შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Ты Мой Космос(თავი1)


10-04-2016, 17:58
ავტორი Pink Floyd
ნანახია 4 348

-გოგო რას შვრები?
-აუ რავი მაკო ველოდები ძალიან ვნერვიულობ 1წელია არ მინახავს და არ ვიცი რა უნდა ვქნა რა ვუთხრა...ძალიან დაბნეული ვარ.
-გოგო არ გამაგიჟო მთელი წელი გამზადებდი ამ დღისთვის და რო ჩაფლავდე მოგკლავ გპირდები!გამიბრაზდა მაკო,დავემშვიდობე და ტელეფონი დასატენად დავდე.მთელ ტანში ჟრუანტელი მივლიდა,რომ ვუფიქრდებოდი ამდენი ოცნების,ღამის თევის,ტირილის შემდეგ დღეს ჩავეხუტებოდი და სავარაუდოდ ნიანგის ცრემლებს გადმოვყრიდი.საოცარი გრძნობაა რაღაცის მოლოდინში მყოფს გული წამში 60-ჯერ რომ გიცემს,გგონია ახლა წაგივა გული,ახლა შეწყვეტ სუნთქვას,თითქოს ჰაერი არ გყოფნისო.საოცარი გრძნობაა სიყვარული ერთდროულად შეუძლია ბედნიერების მწვერვალზე აგიყვანოს და ნერვოზი დაგმართოს,სავარაუდოდ დამეთანხმებით.ვერც იმას დამაჯერებთ,რომ გული წყნარ მდგომარეობაში გაქვთ რაიმე გრანდიოზულის წინა დღეს,მეტიც...ღამეს ვათენებთ და ვფიქრობთ არა კი არ ვფიქრობთ წარმოვიდგენთ როგორი ლამაზი იქნება ხვალინდელი დღე!
უძილობისგან მამთქნარბდა და თვალები მეხუჭებოდა,მაგრამ როგორც კი მის სახელს გავიფიქრებდი გონებაში და ეს ინფორმაცია გულამდე მიაღწევდა შემდეგ კი მთელ ორგანიზმს მოედებოდა(ეს კი სულ რაღაც წამებში ხდებოდა)აღარც ძილი მახსოვდა და მითუმეტეს სხვა რამე.მოკლეთ დღეს ის დღეა,რომლისაც მართლა მეშინდა,მაგრამ რატომ და რისთვის ვერ გეტყვით.
ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომიკვანა და რომ დავინახე უცხო ნომერი ვერ გეტყვით რა დამემართა,ცოტაც და გული გარეთ გამოვარდებოდა,ხელები ამიკანკალდა,ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ვუპასუხე
-ვიცი რომ შენი პრინცი გეგონე სამაგიეროს გიხდი იმ უპასუხო ზარებისთვის და მესიჯებისთვის.მუთხრა ანიკამ და გადაიხარხარა.ვერ აგიღწერთ რა დამემართა.ხანდახან როგორ ვერ ვიტანდი ჩემ დაქალებს ამ საშინელებების გამო ვერ აგიღწერთ
-ანიკა თუ გაპატიო ეს საქციელი.ვუთხარი ტელეფონი დავუთიშე და გაბრაზებულს ცრემლები წამში მომწყდა თვალებიდან.არ ვიცი ეს რისი ბრალი იყო ალბათ ზედმეტად განვიცდიდი,ვნერვიულობდი,ველოდი მაგრამ სხვა დროს აშკარაა ამის გამო ბევრს ვიცინებდი.კიდევ მირეკავდა,მაგრამ მე ჯიუტად არ ვპასუხობდი."რა ჯიუტი ხარ,სვანობას ამართლებ" საბოლოოდ გადაწყვიტა მოეწერა,ერთი ჩამეცინა და ცრემლები მოვიწმინდე.

***
ბარბარე ჟორჟოლიანი 17 წლის,ტანჯული აბიტურიენტი.მაღალი ვარ მეთქი რომ გითხრათ მოგატყუებთ,საშუალო სიმაღლის,წაბლისფერი თმით და მწვანე თვალებით.ხასიათებს რაც შეეხება მოკლე დახასიათებას გავაკეთებ "სვანი" და ამით ყველაფერი ნათქვამია.დედისერთა ვარ ამაში მაინც გამიმართლა,მაგრამ ისეთი საძმაკაცო სადაქალო მყავს ჯობია ერთ აუტანელს ვუძლებდე დედმამიშვილის სახით.
ანიკა შევჩენკო,ილია აბურჯანია,გიორგი თორდინავა და მე კლასელები ვართ სწორედ სკოლიდან დავახლოვდით.სიმართლე რომ გითხრათ მე და მაკო მოვდივართ აკვნიდან ერთად.შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო სხვადასხვა სკოლებში მოგვიწია სწავლა, რა თქმა უნდა ყველას ყავს პირველი კლასიდან ისეთი მეგობარი ვისთანაც ყველაზე კარგად ვართ და სწორედ ასეთი სამეულით და მაკოს ხუთეულით შევქმენით ჩვენი სასტავი და წლებია უკვე ერთად მოვდივართ.ერთის პრობლემა ყველა დანარჩენის პრობლემაა,როცა ერთს უყვარს ყველამ იცის დამალვა ჩვენთან მოსული პონტი არაა.
***
ტელეფონს დავხედე და ისევ უცხო ნომერი რეკავდა,თვალები გადავატრიალე და ვუპასუხე
-ანიკა ვეღარ გამაცურებ.ვუთხარი სიცილით
-იქნებ ხმა ამომაღებინო ანიკას ხმას გავს ჩემი ხმა?სიცილით მიპასუხა და მისი ხმის გაგებისას,ქართული ნომრის დანახვისას და მისი სახის წარმოდგენისას მთელ ტანში დამაჟრიალა,ხელი ტელეფონს მაგრად მოვუჭირე რო არ დამვარდნოდა.გავშრი ერთიანად გავშრი,ენა დამება,ხმა ვერ ამოვიღე
-კიდე დიდხანს უნდა იყო ჩუმად?მკითხა და ჩაახველა
-აააა არააა ისააა არ ველოდებოდი დავიბენი უბრალოდ.სად ხარ?რატომ არ დამირეკე სანამ გამოფრინდებოდი?ვიფიქრე აეროპორტში დავხვდები მეთქი.ხმაში სიმკაცრე შემეპარა
-სწორედ ეგ არ მინდოდა რომ აეროპორტში დამხვედროდი ახლა კი სადარბაზოსთან გელოდები ნუ გამყინავ ამ წვიმაში გეხვეწები.
-მოვდივარ.ვუთხარი გავუთიშე და დენდარტყმულივით წამოვხტი ფეხზე,გონებაში ყველაფერი ამერია,რა უნდა ამეღო რა უნდა ჩამედო ჩანთაში საერთოდ რაუნდა მექნა ვერ მოვიფიქრე,წინ და უკან დავდიოდი გაოცებული სახით და ალბათ იმ წუთას დაჩი ონიანს რომ ვენახე მთელი ცხოვრება მისი დასაცინი გავხდებოდი.
სწრაფად ჩავირბინე კიბეები იმის თქმაც კი დამავიწყდა ჩემებისთვის რომ მივდიოდი,მაგრამ სრული შოკი იყო ჩემთვის მისი დანახვა.გავშეშდი,გულმა ორჯერ კი არა მილიონჯერ სწრაფად დაიწყო ფეთქვა,გავიქეცი ჩავეხუტე...საოცარი გრძნობაა როცა რასაც(ვისაც)ელოდები გიმართლებს ამ მოლოდინებს და გხდის სამყაროში ყველაზე ბედნიერს.სასწაული და უტყუარია მონატრებულზე ჩახუტება,შეუძლებელია ამ დროს გრძნობების დამალვა,ცრემლები წამომივიდა და სანდროს მოსამელი სულ დავასველე.
-არ მეგონა ასე თუ გაგიხარდებოდა ჩემი ჩამოსვლა მე ყველაფერს სხვანაირად ველოდი.მითხრა და თვალებში ჩამხედა,მომაშტერდა ალბათ აინტერესებდა ჩემი რეაქცია ან ჩემი თვალები რას ეტყოდა.
-მაინც რას ელოდი ჩემგან?ვკითხე ოდნავ დაბნეულმა და გულში რაღაც ჩამწყდა
-მეგონა ცივად დამხვდებოდი ამ ყველაფერს გადაჩვეული.სიგარეტი გააბოლა და მზერას არ მაშორებდა
-იცი?მე ალბათ მართლა სხვანაირად მიყვარხარ,ალბათ უფრო ნამდვილად მიყვარხარ და არ ვცდებოდი როცა ამას გეუბნებოდი.ჩემთვის არ ქონდა მნიშვნელობა სიშორეს,მანძილს,უშენობას ამ მხრივ.მე ვერ შემივლიდა ეს ყველაფერი შენს მიმართ დამოკიდებულებას,მაგრამ ერთი უნდა იცოდე რომ ახლა იმაზე უფრო მეტად მიკვარხარ ვიდრე 1წლის წინ გაცილებისას მიყვარდი.სახეზე შეეტყო გაოცება,დაიბნა.გულში გავიფიქრე სვანმა დაგაბნია ამხელა მეგრელი კაცი.ჩამეცინა და სანდროს თვალებს მივაშტერდი
-ყველაზე მეტად შენგან ამ სიტყვებს არ ველოდი,ჩვეულებრივი საოცრება ხარ.მითხრა და ტუჩთან ახლოს გემრიელად მაკოცა.
-არ წავიდეთ?მითხრა და თავით მანქანისკენ მანიშნა
-საით?ვკითხე და მანქანის კარი გავაღე
-ო ეგ მე მომანდე.თვალი ჩამიკრა და თვითონაც ჩაჯდა მანქანაში.ყველგან მისი სუნი ტრიალებდა,სუნამო არ შეუცლია.მაგიჯებ სანდრო დანელია!მანქანა ადგილიდან მოწყდა და მთელი სისწრაფით წავიდა მთაწმინდისკენ.მახსოვს ბოლოს აქ ვნახე,მაგრამ აქ რატო მომიყვანა მიკვირდა,განა რამე?უბრალოდ პირველივე დღეს აქ ამ ადგილას...არვიცი არ ვიცი.მანქანიდან გადავედით,გაშტერებული ვუყურებდი ის კი ისევ იღიმოდა,ო ღმერთო ეს ბიჭი ან მომკლავს ან ჭკუიდან გადამიყვანს.
-აქ რატომ მომიყვანე?ვკითხე და დავტრიალდი
-არ მოგწინს გარემო?მკითხა და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან
-შენ ძაან კარგად იცი ჩემთვის ეს ადგილი უბრალოდ შესანიშნავია
-ვიცოდი რომ გაგიკვირდებოდა მაინცდამაინც პირველივე დღეს რატომ მოგიყვანე აქ.უბრალოდ მინდა იცოდე რომ ეს ერთი წელი არაფერი ყოფილა,მინდა დაივიწყო რომ შორს ვიყავით და იმ დღიდან გავაგრძელოთ ბოლოს რომ აქ ვიყავით.გახსოვს?უხმოდ თავი დავუქნიე და უკნიდან ჩავეხუტე,ლოყაზე ვაკოცე და მკაცრად ვუთხარი
-ბევრს ეწევი სანდრო!შემოტრიალდა და მის დიდ ხელებში მომიქცია.ტელეფონი რეკავდა აიფონის ზარი იყო ვერ გავიგეთ რომელს ურეკავდნენ,ამიტომ
ორივემ სასწრაფოდ ავიღეთ ტელეფონები ხელში.
-აშკარად რომელიმემ ან ტელეფონი ან ზარი უნდა შეცვალოს.ვთქვი და გაბუსხულმა სანდროს გავხედე
-ხო,ხო..გისმენ.არა დღეს არ მცალია!არც ხვალ ნუ ეს დღეები არ მეცლება.კარგად.ტელეფინი გათიშა და გამიცინა
-ჯერ არ ჩამოსულხარ და უკვე აგაწრიალეს ხო?ხელები გადავაჯვარედინე და დაბღვერილმა ავხედე
-აუ არ დაიწყო გთხოვ ხომ გაიგე რომ არ მცალია მეთქი ვუთხარი
-როგორ გაიგო შენი ნომერი ვინც არ უნდა იყოს?
-რა ლამაზი ხედია აქედან.სულ მომწინდა აქაურობა
-სანდრო ნერვებს ნუ მიშლი
-მიყვარხარ ბაბი.მითხრა და საფეთქელზე მაკოცა
-სანდრო მეთქი!
-აუ შენ თავს ვფიცავარ ძაან გოიმობ ახლა რა!გეუბნები რო არ ვნახულობ ვინც არ უნდა იყოს და მაინც სანდრო სანდრო რა გჭირს?ამ სიშორეზე ვიყავი და ერთხელაც არ გიეჭვიანია ჩამოვედი და უკვე ჩხუბობ.რა გინდა წავიდე რო არ იჩხუბო?
ხმას ვერ ვიღებდი ან რა უნდა მეთქვა მართალი იყო.თვალები ამიცრემლიანდა და თავი გვერძე გავატრიალე
-მოდი ჩემთან!მითხრა მკაცრად და ხელები გაშალა.უხმოდ დავემორჩილე და მთელი ძალით შემოვხვიე ხელები.
-მთელი თბილისი რო მირეკავდეს და ნახვას მთხოვდეს შენ არაფერი გაქვს საეჭვიანო გასაგებია?მკითხა და თავი ამაწევინა.თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ვაკოცე.
ეს იყო პირველი კოცნა 1წლის შემდეგ,ეს იყო პირველი გულის შეხუთვა ამდენი ხნის მერე და მაინც სასწაულია მონატრებულზე ეს ყველაფერი.დღეს რომ ხვალინდელი დღე იყოს ეს ყველაფერი შედარებით მარტივი იქნებოდა,მაგრამ დღეს ის დღეა ჯერ კიდევ 1წლის წინ რომ ვიცნებობდი.
მიყვარხარ სანდრო!


არ ვიცი რატომ ან რისთვის,მაგრამ საოცრად მომინდა ისტორიის დაწერა,რომლის 90% რეალური ამბავია.
მადლობთ...



№1  offline წევრი eki_eka_ake

Jer satauri momwona saocrad shemdeg sheni iatoria ^^ <3

 


№2  offline წევრი Pink Floyd

eki_eka_ake
Jer satauri momwona saocrad shemdeg sheni iatoria ^^ <3

vaime dzalian dzalian didi madloba

 


№3  offline წევრი სალი-სალი

ძაან ძაან კარგი იყო გააგრძელე გთხოვ <3

 


№4  offline წევრი Pink Floyd

სალი-სალი
ძაან ძაან კარგი იყო გააგრძელე გთხოვ <3

vecdebi male davdo <3 dzaaan didi madlobaa ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent