემს წარმოსახვაში. ზუსტად ისე მომეკრო ზურგიდან, ზუსტად ისე ვგრძნობდი მის ცხელ სუნთქვას...და, როგორც ჩემს ყველაზე ღრმა ოცნებებსა თუ ყველაზე არარეალურ ფიქრებში, ისე ჩახუტებულებს ჩაგვეძინა.
  გათენდა და ეს ტკბილი ძილი ლიზას საოცარმა შეძახილმა გაანადგურა.
-ჰეეი, ანდრია, მგონი ახალი წყვილი იბადება.-იმხელაზე იყვირა, მინდოდა თავში რაღაც ჩამერტყა, გამეთიშა და მერე აგიზგიზებულ ბუხარში შემეგდო, მაგრამ მალე მივხვდი რომ ლიზა იყო.
-არანაირი წყვილი.-თორნიკეს ჩახუტებიდან გამოვძვერი და ჩქარა წამოვდექი.
  მე და ლიზა სამზარეულოში გავედით.
-ანუ, არანაირი წყვილი?-ასეთი დაეჭვებით არასდროს შემოუხედავს.
-არანაირი.
-როდემდე იქნებით ეგრე?-მაქსიმალურად გამოხატავდა თავის უკმაყოფილოებას.
-რავი, სანამ რომელიმე არ წავა.
-იქნებ მიხვდე რომ ეგეთი დასასრული არ უნდა ჰქონდეს თქვენ ურთიერთობას?
-არ გესმის, ამიტომ ტყუილა ნუ იდარდებ.-გამეცინა.
-ანა...-სანამ რამეს მეტყოდა, სამზარეულოდან გამოვედი.
  ჩვენი ისტორიის დასასრული? როგორი იქნება? გამოვა ისეთი იდეალური, როგორიც მე მინდა? საერთოდ გამოვა?
  ჩემსა და თორნიკეს შორის ბულაჩაურში აღარაფერი მომხდარა. ჩუმად ვუყურებდით ერთმანეთს პატარა შეყვარებული ბავშვებივით, მაგრამ არცერთი არ ვდგამდით პირველ ნაბიჯს ერთად ყოფნისკენ და იდეალური დასასრულისკენ.
  იმდენად გრანდიოზული გრძნობა მიფლითავს ახლა გულს, უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის აღსაწერად.
  კვირას საღამოს დავბრუნდით და ამის მერე კი მხოლოდ ერთი შემთხვევაღა დამრჩა აღსაწერი. აი ის, რომელმაც იდეალურ დასასრულამდე მიგვიყვანა.
  ღამე. ნოემბრის ცივი წვიმა. ძალიან მძიმე და თან რაღაც შიშის გრძნობას რომ გიჩენს. მოკლედ რომ ვთქვათ, ისეთი ამინდი იყო, გველსაც შეიფარებდი.
  აი, ასეთ საშინელ ღამეს ვიწექი ჩემთვის და ისევ ვფიქრობდი თორნიკეზე. შეიძლება სხვისთვის არაფერზე, მაგრამ ჩემთვის ყველაფერზე.
  მგონი თავიდანვე ვთქვი რომ ბანალურობები არ მიყვარს, არა? ხოდა, ვწევარ. ალბათ ღამის 4 საათია. რაზე ვფიქრობ? აი, უცებ რომ დამირეკოს ტელეფონმა, მაშინვე თავში თორნიკე მომივა აზრად და უაზროდ გამეღიმება. აი, უბრალოდ რომ დარეკოს და თავისი საოცრად მიმზიდველი ხმით მითხრას, გამოდიო, კარებში სულ სველი დამხვდეს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის გამოიაროს რომ ჩამეხუტოს და მითხრას "მიყვარხარ".
  არა, ბანალურობები არ მიყვარს არანაირად. თორნიკეც არაა ბანალური. უკვე იმდენჯერ გააკეთა ისეთი რაღაც რამაც გამაკვირვა. ალბათ ასეთი სიურპრიზის მოლოდინი ასეთი ბიჭისგან ძალიან ჩვეულებრივია, მაგრამ მაინც არ მგონია.
  ისევ დავხუჭე თვალები. ერთი, ორი, სამი...ისევ ვითვლი წვეთებს. არა რა, ისევ ვერ გადავეჩვიე ამას. ალბათ ვერასდროს გადავეჩვევი. ისეთი რაღაცაა, ძვალსა და რბილში რომ გაქვს გამჯდარი და მარტო გადაშენებით თუ გაგიქრება.
  ისევ ვახელ თვალებს და ჭერს ვუყურებ. ფანჯრიდან შემოსული ლამპიონების შუქები ხეების ჩრდილებს ნამდვილად საზარელ სანახაობად აქცევენ. ყოველთვის მეშინოდა ასეთი სურათების, მაგრამ მაინც ვუყურებდი. როგორც ახლა.
  თორნიკე? თორნიკე ისე მიყვარს, მის გარეშე ცხოვრება დამენგრევა. ზუსტად ვიცი ეს. აი, ასე მიყვარს.
  მას ვუყვარვარ? მასაც ვუყვარვარ, ზუსტად ისე როგორც მე. ცხოვრება დაენგრევა? ალბათ.
  ისევ ვხუჭავ თვალებს და თორნიკეს სახეს წარმოვიდგენ. ისეთ საოცარს, როგორიც არის. მის შეხებას ვგრძნობ. ყველაზე თბილს და დაუვიწყარს.
  ტელეფონი რეკავს.
  ვფიქრობ, თორნიკეა.
  არ შევცდი.
  ყურმილს ვიღებ.
-გისმეენთ...-ვითომ მეძინა.
-გამოდი.-თქვა ეს და ყურმილი დამიკიდა.
  რას ვგრძნობ?
  აფორიაქება.
  გაოცება.
  ღიმილი.
  უცებ შიში.
  შიში?
  ხო, შიში.
  რატომ?
  იმიტომ რომ ვიცი, ეს დასასრულია.
  მაგრამ?
  მაინც მივდივარ.
  ლოგინიდან ავდექი და ჩქარა მოვიცვი ხალათი. კარები გავაღე.
  თორნიკე.
  სულ სველი.
  მიცინის.
-აქ რა გინდა?-ვითომ ვერ ვხვდები.
  მომიახლოვდა. ერთი ნაბიჯი გადავდგი წინ.
  ძალიან ძლიერი ჩახუტება.
  მთელი სხეულით ვგრძნობ თორნიკეს სველ ტანსაცმელს.
  მისი სველი ხელები მაგრად მიჭერენ ზურგზე.
-მიყვარხარ.-ჩუმი ჩურჩული.
  თვალებში მიყურებს. მეც ვუყურებ და მეღიმება. არაფერს ვამბობ, მაგრამ ჩემს თვალებში პირდაპირ წერია: "მეც". ჩვენ კი თვალებით უფრო ადვილად ვლაპარაკობთ, ვიდრე სიტყვებით.
  სახეზე მკიდებს ორივე ხელს და ძალიან ჩქარა, თითქოს ქარიშხალი, მკოცნის და ქრება.
  ისეთი პირველი კოცნა იყო, როგორიც უნდა ჰქონოდა ჩვენს ისტორიას და როგორიც წარმომედგინა.
  სამუდამოდ გაქრა და ეს ვიცი. ის ქარიშხალი იყო, რომელსაც ველოდებოდი. ჩემში ამოვარდა, გამანადგურა შიგნიდან და გაქრა.
-გახსოვს, რომ გეუბნებოდი, ისეთი შეყვარებული მინდა, რომელიც ღამის 4-ზე მოვა თქეშ წვიმაში, მხოლოდ იმისთვის რომ მაგრად ჩამეხუტოს და მითხრას "მიყვარხარ"?-ლიზას გავუღიმე.
-კი, მახსოვს.-მძიმედ ამოისუნთქა.
-თორნიკე ზუსტად ასეთი იყო.-გამეცინა.
-მაშინ რატომ წავიდა შენგან?-იმედგაცრუება ვერ დამალა.
-უბრალოდ მასაც ესმოდა იდეალური დასასრულის მნიშვნელობა.-სავარძლიდან წამოვდექი და ღვინის ჭიქით ხელში მოაჯირს დავეყრდენი.
  მეც და თორნიკემაც ვიცით, რომ ჩვენი ისტორია სწორედ ასე უნდა დასრულებულიყო. ორივემ ვიცით, რომ ეს ჩვენი იდეალური დასასრულია.



№1 სტუმარი Lana

Im sikvarulis mjera romelic male mtavrdeba. Momewona:)

 


№2  offline წევრი Supreme

Lana
Im sikvarulis mjera romelic male mtavrdeba. Momewona:)

მადლობა <3

 


№3 სტუმარი Ana

Au rogor momewona

 


№4  offline წევრი Supreme

Ana
Au rogor momewona

მიხარია <3 მადლობა, რომ წაიკითხე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent