შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარმოუდგენელია, მაგრამ მიყვარხარ (3)


10-04-2016, 09:39
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 11 607

დილით ისევ ადრე გაეღვიძა თუმცა რომ გაახსენდა ბოლოს სად იყო თან კაბა ეცვა ისევ დაფიქრდა და მერე დაასკვნა რომ რომელიმე დასვის ბიჭმა ამოიყვანა ცირას თხოვნით. სავარჯიშოდ რომ ჩავიდა სანდრო იქ დახვდა .წამით შეჩერდა, უამრავი სიტყვა მოადგა ენის წვერზე მაგრამ არაფერი უთხრა არ გამოიწვია . თავადაც დაიწყო ვარჯიში
-აღარ მესალმები?
-არა უბრალოდ ვიფიქრე ხელს არ შევუშლითქო
-და ხელს რა შემიშლიდა- წამოჯდა და წყალი დალია - სხვათაშორის არც ისე მსუბუქი ხარ და კარგია რომ ვარჯიშობ - გასვლამდე წაკბინა და მოიცა ანუ მან შეიყვანა?
-შენ ხომ წახვედი
-აშკარად დავბრუნდი თორემ კი იქნებოდი მთელი ღამე სიცივეში .არაფრის
-არც ვაპირებდი მადლობის გადახდას
-რატომ არ მიკვირს - კარი გააღო და გავიდა- უი ხო დღეს შეხვედრა გვაქვს და თუ წამობრძანდებით ინფორმაცია მომაწოდეთ
-წამოვალ რა თქმა უნდა, რომელ საათზეა?
-თორმეტზე იწყება ,კაბინეტში ვიქნები და შეგიძლია ინფორმაციისთვის მომმართო
-ოჰ რა კეთილი ხარ- ჩაიფრუტუნა და განაგრძო სირბილი. შემდეგ მოწესრიგდა ისაუზმა და კაბინეტში შეაჭრა პირდაპირ ,სანდრო რაღაც საბუთებში იყო ჩამძვრალი თავით და მაშნვე ამოხედა
-გისმენთ ქალბატონო მარიამ
-ვის ვხვდებით,რატომ რა უნდა განვიხილოთ
-სასტუმროს თაობაზე ახლა რომ შენდება, ყველა ჩართულ პირს
-ანუ ახალი კომპანიონებიც იქნებიან
-დიახ
-მოეშვები მაგ საბუთებს თუ უნდა გავიდე
-უნდა გახვიდე ,თუმცა შეგიძლია იყო შენი სუნთქვა არ მაწუხებს
-რა დიდი პატივიააა ,მშვიდად განვაგრძობ სუნთქვას- ოთახი დატოვა და ეზოში ჩავიდა. ტყუილად ყოფნას ისევ მიშოს დაურეკა, ცოტა ესაუბრა მაგრამ სანდროზე სიტყვა ვერ დააცდენინა .
ბატონიც გამობრძანდა ამჯერად კლასიკურ სამოსში გამოწყობილი სრულიად სხვა ადამიანს ჰგავდა, მარიამი დადუმებული მიჰყვებოდა და მის თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა . მანქანის კარი არ გაუღო თვითონ ჩაჯდა და დაელოდა.
-უკულტურო
-ნუ ტიკტიკებ და დროზე დაჯექი
-კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ გარეგნობით მსჯელობა ყველაზე ცუდი ვარიანტია
-ვიცი ისედაც რომ მოგწონვარ არაა საჭირო დამატებითი რეპლიკები
-რაღაცაზე გქონია მცდარი ინფორმაცია ხედავ?
-ხოო?- ირონიულად გაუღიმა და ისე უყურებდა მისი დახრჩობა მოუნდა - რაღაც არ მგონია ვცდებოდე-წინ რომ გაიხედა ვიღაცის მანქანა დაინახა და ისე შეეცვალა გამომეტყველაბა მარიამს შეეშინდა. - ახლა მე გადავალ შენ წახვალ და დაესწრები შეხვედრას ,სწრაფად - მანქანა გააჩერა და გადავიდა.
-კი მაგრ..
-დროზე გადმოდი შემოვლა არ გინდა პირდაპირ გადმოაბიჯე და წადი- მობილური აიღო და სადღაც დარეკა . მარიამი დაემორჩილა ნაწილობრივ , იქედან მოშორებით წავიდა, შემდეგ დარეკა და შეხვედრა გადადო. უყურებდა როგორ გაჩნდა რამდენიმე მანქანა იმ ადგილას ,სანდრო სწრაფად ჩაჯდა ერთ-ერთში და ყველანი სადღაც წავიდნენ. მას ხომ მოთმენა არ შეეძლო იფიქრა რო უნდა წასულიყო მაგრამ იცოდა სანდრო საფრთხეში იყო და უკან გაჰვყვა. მიტოვებულ შენობასთან გაცერდნენ ირგვლივ არაფერი იყო მხოლოდ ნანგრევები. რომ მივიდა უკვე დაძაბული სიტუაცია იყო დაინახა როგორ დაარტყა ერთ-ერთმა და შემდეგ თვალებს არ უჯერებდა. მიშოც ხშირად ჩხუბობდა მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ მოსაკლავად მზად იყვნენ. სადნდრო უცებ წამოდგა ტანსაცმელი დაიფერთხა უგონოდ დავარდნილ, დასისხლიანებულ ბიჭს რაღაც უთხრა და დანარჩენებსაც ანიშნა წასულიყვნენ. მარიამს ეგონა თვითონაც დაჯდებოდა მაგრამ გაქრა . მანქანები წავიდნენ ,სანდროს ვერსად ხედავდა ,მხოლოდ ნაცემი ბიჭები იყვნენ და წამოდგომას ცდილობდნენ , უცებ მკლავში წვდა ვიღაც და კივილი რომ დააპირა პირზეც ააფარა ხელი
-ჩშ ხმა არ ამოიღო -სანდროს ხმა რომ იცნო მოდუნდა ,მაგრამ ტყუილად . მანქანაში ჩატენა და ისე სწრაფად წავიდა სულიერი ვერც დაინახავდა . მარიამი პანიკაში იყო ლამის, როცა დააპირა ჩხუბის დაწყება სისხლი დაინახა
-ეს რა ველურობა იყო, ასე როგორ შეიძლება რომელი საუკუნეა რა ადამიანი ხარ საერთოდ მოკვდა ის ბიჭი მგონი აღარც შეტოკებულა ან თუ გადარჩება სახეზე მრთელი აღარ ექნება არცერთი ძვალი ,შენ საერთოდ რა ადამიანი ხარ... სანდრო დაჭრილი ხარ? სანდრო სისხლი გდის - უცებ შეეცვალა ხმა და ხელის შეხება გადაწყვიტა, მისი ხელი რომ მოიშორა
-შენს ადგილას გაჩერდი ! - სახლთან გააჩერა მანქანა- გადადი . დროზე
-მიდიხარ? სად მიდიხარ დაჭირილი ხარ სისხლისგან იცლები ნორმალური ხარ საერთოდ
- მარიამი გადადი დროზე ! რაც გააკეთე მაგაზე დაგელაპარაკები მომავალში- კარი გაუღო და გადასვა. მანქანა ადგილს მოწყვიტა და წავიდა. მარიამი გააფთრებული იყო. მიშოს დაურეკა
-რა ხდება შეხვედრაზე ვარ
-სანდროს სახლის მისამართი მითხარი სასწრაფოდ
-რათ გინდა მანდ არ არის?
-არა ! მითხარი დროზე
-კარგი ხო მოგწერ .დაგირეკავ მერე და იცოდე მომიყევი რა ხდება
-კარგი-გათიშა და მანქანის გასაღები აიღო . სწრაფად გავიდა სახლიდან საჭრო მედიკამენტები შეიძინა,ყველაფერი რაც ჭრილობისთვის იყო საჭირო და სახლთან გაჩერდა. სახლთან ? თან ასეთ სახლთან? როგორ შეიძლებოდა ასეთი სახლი ჰქონოდა იმ გიჟს. მანქანიდან მაინც გადავიდა, ეზოში იგივე მანქანები იყო რაც იქ. სახლში სწრაფად შევიდა და იქეთ წავდია საიდანაც ხმა გამოდიოდა
-ვერ გავკერავ ბიჯო ღრმა ჭრილობაა
-მომეცი რაც მჭირდება და მე მივხედავ რომელი მყავხართ ექიმი - დაიღრიალა და მარიამი რომ დაინახა სულ დაეწიმა ძარღვები -შენ რა გინდა გოგო აქ!
- მოკეტე რა !
-რა ვქნა
-დადუმდი , ენა ჩაიგდე გადაყლაპე და ხმა არ გავიგო შენი სანამ ჩემს საქმეს დავასრულებ. ამათ უთხარი საძინებელში შეგიყვანონ - სწრაფად გასცა განკარგულება და სახლი დაათვალიერა ,სააბაზანოს ადგილმებარეობა დაადგინა და იქეთ წავიდა- სწრაფად გააკეტეთ თუ გინდათ რომ მოკვდეს
-შენ როდიდან გასცემ განკარგულებებს
-მთელი ცხოვრებაა სანდრიკოო - სააბაზანოში შევიდა ხელები დაიბანა მერე ხელთათმანები მოირგო და იქეთ წავიდა სადაც ბიჭები იყვნენ. პერანგი გახადა და ჭრილობა ნახა-მაყურებლები არ მჭირდება!
-აუ ეს ვინაა ტო
-გადით - სანდრომ თავით ანიშნა და ისინიც აორთქლდნენ -მტკივა გოგო
-მე დამაბრალე ახლა
-უნდა გაკერო?
-აბა დავტოვო ასე? საერთოდ როგორ ლაპარაკობ
-გამაყუჩებელს მიკეთებ?
-ხო აბა გინდა მიყურო? ნუ ღელავ ჰიპოკრატეს ფიცი დავდე უკვე და რომც მინდოდეს ვერ მოგკლავ
-უჰ დავმშვიდდი- ძლივს თქვა და თვალები დახუჭა. მარიამმა ნემსი გაუკეთა და საქმეს შეუდგა . არც ძალიან რთული იყო ჭრილობა ,როგორც მიხვდა დაზიანებული არ იყო შინაგანი ორგანოები,ამიტომ იყო კვლავ გონზე. გადახვევას რომ მორჩა, სისლი მოწმინდა გავიდა
-რამე მჭირდება წვეთოვანის როლი რომ შეასრულოს
-დაასრულე? კარგადაა?
-ძინავს ,არა სამუდამოდ ! გააკეთეთ რაც გითხარით-უკან დაბრუნდა და სააბაზანოში შევიდა ხელები დაიბანა და სახეზე შეისხა წყალი,ისე უცებ მხოდა ყველაფერი აზრზე ვერ მოდიოდა კიდე. მერე გაბრაზდა ,“როდიდან ვემარები და ვწუხდები ასე ვიღაც გიჟების გამო ,ნამდვილი კრიმინალია ,ველური, დაჭრილი იყო და მაინც აგრძელებდა ჩხუბს.!“-ოთახიდან გავიდა კიდევ ერთი ნემსი ვენაში და სავარძელში ჩაესვენა
-ამათ გავიტან- ერთ-ერთმა სისხლიანი ბამბები,პერანგი და გავიდა.
-მალე გაიღვიძებს?
-ნუ ღელავთ ორ საათში გაიღვიძებს თქვენი კრიმინალი ბატონი
-ასე თუ არ გევასება რას მორბოდი ტო
-საძმოს ტიკტიკი გიყვართ ძალიან - წამოდგა და ოთახიდან გავიდა-სანამ არ დასრულდება ის წამალი ბოლომდე მანამ არ მოაშოროთ წვეთოვანი. გადახვევა გეცოდინებათ და ნემსსაც გაუკეთებთ დარწმუნებული ვარ- აათვალიერა ბიჭები და გასასვლელისკენ წავიდა
-მიდიხართ?
-არა ღამეს ვუთევ - უდარდელად ჩაილაპარაკა და იქაურობას გაეცალა. სახლში მისულმა ვერ მოისვენა, აკლდა სანდრო და აინტერესებდა როგორ იყო,მაგრამ ცოცხალი თავით არ დაურეკავდა. ბოლოს ლიზის დაურეკა და ერთად წავიდნენ კლუბში. იჯდა და სვამდა ,ბევრი არ დაულევია უბრალოდ სასმელიც სჭირდებოდა.
-სანდრო დაჭრეს? აქამდე ვერ მითხარი? ვნახავდი
-მოიცა შენ საიდან იცნობ რა იცი მასზე,დამავიწყდა მეკითხა
-მიშომ გამაცნო ,საიდან უნდა ვიცნობდე, კარგი ბიჭია . თიტქმის ერთი წელია მიშოსთანაა. რომ გამაცნო მითხრა ისე ენდე როგორც მე მენდობიო ,თუ არ ვიქნები მას დაუკავშირდი ნებისმიერ რამეზეო და მივხვდი რომ მეგობრები არიან .ხომ იცი შენი ძა ასე უბრალოდ არ აძევს ხალხს ამდენ უფლებას. თუმცა დღემდე ვერ ვხვდები რა ადგილი უჭრავს , აშკარად მუშაობს ყველა საქმეში ერკვევა, ერთხელ ბაღის მოვლის დროსაც ვნახე, ერთხელ დაზიანებულ ონკანს ცვლიდა. კოპანიაში ხომ ყველაფერს ეგ აგვარებს, ფაქტიურად არაოფიციალური დირექტორია როცა მიშოს არ სცალია.
-მოიცა ის ყველაფერი მან მოაგვარა ანუ? აბა ჩემი ბედოვლათი ძმა რას აკეთებს
-დაახლოებით იმ დროს მოვიდა მიშო რომ ავარიაში მოჰყვა მას შემდეგ ის აკონტროლებს ყველაფერს, ნუ მიშოს მერე .
-რა ხელფასი აქვს ასეთი, საერთოდ არ ჰყავს შეყვანილი ხელქვეითთა სიაში ,თითქოს არც აკეთებს არაფერს
-მაგდენს ვკითხავდი ახლა შენს ძმას ? რას მეკითხები . შენ ყველა როგორ გაწუხებს, ტიპი არის თავისთვის ნუ გააბრაზებ და არაფერს გააკეთებს.
-გაბრაზებულზე რაც შეუძლია კი ვიცი . მოკლედ გავიგეთ რომ განათლება აქვს, ისე ვერ გაიგებდა იმ ყველაფერს, ერკვევა მედიცინაში, იურისდიქციაში, ეკონომიკის საქმეებში, მოლაპარაკებებსაც აწარმოებს. მოკლედ ტიპი კანონიერ ქურდს და გამოცდილ ბიზნესმენს ჰგავს ერთდროულად. ვინაა ასეთი ვერ ამოვხსენი.როგორ შეიძლება ერთდროულად მოკლა კაცი ცემით , „რაზბორკაზე იარო“ და საქმიანი ტიპის როლიც მოირგო . ტიპიური ნარკომანია, იმდენი ჭრილობა აქვს ათ ომ გამოვლილს ჰგავს , საკმაოდ მძიმე წრილობა იყო მაგრამ მანქანას მართავდა და ჩვეულებრივად იყო ,ეს იმას ნიშნავს რომ უკვე შეგუებულია. ასეთ კაცს რა უნდა ჩვენთან გამაგებინეთ ,ინფორმაციაც კი ვერ გავარკვიე
-ასე რატომ დაინტერესდი
-ვერ ვაკონტროლებ არაფერი მაქვს ისეთი რომ გავიგო როგორია . ისიც კი ვერ გავიგე რომელი სოციალური ფენის წარმომადგენელია, რატომ მუშაობს ჩვენთან ისეტი სახლი თუ აქვს, მანქანაზე არაფერს ვამბობ ან საიდან აქვს ეს ყველაფერი.
-საოცარია შენ და ასეთი ინტერესი?
-კარგი მართალია უდნა შევეშვა მაგრამ როგორ შევეშვა კაცი ჩემს ირგვლივ ტრიალებს და არ ვიცოდე ვინაა რას წარმოადგენს?
-აუ მარიამ დამღალე
-შენ როგორ მოხდა რომა რ ცეკვავ და ეკეკლუცები ბიჭებს
-არ მინდა ხასიათზე არ ვარ
-ვიღაც გყავს ხო?
-არავინ რა სისულელეა .ვინ უნდა მყავდეს
-მიშოს ვიღაც რომ უყვარს იცი?- უთხრა მშვიდად და ლიზის სახის დანახვისას ლამის ახარხარდა
-ვინ?... არ ვიცი .ბერდება კი უნდა ჰყავდეს ვინმე
-ხო რა ვიცი
-წავალ სასმელს მოვიტან,გაშრა ყელი- ისე უცებ წავიდა მარიამს კიდევ უფრო გაუღვივა ეჭვი.
მეორე დღეს კლინიკაში წავიდა, ორი ოპერაცია გააკეთა და ისე დატოვა შენობა არავის გაუგია უფროსის გარდა ის თუ აკეთებდა ოპერაციას. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და კმაყოფილი იყო. მანქანასთან მივიდა თუ არა უკან ვიღაც დაუდგა ,მაშინვე შებრუნდა და სანდროს ერთ-ერთი თანმხლები პირი იცნო
-რა გგნებავთ?-ბიჭებს გადახედა
-ჩვენ სანდროს დავალებით ვართ აქ ,გვაინტერესებს რაიმე ხომ არ გჭრდებათ. ის ვერ შეძლებს მოსვლას ასე რომ შეგიძლიათ ჩვენი დახმარების იმედი გქონდეთ
-გასაგებია , არ მჭირდება დახმარება, შეგიძლიათ განთავისუფლდეთ დაკავებული პოსტებიდან, სახლში წადით - გულგრილად მიუგო და მანქანაში ჩაჯდა ,მაინც ვერ მოითმინა და ჰკითხა-ბატონი როგორ ბრძანდება
-კარგადაა -როგორც კი გაიგო მაშინვე წავიდა. ცირასთან ერთად ივახშმა და დაღლილს მკვდარივით ჩაეძინა. მეორე დღეც ისევ ისე დაიწყო,ვარჯიშის შემდეგ შხაპი მიიღო და პირსახოც შემოხვეული გავიდა ოთახში, საწოლზე მიწოლილი სანდრო რომ დაინახა პირველად იფიქრა რომ ცუდად იყო და სიე უცებ მივიდა ლამის მშორდა სულ ის პირსახოციც
-კარგად ხარ? -მაისური აუწია და ჭრილობა არაჩვეულებრივად ჰქონდა აგდახვეული, სისხლიც არ მოსდიოდა- სისხლდენა არაა რა გჭირს აბა
-ჭრილობა არ მაწუხებს მაგრამ თუ არ გაიწევი შეიძლება შენ შეგაწუხო ცოტათი - დაბინდული მზერა მოავლო სხეულზე და ჩაიცინა
-უტაქტო! აქ რას აკეტებ არ მეტყვი?
-სამსახურში ვარ ,მეკრძალება?
-ნორმალური თუ ხარ საერთოდ - გარდერობიდან ელაპარაკებოდა ,თან იცმევდა - რა სამსახურში გუშინ კვდებოდი
-კარგი რა ექიმი ქალი რაღაც ნაკაწრს სასიკვდილო ჭრილობად არ უნდა აღიქვამდე
-საერთოდ როგორ ადექი, იკეთებ გამაყუჩებელს?- ხელი ნახა და სისხლჩაქცევა იყო- რა არის გაკეთება არ იციან იმათ ნემსის?
-აბაა? გამიფუჭეს ვენა
-რატომ მიყურებ ასე ?
-როგორ ასე
-ირონიულად არ მიღიმი ,მადლობის სანაცვლოდ?
-ვინ გითხრა რომ მადლობელი ვარ . ასეთი ათი მაგ დამუშავებული
-გეტყობა როგორი აჩეხილიც ხარ ,მოიცა შენ გაკერე ყველა?
-შენ ჩემს ჭრილობებს სწავლობდი ? ასე გევასები გათიშულსაც მატვალიერებდი მარიამ?
-ოჰ დაუბრუნდა ცინიზმი- თმის შეკვრა დაასრულდა და საწოლზე ჩამოჯდა
-დღეს რა გეგმები გაქვს?
-არაფერი სახლში ვიქნები და დავისვენებ ,საღამოს ოპერაცია მაქ წავალ გავაკეთებ და მოვალ .ჩამოდი ვჭამოთ რა მშია
- მე ვიქნები ,შენ წადი
-კარგი -მშვიდად დატოვა სანდრო და ქვემოთ ჩავიდა. იცოდა მშიერი იქნებოდა ამიტომ ლანგარზე დააწყო ყველაფერი ორისთვის და ზემოთ ავიდა. საწოლზე არხეინად გაწვა და სანდროს შეხედა
-არ იყო შეწუხება საჭირო
-ვინ გითხრა რომ შევწუხდი აქ ჭამა მომინდა
-ორის ნაცვლად?
-კარგი მადა მაქვს,ნუ თუ გინდა გაგიყოფ - ჩანგალი დაარჭო და გაუწოდა სანდრომ პირი გაუღო - კაი რა დაჟე მე გაჭამო? ძაან გამიბლატავდი შენ
-ნუ იმადლები რა
-რატომ ხარ ასეთი ჯიუტი - ცოტა ხნის შემდეგ უთხრა როცა ჭამა დაასრულეს და უბრალოდ შოკოლადს აგემოვნებდა
-რა შემატყვე და საერთოდ შენ როგორ მეუბნები მაგას
-ცუდად ხარ და ვის უმტკიცებ რო მაგარი ბიჭი ხარ ვერ ხვდები
-უბრალოდ მოვენატრე ერთ გოგონას და ვიცოდი თვითონ არ მოვიდოდა ამიტომ თავად მივაკითხე ,მაგრამ ტვინს მიბურღაცს ახლა და არ მაცლის დაძინებას
-ჩემს საწოლში უნდა დაიძინო? ოთახი არ გაქ შენ?
-ვერ გადავალ შანსი არაა. - ხელი უცებ მოხვია და ქვემოთ ჩააცოცა მარიამი- გაჩუმდი დაიძინე ან მიყურე მძინარეს
-არ მეძინება არც შენი ყურების სურვილი მაქვს
-ჯიური ბავშვივით რატომ იქცევი .არადა ყველა ალქაჯს გადარებდა .შენ თუ ალქაჯი ხარ მე თვით სატანა ვყოფილვარ-თვალები გაახილა , მზერაზეც კი ემჩნეოდა როგორი დაღლილი იყო.თავისით მიენაბა თვალები და დაეძინა. მარიამი უყურებდა ,მერე ფრხთილად მიადო შუბლზე ხელი, ცხელი არ იყო და დამშვიდდა. ფრთხილად წამოდგა, ფარდები ჩამოაფარა , პლედი გადააფარა და გავიდა. რამდენიმე წუთში დაბრუნდა უკან წიგნით ხელში ,მის გვერდით დაწვა და კითხვა დაიწყო. ერთი საათი კითხულობდა, შემდეგ დაჟინებული მზერა იგრძნო თუმცა მაინც განაგრძო
-რომელ საათზე გაქ ოპერაცია
-ხუთზე საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება . რაღაც უნდა მოაგვარო
-გისმენ რა ხდება?
-არ მინდა ეს ამბავი გახმაურდეს, ვიცი მაინც გაიგებენ ჟურნალისტები და იზრუნე იმაზე რომ არავინ გაიგოს ჩემი საქმის შესახებ
-არ გინდა იცოდნენ შენი ქველმოქმედების შესახებ? მშობლებს მაინც რატომ არ ეუბნები ,ან ბავშვებს რატომ არ ნახულობ
-არაა საჭირო.მთავარია საქმე კეთდდება და სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია, ისინი ათას ჭორს მოიფიქრებენ მე კი არ მჭირდება ზედმეტი სკანდალი.თუ ვერ მოაგვარებ მე თვითონ მივხედავ
-არ მითქვამს რომ ვერ მოვაგვარებ ,ჩათვალე რომ ვერავინ გაიგებს ....წყალი მომაწოდე რა
-ახლავე - ჭიქა აიღო და მიაწოდა -დაგეხმარები
-არ მინდა ,ნუ მექცევი ბავშვით ტო .ჭიქა გადადო და წამოჯდა
-სად მიდიხარ
-საქმეები გვაქვს. მომზადება არ გჭირდება ოპერაციამდე? ოთხი საათია უკვე
-მერე შენ სად მოდიხარ ვერ გავიგე , ძლივს დგეხარ ფეხზე
-ნუ გამომავლენინებ ახლა ძალებს და უბრალოდ წამოდი,არ მინდა ამდენი ლაპარაკი
-ჯიუტი, უგუნური ...
-იდიოტი არ დაგავიწყდეს ,მაგას ყველაზე მაგრად ამბობ
-თუ მოგწონს საერთოდ აღარ გეტყვი
-მე საერთოდ მომწონს გაბრაზებული რომ ხარ და რას იზამ?
-შენ გგონია რომ ჩემს გაბრაზებას ახერხებ? სულ არ მანაღვლებს როგორ იქნები ,მე ჩემი როგორც ექიმის მოვალეობა შევასრულე და გიმკურნალე სხვა არაა ჩემის აქმე.
-ძალიან კარგი ,მაშინ მშვიდად ვიქნებით ორივე
სანდრო კაბინეტში დატოვა თვითონ კი ოპერაციაზე შევიდა, ყველაფერი იმაზე მარტივად აღმოჩნდა ვიდრე ფიქრობდა და ოთხი საათის ნაცვლად ორ საათში გამოვიდა . კაბინეტში შეფარფატდა და ადგილზე მიეყინა, კარი უცებ მიხურა და გადაკეტა . სანდრო დინაზე იყო მისვენებული, ტუჩები გალურჯებული,თვალები ჩაშავებული, სახეზე გაუგებარი ღიმილი და იატაკზე დაგდებული შპრიცი . საერთოდ არ აპირებდა მიკარებას იმდენად ეზიზღებოდა ეს ფაქტი ,მაგრამ თვალები გაახილა და გაიღიმა. ასეთ მდგომარეობაში მყოფსაც კი უხდებოდა ღიმილი
-ჯერ არ უნდა მოსულიყავი
-ნუ ღელავ კაიფში არ შეგიშლი ხელს
-მოდი რა - ხელი ოდნავ წამოსწია და დაელოდა როდის მივიდოდა მარიამი. ისიც მოერიდა მის გაღიზიანებას და გვერდით დაუჯდა . შპრიცი აიღო და ნაგვის ყუთში ჩააგდო ,რომ გასწორდა სანდრომ მუხლებზე დაადო თავი და ხელები მოხვია -სულ ცოტაც და გამივლის
-და მე რა გავაკეთო უნდა გელოდო?
-გთხოვ რა არ გინდა- პირი უშრებოდა და თვალებს არ ახელდა
-როგორც შენ მეტყვი
რამდენიმე წუთი დუმილი, მხოლოდ მის სუნთქვას აკვირდებოდა და შემდეგ წამოდგა . ცოტა ხნით უყურებდა მაგრამ მარიამმა კართან მისვლა და წასვლა არჩია. უკან გაჰვყვა,მთელი გზა ჩუმად იყვნენ . სახლშიც ისე შევიდა ზედაც არ შეუხედავს. სანდრო რამდენიმე წამში შევიდა მასთან
-მარიამ
-გისმენ რამე პრობლემაა?
-მაპატიე მეგონა მოგვიანებით გამოხვიდოდი
-რისთვის მიხდი ბოდიშს კაიფში რომ გნახე? მე რა შუაში ვარ ბოდიშს საკუთარ თავს უნდა უხდიდე და არა სხვა ვინმეს .
-ასეთი ტონით ნუ მელაპარაკები, ეგ ფაქტი არაფერს ცვლის
-ცვლის თან ძალიან ბევრს
-ხომ თქვი რომ შენთვის არ აქვს მნიშვნელობა
-აქამდე არ მომწონდი და უკვე ვერ გიტან განსხვავება მხოლოდ ეს არის. მეზიზღება ნარკომანები, შენ კი ყველანაირად აუტანელი ხარ და დღეებს ვითვლი სანამა ქედან წახვალ
-რა იცი რომ წავალ
-წახვალ აუცილებლად ახლა კი დამტოვე შენთან საუბარი არ მსურს - გარდერობში შევიდა საცურაო კოსტიუმი აიღო და სახლში არსებული აუზიზკენ დაიძრა. წყალში ნელა შეცურა და რამდენიმე წამში უბრალოდ ტივტივებდა. დაინახა სანდრო რომელიც გათიშული მიაბიჯებდა და ნელ-ნელა იხდიდა, ბოლოს ტრუსისამარა ისე გადაეშვა წყალში თიტქოს იქ არავინ იყო. რამდენიმე წამი არ ამოუყვინთავს. მარიამს მოთმინება დაეკარგა და წყალში ჩაყვინთა დაინახა როგორ იყო დამხობილი თიტქოს უკვე ჩაძირვას იწყებდა და ისე სწრაფად ამოიყვანა თავადაც ვერ გაიაზრა. როცა გონს მოვიდა მთელი სხეული უხურდა ,სანდროზე იყო მიკრული და მის მკლავებშ მოქცეული, ღღმად სუნთქავდა ორივე და ისე ახლოს იყვნენ რომ თითოეულ ამოსუნთქვას გრძნობდნენ.
-რას აპირებდი იდიოტო ,სულ გაგიჟდი?- მკერდზე მიაბჯინა ხელები თუმცა სანდრომ სწრაფად შეაბრუნა , მასსა და აუზის კედელს შორის მოაქცია
-შენ რა გადარდებს ხომ გეზიზღება ნარკომანები. მე ხომ ვერ მიტან , ღარიბი, უბრალო მოსამსახურე, ჩხუბისთავი, ათასჯერ დაჭრილი, უზრდელი, ნარკომანი რომლის სიცოცხლეც გკიდია ქალბატონო მარიამ.თქვენ ხომ დიდებული ქალბატონი ხართ. მარიამ ახვლედიანი როგორ შეიძლება ჩემს გამო შეწუხდეთ და იფიქროთ თუნდაც
-მორჩი ირონიულ საუბრებს .ხელი გამიშვი
-რატომღაც არ მინდა გაგიშვა ,ასე მომწონს- უფრო მიიკრა სხეულზე და ხელი საჯდომზე ჩააცურა უხეშად მოუჭირა-იქნებ ყველაფერთან ერთად გარყვნილი მოძალადე ვარ რომელსაც აგიჟებს შენი სხეული
-მგონი იმდენად გინდა შენი მეშინოდეს უკვე ზღაპრებს იგონებ - მარიამი ძალიან მშვიდად ესაუბრებოდა, თითები მის დაჭიმულ ხელებს ააყოლა და მხრებზე შეაჩერა- არადა საერთოდ ვერ შემაშინე
-ასე გგონია?
-იცი ძალიან მიჭერ და მანდ სილიკონი არ მაქვს კუნთია და მტკივა
-იქნებ მინდა რომ გატკინო
-ხომ მითხარი ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდეს სჯობსო
-მაგრამ გძულვარ
-მძულს ნარკომანი და იდიოტი ბიჭი რომელსაც ტვინის უჯრედები გამომშრალი აქვს და ახლა არც კი იცის რატომ ცდილობს თავი უკანასკნელ ნაძირალად მომაჩვენოს .არადა ყველაფერი შეიძლება გააკეთოს ქალზე ძალადობის გარდა .მითუმეტეს მე არაფერს დამიშავებ , ძმაკაცობა შენთვის უპირველესია , არც უმადური ხარ -მისი სახე ხელებში მოიქცია და ნაზად გადაატარა თითები- იქნებ სიმართლე მითხრა
-მიზეზი მითხარი
-იმიტომ მზეიზღები რომ ნარკომანებზე ალერგია მაქვს, მახსოვს როგორ იყო მამაჩემი როცა სახლში მოდიოდა გათიშული და დედას სცემდა. ისიც მახსოვს მიშო როგორ მაფარებდა ყურებზე ხელს დედას კივილი რომ არ გამეგო, თუ საჭირო იყო გულში მიკრავდა რომ არაფერი დამენახა და გამეგო. მამაჩემი რომელიც ყველასთვის ცნობილი ბიზნესმენი , სათაყვანებელი პიროვნება იყო სინამდვილეში ყველაზე ამაზრზენი არსება იყო და არ მინდა კიდევ ერთ მის მსგავსს ვხედავდე . - თვალები აემღრვრა და მზერა მოარიდა- მიშოს ჰგონია რომ არაფერი მახსოვს . არაფერი უთხრა ,მაპატიე .მართლა არ მძულხარ უბრალოდ მე ... - თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა. ბოლოს დაბინდული თვალებით შეხედა სანდროს მწვანე სფეროებს და ტუჩებზე მხურვალე ბაგეების შეხება იგრძნო. ხელი რომელიც წელზე ჰქონდა მოხვეული დაიჭიმა, ისე მიეკრა სანდროს თითქოს სამუდამოდ ასე უნდა ყოფილიყვნენ. საოცარი სიმსუბუქე იგრძნო. პირველად ცხოვრებაში უნდოდა და გააკეთა კიდეც, კოცნაში აჰყვა და მის მკლავებში მოდუნებული ჩაესვენა . როცა მოსწყდნენ ერთურთს მარიამმა გაიღიმა
-იდიოტი გემრიელი ტუჩებით
-შოკოლადი - დაბოხებული ხმით ტქვა და ისევ წაეტანა მარიამის ბაგეებს. თუმცა ფეხის ხმა მოესმათ და დაშორდნენ ერთმანეთს. იქ კი ქარიშხალივით შეიჭრა ვიღაც ბიჭი
-სანდრო
-რა ხდება მშვიდობაა?
-ლუკაზეა რაღაც და
-გადი და გამოვალ ხუთ წუთში- მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება ბიჭი კი წავიდა.მარიამს მიუბრუნდა და გაუღიმა
-სათქმელი არაფერია - მარიამმა დაასწრო და ჩაყვინთა. სანდრომ გაიცინა და წყლდიან ფრთხილად ამოვიდა-სხვა დროს დაჭრილმა არ გაცურო . ახლა სესახვევი იქნება თავიდან
-ნუ ღელავ chocolate
სანდრო წავიდა მარიამი კი წყალში ნებივრობდა სანამ არ მობეზრდა. ის ფაქტი კი საერთოდ არ აღელვებდა წამის წინ რაც მოხდა. სურვილებს არ ეწინააღმდეგება უბრალოდ ამით არაფერს ცვლის. წყლიდან ამოვიდა , გამჭვირვალე მოსაცმელი მოისხა და ზემოთ ავიდა. მისაღებში უნდა შესულიყო სანდრო რომ წვდა მაჯაში და უკან დააბრუნა
-რას აკეთებ გაგიჟდი?



№1  offline წევრი Mad Lovely

აუუ რაცუდი გოგო ხაარ! აქ გაჩერება შეიძლებოდა? :(((((((

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime ea ra magari tavi iyooo auu dade raa 12 is mere gtxoov

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმე რა მაგარია love love ვგიჟდები მე შენზე ვაბოდებ love love არ მომეწონა ის ფაქტი რომ სანდრო ნარკომანია recourse recourse მაგრამ მაინც ვგიჟდები ამ ბიჭზე ჭკუა მეკეტება love სასწაულია ძალიან მაინტერესებს რას წარმოადგენს wassat love მარიამს ჩემნაირი ხასიათი აქვს wink wink რაღაცნაირად ეს გოგოც მომწონს უტეხია მაგრამ მაინც კარგი გოგოა love winked ისე მიდის საქმე რომ ორივე ერთმანეთს მოარჯულებენ wink wink ძალიან მომწონს ეს ისტორია winked love ველი შემდეგს მოუთმენლად love winked love

 


№4  offline წევრი თათულიTN

უმაგრესი იყო <3 სად გაწყვეტ ხოლმე, დავინტრიგდი :D დადე 12-ის მერე რა sad

 


№5  offline წევრი talamani

ძალიან მაგარია . საინტერესოდ და განსხვავებულად წერ . ერთი სული მაქ როდის წავიკითხავ შემდეგ თავს . გთხოვ დიდხანს არ გვალოდინო

 


№6  offline წევრი Annlabel

Vaimeee adamiano rogor shegidzlia ase sainteresod wero? Rogor shegidzlia shens istoriashi araferi ar ikos bundovani da zerele? Ase natlad gadmosce siyvaruli, vneba, tkivili, sixaruli ? Jadoqari xar! Martalia pirvelad sheni istoriebi wavikitxe da roca yvela davamtavre drois gayvanis miznit sxvebisasac gadavavle tvali, sanam shen axals dawerdi magram chemi tvalebi guli da suli hens istoriebs tavis nawilad agiqvams ♥ super vinme xar da gaagrdzele da male.gagvagebine vinaa ss bichi torem amomdzvra ukve suli :-D

 


№7  offline წევრი talamani

ყოველ წუთას შემოვდივარ და ვამოწმებ გაგრძელება ხო არ დაიდო მეთქი . არ გაჩქარებ მინდა ისევ კარგი და საინტერესო თავი წავიკითხო მაგრამ რავუყოთ ადამიანურ ცნობისმოყვარეობას ასე რომ შემოგვიჩნდება ხოლმე

 


№8 სტუმარი taso

ერთად წავიკითხე სამივე თავი და მიხარია ასე მალე შენი დაბრუნება <3 რაც შეეხება ისტორიას უკვე დროა გაგვაგებინო ვინ არის სანდრო. რამაც ძალიან გამაღიზიანა სანდროს ნარკომანობა :-( ასეთებს მეც ვერ ვიტან. ისინი საკუთარ თავს არ სცემენ პატივს და სხვებს როგორ დაუდგებიან გვერდით. წარმატებები :*

 


№9  offline წევრი Pepper

აუ რა წესია ესა აქ გაჩერება შეიძლებოდა ?
საშინლად მომწონს ისტორიააა და ველოდები ახალ თავს
უნიჭიერესი <3

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

მადლობა ჩემო ტკბილებო wink wink wink

 


№11  offline წევრი sani))

აი ძააააან მაგარი იყო <3 მალე დადე რა

 


№12  offline წევრი მარრიამმა

ისტორია მიყვარს სასწაულად, მაგრამ ჩემი შეყვარებულის ფოტო რომ დავინახე, ორმაგად შემიყვარდა :დდდდ <3

 


№13  offline წევრი Xati Zaalishvili

Saocrebaa xarr mariamm chemii saocrebaa ♡♡

 


№14  offline წევრი კალლ აია

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ვ

 


№15  offline აქტიური მკითხველი terooo

Როგორ არ მინდოდა სანდროს ნარკოდამოკიდებულება...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent