უცნობი სარკეში //1//
გამარჯობათ! ეს ჩემი პირველი ისტორიაა და იმედია მოგეწონებაათ. არ მინდაა წინასწარ გითხრათ რა და როგორ იქნება ამ ისტორიაში უბრალოდ გეტყვით,რომ ცოტა უცნაურ პერსონაჟებთან გვექნება საქმე. -------- "შენ ხარ დამნაშავე ყველაფერში, შენი ბრალია ახლა მამაშენი, რომ ქვრივია, შენ რომ მომკვდარიყავი მის მუცელში რომ მომკვდარიყავი ახლა ის ცოცხალი იქნებოდა. შენ მოკალი ის!". მერამდენე ღამე დაათენდა ამაზე ფიქრში მერამდენე ცრემლი ჩაიხშო თვალებში, თვალებში სადაც დიდი ტკივილი სუფევდა. მერამდენედ დაიდანაშაულა თავი და მერამდენედ ჩაიკლა ტკივილი გულში, მხოლოდ იმიტომ რომ მამას არ სტკენოდა. კაცი ისედაც არ იყი კარგ დღეში და ცდილობდა მის თვალში მუდამ ბედნიერი გამოჩენილიყო. ღამე ნათევი წამოიზლაზნა ფეხზე და მისაღებში გავიდა სადაც ყველაზე საყვარელი ადამიანი ეგულებოდა. თორნიკე საღლიანი როგორც ყოველთვის უკვე მოწესრიგებული და წასასვლელად გამზადებული ხვდებოდა თავის მზეს, ხო მზეს. სწორედ ასე მიმართავდა ის ქალიშვილს და სწორედ ამიტომ დაარქვა ლილე. "ჩემი მზე ამოსულა" ყოველ დილით ასე მიმართავდა ოთახიდან გამოსულ ლილეს და დაწითლებულ ლოყებზე იქამდე კოცნიდა სანამ ლილე წუწუნს არ დაუწყებდა. -მამუსი კარგი რაა გეყოს მტკივა. -ჩემს მზეს ძალიან უყვარს ძილი და სწორედ ამიტომ დღეს მასთან ერთად ვერ ვისაუზმებ. უთხრა შვილს და ვითომ გაბრაზებულმა ჩამოჰკრა ცხვირზე ხელი. -ხო მაა დედასაც ხომ ძალიან უყვარდა ძილი? ლილემ ეს ისე წამოიყვირა არც კი დაფიქრდა, იგრძნო მამის თვალებში ჩამდგარი ტკივილი და თავისი თავი უკანასკნელი სიტყვებით შეამკო. თორნიკეს თვალწინ იდგა პატარა დაუცველი გოგონა, რიმელსაც დედის სითბო არასდროს უგრძვნია და ალბათ ყვრლაზე მეტაად ეს სტკიოდა კაცს. შვილს გაუღიმა და შუბლზე აკოცა. -კი ლილეო, შენი დედიკოც ძილისგუდა მზე იყო, ისიც ჩემი მზე იყო, არის და იქნება. ახლა კი დროზე გაფრატუნდი და ჩაიცვი საუზმე მოგიმზადე და არ მოგიწევს საკუთარი ხელით მომზადებული საწამლავი მიირთვა. უთხრა და გაიცინა. -კარგი რა მამა, სულ არ არის ჩემი საჭმელი უგემოვნო კარგი ხომ ცოტა უგემოვნოა, მააგრამ სულ სულ ცოტა. თქვა და თითებით ააჩვენა რამდენად მცირედ იყო მის მიერ მომზადებული საჭმელი უგემოვნო. ამაზე ორივეს გაეცინათ, თორნიკემ შვილს ლოყაზე უკბინა და იქამდე გაუჩინარდა კარებში სანამ ლილე ბალიშს გაუქანებდა განრისხებული სახით. ოხ როგორ არ უყვაარს ლოყებზე რომ ეხებიან. მაგიდას მიუჯდა და დაფიქრდა თავის ცხოვრებაზე. დედა მშობიარობას გადაჰყვა ლილეზე დაა მარიამზე მშობიარობას. მარიამი? ალბათ ეს სტკენს ლილეს ყველაზე მეტად გულს. რატომ მისცა ღმერთმა მას სიცოცხლის უგლება და არა მარიამს? როგორც კი ეს კითხვა ებადებოდა პასუხსაც მაშინვე თვითონ სცემდა. "ნათქვამია უფალს მასთან კარგები უნდაო, ხო და ლილე და მარიამი ანგელოზები იყვნენ, მე კარგიც კი არ ვარ." ზუსტადაც რიმ ლილე, ასე ერქვა დედას და ლილე დაარქვეს მასაც. ამაზე სიმწრით გაეცინებოდა და გააიფიქრებდა "ერთი ლილეო წავიდა მეორე კი მოვიდა, ერთმა ლილემ სიცოცხლე აჩუქა მეორეს და ამ უკანასკნელმა პირველ ლილეს კი სიკვდილი." გაგიკვირდებათ რატომ თვლიდა ლილე თავს დამნაშავედ? ან რაა მისი ბრალი იყო? მას ხომ არჩევანის საშუალებაც კი არ ჰქონდა???მაგრამ დაფიქრდით ყველა ობოლი ხომ თავს იდანაშაულებს დედის სიკვდილში ვისაც კი მასზე მშობიარობისას დაღუპვია, სწორედ რომ ასე ფიქრობდა ლილეც. ფიქრებიდან კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა და თავი გააქნია მათ გასაფანტად. კარი რომ გააღო ლოყებ აწითლებული და სირბილისგან დაღლილი დაქალი მთელი ძალით გაექანა სამზარეულოში და ცივი წყლის ბოთლი ერთი მიყუდებით გამოცალა. ლილეს სიცილი აუტყდა ლინდას სახეზე და ამ უკანასკნელმაც სახეში გაყინული წყალი შეასხა. -შენ გოგო ნაყლაპში ხომ არ ხარ? წამოიკივლა განცვიფრებულმა ლილემ და გამოსაცვლელად გავიდა ოთახში. -ნაყლაპში არა შოკში ვარ. აჟიტირებული გაჰყვა უკან დაქალს ლინდა და ლოგინზე გადაწვა. -მშვიდობა? -სოლიდარობაც ლილუუუ. გაწელა სახელი ლინდამ და როგორც ლილე ამბობს ხოლმე "დაბოლილი თევზივით"გაიბადრა. -ფუ ჩემი სუფთა დაბოლილი თევზი ხარ, რა ხდება? რაამ გადაგრია? -შენ კიდევ ქლიავის ბიძაშვილი ხარ თუ კარგია მაშინ. ანუ რა ხდება ახლა შენი კორპუსის ეზოში რომ შემოვედი დავინახე აი ისეთი ძაღლი შენ რომ გიყვარს დიდი დაა გაბურძგნული, ხოო და ეს ძაღლი გენაცვალე ჩემსკენ გამოექანა, ისე შევშინდი ნაბიჯი ვერ გადავდგი და სახეზე ხელი ავიფარე მხეცის მოახლოების მოლოდინში. რამდენიმე წუთი ვიცადე, მაგრამ ტკივილი ვერ ვიგრძენი ვიკადრე თვალების გახელა,ნეტავ არ გამეხილა ჩემს წინ ორი თავით მაღალი და დაკუნთული ბიჭი თავმომწონედ მიღიმოდა. აი რიგორი თვალები ჰქონდა იციიი ააი მე რომ მიყვარს ჭაობისფერი ყავისფერი კოპლებით......კაკუნის ხმა შეაწყვეტინა საუბარი ლინდას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.