შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იბრძოლე ბედნიერებისთვის....


10-04-2016, 20:14
ავტორი თეკო
ნანახია 2 737

სამსახურში მისულს არავინ დახვდა.ცოტახანს ელოდა,მერე ზარის ღილაკს დააწვა.დაცვამ გამოხედა და ჰკითხა ვინ იყო და რა უნდოდა აქ ასე ადრე.გოგონამ უთხრა რომ ის აქ მუშაობდა.-ხო,მაგრამ ოფისი ათის ნახევრიდან იწყებს მუშაობას.მაპატიეთ,მაგრამ მანამდე ვერ შეგიშვებთ,ყველგან კამერებია და პრობლემები შემექმნება.გთხოვთ არ გეწყინოთ.ლიზი საშინლად გაბრაზდა,დააპირე რაღაც ეთქვა,მაგრამ უცებ მიხვდა,რომ ის უბრალოდ თავის საქმეს აკეთებდა და არაფერ შუაში იყო.მანქანაში ჩაჯდა და იქ გადაწყვიტა ლოდინი.ცოტახანში ჩაეძინა,მხარზე ხელის შეხება იგრძნო თუ არა,მაშინვე გამოფხიზლდა და მიაყვირა.-რა გაყვირებს?შენი შეშინება არ მინდოდა,უბრალოდ გაგაღვიძე.-უთხრა ლუკამ და სწრაფად მოცილდა გოგონას.-მე ხომ გაგაფრთხილეთ ბატონო ლუკა,რომ არასდროს შემხებოდით?!თუ აღარ გახსოვთ და სულ უნდა შეგახსენოთ.-არც შეგეხები,ნუთუ ფიქრობ რომ შენთან სიახლოვე მსიამოვნებს.მეც ისევე ვარ შენს მიმართ გაწყობილი,როგორც შენ.-თქვა ცივად და მანქანიდან გადავიდა.-წამოხვალ თუ ისევ ძილს გაგრძელებ.ლიზი უხმოდ გაჰყვა უკან.დღე ჩვეულებრივად გაგრძელდა,თითქოს არაფერი მომხდარა დილით.მამაკაცი არც კი აქცევდა ყურადღებას,თითქოს იქ არც იყო.დღის მეორე ნახევარში სამსახურში ბატონი დავითი მოვიდა.როცა ლიზის აქ მუშაობის ამბავი გაიგო ძალიან გაუკვირდა და ორივე თავის კაბინეტში დაიბარა.-რა მოხდა მამა?-შევიდა თუ არა იკითხა ლუკამ.-ეს მე უნდა გკითხო რა მოხდა,რა უნდა ამ გოგონას შენს სამდივნოში?შენ ხომ არასდროს დადიხარ სამსახურში და მდივანი რათ გინდა?-ეს მხოლოდ ჩემი საქმეა მამა,დღეიდან ვივლი და თუ მხოლოდ ამთემასთან დაკავშირებით დამიბარე მე წავალ.-არა მოიცადე,ლიზი მე მენეჯერად ავიყვანე და თუ აქ მუშაობას აპირებ ახალი მდივანის მოძებნა მოგიწევს.-შეუვალი იყო უფროსი პირველი.-ბატონო დავით,ჩემთვის მთავარია ვიმუშაო არ ააქვს მნიშვნელობა,თანამდებობას და სტატუსს.-როგრც იქნა ხმის ამოღება გაბედა ლიზიმ.-ლიზი,მოდი ამ თემას აღარ შევეხოთ,შენ ამ კომპანიის მენეჯერი ხარ დღეიდან.თეას ვეტყვი შენ ხელშეკრულებას შემომიტანს და შევცვლი რაღაცეებს.-თქვა დავითმა,მერე ლიზის თბილად გაუღიმა და უთხრა-მოემზადე საღამოს,მნიშვნელოვან წვეულებაზე მივდივარ და უნდა გამომყვე.ეხლა მე გავალ შენ კი კაბინეტი მოაწესრიგე და შემდეგ შეგიძლია რომ სახლში წახვიდე,საღამოსთვის რომ მოემზადო.რვაზე გამოგივლი.ლიზი კარგახანს ვერ მოდიოდა გონს,უხაროდა რომ ლუკაზე დამოკიდებული აღარ იყო თან წუხდა რომ მასთან ესეთი ხშირი ურთიერთობა არ ექნებოდა
-ნუ გიხარია,მე სულ შენ გვერდით ვიქნები მაინც.-ფიქრებიდან ლუკას ირონიულმა ხმამ გამოიყვანა.-რა გინდათ ჩემთან,რატო არ მანებებთ თავს?-ლიზი შეტრიალდა და მამაკაცთან ისე ახლოს აღმოჩნდა სუნთქვა შეეკრა.ეს კაცი აბნევდა,მიუხედავახ იმისა რომ მისი ეშინოდა მაინც საოცრად იზიდავდა.-შენგან?-მამაკავმა თავიდან ბოლომდე აათვალიერა ლიზი და სიცილით განაგრძო.-რა უნდა მინდოდეს შენთან,არაფრით გამორჩეული გოგოსაგან.არაფერი.უბრალოდ ვერ ვიტან შენნაირ თავდაჯერებულ გოგონებს რომლებსაც ადვილად მისაღწევი გონიათ ყველაფერი.ლიზი უცრბ მიუახლოვდა და სახეში გაარტყა და სანამ ლუკა გონს მოეგებოდა ოთახიდან გავიდა.ბატონ დავითს შეუარა უთხრა რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და დაეთხოვა.-კარგი ლიზი,როგორც გინდა.წადი და თუ უკეთ არ იქნები საღამოსაც არ წამოხვიდე.-არა რას ამბობთ,საღამოს აუცილებლად წამოვალ.მანამდე გადამივლის.-არ უნდოდა პირველივე დღეს დაეღალატებინა უფროს.-კარგი მაშინ საღამომდე.

-------
არა მგინია ამას ვინმე კითხულობდეს,მაგრქმ მაინც ვწეერ :)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent