შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი მცველი 8


10-04-2016, 23:03
ავტორი tikliko
ნანახია 2 758

უცებ საწოლიდან დენდარტყმული წამოდგა.მისმა გონებამ მოგონებები ამოხეთქა.ერთიანად გააჟრჟოლა და მთელი ტერფიდან თავამდე დაუარა არასასიამოვნო გრძნობამ .აი,იმ გრძნობამ სინდისი ,რომ ჰქვია,ის ჭია,რომელიც მუდამ გღრნის და თავს არ განებებს.სახეზე გადაფითრდა ,სუნთქვა გაუხშირდა.ოფლმა დაასხა და ოთახში ვეღარ გაჩერდა.აივნის კარები გააღო და ლამპიონებით განათებულ ქალაქს გადახედა.სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაპასი დაარტყა.ხვდებოდა განა არ იცოდა რა დოზით სძულდა თინას .გოგონა მას სიგიჟემდე ვერ იტანდა .გულს უკლავდა მისი ზიზღით სავსე თვალების დანახვა,მისი უმწეო სხეულის და ჩაცვენილი თვალების ყურება,რომლიდანაც სევდიანი ცისპერი თვალები იმზირებოდნენ.მის თვალებში ის სიხარულის სხივიც გაქრა....იმასაც ხვდებოდა,რომ მისი ღირსი არ იყო,მაგრამ ვერ უშვებდა.ეგოისტურად იქცეოდა,მაგრამ ამას ვერ ახერხებდა.ფუჰჰ,რა არაკაცი ვარ !გაიფიქრა ,რაზეც ძარღვები დაეჭიმა და გაბრაზებულმა ნამწვავი სიგარეტი შორს მოისროლა.
-დემეტრე!-არ იცის ცივმა მონაბერმა სიომ შეაჟრჟოლა,რომელიც მის სხეულზე ურცხვად დათარეშობდა თუ გოგონას ზიზღნარევმა ხმამ იმოქმედა ასე მასზე.
-ბატონო დემეტრე!-გოგონამ მამაკაცის სახელი სარკასტულად წარმოსთქვა.-რა იყო ხედით ტკბებით?!-ქალი კარების ზღურბლზე გაჩერდა და გადაჯვარედინებული ხელებით მას მიეყრდნო.
-გეყოფა!-კაცს შავი ჰორიზონტისათვის თვალი არ მოუშორებია,მისმა გული მოსალოდნელი შეურაწყოფისთვის მოეზადა.რა კარგია არაა, საყვარელ ქალს ,რომ სძულხარ?!მწარეთ ჩაეცინა და უცაბედი ფიქრები მალევე თავის გაქნევით განდევნა.
-რაა?რა მეყოფა?!-გოგონამ ტონს საგრძნობლად აუწია.
-ნუ ყვირიხარ?!ბავშვს ავნებ...შენი თავი თუ არ გეცოდება მასზე მაინც იფიქრე!-ანერვიულებულმა კვლავ კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო ,ხოლო ცარიელი კოლოფი მუშტით ძლიერ მომუჭა.
-მისმინე...გთხოვ გამიშვი...ბავშვს როცა გინდა მაშინ ნახავ..ჩემგან რა გინდაა?..-თინას ხმა აუთრთოლდა და თვალები აუწყლიანდა.
- შენგან ბევრს არ ვითხოვ...დავქორწინდებით ,მერე ბავშვს გააჩენ და მალევე გავეყრებით.-დემეტრემ მომოჭული კოლოფი იქვე პატარა მაგიდა დააგდო.
-კი ,მაგრამ დაქორწინება რა საჭიროა?!...ნუ ხარ ცივსისხლიანი!გინდა უფრო გამაწამოო?!
-მე ყველაფერი გადავწყვიტე !ჩემს კარიერას ვერ დავანგრევ!
-შენი კარიერა?!არ დაგავიწყდეს,რომ ჩემიც ინგრევა!ნამდვილი არაკაცი ხარ!მეზიზღები!შენ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ!-გაწარებულმა კვლავ დაუყვირა და სააბაზანოსკენ გავარდა.

დემეტრე გახევდა.კარიერა მას სულ ფეხებზე ეკიდა .ის სულ მცირე ნაწილს ეპოტინებოდა და ფიქრობდა ,რომ შეიძლებოდა შავბნელი გვირაბი კვლავ განათებულიყო.მეორე ღერი სიგარეტიც მოისროლა.ამ დროს სიჩუმე ტელეფონის ზუმერმა დაარღვია,სახე დაემანჭა,მაგრამ როდესაც უკანა ჯიბიდან ამოაძვრინა და ნაცნობი ნომერი დაინახა უცნაურად ჩაეღიმა.
-ოოხხ,ბატონმა სანდრომ მიკადრა .რა დიდი პატივია?!-ირონიულად ჩაიცინა.
-ოოო,დემე! ძმაკუშ მე სულ შენ მახსოვხარ ..სიზმრებში შენ უჟმურ სახეს ვხედავ და სიამოვნებისაგან ვიბადრები.-სანდრომ ხარხარი ატეხა.
-ფრთხილად არ გადაბჟირდე!კიდე კაი ცოლი გყავს ,თორემ ვიფიქრებდი ,რომ მართლა გადახრები გჭირს..შენი ცოლი რას შვება გაჩმორებს და აქეთ-იქით დაგარბენინებს ?...
-ჩემს ბაჭიას გაგუდული სძინავს.სადაცაა ორ თვეში პატარა მეყოლება...ჩემი ბიჭიიი-ამაზე დემეტრეს გულმა ბაგა-ბუგი დაიწყო.მეც ხომ მეყოლება პატარა ...ნეტავ გოგო იქნებააა...ამის გაფიქრებისას სასიამოვნოდ გააჟრჟოლა.
-ეეე,ბიჭოოოო...რაზე ჩაფიქრდიი...
-სანდრო,იცი ,ცოლი მომყავს და თან პატარას მეც ველოდები.-თავიდან რამდენიმე წამით დაიჯერა სანდრომ ეს ,რადგან ძმაკაცმა ეს ნამდვილი აღტაცებით წარმოსთქვა.მერე ეს აბსურდულად მოეჩვენა და კვლავ ახარხარდა.
-შენნ...შენ და ცოლიიი ?...და ბავშვი ტოოო?!აჰაჰაჰა.პირველი აპრილია?!რას მაბოლებ ტო!
-არ გაბოლებ !მართლა მომყავს ...ნუ იტოკში ყველაფერს მერე მოგიყვები..
-მერე ამას მიმალავდი?მოიცა ის გოგო ხომ არ მოგყავსს?!
-ხო იმაზე,რომელზეც გესაუბრებოდი და ახლ არ დამიწყო შენი დარიგებები!...ბიჭოოო !ჩემი საცოლე ცოტა სტრესულ სიტუაციაშია და მინდა გადააყოლოს გულს.ხვალ მოვიყვან შენ ცოლს ,სალოს გავაცნობ იქნებ ერთმანეთს გაუგონ...
-ბეზ ბაზარ ძმა...გელოდებით ..ხო კიდე ცუნცულ ტკბილი ძილი და სიზმრებში ჩემი სექსუალური სხეულიი...მპუა.-სანდრომ მოსალოდნელი გინების მოსმენას თავი აარიდა და დემეს ეგრევე ყურმილი დაუკიდა.რა გიჟია!დემტრემ მობეზრებულმა გაიფიქრა.

გათიშული ტელეფონი კვლავ უკანა ჯინეში ჩაიდო და ოთახში შევიდა.ირგვლივ მოიხედა და ცარიელ ოთახს კვლავ მოავლო თვალი.არადა ახსოვდა კარები ჩაკეთილი ჰქონდა .ალბათ სააბაზანოშია და იმის კარებზე დააკაკუნა.
-თინა აქ ხარრ?- გოგონას პასუხი არ ისმოდა.კარების გაღება სცადა ,მაგრამ შიგნიდან იყო ჩაკეტილი .
-თინა ..თინა აქ ხარრ?კარი გამიღე..-მამაკაცს ხმაში სისუსტე შეეპარა და აუთრთოლდა.სადაცაა მოთმინება ეწურებოდა და გიჟივით შეამტვრევდა კარებს.
-აქ ვარ?ნუ ღელავ ..ისეთს არაფერს ჩავიდენ,რომ ბავშვს რამე დავუშავო.ცოტახანი დამაცადე და კეთილი ინებე და მარტო დამტოვე!-დემეტრეს მისი ხმის გაგონებამ შვება მოჰგვარა.
-მე ქვემოთ ჩავალ.რამე თუ დაგჭირდეს დამიძახე.-კარს მოშორდა და გასასვლელისკენ დაიძრა.
-ნეტა რაში მაინტერესებს სად წაეთრევა ...თუნდაც ჯოჯოხეთში წასულა,მაგრამ არამგონია იქაც შეუშვან!-ტუჩებგაბუსხულმა ჩაიდუდღუნა და კვლავ სარკეს გაუშტერა თავისი დიდრონი ცისფერი თვალები.


****************************************************************************************************************************************
გამზარებულმა წამით შეავლო მამაკაცის ზურგს ზიზღიანი თვალები ,გიჟივით გავარდა და სააბაზანოში შეიკეტა.ცდილობდა არ ეტირა.ტუჩები დაბრიცა და მთელი ხმით ატირდა.ხელს პირზე იფარებდა .დაჭრილი უსიცოცხლო მხეცივით ხრიალებდა .გაახსენდა ,რომ მის მდგომარეობაში არ შეიძლება ნერვიულობა.გონებას მოუხმო და დამშვიდება სცადა.
-მაპატიე დე...იცი როგორ მიყვარხარრ?შენ არაფერი მოგივა ..ნეტა რა უნდა მამაშენს ?რატო მსჯისს?!ასეთი რა დავუშავეე?!არ ვიციიი...არაა...მაგრამ ახლა ერთი სული მაქვს ხელში როდის აგიყვან ,ჩაგიკრავ და შენს სათუთ კანს მოვეალერსები...-ცრემლიან სახეზე ბედნიერების უცნაური სხივი უკრთოდა ,გაბადრული ეალერსებოდა ხელს მის მუცელს და ჯერ კიდევ არ დაბადებულ პატარას ტკბილი სიტყვებით ამკობდა.
**************************************************************************************************************************************** დემეტრეს ოთახიდა გასვლის შემდეგ, ცოტახანში ონკანი მოუშვა და სახე ჩამოიბანა.კიდევ ერთხელ მოავლო თავის ანარეკლს და ოთახში დაბრუნდა .თბილ საბანში გაეხვა.ეცადა დაეძინა,მაგრამ ძილი გაუტყდა და თანაც მოშივდა.ქვემოთ ჩასვლა არ უნდოდა,არ სურდა კვლავ დემონი ენახა.კუჭმა,რომ სასტიკად ააწრიალა , წამოდგა და ქვემოთ ჩავიდა.

სამზარეულოს პატარა მაგიდაზე მიყრდნობილი ნაყინს მიირთმევდა და დროდადრო სიამოვნებისაგან თვალებს ნაბავდა.

****************************************************************************************************************************************
ქვემოთ ჩასულმა დემეტრემ ტელევიზორი ჩართო გული ვერ დაუდო და მალევე პულტი უმისამართოდ მოისროლა.გარეთ გავიდა და თავის დაცვას ესაუბრებოდა ,აფრთხილებდა და მკაცრად დაუყვავა,რომ მის მეუღლესთვის თვალი ედევნებინა,დაეცვა და კბილებით დაეცვა...
ჩემი მეუღლე -მისი პირიდან წამოსულმა ამ სიტყვებმა ბეგე გაუპო ,მაგრამ სახე მალევე დაასერიოზულა და სახლში შებრუნდა.
-ნეტა ამ უჟმურს ის ქალი როგორ უძლებსს?!-ჩაიდუდღუნა ნირწამხდარმა დაცვის უფროსის მთავარმა წევრმა,რომელსაც ახლა ძილის გარდა არაფერი ერჩივნა.

დემეს წყალი მოსწყურდა და სამზარეულოსკენ გეზი აიღო.იქ მალევე შეამშნია ნაყინით ხელში საყვარელი ქალი და თვალები გაუბრწყინდა.
-მმმმ,მეც არ მაჭმევვ?-ეშმაკური მზერით გადახედა .ამაზე ქალმა ერთი დაუბღვირა და უდარდელად განაგრძო .მამაკაცმა სულმოუთქმელად გამოცალა რამდენიმე ჭიქა წყალი.არ იცის რატომ დასცხა,აუფართხალდა ძლიერ გული ,ან რატომ იფეთქა საფეთქელთან სისხმა .
თინას სხეულს მოავლო მზერა და მუცელთან გაუშტერა თვალები.უცებ დაიძრა ,სიფრიფანა წელი მარჯვენა ხელის მარწუხებით შებოჭა,მარცხენათი მუცელზე გადაუსვა ხელი და ფერება დაუწყო.ქალი არ მოელოდა ამას.შეკრთა და გააჟრჟოლა.სცადა დახწევა,მაგრამ უშედეგოთ.
-ხელი გამიშვი და ნუ მეხები!-დაისისინა ვითომდა უკმაყოფილომ.
-მე შენ არ გეხები ,მე ჩემს პატარას ვეფერები!ნუ ჯიუტობ და განაგრძე ნაყინის ჭამა.იქნებ მეც მიწილადო...-და თვალებში ეშმაკურად ჩახედა.
-ხელი გამიშვი!-დაიბღვირა და ძლიერ მარწუხს დაეჯაჯგურა.
-ნუუ თუ გინდა შენს ტუჩებს გავშინჯავ.არამგონია მასზე ტკბილი იყოს ,მაგრამ ხანდახან მწარეც ასწორებს.-კაცმა დაბინდული მზერა მის აწითლებულ წითელ ბაგეებს გაუშტერა.
-არ გაბედო!-დაიბღვირა .დემეტრე ცდუნებას ვერ ეწინააღმდეგებოდა და ნელ-ნელა ათრთოლებულ ტუჩებს ხშირი სუნთქვით უახლოვდებოდა.თინამ მარჯვენა ხელში დაჭერილი ნაყინი კაცს სახეზე შეაზილა. დემე ისე სასაცილლოდ გამოიყურებოდა,რომ უნებურად სიცილი წასკდა.მალევე გუნება შეიცვალა.დაიხსნა თავი და გასაქცევად მოემზადა.
დემეტრემ იგრძნო რაღაც ტკბილის მიწებება სახეზე.სახესთან მიტანილი თითი ჩამოისვა და ნაყინიანი თითი პიღში იტაკა.
-არა რა შენს მწარე ტუჩებს ეს ტკბილი ნაყინი ბევრად ჯობია.-მიაძახა თინას და ვნებიანად გაილოკა თითები.
-იდიოტი!-კარებში მიმავალმა დაიბღვირა და გაბუსხული საძინებლისკენ გაემართა.
-იდოტო ,ხეპრე,ნაყინის ჭამასაც ,რომ არ დაგაცდის..არა რა!მართლა თავგასიებული და ჭკუა ნაკლულია!-გამწარებულმა ჩაიბურტყუნა და ზემოთ ასასვლელ კიბებს ნელა აუყვა.


*********
ბოდიშით ... მეტად რთული პერიოდი მქონდა და მაპატიეთ ,რომ ვერ ვწერდი .გპირდებით აღარ დავაგვიანებ.შეცდომებისთვის წინასწარ ბოდიშით.



№1  offline წევრი natia-natia

როგორ გამიხარდა რო დაგვიბრუნდი ველი შემდეგს ძაან მომწონს

 


№2 სტუმარი Teo..

Gamexarda rom dabrundi.gelodebi.dzalian momwons es istoria.

 


№3 სტუმარი Mariami

Vaa ra kargia rom dabrunda es istoria,tvalebs ar vujerebdi..

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

სავადმყოფოდან სახლშიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent